სახელწოდება: დამნაშავე დაჭერილია ავტორი: elle:Xx ბეტა: Vampire_Gvaberidze დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერსა და + მე სამარი: ლონდონში ცხოვრობს ერთი გოგონა ქეთნის ევერდინი, ის არის გამომძიებელი, ყველაფერი მაშინ იწყება როდესაც ერთ–ერთი საქმის გამოძიებისას შეხვდება ერთ ბიჭს... სტატუსი: წერის პროცესშია
ძირითადი პერსონაჟები:
ქეთნისი
პიტა
ჯეკი
რეიჩელი
ჯენიფერი
ჯეიმსი
ემა
ავტორისგან: წინა გვერდი გაუქმდა გარკვეული მიზეზების გამო, მოთხრობაში პერსონაჟების მხრივ არის ცვლილებები. იმედია მოგეწონებათ და წაიკითხავთ
კარზე კაკუნი გაისმა , გოგონამ სახელური ჩამოსწია და კარი შეაღო , თავი ოთახში შეყო და იკითხა : – მის ევერდინ შეიძლება? – შემოდი ენ – უპასუხა ქეთნისმა . – მისტერ სლეიდმა გამომაგზავნა თქვენთან– უპასუხა ენმა – რა ხდება? – იკითხა ქეთნისმა და თავის საქმეს მოშორდა. – კიდევ ერთი გაუხსნელი დანაშაულია – უპასუხა ენმა და ქეთთნისის განრისხების მოლოდინში გაირინდა . –რა ? ? ამ კვირაში სამ საქმეზე ვმუშაობ და კიდევ ერთი ? – გაცხარდა გოგონა , მაგრამ ცოტა ხანში თავი ხელში აიყვანა და განაგრძო –დევიდს არ სცალია? ან კრისტოფერს? რატომ მაინცდამაინც მე? – სლეიდმა მითხრა ქეთნისი პროფესიონალია და იმას ჩავაბარებ ამ საქმესო , ძალიან მნიშვნელოვანი და სკანდალურია – უპასუხა ენმა. - და მისტერ სლეიდს ის არ უთქვამს, რომ პროფესიონალს დასვენება სჭირდება? – ირონიულად იკითხა – ბოლოს შვებულება როდის მქონდა აღარს კი მახსოვს , კარგი ენ ისე შენ რა შუაში ხარ, მაჩვენე აბა რა ხდება . ენი ქეთნისის მაგიდის წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა და დაიწყო : – ოთხშაბათს , დილის 06:22 საათზე , პოლიციაში დარეკა ცნობილი პარლამენტარის მისტერ ჯონსის ცოლმა და გვითხრა , რომ მისი ქმარი მოკლული იპოვა მისაღებ ოთახში . სათვალთვალო კამერებმა დილას მათ სახლში შესული აღმოაჩინეს ერთი პიროვნება, რომელიც 15 წუთში უკან დაბრუნდა – ენმა კეტნისს ეჭვმიტანილის სახელი და გვარი აჩვენა . –გასაგებია, შემდეგ ? – იკითხა ქეთნისმა . –მისი თითების ანაბეჭდები , მკვლელობის ადგილას აღმოჩენილ იარაღზეა დაფიქსირებული , სავარაუდოდ სასიკვდილო გასროლა, რომელიც მსხვერპს მიაყენეს , ამ იარაღიდანაა ნასროლი . –თვითმხილველები არ გვყავს? – იკითხა ქთნისმა. –არა, არ გვყავს , მისის ჯონსაც არ გაუგონია გასროლის ხმა , აღმოჩენილ იარაღს ხმის დამხშობი ჰქონდა გაკეთებული.აღნიშნული პიროვნება ეჭვმიტანილად სახელდება – დაასრულა ენმა –აჰა , კარგი და ეს პიროვნება უკვე აიყვანეთ ? – იკითხა ქეთნისმა. –არა , ჯერჯჯერობით ძებნაშია, მაგრამ დარმწუნებულები ვართ , რომ მალე დავიჭერთ – უპასუხა ენმა. – ამ საქმეს მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ – განაცხადა ქეთნისმა , წერანდელი შეხედულება სრულიად შეცვალა – მადლობთ ენ , საბუთები დამიტოვე , დამჭირდება. –კარგით , წარმატებებს გისურვებთ– თქვა ენმა და ოთახიდან გავიდა . კეტნისი სამხილებსა და ფაქტებს აკვირდებოდა , მაგრამ ახალს ვერაფერს პოულობდა. –ძალიან საინტერესოა – ჩაიბუტბუტა და საათს შეხედა , შესვენება დაწყებულიყო ,ამიტომ ფურცლები გვერდზე გადადო , თვითონ ადგა , თავისი ჩანთა და მანქანის გასაღები აიღო , ტყავის ქურთუკი ჩაიცვა და კაბინეტიდან გავიდა . დერეფანში მეგობარი ბენი შეხვდა. –გამარჯობა ქეთნის , როგორ ხარ? – ჰკითხა ბენმა. –როგორც ყოველთვის დაღლილი ბენ ,ამ კვირაში ძალიან ბევრი საქმე მაქვს – თქვა გოგონამ და ამოიოხრა . –კარგი , მე მეჩქარება ,შეხვედრა მაქვს ნახვამდის –ნახვამდის ბენ – თქვა ქეთნისმა და შენობიდან გამოვიდა , შემდეგ კი თვალებით თავის ასტონ მარტინს დაუწყო ძებნა . მანქანაში ჩაჯდა i-phone აიღო და თავის დაქალს დაურეკა : –ემა , როგორ ხარ? – ჰკითხა ქეთნისმა –კარგად ქეთნის შენ ? – უპასუხა ემამ. –კარგად , ჯენ შეგიძლა ჩვენ ბარში მოხვიდე , ყავა დავლიოთ – შესთავაზა ქეთნისმა –კარგი, ახლავე გამოვალ. –მიდი , გკოცნი – უთხრა ქეთნისმა და ტელეფონი გათიშა. 15 წუთში ქეთნისი ლონდონში ყველაზე პოპულარული ბარის წინ იდგა მანქანით . მას ეს კაფე განსაკუთრებით უყვარდა , მიუხედავად იმისა,რომ აქ ყოველთვის ხალხმრავლობა იყო , მაინც მშვიდი და კომფორტული გარემო ხვდებოდა შიგნით შესულენბს . ქეთნისი მანქანიდან გადმოვიდა და კაფეში შევიდა თავისი საყვარელი ადგილი დაიკავა და ჯენიფერის მოლოდინში ფიქრებში ჩაიძირა. ისევ იმ საქმეზე ფიქრობდა და უცბად გაახსენდა რომ რაღაც დაავიწყდა მობილური აიღო და თავის თანაშემწეს დაურეკა. –ჯეიმს , დღეს ,ახალი საქმე ჩამაბარეს მისტერ ჯონსის მკვლელობა , რომ იცი ? – ჰკითხა ქეთნისმა. –კი ვიცი ქეთნის , რა ხდება? –ეჭვმიტანილის სახლს უთვალთვალეთ ,ასევე მის ოჯახს , ყველას ვისთანაც მას ამ ბოლო დროს ურთიერთობა ჰქონია , გასაგებია? – უთხრა მან . – კი გასაგებია , ეხლა შევუდგები მაგ საქმეს – უპასუხა ჯეიმსმა –კარგი – უთხრა ქეთნისმა და მობილური მაგიდაზე დადო. ამასობაში ემაც მივიდა კაფეში . ემა ყოველთვის ულამაზესი იყო , მაგრამ დღეს განსაკუთრებით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა , რადგან სახე გაბრწყინებოდა. დაქალებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. –აბა ემ რა ხდება? რაღაც გახარებული ჩანხარ– უთხრა ქეთნისმა ღიმილით. –დღეს ჩემმა უფროსმა მითხრა ,რომ ნიუ–იორკში მიშვებს , ცნობილ არქიტექტორთა შეკრებაზე – განაცხადა ემიმ. –მართლაა? გილოცავ – უთხრა ქეთნისმა და გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ. –ძალიან მაგარია ემ , როგორც იქნა , შენი ოცნება ახდა – უთხრა ქეთნისმა ,სახე თვალისმომჭრელად გაუნათდა , მას გულწრფელად უხაროდა დაქალის წარმატება. –ხო, მეც ძალიან გამიხარდა. –რამდენ ხანში მიდიხარ? – ჰკითხა ქეთნისმა. –ერთ კვირაში, შენ რას შვები? –რავიცი , ამ კვირასი ოთხი საქმე მაქვს , ლამისაა გავგიჯდე ,ჩემი უფროსი არ ვიცი რას ფიქრობს ამდენნ საქმეს , რომ მაძლევს – ბუზღუნებდა ქეთნისი . –იმას ფიქრობს , რომ შენ პროფესიონალი ხარ– უთხრა ემიმ. –კარგი რა ემი , იმას არ ფიქრობს რომ ამდენი საქმისგან შეიძლება პროფესიონალს ტვინი გადაეწვას ? – ირონიულად იკითხა ქეთნისმა ქეთნისის ამ სიტყვებზე ემს გაეცინა და ჰკითხა : –დღეს რა გეგმები გაქვს? –დღეს რეიჩელს უნდა გავუარო და ატრაქციონებზე წავიყვანო , ვეცდები ჯეკიც დავიყოლიო გამოყოლაზე. გოგოებმა კიდევ ბევრი ილაპარაკეს, შემდეგ შესვენებაც დამთავრდა და ორივე სამსახურის გზას დაადგა . ქეთნისი მანქანაში ჩაჯდა , თავისი ერთ–ერტი საყვარელი სიმღერა ‘’VIVA LA VIDA’’ ჩართო და გზას გაუდგა.
ქეთნისი სამსახურში დაბრუნდა და ისევ თავის საქმეებს ჩაუჯდა . სამსახურში მისულს ახალი ინფრომაციები არ დახვედრია. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გაახსენდა , რომ აუცილებლად უნდა დაეკითხა ერთი პიროვნება , ამიტომ ჯეიმსს დაურეკა: –ჯეიმს , ქეთნისი ვარ –გისმენ – უპასუხა ჯეიმსმა -ხვალ სამი საათისთვის აქ დაიბარე მისის ჯონსი , პირადად მე უნდა დავკითხო, დეტალები მაინტერესებს, დღესვე შეატყობინე კარგი ? –კარგი ,ახალავე დავურეკავ ,ჩემი იმედი გქონდეს – უპასუხა ჯეიმსმა. –კარგი ჯეიმს , შენი იმედი მაქვს . ჯეიმსი არაჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. ყოველთვის ერთგული , არავისთვის იმედი არასდროს არ გაუცრუებია . ის და ქეთნისი ერთად კარგად მუშაობდნენ . ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ქეთნისს ჯეიმსთან ერთად მუშაობის 3 წლიანი სტაჟი ჰქონდა. გოგონა საქმეს დაუკვირდა და აღმოაჩინა ისეთი რამ , რისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები იარაღზე იყო , მაგრამ არა ჩახმახზე . მაშინ რანაირად მოკლავდა ეჭვმიტანილი მსხვერპლს თუ ის ჩახმახს თითს არ გამოკრავდა? ქეთნისი ამ ამბავმა გაახარა და თან დააბნია. საქმე უფრო აირია, მის დასალაგებლად აუცილებლად საჭირო იყო მისის ჯონსთან და ეჭვმიტანილთან საუბარი. გოგონამ თავი ხელებში ჩარგო . ფიქრობდა , ნახევარი საათი ასე იქნებოდა. შემდეგ საათს შეხედა და თავისი დანაპირები გაახსენდა . დღეს რეიჩელი ატრაქციონებზე უნდა წაეყვანა. ადგა ფურცლები უჯრაში ჩაალაგა . ჩანთა აიღო, ქურთუკი ჩაიცვა და შენობიდან გავიდა. 2 წუთში უკვე თავის მანქანაში იჯდა და ცდილობდა ის დაღლილობა, რომელიც სახეზე ეტყობოდა მოეცილებინა და რეიჩელს მხიარული სახით შეგებებოდა . მას ეს აშკარად გამოუვიდა.ნახევარ საათში თავისი მშობლების სახლის წინ იდგა, მანქანიდან გადმოვიდა , პარმაღზე ავიდა და დააკაკუნა. კარი ჯეკმა გაუღო . ერთმანეთის დანახვაზე ჩაეხუტნენ , დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით. -ქეთნიის , როგორ მომენატრე, როგორ ხარ? - ჰკითხა ჯეკმა და ქეთნისი სახლში დაპატიჯა. -კარგად ჯეკ , შენ რას შვები ? რეიჩელი სადაა? - იკითხა კეტნისმა და ოთახი მოათვალიერა. ამ დროს ერთ-ერთი ოთახიდან ქერა , ცისფერთვალება , ულამაზესი 5-6 წლის გოგონა გამოვარდა და კეტნისის სახელის ძახილით მისკენ გაეშურა. კეტნისმა ხელები გაუშვირა და გოგონა ხელში აიტაცა. -რეიჩელ , ჩემო საყვარელომ როგორ ხარ? უფრო გალამაზებულხარ , ჩემი პატარა ანგელოზი - თქვა ქეთნისმა და გოგონა გულში ჩაიკრა. -როგორ მომენატრე შენ არ იცი ! დღეს უნდა წავიდეთ ატრაქციონებზე ? -იკითხა რეიჩელმა და თვალისმომჭრელად გაიღიმა. -აბა , რა პატარა მე ხომ დაგპირდი - უთხრა ქეთნისმა და რეიჩელს შუბლზე აკოცა . -ყველაზე ცუდი უფროსი და ხარ ვინც კი მინახავს -თქვა ჯეიკმა და სიცილი მიაყოლა. -არა - შეეპასუხა რეიჩელი - ქეთნისი ყველაზე კარგი უფროსი დაიკოა - თქვა და დას აკოცა . ქეთნისს მის პასუხზე გაეცინა. გოგოები კარისკენ გაეშურნენ ქეთნისი ჯეკს მიუბრუნდა : -ჯეკ წამოდი , შენც გაერთობი -არა , არ მინდა. -მიდი რა , წამო - რეიჩელმა მხარი აუბა ქეთნისს. -კარგი ხო წამოვალ - თქვა ჯეკმა და კარი დაკეტა, კიბეები ჩაირბინა და გოგოებს დაედევნა . -ქეთნისს, როდის მიხვდები , რომ არაჩვეულებრივი ბიძაშვილი ვარ შენთვის. -მივხვდი ჯეკ - უპასუხა სიცილით ქეთნისმა -შენ ყველაზე მაგრი ბიძაშვილი ხარ - უთხრა და მანქანის კარი გააღო. ატრაქციონებზეც მივიდნენ. ჯეკმა , რეიჩელმა და ქეთნისმა ბევრი ატრაქციონები გამოცადეს და იმხიარულეს. ბოლოს შებინდდა. -ჯეკ , გთხოვ რა ამ ატრაქციონებზე დამსვი - ბუზღუნებდა რეიჩელი. -კარგი პატავ - უთხრა ჯეკმა - ქეთნის არ წამოხვალ ? -არა , წავალ პოპკორნს ვიყიდი და ლონდონის თვალთან შევხვდეთ კარგი ? -კარგი - თქვა ჯეკმა და რეიჩელთან ერთად ატრაქციონისკენ გაეშურა. ქეთნისი თითქმის დაცარიელებულ მინდორზე მიდიოდა და ფიქრობდა. ამ დროს პოპკორნის მაღაზიასთან მივიდა. ის იყო კარები უნდა შეეღო , რომ შიგნიდან ხმაური და მუქარის ხმა მოესმა. ფანჯრიდან შეიხედა , ისე რომ შიგნით მყოფებს არ დაენახათ . ერთ ახალგაზრდას გამყიდველი ქალი კუთხეში მიემწვდია და იარაღს უმიზნებდა . ქეთნისი კედელს მიეკრო , მობილური ამოიღო და დარეკა: -ჯეიმს , პოლიცია გამოუშვი ლონდონის თვალთან მდებარე ყველაზე ახლო პოპკორნის მაღაზიასთან. -რა ხდება ქეთნის? -ქურდობაა - უპასუხა მანნ და მობილური ჩაიდო. შემდეგ იარაღს ხელი მოჰკიდა, თავის ადგილიდან ამოიღო და მოემზადა შესასვლელად. ქეთნისი კარის წინ დადგა და თავისი შავი ქუსლიანი ფეხსაცმელით ფეი მიარტყა კარს , კარი გადავარდა და იარაღი ქურდს დაუმიზნა. -მაგ ქალს მოშორდი და იარაღი მომეცი- განაცხადა მან მკაცრად . ქურდი გაკვირვებული იყურებოდა ვერ გაეგო რა ხდებოდა , მაგრამ უცბათ გონს მოეგო და მოქმედება დაიწყო -ვერა, ლამაზო - თქვა და გამყიდველს იარაღი მიუშვირა - იცოდე მოვკლავ თუ არ გამიშვებ - მუქარაზეც გადავიდა- გამყიდველი კანკალებდა , ალბათ ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. ქეთნისმა იცოდა , რომ პოლიცია აქ წუთი წუთზე იქნებოდა, უბრალოდ ეხლა საუბრის გაწელვა იყო საჭირო. -ასე , არა? მუქარაზეც გადახვედი ხო ? -უთხრა კეტნისმა ამასობაში უკანა კარიდან ჯეიმსი შევიდა მაღაზიაში, ქურდს უკნიდან მიეპარა და იდაყვი კისერში ჩაარტყა . ქურდი დავარდა და იარაღი ძირს გასრიალდა. ქეთნისმა იარაღს ხელი დაავლო. ამასობაში პოლიციელებიც შემოვიდნენ. ქურდი გარეთ გაიყვანეს . გამყიდველიც და ქეთნისიც დაკითხეს. უცბათ მას გაახსენდა, რომ რეიჩელსა და ჯეკს უნდა შეხვედროდა, ჯეიმს გამოეთხოვა და სირბილით წავიდა ლონდონის თვალისკენ . როცა ატრაქციონს მიუახლოვდა დაინახა, რომ ჯეკი და რეიჩელი სხვა მხარეს მიდიოდნენ მის მოსაძებნდა. მათ დაუძახა და ორივესკენ გაეშურა. -ქეთნის, სად იყავი ? - იკითხა შეშინებულმა ჯეკმა - იმდენი გეძებეთ. -ნუ გეშინია ჯეკ , იქ რაღაც დანაშაული მოხდა და გამყიდველი გადავარჩინე, ქურდობა იყო - უპასუხა ქეთნისმა , რომელიც სირბილისგან ძლივს სუნთქვავდა . -ნამდვილი გმირი ხარ რა - თქვა ჯეკმა და გოგონას გაუცინა. ქეთნისმაც გაუღიმა. -აბა რეიჩელ - პატარას მიუბრუნდა კეტნისი- მოგეწონა ატრაქციონი? -კი ძალიან , მაგრამ დავიღალე - თქვა რეიჩელმა და თვალები მოჭუტა. -კარგი პატარავ, სახლში წავიდეთ - უთხრა ქეთნისმა და გოგონა ხელში აიყვანა, მაგრამ ცოტა ხანში ჯეკმა გამოართვა. ქეთნისმა ჯერ ჯეკი და რეიჩელი წაიყვანა სახლში, მერე თვითონ წავიდა. სახლში როგორც კი შევიდა ჩანთა და ქურთუკი დივანზე მიაგდო, ფეხების დახმარებით ფეხსაცმელები გაიძრო და სადრაც კუთხეში მიყარა. იარაღი ამოიღო და ტუმბოზე დადო. ლოგინზე დაწვა და იმწამსვე ჩაეძინა.
სრული ნეტარებაა, ზიხარ ყვავილიან მონდორზე რომელიც სამოთხეს გავს. იქაურობა გაჟღენთილია ყვავილის არაჩვეულებრივი სუნით. მზე აცხუნებს. მინოდრზე თუ გადაწვები სახეზე მოგელამუნება მზის მწველი სხივები. თითზე ჭრელი პეპელა დაგაჯდება და ფრთებს ააფართხუნებს, უცბად რაღაც ხმა გესმის, რომელიც არ გსიამოვნებს და რეალობაში გაბრუნებს. ქეთნისმა რაღაც წაიბურტყუნა და თავზე ბალიში დაიმხო –ნეტა ეს მაღვიძარა მაცემინა – წაიბუზღუნა და სააბაზანოში შევიდა. შხაპი მიიღო. გარდერობის წინ ნახევარი საათი იდგა და არჩევდა რა ჩაეცვა. – ცუდია როცა ბევრი ტანსაცმელი გაქ, ამორჩევა ძალიან ძნელია – თქვა ქეთნისმა და გარდერობიდან ტანსაცმელი აიღო. მან ჯინსი ჩაიცვა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, თეთრი ზედა, ზემოდან ჭუჭყიანი ვარდისფერი ფერის პიჯაკი, რომელიც იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი. ყელზე გრძელი ყელსაბამი დაიკიდა რომელსაც ბუს ფორმა ჰქონდა, ხელზე სამაჯურები გაიკეთა. იარაღი ჯინსის უკანა მხარეს მოათავსა, ბოლოჯერ ჩაიხედა სარკეში და საძინებლიდან გავიდა, სამზარეულოში შევიდა ყავა მოსვა და სახლი დატოვა. მანქამაში ჩაჯდა, ტელეფონი აიღო და ემას დაურეკა – ემ როგორ ხარ?– ჰკითხა ქეთნისმა – კარგად ქეთ, დღეს რა გეგმები გაქვს?? – ჯერ ეს ერთი ხომ იცი არ მიყვარს როცა ქეთს მეძახიან მეორეც დღეს ძალიან დატვირთული ვარ და არ მცალია – კარგი რა გთხოვ დღეს სამუშაოს რომ მორჩები ჩემთან გამოდი და მერე მე ვიცი რასაც ვიზამთ – თქვა ემმა კმაყოფილი ხმით – ემ არ მცალია – ქეთნის შენ დღეს მოდიხარ – კბილებში მკაცრად გამოსცრა ემმა. – კარგი კარგი– წაიბუზღუნა ქეთნისმა მანქანა დაქოქა და სამსახურისკენ გაეშურა. შენობაში შევიდა და პირდაპირ ჯეიმსის კაბინეტისკენ წავიდა. – ჯეიმს როგორ მიდის საქმეები? – იკითხა ქეთნისმა და კაბინეტში შევიდა – ნორმალურად ქეთნის მის ჯონსი უკვე აქ არის და გელოდება – კარგი მე ჯერ ჩემს კაბინეტში შევალ და მერე დასაკითხ ოთახში– უპასუხ ქეთნისმა გოგონა თავის კაბინეტში შევიდა ჩანთა დატოვა და დასაკითხი ოთახისკენ გაეშურა.ოთახში შევიდა და შიგნით მის ჯონსი დახვდა ქეთნისი ქალის პირდაპირ დაჯდა და დაიწყო: –გამარჯობათ მე ქეთნის ევერდინი ვარ ამ საქმეს მე ვიძიებ., სამწუხაროდ მე მომიწევს ისეთი შეკითხვების დასმა რომელმაც შეიძლება ტკივილი მოგაყენოთ... – ნუ ღელავ შვილო, მკითხე რაც საჭიროა – თქვა მისის ჯონსმა – კარგით. მისის ჯონს ინციდენტამდე რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?– იკითხა ქეთნისმა– თქვენი მეუღლის ქცევაში ან ხომ არ ნერვიულობდა? –იცით მკვლელობიდან რამოდენმე დღიღ ადრე ჩემს მეუღლეს დაურეკს და მოკვლით დაემუქრნენ, მე მას ვეუბნებოდ რომ პოლიციისთვი უნდა მიგვემართა მაგარმ არ მიჯერებდა – მართალია ხართ უნდა მოგემართათ, ჩვენ გვყავს ეჭვმიტანილი ეხლა მე მის ფოტოებს განახებთ, ის დილას სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ხომ არ იცნობთ ამ პიროვნებას? – თქვა ქეთნისმადა პასუხს დაელოდა. – დიახ, ვიცნობ ეს ხომ პიტა? დიახ ის არის.– დაადასტურა მისის ჯონსმა – ამ ადამიანს მისტერ ჯონსთან რაიმე საერთო ჰქონდა? – დიახ ჩემი მეუღლის მეგობრის მისტერ მელარკის შვილია, ეს პიტა მელარკია, დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი – თქვა დაბნეულმა მისის ჯონსმა – მადლობთ მისის ჯონს თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ – უთხრა ქეთნისმა, ქალბატონს თბილად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. გარეთ ჯეიმსი შეხვდა. –ჯეიმს ახალი ამბები გვაქვს ყველაფერი აქ წერია – უთხრა ქეთნისმა და ფურცლები გაუწოდა – მსხვერპლის მობილურზე ბოლო დღეებში შემოსული ზარები გადაამოწმეთ და ნომრების მფლობელები დაადგინეთ. წავედი კაბინეტში ვიქნები. შუადღის სამი საათი იყო, ქეთნისი თავის კაბინეტში იყო და მუშაობდა, უცბად ოთახში ჯეიმსი შემოვიდა. – ქეთნის სასწრაფოდ წამოდი მისის ჯონსი მოვიდა – რა მოხდა ჯეიმს? – იკითხა დაბნეულმა ქეთნისმა და ოთახიდან გავიდა. – ნომრები გადავამოწმე ერთ–ერთი ნომერი დაფარული იყო მგონი მაგ ნომრიდან რეკავდა ის ადამიანი, რომელიც იმუქრებოდა ახლახან მისი ჯონსი მოვიდა მასაც დაურეკა ბოროტმოქმედმა. ქეთნისი და ჯეიმსიც იმ ოთახისკენ გაეშურნენ სადაც დაფარული ნომრის ამოცნობისთვის საჭირო აპარატურა იდგა. ოთახში შევიდნენ იქ უამრავი ადამიანი იყო, დიდი ყურსასმენებით მონიტორებთან იჯდნენ. მისის ჯონსის ტელეფონზე ისევ ზაეის ხმა გაისმა. ქალბატონმა ჯეიმსის მითითებით მობილურს უპასუხა. ქეთნისმა და ჯეიმსმა ყურსასმენები გაიკეთეს. დამნაშავე მკვლელობით იმუქრებოდა. ქეთნისი კაბინეტში შევიდა, საქმეს ჩაუჯდა,შემდეგ დღეს ეჭვმიტანილის აყვანა იყო დაგეგმილი, საათს შეხედა მისი წასვლის დრო იყო. სახლში მისვლისაას სამზარეულოში შევიდა ცოტა წაიხემსა. ემთან მისვლა ჯერ ადრე იყო, ამიტომ გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმიანობით დაკავებულიყო, რასაც თავისუფალ დროს მიმართავდა. თავის ოთახში შევიდა გარდერობს მიუახლოვდა და შიგნიდან პუანტები გამოიღო, ბალერინის თეთრი კაბა ჩაიცვა და საცეკვაო დარბაზისკენ გაემართა. დარბაზში ნაზი მუსიკის ჰანგები გაისმა. პუანტები იატაკზე აცეკვდნენ. ქეთნისი ცეკვისგან სიამოვნებას იღებდა, ამიტომ დრო მოულოდნელად გავიდა. ქეთნისმა ჩაიცვა და ემასკენ გასწია. – რა კარგია რომ მოხვედი – თქვა ემამ და კარი გააღო. – ხო როგორც მთხოვე მთლიანად შენს განკარგულებაში ვარ – თქვა ქეთნისმა და გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ. დივანზე დასხდნენ ცოტა jack daniels დალიეს , თან ლაპარაკობდნენ , ხურობდნენ, დროს კარგად ატარებდნენ, ამლე ორივეს ჩაეძინა.