დამნაშავე დაჭერილია
|
|
|
|
elle:Xx | თარიღი: კვირა, 2012-05-27, 5:50 PM | შეტყობინება # 48 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
elle:Xx | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 5:37 PM | შეტყობინება # 49 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| მეექვსე თავი
რაა? ახლავე მოვდივარ – თქვა ქეთნისმა და მობილური დაკიდა. – რა ხდება ქეთნის? რა გჭირს? – იკითხა დაბნეულმა ჯეიმსმა. – მაპატიე ჯეიმს უნდა წავიდე, ჩემი და ცუდადაა და საავადმყოფოში წევს. –კარგი მაშინ მე გაგიყვან – შესთავაზა ჯეიმსმა. ისინი რესტორანიდან გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ლონდონის ბავშვთა საავადმყოფოსკენ დაიძრვნენ. დანიშნულების ადგილზეც მივიდნენ, ქეთნისი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან ჯეიმსიც მას მიჰყვა. ისინი ჰოლში შევიდნენ, გოგონა სასწრაფოდ მიმღებთან მივიდა. – უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით რეიჩელ ევერდინი რომელ პალატაშია?? – იკითხა ქეთნისმა. – პალატაში არ არის – უთხრა მიმღების გოგონამ – რეანიმაციაშია, იქ შესვლა კი აკრძალულია. – რაა რეანიმაციაშია?? – ცოტაც და ქეთნისი ცუდად გახდებოდა. – ქეთნის ხომ არ ჩამოჯდები? – შესთავაზა ჯეიმსმა – ფერი სულ დაკარგე, ცუდად გამოიყურები. – არა ჯეიმს, ზემოთ უნდა ავიდე. – კარგი მაშინ წამოგყვები – უთხრა ჯეიმსმა და ხელი მოჰკიდა რომ გოგონა არ წაქცეულიყო. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ ლიფტით. როდესაც ლიფტის კარი გაიღო, ქეთნისმა თავისი მშობლები და ჯეკი დაინახა, რომლებიც ერთ–ერთი ოთახის კართან იცდიდნენ. მაშინვე მათკენ წავიდა, ჯეიმსიც უკან მიჰყვა. – დედა, მამა როგორაა რეიჩელი?? რა დაემართა?? – თირკმელები გაეთიშა და სასწრაფოდ აქ გადმოვიყვანეთ. – უპასუხა მისის ევერდნიმა ( ქეთნისის დედა) ამ დროს მათ ჯეიმსიც მიუახლოვდა. – გამარჯობათ. – გამარჯობა – უთხრა მისტერ ევერდინმა ( ქეთნისის მამა) – დედა, მამა, ეს ჩემი თანამშრომბელია, ჯეიმსი მანქანით მან მომიყვანა. – უპასუხა ქეთნისმა. – რეიჩელს ვერ ვნახავ?? – კი ეხლა გამოვედით ჩვენ, შენ შეგიძლია შეხვიდე – უპასუხა მისის ევერდინმა. – ცოტა ხანი შევალ, – თქვა ქეთნისმა – არაა საჭირო დაცდა ჯეიმს, მე შეიძლება დიდი ხანი მომიწიოს აქ ყოფნა – მიუბრუნდა ჯეიმსს – არა დაგელოდები, თან მეც მაინტერესებს როგორაა – უთხრა ჯეიმსმა და გასამხნევებლად გაუღიმა. ქეთნისი რეანიმაციაში შევიდა შიგნით პატარა, ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება გოგონა დახვდა, რომელიც დიდ, თეთრ საწოლში იწვა და ანგელოზივით ეძინა. ქეთნისმა კინაღამ ტირილი დაიწყო ასეთ გულისამაჩუყებელ სანახაობაზე , მაგრამ თავი შეიკავა. რეიჩელს მიუახლოვდა, მოეფერა და შუბლზე აკოცა, შემდეგ იქვე სავარძელში დაჯდა და ბავშვის ყურება განაგრძო. ნახევარი საათის შემდეგ რეანიმაციიდან გამოვიდა, იქ ჯეიმსის მეტი არავინ დახვდა. – ჯეიმს სად წავიდნენ დანარჩენები? – სასადილოდ ჩავიდნენ. – უპასუხა ჯეიმსმა. – არ არის საჭირო ამდენი მოცდა შენ ალბათ, შენი საქმეები გაქვს, წადი, ვიცი რომ არ გცალია. – უთხრა ქეთნისმა. – კარგი, მაგრამ ხვალ ისევ შემოვივლი. ალბათ ვერ მოხვალ სამსახურში არა?? – არა მგონია, ისევ აქ ვიქნები. – სამსახურზე არ ინერვიულო, მისტერ სლეიდს მე ვეტყვი რაც მოხდა, შენს საქმეებსაც გავაკეთებ წინააღმდეგი თუ არ ხარ. – შესთავაზა ჯეიმსმა. – არა რა ჩემ საქმეებს, შენიც გეყოფა. კარგად ჯეიმს – კარგად ქეთნის. გოგონამ ჯეიმსს ლოყაზე აკოცა და ისევ რეანიმაციაში დაბრუნდა, ფიქრობდა რომ ახლა არ იყო დრო მათი ურთიერთობის გასაღრმავებლად, თან ზუსტად არ იცოდა უყვარდა თუ არა ჯეიმსი, მაგრამ მას ძალიან შეეჩვია. ცოტა ხანში მისი მშობლები და ჯეკიც დაბრუნდნენ, ქეთნისმა ისინი სახლში გაგზავნა, თვითონ კი რეიჩელთან დარჩა ღამე. გრძელ დივანზე დაწვა, არ ეძინებოდა ამიტომ, ფიქრებმა გაიტაცა, წესით ამ დროს ჩვეულებრივი გოგონები ჯეიმსზე უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ ქეთნისი პიტაზე ფიქრმა გაიტაცა. ოხ !! ისევ ეს პიტა! ისევ ეს მწვანეთვალება არსება! მეორე დღეს ქეთნისი მისი მშობლების მისვლის დროს რეიჩელს გამოემშვიდობა და სახლში წავიდა, შხაპი მიიღო და ემასთან გაეშურა. ყველაფერი მოუყვა, ჯეიმსთან შეხვედრით დაწყებული ,რეიჩელის ამბავით დამთავრებული. – ემა დღეს შენ ფრენა გაქვს ხო?? – ხო ღამის 12–ზე. – უპასუხა ემამ. – გაგაცილებ აუცილებლად მანამდე კი სამსახურში შევივლი, მერე კი რეიჩელთან. კარგი ჩემო კარგო წავედი, მეჩქარება, გკოცნი – უთხრა ქეთნისმა და სახლიდან გავიდა. სამსახურში წავიდა, დერეფანში ჯეიმსი დაინახა და პირდაპირ მისკენ გაეშურა. – ჯეიმს როგორ ხარ?? – კარგად ქეთნის შენ?? მაინც მოხვედი არა!! რა მოუსვენარი ხარ. რეიჩელი როგორაა?? – აქ რომ არ გამომევლო არ შემეძლო, რეიჩელი ისევ ისეა მერე უნდა გავუარო. მოიცა იქიდან რა ხმაური გამოდის?? – იკითხა ქეთნისმა. – არ ვიცი ვნახავ. ჯეიმსი ოთახსიკენ წავიდა მას ქეთნისისც მიჰყვა. თურმე რა ხდებოდა!! პიტა მელარკს ნერვებმა უმტყუნა და ხმაური გამოიწვია. – მე არაფერი დამიშავებია, ნუთუ ასეთი რთული გასაგებია?? გამიშვით აქედან. – ხმამაღლა იძახდა პიტა. ოთახში ქეთნისი და ჯეიმსი შევიდნენ. – აქ რა ხმაურია?? – მკაცრად იკითხა ჯეიმსმა. – გამიშვით და დავმშვიდდები – ირონიით თქვა პიტამ. – დაწყნარდით მისტერ მელარკ და თქვენი ირონია თქვენთვის შეინახეთ. – მკაცრად უთხრა ქეთნისმა. არადა როგორ არ შეეძლო ამ მწვანეთვალება არსებას გაბრაზებოდა, გოგონას ისევ ესიამოვნა პიტას ნახვა, თანთადან უყვარდებოდა, მაგრამ არ უნდოდა. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა ,, გულს ვერ უბრძანებო ‘’ ასეთ სიტუაციაში იყო ქეთნისი. პიტასთან დაკავშირებით სამსახურში ყველაფერი მოგვარდა. როცა მას ქეთნისი დაელაპარაკა, მან გოგონას რჩევა გაითვალისწინა. ქეთნისმა რეიჩელს გაუარა, პატარას მდგომარეობა უკეთესი იყო და ეხლა უკვე ჩვეულებრივ პალატაში გადაეყვანათ. ის 2 საათი რეიჩელთან იყო შემდეგ კი გაახსენდა ,რომ ემა უნდა გაეცილებინა აეროპორტში ამიტომ პირდაპირ ემასთან წავიდა. – ემა მოდი ტაქსით წავიდეთ, აეროპორტი შორი არ არის იქიდან, მე წამოსვლისას კი ფეხით გამოსეირნება არ მაწყენდა. – კარგი როგორც გინდა – უთხრა ემამ და გაუღიმა. გოგონები აეროპორტში მივიდნენ. – კარგად ემ – უთხრა ქეთნისმა – გკოცნი და მალე ჩამოდი კარგი?? – კარგად ჩემო კარგო, მალე ჩამოვალ და საჩუქრებსაც ჩამოგიტან – თქვა ემამ გოგონას ლოყაზე აკოცა და თვითმფრინავში ავიდა. ღამე იყო, ქეთნისი განათებბულ ქუჩებში მიდიოდა, არავინ არ იყო არც გზაზე და არც ტროტუარზე, ამიტომ გოგონა შუა გზაზე მიდიოდა. ამ დროს წესით იქ არ უნდა ყოფილიყო , მაგარმ თავისი იარაღის იმედი ჰქონდა. იარაღს ხელით შეეხო, რომ დარწმუნებულიყო , იქ იყო თუ არა. უცბად რომელიღაც შესახვევიდან ხმაური მოესმა. მიუახლოვდა და ჩიხი აღმოჩნდა, რამოდენიმე ბიჭს კუთხეში გოგონა მიემწყვდიათ და თანდათან უახლოვდებოდნენ. ქეთნისმა იარაღი ამოიღო და ჩიხში შევიდა. – ხელი გაუშვით – ქვა მკაცრად. – აი კიდევ ერთი მოვიდა და ერთად გავერთობით – თქვა დაბალმა შავთმიანმა ბიჭმა.– და მაგ იარაღის ხმარება თუ იცი ცუნცულ?? მოგვეცი ჩვენ უფრო გამოვიყენებთ. ბიჭი ქეთნისს უახლოვდებოდა. ქეთნისმა ირონიულად გაიღიმა და ბიჭს ყურთან ახლოს ესროლა ისე, რომ არ მოხვედროდა, ის საუკეთესოდ ისროდა ,ტყვიას ტყვიაში აჯენდა. მეორე ტყვია კი იმ ბიჭს ესროლა, რომელიც გოგონასთან ყველაზე ახლოს იდგა, ფეხებში ესროლა , მაგრამ არც ამას გაარტყა. ბიჭები შეშინდნენ და ყველამ ჩიხის მეორე მხარეს გადაძრომა დაიწყო. ქეთნისი გოგონას მიუახლოვდა. – რამე ხომ არ დაგიშავეს? – არა, მადლობა რომ ამათგან გადამარჩინე. – უთხრა გოგონამ. – არაფრის მე პოლიციელი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა. წამოდი გავიდეთ აქედან – თქვა ქეთნისმა და გოგონა ჩიხიდან გაიყვანა.
| |
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-28, 10:50 PM | შეტყობინება # 53 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (elle:Xx) თუ გახსოვს ემა პირველ თავში ამბობს რომ ნიუ–იორკში მიფრინავს არქიტექტორთა შეკრებაზე მანდ წავიდა ეხლა. aa ui xoo
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
bella1999 | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-29, 3:00 PM | შეტყობინება # 54 |
151
Offline
| | |
|
|
|
|
|
bella1999 | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 7:02 PM | შეტყობინება # 58 |
151
Offline
| | |
|
|
|
elle:Xx | თარიღი: შაბათი, 2012-06-02, 3:58 PM | შეტყობინება # 60 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| მეშვიდე თავი
ქეთნისის კაბა
ქეთნისმა შეშინებული გოგონა, ოფისში მიიყვანა, იქ დაკითხეს და ყველაფერი მოაგვარეს. გოგონამ რომელსაც ანიკა ერქვა დამნაშავეების სახეები აღწერა, ამაში ქეთნისიც დაეხმარა. ჯეიმსმა მათი ფოტორობოტები შექმნა და ისისნი ძებნაში გამოაცხადა. ქეთნისი თავის კაბინეტში იჯდა, როდესაც ჯეიმსი მის კაბინეტში შევიდა: – ქეთნის დღეს რა რიცხვია გახსოვს?? – 2 ივნისი, რა ხდება? – დღეს დაჯილდოებაა, წლის დეტექტივი უნდა გამოავლინონ. – თქვა მან და მოსაწვევი მაგიდაზე დადო. – უი! სულ გადამავიწყდა – თქვა ქეთნისმა და მოსაწვევი გახსნა – ვაუ! ნომინაციაში დამასახელეს? – გილოცავ! მეც ვარ დაპატიჟებული, ყველა ცნობილი ადვოკატიც ასევე და რაც მთავარია ჯენიფერ პრაისიც, მაგ გოგოს უფრთხილდი, არა მგონია კარგი გეგმები ჰქონდეს, შენთან დაკავშირებით. – მადლობთ რომ შემახსენე ჯეიმს, ხო ისე ჯენიფერს მეც ვუფრთხი, მეც მაქვს რაღაც ეჭვები. – ქეთნის.. – ყოყმანობდა ჯეიმსი – დღეს მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ. – კარგი – თქვა ქეთნისმა და სიცილი ძლივს შეიკავა. – რა გაცინებს? – იკითხა ჯეიმსმა ღიმილით. – ბოდიში, მაგრამ ძალიან სასაცილო სახე გაქვს, როცა რამის თხოვნა გინდა და გეშინია , რომ უარი გითხრა. – ვითომ? – იკითხა მან ღიმილით. – ხო რა ვიცი – თქვა ქეთნისმა. – კარგი საღამოს გამოგივლი – თქვა ჯეიმსმა და ოთახიდან გავიდა. ქეთნისმა შესვენებაზე რეიჩელთან გაიარა, შემდეგ კი ჯეკთან ერთად პიცერიაში გავიდა. – ჯეკ როგორ მიდის საქმეები? – იკითხა გოგონამ და წვენი მოსვა. – ჩვეულებრივად ერთი გოგო გავიცანი, მაგრამ ცოტა უცნაური ტიპია. – უცნაური? რა მხრივ? – არ ვიცი, არა მგონია კარგ საქმეს ეწეოდეს – ეჭვით თქვა ჯეკმა. – ეგეთ ტიპებს უფთხილდი ჯეკ, გამოცდილებიდან გეუბნები, ძალიან ბევრი მოყავთ ჩვენთან ისეთები, რომლებსაც მეგობარი გოგონები შარში ახვევენ მერე კი ციხეს ვერ ცდებიან, ვერ ამტკიცებენ რომ დანაშაული მათი ჩადენილი არაა. – თქვა ქეთნისმა. – ვიცი ქეთნისს და ვცდილობ რომ ფრთხილად ვიყო. – ძალიან კარგი,– თქვა ქეთნისმა და თავის ბიძაშვილს გაუღიმა. ქეთნისი სამსახურში დაბრუნდა, ის თავის კაბინეტში უნდა შესულიყო, რომ უცბად რაღაცა გაახსენდა და სხვა მხარეს წავიდა. საპატიმროს მიუახლოვდა, პირველ საკანში პიტა იჯდა. ქეთნისი საკანს მიუახლოვდა. – გამარჯობათ მისტერ მელარკ, როგორ გრძნობთ თავს?? – ძალიან კარგად – ირონიით უპასუხა პიტამ – თქვენი აზრით როგორ უნდა ვიყო? – თქვენი მესმის, მაგრამ ცოტა ზრდილობას უხმეთ – ხმა გაიმკაცრა ქეთნისმა – ირონია არ არის საჭირო. – რატომ არ მეუბნებით როდის გამიშვებთ? ჩემმა ადვოკატმა მითხრა რომ უკვე გათავისუფლებული უნდა ვიყო წესით. – დანაშაული გაიხსნება და გაგიშვებთ. – არა მგონია , მანამდე მოცდა მოგიწიოთ, ჯენიფერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აქედან გავიდე. – კარგით წარმატებებს გისურვებთ – თქვა ქეთნისმა და იქიდან გავიდა. ,,ჯერ ჯეიმსის გაფრთხილება, შემდეგ პიტასი, აშკარად რაღაცა ხდება, დღეიდან უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ ჯენიფერი მართალია, მე არ მაქვს პიტას აქ დატოვების უფლება, წესით ახლა თავისუფალი უნდა იყოს, მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა ექნებოდა, ქალაქიდან გასვლა აეკრძალებოდა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ გავუშვებ’’ ფიქრობდა ქეთნისი. მოსაღამოვდა, ქეთნისი გაემზადა, შავი კაბა და აწეული ვარცხნილობა გაიკეთა, მაკიაჟიც შესაფერისი. ჯეიმსიც მივიდა, ამიტომ გოგონა ქვევით ჩავიდა. – როგორც ყოველთვის მომხიბვლელი ხარ – უთხრა მან. – მადლობა – უპასუხა ქეთნისმა – შენც კარგად გამოიყურები. – მადლობთ – თქვა ჯეიმსმა და მანქანა დაძრა.
დანიშნულების ადგილზეც მივიდნენ. მანქანიდან გადმოვიდნენ , წინ წითელი ხალიჩა დაეგოთ. ჯეიმსმა და ქეთნისმა ერთად გაიარეს ეს გზა, მათ დანახვაზე ფოტოაპარატები აჩხაკუნდა, ორივე მომხიბვლელად იღიმებოდა. შენობაშიც შვიდნენ, ყველა ულამაზეს კაბებსა და კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. არც ეს წყვილი ჩამორჩებოდა მათ. ჯერ ხალხს გამოელაპარაკნენ, დიდი ხნის უნახავ პოპულარულ ვარსკვლავებსაც, შემდეგ კი თავიანთი ადგილები დაიკავეს, ერთმანეთის გვერდით, ცერემონიაც დაიწყო, ყველა იქ იყო ჟურნალისტებიდან დაწყებული ცნობილი ხალხით დამთავრებული. ცერემონიაც დაიწყო, ჯერ სხვადასხვა საქმეებს აჩვენებდნენ, შემდეგ კი დაჯილდოვებაზე გადავიდნენ. ნომინაციაში 5 დეტექტივი გამოაცხადეს მათ შორის ქეთნის ევერდინიც. ქეთნისმა დარბაზი მოათვალიერა და ჯენიფერი დაინახა რომელსაც სახეზე ცბიერი ღიმილი გადაჰკვროდა. ამან ქეთნისი ააღელვა. ეს ჯეიმსმა შეამჩნია – ქეთნის რა ხდება? – ვფიქრობ ჯენიფერი რაღაცას აპირებს. – დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება. გამარჯვებულის დასახელების დროც მოვიდა. წამყვანმა კონვერტი გახსნა და იქიდან ფურცელი ამოიღო. – გამარჯვებულიაა : ქეთნიის ევერდინიიიიიიი, მივულოცოთ მას. ქეთნისი გაკვირვებული დარჩა არადა ნომინაციაში მასზე გამოცდილი დეტექტივები იყვნენ დასახელებულნი. ფეხზე წამოდგა და სცენისკენ გაემართა. თან ჯენიფერი გაახსენდა და შიშმა აიტანა თუ რამის გაკეთება უნდოდა ალბათ ახლა გააკეთებდა, ყველას თვალწინ. ქეთნისმა სახეზე მღელვარება არ შეიმჩნია და გაღიმებული სახით ავიდა სცენაზე, წამყვანმა თვალის ფორმის ოქროს ქანდაკება გადასცა და მიკროფონისკენ უხმო, გოგონა ის იყო მიკროფონთან უნდა მისულიყო რომ ჯენიფერმა წამოიძახა: – გაჩერდით ! ეს ჯილდო ამ ქალბატონს არასამართლიანად გადაეცა. მან პიტა მელარკი სულ ტყუილად..... – მან ვეღარ მოასწრო წინადადების დამთავრება, რადგან მცველებმა იქიდან გაიყვანეს. ქეთნისი საშინლად დამწუხრდა, მაგრამ როცა ჯეიმსის სახეს მოჰკრა თვალი გამხნევდა, ბიჭი გოგონას სიმშვიდიკენ მიუთითებდა. ქეთნისმა თავისი სიტყვა თქვა და სცენიდან ჩამოვიდა, თავისი ადგილი დაიკავა, დაჯილდოების შემდეგ ივენთზეც მოუსვენრად იჯდა, ყველა ულოცავდა, მაგრამ ქეთნისი გაბრაზებული უფრო იყო ვიდრე გახარებული. ყველაფერი დამთავრდა, ჯეიმსიც და გოგონაც მანქანაში ჩაჯდნენ. – ჯეიმს ოფისში წამიყვანე – თხოვა ქეთნისმა. – სად? ოფისში რა გინდა ეხლა? – წამიყვანე საქმე მაქვს – კარგი, წაგიყვან – უთხრა ჯეიმსმა. ქეთნისი ოფისში შევიდა,უკან ჯეიმსი მიყვებოდა, გოგონა პირდაპირ საკნებისკენ გაეშურა. გასაღებს მოჰკიდა ხელი და პიტას მიუახლოვდა. გასაღებით მისი საკნის კარი გააღო და ხმამაღლა თქვა : – წადი აქედან პიტა მელარკ, შენ შენს მიზანს მაინც მიაღწიე....
შეტყობინება შეასწორა elle:Xx - კვირა, 2012-06-03, 4:02 PM | |
|
|