ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
,,The Closer''

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 0:58 AM | შეტყობინება # 46
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (viku-vuku)
-მაგრამ მაინცდამაინც ხვალ რატომ? ამდენ ხანს თავი რატომ შევიკავეთ?

martlac rom ratoom? au davigale intrigebit raa biggrin male gaagrdzeleee kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 2:59 PM | შეტყობინება # 47

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი7
-ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ უნდა მენდოთ. ამ საქმეში აჩქარება არ გვარგებს. აჯობებს თუ ხვალ
დილით ავიყვანთ,ეს საშუალებას მოგვცემს დავაბნიოთ ლუკასი და შეცდომა დავაშვებინოთ.
-გინდათ, რომ დანაშაული აღიაროს?
-არა! მინდა დანაშაული ნაკლები წვალებით ვაღიარებინოთ-ვუთხარი და გავუღიმე
-კარგით ესეიგი ხვალ..
-დიახ ხვალ მინდა 6 საათზე დავადგეთ სახლში და ავიყვანოთ!
-ასე ადრე?-თანხმოის ნიშნად თავი დავუკარი
-ნაიჯელ! ერთი წუთით ჩემს კაბინეტში წამოდი თუ შეიძლება-თავაზიანად ვუთხარი და ჩემს კაბინეტისკენ წამოვედი. დაახლოებით 5 წუთში კარზე დააკაკუნეს, რამაც ჩემი გაღიმება გამოიწვია
-შემოდი-წინანდელთან შედარებით მშვიდად ვუთხარი -დაჯექი და კარები მიხურე თუ შეიძლება
-გისმენ
-მინდა, რომ სიუ ფორესტერს ვესტუმროთ..-სიტყვის თქმა არ მაცადა
-მისამართი თუ გაინტერესებს საბუთებშია..
-არა, მინდა სიუს პიცერიაში ვესტუმროთ. ცოტა არ იყოს მომშივდა..-ბოლო სიტყვები დამორცხვებით ვთქვი, მართალიც იყო! მშიოდა კიდევაც!
-რა პრობლემაა,ხშირად ვსტუმრობ მის პიცერიას. ისე,მეც მშია ეს ორი დღეა მარტო ყავაზე ვარ! წავიდეთ,თან საბუთებიც წავიღოთ და უკეთ ვიმსჯელოთ მომხდარზე..-„შე ჩემნაირო“ გავიფიქრე მის სიტყვებზე,შემდეგ ხმამაღლა დავამატე
-ახლავე-ყველაფერი მოვაგროვე ხელი მოვკიდე და ნაიჯელთან ერთად ლიფტისკენ წავედი. გზაში ტელეფონი ამოვიღე და წერას შევუდექი:
,,ბუს! გთხოვ მაპატიე რა და შევრიგდეთ,ხომ იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ , ვერ გადავიტან შენთან დაშორებას. შენთან სერიოზული საქმე მაქ! ელ.პოსტა შეამოწმე იქ წერია ყველაფერი. შენი იმედი მაქ, ვიცი ახლა როგორ მალე შემისრულებ თხოვნას, და იქ ვერ მოგწერე ლუსის წითელი უყიდე!..''
კიდე რაგაცეები დავამატე ,ცოტა სმაილებიც დავურთე და გავაგზავნე. პასუხმაც არ დააყოვნა:
,,კაი გაპატიე! მაგრამ შემდეგში ასე აღარ გამეორდება იცოდე! სამწუხაროდ არ მცალია და ვერ მოგიგვარებ კაბების საქმეს ბოდიში..კაი იცოდე ტელეფონს ვრთან ახლა მნიშვნელოვან საქმეზე ვარ და არ მცალია..ბუსი ''
შეტყობინება წავიკითხე და გაბრაზებულმა იმით, რომ კაბის შოვნა მე მომიწევდა, ტელეფონი ლამის ფანჯრიდან მოვისროლე.
-ჰა..ჰა..ჰა-მომესმა ჩემს გვერდით მჯდომის სიცილი.
-ნუ იცინი თორე გცემ!-დავუღრიალე
-რა.. სა..საცილო... ხარ! -ძლივს ამოიბლუკუნა, მაგრამ როგორც კი დაინახა ჩემი პიმპილივით აწითლებული სახე,მანქანიდან გადავიდა პატივისცემის ნიშნად.
-ჰმ..მე გაჩვენებ როგორ უნდა დაცინვა!-ვუთხარი ხმამაღლა და თან მისი საქარე მინისკენ ვიყურებოდი, როცა...
-უკვე მოვედით-უკნიდან შესძახა ნაიჯელმა და კარი გააღო. მე ლამის გული გამისკდა და ისტერიკული სიცილი ამივარდა, საერთოდ ასე მემართება იშვიათად მაგრამ ყოველთვის როცა შემეშინდება.
-აჰა დალიე და გადაგივლის-მითხრა სერიოზულად და ბოთლით წყალი მომაწოდა. მეც არ დამიყოვნებია- სასწრაფოდ მივიყუდე. და გადამიარა კიდევაც
-მადლობას გეტყოდი ამ სიცილის მიზეზი შენ რომ არ ყოფილიყავი!-ვთქვი თავმომწონედ, მაგრამ იმწამსვე გულითადი მადლობა გადავუხადე.
-კაი რისი მადლობა..წამო პიცაზე გეპატიჟები-მითხრა და პატარა პიცერიაზე მანიშნა .
-შენ იხდი!-ვუთხარი და ენა გამოვუყავი ბავშვივით. გამიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სანამ კარში შევიდოდი აფიშას დავაკვირდი, ზედ დიდი ასოებით ეწერა: ,,ZUZI''.
-გამარჯობა ინო! როგორ ხარ?-შეეკითხა ნაიჯელი ვიღაც ქალს
-კარგად შენ? სად დაჯდებით
-აქ!-ერთ-ერთ მაგიდაზე მიუთითა ინოს ნაიჯელმა. ჩვენ ორივე კომფორტულად მოვთავსდით და მე სოკოს, ხოლო ნაიჯელმა ყველიანი პიცა შევუკვეთეთ. მართლაც, რომ კარგად იყო ყველაფერი მოწყობილი ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა. კედლები წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მასში ყვითელი და სტაფილოსფერიც დომინიბრედა. ასევე კედლებზე ბევრი სხვადასხვა პლაკატები და სურათეი ეკიდა, რომლებმაც დამაინტერესა. პლაკატების თვალიერეისას აღმოვაჩინე, რომ მასში ჯეკსონიც დომინირებდა უფრო სწორედ კი მთლიანად მასზე იყო პლაკატები. ამ დროს სურათებსაც მივადექი.
-ნუთუ ეს?-აღმომხდა გაოცებულს ერთ-ერთი სურათიდან




შეტყობინება შეასწორა viku-vuku - შაბათი, 2012-06-16, 5:03 PM

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-06-16, 5:04 PM | შეტყობინება # 48

397
10  +
12  ±
   ±
Offline
axali tavi vinc waikitxet tavidan gadaavlet tvali ragac gamomrcha da davamate


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-06-16, 6:31 PM | შეტყობინება # 49
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
cota damabnia am tavma, shemdegi male dade ra kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

makieთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 11:24 PM | შეტყობინება # 50

144
4  +
28  ±
   ±
Offline
თავი 8
-ნუთუ ეს?-აღმომხდა გაოცებულს ერთ-ერთ სურათთან
-დეტექტივო ანიკა დაგვდეთ პატივი და ჩვენს პიცერიას ესტუმრეთ?-ამ სიტყვების გაგონებაზე უკან მივბრუნდი და ხელში სიუ შემრჩა.
-დიახ ამის პატივი გერგოთ-გადავწყვიტე იუმორი მეხმარა ჩემი დაბნეულობის გასაფანტად-შეიძლება დაგელაპარაკოთ? ნუ დაკითხვის კაინეტის გარეშე?
-რათქმაუნდა-მითხრა და თბილად გამიღიმა-თქვენს მაგიდასთან თუ ცალკე?-ნაიჯელი იგულისხმა.
-არა ჩვენს მაგიდასთან.
-ახლავე ოღონდ ჯერ რაღაც საქმეს მოვაგვარებ!-მითხრა და მაგიდისკენ გააყოლა თვალი ,რომლიდანაც უკე 5 წუთია ეძახდნენ.
-რათქმაუნდა-ვუთხარი და ისიც უმალვე გამშორდა. სურათებს ერთხელ კიდევ მოვავლე თვალი და ჩემი მაგიდისაკენ წავედი.
-სად ხარ ამდენ ხანს? გაცივდა შენი სოკოიანი პიცა-გამიღიმა და პიცისკენ მანიშნა.
-მე ცივი მიყვარს-ვუთხარი და შემდეგ დავაყოლე-მინდა სიუს რაღაცეეი ვკითხო და მალე ჩვენს მაგიდას შემოუერთდება, იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
-რათქმაუნდა არა, ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა მთხოვე მის პიცერიას ვსტუმრებოდით.-მის მიხვედრილობაზე გამეღიმა. სიუს მოსვლამდე პიცის ჭამაც მოვასწარით. ცოტაც წავიჭორავეთ. აღმოჩნდა, რომ ნაიჯელი უცოლ-შვილო იყო და თან დედისერთა, მშობლები აქ არ ცხოვროდნენ, ყოლია ერთი ძაღლი როქსი ,რომელიც მისი ძველი შეყვარეულისგან დარჩა. ბევრი ვიცინეთ როცა მისი ცხოვრების ძველ წლებზე ვსაუბრობდით. რათქმაუნდა გადაკვრით , თუ რამეს დააკონკრეტებდა ისიც ზედმეტად სახალისოს. მეც მოვუყევი რაღაცეები ჩემს შესახებ, მაგრამ არაფერი დაკონკრეტებიი. იუმორი ხომ საერთოდ არ ყოფილა ცემს ცხოვრებაში, მაგრამ ნაიჯელი ხანდახან ისეთ კომენტარს გააკეთებდა, რომ არ გაგცინებოდა წარმოუდგენელი იქნებოდა.
-მაპატიეთ. ზედმეტად დიდხანს გალოდინეთ-თავს დაგვადგა სიუ, მის(ნაიჯელი) ძაღლზე საუბრის დროს.
-არაუშავს მიხარია, რომ ჩემთვის მოიცალეთ.-სკამზე ვანიშნე რომ დამჯდარიყო.
-რამე სერიოზულია? გაარკვიეთ რამე? ვისზე ეჭვობთ?-ეს ყველაფერი ისე სწრაფად მიაყარა, რომ ნაიჯელი მე მომშტერობოდა რა თქვაო.
-დაწყნარდით, გამოძიება ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. უბრალოდ რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, რაც გამოძიებას დაეხმარება.
-გისმენთ
-ლუკასს ადრეც იცნობდით?
-დიახ,გადაკვრით..
-მას სხვა შეყვარებულიც ხომ არ ყოლია ადრე?
-კი ყავდა..ნუ ასე ამბობდნენ.-ცოტა დაბნეული მომეჩვენა სიუ, ჩვენი საუბრის ამ მხრივ განვითარებით.
-ვისზე?
-მერია-ლუსზე...ანა-ლუჩიაზეც იყო რაღაც ჭორები..-სიტყვებს ძლივს აამდა თავს
-მერია-ლუსი ვანჩი და ანა-ლუჩია სტოუნი?
-დიახ..-უფრო დაიბნა
-ბლერს ყავდა მეგობრები მის პროფესიაში?-კიდევ ერთხელ დავუსვი შეკითხვა
-ანუ?..
-ანუ როდესაც ის იყო მოდელი ყავდა თუ არა მოგებრები მისი პროფესიიდან?
-არა არ ყოლია-საოცარი შიშით წარმოთქვა.
-კარგით. თაყვანისმცემლები?
-კი ყავდა. ის ხომ სანამ მოდელი გახდებოდა მანამდეც მშვენიერი იყო?
-განსაკუთრებულად რომელიმე ბიჭი თუ ეპყრობოდა?
-არ ვიცი, არ მახსოვს, ალბათ ჯეიმს პრაისი..
-გასაგებია. შეყვარებული თუ ყავდა სანამ მშობლები დაგეღუპეოდათ?
-კი ლუის პრაისი
-ეგ ლუისი ჯეიმს პრაისის ძმა არ არის?-ნაიჯელი ჩაგვერია საუბარში
-დიახ მისი ძმაა..
-კარგით
-ნარკოტიკები ოდესმე მიუღია?-შეეკითხა ნაიჯელმა
-კი, იყო რაღაც შემთხვევა..-გაწითლდა სიუ
-ხომ არ იცით ვინ მიაღებინა?-ჩაეძია ნაიჯელი
-ლუისმა...- დაწყნარდით, ვაწყნარებდი როცა ტირილი დაიწყო.
-სულ ეს იყო-თქვა ნაიჯელმა. ადგა ინოს თანხა გადაუხადა და წყალიც მოიტანა.როცა სიუ დამშვიდდა წამოვედით. მე მთელი გზა მანქანაში ვფიქრობდი სურათზე, ხოლო ნაიჯელი ალბათ დაკითხვის მომენტზე. სამსახურში მალე მივედი. შესვლისთანავე ჩემს ჯგუფთან ავედი.
-მინდა სიუ ფორესტერის სახლის გაჩხრიკვის ნებართვა მომიტანოთ!


  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა: