ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მე ვიპოვე ჩემი დარაჯი

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:07 PM | შეტყობინება # 31

842
83  +
   ±
Offline
♫_Ani_♫, chavabare.^^ max 15 wuti gavcherdit mgoni, arc ki da gamogvishevs mere:DDD nu ki vinerviule cota, magram didi araferi ar iyo:DDD

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:18 PM | შეტყობინება # 32
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
bella-vampire, ვალსი, ტანგო, ჩა-ჩა-ჩა და რამე-რუმე? biggrin
მეცეკვე მოდი. ალ პაჩინო ვარ

პ.ს. სკაიპში რატო წამშალე?


შეტყობინება შეასწორა DreaMy - სამშაბათი, 2012-06-19, 5:19 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:25 PM | შეტყობინება # 33

842
83  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
ვალსი, ტანგო, ჩა-ჩა-ჩა და რამე-რუმე?

diax tongue
Quote (DreaMy)
მეცეკვე მოდი. ალ პაჩინო ვარ

lol
Quote (DreaMy)
პ.ს. სკაიპში რატო წამშალე?

pirveli me ar wamishlixar. ^^


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - სამშაბათი, 2012-06-19, 5:28 PM

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:28 PM | შეტყობინება # 34
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
DreaMy, pirveli me ar wamishlixar.^

ნუ ხო. გული მეტკინა და გაბრაზებულ გლზე მიგშალე :))) . დამამატე თუ გინდა, ტანგო უნდა გეცეკო (სმაილიკიროცაალპაჩინოდგასდაპირშივარდიაქვსგაჩხერილი)
luka19982
gelodebi baby, chachacha L:D


შეტყობინება შეასწორა DreaMy - სამშაბათი, 2012-06-19, 5:29 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:31 PM | შეტყობინება # 35

842
83  +
   ±
Offline
DreaMy, damijere, al pachinosavit rom gamogivides(an mimsgavsebulad mainc) didi mushaobaa sachiro :P :DDD da saertod ar miyvars roca cekvaze gadaoben an raime amdagvari, ici es mgoni shen.^^

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:31 PM | შეტყობინება # 36

842
83  +
   ±
Offline
hoda, es tema chatad tu ar gadaiqceva, gamixardeba. happy

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 5:36 PM | შეტყობინება # 37

842
83  +
   ±
Offline
II თავი


ქუჩაში ისევ მთვარის შუქზე დავდიოდი, ის მინათებდა გზას-ჩემი დარაჯი! ჩანთიდან გასაღების ასხმა ფრთხილად ამოვიღე, საკეტს მოვარგე და გადატრიალება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემს თავში ეჭვი შემეპარა და ახლა მეორე მხარეს ვცადე-გადატრიალდა. გული შემიქანდა... კარგად მახსოვდა, რომ მარცხნივ გადატრიალებისას კარი იკეტებოდა. ახლა ისევ მარჯვნივ გადავატრიალე, მაგრამ არ გაიღო. სხეულში უსიამოვნო გრძნობამ დამიარა, სადღაც გულის სიღრმეში შიში ვიგრძენი და კარს რამდენიმე ნაბიჯით დავშორდი. დაკვირვებით დავუწყე თვალიერება, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე და გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის დამერეკა, რომ უეცრად კარის იქით რაღაც ხმაური გავიგონე, მერე შუქიც აინთო და ჩემი სახლის კარები გამიღეს.
- ნელი! - ჩემდაუნებურად წამოვიკივლე.
- დედა! - უკმაყოფილო სახით შემისწორა.
- რა მნიშვნელობა აქვს, - ხელი ავუქნიე და სახლში შევედი, ნელის გვედით ჩავუარე ისე რომ არც შემიხედავს. მაგრამ მერე უცებ გავჩერდი, მისკენ შევტრიალდი და კითხვით სავსე მზერით შევხედე.
- შენ ჩემს სახლში საიდან? - მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ამ სახლის გასაღები ჩემს გარდა მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა: ჩემს ძმას და საუკეთესო მეგობარს-ლილუს.
- შენს ძმას ვთხოვე და მომცა, - გამიღიმა და კარი მიხურა.
- მიზეზი? - ჩემს საძინებელში შევედი და იქიდან გამოვძახე.
- შენი და ბექას ამბავი გავიგე, - ოთახში შემოვიდა და კარს მიეყუდა. - ვიფიქრე, ვინმესთან საუბარი მოგინდებოდა, მხარდაჭერა და მეც მოვედი.
ირონიულად ჩამეცინა. არ ვიცოდი რატომ თამაშობდა მაინც და მაინც ახლა მზრუნველი დედის როლს, მასში დედობრივმა გრძნობამ გაიღვიძა? არამგონია! ბავშვობაშო სულ ვცდილობდი, რომ მისგან რაიმე სითბო მაინც მეგრძნო, თუნდაც სულ ცოტა ხნით. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მისი ერთი თბილი გაღიმება, ერთი მზრუნველური სიტყვა გამეგო, მაგრამ ჩემი ცდა ყოველთვის ამაო იყო. დედაჩემი ოთხი წლის რომ გავხდი, იმის შემდეგ აღარ მომფერებია, არასდროს! შვიდ წლამდე ეს გულს საშინლად მტკენდა, ჩემს თავს ვადანაშაულებდი ამაში. ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი კარგი შვილი, ამის გამო თვითშეფასება საშინლად დაბალი მქონდა. თუმცა ნელ-ნელა სრულიად შევიცვალე. დედის ასეთ საქციელს არაფრად ვაგდებდი, ჩემთვის ეს უკვე სულერთი იყო. ახლა მე აღარ ვაქცევდი მას ყურადღებას, სახლიდან დილით რომ გავიდოდი გვაინ ვბრუნდებოდი, ის კი ერთხელაც არ დაინტერესებულა სად ვიყავი. ჩემს გვერდით მხოლოდ უფროსი ძმა-დათო და მამიკო იყო. თუმცა თხუთმეტი წლის რომ ვიყავი მამა უცხოეთში წავიდა, ჩემთვის ოჯახს კი მხოლოდ ჩემი ძმა წარმოადგენდა. ის ჩემთვის ყველაზე მოსიყვარულე ძმა, დამცველი და კარგი მეგობარი იყო. მამა ხუთი წელია რაც არ მინახავს, მაგრამ თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობთ, შორიდანაც კი ვგრძნობ მის სითბოს და სიყვარულს, რაც დედასგან ყოველთვის მაკლდა. ამ ბოლო დროს თითქოს ცდილობს ურთიერთობის გამოსწორებას, მაგრამ ახლა მე არ მინდა ეს.
- საუბრის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, შესაბამისად არც მხარდაჭერა მჭირდება, - მისკენ მივბრუნდი და თვალი ჩავუკარი.
- იქნებ... - მაშინვე გავაწყვეტინე.
- იმ დონეზე მაინც არ მიცნობ, რომ მიხვდე ხასიათზე არ ვარ? - მივხვდი, ზედმეტად უხეშად მოვიქეცი, მაგრამ სახეზე ეს არ შევიმჩნიე. ოთხწლიანი სიყვარულის გამო ახლა ისე, როგორც საყვარელ დედიკოს, ვერ მოვექცევი.
- მაშინ მე წავალ, - ჩუმად თქვა.
თავი უხმოდ დავუქნიე, აბაზანში შევედი, კარს ზურგით მივეყუდე და ღრმად ამოვისუნთქე. მასთან შეხვედრის შემდეგ თავს კარგად არასდროს არ ვგრძნობდი, თითქოს გულზე მძიმე ლოდი მქონდა ჩამოკიდებული, რომელიც მას ქვემოთ ექაჩებოდა, მე კი მთელი ძალით ვიჭერდი, მაგრამ არ გამომდიოდა, არ ვიყავი საკმარისად ძლიერი. ალბათ რაც არ უნდა დავაჯერო ჩემი თავი იმაში, რომ დედაჩემი არ მიყვარს და ის ჩემთვის სულერთია, გულის ღრმა სიღრმეში მაინც ვიგრძნობ, რომ ყველაფრის მიუხედავად ის ჩემთვის მაინც ძვირფასი ადამიანია, დედაა! დედა, რომელიც მე მთელი ბავშვობა ასე მაკლდა, რომელიც სიზმრებში მესიზმრებოდა, როგორ მიღიმოდა და მეხუტებოდა. გამოღვიძების შემდეგ კი მის ცივ და უემოციო სახეს რომ დავინახავდი, როგორ ამიცრემლიანდებოდა თვალები, თავს ქვემოთ ჩავხრიდი რომ მას არ დაენახა. მეშინოდა ამ უბრალო მიზეზის გამოც არ გაბრაზებულიყო. აი ახლა, ისევ იჩინა ჩემში “სუსტმა მემ” და ისევ ამერია ყველა ემოცია. ისე რომ უკვე ვერ ვარჩევ რას ვგრძნობ. ახლა ყველაზე მეტად მომინდა მეთქვა სიტყვა “დედა” რომელიც უკვე დიდი ხანია არ მითქვამს, ალბათ ოთხი წელია მისთვის “დედა” არ დამიძახია.
თვალები დავხუჭე და შევეცადე გული თავის ადგილას დამებრუნებინა, ზედმეტი ემოციებისაგან დავცლილიყავი.
მგონი გამომივიდა...
ცხელი აბაზანის შემდეგ თბილ, ფუმფულა საწოლში ჩავწექი და ჩემს ძმას დავურეკე.
- გისმენთ, - გავიგონე მისი ხმა.
- იქნებ ამიხნსათ ბატონო დავით, რა უფლებით მიეცით დედათქვენს ჩემი სახლის გასაღები? - გაბრაზებული ხმით ვკითხე.
- ოჰო, - ჩაიცინა. - ალბათ გინდოდა გეთქვა დედაჩვენს..
- რაც მინდოდა ის ვთქვი, - გავაწყვეტინე. - დათო, ძალიან გთხოვ ასე მეორედ აღარ მოიქცე. აბა წარმოიდგინე, როგორია, როცა ჩემი სახლის კარებს ნელი მიღებს და მეუბნება მხარდაჭერა ხომ არ გინდაო, - გავჩუმდი, მის რექციას დაველოდე, მაგრამ ის დუმდა. - ფუ! - ჩემს თავზე გამეცინა და უაზროდ დავიწყე სიცილი.
- მოდი, არ გვინდა ამ თემაზე, - იცოდა, რომ ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
- ძალიან კარგი, - კმაყოფილმა გავიღიმე. - ახლა საწოლში ვწევარ და საშინლად მეძინება. წინასწარ გაფრთხილებ, იმ თემაზე არ ვილაპარაკებთ რაზეც შენ გინდა, არანაირი სურვილი არ მაქვს. თანაც კარგად ვარ. ხომ იცი, თუ მოვინდომებ ყველაფერს გადავიტან, - არ ვიცი ეს სიტყვები მის დასარწმუნებლად ვთქვი თუ უფრო ჩემი თავის დარწმუნება მინდოდა.
- ვიცი, ჩემი დაიკო ძლიერია, - თითქმის გავიგე როგორ გაიღიმა. ჩემს თავზე გამეცინა.. მე და დათო ტყუპებივით ვიყავით, თუმცა სინამდვილეში ის ჩემზე სამი წლით უფროსია. ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ძმის იმედი ყოველთვის მქონდა.
- ძილინებისა დათ, ხვალ გნახავ.
- ტკბილი ძილი, - ტელეფონი გათიშა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისი და კარგი ამინდი იყო, მე მაინც თბილად ჩაფუთნული ვიძინებდი ყოველთვის. ახლაც თბილ პლედში გავეხვიე და თავი ძილს მივეცი...

T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 6:31 PM | შეტყობინება # 38

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, ukomentaroood happy
erti kitxva maqvs: chveni gmiri ramdeni wlisaa?




შეტყობინება შეასწორა T-MOMSEN - სამშაბათი, 2012-06-19, 8:03 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 6:55 PM | შეტყობინება # 39

842
83  +
   ±
Offline
T-MOMSEN, bodishi, magram ver mivxvdi ra mkitxe:XXX

T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 8:04 PM | შეტყობინება # 40

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire,
rac unda mekitxa is wameshala biggrin me mapatie ))
ramdeni wlisaa mtavari gmiri eg mainteresebs ))




შეტყობინება შეასწორა T-MOMSEN - სამშაბათი, 2012-06-19, 8:06 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 8:13 PM | შეტყობინება # 41

842
83  +
   ±
Offline
T-MOMSEN, aaa :DDD ara ushavs.
sadgac 24is iqneba, ukve mushaobs da:DDD

♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 9:06 PM | შეტყობინება # 42

225
6  +
16  ±
   ±
Offline
უკვე ძალიან მომწონს ^^ ველოდები შემდეგს ^


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 10:03 PM | შეტყობინება # 43
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თამოოო, როგორ გამიხარდა ახალი თემა რომ დავინახე და ეს თემა შენი რომ იყოოო happy როგორ მიყვარს შენი მოთხრობებიი, ძალიან ლამაზი თხრობის მანერა გაქვს. მაგრამ ეხლა დავაკვირდი და ხშირად პერსონაჟებს დედებთან "ნიტო" ურთიერთობა აქვთ biggrin biggrin მალე გააგრძელე რა, ძალიან მაინტერესებს happy happy happy happy happy ხოდა ქალბატონო, არ გეგონოს რომ ამათი დადებით გამოძვრები და "ვცეკვავ მონატრებას"-ს და "გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ"-ს აღარ გააგრძელებ მალე! biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-06-19, 10:40 PM | შეტყობინება # 44

842
83  +
   ±
Offline
♫_Ani_♫, kiss kiss
♥vampiressa♥, gaixare naaat kiss ho, ra vici, ase emtxveva xolme biggrin ar maqvs magis imedi, imatac male ganvagrdzob biggrin

------თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 2:23 AM | შეტყობინება # 45
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
bella-vampire, ძააალიან სასიამოვნო წასაკითხია, კარგად წერ. ყოჩაღ! happy
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: