ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 10:10 PM | შეტყობინება # 106

397
10  +
12  ±
   ±
Offline
male gamojamrtelobas gisurveb


makieთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 10:13 PM | შეტყობინება # 107

144
4  +
28  ±
   ±
Offline
uii!!! sad sad imediaa malee gamoketdebiiiii tongue tongue tongue


eleeთარიღი: კვირა, 2012-04-01, 6:30 PM | შეტყობინება # 108

131
2  +
7  ±
   ±
Offline
bella-vampire, rodis dadeb shemdegs?

T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 8:32 PM | შეტყობინება # 109

266
15  +
30  ±
   ±
Offline
aaaa dadeee ra axaaliiii taviiiiiiii cry


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 8:33 PM | შეტყობინება # 110

842
83  +
   ±
Offline
axla vwer da albat dges gvian iqnebaa;**

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 9:30 PM | შეტყობინება # 111
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
axla vwer da albat dges gvian iqnebaa;**

aaaauuu ra magariaaaa love



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

makieთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 10:05 PM | შეტყობინება # 112

144
4  +
28  ±
   ±
Offline
velodebiiii :*:*:*


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 11:09 PM | შეტყობინება # 113

842
83  +
   ±
Offline
bodishit bavshvebo magram dges ver iqneba axlai tavi...:(( sul damaviwyda rom dges cekvaven varskvlavebia, rom ar vuyuro gavgijdebii. daabralet im shous :DDD

♫_Ani_♫თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 11:22 PM | შეტყობინება # 114

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ცუუდიი შოუუ :XX


makieთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-05, 7:05 PM | შეტყობინება # 115

144
4  +
28  ±
   ±
Offline
dghes iqnebaa??.. sad sad sad sad


niniko14თარიღი: პარასკევი, 2012-04-06, 10:15 PM | შეტყობინება # 116

194
3  +
3  ±
   ±
Offline
bella-vampire, au ar dadeb ?? sad ramdeni dgea gelodebit : (


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-07, 3:34 PM | შეტყობინება # 117

397
10  +
12  ±
   ±
Offline
au ra tu agar wer pirdapir tqvi angry angry angry angry


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-04-07, 4:44 PM | შეტყობინება # 118

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo saxlshi ar var da ver davdeb shemdeg tavs orshabatmde. orshbats sagamos iqneba.
viku-vuku, rom agar vagrdzelebde vityodi wink

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 11:26 PM | შეტყობინება # 119

842
83  +
   ±
Offline
VIII თავი

მეორე დღეს, დილით საკმაოდ გვიან გავიღვიძე. მართალია 11 საათი ჩემთვის გვიან საერთოდ არ იყო, მაგრამ როცა პირველი სართულიდან რაღაც ხმები მომესმა, მაშინვე მივხვდი, რომ სამივენი უკვე დიდი ხნის ამდგარნი იყვნენ. საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში თავის მოასაწესრიგებლად შევედი.
მეორე სართულიდან ჩამოვედი თუ არა, მაშინვე სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, სამზარეულოდან გამოდიოდა. გემრიელ სუნზე მუცელმაც მომცა ნიშანი, რომ ჭამის დრო იყო. სამზარეულოში შევედი და საოცრად თბილი სცენის მომსწრე გავხდი. სამივენი ერთად ამზადებდნენ საუზმეს, თან მომღიმარი და ბედნიერი სახეები ჰქონდათ. გული ამიჩუყდა. ჩვენს ოჯახში ასეთი სიტუაცია არასდროს ყოფილა.
- დილამშვიდობისა, - არ მინდოდა ეს იდილია დამერღვია.
- დილამშვიდობისა, - სანდრომ და მამამისმა ერთად მითხრეს. ოღონდ სანდრომ ქართულად, დევიდმა კი რუსულად.
- მაპატიე, რუსულად ლაპარაკს მიჩვეული ვარ, - თავაზიანად გამიღიმა.
- არა რას ამბობთ, ჩემთვის პრობლემა სულაც არ არის, პირიქით. ჩემს გამო დისკომფორტი არ შეიქმნათ, - მათ ისედაც ბევრი გააკეთეს ჩემთვის და აღარ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა.
- ქართულად ლაპარაკის პრაქტიკას გავივლი, ჩემთვის უკეთესია, - გამიღიმა.
- მოდი ძვირფასო, საუზმედ ომლეტი გვაქვს, - მარიამ ხელი მომკიდა და სუფრასთან დამსვა. - იმედია მოგეწონება.
- ეჭვიც არ მეპარება რომ უგემრიელესი იქნება, - გავუღიმე და ოთხივენი საუზმობას შევუდექით.
დილა ძალიან ხალისიანად დაიწყო. ამ ადამიანებს საოცრად შეეძლოთ ჩემი გახალისება და პრობლემების დავიწყება. ბედნიერი ვიყავი რომ ისინი გავიცანი.
საუზმის შემდეგ მარიას და სანდროს დავემშვიდობე და დევიდს ბიძაჩემის ოფისში გავყევი.
- არ დაგვივიწყო, შემოგვიარე ხოლმე, - გულთბილად გადამეხვია მარია.
- რა თქმა უნდა. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა.
სანდროს მხოლოდ სიტყვით დავემშვიდობე და დევიდის უზარმაზარ ჯიპში ჩავჯექი. დანიშნულების ადგილამდე მალევე მივედით. მანქანიდან უცბად გადმოვედი და უზარმაზარ შენობას შევხედე. ალმაცერად დავუწყე ყურება, ნეტავ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიძიასია?
- ბიძაშენით უნდა ამაყობდე. საქართველოდან ჩამოსულმა ემიგრანტმა ამდენი შეძლო და ამხელა იმპერია შექმნა, - ხელით შენობზე მანიშნა.
- ეს რა, სულ ზურასია? - ვერ ვიჯერებდი.
- კი, მთავარი დამაარსებლები ის და მისი ცოლი, რიმაა. წამოდი, შევიდეთ.
ოჰო, ამდენს ნამდვილად არ მოველოდი. თურმე ბიძაჩემის აქაურ ცხოვრებაზე არაფერი მცოდნია. არასდროს არ დავინტერესებულვარ მისი ბიზნესით. უბრალოდ ვიცოდი, რომ ძალიან წარმატებული იყო. მაგრამ იმის გააზრება, რომ ბიძაშენი უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენია და ისეთი მანქანა ჰყავს, რომელიც მთელ ქვეყანაში მხოლოდ სამი დადის, ნამდვილად არაა ადვილი საქმე. მაგრამ ვეცადე ემოციები უკანა ფლანგზე გადამეტანა ისეთი აღფრთოვანებული არ გამოვჩენილიყავი, როგორიც ვიყავი.
მაგრამ ემოციების დამალვა არ დამცალდა, შიგნიდან კიდევ უფრო უკეთესი იყო ყველაფერი. დევიდს ყველა ესალმებოდა და ღიმილით ხვდებოდა, მე კი ცნობისმოყვარე თვალებით მათვალიერებდნენ. მესამე სართულზე ავედით და ვიღაც გოგოსთან მივედით, რომელიც ფურცლებში იქექებოდა.
- გამარჯობა ნატალი.
- გამარჯობა ბატონო დევიდ, როგორ ბრძანდებით? - გოგონა თვით თავაზიანობა იყო.
- გამდლობთ, კარგად. ზურას სცალია?
- კი, თავისუფალია.
- მაშინ შევალთ.
დევიდმა ჯელტმენურად გამიშვა წინ. ბიძაჩემის კაბინეტში დაუკაკუნებლად შავვარდი.
- მოვედიი, - ცოტა ღმამაღლა მომივიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ბიძიას კისერზე ჩამოვეკიდე.
- როგორ მიხარია შენი ნახვა. კარგად ხარ?
- არაჩვეულებრივად, - თვალი ჩავუკარი.
- დევიდ, ძალიან დიდი მადლობა, რომ თამუნაზე იზრუნე.
- სამადლობელი არაფერია ზურა, ძალიან კარგი ძმიშვილი გყავს.
- ჰო, - ეშმაკური სახით გადმომხედა.
ოთახში რიმა შემოვიდა და თბილად მომესალმა.
- ძალიან ვინერვიულეთ, - თავი გადააქნია.
- ბოდიში, - დავიმორცხვე.
- თამუნ, მე და დევიდმა საქმეზე უნდა ვისაუბროთ. შენ კი რიმას გაყევი, ყველაფერს დაგათვალიერებინებს.
- მშვენიერია! - წამოვიძახე გახარებულმა.
რიმამ კომპანიის უზარმაზარი ოფისი დამათვალიერებინა. ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად იყო მოწყობილი, ბოლოსდაბოლოს მოდის სახლი იყო. რაც მთავარია, სიმყუდროვე იგრძნობოდა.
- აბა, რას იტყვი, მოგწონს?
- კი, ყველაფერი ძალიან ლამაზია. ასეთ გარემოში მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.
- წამოდი, ახლა მოდელებს გაჩვენებ, - რიმამ მხიარულად ჩამკიდა ხელი და რომელიღაც ოთახში შემიყვანა. არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორიც მეგონა.
ოთახში შედარებით პატარა ზომის პოდიუმი იყო, მოდელები დიზაინერებს კაბებს უჩვენებდნენ. რიმამ ყველა გამაცნო, ღიმილით შემხვდნენ. კომპანიის დამაარსებლის ძმიშვილს ცუდად ვინ შემხვდებოდა. ამასობაში ოთახში სანდროს მამა, დევიდი შემოვიდა. მე რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა დაყ ველა იქ მყოფს მიესალმა.
- არ გინდა, შენც სცადო? - მკითხა და თავით პოდიუმზე მანიშნა.
- მე? - გამიკვირდა.
მოდელობაზე მხოლოდ ბავშვობაში ვფიქრობდი, ამის შემდეგ სურვილიც არ მქონია.
- ხო თამო, არ გინდა სცადო? - საუბარში რიმაც ჩაერთო. - დარწმუნებული ვარ, გამოგივა.
ეს საუბარი ოთახში ერთ-ერთმა ახალშემოსულმა გაიგომა, მაშინვე ჩვენთან მოვიდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- მშვენიერია! - წამოიძახა. - ვინ არის ეს მშვენიერი არსება? – გავწითლდი.
- ზურას ძმიშვილია.
- მით უფრო სასიამოვნოა. მე ერთ-ერთი მთავარი დიზაინერი ვარ, საშა. წამოდი, გამოგაწყობ, - ხელი ჩამკიდა, მაგრამ არ გავყევი.
- დარწმუნებული არ ვარ, რომ მინდა ეს ვცადო.
- დამიჯერე, პოდიუმზე ძალიან კარგად გამოჩნდები. მითუმეტეს, თუ ჩემს კაბაში იქნები გამოწყობილი, - გაიკრიჭა.
გამეცინა. ძალიან საყვარელი კაცი იყო. ცეკვაზე სიარულის გამო, ყოველთვის გამართული და თავაწეული დავდიოდი. ალბათ ამიტომაც ამბობდა ასე.
- აუცილებლად ვცდი, მაგრამ არა დღეს, - თავაზიანად ვუთხარი უარი.
ოდისში კიდევ ცოტა ხანს დავრჩი, დიდი ხანი იქ ყოფნა მომწყინდა და ამიტომ წასვლა გადავწყვიტე. ყველას დავემშვიდობე, ბიძიას შევუარე და კიევის რუკით ხელში გარეთ გამოვედი. შენობის წინ ბაიკი იდგა. მაშინვე სანდრო გამახსენდა და ისიც პირდაპირ ჩემს წინ გაჩნდა. თავიდან მეგონა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ როცა დამაბრმავებლად გამიღიმა და მომესალმა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ილუზია.
- აქ რა გინდა?
გადავწყვიტე, კიევის ახალი მაცხოვრებლისთვის ქალაქი დამეთვალიერებინა. დარწმუნებული ვარ, ამას აპირებ, - რუკაზე მიმითითა. - მაგრამ დამიჯერე, მარტო საშინლად მოსაწყენია. თანაც, საშიშია, ისევ არ დაიკარგო შენი ბედის პატრონი, - ახარხარდა.
მის ნათქვამზე ოდნავ გავბრაზდი, მაგრამ მაინც გამეღიმა.
სანდრომ ჩაფხუტი გამომიწოდა. ერთი წუთი თითქოს უნდობლად ვუყურებდი ხან მას, ხან კი ჩაფხუტს. მაგრამ ბოლოს მაინც გამოვართვი და უკან მივუჯექი.
- ძალიან ჩქარა არ იარო იცოდე, - გავაფრთხილე.
- როგორც იტყვით, მემ.
თურმე კიევი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა, მე კი არ ვიცოდი. სანდრომ კიევის მთავარი ღირსშესანიშნაობები არ დამათვალიერებინა. მითხრა, ამ საქმეში გიდობას ვერ გაგიწევო. მაგრამ სამაგიეროდ, ულამაზესი ბუნება და პარკები დამათვალიერებინა. რა კარგი იქნებოდა, საქართველოშიც რომ ყოფილიყო თუნდაც რამდენიმე ამდაგვარი სკვერი. აქ ყველგან სისუფთავე იყო. და არა ისე, როგორც საქართველოში. ორ კვირაში რომ ყველა პარკი ფუჭდება და სასიზღარი შესახედავია.
სანდროსთან ერთად ადამიანი ვერ მოიწყენს. ძალიან ენერგიული და მხიარული ადამიანია. მასთან ერთად ყოფნა მსიამოვნებდა, თავს დაცულად ვგრძნობდი. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ასე თუ ისე, ჩემთვის ეცალა და ჩემი გართობისთვის კარგავდა დროს. ამას ძალიან ვაფასებდი და მიხაროდა, რომ მისნაირი ადამიანი ვიპოვე.
სანდროს ექსკურსიის მეორე ნაწილი შემდეგი დღისთვის გადავატანინე და ვთხოვე, რომ ცეკვის სტუდიასთან მივეყვანე. უფრო სწორად, უბრალოდ მისამართი მივეცი. როცა ბაიკი შენობის წინ გააჩერა და ორივემ მოვიხსენით ჩაფხუტები, სანდრო ხან მე და ხან შენობას უყურებდა გაკვირვებული სახით.
- ეს ცეკვის სტუდია არაა?
- კი, ასეა. რა მოხდა? - მისმა რეაქციამ გამაკვირვა და დამაინტერესა.
- რატომ არ მითხარი რომ ცეკვავდი? - გაბუტული ბავშვის სახე ჰქონდა. გამეცინა.
- არ გიკითხავს და... - მხრები ავიჩეჩე.
- მაშინ შემოვალ და გიყურებ, - ბაიკიდან ადგა.
- არც გაბედო! - მაშინვე ვიუარე. - დღეს პირველი დღეა, თვითონაც არ ვიცნობ არავის. მარტო მირჩევნია მისვლა.
- კარგი, მაგრამ შემპირდი, რომ მაჩვენებ როგორ ცეკვავ
- ოდესმე აუცილებლად.
- ოდესმე არა, მალე, - ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩურჩულით მითხრა. მერე ლოყაზე ტკბილად მაკოცა და არანორმალური სიჩქარით გაუყვა ქუჩას.
ცეკვის სტუდიის უზარმაზარ შენობას გავხედე, შესვლას ვერ ვბედავდი. ჩემს ძველ სტუდიას ძალიან მიჩვეული ვიყავი, ერთ მეგობრულ ოჯახად ვიყავით შეკრულნი. აქ კი არ ვიცოდი რა მელოდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც მომიწევდა ურთიერთობა. ძალა მოვიკრიბე და შენობის უზარმაზარი კარი შევაღე. ნანახმა გამაოცა, მეგონა სასახლეში მოვხვდი. ასეთ სანახაობასაც არ ველოდი. ვიცოდი, რომ მთელ კიევში საუკეთესო სტუდია იყო, მაგრამ ნანახმა ყველაფერს გადააჭარბა. უზარმაზარ კიბეებს ავყევი და მეორე სართულზე, დარბაზის წინ აღმოვჩნდი. კარი გავაღე და ასევე უზარმაზარ სარკეებიან დარბაზში აღმოვჩნდი. მასწავლებელი პატარა ბავშვებს გაკვეთილს უტარებდა. ისეთი საყვარლები იყვნენ, სამსანტიმეტრიან ფეხსაცმელებზე შესკუპებულები. ყოველთვის მომწონდა უკრანელი ბავშვები. უმეტესობა ქერა, თეთრი და ღია ფერის თვალებით იყვნენ. თან ისე საყვარლად ცეკვავდნენ, არ შეიძლებოდა თითოეული მათგანი მაშინვე არ შეგყვარებოდა.
იქვე მდგომმა ბიჭმა შემამჩნია და მომესალმა. მეც იგივეთი ვუპასუხე და თან ვფიქრობდი, რომ საუბრის დროს რომელიმე რუსული სიტყვა არ დამვიწყებოდა. ეს ნამდვილი სირცხვილი იქნებოდა.
- გამარჯობა, - თავაზიანად გავუღიმე. - მასწავლებელთან მინდა საუბარი.
- ცეკვის დაწყება გინდა? - თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- კი, - უხერხულად შევიშმუშნე.
ამასობაში მასწავლებელიც მოვიდა. პატარებთან კი მისმა ასისტენტმა გააგრძელა მუშაობა.
- შენ ალბათ ზურას ძმიშვილი ხარ, არა? - ახალგაზრდმა ქალმა გულთბილად გამიღიმა.
- დიახ, მე ვარ. თამუნა, - ხელი გავუწოდე.
- ლენა, - გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
ბიძიამ წინასწარ დარეკა სტუდიაში და ჩემი მისვლის შესახებ შეუთანხმდა. ბიძაჩემს უკრაინაში და მითუმეტეს კიევში, ყველა იცნობდა და ეს ცოტა არ იყოს, ოდნავ დისკომფორტსაც მიქმნიდა.
- ბიძაშენმა მითხრა, რომ საქართველოში ცეკვავდი. იქნებ გვაჩვენო რა შეგიძლია?
- დიდი სიამოვნებით, - ავნერვიულდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და გავიღიმე.
- გასახდელი იქითაა, - პატარა კარზე მანიშნა და მეც იქ შევედი, რომ სპეციალური ფეხსაცმელები ჩამეცვა. ოთახში არავინ არ იყო და თავისუფლად ვიქცეოდი. რვასანტიმეტრიანი ფეხსაცმელები ცავიცვი და გარეთ გავედი. უცნაურია, სიარულის დროს ფეხები ხანდახან მიკანკალებს, მაგრამ ცეკვის დროს საერთოდ არ მაწუხებს. Dარბაზის შუა ნაწილში, ზუსტად დიდი ჭაღის ქვეშ იდგა ლენა და მეც იქითკენ გავემართე.
- ეს ანდრეია, - მიმინიშნა იმ ბიჭზე, რომელიც თავიდან გამომელაპარაკა. - თავიდან მასთან ერთად იცეკვებ.
ლენამ ნელი ვალსის მუსიკა ჩართო, მე და ანდრეიმ პოზიციები დავიკავეთ. წყვილში ცეკვას მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ ვნერვიულობდი. ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ცეკვა მარცხენა ფეხით უნდა დამეწყო და რაც შეიძლება დიდი ნაბიჯები გადამედგა. მე და ანდრეიმ ერთდროულად დავიწყეთ ცეკვა. საკმაოდ კარგი მოცეკვავე აღმოჩნდა. ორივე სინქრონში ვცეკვავდით ულამაზეს მოძრაობებს.
ლენამ მუსიკა გამორთო და კმაყოფილი სახით შემოგვხედა.
- ყოჩაღ თამუნა, ძალიან კარგია. სიმართლე გითხრა, ასეთს არ მოველოდი.
- წყვილში არ გიცეკვია? - მკითხა ანდრეიმ.
- სოლო ჯგუფში ვიყავი, მაგრამ წყვილში ცეკვის რაღაც გამოცდილება მაინც მაქვს.
- ჰო, გეტყობოდა, რომ არ ხარ მიჩვეული პარტნიორთან ცეკვას, - ყველაფერი ჩააშხამა.
- ანდრეი, შენი მოსაწონი გოგო როგორ არ გამოჩნდა? - გაიცინა ლენამ. - ყურადღება არ მიაქცია, ძალიან პრეტენზიულია, - მითხრა და ხელი ჩამკიდა, გვერდზე გამიყვანა.
- იქნებ ახლა მარტომ იცეკვო? ცოტა ხნის წინ წავიდა ერთი გოგო და ანსაბლში მისი შემცვლელი მჭირდება.
ამ ამბავმა გამახარა და ძალა შემძინა. ლენამ სამბას მუსიკა ჩართო, თანაც სწორედ ის, რაზეც განსაკუთრებით მსიამოვნებდა ცეკვა. თვალები დავხუჭე და უბრალოდ რიტმს მივენდე, მუსიკას ავყევი... მგონი ისე გავერთე, რომ რამდენიმე კომპოზიცია გადავაბი ერთმანეთს. მუსიკა დამთავრდა და რევერანსი გავაკეთე. ლენა აღფრთოვანებული სახით მიყურებდა.
- ხვალ ოთხ საათზე მოდი, პირდაპირ ანსაბლში ჩაგსვამ. რამდენიმე კვირაში უკრაინის თასია, რომელიც ჩვენმა სტუდიამ უნდა ჩაატაროს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად უნდა გამოვიდეთ.
- გასაგებია, იმედებს არ გაგიცრუვებთ, - სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე.
- იმედი მაქვს, - თბილად გამიღიმა.
ანდრეის და ლენას დავემშვიდობე და გასახდელისკენ წავედი. ცეკვის დროს ვერც კი შევამჩნიე, რომ ბევრი ხალხი მოგროვილიყო და ყველა მე მიყურებდა. ზოგს აღფრთოვანებული მზერა ჰქონდა, მაგრამ უმეტესობა შურით იყო სავსე. თავიდანვე ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ამიტომ არ გამკვირვებია. ფეხზე უცებ გამოვიცვალე და გარეთ გავედი. კიბეები ჩავირბინე და ქუჩაში აღმოვჩნდი, მესიამოვნა საღამოს ჰაერი. თავიდან ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ჩანთიდან კიევის რუკა ამოვიღე და ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. თითქმის ერთი საათი ვობოდიალე კიევის ქუჩებში, თან სულ რუკას ვუყურებდი, რომ ისევ არ დავკარგულიყავი. ჩემგან ოდნავ მოშორებით რამდენიმე ბაიკი შევამჩნიე. როგორც დავასკვენი, მათი პატრონები რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. მათ ერთი გამოეყო და ბაიკზე დაჯდა. პულსი ამიჩქარდა, სანდრო იყო... მას კიდევ ორმა მიბაძა და ახლა დანარჩენებს ელოდებოდნენ, მაგრამ ისინი არ ჩქარობდნენ. ერთ ადგილას გაშეშებული ვიყავი და მათ შევცქეროდი. არცერთს არ გამოპარვია ჩემი იქ ყოფნა, უკმაყოფილო მზერით დამიწყეს ყურება. მათი დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა, გაბრუნებას ვაპირებდი, როცა სანდროს თვალებს შევეჩეხე. ის ყველაზე მეტად აფორიაქებული ჩანდა თითქოს თვალებით რაღაცას მინიშნებდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიგებდი და ისევ გაშეშებული ვიდექი. ვიცოდი რომ რაღაც უნდა გემეკეთებინა მაგრამ რა, ვერ გამეგო. სანდრო ბაიკიდან გადმოვიდა და გამწარებული სახით წამოვიდა ჩემკენ, ცოტათი შემეშინდა კიდეც.
- ასეთ დროს აქ რა გინდა? - კბილებში გამოცრა თითოეული სიტყვა.
- რას ვაშავებ? - გავიკვირვე.
- მერე დაგელაპარაკები, ახლა სახლში წადი, - ტაქსი გააჩერე და უკანა კარები გამიღო.
- არა, ცდები, - კარი მივახურინე და წინ დავუდექი. - ან ამიხსენი რა ხდება, ან არადა არსადაც არ წავალ. სადაც მინდა იქ ვივლი, არ გაქვს უფლება რომ რამე ამიკრძალო.
- ახლა სახლში წადი, მე კი საღამოს შემოგივლი და დაგელაპარაკები, - მუდარით სავსე მზერით შემომხედა.
- სანდრო! - პატარა ბავშვივით ფეხები დავაბაკუნე.
ჩემს საქციელზე გაეღიმა და სახე მოულბა.
- სახლში წადი და დამელოდე, - ლოყაზე მომეფერა და მანქანაში ჩამსვა. მძღოლს მისამართი უთხრა და ფული გადაუხადა, მე კი ხელი დამიქნია და უკან გაბრუნდა.
სახლამდე იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ გააღიზიანა სანდრო ჩემმა იქ დანახვამ. ან საერთოდ რა ხდებოდა, ვინ იყვნენ დანარჩენი ბიჭები. ამ კითხვებზე პასუხს დღეს საღამოს მივიღებდი. თვითონ თუ არ მეტყოდა, ძალით ვათქმევინებდი!

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-04-10, 1:10 AM | შეტყობინება # 120
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aaa tamoooooo vaimeee!!!!! chemi stiqiaa siswrafee raaa da shen kide sul iset situaciebze wer, romlebic chemtvis saocneboa!!! au magari xar raaa!!! magari tavi ioo dzalian, ze magari tavi biggrin shemdegi mesachiroeba saswrafod love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: