,,The Closer''
|
|
|
|
|
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 4:44 PM | შეტყობინება # 8 |
397
Offline
| თავი 1 ღამის 2:35 საათიზე -მიშველეთ! მიშველეთ!-გზაზე გოგონა გარბის და კივილით შველას ითხოვს, მაგრამ იმდენად უკაცრიელ ადგილზეა, რომ მისი არავის ესმის-მიშველეთ გევედრებით!-იმედის ნაპერწკალი გაღვივდება მაშინვე, როგორც კი მანქანქას შეამჩნევს. წინ გადაუდგება და ხელის ქნევით გააჩერებს-გააჩერეთ მისტერ! გთხოვთ გააჩერეთ-გოგონას სახეზე რაღაც უხილავი ისახება. მანქანასთან მივარდება, იმ იმედით, რომ კიდევ აქვს დრო. ისაა კარი უნდა გამოაღოს , შეამჩნევს, რომ მანქანიდან ,,ვიღაც'' გადმოვა- მიშველეთ გთხოვ...შენ? დილის 8:00 საათზე -ზზზ...ზზზ..ზზ..-ვიბრაციამ ,,გამომაღვიძა''. გადავბრუნდი და გამომრთველს ხელი ფრთხილად დავარტყი. დიდად ადგომაზე არც მიწუწუნია, ამიტომ ხალათი სწრაფად მოვიცვი და სააბაზანოსკენ გავეშურე.. მე ანიკა ტუტცი ვარ! 26 წლის პროფესიით დეტექტივი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.სხვა ამაში უბრალოდ მკვლელობას ან კარგ ანაზღაურებას მოიწონებდა, მაგრამ მე დანაშაულის გახსნა მომწონს. სულ 3 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და კარგი რეპუტაციით ვსარგებლობ. დღეს სხვა ბიუროში გადავდივარ და პირველად უნდა შევხვდე ჩემს ჯგუფს. არ დავმალავ და ცოტათი ვნერვიულობ. ან ვინ არ ინერვიულებდა ჩემს ადგილას? უბრალოდ მეშინია იმის, რომ ზედმეტად მოვეწონები,ჩემივე ფიქრეზე გამეღიმა. ცხელმა შხაპმა გამომაფხიზლა და მდგომარეობა ოდნავ შემიმსუბუქა. სარკის წინ დავდექი და მაკიაჟის კეთება დავიწყე. უძილობა,რომ არ შემტყობოდა მუქი მაკიაჟი ,,წავიტყიპნე''. გარდერობიდან გუშინდელი არჩეული შავი ზედა, ასეთივე ფერის შარვალი და შავი დაბალქუსლიანები ჩავიცვი. თმები უბრალოდ გავიშალე, მაკიაჟი თუ არა, ეს ჩემს თვალებს მაინც დაფარავდა. საათს თვალი მოვავლე 8:15 წუთი იყო. ძველი წესი ახლაც არ დავარღვიე და ყველაზე დიდი ჭიქით, რაც კი გამაჩნდა, ყავა დავლიე. გასაღებების აცმას ხელი მოვკიდე, ჩემი მთავარი ,,ატრიბუტი'' თავის ადგილზე მოვათავსე, კარები მაგრად ჩავკეტე და გარაჟისკენ წავედი, სადაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ,,მეგობარი'' მელოდებოდა. ჩემს ვერცხლისფერ ,,ვოლვოში'' ჩავჯექი და სამსახურში წავედი. მანქანა შიგნით, ავტოსადგომში დავაყენე და თვითონ მთავარი განყოფილეისაკენ გავეშურე. -უკაცრავად მე ანიკა ტუტცი ვარ და მისტერ რობ მაკარტნს ვეძებ, სად მდებარეობს მისი კაბინეტი?-ვკითხე ჩემზე ოდნავ მაღალ, სიმპატიურ მამაკაცს. დაახლოვებით ასაკით, ალბათ ჩემი ტოლი იქნებოდა. -მესამე სართული, დერეფნის ბოლოში-მითხრა უცნაური ტონით და ამას თავისი დამკვირვებლური მზერაც დაუმატა. არაფერი არ მითქვამს პირდაპირ წამოვედი. ლიფტში გიჟივით შევვარდი, ხალხის უკმაყოფილო მზერამაც არ დააყოვნა, მაგრამ მათთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. ლიფტში ყოფნის 3 წუთი, ლამის სამ საუკუნედ მექცა. ვეღარ ვითმენდი ისე მეჩქარებოდა, ჩემი სამუშაოს დაწყება. როგორც იქნა ლიფტმა ,,დაიწრიპინა'' კარები ბოლომდე არც იყო გაღებული, რომ გავძვერი. ,,თითქმის'' სირბილით გავიარე მთელი დერეფანი და რობის კაბინეტში შევედი, აქაც რათქმაუნდა დაუკაკუნებლად. -შეიძლება მისტერ მაკარტნ?-მივმართე ძველებური ირონიით -შენთვის ამ პროფესიის გარდა კარზე დაკაკუნებაც უნდა ესწავლებინათ-გამიღიმა და მაგრად მომეხვია-მომენატრე ფისო! ასე უნდა მექცეოდე? -რავქნა რობ ვეღარ ვიცლი! -ვთქვი აღშფოთებული ტონით, უფრო სწორედ კი მივბაძე -ოხ, ტყუილი მაინც გეხერხებოდეს! ბოლო-ბოლო ბიძაშენი ვარ უსირცხვილო! ბავშვობიდან გიცნობ და ჩემი მოტყუება არც ისე ადვილია-მითხრა ეს და საჩვენებელი თითი წინ ამიქნია
esec pirveli tavi imedia mogewonebat
შეტყობინება შეასწორა viku-vuku - კვირა, 2012-05-27, 5:07 PM | |
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 6:00 PM | შეტყობინება # 11 |
397
Offline
| | |
|
|
|
daki | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 10:22 PM | შეტყობინება # 13 |
55
Offline
| shemdegii tavii ufroo kargi iqneba darwmunebuli var :))
| |
|
|
makie | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 11:59 PM | შეტყობინება # 14 |
144
Offline
| | |
|
|
|