,,The Closer''
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:43 PM | შეტყობინება # 17 |
397
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 6:45 PM | შეტყობინება # 18 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (viku-vuku) dgesve davdeb axal tavs ra magariaaa!!!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 9:44 PM | შეტყობინება # 20 |
397
Offline
| თავი 2 -კარგი ხო! მართალი ხარ...-ვთქვი ეს და თავი ჩავღუნე, როგორც პატარა ბავშვმა-მაგრამ გვეყო ახლა ამაზე საუბარი და დროზე მივხედოთ ჩემს საქმეს! მინდა ჩემი ახალი გუნდი გავიცნო! -მართალი ხარ!-მითხრა ეს სერიოზული ხმით, ხელში რაღაც(კონკრეტულად კი დოსია მომაწოდა) და კარებისკენ გამიძღვა. არც კი შემიხედავს საით მივდიოდით იმ ,,რაღაცაში'' დავიწყე ყურება. წესიერად მხოლოდ მაშინ გავყევი, როცა კითხვას მოვრჩი. ლიფტის კარები გაიღო, ჩვენ მეორე სართულზე ვიმყოფებოდით. ბიძაჩემმა დიდი ოთახში შემიყვანა, სადაც ბევრი კომპიუტერი და სხვადასხვა მოწყობილობა ეყენა. -თქვენი განყოფილების ახალი უფროსი ანიტა ტუტცი!-ხმამაღლა თქვა , მაგრამ მე უმალ დავაბიჯე ფეხზე ფეხი სხვისდა შეუმჩნევლად და რათქმაუნდა შეასწორა-უკაცრავად ანიკა ტუტცი! თქვენ ყველას გაქვთ მასზე იმფორმაცია -ყოველივე ამის დროს მათ უყურებდა ,ბოლოს მე შემომხედა და მითხრა-ესენი არიან თქვენი გუნდის წევრები მის ანიკა და დაგეხმარებიან თქვენი საქმის შესრულებაში. -მე ანიკა ტუტცი ვარ,თქვენთვის ნიკა. იმედი მაქ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით. -მივმართე მათ, როგორც კი რობმა საუბარი დაამთავრა. -მიხარია მის ნიკა თქვენი გაცნობა, მე ები მაკარტნი ვარ! ალაბთ უკვე გეცოდინებათ ჩემს შესახებ.-მითხრა და გამიღიმა -მე ნაიჯელ სტროუბი ვარ! თქვენთვის ისევე როგორც ყველა აქ მყოფისთვის უბრალოდ ნაიჯელი...-თქვა იმ სიმპატიურმა მამაკაცმა, რომელსაც დღეს დილით შევხვდი.. -ნაიჯელი შენი პირადი ასისტენტი იქნება, დაკითხვეში დაგეხმარება. -მე ჯო ვუდცი ვარ,ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული საქმეები მეხება. - მე ჯერემი ბიბერი(ავტორის ჩანართი: ეს ჯასტინ ბიბერის შორეული ნათესავია ალბათ) ვარ.. ძირითადი საქმე არ გამაჩნია სტოუნის მსგავსად, ჩვენ ყველა დარგში ასე ვთქვათ ვმოღვაწეობთ.-მითხრა დაახოებით 35 წელს ზემოთ მქონე კაცმა და მის გვერდით სათვალიან დაახლოებით 27-28 წლის ბიჭზე მიმინიშნა.. -ბილ სტოუნი.სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩვენი პირველი საქმე, მაგიდაზე გიდევთ თქვენს კაინეტში. წამორძანდით -მანიშნა რომ გავყოლოდი. ჩემი კაბინეტი მაჩვენა,ჩემი ნივთები უკვე შემოეტანათ შიგნით და ეტყობოდა ბიძაჩემს თავიანთ ადგილას დაელაგებინა. -მადლობ ბილ. ახლავე გადავხედავ და დაგიძახებ თუ რამე დამჭირდება-ვუთხარი და დამაჯერელადაც გავუღიმე. ახლა უკვე ჩემს კაბინეტს ,თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, ბიძაჩემსგულში მადლობა გადავუხადე და ჩემს წინ მდგომ მაგიდაზე დადებულ ფურცლებში დავიწყე ძრომიალი...
| |
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 10:58 PM | შეტყობინება # 22 |
397
Offline
| თავი 3 ყველაფერს დაწვრილებით ვაკვირდებოდი, რომ არაფერი გამომრჩენოდა. სურათები წინ დავიდე და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. ბოლოს ყველაფერს მოვრჩი და ჩემს ჯგუფისწევრებთან მივედი. დიდი ჯახირის შემდეგ, როგორც იქნა მიხვდა ჩემი თანაშემწე და სახატავი დაფის გამოტანაში დამეხმარა. -მადლობა ნაიჯელ! ესეიგი: ჩვენი მსხვერპლია ვინმე ბლერ მილურეო, 22 წლის, გათხოვილი, უშვილო, პროფესიით მოდელი, ყავს და. მშობლები,ერთი -ავტოავარიაში, ხოლო მეორე-ავთვისებიანი სიმსივნის გამო 7 წლის წინ დაეღუპა. ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ასევე ქონდა საკმაოდ წარმატებული კარიერა, რის გამოც გასულ წელს დიდი ფული იშოვნა. იყო ძალიან კეთილშობილი და ხშირად ატარებდა საქველმოქმედო ღონისძიებებს-საუბრის დროს დაფაზე მის სურათებს ვაწებებდი,დამთავრებისას შემოვბრუნდი და თითოეულ მათგანს თვალი მოვავლე- ეს არის იმფორმაცია, რაც ყველა ადამიანმა ვიცით ჟურნალ-გაზეთებიდან, მაგრამ ეს გამოძიებისთვის არ არის საკმარისი, და მგონი დროა ჩვენი იურისდიქცია გამოვიყენოთ.ჯო მინდა შენ მისი ტელეფონის ყველა გასული და შემოსული ზარები შემიმოწმო, გადამიმოწმე მისი ელ.პოსტაც. მისტერ ჯერემი,გაკვეთის პასუხები დღესვე მედოს მაგიდაზე, იმედი მაქ მაგ საქმეს თქვენ მომიგვარებთ.უნდა ვიცოდე მისი ოჯახის შესახებ ყველაფერი.რაც მთავარია მინდა დანაშაულის ადგილას წამიყვანოთ მისტერ ნაიჯელ. კიდევ ერთი ,მისის სიუ ფორესტერისა და მისტერ ლუკას მოლურეოს დღის განრიგი მომიტანე ებ ,როგორც კი დანაშაულის ადგილიდან დავბრუნდები მინდა ისინი მაშინვე დავკითხო. -გაკვეთის პასუხები დაახლოებით 24 საათში იქნება მის ნიკა. -12 საათს გაძლევთ და არავითარი წუწუნი. ჩვენ ვიცით, რომ ეს გოგო ერთ-ერთი ცნობილი მოდელი იყო. მემგონი სულაც არ იქნება ჩვენთვის სასიამოვნო პრესის გვერდებზე მოხვედრა! მისტერ ნაიჯელ გთხოვთ. -ჩემი მანქანით წავიდეთ- სადგომში მივედით და შავი BMW ფირმის მანქანაში ჩავჯექით. ადგილზე მალე მივედით. მართლია ქალაქიდან ძალიან შორს არ იყო მაგრამ მართლაც რომ მიყრუებული ეთქმებოდა. ირგვლივ ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული.ასფალტიც კი ნახევრად ხავს ამოევსო. -მოვედით-მაცნობა უხეში ხმით. -მადლობა-იგნორი გავუკეთე მის ასეთ საქციელს. მანქანიდან ლამის გადავხტი( მისი სიმაღლის გამო).ლენტები ავიღე და დანაშაულის ადგილთან მივედი.იქაურობა სულ სისხლს შთაენთქა. სურათებს ჯერ კიდევ იღედნენ, დანაშაულის ადგილზე იარაღი იყო. მისგან ნასროლი ტყვია კი რათქმაუნდა ამხელა სისხლის გუბეს არ დააყენებდა, მითუმეტეს არც მსხვერპლს ჩააგდებდა ისეთ დღეში, რომ მხოლოდ ანაბეჩდების 15 % მეშვეობით ამოეცნოთ,ისიც იმ მიზეზით, რომ სხვა ვისზეც 100% დაემთხვა ცოცხალი იყო. მცირეხნიანი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე საბურავების კვალი ,რაც იმაზე მიგვანიშნებდა რომ მანქანამ გაიტანა. -ჰმ !საინტერესოა ! როდის მოკვდა? -გუშინ, დაახლოებით 2 დან 3 საათის შუალედში-მიპასუხა ჩემს გვერდით მდგომმა ნაიჯელმა. -საბურავების კვალი იმაზე მიგვინიშნებს რომ მანქანაა აქ ნამყოფი.აღმოაჩინეთ რამე? -მართალი ხარ! მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო,კარგად უმუშავიათ, რადგან ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ აღმოვაჩინეთ ._მცირე პაუზის შემდეგ დაამატა-თუ დაამთავრე თვალიერება წავიდეთ. -კიდევ ერთხელ მოვავლებ თვალს და ...- მთავარ დანიშნულების ადგილს შევეშვი და ირგვლივ დავიწყე თვალიერება. მართლაც რომ მშვენიერი გარემო იყო,ზედმეტად მშვენიერი. დაღლიობის გამო იქვე მორზე დავჯექი და თვალიერებას შევუდექი. ამ დროს რაღაც აღმოვაჩინე...ჩვენი დანაშაულისათვის ზედმეტად მნიშვნელოვანი...
შეტყობინება შეასწორა viku-vuku - ორშაბათი, 2012-05-28, 11:56 PM | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 11:54 PM | შეტყობინება # 23 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
|
makie | თარიღი: პარასკევი, 2012-06-01, 11:23 PM | შეტყობინება # 26 |
144
Offline
| თავი 4 ძირს,ტალახში სამაჯური ეგდო. უბრალო მაგრამ საოცრად ლამაზი ჩანდა,ალბათ ბიჭისთვის განკუთვნილი.ავიღე(ტალახში ყოფნის გამო მასზე ალბათ ყველაფერი წაიშლებოდა, ამიტომ სიფრთხილისთვის არც მიმიმართავს) და დავაკვირდი ,არ შემცდარვარ ბიჭისთვის იყო. ჩემი ყურადება სამაჯურის შიგნით არსებულმა წარწერამ მიიპყრო: „ სიყვარულით ლუკასს, ბლერისგან“ -ნაიჯელ!-ოდნავ ხმამაღლა დავუძახე და სამაჯური მაღლა ავწიე, რომ მისთვის მეჩვენებინა. ისიც წამში ჩემთან გაჩნდა სხვებთან ერთად. -სად იპოვეთ? წესების არაფერი გაგეგებათ? ხელთათმანები რატომ არ გიკეთიათ?- მკვახედ მომახალა კაცმა, რომელსაც წუთის წინ ნაიჯელი ესაუბრეოდა. -რათქმაუნდა გაეგება! და ცოტა ზრდილობიანად თუ შეიძლება-ძალზე მშვიდად თქვა ნაიჯელმა -მადლბო ნაიჯელ!-თავის დაკვრით მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი იმ კაცს მივუბრუნდი წუთის წინ რომ მლანძღავდა-რათქმაუნდა გამეგება! სამაჯური წყალში ვიპოვე,ასე რომ მასზე არანაირი ანაბეჭდი ან რამე ისეთი არ იქნეოდა,რაც გამოძიებისათვის გამოგვადგებოდა.. -კარგით..-ცოტა შიშით ჩაილაპარაკა -სამაჯურს მე წავიღებ. -ხო მაგრამ.. -არავითარი მაგრამ!-მიახალა მკვახედ ნაიჯელმა.სამაჯური პარკში ჩავდე და იმ ადგილს მოვშორდი. -ნეიჯელ წავიდეთ!-ნაიჯელს გავძახე, როცა შევამჩნიე, რომ ის ისევ იმ ადგილას გაშეშებულიყო. -ახლავე..-მთელი გზა ვფიქროდი ლამის ტვინი გადამეწვა. განყოფილეაში 20 წუთში ვიყავით. -აქ არიან?-ვიკითხე სასწრაფოდ -დიახ ცალ-ცალკე, როგორც თქვენ მთხოვეთ-საუთები ავიღე და ნაიჯელს მივმართე -შენ ჩემი თანაშემწე ხარ და მინდა რომ ჩემთან ერთად შემოხვიდე, მაგრამ გთხოვ მე მაცადე დაკითხვა-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და ჩემთან ერთად შემოვიდა ოთახში. -მოგესალმებით მის სიუ ფორესტერ!-მის წინ დავჯექი, საბუთეი წინ დავიდე და განვაგრძე-მე ანიკა ტუტცი ვარ ეს ჩემი თანაშემწე ნაიჯელია. ალბათ კარგად მოგეხსენეათ მიზეზი თუ რის გამოც ჩვენ აქ ვართ-ქალი საოცარი სიწყნარით მისმენდა და როცა თხრობას მოვრჩი თავად დაიწყო -დიახ ჩემი პატარა, საბრალო დაიკოს ბლერის გამო....-თავი ვერ შეიკავა და ცრემლები სამოუვიდა-არ უნდა ვიტირო! ეს მას არ მოეწონება-თქვა და ,,მოღალატე'' ცრემლები მოიშორა.ხელი მის ხელს შევახე თანადგრძნობის მხრივ-მკითხეთ რაც გნებავთ, ყველაფერზე გიპასუხებთ. -კარგით. მაშინ დავიწყოთ. თქვენ და თქვენს დას როგორი ურთიერთობა გქონდათ? -რათქმაუნდა კარგი! მე და კი არა მეგობარი, შვილი დავკარგე! თქვენთვის ახალი არ უნდა იყოს ის ამბავი რომ მე ვიყავი მისი ...-სიტყვა ვერ დაამთავრა ისე აქვითინდა -გასაგებია .მას შემდეგ რაც მშობლები დაგეღუპათ ბლერი რამით შეიცვალა? -რათქმაუნდა, ის 15 წლის იყო მე - 19-ის, ადრე დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ დავახლოვდით. ძალიან კარგი ბავშვი იყო. ძირითადად ჩემთან მეგორობდა. - ლუკასი სად გაიცნო? -ლუკასი მგონი შემთხვევით ქუჩაში გაიცნო..უბრალოდ აღარ მახსოვს..-თავი მოიფხანა დანეულობის ნიშნად. -ლუკასსა და თქვენს დას ერთმანეთი უყვარდათ? -რათქმაუნდა! მათ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ-გაბზარული, შემზარავი ხმა ჰქონდა სიუს-თამცა ამ ბოლო დროს..-თავი გაიქნია უარყოფითობის მხრივ. -თქვენ და ლუკასს როგორი ურთიერთობა გაქვთ? -კარგი! მართალია ადრე ძალიან ახლოს არ ვიყავით, მაგრამ ახლა უფრო შევიკარით.. -გასაგებია...მის სიუ ლუკასმა ბლერს სად სთხოვა ხელი? -ქალაქისგან შორს არა, მაგრამ არც ახლოს. როგორც მე ვიცი იმ ადგილს ,,ფიფქს'' უწოდებენ.. -მადლობთ და ბოლო შეკითხვა..როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ლუკასსა და ბლერს ამ ბოლო ხანებში? - არ ვაპირებდი ამ თემის განხილვას, მაგრამ... მოგეხსენებათ ყველა წყვილს შორის არის დაძაბულობა, ამ ბოლო დროს მათაც ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ.. ხშირად მოდიოდა ჩემთან ამ ბოლო ხანებში ბლერი აცრემლებული..-ტიროდა, ბოლოს თითქოს, რაღაცაზე ჩაფიქრდა და შემეკითხა-თქვენ რა მასზე ეჭვობთ? -შესაძლებელია. არც ეგაა გამორიცხული...მაგრამ წინასწარ ნუ ვივარაუდებთ-ხელი კიდევ ერთხელ ჩამოვართვი ნდობის ნიშნად,დავემშვიდობე და ნაიჯელთან ერთად გამოვედი. -რას ფიქრობ? -ვფიქრობ რომ ქმარია დამნაშავე. -რა მოტივით? -ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბლერი საკმაოდ მიმზიდველი გოგონა იყო..შეიძლება კიდევაც ღალატობდა..ის სამაჯური? მოკლედ მიზეზი ეჭვიანობაა -შეიძლება, მაგრამ წინასწარ ნუ ვივარაუდებთ...მანამ სანამ არ დავკითხავთ -როგორც გინდა.-ოთახში შევედი და თავჩაქინდრულ პიროვნებას მივესალმე -მოგესალმებით! მე გამომძიებელი ანიკა ტუტცი ვარ ხოლო ეს ნეიჯელია ჩემი თანაშემწე.ალბათ გესმით რისთვის დაგიბარეთ. -დიახ მესმის და მზად ვარ გიპასუხოთ შეკითხვებზე -მისტერ ლუკასს თქვენს მეუღლეს კარგად იცნობდით? -დიახ..რათქმაუნდა! ის ჩემი მეუღლე იყო! -გასაგებია..მაშინ მაინტერესებს. ამ ბოლო დროს კომფლიქტი ხომ არ გქონიათ ოჯახში? -ყველა ოჯახში არის კომფლიქტი და მან ჩვენთანაც გადაწყვიტა სტუმრობა.. -შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ? -მე შვილები მინდოდა,მას-არა. უნდოდა, რომ თავისი კარიერა გაეგრძელეინა.მოკლედ ხომ გესმით. -გასაგებია.თქვენ მეუღლეს უყვარდით?-ვკითხე მისი რეაქციის მომლოდინეს -თქვენ გაგიჟდით ხო? რათქმაუნდა ვუყვარდი!- ლამის დამიყვირა -კარგით. მეგობრები თუ ყავდა? -არა, სამწუხაროდ არა. ვთხოვდი, მაგრამ არ უნდოდა, რომ ყოლოდა.. -და რატომ? -არ ვიცი, ალბათ მისი კონკურენციის გამო.. -ცოტა უხეში შეკითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ იმედია სწორად მიიღებთ. თქვენი მეუღლე გღალატობდათ? -რათქმაუნდა არა! მე და მას ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა-თვალებიდან ორი ბურთულა ჩამოუგორდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დრო ამისგან თავს იკავედა, ბოლოს მაინც უღალატა გულმა. -უკანასკნელი შეკითხვა. მკვლელობის დღეს სად იმყოფებოდით? -სახლში-თავი დახარა -კარგით დღეს თავისუფალი ხართ შეგიძლიათ წახვიდეთ.-ვთქვი და იქაურობას მოვშორდი. პირდაპირ სამუშაო ოთახში წავედი. იმედი მქონდა რომ რაღაც ექნებოდათ გამოძიებისთვის საინტერესო. -მაინტერესებს რა გაქვთ ხელთ -მე დავიწყებ!-წამოიყვირა თავმომწონედ მგონი ბილმა-ესეიგი,დამავალე გამერკვია მისი ზარები ,აქ რაიმე საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე, მაგრამ უფრო მეტად საინტერესო ის იყო, რომ ჩვენი ბლერი ვიღაცას წერდა და არა უბრალოდ არამედ...ალბათ თქვენც ხვდებით-თქვა თავის ქნევით. -ესეიგი ქმარს ღალატობდა!-თქვა აღშფოთებულმა ებმა -შენ რა გაქვს ებ?-ვკითხე მეც ოდნავ ხმაშეცვლილი ინტონაციით -გუშინ მისტერ ლუკასი გასული იყო ,სახლში გვიან დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. ხოლო მისის სიუ გუშინ საერთოდ არ იმყოფებოდა შინ. -ეს ყველაფერი საიდან დაადგინე? -ზოგი მეზობლებიდან, ზოგიც მოახლეს ვკითხე, მაგრამ იცით რა მიკვირს?რატომ ცხოვრობს სიუ ასეთ ღარიბულ სახლში,როცა მისი და მილიარდელია? ბოდიში თემიდან გადავუხვიე.. -მგონი ამ ყველაფერს სჯობს თუ ექსპერტიზას დავუცდით, ჩვენ ვაგებთ ფაქტებს, მაგრამ შეიძლება ვცდებოდეთ. -სამწუხაროდ ვერაფრით ვერ მოვახერხე, 12 საათი მაქსიმუმია. 6 საათში იქნება იარაღისა და ტყვიის ინდენთიფიკაცია.-თქვა დანანებით ჯერემიმ -გასაგებია მაგრამ მინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროთ ეს ყველაფერი! ასევე ,ახლა არამარტო ბლერის სატელეფონო ზარები, არამედ სიუს და ლუკასისიც მინდა მქონდეს ხელთ!.- აღარაფერი აღარ მითქვამს წამოვედი და ჩემს კაბინეტში დავიწყე ყველაფრის თავიდან გადამოწმება. -კკ კკ კკ -კარზე ექვსჯერ შეახეს ხელი და მერე ფრთხილად იკითხეს-შეიძლება? -შემოდი ებ.. ?-კითხვანარევი მზერა მივაპყრე -დღეს უკვე გვიანია. აჯობებს თუ სახლში წახვალთ-საათს დავხედე 11 სრულდებოდა-სამუშაო დრო დასრულდა. ვიფიქრე აჯობებდა თქვენთვის მეცნობებინა. სახლში წადით და კარგად გამოიძინეთ. - მადლობ რჩევისთვის. მე კიდევ დავრჩები ცოტა ხანი და წავალ -როგორც გინდა-გამიღიმა მეგორულად და წავიდა.მთელი ერთი საათი ვფიქრობდი, ბოლოს მივხვდი რომ აჯობებდა სახლში წავსულიყავი. ყველაფერი შევწყვიტე. ის იყო ადგომა დავაპირე, რომ კარზე კაკუნის ხმა გავიგე. ნეტა ვინ იყო?
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 0:20 AM | შეტყობინება # 27 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
viku-vuku | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 4:14 PM | შეტყობინება # 28 |
397
Offline
| | |
|
|
|
makie | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-07, 4:58 PM | შეტყობინება # 30 |
144
Offline
| თავი 5
ყველაფერს შევწყვიტე. ის იყო ადგომა დავაპირე, რომ კარზე კაკუნის ხმა გავიგე. -შემოდი ებ.. -ები არ ვარ!-მითხრა ღიმილით ბიძამ-როგორც ჩანს, შენ და ის გოგო დამეგობრდით. -არამგონია...მაგრამ ვერ ვუარვყობ, რომ კარგი ვინმე ჩანს-ვუთხარი და გავუღიმე -საიდან დაასკვენი ეს?-მითხრა ეჭვნარევი ხმით და ცალი წარბი ამიწია -სულ სამი მიზეზის გამო-ვუთხრი და სკამზე ვaნიშნე, რომ დამჯდარიყო -ახლავე..ჰმ..ვერ გამიმხელ რა მიზეზების გამო? -ვერა, პროფესიული საიდუმლოა-ენა გამოვუყავი-პირველი: ძალიან ყურადღებიანია, რაც აისახება მის საქციელზე-რამოდენიმე წუთის წინ, ჩემს ოთახში შემოვიდა და მაცნობა, რომ სამუშაო დღე დასრულებული იყო,ასევე თან დაურთო, რომ დაღლილი ვიქნებოდი და დასვენება გამომადგებოდა. მეორე: არასოდეს არ წუწუნებს- რაც აისახება ჩემს მიერ მიცემული დავალების შესრულებაზე. მეც ვყოფილვარ მის დღეში და დამერწმუნე,არც ისე ადვილია აქეთ-იქით სიარული და მეზობლებისა და ახლობლების შესახებ ინფორმაციის მოძებნა. აი მესამე კი..-ყოველივე ამას თავაუწევლად ვეუბნებოდი, რადგან ისევ საქმეებში ვიყავი ჩაფლული. -და მესამე?-მკითხა მოუთმენლად. თავი ავწიე, თვალებში შევხედე, ჩემი 32 კბილი ,,შევახარბე'' და ვუთხარი -შენ არ დაუშვებდი, რომ ჩემს გუნდში ცუდი კაცი მოხვედროდა..-ღიმილი ლამის ყურებამდე გამეწელა. -დიახ! შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ როგორ მიყვარხარ! შენ ჩემი ქალიშვილი ხარ, ქალიშვილი რომელიც არ მყავს.. -და რომელიც ჩემი სახით შეიძინე-არ ,,გავუტეხე'' და თვალიც ჩავუკარი-ხო მართლა, აქ რისთვის ხარ? -მინდოდა შენთვის მეცნობებინა, რომ სახლში წასულიყავი -მხოლოდ ეს მითხრა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა... სახლში მალე მივედი. მანქანა იქვე-სახლის წინ დავაყენე, საბუთებს ხელი დავავლე და სახლში შევედი. ძლივს-ძლივობით ავათრიე საკუთარი სხეული კიბეებზე. მოსაცმელი იქვე,იატაკზე დავაგდე და საწოლზე წამოვჯექი. საბუთები ცხვირ წინ დავიდე და წაკითხვა დავიწყე... -ვაიმე!-მთელ ხმაზე შევკივლე და ლოგინიდან გადავვარდი,როგორც კი ჩემი მობილური ამღერდა.-გისმენთ!-ჯერ კიდევ აღელვებული ხმა მქონდა. -ანიტა!-ლამის ბოლო ხმაზე დამიკივლა დედაჩემმა-არ გრცხვენია? მთელი დღეა გირეკავ! მობილური სად გქონდა?? -ბოდიში დე..ურალოდ გამორთული მქონდა..ხომ იცი,რომ სამუშაოს დროს მობილურს ვრთავ..-დარცხვენითა და ბლუკუნით ჩავილაპარაკე.. -კარგი ხო. მომიყევი, როგორი იყო დღევანდელი დღე? რატომ არ გძინავს? ისევ საბუთებში ხარ ხო?-მითხრა გაკიცხვით -ხო დაძინებას ვაპირედი, მაგრამ შენ დამირეკე..-უსირცხვილოდ ვიცრუე -ტყუილის თქმაც, რომ გისწავლია-მითხრა რათქმაუნდა ირონიით-კარგი მე უნდა გავთიშო..ლუსი მეძახის ხვალ დაგირეკავ.. შენ კი დაწექი იცოდე! -არის სერ!-ვუთხარი როგორც ჯარისკაცმა სერჟანტს, შემდეგ კი დავამატე-ლუსის ჩემს მაგივრად აკოცე -აუცილებლად! მიყვარხარ-მითხრა თბილად და გამითიშა -მე უფრო-ვუთხარი საოცარი სითბოთი,უკვე გათიშულ ტელეფონს. დედას დავემორჩილე და დავწექი...დილით ადრე ავდექი. გუშინდელი სისულელის გამო, წელის ტკივილი ალბათ არ ამცდებოდა დღეს და არც შევმცდარვარ! ზოგჯერ ნერვები მეშლება საკუთარ თავზე.. წუწუნის გარეშე წამოვდექი და პირდაპი სააბაზანოში შევედი. ცხელმა შხაპმა სიტუაცია შემიმსუბუქა. გარდერობის წინ დავდექი,რჩევა, თვალიერება ან მოზომვა არც მიფიქრია, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ პირდაპირ მოკლემკლავიანი თეთრი ზედა, შავი მოსაცმელი, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი მაღალქუსლიანები ჩავიცვი. თმები მაღლა ავიწიე და ცხენისკუდივით უკან შევიკარი. საბუთები, სამაჯური და სახლის გასაღებები ჩემს ჩანთაში ჩავტენე და დაბლა ყავის დასალევათ ჩავედი...საათსაც მოვავლე თვალი. ჯერ საკმაოდ ადრე იყო, ამიტომ გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთო და ახალი ამბებისთვის მეყურებინა. ერთ-ერთი არხის თვალიერების დროს აღმოვაჩინე: ,,უკანასკნელი შეკითხვა: რას ფიქრობთ მისტერ ლუკას, ვინ არის დამნაშავე თქვენი მეუღლის მკვლელობაში?’’-ეკითხებოდა წამყვანი ,,ვიღაც'' კაცს ,,რათქმაუნდა, ვერ გეტყვით ვინ არის...ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ მე ვფიქრობ ამის გარკვევაში პოლიცია დაგვეხმარება..’’ ,,მადლობთ მისტერ ლუკასს. ქალბატონებო და ბატონებო ეს გახლდათ..’’-დამთავრება არ ვაცადე, ტელევიზორი გამოვრთე, რაც მაინტერესებდა უკვე ყველაფერი ვნახე.საიდან ჰქონდა ხელზე ის ნაკაწრი?..ამას აჯობებდა სამსახურში წავსულიყავი და მენახა ექსპერტიზის პასუხები. ყველაფერს თავი დავანებე და სახლიდან გავედი. მანქანა იქვე ავტოსადგომზე დავაყენე. საბუთებს ხელი მოვკიდე და პირდაპირ ლიფტში შევვარდი... -გამარჯობათ! რა გვაქვს ხელთ?-მაშინვე ვიკითხე, როგორც კი ოთახში შევედი -ექსპერტიზის შედეგები მოვიდა.. მისი მტკიცებით, ეს არ არის მის ბლერი გვამის. მისი დეენემი ემთხვევა ვინმე სალი ლოლს..ტყვიაზე და ჩახმახზე დატოვებული არ არის ანაბეჭდები..-მითხრა დაბნევით ჯერემმა -მაშ სად არის ბლერის გვამი?-აღშფოთებით წამოიძახა ებმა -დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მალე ვნახავთ მაგასაც-ვთქვი ჩაფიქრებულმა-გასაგებია.. რა გავარკვიეთ სიუსა და ლუკასზე? -ბევრი ვერაფერი..საეჭვო არაფერი..მაგრამ -მაგრამ? -მაგრამ სანამ თქვენ მოხვიდოდით მე დრო ვიხელთე და სალის ელ. პოსტაც შევამოწმე. იყო რაღაც ისეთი რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. -ყოჩაღ-შექების ნიშნად ფართოდ გავუღიმე. -აი თავადვე ნახეთ..... ,,319483437333217463 5321!..
| |
|
|