Dreams Never Come True
|
|
taakoo1012 | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-01, 4:21 PM | შეტყობინება # 61 |
55
Offline
| ♫_Ani_♫, ცოტახანს ლოდინი მოგიწევთ
| |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-01, 8:19 PM | შეტყობინება # 63 |
572
Offline
| ე რა ლოდინი კაი რა : || რატო ასეთი რამე ხდება? მალე დადე რა სიხარულოო )))
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
taakoo1012 | თარიღი: პარასკევი, 2012-03-02, 9:31 PM | შეტყობინება # 64 |
55
Offline
| 9 თავი –ნიკი როგორ ხარ? გავუღიმე და ვკითხე, იმის მიუხედავად, რომ სულ არ მაინტერესებდა –არაჩვეულებრივად,ხვალ ჩემი დაბადების დღეა დაა ნამდვილად არ ვაპირებდი გამოცნობანას თამაშს ამიტომ პირდაპირ ვკითხე –და რა? –შენ უნდა დამეხმარო წვეულების მოწყობაში –არა, მკვახედ მივახალე და გაბრუნება დავაპირე როცა მკლავებში მწვდა და თვალებში ჩამაცქერდა. მისი თვალები ჩამუქებული იყო და ბოროტად ელავდა. ნიკიმ ჩუმად დაისისინა –გთხოვ კეტრინ დამეხმარე. ამ გამოხედვამ საშინლად დამაფრთხო, გონება მკარნახობდა,რომ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ არ შემეძლო, ნიკის მაგრად ვეჭირე. ბოლოს კი გაბრაზებულმა დავუყვირე –კარგი დაგეხმარები. გასანთავისუფლებლად გავიბრძოლე, მანაც შემიშვა ხელები და მხიარულად მიპასუხა –გაკვეთილების შემდეგ გნახავ კეტ, ეხლა კი მეჩქარება. საკლასო ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. მთელი დღე გაბრუებული ვიჯექი, მასწავლებელზე სულელივით ვიყავი მიშტერებული, მაგრამ გონებაში სულ ნიკის შავ თვალებს ვხედავდი. გაკვეთილების შემდეგ ავტოსადგომზე გავედი და ლოდინი დავიწყე. ბავშვების თვალიერებით ვიყავი გართული როცა ნიკი ჯეკსონთან ერთად მომიახლოვდა და სწრაფად დაიწყო ლაპარაკი –კეტრინ სახლში გამოგივლი ნახევარ საათში, რაღაც საქმე გამომიჩნდა. –კარგი ასე იყოს. ვუპასუხე რაც შემეძლო მშვიდად. გულში კი გავიფიქრე –იმედია მაგ საქმეს მთელი დღე მოუნდები. სახლში არავინ დამხვდა, ამიტომ წერილი დავწერე და მაგიდაზე ჩამოვდე. ცოტა წაციხემსე და საათს შევხედე თუ ნიკი არ მატყუებდა ზუსტად 5 წუთში უნდა მოსულიყო. დათვლა დავიწყე ზუსტად 5 წუთის გასვლის შემდეგ გავიგონე, როგორ გაჩერდა მანქანა ჩემი სახლის წინ. ნიკის პუნქტუალურობამ პირდაპირ გამაოცა. სახლიდან გავედი, საჭესთან ჯეკსონი იჯდა. ყოველგვარი მისალმების გარეშე ჩავჯექი მანქანაში. ნიკის მთელი გზა ენა არ გაუჩუმებია,როგორც ჩანს ძალიან უყვარდა წვეულებების მოწყობა და რაღაც გრანდიოზულის გაკეთებას აპირებდა. მისი საუბრიდან ნახევარიც კი არ დამიმახსოვრებია, უბრალოდ დროდადრო თავს ვუქნევდი თანხმობის ნიშნად. მთელი ქალაქის მაღაზიები მოვიარეთ, ათასი წვრილმანი იყიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმდენს იზამდა, ბოლოს ჩვენც ვეღარ ჩავეტეოდით მანქანაში. ხანდახან ვგრძნობდი ჯეკსონის დაჟინებულ მზერას, ალბათ შეამჩნია ჩემი აფორიაქება. უნდა ვაღიარო ცოტათი მეცოდებოდა, რადგან ნიკის ნაყიდი ხარახურის მანქანამდე წაღება მას ევალებოდა. როცა კიდევ ერთი მაღაზიის დალაშქრას ვაპირებდით, ჯეკსონმა ნიკის დაუძახა –ნიკი ჩვენ მანქანაში დაგელოდებით,თორებ მალე ალბათ კეტრინი დაღლილობისგან ხელში ჩაგვაკვდება. ბოლო სიტყვებზე ხმამაღლა გადაიხარხარა –სწორი შენიშვნაა. ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე, ვცდილობდი ნიკის მოსვლამდე არაფერზე მეფიქრა. უცებ ჯეკსონის ხმამ გამომაფხიზლა –რა გჭირს? –არაფერი –დღეს უცნაურად იქცევი, თან ძალიან –საინტერესოა საიდან დაასკვენი. –სათითაოდ ჩამოვთვალო? –არაა საჭირო, –იდიოტი, აბარე ეხლა ამას ანგარიში გავიფიქრე გაბრაზებულმა და მანქანიდან გადავედი –მოიცა კეტრინ, არ მინდოდა გამებრაზებინე, სად მიდიხარ? –დარწმუნებული ვარ ნიკის დაჭირდება ჩემი დახმარება. როცა მაღაზიაში შევედი ნიკის პოვნა არ გამჭირვებია, ხელში სხვადასხვა ფერის ბაფთები ეჭირა და მოწყენილი დაყურებდა.როგორც კი დამნახა სახე გაუნათდა და ჩემკენ წამოვიდა –კეტრინ ვერ გადამიწყვეტია რომელი ფერის ბაფთები იქნება უკეთესი –ვფიქრობ ეს. ხელით უფრო ღია ფერის ბაფთაზე მივუთითე –მართალი ხარ ეს სჯობს. ამ მაღაზიის დაცარიელების შემდეგ საზეიმო ხმის ტონით გამომიცხადა –ეხლა კი ყველაზე მთავარი, კაბები უნდა შევიძინოთ –მართალია ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. კაბების არჩევა ყველაზე საშინელი პროცესი გამოდგა, ოღონდ ჩემთვის. ნიკის თურმე დიდი ხნის წინ აერჩია კაბა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი მის სრუყოფილ სხეულს ყველანაირი კაბა მოუხდებოდა. როგორც კი კაბა იყიდა დაიწყო თამაში კეტი–ბარბი. ხან რომელ კაბას მომაჩეჩებდა ხან რომელს. ბოლოს ლურჯი კაბა მოეწონა, მისი თქმით ჩემი თვალების ფერს უხდებოდა –კეტრინ ვიყიდოთ ეს კაბა? მე ძალიან მომწონს, თან გიხდება –მეც ძალიან მომწონს.იმ დროს ჩემთვის მთავარი იყო დაგვემთავრებინა წანწალი მაღაზიებში, ამიტომ არ მაინტერესებდა მიხდებოდა თუ არა. კაბა ვიყიდეთ და გარეთ გავედით უკვე დაღამებული იყო. როცა გამეღვიძა ვიგრძენი,რომ მანქანაში არ ვიჯექი, ვიღაცას ვეჭირე ხელში. ეს ვიღაცა კი ჯეკსონი იყო (ყველანაირად ვეცადე გამეთვალისწინებინა თქვენი რჩევები და ესაა რაც გამომივიდა ; ((()
| |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: პარასკევი, 2012-03-02, 11:16 PM | შეტყობინება # 65 |
225
Offline
| Quote (taakoo1012) (ყველანაირად ვეცადე გამეთვალისწინებინა თქვენი რჩევები და ესაა რაც გამომივიდა ; ((() au,ra argi Tavi iyoo
| |
|
|
|
taakoo1012 | თარიღი: შაბათი, 2012-03-03, 9:02 AM | შეტყობინება # 67 |
55
Offline
| ♫_Ani_♫, გმადლობთ makie, პიტერი გამოჩნდდება ოღონდ ცოტა მოგვიანებით
| |
|
|
|
taakoo1012 | თარიღი: შაბათი, 2012-03-03, 2:44 PM | შეტყობინება # 69 |
55
Offline
| RoB-dOd, აჰაა მართალი ხარ შენ ოღონდ ჯერ ისეთი ამბები უნდა მოხდეს რო ; ოო
| |
|
|
taakoo1012 | თარიღი: ორშაბათი, 2012-03-05, 7:55 AM | შეტყობინება # 70 |
55
Offline
| 10 თავი –დამსვი ეხლავე, წამოვიკივლე შეშინებულმა –დაწყნარდი კეტ, მანქანაში ჩაგეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინე –მაგრამ გამეღვიძა, დამსვი, ჩემითაც შემიძლია ასვლა. კიბეებზე ბაკუნით ავედი და ოთახის კარები ჩავკეტე, ქვემოდან საუბრის ხმა მესმოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მთელი ღამე კოშმარებს ვხედავდი, რომლის მთავარი გმირი რაღათქმაუნდა ნიკი იყო. დილას შეშინებულს გამეღვიძა. როცა საათს შევხედე დილა კი არა შუადღე უფრო იყო. სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი, შემდეგ სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. –რაც მთავარია ადამიანს ვგავარ. გავიფიქრე და ქვემოთ ჩავედი. სახლში მხოლოდ ემა იყო, მამაჩემი როგორც ყოველთვის თავის კომპანიაში იყო დილიდან საღამომდე. –დილა მშვიდობისა ემა –დილა მშვიდობისა,იცი კეტ შენი მეგობრები ძალიან მომეწონნენ. ეტყობოდა ემა აღფრთოვანებული იყო ნიკით და ჯეკსონით. –ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. როგორც ჩანს შემატყო რომ დიდად არ მეხატებოდა ისინი გულზე, ამიტომ ცოტა ნაწყენი ტონით მითხრა –რა თქმაუნდა არ არიან, შენ ხომ პიტერთან ერთად სახურავებზე ცოცვას არაფერი გირჩევნია –არც პიტერია ჩემი მეგობარი, და საერთოდ ვერ გამიგია რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში, დედაჩემი კი არ ხარ. დავინახე ემას თვალები როგორ აუწყლიანდა და ოთახიდან გავიდა. ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ვერ ვიტანდი ასეთ საუბრებს –ეს კარგია, ის ცუდი. მეც მშვენივრად ვიცოდი ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი. მთელი დღე დაბადების დღისთვის მზადებაში გავატარე. საღამოს ჯერემიმ გამომიარა და ერთად წავედით. ნიკის სახლი ღამის კლუბისთვის დაემსგავსებინა, ახლა მივხვდი რისთვის იყიდა ამდენი ხარახურა. –გილოცავ. თბილად გადავეხვიე და ვაკოცე ნიკის, –რა გაყინულიაა. გავიფიქრე და გვერდზე დავდექი –მეც გილოცავ ნიკი. გადაეხვია ჯერემი თუმცა ის არ შეუწუხებია ნიკის გაყინულ კანს. ოთახი უფრო დაკვირვებით მოვათვალიერე, კლასელების უმრავლესობას არ ვიცნობდი, ამიტომ არ გამკვირვებია ამდენი უცხო ადამიანის დანახვა. ნიკი აქეთ იქეთ დადიოდა ყველას ელაპარაკებოდა და უღიმოდა, დაბადების დღეზე კარგად გავერთეთ, სახლში ჯერემიმ წამიყვანა. ემას ძალიან გაუხარდა როცა გაიგო, რომ ნიკისთან ვიყავით. დილით კი დაბადებისდღის ამბები დაწვრილებით მომაყოლა, ეტყობოდა რომ ნიკით და ჯეკსონით აღფრთოვანებული იყო, სულ მათი სახელები ეკერა პირზე. ბოლო დროს კარატეს სულ ვაცდენდი, ეს სპორტი ძალიან მომწონდა,მაგრამ როცა დავფიქრდი მივხვდი რომ აღარ მინდოდა იქ სიარული. ემას ჩემი ეს გადაწყვეტილება ძალიან მოეწონა, რადგან ფიქრობდა, რომ კარატეს დამსახურება იყო ის რომ სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი. როცა სკოლის დავალებების წერას მოვრჩი ჯერემისთან წავედი, მთელი დღ მასთან ერთად გავატარე სახლში კი გვიან დავბრუნდი. მამა მის კაბინეტში მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფურცლებს ჩაკირკიტებდა. მას ჩემთვის არასოდეს ეცალა ამას მიჩვეული ვიყავი კიდეც. ჩემ ოთახში სწრაფად ავირბინე და პირდაპირ საწოლზე ვისკუპე. მუსიკას კი ბოლო ხმამდე ავუწიე. ცოტა ხნის შემდეგ საერთოდ გამოვრთე და დავიძინე.
| |
|
|
|
taakoo1012 | თარიღი: ორშაბათი, 2012-03-05, 3:19 PM | შეტყობინება # 72 |
55
Offline
| makie, ahaa Egrea Zustad ; )))
| |
|
|
taakoo1012 | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-06, 6:13 PM | შეტყობინება # 73 |
55
Offline
| 11თავი სკოლაში ადრე წავედი. ყველა ბავშვი ნიკის დაბადების დღეზე ლაპარაკობდა. კლასში ყოფნა პირდაპირ გაუსაძლისი იყო. დღეს სკოლაში არც ჯერემი იყო, არც ნიკი და არც ჯეკსონი. მთელი დღე მოწყენილი ყოფნა გარანტირებული მქონდა. გაკვეთილებზე კი ლამის ჩამეძინა. სკოლის შემდეგ ჯერემის გავუარე მისმა მშობლებმა კი მითხრეს სკოლაშიაო. ეს ამბავი დიდად არ მომეწონა, ამიტომ ჯეკსონთან წავედი იქნებ ის მაინც დამხმარებოდა. მათი სახლის გზა დაახლოებით მახსოვდა, ამიტომ მიგნება არ გამჭირვებია. კარზე ვაპირებდი დაკაკუნებას როცა მსხვრევის ხმა მომესმა. ეს ხმა სახლის უკანა მხრიდან მოდიოდა, მეც იქითკენ გავიქეცი. ჯეკსონს მეორე სართული ფანჯარა გაემსხვრია და ძირს ვარდებოდა. იმ ადგილას მივირბინე სადაც დაეცა, მაგრამ თითქოს წამოფრინდა ისე სწრაფად წამოდგა და ქვემოთ მდგარ ნიკის დაეძგერა,ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ და ერთმანეთს ესხმოდნენ თავს. ირგვლივ ყველაფერი გაანადგურეს. ნიკიმ შეძლო ჯეკსონი დაეჭირა და ყელში წვდა. ჯეკსონი ყველანაირად ცდილობდა განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. ნიკი მრისხანედ იღრინებოდა და უფრო მაგრად უჭერდა ხელს. –არა ნიკი გთხოვ, ეს არ გააკეთო. სასოწარკვეთით დავიკივლე და მათკენ გავიქეცი. ამან შედეგი არ გამოიღო. ნიკი უფრო და უფრო უჭერდა ხელს და თვალები ბოროტად უელავდა. –გთხოვ გაუშვი. ფრთხილად შევეხე და ვცადე მისი ხელი ჯეკსონისთვის მომეშორებინა. ნიკიმ ცივად უშვა ხელი ჯეკსონს და მთელი ძალით მოისროლა, თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა. მაშინვე ჯეკსონთან მივირბინე –კარგად ხარ? –მაპატიე გთხოვ –რა უნდა გაპატიო? იმედი მაქვს ამიხსნი შენ და ნიკი ასეთი ძლიერები როგორ ხართ, ან რატომ მოგკლა კინაღამ –ნიკი მართალი იყო, არ უნდა შეგეშალა ხელი, უნდა მოვეკალი –წესიერად ახსნა არ შეგიძლია? –წამოდი და გაჩვენებ. უეცრად ხელი დამავლო და სახლისკენ გამაქანა. შიშისგან თვალები დავხუჭე –შეგიძლია გაახილო, არაფერი დაგმართნია. სრულიად უემოციო ხმით მითხრა. თვალები გავახილე და საწოლზე გაშოტილი ჯერემი დავინახე. –ჯერემიი, წამოვიკივლე და მივუახლოვდი. შევანჯღრიე, მაგრამ არც კი განძრეულა. უცებ ჩემს გონებაში ყველაფერი დალაგდა, მივხვდი რაც ხდებოდა ჯეკსონმა ჯერემი მოკლა, ნიკი ამაზე გაბრაზდა და ამიტომ უნდოდა მისი მოკვლა. –იდიოტო ეს როგორ გააკეთე. გაბრაზებულმა დავუღრიალე და ხელი ვკარი –კეტრინ მომისმინე ის ცოცხალია –ცოცხალი? შენ რა ჭკუა სულ დაკარგე? უფრო ხმამაღლა დავიღრიალე და გარეთ გავვარდი. ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო არ მაინტერესებდა ვინ იყვნენ ნიკი და ჯეკსონი. რომ შემძლებოდა ჩემი ხელით მოვკლავდი ორივეს, ისინი რომ არა ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა. სახლში გაცოფებული მივედი, ჩემს ოთახში ავედი და კარი საიმედოდ ჩავკეტე. არ მინდოდა ვინმეს დავენახე ასეთ მდგომარეობაში. ამ დროს ჯეკსონის ხმა გავიგონე, ჩემს წინ ატუზულიყო და მაკვირდებოდა –კეტრინ მომისმინე
| |
|
|
elee | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-06, 6:52 PM | შეტყობინება # 74 |
131
Offline
| taakoo1012, vaimee rogor damaintrigee :D:*** shermdegii tavi minda rodis iqnebaa?
| |
|
|
taakoo1012 | თარიღი: სამშაბათი, 2012-03-06, 7:15 PM | შეტყობინება # 75 |
55
Offline
| elee, მალე დავდებ
| |
|
|