შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-19, 7:04 PM | შეტყობინება # 171 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 10 დანი სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა და სოფი მარტივად მიხვდა, რომ იმ უცნაურ ბაიკერს მისდევდა. მისი ზურგის უკნიდან ცალი თვალით გაიჭყიტა და შენიშნა, რომ ქალაქიდან გადიოდნენ და ექსტრემალურად ამუშავებული გონების წყალობით გაიხსენა ადგილი, სადაც პირველად ნახა დანი. ბიჭმა ბაიკი სწრაფად გააჩერა და ისე, რომ სოფისთვის არც კი შეუხედავს, სწრაფად უთხრა: -ჩადი ბაიკიდან! გიოს დავურეკავ და წაგიყვანს. -რა?-სოფი წელში გასწორდა და ისეთი ხმით იკითხა, რომ დანის თავის ჭკუათმყოფელობაში ეჭვიც კი შეეპარა. -სოფი, სწრაფად გააკეთე რასაც გეუბნები!-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა, მაგრამ ამაოდ, სოფი ისევ ისე ურეაქციოდ იჯდა, ამიტომ დანის სხვა გზა აღარ ჰქონდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და გიოს ნომერი აკრიბა. -გიო, ”ისინი” გამოჩნდნენ! მივყვებოდი, მაგრამ სოფიც ჩემთანაა და ხომ ხვდები... ბიჭებს დაურეკე და ჩვენ ადგილას შევხვდეთ, დღესვე უნდა მოგვარდეს ეს ამბავი... დანიმ ბაიკი ისევ მოსწყვიტა ადგილს, მაგრამ ახლა შედარებით მშვიდად მართავდა. სოფის ინტერესი კლავდა და იცოდა, რომ ამ ამბავს აუცილებლად გაარკვევდა, მაგრამ უნდოდა ყველაფერი ახლავე გაეგო. აინტერესებდა ვინ იყო ის ბაიკერი, დანის ასე გაცოფება რომ გამოიწვია და რა საქმის მოგვარებაზე ელაპარაკებოდა ის გიოს. დაძაბული იყო, რადგან ხვდებოდა, რომ დანიშნულების ადგილას მისვლისთანავე, დანი სოფის სახლში გაამწესებდა და ნერვიულობდა. როგორმე უნდა მოეხერხებინა მასთან დარჩენა... დანი ცენტრალური გზიდან გადავიდა და ერთი ძველი შენობისკენ შეუხვია. ეს ის ადგილი იყო, სადაც რბოლები ტარდებოდა მაშინ, როდესაც კანონიერი რბოლების ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ ან ფულზე ეჯიბრებოდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ყველანი საუკეთესო მეგობრების იყვნენ, მაგრამ როცა საქმეს სჭირდებოდა, არც ერთი არ იხევდა უკან და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ახლაც დანიმ გიოს გააგებინა თუ არა რაც მოხდა, მაშინვე ყველანი შეიკრბნენ და დანის მისვლას ელოდნენ. იმ ძველი შენობის ეზოში რომ შევიდნენ, სოფი სანახაობამ გააკვირვა: უაზრმაზარ ეზოში ბაიკერები ჩამწკრივებულიყვნენ და ერთ მინიშნებაზეც კი მზად იყვნენ საქმის გასაკეთებლად. დანის შესვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია, რამდენიმე ბიჭი მაშინვე მიუახლოვდა და გამოკითხვა დაუწყო, მათ შორის იყვნენ გიო და სოფის ახალი ნაცნობი საბაც, მაგრამ დანიმ პასუხის ნაცვლად უბრალოდ ჩაილაპარაკა: -ვინმემ სოფი წაიყვანეთ, სასწრაფოდ!-სოფი კი გაუნძრევლად იჯდა, არაფერს არ აპირებდა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აქ დარჩებოდა და ყველაფერს გაარკვევდა. გიო მიუახლოვა, რომ ბაიკიდან ჩამოსვლაში დახმარებოდა, მაგრამ სოფიმ ისეთი თვალებით შეხედა, მიხვდა რომ მხოლოდ ძალით თუ შეძლებდა მის წაყვანას. გაიწია კიდეც, რომ ხელში აეყვანა და ისე ჩამოეყვანა ბაიკიდან, მაგრამ სოფიმ მტკიცედ განაცხადა, რომ არაფრის დიდებით არ გაყვებოდა და ყველას ყურადღება მიიქცია. -გიო, წაიყვანე აქედან. ეს და ხატია დარჩებიან. -რა? არავითარ შემთხვევაში!-წამოიყვირა იასამნისფერ ბაიკზე ამხედრებულმა გოგონამ, რომელსაც მოკლედ შეჭრილი ჟღალი თმა და დიდი მწვანე თვალები ჰქონდა. -ხატია, ეს ამბავი გადაწყვეტილია! და განხილვას არ ექვემდებარება!-დანი ისე მკაცრად ლაპარაობდა, სოფის ცოტათი შეეშინდა კიდეც, მაგრამ თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა. გიოს სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, სოფი ზურგზე მოიგდო და ისე წაიყვანა ლანძღვის თანხლებით, ხატიასაც ასეთივე ხერხით გაუმკლავდა წითელი „იამაჰას“ პატრონი ირაკლი. გოგონები იმ ძველი სახლის ერთ ოთახში შეიყვანეს და კარი გარედან ჩაუკეტეს. ხატიამ მაშინვე კარზე ხელების ბრახუნი ატეხა, წიხლიც მიარტყა, მაგრამ იქიდან პასუხი არ გაუგია. მთელ ოთახში ბოლთას სცემდა და ვერ ჩერდებოდა, სოფი კი კუთხეში იჯდა და ცდილობდა აქედან გაღწევის გეგმა მოეფიქრებინა. -კარი გასაღებით არის ჩაკეტილი?- იკითხა უცბად და ხატია მის ხმაზე ოდნავ შესამჩნევად შეხტა, რადგან სოფის არსებობა დავიწყებული ჰქონდა. -ამმ, კი გასაღებით. რა არის? -მგონი რაღაც მოვიფიქრე!-სოფიმ თმის სარჭი მოიხსნა, კართან მივიდა და ჩაიმუხლა. -შენ რა, თმის სარჭით აპირებ კარის გაღებას?-გაეცინა ხატიას, მაგრამ როდესაც საკეტის გაჩხაკუნების ხმა გაიგო, გაოგნებულმა ჩაილაპარაკა- ეე, რა მაგარი ხარ! ახლა ოფიციალურად გაღიარებ დანის შეყვარებულად!-ხატიამ სოფის ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ჩუმად გაიხედა გარეთ და უკანვე შემობრუნდა: -წასულან, მგონი არავინ დაუტოვებიათ საყარაულოდ, მაგრამ მაინც ფრთხილად წამომყევი... გოგონებმა მარტივად გააღწიეს სამშვიდობოს და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ბიჭებს ხატიას ბაიკი დაეტოვებინათ და არსად გადაემალათ, სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს, მაგრამ ეს სიხარული იმ წამსვე გაქრა, როდესაც ხატიამ აღმოაჩინა, რომ ბენზინის ავზი სულ ცარიელი იყო. -ჩემი ხელით მოვკლავ!-ამოიღმუვლა გოგონამ და ძირს დაჯდა. -დანის მე მივხედავ!-ჩაისისინა სოფიმ და ისიც გვერდით მიუჯდა. -არა, წარმოგიდგენია? ჩემ გარეშე წავიდნენ! შენ მაინც არ ხარ გარკვეული და თან დანი ღელავს, მაგრამ მე? -კი მაგრამ, სად წავიდნენ? -შენ რა არ იცი? დანის არაფერი უთქვამს? -რომ ვიცოდე ხომ არ გკითხავდი? -მეგონა იცოდი! მაშინაც იმიტომ დააგვიანდა შენთან, რომ პრობლემები შეგვექმნა. მთელი დღე იმით იყო აღფრთოვანებული, რომ უნდა ენახე და უცბად, იმ იდიოტების გამო ჩაეშალა გეგმები... -ხატი, ნუ მომკალი! მითხარი რა ხდება! -არა სოფი, ჯერ თავი არ მომძულებია!-გაიცინა გოგონამ.-მე რომ რამე მოგიყვე, დანი წამებით მომკლავს. ჯობია დღეს საღამოს თავად გამოტეხო...-თვალი ჩაუკრა ხატიამ და სოფიც, იმის გააზრებისას, თუ რას გულისხმობდა გოგონა, ჭარხალივით გაწითლდა. ბიჭები დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდნენ. მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდნენ, მხოლოდ რამდენიმე იყო წარბგახეთქილი და თვალჩალურჯებული. დანის მარჯვენა მტევანზე ჰქონდა კანი გამსკდარი და ხელი სისხლიანი, ცოტათი ტუჩიც გასიებოდა, სხვა მხრივ არაფერი სჭირდა. გოგონების გარეთ დანახვა არავის გაჰკვირვებია, უბრალოდ გაეცინათ, რადგან იცოდნენ, რომ ხატია უბრძოლველად არ დანებდებოდა, მაგრამ რა იცოდნენ, რომ სინამდვილეში გარეთ სოფის წყალობით გამოაღწიეს. ხატია მაშინვე ირაკლის მივარდა მუშტებით, დანი კი სოფისკენ გაემართა, რომ ჩახუტებოდა, მაგრამ გოგონამ თავი აარიდა და ბაიკისკენ გაემართა, თან მიაძახა: -დიდხანს გელოდო? -აბა ბიჭებო, შეხვედრამდე! თუ რამეა ნებისმიერ დროს ჩართულია ჩემი მობილური!-დანი ხალხს დაემშვიდობა, შემდეგ კი ბაიკი ააღმუვლა და ადგილს მოსწყდა. სოფი მთელი გზა გაბუტული ბავშვის სახით იჯდა და ხმას არ იღებდა, ხმა არც მაშინ ამოუღია ავტოფარეხთან რომ გაჩერდნენ, უბრალოდ მშვიდად ჩამოვიდა ბაიკიდან და დაუმშვიდობებლად გაემართა თავისი კორპუსისკენ, დანიმ კი მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა. -რა გჭირს? -ნეტავ რა მჭირს?-წარბები ირონიულად აზიდა სოფიმ. -სოფი, იცი რომ შენ სახეზე ირონიას ვერ ვიტან! -მე კი ვერ ვიტან, როცა სულელად მთვლი!-ხელი უხეშად გააშვებინა სოფიმ და კვლავ შეტრიალდა წასასვლელად, მაგრამ ამჯერად დანიმ კოცნით გააჩერა. როდესაც ბიჭმა სრული იგნორი იგრძნო, გაშრა, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, გოგონა ავტოფარეხში შეიყვანა, კარი მიხურა და მასთან ერთად დივანზე მოკალათდა. სოფი გულში ზეიმობდა, რადგან მისმა გეგმამ გაჭრა და როგორც იქნა ყველაფერს გაიგებდა, გარეგნულად კი არაფერს იმჩნევდა. -დღეს სადაც ვიყავით, ის საქართველოს ოფიციალური მოტოკლუბია და არა უბრალოდ მეგობრული დაჯგუფება,-დაიწყო დანიმ და სოფიც მოსასმენად მოემზადა.-არსებობს კიდევ ერთი, მაგრამ არაოფიციალური დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ”ანარქიას” უწოდებს. სულ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდნენ და ჩვენი დალაგებული სიტუაცია ერთიანად არიეს. ჩვენი მოტოკლუბი ”MyMoto”, ბაიკის სეზონზე ყოველთვის აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებას. როდესაც სახელმწიფოსგან ნებართვას ვერ ვიღებთ, იმ ძველ შენობასთან ვიკრიბებით და იქ ვაწყობთ რბოლებს. ”ანარქიამ” რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა, რა თქმა უნდა უკანონო, რადგან ერთადერთი ოფიციალური მოტოკლუბი ჩვენია. ერთმა რბოლამ საკმაოდ ცუდად ჩაიარა, ადგილი ვერ გათვალეს და ფეხით მოსიარულე გაიტანეს, შემდეგ კი მიიმალნენ. ის კაცი მოკვდა და ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდა. ხალხში სახელი გაგვიტყდა, რაც ჩვენ წრეში ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ”ანარქიის” წევრებთან ამ ამბის მოსაგვარებლად სწორედ იმ დღეს ვიყავით, როდესაც შენ უნდა შეგხვედროდი. მეგონა ყველაფერს მოვასწრებდი, მაგრამ შეხვედრამ ექსცესების გარეშე არ ჩაიარა. შელაპარაკებისას რამდენიმემ ხატიას აგდებულად მიმართა, ირაკლიმ ვერ აიტანა და შეაგინა, მათ ხელი გაარტყეს და მოკლედ, ჩხუბი ატყდა. ამ შემთხვევის შემდეგ სულ დაპირისპირება გვაქვს. ერთხელ შესარიგებელი რბოლა შემოგვთავაზეს და დავთანხმდით, მაგრამ შუა რბოლისას ორმა მათგანმა ხატია შუაშია მოიქცია და ბაიკიდან გადმოაგდო. კიდევ ჩხუბი ატყდა. მოკლედ, შერიგება არ მოხერხდა. დღესაც ”ანარქიის” წევრმა ჩაგვიქროლა და მხოლოდ ღმერთმა უწყის როგორ მოვახერხე, რომ სატვირთოს არ შევასკდით. სწორედ ამის გამო შევუთანხმდი ბიჭებს და ”ანარქიასთან” საქმე გავარკვიეთ. მგონი შეიგნეს და მსგავსს აღარ გაიმეორებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი...-დანიმ მუშტი გაშლილილ ხელისგულზე მიირტყა და სოფი მოულოდნელობისგან და დაძაბულობისგან შეხტა. გოგონა მართლა გაოგნებული იყო. ყველაფერი ჰოლივუდური ბლოკბასტერის სცენარს გავდა და არა რეალურ ამბავს, რომელიც პატარა საქართველოს პატარა დედაქალაქში ხდებოდა. -დანი, დამპირდი რომ რბოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებ. -რა? არა სოფიმ ამას ნუ მთხოვ... -კი მაგრამ, არ მინდა რომ დაგკარგო... -არ დამკარგავ. -დანი, ვერ ხვდები, რომ ეს საშიშია? ნებისმიერ წუთს შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, რომ... რომ...-სოფის თვალები ცრემლებით აევსო, თავი ვეღარ შეიკავა და შუბლით მიეყრდნო დანის ფართო მკერდს. დანი მიხვდა, რომ მას ახლა ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა, ამიტომ უფლება მისცა ცრემლებს, თავისუფლად დაეპყროთ მისი საყვარელი გოგონას სახე. ნაზად მოეხვია და თმაზე ხელის დასმით ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ გოგონას სანამ ცრემლი არ გაუშრა, ტირილი არ შეწყვიტა. ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. თითქოს ის შეშლილი მკვლელი არ ეყოფოდა, ახლა ეს ამბავიც დაემატა სანერვიულოდ. უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა ან რამე დაემტვრია. მთელი სხეული დაეჭიმა და მზად იყო თავდასხმისთვის. დანიმ იგრძნო მისი დაძაბულობა და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში. სოფი კანკალმა აიტანა და უცბად წამოხტა. ნერვიულად მიმოდიოდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მასში რაღაც ბირთვული აფეთქების მსგავსი ხდებოდა. დანი ნელა მიუახლოვდა და ზურგიდან მიეხუტა. ძლიერად შემოაჭდო მკლავები და ხმადაბლა უჩურჩულა: -ყველაფერი კარგად იქნება... მეორე დილას სოფის შეშფოთებულმა გამომძიებელმა დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. გოგონა მალევე გამოეწყო და დანისაც გადაურეკა. ვერ ითმენდა ისე აინტერესებდა პასუხის გაგება და ამიტომ ისე სწრაფად გაემზადა, როგორც არასდროს. სოფი ინტერესმა იმდენად მოიცვა, რომ ნოდარის შეშფოთებული ხმა ვერც შენიშნა და როდესაც მის კაბინეტში შესულს გამომძიებელი მოქუფრული სახით დახვდა, ცოტათი შეშინდა კიდეც. -დაბრძანდით, სასაუბრო ნამდვილად ბევრი გვაქვს.-ამოიოხრა კაცმა და სოფის იქვე სავარძელზე მიუთითა. გოგონას ინტერესის გამძაფრებასთან ერთად შიშიც დაეუფლა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. -ცოცხალია?-ამოიბლუყუნა სოფიმ და მოცელილივით ჩაეშვა სავარძელში. -ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ბაზაში არ არსებობს ადამიანი ამ სახელითა და გვარით, რომელიც ასაკსა და იმ აღწერილობას შეესაბამება, რომელიც დედათქვენს უწერია თავის დღიურში. ეს დღიური ჩემს ნაცნობ ფსიქოლოგს წავაკითხე და ერთობლივი მსჯელობით მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ქალბატონი ნატო მამათქვენს სულ სხვა სახელით იცნობდა. როგორც გავიგეთ, მათ არც თუ ისე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონიათ, მამათქვენი კი ცოლ-შვილიანი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მამათქვენს ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმისა, რომ ქალბატონ ნატოს სხვა სახელითა და გვარით გასცნობოდა. რას ფიქრობთ, არსებობს ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი რეალური ვინაობა იცოდეს?-სოფის ბოლო სიტყვები გაორებულად ჩაესმა ყურში, რადგან ფიქრებისგან თავი უსკდებოდა. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ჩაილაპარაკა: -ვფიქრობ ბებიაჩემმა უნდა იცოდეს... -გაქვთ კონტაქტი მაია მაყაშვილთან? -არანაირი. მისი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცი. ასევე მისამართიც. -მაშ, რაღას უცდით? ან ჩემთან მოსვლა საერთოდ რაში დაგჭირდათ? -უბრალოდ მისი ნახვის სურვილი არ მაქვს. -მაგრამ, როგორც ვხვდები, სხვა გზა აღარ გვრჩება. შემიძლია ქალბატონ მაიას მე დაველაპარაკო, მაგრამ მგონი ვერაფერს შევიტყობ. თქვენი ნახვა კი მის ემოციურ შოკს გამოიწვევს და ყველაფერს ადვილად გეტყვით. -იქნებ შეწყვიტოთ ჩემზე ისე საუბარი, როგორც სატყუარაზე?-იფეთქა სოფიმ.-ვიცი, რომ სხვა გზა არ არის, მაგრამ იმ ქალის ნახვა არ მინდა! -მაშინ მე ვერაფერშო დაგეხმარებით, ვწუხვარ!-კაცმა სოფის დედამისის დღიური და მის მიხედვით შედგენიოლი მამამისის პირადი საქმის საქაღალდე გაუწოდა და ამით ანიშნა, რომ საუბარი დამთავრებული იყო. სოფი დაემშვიდობა და გარეთ სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. ისეთი სახე ჰქონდა, რომ დანი შეშფოთდა კიდეც და პირველად რაც თავში აზრად მოუვიდა, ის ჰკითხა: -ცოცხალია? -არ ვიცი, ვერ იპოვა!-ჩაიბურტყუნა სოფიმ და ბაიკზე დაჯდა.-დაქოქე, შენთან მინდა...-გოგონას ხმაში იმდენი ტკივილი და თხოვნა გაისმა, რომ დანის მეტი კითხვის დასმა უბრალოდ აღარ მოუნდა და უპრობლემოდ ააღმუვლა ბაიკის ძრავა. სოფი ხვდებოდა, რომ ახლა მხოლოდ დანისთან ყოფნა უშველიდა და როდესაც ამას ფიქრობდა, იმასაც აცნობიერებდა დანისთან ყოფნაში რასაც გულისხმობდა. სჭირდებოდა რომ გონება გაეთიშა და ამაში იმ ადამიანზე უკეთ ვერავინ დაეხმარებოდა, ახლა წინ რომ ეჯდა და ჰაერს რკინის რაშით მიაპობდა. ავტოფარეხთან რომ გაჩერდნენ, სოფი კარის გასაღებად გადავოდა გათიშული გონების გამო საერთოდ ვერ შეამჩნია, რომ ბოქლომი კარგად არც იყო ჩაკეტილი და გასაღები მაინც გადაატრიალა. დანის ბაიკის ძრავა წესიერად გამორთული არც ჰქონდა, როდესაც სოფიმ ავტოფარეხის კარი ხელის კვრით მიხურა და თვითონ ბიჭის ცხელ ბაგეებს დააცხრა. დანი მალევე მოეგო გონს და აჰყვა გოგონას თამაშში. სულ რამდენიმე წამით მოსწყდა სოფის ტუჩებს, რათა ეთქვა, რომ სახლში მაინც ასულიყვნენ, მაგრამ სოფიმ არ აცადა და დივანზე დანის კალთაში მოკალათდა. დანიც აღარ ფრთხილობდა და გოგონას, რომელიც სადაცაა სიამოვნებისგან ჭკუას დაკარგავდა, საოცარი ვნებითა და სურვილით ეალერსებოდა. სოფი ხვდებოდა, რომ გაჩერებას ვეღარ შეძლებდა, მაგრამ მისი მიზანის სწორედ ეს იყო. დანიმ ხელის მარტივი მოძრაობით დატოვა გოგონა მაისურის გარეშე და სოფიმაც მას მიბაძა. მართალია აკანკალებული ხელებით კი გაუძნელდა დანის პერანგის ღილების შეხსნა, მაგრამ მაინც მოახერხა. ცოტა ხნით მოსწყდა ბიჭის ტუჩებს და მისი ყელისკენ გადაინაცვლა, რათა მისთვის ყველანაირი მიზეზი გაექრო იმისა, რომ ოდნავ შერჩენილი საღი გონებით, ბოლო წამს მიმხვდარიყო რას აკეთებდნენ და სოფის გამო უარი ეთქვა. დანი ის იყო სოფის ბიუსტჰალტერის გასახსნელს მიუახლოვდა, რომ გოგონამ პერანგი უკან გადაუწია და კოცნაში გართულმა, მაინც შენიშნა ის, რამაც ჯერ სოფი გააშეშა და შემდეგ დანი. სოფის წამის მეასედში თვალწინ წარმოუდგა ბევრჯერ ნანახი, სისხლით დახატული მარადისობის ნიშანი, რომელსაც ახლაც ხედავდა, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ ის სისხლით კი არ იყო დახატული, არამედ დანის სხეულზე იყო გამოსახული ტატუს სახით. რამდენიმე, ერთმანეთში ჩაქსოვილი მარადისობის ნიშანი მართლაც შთამბეჭდავი სანახავი იყო, მაგრამ არა სოფისთვის. გოგონას სათითაოდ გაახსენდა ყველა მკვლელობა, თითოეული წვეთი სისხლი და დანის გველნაკბენივით მოშორდა. ბიჭი მართლა ვერ ხვდებოდა რა გააკეთა არასწორად, ამიტომ როდესაც სოფიმ მაისური გადაიცვა და მისგან მოშორებით, ძირს ჩაჯდა, ეცადა მიახლოვებოდა, მაგრამ ჯერ გოგონას შეშინებულმა მზერამ შეაჩერა და შემდეგ კარზე ძლიერმა ბრახუნმა. როცა კარი გააღო და იქ რამდენიმე პოლიციელი დაინახა, სულ მთლად გაოგნდა. -ხელები კისერზე დაიწყვე და მუხლებზე დადექი!-უთხრა გამყინავი ხმით მაღალმა, იარაღმომარჯვებულმა ფორმიანმა, რომელიც აშკარად უფროსი უნდა ყოფილიყო. -ჩხეიძე, გოგონას მიხედე! არაბიძე, აქაურობა გადაატრიალე და სამხილები იპოვე!-გასცა ბრძანება იგივემ, რომლიც გვარიც გულის ზემოთ მიმაგრებული ნიშნიდან ჩანდა რომ დვალი იყო. სოფი დაბნეული იყო, მაგრამ ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში დანი აღმოჩნდა. ვერ გაეგო პოლიციელმა ხელბორკილები რატომ დაადო, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდა რაშიც სდებდნენ ბრალს. ბოლოს ისევ სოფი გამოფხიზლდა და ჩამწყდარი ხმით იკითხა: -რა ხდება? -რამე ხომ არ დაგიშავათ? ბოდიშს გიხდით დაგვიანებით მოსვლისთვის. -გეკითხებით, რა ხდება? -რა ხდება და როგორც იქნა მივაგენით იმ მანიაკ მკვლელს, რომელმაც მთელი ქალაქი დააწიოკა. -როგორ თუ მკვლელს?-იფეთქა დანიმ.-უკაცრავად, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობა გაქვთ?-ბიჭი ყველანაირად ეცადა, რომ რაიმე უწმაწური არ ეთქვა სოფის თანდასწრებით. -ამას მე უნდა გეკითხებოდეთ, ისეთ რაღაცაში გედებათ ბრალი...-ირონიულად ჩაილაპარაკა არაბიძემ, რომელიც კარადასთან იდგა გაღიმებული.-უფროსო, მტკიცებულებებს მივაგენი! სოფიმ ამ მტკიცებულებების დანახვისას გული ცუდად გაუხდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაკეცილიყო...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 11:33 PM | შეტყობინება # 176 |
436
Offline
| რა საინტერესოდ დაამთავრე! ^__^ ვნახოთ როგორ დაამტკიცებს დანი თავის უდანაშაულობას,თუ რა თქმა უნდა არაფერი ჩაუდენია
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2013-04-06, 7:09 PM | შეტყობინება # 177 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 11 -როგორც ჩანს, თქვენი ყველა მსხვერპლისგან იტოვებდით სამახსოვროდ რაიმეს...-აგრძელებდა არაბიძე და თან ღიმილით უახლოვდებოდა დანის, რომელსაც თვალები გაფართოებოდა და ისე აკვირდებოდა ხან კარადას და ხანაც გაფითრებულ სოფის. გოგონა კი გულის რევის შეგრძნებას გაჭირვებით იკავებდა. გაუაზრებლად მიუახლოვდა კარადას და ახლოდან დააკვირდა პატარა კონტეინერებს, რომელშიც გარდაცვლილების თმის კულულები ინახებოდა. მეორე თაროზე სხვადასხვა ზომის დანები იდო, მესამეზე კი იარაღები. ზოგ დანას ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა სისხლის კვალი და სოფი მიხვდა, რომ თუ ახლავე არ გაეცლებოდა აქაურობას, მეტს უბრალოდ ვეღარ გაუძლებდა. მიუხედავად ყველაფრისა, სოფის წამითაც არ შეშინებია დანისი. არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ის მკვლელი იყო და ამ მიზეზის გამო, როდესაც დანი ბორკილებდადებული გაჰყავდათ, ისიც უკან გაჰყვა და თან განაცხადა: -მეც თქვენთან ერთად მოვდივარ!-მისმა ამ ფრაზა, პოლიციელების გაოგნებული და დანის სიყვარულით სავსე მზერა გამოიწვია. ამ მზერაში ის ყველაფერი იყო ჩადებული, რისი თქმაც დანის ახლა არ შეეძლო. იყო სითბო, მადლიერება, პატივისცემა, ნდობა და უზომო სიყვარული. ამ თვალების შემხედვარეს, სოფის უბრალოდ არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო და დაეჯერებინა, რომ დანი დამნაშავე იყო. ვერ იქნებოდა დამნაშავე ის ადამიანი, რომელსაც ასეთი მზერა ჰქონდა. -გოგონა, თუ მან თქვენზე რაიმე სახის ძალადობა მოახდინა, ნუ შეგეშინდებათ და ამის გამო ნუ დაიცავთ, ის უკვე ჩვენს ხელშია და ვეღარაფეს დაგიშავებთ! -თქვენ ჩემს დამშვიდებაში გიხდიან ფულს, თუ სამართლის დაცვაში?-უკმეხად მიუგდო სოფიმ და დანიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაეფხუკუნა. -თქვენი საქმისა თქვენ იცით!-გაბრაზდა პოლიციელი და ორივე უხეშად გაიყვანა ავტოფარეხიდან. სოფიმ შენიშნა, რომ რამდენიმე მანქანით იყვნენ მოსულები და გაუკვირდა, მაგრამ როდესაც გაახსენდა დანის რაში სდებდნენ, მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა. დანი უკანა სავარძელზე მოათავსეს დვალსა და არაბიძეს შორის, სოფი კი მეორე მანქანაში ჩასვეს ჩხეიძესთან ერთად. -რატომ იცავთ?-სიჩუმე დაარღვია ჩხეიძემ და სოფი მოულოდნელობისაგან შეხტა. -იმიტომ, რომ არ არის დამნაშავე,-მშვიდად უპასუხა სოფიმ. -რატომ ხართ დარწმუნებული? -იმიტომ რომ მიყვარს...-ჩხეიძეს მეტი შეკითხვა აღარ დაუსვამს, უბრალოდ გაეღიმა და მანქანის მართვა განაგრძო. მისთვის აღარ იყო საინტერესო რატომ არ ეშინოდა სოფის პოტენციური მკვლელის, რადგან სადაც სიყვარულია, იქ სხვა გრძნობების და მითუმეტეს შიშის და უნდობლობის ადგილი აღარაა. მას ეს კარგად ესმოდა და ესმოდა სოფისიც, რომელიც ახლა მის გვერდით სავარძელში იყო მოკალათებული, ფანჯარაში იყურებოდა და ცრემლების შეკავებას ცდილობდა. განყოფილებაში მისვლისთანავე დანი პირდაპირ გამომძიებლის კაბინეტში შეათრიეს, სოფი კი მოსაცდელში გაამწესეს. გოგონას სკამამდე მისვლის თავიც არ ჰქონდა, პირდაპირ იატაკზე ჩაჯდა, ნიკაპით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო და ჯიბიდან მობილური ამოიღო. -ლიზა, მჭირდები… ზუსტად შვიდ წუთში, ლიზა სოფის გვერდით იჯდა, გიო და ალექსი კი მოსაცდელში ბოლთას სცემდნენ. გამომძიებლის კაბინეტიდან არც არავინ გამოსულა და არც იქ შესულა ვინმე. სოფი უკვე სიგიჟის პირას იყო, რადგან ვერანაირ სიახლეს ვერ იგებდა. -არ მჯერა, სოფი. ვერ დავიჯერებ, რომ დანი მკვლელია…-ლიზაც გაოცებული იყო ამ სიტუაციით. -მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მკვლელი. ლიზა, მოვკვდები მას რომ რამე დაემართოს, მის გარეშე ვერ გავძლებ…-ამოისლუკუნა სოფიმ და გოგონას მხარზე თავი ჩამოადო. ლიზაც თავის მხრივ თმაზე ხელის დასმით შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. -გიორგაძე! გამომძიებელი გიბარებთ!-დერეფანში დვალი გამოვიდა და სოფი გამომძიებლის კაბინეტამდე მიიყვანა. -გამარჯობა ქალბატონო სოფი! მზად ხართ დაკითხვისთვის? -დიახ, რა თქმა უნდა! -მაშინ, გთხოვთ კარგად გაიხსენეთ იყო თუ არა დანიელ გულედანი თქვენთან ერთად რომელიმე მკვლელობის დროს? მაინტერესებს აქვს თუ არა მას ალიბი და რატომ ხართ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში… -არც ერთი მკვლელობის დროს დანი ჩემთან არ ყოფილა,-სოფის გაუჭირდა ამის თქმა, მაგრამ არ შეეძლო გამომძიებელი მოეტყუებინა.-დარწმუნებული ვარ, რომ ის არ არის მკვლელი. არაა ისეთი სულელი, რომ სამხილები შეენახა, ეს თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ. -ანუ, თქვენ მას ალიბს ვერ უქმნით…-ეს უფრო მტკიცება იყო, ვიდრე კითხვა, რომლის ბოლოსაც გამომძიებელმა კმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. -ალიბს ვერ ვუქმნი, მაგრამ საკუთარ თავს ვდებ მის უდანაშაულობაზე. -ეს ჩვენთვის სრულიად უსარგებლოა. დვალი, გოგონა გაიყვანე და გულედანი შემოიყვანე!-გასძახა გამომძიებელმა კართან მდგარ ფორმიანს.-და კიდევ ერთი, ძალიან საეჭვოდ იცავთ ადამიანს, რომელიც ეჭვმიტანილია იმ მკვლელობებში, რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ. ამის გამო, უფლებას ვიტოვებ საქმის გახსნამდე და გულედანის უდანაშაულობის დამტკიცებამდე თქვენც წინასწარი დაკავების საკანში გადაგიყვანოთ. -რა? არ გაქვთ ამის უფლება!-აღშფოთდა სოფი. -შესაძლოა,-გაიცინა კაცმა.-მაგრამ არც თქვენ არ გქონდათ რამდენიმე თვის წინ იმის უფლება, რომ კაბინეტში მომვარდნოდით და ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეგეტანათ. ასე რომ…-კაცმა კიდევ ერთხელ გაუღიმა გაოგნებულ გოგონას.-დვალი, გაიყვანე!-ფორმიანმა სოფი მკლავში ხელის წავლებით, უხეშად გაიყვანა და ეს სცენა გიომ რომ დაინახა, მაშინვე მათთან მიიჭრა. -აქ რა ხდება?-ბიჭი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -არ ვარ ვალდებული აგიხსნათ.-ირონიულად მიუგდო პოლიციელმა და სოფი სარდაფისკენ წაიყვანა, სადაც წინასწარი დაკავების საკნები მდებარეობდა. დანი გოგონას დანახვისას ფეხზე წამოიჭრა, მაგრამ მასთან საუბარი არ დასცალდა, დვალმა სოფის საკანში შეყვანისთანავე გამოიყვანა დანი იქიდან და დაკითხვაზე წაათრია. -გულედანი, აბა კარგად მოკალათდი და ყველაფერი დაფქვი! -რაც სათქმელი მქონდა, მე უკვე გითხარით_უდანაშაულო ვარ. -რით დაგვიმტკიცებ? შემთხვევით ფრთებიც ხომ არ გაქვს და ვერ ვამჩნევთ? -პირდაპირ ასხივებთ ირონიას!-გაეცინა დანის. -შენს ადგილას სიცილზე არ ვიფიქრებდი!-ფეხზე წამოიჭრა ბატონი ზურაბი და მაგიდას მუშტი დასცხო.-გაქვს ალიბი თუ პირდაპირ საკანში წაგათრიონ? -თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამომითვალეთ ყველა მკვლელობის თარიღი და დრო. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა დანის თხოვნა შეუსრულა, ამ უკანასკნელს თვალები გაუბრწყინდა და ამაყი ღიმილით განაცხადა: -ცოცხალი ალიბი მყავს, ნომერი ჩაიწერეთ და სოფი გამოუშვით. ზუსტად მაშინ, როდესაც სოფი წინასწარი დაკავების საკნიდან გამოიყვანეს და გამომძიებლის კაბინეტში შეყავდათ, ვიღაც ქალმა მას და ბადრაგს კატასტროფული სიჩქარით ჩაუქროლა, სოფის მხარი გაკრა და დანის მივარდა. -ჩემი ცუნცულა! რამე ხომ არ დაგიშავეს სიხარულო?-აღშფოთებული ქალი, კოხტად დალაგებული ქერა თმითა და თინეიჯერის ჩაცმულობით, გულში იკრავდა დანის და თავისი ფუმფულა ფიზიონომიით თითქმის მთლიანად ფარავდა მას. სოფის თვალები ნელ-ნელა მიცოცავდნენ შუბლისკენ ქალის ქცევების დანახვისას. -მე შემიძლია შევუქმნა ალიბი დანის! ვადასტურებ, რომ ის ჩემთან იყო! -ქალბატონო, დარწმუნებული ხართ რომ რიცხვი და დრო არ გეშლებათ? -რას მკადრებთ? რა დამავიწყებს იმ დღეს, როდესაც ჩვენი პატარა დაიბადა?!-სოფის გაოგნებამ პიკს მიაღწია ამ ფრაზის გაგონებისას. პოლიციელმა ოდნავ ხელი შეუშვა თუ არა, ტყვიის სისწრაფით გავარდა ოთახიდან და შემდეგ შენობიდან. მალევე მიყვნენ ლიზა და ალექსიც, გიო კი დანისთან დარჩა, რათა ყველაფერი გაერკვია. -სოფი, რა მოხდა?-სირბილისგან აქოშინებული ხმით ჰკითხა ლიზამ. -არაფერი! ალიბი აქვს, დანარჩენი არ მაინტერესებს, წავედით! -როგორ თუ ალიბი აქვს?-ოდნავ შესამჩნევად გაუფართოვდა თვალები ალექსს-თუ ალიბი აქვს, რატომ ხარ გაბრაზებული? -ალექს, მოდი შენს ძმაკაცს მიხედე რა!-შეუღრინა სოფიმ, შემდეგ კი ლიზას მიუბრუნდა.-მოდიხარ? -სოფი, იქნებ მოიცადო და ყველაფერი გაარკვიო?-შეაპარა ლიზამ, მაგრამ გოგონამ წარბები შეკრა, შემდეგ კი შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მათ, თან ლიზას მიაძახა:-არავინ არ გამომყვეთ! ცოტა ხნით შემეშვით!-შემდეგ კი პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და გეზი ნარიყალასკენ ააღებინა. წყენაზე მეტად გაცოფებას გრძნობდა. გაცოფებული იყო დანის საქციელის გამო და სულ არ აინტერესებდა ჰქონდა თუ არა ამას ახსნა. მისთვის მთავარი ის იყო, რომ როდესაც დანი ტყავიდან ძვრებოდა სოფის შემოსარიგებლად, ამავდროულად სხვა ქალთანაც დადიოდა და ღმერთმა უწყის ის ქალი რომელ “მათ პატარაზე” საუბრობდა. ნუთუ, დანიმ ისიც მოახერხა, რომ უკვე მამა გახდა? სოფის თავი მულტიპლიკაციური ფილმის გმირი ეგონა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა სიბრაზით და ბოლოს ყურებიდან ბოლს უშვებდა. ასეთი გაცოფება ჯერ არასდროს ეგრძნო და ხვდებოდა, რომ ამ გრძნობას სინამდვილეში ეჭვიანობა ერქვა. სოფი ისე ეჭვიანობდა, რომ მზად იყო ის ქალი საკუთარი ხელით მიეხრჩო. არა, თან აშკარად დანის დედად უფრო შეეფერებოდა, ვიდრე საყვარლად, რომელიც ბავშვს გაუჩენდა. რამ გააგიჟა ნეტავ ეს ბიჭი? სოფიმ ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და დარჩენილი გზა ფეხით განაგრძო. ცივი ჰაერი სჭირდებოდა, რომელსაც აგვისტოში და მითუმეტეს თბილისში ვერსად იპოვიდა. მცირეოდენ განსხვავებას მხოლოდ ბუნების წიაღში თუ ნახავდა და ამიტომაც ავიდა ნარიყალაზე. ქართლის დედისკენ დაიძრა და იქვე ახლოს, მოაჯირზე მოკალათდა. ფეხები ჰაერში გადაკიდა და ღამის თბილისს მიაშტერდა. ცდილობდა როგორმე ჩაეხშო ის ბოღმა, რომელიც სულს უხუთავდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვაში ხელს უშლიდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ვიღაც სულში ხელებს უფათურებდა და გახურებული რკინით შანთავდა. მისი მობილური უკვე თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში აჟღერებდა AC/DC-ს Highway To Hell-ს, ეკრანზე კი დანის სახელი ციმციმებდა, მაგრამ სოფი პასუხს არ აპირებდა, მხოლოდ იმიტომ არ თიშავდა, რომ მუსიკისთვის ესმინა. სწორედ ასეთი მუსიკა ეხმარებოდა სიბრაზისგან დაცლაში. მუსიკა თითქმის განუწყვეტლივ მეორდებოდა, მაგრამ მცირე ჩავარდნის შემდეგ, სოფიმ შენიშნა, რომ მისი მობილური ახლა სულ სხვამ აამღერა და ეს სხვა “დაფარული ნომერი” იყო. გოგონას წამით სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი კანკალმა აიტანა და სანამ გადაწყვეტდა რა გაეკეთებინა, მანამ უპასუხა. -მომენატრე…-სოფი შეაკრთო კარგად ნაცნობმა ხმამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია.-ნუ გაგიკვირდება ჩემი ზარი. მე დაგპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენს გასაბედნიერებლად და სწორედ ამიტომ გირეკავ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შენდამი გრძნობა წამითაც არ განელებულა, მერჩივნა ბედნიერი ყოფილიყავი, თუნდაც ჩემ გარეშე. ახლა კი, კვლავ გახდა საჭირო ჩავრეულიყავი. -საიდან გაიგე რა მოხდა? -სოფი, ნუთუ ასე დაგავიწყდი…-გაეცინა უცნობს.-მე შენ შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცი. ისიც ვიცი როგორ გჭირდება ახლა ვინმესთან საუბარი და დაცლა. -იცი, შენთან ურთიერთობა მძაბავს. მართალია, შენთან გაცილებით მიადვილდება დაცლა, მაგრამ თავისუფლად მაინც არ ვარ. ალბათ ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ არ გიცნობ… -სოფი, რატომ გჯერა დანის უდანაშაულობის?-უცბად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე ბიჭმა. -იმიტომ, რომ მიყვარს. -მაშინ, რატომ აღმოაჩნდა ნივთმტკიცებები? არასდროს გიფიქრია, რომ მას ყველაზე კარგი მიზეზი აქვს შენი თაყვანისმცემლების გასანადგურებლად? -რატომ ცდილობ მის დადანაშაულებას? შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ? -საიდან მოიტანე? მე თქვენ ყველას ძალიან კარგად გიცნობთ, სოფი… და არც დანის არ ვადანაშაულებ უმიზეზოდ. შენ გიჭირს ამის დაჯერება, რადგან გიყვარს, მე კი გეხმარები, რომ სწორად იაზროვნო. ის ქალი, რომელმაც ალიბი შეუქმნა, შეიძლება მისი ერთ-ერთი საყვარელია, რომელთა ნაკლებობასაც, დამერწმუნე არ უჩივის. ალბათ, მას დანი მეტისმეტად შეუყვარდა და მის გარეშე გაძლება გაუჭირდება, სწორედ ამიტომაც შეუქმნა ალიბი. თან ხომ გაიგონე, ვიღაც ბავშვზე ლაპარაკობდა. მას მამის გარეშე ხომ ვერ გაზრდის. თუ ნათელი გონებით იაზროვნებ, ადვილად მიხვდები, რომ ყველაფერი დანის წინააღმდეგ მიუთითებს. -ვიცი, რომ ჩემი დახმარება გინდა, მაგრამ შენი საუბარი ეჭვიანობისგან გამოწვეულ ისტერიკას უფრო ჰგავს. არ მინდა შენთან მიმართებაში არასწორად მოვიქცე და მაშინ გამოგიყენო, როდესაც დამჭირდები, მერე კი უბრალოდ დაგივიწყო. ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვექნება და გთხოვ, დასასრულს ნუღარ გადავდებთ. მე ერთხელ უკვე ვცადე დასრულება, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა. გთხოვ, ნუღარ შემეხმიანები, უბრალოდ კარგი მოგონებები დამიტოვე შენზე. -სოფი, აქამდე გთხოვდი ჩემთან ურთიერთობას, მაგრამ ამაოდ. ამიერიდან აღარ გთხოვ, მაგრამ იცოდე, შენ ჩემ გარეშე ბედნიერი ვერ იქნები! არ მოგცემ ამის უფლებას!-უცნაურად მკაცრი ხმის შემდეგ, სოფიმ წყვეტილი ზუმერი გაიგო. მისი გაოგნება ჯერ სიბრაზემ შეცვალა, შემდეგ კი გაცოფებამ. დღეს ყველაფერი ცუდად მიდიოდა, ზედმეტად ცუდად… სოფიმ მეორე დილით ლიზასთან რომ გაიღვიძა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, გუშინ მეგობარს ვისკით ხელში რომ აადგა და გამთენიამდე სვამდნენ. გიოს მათთან შესვლა და დანიზე საუბარი სასტიკად აუკრძალეს და გონების გათიშვამდე დალიეს. ვისკი რომ გაუთავდათ, არაყზე გადავიდნენ და ბოლოს მართლა გაითიშნენ. გიომ საკუთარი უსაფრთხოების გამო გადაწყვიტა, რომ დანის თხოვნაზე უარი ეთქვა და ჯერ-ჯერობით სოფისთან არ შეეხვედრებინა. რაიმე ისეთი გეგმა სჭირდებოდა, რომელიც უეჭველად გაამართლებდა. ამ გეგმაში კი ლიზას ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, ამიტომ გიომ არ დაინდო ნაბახუსევზე მყოფი დაიკო და ჩუმად შეაღვიძა. -ლიზ, შენი დახმარება მჭირდება…-უჩურჩულა გიომ და შემდეგ ლიზა სხვა ოთახში გაიყვანა, რათა თავისუფლად ელაპარაკა. -სოფი და დანი უნდა შევარიგოთ. -შენ ნორმალური თუ ხარ? ის ვიღაც დედის ტოლა ქალთან ღალატობს და სოფი უნდა შეურიგდეს?-ლიზამ თავის ტკივილის მიუხედავად მაინც შეძლო განცვიფრებულიყო და ხმისთვისაც აეწია, რამაც სოფის შეფხიზლება გამოიწვია. -ლიზა, აუცილებლად უნდა დამეხმარო მათ შერიგებაში. ის ქალი კი…-გიოს სიტყვა გაუწყდა, რადგან კარში გაჩერებული, თმაგაბურძგნული სოფი დაინახა. -რა ხდება? კვდება ვინმე თუ რა გაყვირებთ?-ამოიხავლა გოგონამ და ზლაზვნით შევიდა ოთახში. გიოს დუმილი ზედმეტად საეჭვოდ ჟღერდა, რასაც სოფი მალევე შეამჩნევდა, ამიტომ ლიზას სხვა გზა აღარ დარჩა და მოჩვენებითი მხიარულებით შესძახა: -ჩაბაროხში მივდივართ!-გიომ შვებით ამოისუნთქა და თავისი დის ტყუილზე უმალვე ააგო მშვენიერი იდეა. -როდის?-თვალები გაუბრწყინდა სოფის. -დღესვე! ორი-სამი დღით ჩავიდეთ. სახლსაც დავხედავთ, ვოტას დავისვენებთ კიდეც, თან გავერთობით… -და გავირუჯებით!-აჰყვა სოფი, რომელსაც უკვე გადაედო მეგობრების მხიარულება. -მე წავალ, ალექსს დავურეკავ და მისი მანქანით წავიდეთ. თქვენ ხომ არ გინდათ ვინმეს წამოყვანა? -არა, უბრალოდ მოვემზადებით და ასე ორ საათში გავიდეთ. -გიო, ალბათ თქმა არ გჭირდება, მაგრამ მაინც თავს დავიზღვევ და გეტყვი: თუ შენი ძმაკაცი წამოვა, მე ვრჩები!-კბილებში გამოცრა სოფი, შემდეგ კი ლიზას გაჰყვა საძინებელში, რომ ჩაეცვა და სახლში გადასულიყო საჭირო ნივთების ჩასალაგებლად. -ლიზა, საცურაო კოსტუმი წამოვიღო თუ გავიყინებით? -არამგონია ძალიან ციოდეს. რუჯს მაინც მივიღებთ, ასე რომ, წამოიღე, მაგრამ თბილი მოსაცმელებიც არ დაივიწყო, მთაა მაინც. -კარგი. წავედი, მოვემზადები და ორ საათში შენთან გავჩნდები. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიოდნენ, გოგონებს მაინც ორი-ორი დიდი ჩანთა დაუგროვდათ, გიომ კი ერთ ზურგჩანთაშიც თავისუფლად ჩაატია ყველაფერი. ალექსს სასმელზე უკვე ეზრუნა, ამიტომ გიოს მხოლოდ საკვების ყიდვა მოუწია. მალევე გავიდნენ და ძალზედ მხიარულად იმგზავრეს. გოგონები პირველად ხედავდნენ ასეთ სხვანაირ ალექსს. ეუცნაურებოდათ კიდეც მისი ქცევები, მაგრამ პეიზაჟების ფირზე აღბეჭდვით გართულებს, ამაზე საფიქრელად არ ეცალათ. მცხეთაში ღვეზელებს შეექცნენ და გზა მშვიდად, დანაყრებულო კუჭებით განაგრძეს. შუა დღე გადასული იყო რომ ჩავიდნენ და თხელ მაისურში გამოწყობილმა სოფიმ მაშინვე ამოქექა ჩანთა თბილი შემოსაცმელის ძიებაში. გასაოცარ ბუნებას და სუფთა ჰაერს ადვილად შეულია ნებისმიერის მოჯადოება, მაგრამ სოფის ბუნების და ზოგადად მთის მიმართ, მაინც განსაკუთრებით ამაღლებული დამოკიდებულება ჰქონდა. არ იცოდა თვითონ საიდან იყო, რადგან გვარიც კი შემთხვევით ჰქონდა. არ იცოდა რომელი კუთხის მიწა იყო მისი, მაგრამ თავს მაინც მთის შვილად თვლიდა. ზღვაზეც კარგად ისვენებდა, მაგრამ მთა მაინც ყველაფერს ერჩივნა. ლიზას და გიოს სახლი ტყეში იყო, გზიდან არც ისე შორს, ჩანჩქერთან ახლოს. ღამით, მდუმარებას მხოლოდ ციყვების სახურავზე ხტუნვისა და ჩანჩქერის ხმა არღვევდა. თუ კარგად დაუკვირდებოდით, არაგვის ღრიალსაც გაიგონებდით. მოკლედ რომ ვთქვათ, არაჩვეულებრივი ადგილი იყო სამყაროსგან მოსაწყვეტად. გოგონებმა მალევე მიალაგეს სახლი და შემდეგ ბარგის ამოლაგებასაც შეუდგნენ. მათი ოთახი მეორე სართულზე მდებარეობდა, ბიჭების ოთახის პირდაპირ. მზის სხივებით კი იყო განებივრებული, მაგრამ ღამე სიცივეს მაინც ვერაფერი აკავებდა. იქ ყოველთვის ციოდა, მხოლოდ შუადღისით თუ გამოიჭყეტდა ხოლმე მზე თავისი ღრუბლების საფარველიდან, გამოანათებდა თავის სხივებს და ყველას გულს გაუთბობდა, სითბოდ დაიღვრებოდა დედამიწაზე და იქვე დარჩებოდა, ეცდებოდა ხალხის გაყინული გულების გათბობას. ქალაქისგან განსხვავებით აქ მზეც კი სხვანაირი იყო, უფრო თბილი და წმინდა. ბალახის სუნი… თითქოს მთაში ადამიანს ყველაფერი ათბობდა და აჯადოებდა, ზედმეტადაც კი… სხვა თუ არაფერი, მთიული ხალხი და მათი დღესასწაულები ღირდა ერთ ბედნიერებად. რაც არ უნდა ეცადო, ამ დღესასწაულების მაგიას მაინც ვერ შეიგრძნობ ბოლომდე, თუ თავად არ ხარ მთის შვილი… ალბათ, სწორედ მთის მაგიამ იმოქმედა სოფიზეც, რომელიც ყველაფრის მოწესრიგების შემდეგ გარეთ გავიდა, ჰამაკში მოკალათდა და პლედში გაეხვია. გაყინულ თითებს ცხელი ყავით სავსე ჭიქაზე ითბობდა და ტკბებოდა იქაურობით. ღრმად სუნთქავდა და ფილტვების ტკივილამდე ივსებოდა სუფთა ჰაერით. სრული სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ სახლიდან ისმოდა ბიჭების სიცილი, რომლებიც ლიზას ბანქოში ანადგურებდნენ. შიგადაშიგ მანქანის ხმაც ესმოდა სოფის, მაგრამ ძალიან იშვიათად. სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა და არ იცოდა, რომ ეს ძალიან მალე დაერღვეოდა. ამას ზუსტად მაშინ მიხვდა, როდესაც ჯერ შორიდან, ყრუდ გაიგონა ბაიკის ძრავის ღრიალი, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ბოლოს ჭიშკარში შავი “იამაჰაც” გამოჩნდა. სოფის თავიდან ეგონა, რომ ეჩვენებოდა, მაგრამ როდესაც მისმა მოჩვენებამ ჩაფხუტი მოიხსნა და მიახლოვება დააპირა, გოგონა ჰამაკიდან წამოხტა და სახლში შევარდა. გიოს მიაძახა “დიდი მადლობაო”, თვითონ კი მეორე სართულზე აირბინა, ოთახში შევიდა, საწოლზე პირქვე დაემხო და ბალიშში თავჩარგულმა ბოლო ხმაზე იღრიალა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: შაბათი, 2013-04-06, 7:58 PM | შეტყობინება # 179 |
436
Offline
| ნათიი ესრა ორიგინალური თავი იყო ჰაა? პირველრგიში ის გამომძიებელი დვალი ძალიან მაღიზიანებს,მეორეს კი ავღნიშნავ რომ ძალიან მომწეონა სოფის საქციელი,როდესაც დანი დააპატიმრეს. მესამეც დანის პრობლემები სოფისთან ხომ არასდროს ელევა,ახლა კიდევ ერთი დედისხელა ქალბატონი ჩაეკვეხა დაშვილიოო,გავაფრენ ამის წამკითხვარე! ვფიქრობ მთაში კიდევ რაღაც უბედურება მოხდება, ალექსიც მაშფოთებს რახან მათთან ერთადაა და უცნობიც ცოტა არიყოს მაეჭვებს,სოფისთან ტელეფონზე საუბარი მუქარით გაწყვიტა. საინტერესოა ; )
| |
|
|
|