დამნაშავე დაჭერილია
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-02, 8:06 PM | შეტყობინება # 167 |
436
Offline
| jeimsi movishoreet axla didi intrikebi wavaa ase vatyob )
| |
|
|
|
|
bella1999 | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-03, 11:44 PM | შეტყობინება # 170 |
151
Offline
| | |
|
|
|
elle:Xx | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 12:29 PM | შეტყობინება # 172 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
|
|
elle:Xx | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 1:58 PM | შეტყობინება # 179 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| მეცამეტე თავი
ქეთნისი საფლავთან იჯდა მოსაღამოვდა, წასვლა არ უნდოდა, მაგრამ იქ ხომ არ დარჩებოდა, ფეხზე წამოდგა და სასაოფლაოდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა, ბოლოს და ბლოს იპოვა თურმე ჯეიმსთან იყო. სახლშიკენ გაემართა და საწოლზე დაჯდა, ამ საღამოს კარგად უნდა დაფიქრებულიყო, ყველაფერი უნდა აეწონ–დაეწონა, მიხვდა, რომ უკვე დრო იყო ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რომელიც მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა, ყველაფერი მათ ახსენებდა, ყოველი წვრილმანი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა... საწოლზე გადაწვა და ფიქრებში ჩაიძირა, ეძებდა გამოსავალს და იპოვა კიდეც... იპოვა და ამას აუცილებლად გააკეთებდა უბრალოდ დრო სჭირდებოდა... მხოლოდ დრო... ღრუბლიანი დღე გათენდა, ქეთნისი წამოდგა ყავა გაიკეთა და კალენდარს შეხედა. დღეს 4 ივლისი იყო. დღეს ემა ჩამოდიოდა ნიუ–იორკიდან. ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომელმაც ქეთნისი ამ ბოლო დღეების განმავლობაში გაახარა. სწრაფად ჩაიცვა ჯერ სამსახურში უნდა წასულიყო და რაც კრისს დაპირდა აუცილებლად უნდა აესრულებინა, პირადად იზრუნებდა იმაზე, რომ დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაეტარებინა. სამსახურის მერე კი ემას უნდა დახვედროდა აეროპორტში. ოფისში მივიდა და პირდაპირ ლუისისკენ გაეშურა. – ლუის, რა ხდება? იმის სასამართლო როდისაა? – თავით ანიშნა ქეთნისმა. – დღეს, 2 საათზე სხვათა შორის მოწმედ ხარ გამოძახებული. – აუცილებლად მოვალ. 2 საათამდე ქეთნისი თავის საქმეს აკეთებდა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზისკენ გაეშურა. დიდ ოთახში შევიდა და ბოლო რიგში დაჯდა. მოსამართლე შემოვიდა და ყველა ფეხზე ადგა. – მოგესალმებით! დღეს განვიხილავთ საქმეს 13–ე მუხლის მე–2–ე კანონის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კრისტოფერ რიკმანის წინააღმდეგ. გთხოვთ – მოსამართლემ სიტყვა ბრალდებულის ( ჯეიმსის ოჯახის) ადვოკატს დაუთმო. – გამარჯობა, მე რამდენიმე კითხვა მაქვს ბრალდებულთან, ბატონო რიკმან რა მიზნით მოკალით ჯეიმს ბრაუნი? – მიზანი? მე არავითარი მიზანი არ მქონდა, უბრალოდ თავს ვიცავდი. სასამართლო დიდხანს გაგრძელდა, კრისი ირწმუნებოდა, რომ ის თავს იცავდა, ამიტომ ქეთნისი მოუთმელნად ელოდებოდა, როდის გამოიძახებდნენ მოწმედ. ადგილზე ცმუკავდა და ვეღარ ისვენებდა, კრისი კი ისევ ისე უნამუსოდ იტყუებოდა. ბოლოს და ბოლოს მოწმის ჯერიც დაგდა. – მის ევერდინ, შეგიძლიათ მობრძანდეთ – მიმართა მოსამართლემ. ქეთნისი წამოდგა და მოწმის დასაკითხი სკამისკენ წავიდა. გზაში კრის შეხედა და სიძულვილით აღსავსე მზერა ესროლა. ‘’შენი საქმე წასულია’’ გაიფიქრა ქეთნისმა. გოგონა სკამზე დაჯდა და კითხვებს დაელოდა. – მის ევერდინ, ბრალდებული ამბობს, რომ მან ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა, თქვენ დაადასტურებთ მის განცხადებას? ქეთნისმა ყველაფერი მოყვა, მაგრამ არა კრისის სასარგებლოს, სსრული სიმართლე თქვა, რამაც მკვლელის საქმე უფრო დაამძიმა. ქეთნისი, ისევ ბოლო რიგში დაჯდა და განაჩენის გამოტანას დაელოდა. მოსამრთლე დარბაზში შემოვიდა და დაიწყო: – დღეს ჩვენ განვიხილეთ საქმე 13–ე მუხლის მე–2–ე კანონის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კრისტოფერ რიკმანის წინააღმდეგ. მოკლული იქნა ჯეიმს ბრაუნი. განაჩენი გამოტანილია, მისტერ რიკმანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის გაგონებაზე ქეთნისს გაეღიმა, დანარჩენი სიტყვები არ გაუგია, საღიმებული სახით წამოდგა და დარბაზი დატოვა. უკვე მოსაღამოვებული იყო, ქეთნისი პირდაპირ აეროპორტში წავიდა. ჯერ ადრე იყო, ამიტომ იქვე კაფეში დაჯდა და წაიხემსა, შემდეგ იქ წავიდა, საიდანაც ემა უნდა გამოსულიყო. ისიც გამოვიდა ორ ჩემოდნით, ქეთნისის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და უფრო აჩქარებით წავიდა მისკენ. – ქეთნის, ვაიმე როგორ მომენატრე როგორ ხარ?? – ჰკითხა ემამ და ჩაეხუტა. – ვაიმე ემ ძალიან მომენატრე, შენი თანადგომა ძალიან მჭირდებოდა – უთხრა გოგონამ. ემამ ქეთნისი შეათვალიერა და ჰკითხა. – ჯოჯოხეთგამოვლილს მაგონებ, რა დაგემართა? – შეწუხდა ის. – ძალიან ბევრი რამე მოხდა შენი წასვლის შემდეგ ემა, ძალიან ბევრი – თქვა ქეთნისმა და ამოიხრა. – წამოდი აქვე სადმე კაფეში დავჯდეთ და მომიყევი კარგი? – შესთავაზა გოგონამ. – კარგი – გაუღიმა ქეთნისმა. ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში დაჯდნენ. გოგონამ ყველაფერი მოუყვა, რაც ემას წასვლის შემდეგ მოხდა, მაშინდელი დღის ჩათვლით. – ოჰ! – შეწუხდა ემა –რა დროს ჩემი წასვლა იყო, მაშინ არ ვიყავი აქ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. – ემა შენ შენი ცხოვრება გაქვს, ჩემს გამო ამხელა წარმატებაზე უარი, როგორ უნდა გეთქვა, ამას არც გაგაბედინებდი , ხომ იცი. – უთხრა ქეთნისმა – მე უკვე გადაწყვეტილება მივიღე, ვიცი ეს არც შენ მოგეწონება და არც ჩემს ახლობლებს, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, ყველაფერი, ყველა წვრილმანი მის თავს მახსენებს, აქაურობას ვტოვებ, ყველაფერს ვტოვებ, სხვა ქვეყანაში გადავდივარ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო...
| |
|
|
|