ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
harry potter and the crown of diamond

Vampire-Barbieთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 3:53 PM | შეტყობინება # 31

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Bavshvebo Me Ukve Shevaswore Da Ele Dadebs Rogorc ki shemova


elle:Xxთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 5:29 PM | შეტყობინება # 32
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
მეორე თავი

ჰარიმ ტანსაცმელი ჩაიცვა, ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ რაღაც ძალამ იქ დარჩენა აიძულა. კედელთან მივიდა და პლაკატს შეხედა, რომელზედაც ქვიდიჩის* ჩემპიონი, ვიქტორ კრამი სნიჩს მისდევდა. ჰარის რაღაც ხმაური შემოესმა, უკან მიბურნდა და გაოცებისგან შეხტა:
– ოჰ! პროფესორო მუდ, როგორ შემაშინეთ – თქვა მან და სათვალე გაისწორა.
– არაუშავს პოტერ – უთხრა მუდიმ.
– დანარჩენები სად არიან? – იკითხა ჰარიმ.
ზუსტად ამ დროს, აპარაციის* მეშვეობით, გაჩნდნენ ძველი აურორების* ჯგუფის წევრები: რემუს ლუპინი, არაბელა ფიგი, მანდაგუს ფლეტჩერი ასევე ალასტორ მუდი. ამ არმიას ვიღაც აკლდა. ჰარის სირიუსის გახსენებაზე გული შეეკუმშა. სირიუს ბლექი მისი ნათლია იყო. ის ერთადერთი ჯადოქარი იყო, რომელიც ჰარის ენათესავებოდა. იგი უსამართლოდ ჰყავდათ დაჭერილი აზკაბანში*, მაგრამ სირიუსი იქიდან გამოიქცა და ჰარის მოძებნა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ ერთხელაც კი არ დაუტოვებია უყურადღებოდ,ყოველთვის ეხმარებოდა და ვოლდემორისგან მის დაცვას ცდილობდა,მაგრამ საუბედუროდ ის ჰარისთვის განკუთვნილმა ბელატრისას ნასროლმა წყევლამ,ავადა კედავრამ,იმსხვერპლა.

– გამარჯობა ჰარი – მიესალმა ლუპინი.
– გამარჯობა პროფესორო ლუპინ – ჰარი დანარჩენებსაც მიესალმა. ლუპინი ჰარის ძველი მასწავლებელი იყო. ის ბნელი ძალებისაგან თავდაცვას ასწავლიდა. ლუპინმა ასწავლა ჰარის პატრონუსის* შელოცვა.
– ჰარი ვიცით, რომ რამოდენიმე დღეში ჰოგვორტსში მიდიხარ, ჩვენ უნდა გაგაცილოთ, შენი მარტო სიარული აღარ შეიძლება, ვოლდემორი უკვე ღიად გიპირისპირდება, შენ კიდე ამისთვის ჯერ კიდევ მოუმზადებელი ხარ. – უთხრა მუდიმ.
– ეს დამბლდორმა დაგავალათ არა? – ჰკითხა ჰარიმ
– პოტერ დამბლდორმა უკეთ იცის, რა არის შენთვის უკეთესი. – უთხრა ფლიტჩერმა.
– კარგი, მე ქვევით უნდა ჩავიდე – თქვა ჰარიმ – მაშინ ხვალ დილას გამომიარეთ.
– კარგი – უპასუხა მუდიმ და ყველანი ისევ აპარაციის მეშვეობოთ ოთახიდან გაქრნენ. ჰარიმ გადაწყვიტა პროფესორი დამბლდორისთვის წერილი მიეწერა. პერგამენტი და ბატის ფრთა აიღო და მაგიდას მიუჯდა.
პროფესორო დამბლდორ
თქვენ მითხარით, რომ ნაიარევის ატკივების შემთხვევაში,
დაუყონებლივ მომეწერა თქვენთვის, მართალია ხვალ
ჰოგვორტსში ჩამოვდივარ, მაგრამ ბუს გამოგზავნა ახლავე
ვამჯობინე, დღეს დილით ნაიარევის ტკივილმა გამაღვიძა
ისე ისეთი სიზმარი ვნახე, ვოლდემორი ჩემს მოკვლას
გეგმავდა, სნეიპი და კარკაროვიც ახსენა, თქვა აუცილებლად
დავიბრუნებო.
ჰარი
ჰარიმ წერილის წერა დაასრულა, პერგამენტი დაახვია, შეკრა, თავის ბუსთან ჰედვიგთან მივიდა და ფეხზე შეაბა.
–წარმატებები ჰედვიგ,იმედია მალე დაბრუნდები – უთხრა ჰარიმ და გალია გაუღო,ბუმ მხიარულად დაიჭყივლა და ფანჯარაში გაძვრა.
ჰარიმ კიბეები სწრაფად ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა. იქ ძია ვერნონი და დეიდა პეტუნია დახვდნენ.
– გამარჯობა – მიესალმა ჰარი. მაგრამ პასუხი არ მიუღია,ამას კარგა ხნის მიჩვეული იყო,ამიტომუბრალოდ მხრები აიჩეჩა და მაგიდას მიუჯდა. ისაუზმა და გარეთ გავიდა, საშინლად ცხელოდა ,ეს ბოლო დღეც საშინლად ნელა გადიოდა. როგორც იქნა 5 სექტემბერიც გათენდა. ჰარი სასწრაფოს წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ჰედვიგი ჯერ არ დაბრუნებულიყო. ჰარი ქვევით ჩავიდა.
– დღეს მიდიხარ იმ შენს სკოლაში? –ძია ვერნონი ყოველთვის ზიზღით ახსენებდა ჰოგვარტსს და ყველაფერს რაც ჯადოქრობასთან იყო დაკავშირებული
– კი, მივდივარ – ცივად უპასუხა ჰარიმ.– დადლის ფეხი გაეკაწრა, ეხლა ვისღა დააბრალებთ? – ცინიკურად განაგრძო.
– ხომ იცი, რომ ასეთ რამეს არ ვიკადრებთ ჰარი – უთხრა მოჩვენებითი თავაზიანობით დეიდა პეტუნიამ.
– რაც აქ ვარ, სულ ამას კადრულობთ. – თქვა მან და თავის ოთახში ავიდა. ამ დროს აურორებიც მოვიდნენ.
– ჰარი, ჩემოდანი აიღე და ქვემოთ ჩადი, ჩვენ იქ დაგხვდებით. – უთხრა მუდიმ. ჰარი სახლიდან გავიდა, აურორები უკვე ელოდებოდნენ.
– პოტერ, ჯერ მაგიის სამინისტროში უნდა წავიდეთ, მინისტრ კორნელიუს ფაჯს პირადად უნდა შენთან საუბარი – უთხრა ფიგიმ.
–რის თაობაზე? – გაუკვირდა ჰარის.
– არ ვიცით – უპასუხა ლუპინმა.
დიდ შენობას მიადგნენ, მუდიმ თავისი ჯოხი ორჯერ დააბაკუნა. შენობა ორად გაიყო და შუაში გზა უჩვენა, ყველა იქ შევიდა. ლიფტში ჩაჯდნენ და ბატონი ფაჯის კაბინეტის სართულზე გაჩერდნენ. მუდიმ ჰარი ოთახში შეიყვანა. დანარჩენები გარეთ დარჩნენ.
– გამარჯობა ჰარი, მუდ – მიესალმა ფაჯი. ჰარიმ ოთახი მოათვალიერა, იქვე სკამზე დამბლდორი იჯდა და თბილად უღიმოდა.
– დაბრძანდით,გთხოვთ– თქვა კორნელიუს ფაჯმა და სკამებზე ანიშნა.
– ჰარი დამბლდორმა შენი წერილი მიიღო და საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩემთვის ეთქვა – ფაჯიმ დამბლდორს გადახედა და განაგრძო – ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომელი გაუჩინარდა.
– ვინ? – იკითხა ჰარიმ და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
– პერსი უილსი – უპასუხა ფაჯიმ – მივლინებაში იყო წასული, ხომ იცი ბატონი კრაუჩის გარდაცვალების შემდეგ, პერსი დააწინაურეს და მის თანამდებობაზე დანიშნეს. უკვე დიდი ხანია აღარ დაბრუნებულა ეჭვები გაგვიჩნდა, მის მოსაძებნდა რაზმი გავგზავნეთ, მაგრამ ვერ იპოვეს, უკვალოდ გაქრა.
– პერსი? – იკითხა გაოცებულმა ჰარიმ – და მე რა შუაში ვარ?
– ჰარი პერსის გაუჩინარება ძალიან საეჭვოა, შენი ნაიარევის ტკივილი და ეს ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება , ხომ იცი ვისზეც ვეჭვობთ? – ჰკითხა დამბლდორმა და გამჭოლი მზერით შეხედა ჰარის. მან თავი დაუქნია.
– ჰოგვორტსში – განაგრძო დამბლდორმა – არის ალმასის გვირგვინი, ეს დიადემა, არავითარ შემთხვევაში ხელში არ უნდა ჩაუვარდეს ლორდ ვოლდემორს.
– და რა შეუძლია ამ გვირგივნს? – შეაწყვეტინა ჰარიმ.
– ეს გვირგვინი, საუკუნეების წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯადოქრობა ახალი ხილი იყო. თუ ეს დიადემა ხელში ბოროტ ძალას ჩაუვარდება, ის მოიპოვებს უდიდეს ძალაუფლებას, ლორდ ვოლდემორს ამ გვირგვინის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული, ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუშალოთ ჰარი, ამაში შენც უნდა დაგვეხმარო, თვითონ ვოლდემორი ჰოგვორტსში გვირგვინის წასაღებად არ მოვა რა თქმა უნდა, ის ვინმეს გამოგზავნის, ვინმე შინაურს, ჩვენ პერსიზე ვეჭვობთ, მისი გაუჩინარება ძალიან უცნაურია, ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშირეთ და გადავწყვიტეთ შენთვის მოგვეყოლა, რადგან ეს შენც გეხება, ვოლდემორი ამ იარაღს შენს წინააღმდეგ გამოიყენებს ჰარი – დაასრულა დამბლდორმა.
– შენი იმედი გვაქვს, ფილოსოფოსის ქვის და სხვა დაბრკოლებების შემდეგ ეს არ უნდა გაგიჭირდეს, დამბლდორი ფრთხილად და ყურადღებით იქნება, შენც ასე უნდა იყო ,, მუდმივი სიფხიზლე’’ – თქვა მუდიმ.
– დაბრკოლებების? –იკითხა ჰარიმ.
– ალმასის გვირგვინთან მისასვლელად ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო – უპასუხა ფაჯმა.
– ყველაფერი გასაგებია – თქვა ჰარიმ და იქ მყოფებს თავი დაუქნია.

განმარტებები:
ქვიდიჩი – ჯადოქრული სპორტის ერთ–ერთი სახეობა.
სნიჩი – ქვიდიჩის პატარა ბურთი.
აპარაცია – ჯადოქრული საშუალება, რომლის მეშვეობით ერთი ადგილიდან მეორე ადგილას წამებში გადადიხარ.
აურორი – ჯადოქარი, რომელიც ნადირობს ბოროტ ძალებზე და რომლის დანიშნულებაა ბოროტი ძალების ჯადოქრების დაჭერა.
აზკაბანი – ციხე, სადაც დამნაშავე ჯადოქრებს სვამენ, აზკაბანს დემენტორები იცავენ.
პატრონუსი – ერთ–ერთი შელოცვა რომლის საშუალებით შესაძლებელია, დემენტორების განდევნა.


შეტყობინება შეასწორა elle:Xx - პარასკევი, 2012-06-22, 5:36 PM

bella1999თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 3:48 PM | შეტყობინება # 33

151
5  +
15  ±
   ±
Offline
kargad gadmocem.dzlian momwons sheni weris stili happy happy happy happy

elle:Xxთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 4:06 PM | შეტყობინება # 34
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
bella1999, madloba kiss



bella1999თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 4:16 PM | შეტყობინება # 35

151
5  +
15  ±
   ±
Offline
elle:Xx, kiss

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-06-24, 6:41 PM | შეტყობინება # 36
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
kiss kiss kiss



elle:Xxთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 1:39 PM | შეტყობინება # 37
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
bavshvebo agar kitxuloobt???



elle:Xxთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 3:02 PM | შეტყობინება # 38
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
tu agar kitxulobt droebit axalis werisgan tavs shevikaveb



bella1999თარიღი: კვირა, 2012-07-01, 4:47 PM | შეტყობინება # 39

151
5  +
15  ±
   ±
Offline
vkitxulob magram ar devs da ra wavikitxxot? wink wink wink wink angry

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-07-01, 5:03 PM | შეტყობინება # 40
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
bella1999, marto shen kitxulob da erti bavshvistvis ver davwer sad sad



Salome_Salloთარიღი: კვირა, 2012-07-01, 8:51 PM | შეტყობინება # 41

3
1  +
2  ±
   ±
Offline
ერთ ბავშვს კიდევ ერთი შემოერთდა <3 ჰარი პოტერის მხოლოდ რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, ფილმი კი ყველა ნანახი. მომწონს შენი წერის სტილი <3 გააგრძელე რა happy რაც მთავარია, არც ისე მცოდნეებისთვის გასაგებად ხსნი <3

Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2012-07-01, 8:56 PM | შეტყობინება # 42

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Quote
ჰარი პოტერის მხოლოდ რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, ფილმი კი ყველა ნანახი.

ჩემნაირო biggrin 4 წიგნი და 8 ფილმი მაქ მე წაკითხულ–ნაყურები



elle:Xxთარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 2:44 PM | შეტყობინება # 43
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
კარგით გავაგრძელებ რამოდენიმე დღეში იქნება ახალი



bella1999თარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 8:56 PM | შეტყობინება # 44

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (Vampire-Barbie)
8 ფილმი

merve sad naxe?tu mehvides meoreze ambob?

bella1999თარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 8:56 PM | შეტყობინება # 45

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (elle:Xx)
კარგით გავაგრძელებ რამოდენიმე დღეში იქნება ახალი

yes
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: