მე ვიპოვე ჩემი დარაჯი
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 10:29 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: მე ვიპოვე ჩემი დარაჯი ავტორი: bella-vampire ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst) სტატუსი: დასრულებულია ავტორისაგან: ბავშვებო ეს მოთხრობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე. გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. მაინტერესებს თქვენი აზრი, იმედია ესეც მოგეწონებათ...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-06-18, 10:41 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 10:31 PM | შეტყობინება # 2 |
842
Offline
| იმედია დაგაინტერესებთ და ესეც მოგეწონებათ... თუმცა ეს რაღაცნაირია, პატარაა და უბრალოდ გასართობად მგონი ღირს წაკითხვა... ახლა რომ გადავიკითხე დიდად არც მომეწონა:DDD
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2012-06-18, 10:41 PM | |
|
|
|
|
|
|
DreaMy | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:00 AM | შეტყობინება # 7 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Quote (bella-vampire) მგონი ღირს წაკითხვა
თუ პატარაა და გასართობი წავიკითხავ, მაინტერესებს შენი წერის მანერა.
პ.ს. აღარ დადებ?
| |
|
|
Crazy | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:02 AM | შეტყობინება # 8 |
202
Offline
| | |
|
|
|
T-MOMSEN | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 12:20 PM | შეტყობინება # 10 |
266
Offline
| Quote (DreaMy) ვინმე ხო არ გიყვარს ჩამჭრელი კითხვააა... მეც ეგ მაინტერესებს
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 1:43 PM | შეტყობინება # 12 |
842
Offline
| I თავი თბილისის განათებულ ქუჩებში მარტოდმარტო მივაბიჯებდი, სრულიად მარტო... მიყვარდა სიმარტოვე. ჩემს თავთან მარტო დარჩენა და საკუთარ “მე’’-სთან საუბარი. ახლა სულ სხვა ანა ვიყავი. ანა, რომელსაც ცოტა თუ იცნობდა, ჩემი ნამდვილი “მე” წინ იყო წამოწეული და სადღაც ღრმად, ჩემში არ იმალებოდა, სახეზე ნიღაბი არ მქონდა აფარებული. გულში ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგე. თუმცა ასეც იყო! ორი წლის განმავლობაში ის იყო ჩემთვის ყველაფერი. მისით ვიძინებდი და მისით ვიღვიძებდი. ჩემი სამყაროს ცენტრი იყო. ახლა კი ჩემს სამყაროს აღარ ჰყავს ცენტრი, ამიტომ ის უსასრულობაში გაიფანტა. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის გამო არ ვიტირებდი. ადამიანი, რომელიც ვერ გაფასებს, შენი ცრემლების ღირსი არაა! არ ვტიროდი, მაგრამ უარესი მჭირდა. თითები გაციებული მქონდა, მთლიანად ვკანკალებდი. მთელი ძალით ვიკავებდი თავს, რომ არ დავცემულიყავი, შუა ქუჩაში არ წავქცეულიყავი... მტკვრის სანაპიროს ჩავუარე, ერთ-ერთი ლამპიონის ქვეშ დავდექი და ბოძს მივეყუდე. ძალას ვიკრებდი, რომ გზა გამეგრძელებინა. მოაჯირს გავხედე. ძალიან მომინდა მასზე ასვლა, ხელების გაშლა და ცივ სიოსთან შეგებება, თავისუფლების შეგრძნება მინდოდა... დაუფიქრებლად გავიძრე ფეხსაცმელები, მოაჯირთან ახლოს მივედი და ხელებით დავეყრდენი. თავი მაღლა ავწიე, თვალები დავხუჭე და მოვეშვი. ცოტა წინ გადავიწიე და... ჩემი იდილია დამირღვიეს. - რას აკეთებთ გოგონა, გაგიჟდით?! ვიღაც ბიჭი მომვარდა და მოაჯირისგან შორს გამწია. გაკვირვებული ვუყურებდი, რა გავაკეთე ასეთი? - კარგად ხართ? - ჩემი სახე თავისი დიდი ხელების შუა მოიმწყვდია და ლოყაზე მომიჭირა. - ხელები! - სწრაფად მოვიშორე მისი ხელები ჩემი სახიდან, უკან დავიწიე და ეჭვის თვალით შევხედე. - სიკვდილს გადაგარჩინე და მეუხეშები, - ირონიულად ჩაიცინა. აი დებილი! ეგონა, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი... არასოდეს! რაც არ უნდა ცუდად ვიყო, რაც არ უნდა მიჭირდეს, მთელს ქვეყნიერებაზე სულ მარტო რომ დავრჩე, ამას მაინც არ გავაკეთებ! საკუთარი თავი ზედმეტად მიყვარს, რომ სასიკვდილოდ გავიმეტო. ამას თუნდაც მხოლოდ იმიტომ არ გავაკეთებ, რომ სხვები გავახარო, ვისაც ჩემი გაქრობა ნამდვილად გაუხარდება. - სიკვდილს?! - ახლა მე ჩამეცინა ირონიულად. - სიკვდილს ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ, მტკვრის მოაჯირზე რომ გადავიწიე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება მომბეზრდა, ჩემს თავს არაფრად ვთვლი და პირდაპირ სიკვდილის გზას-იოლ გზას დავადექი. არა ბატონო! უცნობი გაკვირვებული მიყურებდა, ალბათ ჩემგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა. მას ეგონა, რომ ერთი დაუცველი, დეპრესიაში მყოფი გოგო ვიყავი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა და ახლა გამოსავალს მხოლოდ სიკვდილში ხედავს. არასდროს არ ვყოფილვარ ასე და არც არასდროს ვიქნები! მთელი ცხოვრება ჩემს თავს იმას ჩავჩიჩინებდი, რომ ძლიერი ვარ. ვცდილობდი ჩემში “სუსტი მე” დამეჩაგრა, საერთოდ გამექრო... გაქრობა ვერ მოვახერხე, ის ისევ იჩენს თავს ჩემში, მახსენებს თავს... მაშინ ყველა ემოცია ერთმანეთში მერევა, ვერ ვიგებ რა მინდა.. - ოჰო, - გაიცინა უცნობმა. - მე ლაშა ვარ, - შემდეგ მთვარეს ახედა და რაღაც უცნაურად ჩაიღიმა. - მთვარის დარაჯი. არა, უფრო სწორად ისაა ჩემი დარაჯი, ჩვენ ერთად ვდარაჯობთ შენნაირ გადარეულებს. მისი სიტყვები მომეწონა, ოღონდ არა ბოლო! ვიცი, რომ გადარეული, არანორმალური ვარ, ისეთი რომ სრულიად უცნობმა ადამიანმაც ადვილად შემატყო. - ბოლო სიტყვებს კომპლიმენტად მივიღებ... მთვარე კი ჩემი დარაჯია, ჩემი მესაიდუმლე... შენ ნუ მიისაკუთრე! აი აქ კი... თითქოს თავში რაღაც გადამიტრიალდა. გამახსენდა, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს წინ დგას ჩემთვის სრულიად უცნობია. მხოლოდ მისი სახელი ვიცი და ეს არაფერს მეუბნება. ისიც გავიაზრე, რომ ფეხშიშველი ვიდექი, ძალიან მოკლე კაბა მეცვა, რომელსაც ცივი სიო აქეთ-იქით მიფრიალებდა. - უკვე დიდი ხანია მივისაკუთრე, - თვალი ჩამიკრა მან. - კარგად იყავი, - დავიხარე, მიწიდან ფეხსაცმელები ავიღე და ლაშას გვერდით ჩავუარე. ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა მზერა. მზერა, რომელსაც ქუჩაში ყოველთვის ვგრძნობ. ლამპიონების ქვეშ ფეხშიშველი ნელა მივაბიჯებ, სიო სხეულზე მელამუნება და თმებს ნაზად მიჩეჩავს. მცივა, მაგრამ მომწონს ეს სიცივე. შინაგანად ვიყინები, სხეულში სისხლის მოძრაობას ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ ალბათ ჩემში მაზოხისტმა გაიღვიძა-მსიამოვნებს ეს ყველაფერი. მიწა იყო შორს, ცა ახლოს, მთვარე კიდევ ახლოს და მე მქონდა შეგრძნება, თითქოს მათ შორის-უსასრულობაში დავიარებოდი. აქეთ-იქეთ იყო არაფერი, თან ყველაფერი... მე ვიყავი არაფერი ამ სამყაროში. მხოლოდ იყო დიდი, კაშაკაშა ბურთი-მთვარე. ჩემი მესაიდუმლე და ჩემი მეგზური. ჩემი დარაჯი, მაინც ჩემი! ერთი ნაბიჯი... მეორე ნაბიჯი... წინ... უკან... ვცეკვავდი რაღაც არარსებულ ცეკვას, არასებული მუსიკის ფონზე. მთვარე იყო ჩემი დარაჯი და მეწყვილე...
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 1:43 PM | შეტყობინება # 13 |
842
Offline
| esec pirveli tavi.... cota gaugebari motxrobaa, magram imedia boloshi mixvdebit azrzs...^^
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 1:52 PM | შეტყობინება # 15 |
842
Offline
| DreaMy, shen saidan ici?
| |
|
|