|
|
|
|
|
elle:Xx | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-05, 5:57 PM | შეტყობინება # 67 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-07, 7:46 PM | შეტყობინება # 68 |
572
Offline
| ოჰოოოო! ვაიმე! ნეტა ეხლა რა მოხდება??? შენ რო მადანაშაულებ ბევრი თავი არ გაქვს წაკითხულიო.მხოლოდ ერთი თავი მქონდა წასაკითხიიიიიი! აუ მაგარი ხ არ რა. ნო კომენტ!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
elee | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 1:10 PM | შეტყობინება # 70 |
131
Offline
| elle:Xx, Akhali tavi minda ))))))rodis dadeb?
| |
|
|
elle:Xx | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 1:12 PM | შეტყობინება # 71 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| მერვე თავი
– წადი აქედან პიტა მელარკ, თვალით არ დამენახო. – იყვირა გაცეცხლებულმა ქეთნისმა. პიტას გაკვირვებული სახე ჰქონდა, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, ესევე შემიძლია დავახასიათო ჯეიმსი. ქეთნისმა გასაღები იქვე მაგიდაზე დააგდო და გასასვლელისკენ წავიდა. – მოიცადე – დაიძახა პიტამ – ესეიგი ჯენიფერის გეგმაგ გაჭრა ასეც ვიცოდი. ქეთნისი ამაზე გამწარდა სადაცაა აფეთქდებოდა, მაგრამ ჯეიმსმა დაასწრო. – რა თქვი? – უთხრა მან პიტას, პერანგის საყელოში ხელი ჩაავლო და კედელს მიაჯახა. – ესეიგი ეს გეგმა ერთობლივად შეიმუშავეთ არა? დროზე გადი აქედან და ქეთნისს შეეშვი თორემ ჩემს საქციელზე, პასუხ აღარ ვაგებ – ხელი გაუშვა ჯეიმსმა და ქეთნისთან ერთად გასასვლელისკენ გავიდა. გოგონა კაბინეტში შევიდა, მას უკან ჯეიმსიც მოჰყვა. ის აკანკალებული დაჯდა სავარძელში, ვერ გაეგო რა ჭირდა ან რატომ კანკალებდა, ბიჭი მას მიუახლოვდა. – ქეთნის რა გჭირს? – არ ვიცი – უპასუხა მან. – დაწყნარდი – უთხრა ჯეიმსმა და ქეთნისს ჩაეხუტა. ისიც მთელი ძალით მოეხვია, ძალიან სჭირდებოდა ახლა სითბო. თანდათან მან კანკალი შეწყვიტა. – ჯეიმს სახლში წამიყვანე რა – სთხოვა ქეთნისმა. – წამოდი – უთხრა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა, მეორე ხელი წელზე შემოხვია, რომ არ წაქცეულიყო და ოთახიდან გაიყვანა. მთელი გზა ჩუმად იყვნენ. ბოლოს გოგონას სახლთანაც მივიდნენ. – მადლობ ჯეიმს ყველაფრისთვის – სიჩუმე დაარღვია ქეთნისმა. – შენ რომ არა დღეს არ ვიცი რა დამემართებოდა. – კარგი რა მადლობა ქეთნის, ხო იცი ყოველთვის შეგიძლია მენდო – უთხრა მან და თითებით ლოყაზე მოეფერა. – ნახვამდის ჯეიმს – თქვა ქეთნისმა , ბიჭს გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. ის სახლში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა და ქაფიან აბაზანაში ჩაწვა, თავის ფიქრებთან მარტო დარჩა, ისევ ეს პიტა... ღამე საშინლად ეძინა, სულ ფიქრობდა და ბოლოს დასკვნა გამოიტანა, მას პიტა მელარკი შეუყვარდა... შემდეგ დღეს სამსახურში წავიდა, მართალია არ აპირებდა, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალება იყო ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ოფისში შევიდა და შიგნით ჯეიმსი დახვდა. – ქეთნის როგორ ხარ?? – უთხრა მან და გოგონას ჩაეხუტა. მანაც მთელი ძალით მოხვია ხელები და უპასუხა: – უკეთესად, აქ რა ხდება? – იქითკენ გაიხედა სადაც ვიღაც ბიჭი იჯდა, რომელიც ეცნო, უკეთესად დააკვირდა და თვალები გაუფართოვდა. – ჯეკ??? აქ რას აკეთებ?? – იკითხა მან ხმამაღლა და ბიჭს მიუახლოვდა. – დამიჭირეს – უპასუხა მან. – მაგას მეც ვხედავ!! რა მოხდა? – ის უცნაური გოგო გახსოვს?? – ასეც ვიცოდი – თქვა ქეთნისმა – ხომ გაფრთხილებდი! – ნამდვილად, ნარკოტიკი ჩამიდო, შემდეგ კი დამიჭირეს. – უპასუხა ჯეკმა – კარგი დაგელაპარაკები მე, ცალკე – თქა გოგონამ და იქ მდგომებს მიმართა – თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ ამ ადამიანთან. – აქედან ვერ გამოვალ? – იკითხა ჯეკმა, როცა ყველა გავიდა. – არ ვიცი ჯეკ, მე ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო, მაგრამ ბევრს ვერ დაგპირდები, სასამართლოში ვერაფერს ვიზამ – თქვა ქეთნისმა და მხრები აიჩეჩა. – შარში ვარ – ამოიხვნეშა ჯეკმა. – ნამდვილად, ნამდვილად , კარგი, ის გოგო ამიღწერე როგორი იყო. ჯეკმა გოგოს გარეგნობა აღწერა, ჯეიმსმა კი ფოტორობოტი გააკეთა, მაგრამ ამით საქმე ვერ შემსუბუქდა, ბიჭი მაინც ეჭვმიტანილი რჩებოდა. დღემაც უცბად ჩაიარა, ქეთნისს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, ამიტომ ფიქრისთვის ვერ მოიცალა, სწორედ ეს იყო მისი სამსახურში წასვლის მიზეზი, არ უნდოდა დრო ფიქრისთვის დარჩენოდა, რადგან სწორედ იმაზე იფიქრებდა....
ქეთნისს სახლში წასვლა არ უნდოდა, ამიტომ ისეთ ადგილზე წავიდა ,სადაც არავინ არ არის, სუფთა ჰაერია და არაჩვეულებრივი ბუნებაა. ეს ადგილი იყო ქალაქგარეთ, ლონდონისკენ საკმაოდ მოშორებით, უელსის მთებთან, ქალაქ ბრისტოლიდან 300 კილომეტრის გზაზე ,რომელიც არაჩვეულებრივი ყვავილებით იყო მოფანტული, ეს ადგილი ქეთნისმა ბავშვობაში აღმოაჩინა, როცა თავის ოჯახთან ერთად ლაშქრობაში იყო, იმის მერე როდესაც ცუდ ხასიათზეა სულ იქ მიდიოდა. ქეთნისი მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუყვა, იქამდე 4 საათის სავალი იყო, მაგრამ მას იმდენი ხანი ის აძლებინებდა, რომ იცოდა იქ რომ ჩავიდოდა რა დახვდებოდა, არაჩვეულებრივი გარემო და სიმშვიდე, ეს იყო მისთვის მთავარი. ქეთნისი ოქსფორდში გაჩერდა, რომ ცოტა ევახშმა, კაფეში იჯდა და ფიქრობდა, ამ ბოლო დროს ლონდონიდან გამგზავრებაზე ხშირად დაფიქრებულა, მას აუცილებლად სჭირდებოდა გარემოს გამოცვლა, მაგალითად ოქსფროდი საუკეთესო ადგილი იყო, მაგრამ საზღვარგარეთ ახალი ცხოვრების დაწყება, უფრო მაცდუნებელი იდეა იყო ქეთნისისთვის.
მან გზა განაგრძო და ადგილზეც მივიდა, მინდორზე დაჯდა, რომელიც ულამაზესი იყო, გრილი ნიავი უბერავდა, ამიტომ ქეთნსიმა თმა გაიშალა და მინდორზე დაწვა, უცბად რაღაც ხმაური მოესმა, ფეხზე ადგა და იქაურობა მოათვალიერა, უცბად ერთ–ერთ სახლთან, რომელიც მიტოვებული იყო, მაგრამ მაინც უჩვეულოდ მოვლილი, შეამჩნია ორი ახალგაზრდა ბიჭი, ორივე ქეთნისის ასაკის იქნებოდა. ხმაურობდნენ მგონი ჩხუბობდნენ, ქეთნისი მათკენ დაიძრა, ამასობაში ერთ–ერთმა მათგანმა დანა ამოიღო, გოგონა სირბილზე გადავიდა, იარაღი ამოიღო და მათ მიუახლოვდა. – ეი შენ დანა ძირს დადე სწრაფად. – თქვა მან, სახეებს კარგად ვერ არჩევდა, რადგან ტყეში ბნელოდა და თან დაბინდებულიყო. – ვინ ხარ შენ? – იკითხა იმან ვისაც დანა ეჭირა, მეორე ბიჭი კი ქეთნისს უჩვეულად მიშტერებოდა, თითქოს ეცნოო. – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს? – ირონიულად იკითხა გოგონამ. – დროზე დადე დანა ძირს. ბიჭმა დანა ძირს დადო და უკან დაიხია, ქეთნისი ნელა მიუახლოვდა მას და უცბად აიღო, მეორე ბიჭი ისევ გაშტერებული უყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა, თავდახმსმელი გაიქცა, ქეთნისი არ აპირებდა მის დადევნებას, ის მეორე ბიჭს მიუახლოვდა. – კარგად ხარ?? – ჰკითხა მან, ის საკმაოდ ახლოს იდგა ბიჭთან, ამიტომ მისი სახე გაარჩია და გაოცებულმა ძლივს ამოილუღლუღა – შენ აქ რას აკეთებ??
შეტყობინება შეასწორა elle:Xx - პარასკევი, 2012-06-08, 1:12 PM | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 3:12 PM | შეტყობინება # 72 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (elle:Xx) შენ აქ რას აკეთებ?? auuuu pita iyo xoo? xo pita iyooo? axali male dadeeeeeeeeeee raaaaaaa
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
elle:Xx | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 3:49 PM | შეტყობინება # 74 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: პარასკევი, 2012-06-08, 6:29 PM | შეტყობინება # 75 |
436
Offline
| elle:Xx, aii qetnisma pitas rom gaugo saknis karebi,arc daeloda rogor gavidoda da ras izavda,egreve kabinetshi rom shevarda :))
| |
|
|