ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 18 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 16
  • 17
  • 18
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ვცეკვავ მონატრებას

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-07-30, 1:25 AM | შეტყობინება # 256

842
83  +
   ±
Offline
XV თავი


სკოლაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. მართალია უცხო ენაზე სწავლა ცოტა მიჭირდა, მაგრამ თანდათანობით ამასაც შევეჩვიე, თან ბავშვებიც მეხმარებოდნენ და მასწავლებლებიც ხელს მიწყობდნენ. მომწონდა ახალი გარემო, მაგრამ ერთ რამეს მივეჩვიე. ყოველთვის ვადარებდი საქართველოსა და უკრაინას. ჩემს ყოველდღიურობას აქ და იქ, კლასელებსა და მეგობრებს... ბევრი საერთო და განსხვავება ჰქონდათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, კითხვაზე, სად მირჩევნია ყოფნა, პასუხი მაინც არ მქონდა. და ალბათ არასდროს მექნება... დრო გადიოდა და ვხვდებოდი, რომ არჩევანის გაკეთება მალე მომიწევდა. საშინლად ვიძაბებოდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა...
ცეკვა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და ჩემ ცხოვრებაში შემოიტანა ხალისი და ის გრძნობა, რასაც მხოლოდ ცეკვის დროს განვიცდი. თუ გრძნობით და ემოციებით არ შეასრულე ცეკვა, სრულყოფილი არასოდეს იქნება. მე კი ეს გამომდიოდა, რადგან ვგრძნობდი მას, ის ჩემს სულში და გულში იყო. მაგრამ... ყოველი მოძრაობა, ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი მონატრების გრძნობით იყო გაჟღენთილი. განსაკუთრებით კი რუმბას დროს... რუმბა სიყვარულის ცეკვაა, მაგრამ მე იმდენად მენატრებოდნენ ჩემი საყვარელი ადამიანები, რომ მონატრების ცეკვად გადაიქცა. მე და ანდრეის წყვილის ცხოვრება გვქონდა დადგმული, რომელიც ტრაგიკულად სრულდებოდა, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება საქართველოში. ყველა ამბობდა რომ მე და ანდრეი განსაკუთრებულად ვუხდებოდით ცეკვის დროს ერთმანეთს. ალბათ ასეც იყო, მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით. ხან ძალიან ჩაკეტილი იყო, ხან ძალიან გახსნილი... ძნელი იყო მისი გაგება და სიმართლე რომ ვთქვა, თავს დიდად არც ვიწუხებდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ კარგად ცეკვავდა.
დღის უმეტეს ნაწილს სტუდიაში და სანდროსთან ერთად ვატარებდი. ბევრს სწავლობდა და ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდებოდა, მაშინვე ჩემთან მოდიოდა და ერთად ვერთობოდით. ვგრძნობდი, რომ მის გარეშე ვერასდროს ვერ გავძლებდი. არც კი მეგონა, ასე თუ შემიყვარდებოდა ვინმე... სანდრო მხოლოდ ჩემი შეყვარებული კი არა, არამედ საუკეთესო მეგობარი იყო, რომელთანაც მე “მე” ვიყავი.
ცეკვაზე ყოველი თვის ბოლოს კონკურსები გვქონდა, მე კი ისევ მიჭირდა უკრაინულ გარემოს შევგუებოდი. თუმცა ეს მხოლოდ კონკურსებზე, აქაური ცხოვრების წესი მომწონდა. ძალიან თავისუფალი ხალხი იყო, ცხოვრება დუღდა. შაბათ-კვირას სახლში ღამის ორ საათზე მივდიოდი, რაც საქართველოში არასდროს გამიკეთებია. საბედნიეროდ, ბიძია არაფერს მეუბნებოდა, სანდროს და მე გვენდობოდა და იცოდა, რომ მასთან უსაფრთხოდ ვიყავი.
სამწუხაროდ, მე და ანასტასიამ კარპატებში წასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ სამაგიეროდ, საახალწლოდ წავიდოდით.
- მოიცა, მარტო შენ და ანასტასია მიდიხართ კარპატებში? -ცალი წარბი აწია სანდრომ, როცა ახალი ამბავი ვუთხარი.
- არა, რა თქმა უნდა. ბიძია ვინმეს გაგვაყოლებს, სულ მარტონი ვერ წავალთ. შეიძლება რიმა წამოვიდეს, თუ მოიცალა.
- და მე აქ უნდა დამტოვო? - თეატრალურად აღშფოთდა.
- სტუმრად დაგპატიჟებთ, - ვუთხარი სიცილით.
- მე უკეთესი იდეა მაქვს, - ხელი მომკიდა და ერთ წამში მის კალთაში აღმოვჩნდი.
- უშენოდ ერთ დღესაც ვერ გავძლებ, - ყურში ნაზად ჩამჩურჩულა და ჩამიხუტა.
გული შემეკუმშა მის სიტყვებზე. როცა მასთან არ ვიყავი, ყოველ წუთს მენატრებოდა, მინდოდა მისი ხმა გამეგო და სულის შეხუთვამდე ჩავხუტებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს შეუძლებელი იქნებოდა. არ ვიცოდი ამას როგორ გავუძლებდი, მაგრამ სამუდამოდ უკრაინაში ვერ დავრჩებოდი, თუნდაც მხოლოდ სანდროს გამო. იმედს ის მაძლევდა, რომ ისიც ქართველი იყო და შესაბამისად, ჩამოვიდოდა საქართველოში. რა თქმა უნდა არა საცხოვრებლად, რადგან მან მთელი ცხოვრება უკრაინაში გაატარა, ისევე, როგორც მე საქართველოში...
- სანდრო, ძალიან გიყვარვარ? - ვკითხე ბავშვურად, გულობრყვილოდ.
- რატომ მეკითხები? - გაუკვირდა, მაგრამ თბილად გამიღიმა და სახე ახლოს მომიტანა. - მე შენ ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ, - და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. ისე ვნებიანად მკოცნიდა, რომ ძალა გამომეცალა და ალბათ გულიც წამივიდოდა, რომ არ გაჩერებულიყო.
- ოფს, - მისაგებში სანდროს დედა, მარია შემოვიდა. ვერ მივხვდი უხერხული სახე რატომ ჰქონდა, მაგრამ როცა გავიაზრე რომ ისევ სანდროს კალთაში ვიჯექი, ჭარხალივით წამოვწითლდი და ადგომა ვცადე, მაგრამ სანდროს ხელებმა შემაჩერეს. როცა შევხედე და თვალები დავქაჩე, მხიარულად გადაიხარხარა და ხელები გამიშვა. მე კი უხერხულად შევისწორე ბოლო კაბა დამ ის გვერდით დავჯექი დივანზე.
- თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს ბავშვებო, იმედია გაგიხარდებათ, - მართალია მრავლობითში ლაპარაკობდა, მაგრამ მე მიყურებდა.
- რას გულისხმობ? - დაინტერესდა სანდრო და დასერიოზულდა.
- რიმამ რაღაც შემომთავაზა, - ყურები ვცქვიტე. - ვიცი რომ შენ და ანასტასია საახალწლოს კარპატებში აპირებთ წასვლას. მარტო ვერ გაგიშვებთ, ამიტომ რიმა წამოგყვებათ და მეც შემომთავაზა, რომ თქვენთან ერთად წამოვსულიყავი.
ამ დროის განმავლობაში რიმა და მარია ძალიან დამეგობრდნენ. ისედაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ახლო მეგობრები გახდნენ, თითქმის სულ ერთად იყვნენ თავისუფალ დროს.
- ძალიან კარგი იდეაა! - აღფრთოვანება ვერ დავმალე.
- მაგარია! ანუ მეც მოვდივარ, ჰო? - ტაში შემოკრა სანდრომ.
მე და მარიამ, ორივემ გაოცებული სახეებით გადავხედეთ.
- რა? - გაუკვირდა, მაგრამ როცა მიხვდა, - მოიცა, შენ მიდიხარ და მე აქ მტოვებ? - პატარა ბავშვივით გამოუვიდა, რომელსაც დედასთან განშორება არ უნდა.
- შენ რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არ წამოხვალ, - უპასუხა მშვიდად.
სანდროს გაოცებულ სახეზე გულიანად გადავიხარხარე.
- ოთხ ქალს ერთი მამაკაცი არ გჭირდებათ? - ეშმაკურად ჩაიცინა.
- სანდრო, - თავი გადააქნია მარიამ.
- სტუმრად გვეწვიე სიხარულო, - ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ვაკოცე.
სანდროს დედას დასამშვიდობებლად გადავეხვიე და გასასვლელისკენ წავედი.
- მე გაგიყვან, - უხალისოდ წამოდგა სანდრო. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
30 დეკემბერს უკვე კარპატებში ვიყავით და მისი სილამაზით ვტკბებოდით. მთები თოვლით იყო დაფარული, გარშემო სულ თეთრი იყო, რაც მადუნებდა და მამშვიდებდა. თოვლი ყოველთვის მიყვარდა, ახლაც ბედნიერი ღიმილით შევყურებდი გარემოს და მისი სილამაზით ვტკბებოდი. თოვლში გავწექი და თვალები დავხუჭე, მაგრამ...
- ფილტვების ანთება მოგინდა? - თავზე ანასტასია დამადგა.
- ვდგები, ჰო, - უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე და წამოვდექი.
სახლი საახალწლოდ მოვრთეთ, უზარმაზარი ნაძვის ხე დავდგით და ბუხარი დავანთეთ. ყოველთვის მინდოდა ასეთ სიტუაციაში ახალი წლის შეხვედრა. თბილი, ოჯახური გარემო იყო, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ბიძია, დევიდი და სანდრო 31-ში დილას ჩამოვიდნენ, ესეც სანდროს იდეა იყო. მიხაროდა, რადგან ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად შევხვდებოდი. ცხოვრებაში პირველად, ახალი წლის სუფრისთვის მეც ვამზადებდი საჭმელებს. მე და ანასტასია მხოლოდ ინგრედიენტებს ვჭრიდით, დანარჩენს მარია და რიმა აკეთებდნენ, მაგრამ ვგრძნობდი რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. თურმე რიმა შესანიშნავი მზარეულია, რას წარმოვიდგენდი...
ახალი წლის დადგომამდე ყველანი ერთად ვითვლიდით წამებს. ზუსტად თორმეტ საათზე ბიძიამ შამპანური გახსნა და ყველამ ერთად შევსვით. ყველაზე მხიარული, თბილი და დაუვიწყარი ახალი წელი იყო!
სანდრო, ბიძია და დევიდი ორ იანვარს დაბრუნდნენ კიევში, ჩვენ კი კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით. სანდროს ყოველ დღე ველაპარაკებოდი, მაგრამ ეს არ მყოფნიდა. მინდოდა ჩავხუტებოდი და ჩამეკოცნა მისი ტკბილი ტუჩები. ვხვდებოდი, რომ მის გარეშე დიდ ხანს ვერ გავძლებდი, მაგრამ იმასაც კარგად ვიაზრებდი, რომ ეს გარდაუვალი იყო, ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც. მართალია ყველაფერი ჩემ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ განშორება მაინც მოგვიწევდა, თუნდაც დროებითი...
კიევში, აეროპორტში დაგხვდა სანდრო. როგორც კი დავინახე, ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ მას ვხედავდი და სხვა დანარჩენს ვერ ვამჩნევდი. ჩემთვის მხოლოდ მისი ღიმილი და ბრჭყვიალა მწვანე თვალები არსებობდა, რომლებიც სიყვარულით მიყურებდნენ. ვერც კი გავიაზრე, ისე აღმოვჩნდი სანდროს მკლავებში, რომლებიც მთელი ძალით მიკრავდნენ გულში.
- როგორ მომენატრე. აწი აღარსად აღარ გაგიშვებ, - ისევ ისე შემეკუმშა გული... ვგრძნობდი, რომ მისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ამისთვის ძალა არ მქონდა. წინასწარ ვერაფერს ვეტყოდი...
დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. უკვე თითქმის ერთი წელი იყო, რაც უკრაინაში ვცხოვრობდი. ისე მივეჩვიე აქაურობას, თითქმის დამავიწყდა ის ფაქტი, რომ აქ არ დავბადებულვარ და ჩემი სახლი, მეგობრები და ნათესავები საქართველოში იყო. ჩემები ძალიან მენატრებოდნენ, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მათ. და აი, გუშინ ბიძიასთან ჩემი საქართველოში წასვლის ამბავი განვიხილე. თუმცა რა ტქმა უნდა დროებით, მხოლოდ აღდგომის გამო. მშობლების საფლავზე მინდოდა წასვლა. უსამართლობა იქნებოდა, მე რომ არ დავრჩენილიყავი.
საღამოს სახლში გვიან მივედი, ბავშვები ერთად ვიყავით შეკრებილნი და როგორ არ ვგიჟობდით. აქაურები ძალიან გახსნილები და თამამები იყვნენ, მეც მათ დავემსგავსე. ბიძიას კაბინეტიდან შუქი გამოდიოდა. მეც იქითკენ წავედი, მაგრამ რიმას ხმა გავიგე და შევჩერდი.
- ზურა, მესმის შენი, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რომ თამუნას მარტ ოვერ გაუშვებ საქართველოში. შენი წასვლაც ვერ გამოვა, ზუსტად ამ კვირაში უამრავი ჩვენება გვაქვს. ახალი დამკვეთები გამოჩნდნენ, კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ. შენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს.
- მართალია, აქ ბიზნესს ვჭირდები, მაგრამ საქართველოში ნათესავებს.
- თუ შენი ბიზნესი ჩავარდება, ნათესავებსაც ვეღარ დაეხმარები. ბოლო გადაწყვეტილება შენზეა, მაგრამ მე უარზე ვარ.
- თამუნას მარტო გაშვებაც შეიძლება... - ჩაფიქრდა.
- ის არასრულწლოვანია. ამასთან დაკავშირებით ცალკე საბუთები დაგვჭირდება, რომლების გასაკეთებლადაც დრო არ გვეყოფა.
ზურამ ამოიოხრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. მე კი მის პასუხს გულის ფანცქალით ველოდი.
- მართალი ხარ, რიმა. საქართველოში ვერ წავალთ.
ბოლო სიტყვები სასიკვდილო განაჩენივით გაისმა. ადგილზე გავიყინე, ვეღარ ვმოძრაობდი. ეს ყველაფერი მეხის გაცემას ჰგავდა მშვიდ ცაზე... კიბეები ჩუმად ავიარე, მაგრამ საძინებელში სევედი თუ არა, საწოლზე პირქვე დავემხე და ტირილი დავიწყე. საქართველოში ვერ წავალ, მშობლების საფლავზე ვერ მივალ აღდგომას. ყველაფერი დამთავრდა...
ამ დღის შემდეგ თითქოს დეპრესია დამეწყო, იშვიათად ვიღიმოდი. ისიც მხოლოდ მაშინ, თუ სანდრო იყო ჩემთან. მას კი გამოცდები დაეწყო, ამიტომ ჩემთვის ძველებურად ვეღარ იცლიდა. დროის გატარება სხვასთან არ მინდოდა, ამიტომ როცა სანდროსთან არ ვიყავი, თავისუფალ დროს სულ სტუდიაში ვატარებდი. მითუმეტეს, ახლა წლის ყველაზე მთავარი მოვლენისათვის ვემზადებოდით, მაგრამ არც კი ვიცოდი, ამაში მივიღებდი თუ არა მონაწილეობას მე. ჩემი უხასიათობა ყველამ შეამჩნია. პიკი მაშინ იყო, როცა სკოლა დამთავრდა და თითქმის ყველა დასასვენებლად გაიკრიფა. ანასტასიასაც დანი ჰყავდა, ჩემთვის ისე ვეღარ იცლიდა. სრულიად მარტო დავრჩი, ისევ მარტო... კიევის ქუჩებში მარტო დავეხეტებოდი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ახლა რა უნდა ვქნა? რა მომელის მომავალში?... უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ პასუხი არცერთზე არ ცანდა.
- თამო, ერთი წელი უკვე გავიდა, - ერთ დღეს ბიძიამ სალაპარაკოდ დამიბარა და საუბარი ამით დაიწყო. - გახსოვს ჩვენი შეთანხმება?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ვხედავ, რომ მოწყენილი ხარ. პრობლემები ხო მარ გაქვს? თუნდაც სანდროსთან?
- არ ინერვიულომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მითუმეტეს სანდროსთან, - ამ დროის განმავლობაში მე და სანდროს ხშირად გვიჩხუბია, მაგრამ სერიოზულად არასდროს.
- ძალიან კარგი. მაგრამ ალბათ ხვდები, რომ არჩევანის გაკეთების დრო დადგა.
- ვიცი, - თავი დავაქნიე.
- მერე? რას ფიქრობ?
- აი ეგ უკვე აღარ ვიცი, - თავი გავაქნიე და ოთახიდან უხმოდ გამოვედი.
აი ისიც, რისიც მეშინოდა - არჩევანი. რა უნდა ვქნა? გული ორ ნაწილად მეპობა, მე კი ნახევარი გულით ვერ ვიცოცხლებ, ეს უბრალოდ შეუძლებელია...
როგორც ყოველთვის, სტუდიაში წავედი, მაგრამ იქ არავინ არ დამხვდა. ადრე მოვსულვარ... გასახდელში შევედი, გამოვიცვალე და დარბაზში გავედი. უზარმაზარ, სარკეებიან დარბაზში მხოლოდ მე ვიყავი და ყოველი კუთხიდან ვჩანდი. ახლა ნათლად ჩანდა ჩემი მარტოობა...
სარკის წინ დავდექი და ვარჯიში დავიწყე, როცა მეორე ფიგურაც შევამჩნიე, რომელიც ღიმილით მიყურებდა.
- გამარჯობა, - გავუღიმე ლენა მასწავლებელს.
- გამარჯობა ტომა, - ისიც ასე მეძახდა ხანდახან. - შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
- მართლა? - იქნებ ამან მაინც გამახალისოს.
- შენ და ანდრეი კავკასიის თასზე გამოდიხართ, - მითხრა ღიმილით.
და აი აქ, ისე მოვიდა გადაწყვეტილება, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი...

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-07-30, 1:40 AM | შეტყობინება # 257
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aliluia, gvegirsa axali tavi! biggrin biggrin biggrin ara martalia ukve ganvixile skypeshi shentan es tavi da citatebi amovkribe, magram ar shemidzlia ar gitxra ra magari iyo! sandro shemecoda ro ar gaushvi karpatebshi, ra dagishava erti, ar undoda dasveneba? biggrin biggrin biggrin biggrin ai martla dzaan magari iyo tam, erti suli maqvs shemdegs rodis dadeb, mitumetes rom savaraudod gairkveva ras gadawyvets tamo(me mainc vfiqrob ro darcheba, ara? kai biggrin ) xoda isa, agdgomas marto ver ushveben, ras miketebs sandro, ver gayveba erti? uh biggrin biggrin vaime ramdeni vitlikine, velodebi axal tavs da male dade raa happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: ორშაბათი, 2012-07-30, 1:53 AM | შეტყობინება # 258

400
9  +
30  ±
   ±
Offline
auf exa shemdegzec amdeni lodini ar mogviwios tore vaiii tan ra momentze daamtavre ra iyo biggrin ♥vampiressa♥, nu darcheba tu ara eg sakitxavia magram ganshoreba rom aqac iqneba da monatreba da depresiebi xo ici eg yvela romans axlavs tongue (es imis imedit rom tamo gabrazdeba es yvela romani araao da ganshorebaze ar dawers biggrin )


nini_1997თარიღი: ორშაბათი, 2012-07-30, 10:54 AM | შეტყობინება # 259

14
1  +
5  ±
   ±
Offline
vaaaaime, tamuna.!! dzvliivs dee.. <3 axla shen xo ici amas gagrdzelebac rom unda ?? :DD torem moyvela amas daxrchoba.. biggrin

♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-07-31, 2:37 PM | შეტყობინება # 260

225
6  +
16  ±
   ±
Offline
ახალი თავი ყოფილააა<3
კიდევ მინდა,არ მეყოო:((



nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-08-04, 1:39 PM | შეტყობინება # 261

400
9  +
30  ±
   ±
Offline
sad xar qalbatono amden xans biggrin


♫_Ani_♫თარიღი: შაბათი, 2012-08-04, 2:45 PM | შეტყობინება # 262

225
6  +
16  ±
   ±
Offline
axaliii mesachiroeba:(


bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-08-06, 11:24 PM | შეტყობინება # 263

842
83  +
   ±
Offline
XVI თავი

კავკასიის თასი ყოველ წელს ტარდება. ეს ყველაზე დიდი მოვლენაა სამეჯლისო ცეკვებში. უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან უძლიერესი მოცეკვავეები, მსაჯები და საპატიო სტუმრები. საქართველოში ყოფნის დროს მხოლოდ ორჯერ გავედი, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და მის მაშტაბურობასა და მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი. ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რომ თავი გამოაჩინო. თუნდაც ვერ გაიმარჯვო, ამ კონკურსზე გამოსვლა ისედაც დიდი პატივია და რაც მთავარია, გამოცდილებას იძენ. მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან ჩამოდიან ადამიანები საქართველოში. ჰო, კავკასიის თასი ყოველ წელს საქართველოში ტარდება. და ჩემი გადაწყვეტილებაც ამასთან არის დაკავშირებული... მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც ისეთივე ნიშნად მიმაჩნია, როგორც ერთი წლის წინ ჩემი მშობლების სიზმარში ნახვა. სწორედ მას შემდეგ გადავწყვიტე უკრაინაში წამოსვლა. ახლაც ისევე მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორც მაშინ. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ სანდროსთვის. იქნებ ყველაფერი დასრულდეს? არა, მე ხომ ის ასე ძალიან მიყვარს, მასაც ვუყვარვარ... ნუთუ ვერ შევძლებთ ერთად ყოფნას, თუნდაც ფიზიკურად არ ვიყოთ ერთად? ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდა იქნება...
საკუთარ თავს უაზროდ ვაწყნარებდი და ვარწმუნებდი, რომ ჩემსა და სანდროს შორის არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მომავალს ვინ განჭვრეტს? ახლა მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა, რომ საქართველოში ჩავიდოდი და მონატრებულ ნათესავებსა და მეგობრებს ვნახავდი. მაგრამ სამწუხაროდ, გული და გონება არ მემორჩილებოდნენ.
ცოტა ხანში სტუდია ბავშვებით აივსო და მეც მოწყენის საშუალება არ მომეცა.
- გილოცავ! - უეცრად ანასტასია გადამეხვია.
- რას მილოცავ? - გაკვირვებულმა შევხედე.
- კავკასიის თასზე რომ გამოდიხარ, სულელ, - გაიცინა.
- აა, ჰო, - ჩავიბუტბუტე ჩემთვის და რაც შემეძლო, დამაჯერებლად გავუღიმე.
- რა გჭირს? - თვალები დაქაჩა და მივხვდი, რომ პასუხს ვერ გავექცეოდი.
- საქართველოში მივდივარ.
- ახალი ამბავი, - თვალები გადაატრიალა. - კავკასიის თასი ყოველ წელს საქართველოში ტარდება. და მეც მოვდივარ! ოღონდ სოლო გოგონებში გამოვდივარ, - ხტუნაობა დაიწყო.
- გილოცავ, - უღიმღამოდ მივულოცე.
- ხომ იცი, მაინც მოგიწევს ყველაფრის მოყოლა.
- საქართველოში მივდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კავკასიის თასზე გამოვდივარ. საერთოდ მივდივარ.
ჩემმა სიტყვებმა თითქოს შოკში ჩააგდეს ანასტასია.
- მოიცა, მერე აქ სანდრო? რას აპირებ?
- არ ვიცი, - ამოვიოხრე და ვიგრძენი, როგორ იმატა ჩემს თვალებში წყლის დონემ.
ანასტასია ყველაფერს მიხვდა და უსიტყვოდ ჩამიხუტა.
- მადლობ, - გულაჩუყებულმა ჩავიბუტბუტე.
- რისთვის?
- იმისთვის, რომ ასეთი კარგი მეგობარი მყავხარ, - გავუღიმე და მაგრად გადავეხვიე.
ანასტასია რომ არა, ბევრ რამეს ვერ გავუძლებდი. რა თქმა უნდა მე მყავდა სანდრო, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და მასთან ყველაზე კარგად ვიყავი, მაგრამ მის გარდა მჭირდებოდა მეგობარი, რომელთანაც იმ თემებზე ვისაუბრებდი, რომელზეც გოგო შეყვარებულთან ვერ ილაპარაკებს. ან თუნდაც, დროის მხიარულად გასატარებლად კარგ მეგობართან ერთად.
იმ დღეს მე და Aნდრეი განსაკუთრებულად ვვარჯიშობდით. მხოლოდ რამდენიმე წამით თუ შევისვენებდით. მისთვის კავკასიის თასზე გამოსვლა არ იყო ახალი, ყოველ წელს გამოდიოდა, ჩემგან განსხვავებით. პირველად ვერ ვცეკვავდი გულით, პირველად ვერ დავივიწყე ჩემი სადარდებელი და პირველად ვერ ვიგრძენი ცეკვის დროს ის სიამოვნება, რასაც ყოველთვის ვგრძნობ.
ლენამ შეამჩნია რომ რაღაც მჭირდა და დასვენების უფლება მომცა. ამასობაში გაკვეთილიც დამთავრდა და ყველანი გასახდელებში შევედით. მობილურზე სანდროსგან მესიჯი დამხვდა, ქვემოთ მელოდა. გამიხარდა, მაგრამ როგორც კი გამახსენდა რომ მასთან სალაპარაკო მქონდა, მაშინვე მოვიღუშე.
- არ არის აუცილებელი ყველაფერი დღესვე უთხრა, - მითხრა ანასტასიამ.
- ჰო, მაგრამ შემატყობს რომ ცუდად ვარ და აუცილებლად მკითხავს. მე კი არ მინდა მოვატყუო.
- ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია.
და როგორ მიმაჩნდა მე სწორად? საერთოდ რატომ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება? მე ხომ აქაც მყავს მეგობრები, ბიძია და რაც მთავარია სანდრო. ჩემს ადგილას ალბათ ნებისმიერი დარჩებოდა, მაგრამ მე... მე უბრალოდ აღარ შემიძლია უკრაინაში დარჩენა. კიდევ ცოტა ხანი რომ დავრჩე, ვგრძნობ, სამუდამოდ მომიწევს აქ დარჩენა, უბრალოდ ვეღარ წავალ...
ქვემოთ ჩავედი თუ არა, ბავშვებს მაშინვე დავემშვიდობე და სანდროსკენ წავედი. ისეთი მხიარული და თბილი ღიმილით შემხვდა, რომ გული ჩამწყდა.
- დაღლილი სახე გაქვს, - მზრუნველურად მითხრა და სახეზე მომეფერა.
- ჰო, კონკურსისათვის ვემზადებით და გადავიღალე, - ჩავიბუტბუტე. - გამოცდაზე რა ქენი?
- კარგად დავწერე. ეს ბოლო გამოცდა იყო! - სიხარულით წამოიყვირა. - ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება.
- ძალიან კარგი! - ვეცადე მხიარულად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა.
- უხასიათოდ ხარ, - შენიშნა მან. - ახლა ჩემთან წავიდეთ, ვახშამზე ჩვენთან დარჩი, - თვალი ჩამიკრა და ჩაფხუტი მომაწოდა.
სახლში არავინ დაგვხვდა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
- ეს იცოდი, არა?
- რა? - თავი მოისულელა სანდრომ, მაგრამ ეშმაკურად მაინც ჩაეცინა. საპასუხოდ ბალიში გავუქანე, რომელიც უკანვე დამიბრუნა.
- მოდი, - გვერდით მომიჯდა და ჩამიხუტა. - რა გჭირს?
გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ვხვდებოდი, რომ უნდა მეთქვა, მაგრამ ამისათვის გამბედაობა არ მყოფნიდა.
- თამუნა! - ასე იშვიათად მეძახდა. არ მესიამოვნა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ მოვშორებოდი, უფრო მაგრად მივეკარი.
- ერთ კვირაში კავკასიის თასია.
- კონკურსი?
- ჰო. ყოველწლიურად ტარდება და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. განსაკუთრებულად ძლიერი მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან.
- ვაუ! მაგარია! - გაუხარდა მას.
- კონკურსი ყოველ წელს საქართველოში ტარდება, - ცალი თვალით ავხედე და დავინახე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. ჩამიფქრდა, შემდეგ კი მე შემომხედა.
- ეს პირიქით არ უნდა გახარებდეს? აღდგომაზე ვერ მოახერხე წასვლა, სამაგიეროდ ახლა წახვალ.
- ჰო, მაგრამ, სანდრო... - ხმა ჩამიწყდა და ჩავახველე.
- რას არ ამბობ ბოლომდე? - გასწორდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა.
- თავიდან, როცა გაგიცანი, გითხარი რომ ერთი წელი ვაპირებდი აქ დარჩენას. მე და ბიძია მინიმუმ ერთ წელზე შევთანხმდით. შემდეგ დანარჩენი ჩემი სურვილისამებრ მოხდებოდა. ახლა უკვე გავიდა ერთი წელი და ბიძია ჩემგან პასუხს ელის.
- მერე?
- მერე არ ვიცი, - სიმართლის თქმა ვერ შევძელი. - არ ველოდი, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ანუ შენ რომ შეგხვდებოდი, გავიჩენდი მეგობრებს და აქაურობა ასე მომეწონებოდა.
- თუ აქ ცხოვრება მოგწონს, აუცილებელი არ არის წახვიდე. იქ რა გელოდება?
- რა არა, ვინ. ნათესავები და მეგობრები. თუმცა რა მელოდება? მშობლების საფლავი.
- ვიცი, რომ მათ საფლავზე წასვლა გინდა. ეს ბუნებრივია და შენი კარგად მესმის, მაგრამ ამისთვის იქ დარჩენა რა საჭიროა?
- არასდროს არ მინდოდა უცხოეთში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენა. ვიცი, რომ ბოლომდე ვერ გავძლებ, გამიჭირდება.
- რა სისულელეებს ლაპარაკობ, ხვდები?
- ასე რატომ ბრაზდები? - ტუჩზე ვიკვინე, ეს არ უნდა მეთქვა.
- ამას ახნსა სჭირდება? - ირონიულად ჩაიცინა. - შენს გეგმაში მე საერთოდ არ შევდივარ, არა? ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი. საყვარელი გოგო გეუბნება, რომ უნდა წავიდეს, რადგან აქ ყოფნა გაუჭირდება. ჯანდაბა! მე აქ რისთვის ვარ? ჩემთან ერთად გაგიჭირდება ყოფნა? აფსურდია და მეტი არაფერი. იცი, მხოლოდ შესაბამის სიტუაციაში მიხვდები, მართლა უყვარხარ თუ არა ადამიანს.
- მოიცა, იმედია არ ფიქრობ, რომ არ მიყვარხარ, - აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- შენი საქციელი მხოლოდ ამაზე მეტყველებს, - ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული, ბოლთას სცემდა და მე არ მიყურებდა.
- ვერც კი ხვდები, როგორ მტკენ შენი სიტყვებით.
- შენ კი შენი საქციელით. რა განსხვავებაა?
- სანდრო, - დავიწყე მე, მაგრამ ხმა ჩამიწყდა და ერთი ცრემლიც გადმომიგორდა, რომელიც სასწრაფოდ მოვიწმინდე.
- მომისმინე, - ხმა შეურბილდა. - გავიგებდი, სხვა გამოსავალი რომ არ გქონდეს, ან შენი და და დეიდაშენი გთხოვდნენ საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ ასე არ არის. შენი სურვილით მიდიხარ ჩემგან.
- შენგან კი არა, აქაურობისაგან მივდივარ. თექვსმეტი წელი საქართველოში გავატარე, ყველა მოგონება იქაურობასთან არის დაკავშირებული. ჩემ დას სახლიც კი არ გავაყიდინე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრება მიძნელდებოდა. მართალია ფიქრობ რომ ჩემ შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ ასე არ არის. არ იცი, როგორი ურთიერთობა მქონდა მშობლებთან, როგორ ვცხოვრობდი იქ... პატარაობის შემდეგ ერთხელაც არ მითქვამს მათთვის რომ ისინი მიყვარს. წარმოგიდგენია? არც ერთხელ. და არავინ არ იცის, როგორ ვნანობ ამას. როცა შენ ყოველ წუთას მიმეორებდი რომ გიყვარვარ, მე კი ხშირ შემთხვევაში იგივეთი ვერ გპასუხობდი, სწორედ ამის ბრალი იყო. უბრალოდ, არ შემიძლია... გრძნობებს ასე ღიად ვერ გამოვხატავ და ყოველ წუთას ვერ გავიმეორებ ამ სიტყვას. რაც გინდა ის დაარქვი ჩემს საქციელს, მაგრამ მე ასეთი ვარ. ახლა კი ისიც არ შემიძლია, რომ მათ საფლავზე მივიდე და ახლა მაინც ვუთხრა, რომ ორივე მიყვარს, თუმცა ამას მაინც ვერ გაიგონებენ და ყველაფერი ფუჭი იქნება, - როცა ლაპარაკი დავამთავრე, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ვტიროდი.
სანდრო სიბრალულით მიყურებდა. ამან კიდევ უფრო ამანერვიულა და გამაბრაზა. ვერ ვიტანდი ამ გამოხედვას. როცა ვინმე სიბრალულით მიყურებდა, ჩემი თავი მძულდა. ხელები გამოიშვირა და ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად, მაგრამ უკან დავიხიე. ყურადღება არ მომაქცია და სვლა ისევ განაგრძო, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და გასასვლელთან დავდექი.
- როცა ჩემს მიმართ სიბრალულს არ იგრძნობ, მაშინ შემეხმიანე თუ გენდომება, - ზურგი შევაქციე და გარეთ გავედი. ეზოში მარია შემხვდა, რომელმაც ჩემი ნამტირალევი სახე შეამჩნია.
- რა მოგივიდა? კარგად ხარ, თამო?
- არაფერია, - თავი გავაქნიე და იმ ტაქსში ჩავჯექი, რომლიდანაც მარია გადმოვიდა.
მთელი გზა ცრემლებს რაც შემეძლო ვიკავებდი, მაგრამ სახლში შესულს ძალა გამომეცალა და იქვე ჩავიკეცე. ტირილი ამივარდა. რატომ ყოველთვის მე? მაინც და მაინც მაშინ რატომ მთავრდება ბედნიერება, როცა ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად არის? საძინებელში ავედი და საწოლზე უღონოდ დავწექი. ჩემი დათუნია ჩავიხუტე და ახალი ძალით დავიწყე ტირილი.
დილიდან საღამომდე სტუდიაში ვიყავი. განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობდით და საშინლად ვიღლებოდი. პირველი დღის შემდეგ, სხეულის თითოეული კუნთი მტკიოდა, მაგრამ ასეთ რეჟიმს მალე მივეჩვიე. თანაც სანდრო აღარ შემხმიანებია და მეც მიხაროდა, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყავი და ფიქრის დრო არ მქონდა. გული მტკიოდა იმის გაფიქრებაზე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მას ვეღარასოდეს ვნახავ. ყველაფერი ჩემი ბრალია... მაგრამ ხომ შეეძლო დაერეკა მაინც? ნუთუ ასე ძნელია გიყვარდეს ადამიანი და მისი ერთგული იყო იმის მიუხედავად, რომ ის შენგან შორს არის. ვიცოდი რომ ძალიან გამიჭირდებოდა, მონატრება გამაგიჟებდა, მაგრამ იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ სანდრო ყოველთვის მეყვარებოდა. ალბათ ის არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული...
- კარგად ბავშვებო, - სტუდიიდან გამოსული ყველას დავემშვიდობე, მაგრამ იქვე გავქვავდი, როცა მოშორებით მოტოციკლი შევამჩნიე. გული ამიჩქარდა, იქნებ სანდრომ მომაკითხა. მაგრამ არა... როგორც კი ბიჭი შემობრუნდა, მასში დანი ამოვიცანი. ალბათ ანასტასიას მოაკითხა. მე რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და მომესალმა.
- ანასტასიასთან მოხვედი?
- ჰო. გუშინ უნდა მენახა, მაგრამ რბოლა იყო და ვერ მოვახერხე.
- რბოლა? - იქნებ სანდროზეც ეთქვა რაიმე.
- მე და სანდრო ერთად ვიყავით, - გამიღიმა. ალბათ მიხვდა, რაც მაინტერესებდა.
- მერე რა ქენით?
- ისეთი არაფერი, ჩვენ მოყვარულები ვიყავით. ეს ნამდვილი მრბოლელებისთვის იყო. ანასტასიამ თქვა, თამუნას ძალიან უყვარს სიჩქარეო.
- ჰო, თბილისში რამდენჯერმე ჩატარდა რბოლა და მეც წავედი, უბრალოდ საყურებლად.
- აჰა, - უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მინოდა მეკითხა როგორ იყო სანდრო, რას აკეთებდა, მაგრამ კრინტი ვერ დავძარი.
- როდის მიდიხართ?
- ხვალ საღამოს.
- წარმატებები! - გამიღიმა და ამასობაში ანასტასიაც მოვიდა.
- თქვენ იცით, კარგად გაერთეთ, - ხელი დავუქნიე ორივეს სასწრაფოდ ბიძიას გამოგზავნილ მანქანაში ჩავჯექი, ჩემი ცრემლები რომ არ დაენახათ. რადგან არ შემეხმიანა, ესე იგი საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი. მას მაშინ უნდა ჩემთან ყოფნა, თუ კიევში დავრჩები. თუ საქართველოში წავალ, არ ვუნდივარ. ეს არ არის ნამდვილი სიყვარული ჩემ თვალში.
მეორე დღეს ბიძიასა და რიმას დავემშვიდობე და პირობა ჩამოვართვი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდნენ. არ მინდოდა აეროპორტში წამოსულიყვნენ, დამშვიდობების სცენას ვერ ვიტან.
ჩვენი სტუდიიდან ხუთი წყვილი და ოთხი სოლო გოგონა გამოვდიოდით კავკასიის თასზე. ჩვენთან ერთად პატარების მშობლები, ლენა მასწავლებელი და მისი მეუღლე იყვნენ. საათები წამებად იწელებოდნენ და ბოლოს გადავწყვიტე დამეძინა. დრო ასე უფრო სწრაფად გავიდოდა.
თბილისის აეროპორტში ხატია, დედა და ჩემი პატარა დეიდაშვილი დამხვდნენ. ისე გამიხარდა მათი დანახვა, კინაღამ ტირილი დავიწყე, თუმცა თავი შევიკავე სენტიმეტებისაგან.
- როგორ გაზრდილხარ ჩემო ლამაზო, - თბილად გადამეხვია ლილუ.
- ძალიან მომენატრეთ, - სამივეს ერთად გადავეხვიე და დანარჩენებს გავაცანი.
ჩვენთვის სასტუმროში ნომრები წინასწარ იყო დაჯავშნული, მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩემ სახლში წავედი, სადაც დიდი სიურპრიზი მელოდა. მეგობრები და ნათესავები ერთად იყვნენ შეკრებილნი უზარმაზარ სუფრასთან. ყველანი ჩემს ჩამოსვლას ვზეიმობდით. ახლა ნამდვილად ვგრძნობდი, რომ სახლში ვიყავი! დასალევი ბევრი იყო და რამდენიმე კარგადაც გამოთვრა, მაგრამ მე სამწუხაროდ ორი ჭიქის მეტი ვერ დავლიე. ხვალ გამოსვლა გვქონდა. მართალია კონკურსი არ იყო, მაგრამ პატარა, საჩვენებელი კონცერტივით ვატარებდით. კონკურსი ორი დღე გრძელდებოდა შაბათ-კვირას, მაგრამ მე და ანდრეი მხოლოდ შაბათს გამოვდიოდით. კვირას კი ყველაზე ცნობილი და ძლიერი მოცეკვავეები გამოდიოდნენ. ეს უკვე სხვა დონე იყო, რომელსაც იმედია მალე მივაღწევ.
პარასკევს ჩვენმა ცატარებულმა “კონცერტმა” კარგად ჩაიარა, თუმცა დარბაზმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ჩემი ნატა მასწავლებელი დავინახე და გახარებული მისკენ გავქანდი.
- ნატა მას!
- თამუნა, შენ ხარ? როგორ ხარ? - გულთბილად გადამეხვია.
- მე ძალიან კარგად, თქვენ?
- გმადლობ, მეც. კავკასიის თასზე გამოდიხარ?
- ჰო, წყვილთან ერთად. ძალიან მომენატრეთ.
- სტუდიაში ყველას მოენატრა, ჩემო კარგო. იქევ უკრაინაში დაბრუნდები, არა?
- არა, დაბრუნებას არ ვაპირებ და იმედია სტუდიაში უკან მიმიღებთ.
- რა თქმა უნდა. ძალიან გამიხარდება შენი დაბრუნება.
ამ დროს ჩვენთან ჩემი მასწავლებელი, ლენა მოვიდა. ისე მიესალმნენ ერთმანეთს, ალბათ იცნობდნენ.
- უკვე მოასწარი აქაურების გაცნობა? - მკითხა ლენამ.
- იცით, ადრე ნატა მასწავლებლის სტუდიაში დავდიოდი.
- რას მეუბნები, ძალიან კარგია. და ალბათ იქ დაბრუნდები, არა?
- კი, - თავი დავუქნიე.
- ნატა, მართლა კარგად აგიზრდია, - მეგობრულად გაუღიმა.
მივხვდი, რომ ახლა ზედმეტი ვიყავი და ორივეს დავემშვიდობე.
- ხვალ საღამოს ექვსზე იწყება კონკურსი, - მომაძახა ანდრეიმ. მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე შენობიდან გავედი. ზაფხულში თბილისში ყოფნა საშინელებაა, ძალიან ცხელა. მაგრამ ამის მიუხედავად, მშობლების საფლავზე მაინც ავედი. მობილური გამოვრთე რომ არავის შევეწუხებიე და მათთან საუბარი დავიწყე. ვიცი ვერ გაიგონებენ, მაგრამ მე მაინც ვცდი, თანაც გულზე მომეშვება...
სახლში საღამოს დავბრუნდი. უცბად შევჭამე და გარეთ გავედი ბავშვებთან ერთად. უმეტესობა ქალაქიდან გასული იყო, მაგრამ რაც მთავარია, ელესთან ერთად ვატარებდი თავისუფალ დროს. სამწუხაროდ ის არ გამოდიოდა კავკასიის თასზე და მხოლოდ მაყურებლის როლში იყო.
შაბათს გავიღვიძე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, როგორ ვნერვიულობდი. საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე, მაგრამ არც ისე კარგად გამომივიდა და ამიტომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე. ნივთების დალაგება დავიწყე. ჩემი ოთახი სრულიად შევცვალე და ბოლოს კმაყოფილმა შევათვალიერე. ამასობაში გამზადების დროც დადგა. თმის გასაკეთებლად სალონში წავედი. ისევ უბრალო და სადა კოსა გავიკეთე. მაკიაჟს თვითონ მივხედე და უკვე მზად ვიყავი!
- რა ლამაზი ხარ, - მითხრა ელემ.
- ასეთ მაკიაჟში ყველა ლამაზი გამოჩნდება, - გადავიკისკისე.
კონკურსზე ხატია და დეიდაც მომყვებოდნენ, რა თქმა უნდა ელეც. ყველანი ლილუს მანქანაში ჩავსხედით და დანიშნულების ადგილისაკენ წავედით. მოსაცდელში უამრავი ხალხი იყო, რადგან დარბაზში მაყურებლებს არ უშვებდნენ. მე და ელე ჩვენი საშვებით შევედით. შესასვლელში ვიღაც კაპასი ქალი იდგა, რომელმაც თავიდან ფეხებამდე აგვათვალიერა და მერე უკმაყოფილომ გაგვატარა. მე მაშინვე ანდრეის დავუწყე ძებნა. ის და დანარჩენი ჩვენი სტუდიის ბავშვები მალე ვიპოვე. ელეს ყველანი გავაცანი. ანასტასიას ისე გაუხარდა მისი ლაივში დანახვა, რომ პირდაპირ გადაეხვია, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. დაწყებამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, ამიტომ გასახდელში შევედი სტანდარტის კაბა ჩავიცვი. აი დარბაზზე კი გუშინ ტყუილად ამიცრუვდა გული. ყველაფერი ძალიან კარგად იყო მოწყობილი. საცეკვაოდ გამოყოფილი ადგილი უამრავი ბუშტით იყო შემოსაზღვრული, ოთხივე მხრიდან განათებები იყო დამონტაჟებული. მოშორებით საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილი ადგილი იყო. ჭერში ყველა ქვეყნის დროშა იყო ჩამოკიდებული, ვინც კი მონაწილეობდა. საქართველოს დროშა კი ყველაზე საჩვენებელ ადგილას იყო, როგორც მასპინძელის. მთავარ კედელზე უდიდესი პლაკატი იყო, რომელზეც მოცეკვავე წყვილი იყო გამოსახული(მართალია საკმაოდ ცნობილები იყვნენ, მაგრამ მათ ვინაობას ვერ მივხვდი) წარწერით ,,კავკასიის თასი 2012” GNDSF – საქართველოს სპორტცეკვების ფედერაცია.
როგორც იქნა დაიწყო და წამყვანი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მის საუბარს არ ვუსმენდი, მაგრამ როგორც კი მუსიკა ჩაირთო, მივხვდი, რომ აღლუმი იწყებოდა და ღიმილი მოვირგე სახეზე. ანდრეიმ ხელი ჩამკიდა დანარჩენებს გავყევით. იმდენი მოცეკვავე იყო, ძლივს ვეტეოდით. შემდეგ ყველაფერი ისევ ისე განვითარდა, როგორც სხვა კონკურსები. წარადგინეს მსაჯთა ბრიგადა და საპატიო სტუმრები. შემდეგ მოცეკვავეები ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით, ჯერ პატარების გამოსვლა იყო. უსაქმურად აქეთ-იქით დავდიოდი, როცა გახარებულ Aნასტასიას გადავეყარე.
- ასე რამ გაგამხიარულა?
- ნახავ, - თვალი ჩამიკრა.
- ხომ იცი რომ ასეთ მდგომარეობაში სიურპრიზებს ვერ ვიტან, - თვალები დავქაჩე.
- ისეთი არაფერია, შენ ამაზე არ ინერვიულო, - ხტუნვა-ხტუნვით გამშორდა.
- ნერვიულობ? - ჩემთან ანდრეი მოვიდა.
- კი, მაგრამ ისე ძალიან არა, როგორც წარმომედგინა.
კულისებში უამრავი ჩემი ნაცნობი ვნახე, მათთან მხიარულად ვისაუბრე და დრო ამით გავიყვანე. ისე მალე მოვიდა ჩვენი რიგი, რომ ვერც კი შევამჩნიე.
შემიძლია ვთქვა, რომ სტანდარტი კარგად ვიცეკვეთ. უამრავი მაყურებელი იყო და როდესაც ტაშს მიკრავდნენ, ჩემდაუნებურად მეღიმებოდა. ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ შენი ცეკვის ყურება სხვასაც სიამოვნებს. მსაჯებს სპეციალურად არ ვუყურებდი, თორემ დავიბნეოდი. როდესაც კულისებში შევედით, ანდრეის უკმაყოფილო მზერა ჰქონდა.
- რა მოხდა?
- ტანგოს დროს კინაღამ ფეხი გადამიბრუნდა და სწორედ ამ დროს შემოგვხედა იმ მსაჯმა, - ხელით ნატაზე მინიშნა.
- ერთი შეცდომა არაფერია, - გავამხნევე და გამოსაცვლელად წავედი.
ლათინის დროც დადგა... ახლა არც ერთი ცეკვის შესრულება არ მინდოდა ისე, როგორც რუმბასი. მთელი სიყვარული, რაც სანდროს ვერ ვაჩვენე, ამ ცეკვაში უნდა ჩამექსოვა. იქნებ განვთავისუფლებოდი იმ მწველი გრძნობისაგან, რომელიც გულს მიკლავდა და შიგნიდან მწვავდა. მზად ვიყავი მეყვირა, მეტირა, მაგრამ ყველაფერი შემდეგ. ახლა ისევ ცეკვის დროა!
ჩა-ჩა-ჩა, სამბა, ჯაივი და პასადობლი უკვე ვიცეკვეთ. თითქოს ბედზე, რუმბა ბოლოსთვის შემოინახეს.
- წამოდი, - ანდრეიმ ხელი ჩამკიდა და ტრიბუნასთან ახლოს მიმიყვანა.
- იქ რა, კარგად ვერ ვიდექით?
- აქ უფრო მეტი თავისუფალი ადგილია, - მიმოვიხედე, მაგრამ განსხვავება ვერ ვიპოვე, მაგრამ გავჩუმდი, რადგან მუსიკა ჩაირთო. თვალები გამიბრწყინდა, ეს ჩემი საყვარელი სიმღერა იყო. თანაც ამის ფონზე ვასწავლიდი სანდროს რუმბას. იმდენ მოგონებასთან იყო დაკავშირებული, რომ უბრალოდ თვალები დავხუჭე და მელოდიას მივენდე. მითუმეტეს როცა ანდრეის არ ვხედავდი, მის ადგილას ნებისმიერის წარმოდგენა შემეძლო. მაგრამ მე არ მინდოდა “ნებისმიერი.” მე მხოლოდ “ის” მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ასე არასდროს არ მიცეკვია, მთელი გრძნობით, მთელი სიყვარულით. როცა კომპოზიცია დასასრულს მიუახლოვდა, თვალები გავახილე და პირდაპირ მწვანე თვალებს შევხედე. მეგონა მეჩვენებოდა და თვალები დავახამხამე, მაგრამ ჩემი “მოჩვენება” არ გაქრა. ის უბრალოდ ბედნიერი, სიყვარულით სავსე თვალებით შემომცქეროდა და მიღიმოდა. ჩემმა გულმა სიხარულისაგან სალტო გააკეთა. ცეკვა დავამთავრეთ თუ არა, რევერანსი გავაკეთე და ისევ მას მივაშტერდი.
- წამოდი, - სიცილით მითხრა ანდრეიმ და წინ მიბიძგა.
კულისებში სანდრო ჩემს პირდაპირ იდგა და თვალებში მიყურებდა, მე კი გაშტერებული ვიდექი და ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი.
- მშვენიერი იყავი, - მისი ხმა ისეთი მონატრებული და ისეთი ახლობელი იყო, რომ სიხარულისაგან თვალები ამეცრემლა. რამდენი ხანი ველოდი მის გამოჩენას. ერთი კვირა ერთ საუკუნედ მეჩვენებოდა. ახლა კი ის აქ დგას და მე ვერაფერს ვამბობ.
- მადლობ, - ამოვილუღლუღე.
- არაფერს, - გაეცინა. - მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?
- არ ვიცი, - ავტომატურად ვუპასუხე, მაგრამ როცა აზრზე მოვედი, ჩემს საქციელზე გამეცინა, ისიც იცინოდა.
- მე კი სიამოვნებით გეტყვი, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და შენს დაკარგვას არაფრის გამო არ ვაპირებ. სულელური ეგოისტობა გამოვიჩინე მაშინ, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, რომ როცა მომინდება შენს ხმას ვერ გავიგონებ და ვეღარ ჩაგეხუტები. უნდა გავიგო რომ მხოლოდ მე არ მეკუთვნი და ჩემს გარდა უამრავი ადამიანი გყავს, ვისაც უყვარხარ და გიყვარს, მაგრამ... ცოტა ძნელია ჩემთვის. მაგრამ იმის ცოდნა მირჩევნია, რომ ჩემი ხარ, თუნდაც შორს იყო, ვიდრე ამის გამო სამუდამოდ დაგკარგო.
- სანდრო, - გულაჩუყებულმა დავიჩურჩულე. - როგორ მიყვარხარ, - ერთ წამში მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი, რომლებიც ძლიერად, მაგრამ ნაზად მიჭერდნენ წელზე.
- მე უფრო მეტად მიყვარხარ, - ყურში ჩამჩურჩულა და ჩემს ტუჩებს დააკვდა.
- ყველაფერს ველოდი, შენი აქ დანახვის გარდა. თუმცა ეს ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის.
- სიურპრიზი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
- რას გულისხმობ?
- ნუ, ვფიქრობ დედაჩემის ბიძა წინააღმდეგი არ იქნება, თავის სახლში შემიფაროს.
- რა? - გაოცებისაგან პირი დავაღე.
- შენგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებ, - ახლა მე დავეწაფე მის ტუჩემს მთელი ვნებითა და სიყვარულით. არ მჯეროდა, რომ ის ჩემთან იყო. სანდრო, ჩემი ერთადერთი სიყვარული, ისევ ჩემთან იქნებოდა სულ. ამ წამს ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა. არ მაინტერესებდა რომელ ადგილს ავიღებდით კონკურსზე, რა იქნებოდა მომავალში, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი და ჩემი და სანდროს, როგორც წყვილის ურთიერთობა, რა უბედურებასა და ბედნიერებას გვიმზადებდა ბედი. მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მე და სანდრო ერთად ვიყავით ახლა, ამ წამს, ბედნიერები ვიყავით და ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ხოლო რაც მოხდება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს, რომლის იმედი ყველგან და ყოველთვის მაქვს. მე ბედნიერი ვარ მასთან ერთად და მისი ერთი ღიმილიც ქვეყნიერებას მირჩევნია. ის ჩემია! ისე ბედნიერება, რომელსაც ასე ვეძებდი და ბოლოს სანდროში ვიპოვე. ადამიანი, რომელიც ზუსტად შემეფერება და მიცნობს ისეთს, როგორიც შინაგანად ვარ. ადამიანი, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვერება...

დასასრული

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-08-06, 11:28 PM | შეტყობინება # 264

842
83  +
   ±
Offline
ბავშვებო ყველას ძალიან დიიდი მადლობა, ვინც კითხულობდით, გვერდში მედექით და თბილი სიტყვებით მამხნევებდით. თქვენი აზრი ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მიხარია, როცა მოგწონთ. :** თქვენი კომენტარების წაკითხვის შემდეგ არ მინდოდა დამემთავრებიდა და დავშორებოდი ამ პერსონაჟებს, მაგრამ ჩემი აზრით, მოსაყოლი და სათქმელი არაფერი დარჩა. დანარჩენი თუ გინდათ თქვენ თვითონ განაგრძეთ თქვენს ფანტაზიაში. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველააას.:***

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-08-07, 0:15 AM | შეტყობინება # 265
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
- ასე რამ გაგამხიარულა?
- ნახავ, - თვალი ჩამიკრა.

აი აქედან უკვე მივხვდი რომ სანდრო ჩამოვიდა biggrin biggrin
პირველ რიგში გილოცავ დასრულებას! ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო. იმ მომენტზე თამომ და სანდრომ რომ იკამათეს და კიდევ ბოლოში ამეტირა, ძალიან ემოციურად გეწერა. აი ისე წერ რომ ყველაფერი თვალწინ წარომიდგება, სულში ჩამწვდომად აღწერ ყველაფერს! ძალიან გამიხარდა რომ დასასრული დღეს დადე, რადგან ხვალიდან ვეღარ შემოვალ საიტზე ერთი თვე და ვერ გავძლებდი ამდენ ხანს. ძალიან კარგი მოთხრობა იყო თამო, შენი სტილის, შენნაირი თბილი და საყვარელი! მიყვარხარ ძალიან! happy happy happy happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♫_Ani_♫თარიღი: სამშაბათი, 2012-08-07, 0:31 AM | შეტყობინება # 266

225
6  +
16  ±
   ±
Offline
რა კარგი იყო^^
მადლობა შენ თამ,რომ ასე კარგად წერ და მერე წაკითხვის საშუალებას გვაძლევ:*



nati_cullenთარიღი: სამშაბათი, 2012-08-07, 0:32 AM | შეტყობინება # 267

400
9  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, vaaaih me ,ragac guli damwyda rom damtavrda magram ra kargi iyooooo happy happy happy happy happy (imedia meores rom wer da ar dagimtavrebia axla mainc gaagrdzeleb isic mainteresebs)


viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2012-08-07, 10:03 AM | შეტყობინება # 268

397
10  +
12  ±
   ±
Offline
pirvel rigshi vityvi vauar vici rogor gamovxato sxva styvebit is rac me wavikitxe! yochag arachveulebrivad wer rogor gitxra araferi zedmeti yvelaferi zustad ise rogorc sawiroa yochag!


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-08-08, 3:29 PM | შეტყობინება # 269

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, nat sheni komentarebis kitxvisas yoveltvis guli sixarulit mevseba, imdenad mavseb pozitivit sheni tbili sityvebiitL** dzaaaaaalian dzaaalin didi madldoba chemo kargo, mec miyvarxaaar! kiss
♫_Ani_♫, gaixare ani, magram madloba ufro me unda vtqva, radgan tqvennairi mkitxveli myaavs kiss
nati_cullen, mec damwyda guli dasasruls rom vwerdi:DDD axla ragacproblemebi maqvs, magram sanam dasasveneblad waval, ert tavs mainc davdeeeb. kiss
viku-vuku, gaixare, madloba tbili sityvebisatviiiiis kiss
tqveni komentarebi bavshvebo, chemtvis martlac dzaaalin didi stimulia yoveltvis da madlobt rom ase maxareeebT. gkocniT. XOXO
  • გვერდი 18 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 16
  • 17
  • 18
ძებნა: