ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
Dreams Never Come True

taakoo1012თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 3:50 PM | შეტყობინება # 1

55
0  +
0  ±
   ±
Offline
სათაური:Dreams Never Come True
ავტორი:taakoo1012
ბეტა:არ მყავს
რეიტინგი:PG-13
ჟანრი:გაურკვეველი
სტატუსი:წერის პროცესშია
პერსონაჟები
1.ჯეკსონი

2.ემა

3.ნიკი

4.კეტრინი

5.პიტერი

6.ჯერემი

taakoo1012თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 3:51 PM | შეტყობინება # 2

55
0  +
0  ±
   ±
Offline
1 თავი
–კატერინა როგორ ხარ?
–ოჰ, პიტერ მე კეტრინი მქვია, მგონი მეათასეჯერ გისწორებ. სიცილით ვუპასუხე და გზა განვაგრძე
–სად მიდიხარ? წამომეწია და ხელი მომხვია
–კარატეზე პიტ. ხელიდან დავუძვერი და ფეხი მოვუქნიე, მაგრამ პიტი საკმაოდ მოქნილი და სწრაფი იყო, ამიტომ მოახერხა ჩემი დარტყმა მოეგერიებინა და ძირს დავეგდე
–ნამდვილი ქაჯი ხარ.გამიღიმა და წამოდგომაში დამეხმარა
–გმადლობთ კომპლიმენტისთვის. შენ კარატეს შეეშვი?
–არა, უბრალოდ საღამოს გაკვეთილებზე დავდივარ, ხომ იცი რა დაკავებული ვარ
–ხო როგორ არა, მთელი დღეები გოგოებთან ერთად დაეხეტები. პიტერს ხელი წავკარი და ლოყაზე ვაკოცე. –კარგი პიტ წავედი მეჩქარება
–კარგად კატერინა. ხელი დამიქნია და გაბრუნდა. კარატიდან სახლში საშინლად დაღლილი მივედი, მაშინვე მაგიდასთან დავჯექი და წიგნების გროვას დავხედე. სამეცადინო არც თუ ისე ბევრი მქონდა, თუმცა ამის მიუხედავად მხოლოდ შუაღამესთვის შევძელი ყველაფერი დამემთავრებინა. დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა, იდიოტური სკოლა გავიფიქრე და საწოლიდან წამოვხტი, სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, ეს ყოველთვის მაფხიზლებდა, შემდეგ ჩანთა ჩავალაგე და სასაუზმოდ ჩავედი. წასვლისას ემამ დამიძახა
–კეტ ძალიან გთხოვ ნელა იარე და არაფერი დაიშავო
–კარგი დედიკო, გავუღიმე და დავინახე თვალები როგორ გაუბრწყინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედინაცვალი იყო დედასავით მიყვარდა. დედას არ ვიცნობდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა ერთხელ მაინც მენახა. მამა დედაზე არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მიგვატოვა მაშინ როცა დავიბადე. სკოლას მივუახლოვდი და მანქანა გავაჩერე. შეჯგუფულ გოგონებს მივუახლოვდი და საუბარში ჩავერიე
–გოგოებო ახალი რა ხდება?
–ჩვენს სკოლაში ახლები გადმოვიდნენ
–ვინები?
–შეყვარებულები არიან მგონი, აი იქ დგანან. ხელით ჩახუტებულ წყვილზე მიმითითეს.
–მერე რა არის აქ გასაკვირი? ვიგრძენი გოგონებმა გაოცებული მზერა როგორ მომაპყრეს
–ისინი უბრალოდ იდეალურები არიან. მოკლედ მომიჭრა და სხვებს მიმართა
–მალე გაკვეთილები დაიწყება, უნდა წავიდეთ.
–დამელოდეთ მეც მოვდივარ დავუძახე და ავედევნე. სკოლის დერეფანში შევედით.
–კეტ როგორ ხარ? ყველა მხრიდან მესმოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მიჩვეული ვიყავი ასეთ მოპყრობას, ჩემი წითური თმა, ლურჯი თვალები, ლამაზი აღნაგობა ეს ყველას ხიბლავდა. საკლასო ოთახში შევედი და მერხზე დავჯექი გვერდით ჯერემი მომიჯდა.
–კეტ როგორ ხარ? ამ ბიჭს ძალიან ვუყვარდი, მეც მქონდა რაღაც სიმპათიები მის მიმართ პირველი კლასიდან, თუმცა ყოველთვის თავიდან ვიშორებდი
–არამიშავს ჯერ, შენ? ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოვიდა, ამიტომ გავჩუმდით. პირველი მათემატიკა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანს კარგად ვსწავლობდი. გულზე მაინც არ მეხატებოდა. მთელი გაკვეთილი გაბრუებული ვიჯექი, მასწავლებლის არცერთი სიტყვა გამიგონია. სულ იმ წყვილზე ვფიქრობდი, ბოლოს ჯერემის ხმამ გამომაფხიზლა
–კეტრინ გაკვეთილი დამთავრდა, წამოდი. ჯერემიმ ხელი გამომიწოდა, მეც გაუაზრებლად ჩავკიდე ხელი და წამოვდექი. ჯერემიმ გაოცებულმა შემომხედა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე და ხელჩაჭიდებულებმა განვაგრძეთ გზა.


შეტყობინება შეასწორა taakoo1012 - შაბათი, 2012-02-25, 4:05 PM

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-02-25, 5:26 PM | შეტყობინება # 3

266
15  +
30  ±
   ±
Offline
niki momwoons biggrin
ketrinii sayvareliiiaa daa jeremiiiic happy
dzaaliaan maintereseebs axaali taaviii happy



♫_Ani_♫თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 6:55 PM | შეტყობინება # 4

225
6  +
16  ±
   ±
Offline
დამაინტერესა happy რაც მთავარია იოლად ჩაიკითხა happy


eleeთარიღი: შაბათი, 2012-02-25, 7:00 PM | შეტყობინება # 5

131
2  +
7  ±
   ±
Offline
Momewonaa :)))

taakoo1012თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 8:46 PM | შეტყობინება # 6

55
0  +
0  ±
   ±
Offline
მადლობა ბავშვებოდ, ეხლავე დავდებ შემდეგ თავს

taakoo1012თარიღი: შაბათი, 2012-02-25, 8:46 PM | შეტყობინება # 7

55
0  +
0  ±
   ±
Offline
2 თავი
ხმა არ ამომიღია, ჯერემი დერეფნის ბოლოს შეჩერდა
–ჩვენი სხვა გაკვეთილები აღარ დაემთხვევა უნდა წავიდე, დროებით გამიღიმა და წავიდა, უცებ შემოტრიალდა და მკითხა
–თუმცა გაკვეთილების შემდეგ შეგვიძლია შევხვდეთ
–ცუდი აზრი არაა, ვუპასუხე და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. ცხრილი ამოვიღე და დავხედე ეხლა ფიზკულტურა მქონია, ერთადერთი გაკვეთილი რომელსაც მოსმენა არ სჭირდებოდა. დარბაზში მხიარულად შევაბიჯე დარბაზში და უცებ ახალ გოგონას მოვკარი თვალი. რატომღაც თავიდანვე არ მომეწონა, მივუახლოვდი და ვეცადე გამეცნო
–გამარჯობა, მე კეტრინი ვარ. შენ რა გქვია?
–მე ნიკი მქვია. ირონიული ტონით მიპასუხა და თვალი ამარიდა. სანამ რამეს ვკითხავდი თვითონ გამომელაპარაკა
–კეტრინ, როგორც ვიცი კარატისტი ხარ მართალი ვარ? ცნობისმოყვარე თვალებით მიმზერდა და მაკვირდებოდა
–კი მართალი ხარ.
–გინდა შევეჯიბროთ? ადრე მეც დავდიოდი კარატეზე. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და მიღიმოდა
–თანახმა ვარ
–კარგი, მაინც არაფერს ვაკეთებთ ამიტომ ეხლავე. წამოდგა და თვალი ჩამიკრა, მეც წამოვდექი.
–კეტ დაიწყე გითმობ
–ასე იყოს. ვუპასუხე და პირველი დარტყმის მიყენება ვცადე,მაგრამ მომიგერია. ნიკი მსუბუქად და მოქნილად მოძრაობდა, სკოლაშ ყველასთან ვიმარჯვებდი, მაგრამ ნიკისთან ვმარცხდებოდი. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა რო ნიკიმ ძირს დამაგდო. შემდეგ წელში გასწორდა და დამცინავი მზერით მითხრა
–ესეც ასე ჩემპიონო დაუმარცხებელი არავინაა
–ამით ყველაფერი არ დამთავრებულა
–ომს მიცხადებ? მის ხმაში მუქარა ვიგრძენი, ამიტომ რაც შემეძლო მტკიცედ ვუპასუხე
–ასე გამოდის. შემდეგ სწრაფად წამოვდექი და დარბაზიდან გავედი. კარებში ბავშვების ჩურჩული მომესმა
–ეს ახალი გოგო მაგარი ვინმეა
–დაინახე კეტი როგორ წააქცია? ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბავშვებს მივუახლოვდი, მაშინვე გაჩუმდნენ
–ახლა მომისმინეთ იდოტებო მე სკოლის დედოფალი ვარ და ვერავინ შეძლებს დამამარცხოს. პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავედი დარბაზიდან. საშინელ ხასიათზე ვიყავი ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში მე დავმარცხდი. არა, ამის დაჯერება არ მინდოდა. სიბრაზისგან ცახცახმა ამიტანა. შემდეგ გაკვეთილებზე რა მოხდა აღარ მახსოვს. სკოლის მერე სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ პიტერი გამახსენდა და მასთან შევლა გადავწყვიტე. პიტერი სახლში დამხვდა ალბათ სკოლა გააცდინა. მას ნიკისა და ჩემზე ყველაფერი ვუამბე მან კი ჩვეულებისამებრ ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა
–ყველაფერი კარგად იქნება, შენ საუკეთესო ხარ.
–მადლობა. ჩავილუღლუღე და ვიგრძენი ცრემლები როგორ წამსკდა
–კეტ დაწყნარდი გთხოვ. გინდა ჩვენებურად გავერთოთ? მხიარული ხმით მკითხა პიტმა
–კარგი წავედით. წამოვდექი და გარეთ გავედით. საჭესთან პიტერი იჯდა. რაღაც შენობას მივუახლოვდით. პიტერი მანქანიდან გადმოვიდა და შენობისკენ გაეშურა, მეც უკან მივყევი. ბოლოს სახურავზე ავედით და იქ მოვკალათდით.


შეტყობინება შეასწორა taakoo1012 - კვირა, 2012-02-26, 8:31 AM

twigioთარიღი: კვირა, 2012-02-26, 4:38 PM | შეტყობინება # 8

7
1  +
4  ±
   ±
Offline
magaria zaan specool specool specool zaan mainteresebs movlenebis ganvitareba..I'm waitiiiiing biggrin biggrin biggrin

makieთარიღი: კვირა, 2012-02-26, 6:15 PM | შეტყობინება # 9

144
4  +
28  ±
   ±
Offline
momewooonaaa cool ..axaaal tavss velodebiii !! dry dry


taakoo1012თარიღი: კვირა, 2012-02-26, 6:29 PM | შეტყობინება # 10

55
0  +
0  ±
   ±
Offline
მადლობთ ბავშვებო ძალიან მიყვარხართ <33

taakoo1012თარიღი: კვირა, 2012-02-26, 6:30 PM | შეტყობინება # 11

55
0  +
0  ±
   ±
Offline
3 თავი
პიტერმა ხელი მომხვია, მეც ჩავეხუტე. ალბათ ასე ვიჯდებოდით გათენებამდე, ჩემ ტელეფონს რო არ დაერეკა. დავხედე ემა იყო.
–რა ხდება ემა?
–აქამდე სად ხარ კეტ?
–პიტერთან ვარ დე, დაწყნარდი
–პიტერთან ვრეკავ სახლში,მაგრამ არ მიპასუხა
–ხო, გარეთ ვართ
–ძალიან გთხოვ არ მითხრა, რომ რომელიმე შენობის სახურავზე ზიხართ ისევ
–მაპატიე ემ, უნდა გავთიშო. ყურმილი დავუკიდე და ფეხზე წამოვდექი. პიტერიც უსიტყვოდ გამომყვა და სახლამდე მიმიყვანა.როგორც ველოდი ემას ჯერ კიდევ არ ეძინა
–ქალბატონო როგორც იქნა მობრძანდი. გისმენ
–ემ ძალიან გთხოვ შემეშვი შენს ხასიათზე არ ვარ.მართალია ცოტა მწარედ გამომივიდა ნათქვამი,მაგრამ მართლა არ ვიყავი საუბრის ხასიათზე, სანამ ჩემს ოთახში ავიდოდი შევჩერდი და ემას ვუთხარი
–ემ ხვალ სკოლაში არ მივდივარ. პასუხს არ დავლოდებივარ ისე ავირბინე კიბეები. პიჟამების არ ჩამიცვია ისე წამოვწექი. არ მეძინებოდა ამიტომ ხვალლინდელი დღის დაგეგვმა დავიწყე, პიტერი ალბათ წავიდოდა სკოლაში, მე კი მარტო ვერ გავერთობოდი. უცებ ჯერემი გამახსენდა ტელეფონს წამოვავლე ხელი და საათს დავხედე. შუაღამე იყო, მაგრამ ვიცოდი ჯერი მიპასუხებდა ამიტომ დავურეკე
–რა ხდება კეტ?ნამძინარევი ხმით მიპასუხა ჯერიმ
–ჯერ შეგიძლია ხვალ შემხვდე, სკოლაში არ მივდივარ და გამიხარდება თუ შემხვდები
–კარგი ასე იყოს. როდის?
–როცა გინდა
–მაშინ ხვალ გამოგივლი.
–ნახვამდის. ტელეფონი გამოვრთე და მალე ჩამეძინა კიდეც. როცა გავიღვიძე შუადღე იყო, კარები ფრთხილად გავაღე და გავიხედე, ქვემოთ მოფუსფუსე ემა დავინახე. გუშინდელის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ამიტომ არ მინდოდა მენახა. ქვემოთ ფეხაკრეფით ჩავედი და უკანა კარისკენ მივიპარებოდი, როცა ემამ დამიძახა
–კეტ სად მიდიხარ? ნაბიჯს ავუჩქარე და გარეთ გიჟივით გავვარდი, ჯერემი უკვე მოსულიყო და მელოდებოდა
–გამარჯობა ჯერ. მივესალმე და მანქანაში ჩავჯექი.
–გამარჯობა, გინდა ჩემთან წავიდეთ?ჩემი მშობლები ქალაქგარეთ არიან
–კარგი აზრია წავიდეთ. მთელი გზა ჩუმად ვიჯექი არც მაშინ ამომიღია ხმა როცა ჯერემიმ სახლში შემიპატიჟა.
–გინდა ჩემს ოთახში ავიდეთ? შემომთავაზა ჯერიმ
კარგი ავიდეთ. მხიარულად ვუპასუხე და კიბეები ავირბინე.
–აი ჩემი ოთახი პიტერმა ხელით მანიშნა მუქი ფერის კარებზე. კარები შევაღე და შევედი პირველად პატარა ტახტი დავინახე, რომელიც ძალიან მომეწონა და ჩამოვჯექი, ჯერიც გვერდით მომიჯდა. მე ისევ ვდუმდი არც ჯერემი იღებდა ხმას. ერთმანეთს უხმოდ შევცქეროდით თვალებში. ჩვენი სახეები სულ რაღაც მილიმეტრებით იყო ერთმანეთისგან დაშორებული. ბოლოს მაინც მე მომიწია პირველი ნაბიჯის გადადგმა. ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე.ჯერიმაც ვნებიანად მაკოცა, ბოლოს ჩასასუნთქად შევჩერდი, მაგრამ მაშინვე ვწვდი და ვაკოცე. ვიგრძენი ჩემი მაისურის ღილები როგორ გაიხსნა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. უცებ ჯერემი შეჩერდა და გვერდზე გამწია.
–რა ხდება? უკმაყოფილოდ ვკითხე
–არაფერი, უბრალოდ ვფიქრობ ჯერ ძალიან ადრეა
–კარგი რა, რა არის ადრე? პირველი კლასიდან მომწონდი, სხვათაშორის შენც, მაგრამ უბრალოდ არცერთს არ გვინდოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა... ალბათ ბუზღუნს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, ჯერის ტუჩები ჩემსას, რომ არ მოწებებოდა. მეც კოცნით ვუპასუხე და ვცადე მაისური გამეხადა მისთვის, ისიც არ შემწინააღმდეგებია, ტახტიდან საწოლისკენ გადავინაცვლეთ. უფრო ვნებიანად ვაკოცე, ერთმანეთს ვეფერებოდით, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, როგორც იქნა ვიპოვე ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.

taakoo1012თარიღი: კვირა, 2012-02-26, 6:31 PM | შეტყობინება # 12

55
0  +
0  ±
   ±
Offline
აუ აქ ბოდიში რა ძალიან იდიოტურად გამომივიდა ბოლოში ; (( უბრალოდ შემდგომისთვის ასე იყო საჭირო, თანაც არ ვიცი რა ასაკისები კითხულობენ ; (((

ʚїɞRENESMEEʚїɞთარიღი: კვირა, 2012-02-26, 7:47 PM | შეტყობინება # 13

25
4  +
7  ±
   ±
Offline
axali tavi <3<3<3


taakoo1012თარიღი: კვირა, 2012-02-26, 8:20 PM | შეტყობინება # 14

55
0  +
0  ±
   ±
Offline
4 თავი
როცა მოსაღამოვდა ისევ საწოლში ვიწექით, ჯერი კი ჩემს თმებს ეთამაშებოდა.
–კეტ არ გშია? ამ კითხვამ ცოტა დამაბნია,მაგრამ მაინც ვუპასუხე
–კი ცოტათი
–მაშინ ცოტა ხანი დამელოდე. თვალი ჩამიკრა და საწოლიდან წამოდგა. მეც წამოვდექი და ჩემი ჯინსები ჩავიცვი, ჩემი მაისური ვერ ვიპოვე, ამიტომ ჯერემის მაისური ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ჯერემი სამზარეულოში დაბოდიალებდა, ფანჯარასთან მივედი და გავიხედე, დაღამლებულიყო. მალე უნდა წავსულიყავი, არ მინდოდა ემა, ბოლომდე გამეგიჟებინა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა
–მე გავაღებ. დავუძახე ჯერის და კარებისკენ გავემართე, კარი გავაღე და ხელში პიტერი შემრჩა
–პიტერ აქ რას აკეთებ?
–შენ თვითონ რას აკეთებ აქ? მზერა ჩემს მაისურზე შეაჩერა და უცებ გიჟივით წამოიძახა
–რა? არც კი მჯერა,როგორ შეგეძლო ამის გაკეთება?
–რას გულისხმობ?
–მე,მე ხომ მიყვარდი. მითხრა და წავიდა. ამ დროს ჯერემი მომიახლოვდა და მკითხა
–რა ხდება კეტ, ვინ იყო?
–არავინ,უბრალოდ უნდა წავიდე. ზემოთ ავირბინე და ჩემი ნივთები წამოვკრიფე. მერე გამახსენდა ჩემი მანქანით რომ არ ვიყავი და ჯერის ვთხოვე წავეყვანე. ჯერემის მთელი გზა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ცნობისმოყვარედ მიმზერდა. როცა ჩემ სახლთან მივედით მანქანიდან გადმოვედი და არ დავმშვიდობებივარ ისე შევაბიჯე სახლის ეზოში. სახლის კარი შევაღე, იმედი მქონდა ემა არ შემხვდებოდა,მაგრამ შევცდი. ემა იქვე იდგა და მელოდა, როცა მივუახლოვდი მკლავში მწვდა და ჩემს ოთახში ამიყვანა. მე იქვე სკამზე დამსვა, თვითონ კი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა
–კეტრინ უნდა ამიხსნა რა ხდება, ასე აღარ შემიძლია, შეიძლება ჩემზე არ ღელავ, მაგრამ მამაშენი მართლაც შეშფოთებულია.
–დე, ძალიან გთხოვ თავი დამანებეთ, მე კარგად ვარ და არაფერი მჭირს
–კარგი მაშინ ის მაინც მითხარი ეს მაისური რატო გაცვია?
–როცა ჯერემისთან ვიყავი წვენი დამექცა, მან კი მისი მაისური მათხოვა. კმაყოფილი ხარ ჩემი ახსნა–განმარტებით? ემას არ უპასუხია ისე გავიდა ჩემი ოთახიდან აშკარა იყო გული ვატკინე. სკამიდან არ ავმდგარვარ, მთელი ღამე სკამზე მეძინა. დილით კისერი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ტკივილთან, რაც პიტერს მივაყენე. სწრაფად მოვწესრიგდი და სკოლისკენ გავემართე, დღეს დატვირთული დღე მქონდა, კარატეზეც ვიყავი წასასვლელი. როგორც კი სკოლის ეზოში შევედი პიტის ძებნა დავიწყე თუმცა უშედეგოდ ვერსად ვიპოვე. მალე ზარიც დაირეკებოდა, ამიტომ კლაში შევედი, პირველი ისევ მათემატიკა მქონდა. გვერდით ჯერემი მომიჯდა, უცებ რაღა ფურცელი ამოიღო და ცხვირწინ ამიფრიალა
–ნახე რა მაქვს კეეტ? ნამდვილად მოგეწონება

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-02-26, 8:35 PM | შეტყობინება # 15

572
28  +
48  ±
   ±
Offline
კარგია ძალიან მომწონს. საყვარლად და გასაგებად წერ^)) უბრალოდ ერთი რჩევა მიიღე ჩემგან ძალიან გთხოვ.
როცა წერ ერთ აზრს და მეორეს იწყებ შუა ტირე ჭირდება აი ანუ ასე.
Quote (taakoo1012)
–არავინ,უბრალოდ უნდა წავიდე.- ზემოთ ავირბინე და ჩემი ნივთები წამოვკრიფე. მერე გამახსენდა ჩემი მანქანით რომ არ ვიყავი და ჯერის ვთხოვე წავეყვანე. ჯერემის მთელი გზა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ცნობისმოყვარედ მიმზერდა. როცა ჩემ სახლთან მივედით მანქანიდან გადმოვედი და არ დავმშვიდობებივარ ისე შევაბიჯე სახლის ეზოში. სახლის კარი შევაღე, იმედი მქონდა ემა არ შემხვდებოდა,მაგრამ შევცდი. ემა იქვე იდგა და მელოდა, როცა მივუახლოვდი მკლავში მწვდა და ჩემს ოთახში ამიყვანა. მე იქვე სკამზე დამსვა, თვითონ კი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა


იმედია მიხვდები ;დდ შენს ერთუგ მკითხველად ჩამთვალე))


I Hate This FuCkinG Life <3
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: