|
|
elle:Xx | თარიღი: პარასკევი, 2012-07-06, 11:35 AM | შეტყობინება # 48 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| მესამე თავი
აურორებმა ჰარი ჰოგვორტსის ექსპრესამდე მიაცილეს. უისლებიც და ჰერმიონიც იქ იყვნენ.რონმა მაშინვე შეამჩნია მეგობარი და მისკენ გაემართა. – ჰარი როგორ ხარ? –ჰკითხა და ხელი ჩამოართვა. ამასობაში ჰერმიონიც მივიდა და როგორც ჩვეოდა ხოლმე ჰარის გადაეხვია. –როგორ ხარ? –კარგად.თქვენ?–სანამ პასუხს გასცემდნენ ჯინიც მიუახლოვადა, ჰარი მაშინვე წინ წაიწია და ჯინის ჩაეხუტა – მიყვარხარ ჯინი. – მეც ჰარი. ჰერმიონმა ტირილი დაიწყო. სამივე გავკვირვებით მიაშტერდა. – რა გატირებს? – ჰკითხა რონმა. – რა საყვარლები არიან – თქვა და ფეხები დააბაკუნა, ცრემლებმა მანტია დაუნამა.ყველას გაეღიმა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. გულისამაჩუყებელი სანახაობა იყო. – კარგით გეყოთ – თქვა მუდიმ და თავისი ჯოხი დააბაკუნა – ადით მატარებელში. ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა თავიანთი კუპე მოძებნეს. – ჯინი სად წავიდა? – იკითხა ჰარიმ, როცა დასხდნენ. – არ ვიცი, მგონი ქეითი ბელმა და პარვატი პეტილმა წაიყვანეს თავიანთ კუპეში – უპასუხა ჰერმიონმა. – მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გიამბოთ – ჰარიმ მეგობრებს ყველაფერი მოუყვა, რაც ფაჯიმ და დამბლდორმა უთხრეს. – რა? იკითხა გაკვირვებულმა რონმა – პერსი? პერსი ამას არ გააკეთებს! – თქვა გადაჭრით. – პერსიმ შეიძლება, არ გგააკეთოს რონ, მაგრამ იმპერიუსის წყევლის დახმარებით ყველაფერი ადვილად მოხერხდება. – უპასუხა ჰერმიონმა, ჰოგვარტსამდე მშვიდობით იარეს, დანაჩენი დრო იმაზე მსჯელობდნენ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო დაბრკოლებები. მატარებელი გაჩერდა და ყველა გადმოვიდა. გასასვლელში ჰარის რონსა და ჰერმიონს დრაკო მალფოისმ მოჰკრა თვალი და მიაძახა: –წელს რა გმირობის ჩადენას აპირებ პოტერ? –მოკეტე და გაიარე მალფოი – კბილებში გამოსცრა ჰარიმ. –კიდევ კარგი , მხოლოდ ეს წელი დაგვრჩა, თვალით აღარ ვნახავთ ამ მამიკოს ბიჭს. – თქა რონმა. ამასობაში ეტლიც მოვიდა. ჰარი, რონი და ჰერმიონი შიგნით ჩაჯდნენ, მათ ჯინი ნევილი და ლუნაც შეუერთდნენ –როგორ ხარ?–კითხა ჰარიმ ლუნას. – კარგად – მოკლედ უპასუხა ლუნამ და ნევილთან განაგრძო ლაპარაკი. – ლუნა და ნევილი? –ბიჭებს ჩუმად გადაულაპარაკა დაბნეულმა ჰერმიონმა. – არ ვიცი – აიჩეჩა მხრები რონმა. – მგონი ხო – უპასუხა ჰარიმ. – ნამდვილად – დაუდასტურა ჯინიმ. სამივემ მას შეხედა. – თვითონ მითხრა – თქვა გოგონამ. ეტლი ჰოგვორტსის წინ გაჩერდა. ყველა გადმოვიდა და სკოლაში შევიდნენ. შესასვლელში ჰაგრიდი დახვდათ. – ჰაგრიდ – თქვა ჰარიმ და გოლიათს მიუახლოვდა. – როგორ ხარ? – კარგად ჰარი, შენ? – მეც – უპასუხა ჰარიმ. ჰაგრიდს რონიც და ჰერმიონიც მიესალმნენ. შემდეგ კი დიდ დარბაზში შევიდნენ და იქ გამეფებული არეულობა შეამჩნიეს. პოლტერგეისტი პივსი თეფშებს დარეოდა და მოსწავლეებს ესროდა. ერთ–ერთი თეფში ჰერმიონისკენ იყო დამიზნებული, მაგრამ რონმა დროზე ჰკრა ხელი გოგონას და თეფში კედელს შეასკდა. ჭექა–ქუხილმაც არ დააყოვნა. – პიივს!!! – ყვიროდა სკოლის დარაჯი ფილჩი, რომელიც ის –ის იყო დარბაზში შესულიყო, თავის კატასთან, მისის ნორისსთან ერთად. – ოხ, შენ ნაძირალა პოლტერგეისტო, ნახე რას გიზამ , დამბლდორს ვეტყვი და აქედან კინწისკვრით გაგაგდებს! ამ დროს დარბაზში მოჩვენება სისხლისმსმელი ბარონი შემოვიდა, ის ერთადერთი იყო მთელს სასახლეში, რომელსაც პივსის გაკონტროლება შეეძლო. ბავშვები მაგიდებს მიუსხდნენ. რომა ტანსაცმელი შეისწორა და დაიწყო. – აუ, დროზე მორჩნენ რა ამ განაწილებას შიმშილით ვკვდები. – არ გრცხვენია, რონ, განაწილება უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ჭამა? – ნამუსზე შეაგდო რონი ოჩვენება ნიკმა. –თუ კვდები კი –მოუჭრა რონმა. პირველკურსელები რიგში ჩამწკრივდნენ. გამანაწილებელმა ქუდმა შესავალი სიმღერა წამოიწყო: ათასი წლის წინ, ან უფრო ადრე როცა ვიყავი ქუდი ახალი აქ ჯადოქარი ცხოვრობდა ოთხი დღეს ყველამ ვიცით მათი სახელი გრიფინდორს იცნობთ ტრამალებიდან და რეივენქლოს ღარტაფებიდან სათნო ჰაფლეპაფს – ვრცელ მინდვრებიდან და ცრუ სლიზერინს ჭანჭრობებიდან. ოთხივეს ჰქონდა ერთი ოცნება: ახალგაზრდების აღზრდა და მოვლა უხმეს პატარა ჯადოქრებს მყისვე და აი ასე დაარსდა სკოლა. ოთხივემ შექმნა თავისი კლუბი და განიზრახა ბავშვების აღზრდა მიზანი ჰქონდათ საერთო მაგრამ მიღების წესი ჰქონდათ სხვადასხვა: გრიფინდორისთვის იყვნენ, უდავოდ , მამაცნი სხვებზე აღმატებულნი რეივენქლოსთვის ფასობდნენ მხოლოდ ჭკუაგახსნილნი და ნიჭიერნი ჰაფლეპაფი კი ბეჯითებს თვლიდა საკუთარ კლუბში მიღების ღირსად სლიზერინი კი მხოლოდ ცბიერებს და გაიძვერებს თვლიდა თავისად. ინაწილებდნენ რჩეულებს ასე და თავსატეხიც გაჩნდა ახალი: ვინ აირჩევდა ღირსეულთ, როცა არ დარჩებოდა მათგან არავინ და გიფინდორმა მისვე მომიძრო დანარჩენებსაც მანვე ურჩია: ოთხივემ თავსი ჭკუა გადმომცა რათა მათ ნაცვლად მე ამერჩია ახლა კი კარგად მომირგედ თავზე რომ არ შემცდარა – ვარ მე ის ქუდი მაშ, ჩამახედეთ თქვენს გონებაში გეტყვით რომელი გეკუთვნით კლუბი.
როგორც კი გამანაწილებელმა ქუდმა სიმღერა დაასრულა ,დიდ დარბაზში ტაშმა იქუხა. – ეს ის სიმღერა არ იყო, ჩვენი განაწილების დროს, რომ იმღერა – გაუკვირდა ჰარის და სხვებთან ერთად ტაში დაუკრა . – ყოველ წელს ახალს მღერის – უპასუხა რონმა. – ისე რა მოსაწყენი უნდა იყოს ქუდობა არა? ალბათ მთელ წელიწადს ზის და ახალ სიმღერას იგონებს. პროფესორმა მაკგონაგელმა უზარმაზარი, ეტრატის გრაგნილი გაშალა. – ვის სახელსაც ამოვიკითხავ, ქუდ დაიხურავს და სკამზე დაჯდება – მიმართა პირველკურსელებს – სტიუარტ აკერლი. – ჰაფლეპაფი. – იყვირა ქუდმა. – ელეანორ ბრენსტონი. – სლიზერინი. – ნატალი მაკდონალდსი. – რეივენქლო. ............. განაწილება დასრულდა, მაგრამ პროფესორი მაკგონაგელი არ დამჯდარა, ერთი გოგონა მოიხმო, ის უცნობი იყო და ბოლოკურსელი. – ეს ვინ არის? – იკითხა ჰარიმ. – არ ვიცი, მაგრამ მგონი ჩვენხელაა – დაასკვნა რონმა. – თუ არ ვცდები, ახალი მოსწავლეა... – მართლა ჰერმიონ? – ცინიკურად ჰკითხა რონმა. – დამამთავრებინე – შეუბღვირა ჰერმიონმა – დურმსტრანგიდანაა, წელს ჩვენთან ისწავლის. – მიესალმეთ – დაიწყო დამბლდორმა – ეს ემა დობსია, დუმსტრანგელი სტუდენტია, მაგრამ ეს წელი ჩვენთან ისწავლის. ახლა კი ვნახოთ, რომელი კლუბი ეკუთვნის მას. ემა სკამზე დაჯდა და ქუდი დაიხურა. – გრიფინდორი! – დასჭექა ქუდმა. მუქ წაბლისფერთმიანი,და ყავისფერთვალება გოგონა სკამიდან წამოდგა და გრიფინდორის მაგიდისკენ მიაშურა, სადაც მხურვალე ტაშით შეეგებნენ.
– გამარჯობა – თქვა და მორიდებით გადაავლო თვალი იქ მყოფებს. – გამარჯობა – მიესალმა ჰარი. – მე ჰერმიონი ვარ – გაეცნო ის – სასიამოვნოა შენი გაცნობა. – ჩემთვისაც – თქვა ემამ. – დურმსტრანგიდან რატომ გადმოხვედი? – ჰკითხა ჯინიმ. – არ მომწონს ის სკოლა, ძალიან ბევრს ასწავლიან შავი მაგიის შესახებ, მე კი ნორმალურ სკოლაში მინდოდა მესწავლა, ჰოგვარტსი კი ჩემი აზრით,საუკეთესო არჩევანი იყო ასეთ შემთხვევაში – მიუგო ემამ. – კარგი არჩევანი გაგიკეთებია – მოუწონა რონმა. დამბლდორმა ორივე ხელი გაშალა და თქვა: – მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით – მიირთვით! დარბაზი ახმაურდა და ყველამ ჭამა დაიწყო, ბოლოს კი ყველა საძინებლებისკენ გაემართნენ. ჰარი, რონი, ჰერმიონი, ჯინი და ემა წამოდგნენ და გრიფინდორელების საერთო ოთახისკენ გაემართნენ. გოგონებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს და საუბარი გააბეს,ბიჭები კი მოშორებით დადგნენ.
– ეს გოგო მარტო მე მეჩვენება უცნაურად? – იკითხა რონმა. – არა რონ, მარტო შენ არა, ეხლა ზუსტად ეგ კითხვა უნდა დამესვა – უპასუხა ჰარიმ. – უცნაურია, თან დუმსტრანგიდანაა. – ჯობია ვუფრთხილდეთ – თქვა რონმა. – ჰერმიონ ერთი წუთი შეგიძლია მოხვიდე? – დაუძახა ჰარიმ. – რა ხდება? – ჰერმიონ – დაიწყო რონმა – ამ გოგოს უფრთხილდი, ასე ძალიანაც ნუ დაუახლოვდები. ჯინისაც უთხარი, მაინც დუმსტრანგიდანაა თან ძალიან უცნაურია ბოლო კურსზე, რომ მოინდომა გადმოსვლა. – რა? რას ნიშნავს ნუ დავუახლოდები, მშვენიერი გოგოა! – გაცხარდა ჰერმიონი – რადგან დუმსტრანგიდანაა არ უნდა დავუმეგობრდე?? რონ ამ ბოლო დროს მუდის ძალიან ემსგავსები, ყველგან საფრთხე როგორ გელანდება. – ჰერმიონი გაღიზიანებული გაემართა გოგონებისკენ. – აჰა, გინდ უთხარი, გინ არა. – ამოიოხრა რონმა. ოთახიდან ყველა გაიკრიფა, ბოლოს მხოლოდ ჰარი და რონი შემორჩნენ, კამათობდნენ იმაზე თუ როგორ ჩამოეშორებინათ ემა გოგოებისგან. – წამოდი რონ, ძალიან გვიანია, თან მეძინება – თქვა ჰარიმ და ორივე კიბეებს აუყვა,მაგრამ უეცრად გაახსენდა,რომ ჯოხი ქვემოთ დარჩა,ამიტომ უკან დაბრუნდა,თუმცა ის არ იყო ერთადერთი,რომელიც ქვემოთ ჩავიდა. – ლუმოს – ჯოხის წვერი განათდა და იქაურობას ნათელი მოჰფინა, ჰარი ოთახიდან გავიდა,უეცრად დერეფანში ღია ფანჯარასთან ხმაური მოესმა, ამიტომ იქით გაემართა. – მორსმორდრე! – დაიჩურჩულა ვიღაცამ და ჯოხიდან ზურმუხტისფერი ნათელი ცაში აიჭრა. ჰარი უკვე იმ ადგილისკენ მირბოდა, იცოდა იქ ვინ იყო, იცოდა რას ნიშნავდა ეს მაგიური ფორმულა. სანამ ფანჯარას მიუახლოვდებოდა აორთქლების ხმა მოესმა, იქ აღარავინ აღარ იყო. ზეცაში კი ზურმუხტისფერი თავის ქალა ლივლივებდა, რომელსაც პირიდან, ენის მაგივრად,გველი გამოსჩროდა და მთელ ციხე–კოშკს ნეონის აბრასავით გადაჰკვროდა. ეს იყო შავი ნიშანი... ეს იყო ლორდი ვოლდემორის ნიშანი... ჰოგვორტსში სიკვდილის მხვრელი იყო...
შეტყობინება შეასწორა elle:Xx - პარასკევი, 2012-07-06, 11:45 AM | |
|
|
bella1999 | თარიღი: პარასკევი, 2012-07-06, 12:37 PM | შეტყობინება # 49 |
151
Offline
| | |
|
|
elle:Xx | თარიღი: პარასკევი, 2012-07-06, 3:17 PM | შეტყობინება # 50 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|