elle:Xx | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 4:11 PM | შეტყობინება # 1 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 4:17 PM | შეტყობინება # 2 |
436
Offline
| sainteresoa vnaxoot pirveli tavii ^__^
| |
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-14, 4:30 PM | შეტყობინება # 5 |
436
Offline
| ver daexmaro? rogor tu ver daexmaro,es galatia da sxva araferi !
| |
|
|
|
|
|
|
elle:Xx | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 4:10 PM | შეტყობინება # 11 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| პირველი თავი
სახლს, რომელიც გორაზე იდგა, სოფელ ლიტლ–ჰენგლტონს გადაჰყურებდა ,, ბნელ სახლს’’ უწოდებდნენ. ამ სახლში ყოველთვის უცნაურობები ხდებოდა. მისი პირველი მცხოვრები რიდლები იყვნენ, მაგრამ ისინი დაიხოცნენ, ისე რომ ვერავინ დაადგინა მათი გარდაცვალების მიზეზი, ისინი სრულიად ჯანმრთელები იყვნენ და მათ სხეულზე ძალადობის კვალიც კი არ იყო. იმის შემდეგ ამ სახლმა ბევრი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ ყველა ესე კვდებოდა, ყველა ესე ამთავრდება სიცოცხლეს. ბოლოს სახლი გაპარტახდა და მიტოვებული გახდა. ქარიანი საღამო იყო, მეორე სართულზე სახლის ფანჯარაში მბჟუტავი სინათლე მოჩანდა, როგორც ჩანს ვიღაცა იყო შიგნით. ოთახში ორი ადამიანის ლაპარაკის ხმა ისმოდა. – მაგ ბიჭს აუცილებლად ჩავიგდებ ხელში – გაისმა მკაცრი ხმა. – მილორდ, იქნებ არ ღირდეს? – თქვა გაუბედავმა ხმამ. – ბიჭისგან ხომ უკვე ყველაფერი მიიღეთ, რაც გინდოდათ. – 13 წელი ვიცდიდი გრძელკუდავ, რომ ეგ ბიჭი ხელში ჩამეგდო –გაისმა გამყინავი ხმა. – მართალი ხარ ყველაფერი მივიღე რაც მინდოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავანადგურო, ხალხს გონია, რომ მან მე დამამარცხა, მაგრამ ყველას დავუმტკიცებ ვინ ვარ მე, ვინ არის ლორდ ვოლდემორი, ჰარი პოტერს დიდხანს სიცოცხლე არ უწერია... გრძელკუდა ბუხრის კუთხეში შიშით მოიბუზა და თქვა: – მაგრამ მილორდ, ის ძალიან კარგად არის დაცული, როგორც ლონდონში ისე ჰოგვორთსში, ძნელ იქნება მისი ხელში ჩაგდება. – ვიცი, გრძელკუდა ვიცი, ადვილი არაფერია, იცი ჰოგვორთსში ვინ არის? – ვინ ბნელო ბატონო? – სევერუს სნეიპი, ის მე აუცილებლად დამიბრუნდება, ის ჯერ კიდევ ,,სიკვდილის მხვრელია’’ , – მუქარით თქვა ლორდ ვოლდემორმა. – თქვენ აპირებთ რომ ჰარი პოტერი სნეიპის დახმარებით ჩაიგდოთ ხელში? – იკითხა გრძელკუდამ. – კი, მაგრამ დამბლდორი მას კარგად იცავს, გაგიჭირდებათ. – მხოლოდ მოცდაა საჭირო გრძელკუდავ, მოსახდენი მაინც მოხდება, მართალი ხარ სანამ დამბლდორი ცოცხალია, ბიჭს ვერ შევეხები, მარამ მხოლოდ ჯერ–ჯერობით არის ცოცხალი, მე გეგმის მიხედვით ვიმოძრავებ და სულ ცოტა ხანში პოტერი ჩემს ხელში იქნება, ამაში კი, დიდ წვლილს სევერუს სნეიპი და ლუციუს მალფოი შეიტანენ – დაისისინა ლორდმა. – კი, მაგრამ სნეიპი? ის, ხომ ჰოგვორთსის პროფესორია. არა მგონია დაგიბრუნდეთ. – ყოყმანით თქვა გრძელკუდამ. – მასაც და კარკაროვსაც მოვაბრუნებ, ისინი ვერ შეძლებენ ბნელი ბატონის სამსახურზე უარის თქმას – თქვა ვოლდემორმა და ბოროტად ჩაიცინა. იმავე წამს, 300 კილომეტრის მოშორებით, ლონდონში ,, პრივიტ დრაივზე ‘’ მოულოდნელად ბიჭს გაეღვიძა, რომელსაც ჰარი პოტერი ერქვა. ჰარი გულაღმა იწვა, ხელები სახეზე აეფარებინა და ისე მძიმედ სუნთქავდა, თითქოს დიდხანს ირბინაო.ისეთი მკაფიო სიზმარი ნახა, რომ ვერ დაევიწყებინა, ნაიარევი საშინლად სტკიოდა. ის მხოლოდ მაშინ სტკიოდა, თუ ლორდ ვოლდემორი ახლოს იყო ან ვინმეს სიკვდილს გეგმავდა. ჰარი შეეცადა გაეხსენებინა რა ნახა სიზმარში. ყველაფერი ისე გავდა ცხადს! ნახა ორი კაცი, რომლებსაც იცნობდა, თავს ძალა დაატანა და ეცადა ყველა წვრილმანი აღედგინა. ბუნდოვნად გაახსენდა, ცეცხლით ოდნავ განათებული ოთახი, ტანდაბალი კაცი, რომელსაც ,, გრძელკუდას’’ ეძახდნენ. და ვინ ეძახდა? მაღალი ცივი ხმა, ლორდ ვოლდემორის ხმა... ჰარის მუცელში სიცივემ დაუარა. ბოლოს ნაიარევი, რომ ასტკივდა ვოლდემორი ჰოგვარტსში იყო, მაგრამ ვოლდემორს აქ რა უნდოდა? სისულელედ ეჩვენებოდა ის აზრი, რომ ვოლდემორი, სადღაც პრივიტ დრაივის კუთხეში იყო ჩასაფრებული. ჰარიმ თავს შეუძახა რა გემართებაო. მას ძია ვერნონის, დეიდა პეტუნიასა და დადლის მეტი ნათესავი არ ყავდა. ისინი მაგლები იყვნენ, ანუ ადამიანები რომლებსაც ჯადოქრობისა არაფერი გაეგებოდათ. ჰარი ვერასდროს მოუყვებოდა მათ თავისი ჯადოქრული ცხოვრებიდან რაიმეს. სასაცილოს ეჩვენებოდა ის აზრი, რომ მათთან მისულიყო, დაეჩივლა ნაიარევი მტკია ან ლორდ ვოლდემორზე ვნერვიულობო. მაგრამ სწორედ ვოლდემორის ბრალი იყო, რომ ჰარი დერსლებთან ცხოვრობდა, ვოლდემორი, რომ არა შუბლზე არ ექნებოდა ელვასავით დაკლაკნილი ნაიარევი, ვოლდემორი , რომ არა ახლა მშობლები ცოცხალი ეყოლებოდა... ჰარი ერთი წლის იყო, როცა ვოლდემორი საუკუნის ყველაზე საშინელი და ბოროტი ჯადოქარი, რომელის თერთმეტი წლის განმავლობაში იკრებდა ძალებს, მათ სახლში მივიდა და ჰარის დედ–მამა დახოცა, შემდეგ ჰარიზე აღმართა ჯადოსნური ჯოხი და ის მომაკვდინებელი წყევლა წარმოთქვა, რომლითაც ყველად ხოცავდა, მოხდა სასწაული – წყევლამ არ გაჭრა, იმის ნაცვლად, რომ ბავშვი მოეკლა წყევლა უკან დაუბრუნდა. ჰარი გადრჩა მხოლოდ ელვასავით ნაიარევი დარჩა შუბლზე. ვოლდემორი კი ცოცხალ–მკვდარი სადღაც გადაიკარგა და მიყუჩდა. მისი მომხრეები ოგოვე ,, სიკვდილის მხვრელები’’ დაიფანტნენ. ჰარი პოტერი კი სახელგანთქმული გახდა. ჰარი გაოგნდა, როცა მეთერთმეტე დაბადების დღეზე გაიგო, რომ ჯადოქარი იყო. უფრო გაოცდა, როცა გაიგო რომ ჯადოქართა სამყაროში ყველამ დიდმა თუ პატარამ იცოდა მისი სახელი.ჰოგვარტსში, რომ ჩავიდა, სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან თვალს აყოლებდნენ და ჩურჩულებდნენ, მაგრამ ეხლა უკვე მიეჩვია ამას. ზაფხულის მიწურულს სწავლა განახლდებოდა, ციხე–კოშკში დაბრუნებამდე უკვე დარჩენილ დღეებს ითვლიდა.
შეტყობინება შეასწორა elle:Xx - ორშაბათი, 2012-06-18, 5:19 PM | |
|
|
|
|
|
|