ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:07 PM | შეტყობინება # 1411
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
_პატივცემულო მოსამართლევ, პატივცემულო ნაფიცო მსაჯულებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, დაცვის მხარის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებები არასანდოდ მიმაჩნია რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. გვაქვს საფუძველი მათ ობიექტურობაში ეჭვი შევიტანოთ, ვინაიდან ერთი მათგანი ბრალდებულის ახლობელია, ხოლო მეორე ერთ-ერთი მივარდნილი სოფლის დუხჭირი მკვიდრი, რომელსაც სრულიად თავისუფლად შეეძლო მცდარი ჩვენება მიეცა ფინანსური გამორჩენის მიზნით...
_პატივცემულო მოსამართლევ, 15 წუთიან შესვენებას ვითხოვ, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე.
_მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. 15 წუთში განახლდება განხილვა.-ყველა წამოიშალა, დუჩე კი, რომელიც მთელ დღეს ვერ იღებდა ხმას, რადგან თავი ჰოლივუდურ ფილმში ეგონა, თავის ადვოკატს მიაჩერდა გაკვირვებული.
_რა ხდება?
_დუდამ შეტყობინება გამომიგზავნა, რომ სამხილი იპოვა. დავურეკავ და გავიგებ რა ხდება.–ადვოკატი ელვის სისწრაფით გავარდა დერეფანში, დუჩეც წამოხტა, რომ უკან გაყოლოდა, მაგრამ სასამართლო დარბაზის დატოვების უფლება პოლიციელებმა არ მისცეს, ამიტომ იძულებული გახდა დარბაზში დალოდებოდა სიახლეებს.
_დუდა რა ხდება?–დაურეკა ადვოკატმა.
_ვიდეოზე ერთი საყურადღებო კადრი შევნიშნე. გახსოვთ, დამნაშავის ჩრდილი პირველი სართულის ფანჯრის რაფაზე აწყობს ხელებს და თავისუფლად ადის, ამტვრევს ფანჯარას და შიგნით ხტება. მე დაზუსტებით ვიცი, რომ სანდრო ამ რაფას ვერ აწვდება, სიმაღლე არ ეყოფა, მილიონჯერ მინახავს ამ რაფასთან ჩავლილი.
_დარწმუნებული ხარ? იმიტომ, რომ ახლა სასამართლოს ექსპერიმენტის ჩატარება უნდა მოვთხოვო და თუ არ გაამართლებს...
_დამიჯერეთ, გაამართლებს, ბატონო ვახტანგ. თანაც ეს ყველაფერი არაა, ისიც ვიცი, ვინაა დამნაშავე...



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:09 PM | შეტყობინება # 1412
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ადვოკატი მოსამართლეს მოელაპარაკა და ცოტა ხანში, ბრალდებული ბადრაგის თანხლებით შოთა დადიანის სახლში მიიყვანეს. სახლის პატრონიც, რომელიც დაცვამ მოიხმო პოლიციის ორდერის დანახვისთანავე, ესწრებოდა მცირე ექსპერიმენტს. ბრალდებული დააყენეს ხსენებული ფანჯრის წინ და ხელები ააწევინეს.
_შეგიძლიათ აიწიოთ!–უკმაყოფილო ხმით უთხრა პროკურორმა. ბრალდებული ასეც მოიქცა, მაგრამ მაინც ოდნავ შეწვდა რაფას– აშკარა იყო ის ლანდი, რომელიც თავისუფლად აძვრა რაფაზე ვიდეოში, ამ პიროვნებას არ ეკუთვნოდა.

დუდამ კარზე დააკაკუნა. პასუხი არ ჩანდა. კიდევ დააკაკუნა. შემდეგ ბრახუნზე გადავიდა და ბოლოს, მასპინძელიც გამოჩნდა კარის ჯაჭვის საკეტის თავზე.
_შენ???–გაკვირვებული ხმა ჰქონდა მას.
_ჰო, მე. მარტო ხარ.–ოთახის სიღრმეში შეიხედა დუდამ.–კარგია. არ შემომიშვებ?
_დუდა, არ გელოდი. თან გასასვლელი ვარ, იქნებ სხვა დროს...
_დიდ დროს არ წაგართმევ.–მომხიბვლელად გაუღიმა გოგონამ, რომლის მზერით დატყვევებულმა მასპინძელმაც ჯაჭვი გადახსნა, კარი ფართოდ გააღო და სტუმარი შინ შეიპატიჟა, შემდეგ დერეფანში გაყო თავი, გაიხედ–გამოიხედა დამფრთხალმა და როცა ვერავინ დაინახა, კარი მიხურა და სტუმარს მიუბრუნდა.
_აბა, რა ხდება, როგორა ხარ, დაკარგულო?–ფართო დივანზე ანიშნა დუდას, რომ ჩამომჯდარიყო.
_მეე? მე ნორმალურად. და შენ?–დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და გამომწვევად ჰკითხა გოგონამ.
_მეც კარგად. არამიშავს. მადლობა. შენ აქ ისე, მოსაკითხად არ მოხვიდოდი. რა ხდება, დუდა? რამ გაგახსენა ჩემი თავი?
_რაღაც პრობლემები მაქვს. ოჯახში. ნუ ამაზე ლაპარაკი არ მინდა... ხოდა, ჩემო კარგო, გავიგე მდიდრდები...
–მე ვმდიდრდები?–გაიკვირვა მასპინძელმა, მაგრამ მაინც ნასიამოვნები მზერით მიუჯდა ახლოს თავის სტუმარს.
_მოდი, პირდაპირ გეტყვი,–ძალიან ახლოს მიუტანა სახე დუდამ, ქვედა ტუჩზე ვნებიანად იკბინა, კმაყოფილი დარჩა თავისი ქცევის ეფექტით და განაგრძო.–ვიცი, რომ შენ მოიპარე ჩემი სახლიდან რაღაცეები. უფრო სწორად, შოთას სახლიდან.
–არ მესმის, რაზე ლაპარაკ...–დამფრთხალი წამოიწია, რომ წამომხტარიყო, მაგრამ დუდამ მკლავზე მოკიდა ხელი და ისევ გაუღიმა. ის საწყლად დააცქერდა სახეზე, ვერ გაეგო რა ექნა.
_ეს ვიცანი...–მაჯაზე უცნაურ სამაჯურსდააცქერდა დუდა და ხელი გაუშვა.–ნუ ღელავ, არ გაგცემ. უბრალოდ მინდა, რომ შენთან ერთად წამოვიდე.
_სად?–გაუკვირდა მას.
_სადაც წახვალ. ჩვენ შორის გარკვეული უთანხმოება იყო, მაგრამ სახლში გაჩერება აღარ შემიძლია. უნდა წამიყვანო.
_კარგი, პატარავ, როგორც იტყვი. ეს ფული ყველას გვეყოფა. გამისწორდა, აქ რომ მოხვედი, იმდენი ხანია არ მინახიხარ...
_მეც... მაგრამ მოიცა, ყველას გვეყოფა? კიდე ვის უნდა გავუყოთ?
_ერთი ბიჭია, კომპიუტერულ პონტებში მაგრად დამეხმარა. მაგარი მასტია. თან ჩემ დასაც აქვს თავისი წვლილი...
_შენ დას?
_ამაზე ლაპარაკი არ მინდა.–დასერიოზულდა უცებ.
_კარგი. მაგრამ იმედია ბლომად ხარახურა გამოიტანე.
_სეიფი გამოვაცარიელე, კოდი ჩემმა დამ დამითრია, და კიდე ერთი ნახატი წამოვიღე თავის მოოქროვილ–ჩარჩოიანა. ცოტა ხანს გვეყოფა. ერთი ეს მითხარი, რა პრობლემები გაქვს ახლობლებთან ისეთი, რო ჩემთან მოხვედი? ახლა მოგენატრე?
_გეტყვი, რა პრობლემები მაქ, ოღონდ არ გაჭედო რა, ოქეი?
_თქვი.
_წამლის ამბებია.
_რაა? შენ და წამალი?–ლამის თვალები გადმოალაგა ბიჭმა.
_ჰო, რა გაგიკვირდა?
_სერიოზნად, ტო?
_ოო, შენ ვინ ყოფილხარ!–დუდა "განაწყენებული" წამოხტა და კარისკენ წავიდა, მაგრამ ბიჭმა მოაბრუნა.
_მოიცა, ე, საით? რა გაგიტყდა, გოგო? პროსტა ცოტა მაქ და თუ მართლა გინდა, გაგიყოფ–მეთქი რა...
_მართლა?? დავაი, დააძრე!–თვალები გაუნათდა დუდას.
_მოსახარშია. წამო, მოვხარშოთ.–სამზარეულოსკენ ანიშნა ბიჭმა, მაგრამ ამ დროს, კარზე დააკაკუნეს.
_საძინებელში გადი და სანამ არ დაგიძახებ, ცხვირის გამოყოფაც არ გაბედო!–ხმა გაუმკაცრდა ბიჭს. დამფრთხალი დუდა მითითებულ ოთახში გავიდა, მაგრამ კარები არ მიუხურავს, კედელს აეკრო და ყური მიუგდო.
_რას აკეთებ, ისევ კაიფში ხარ ხო?–გაისმა ნაცნობი მბრძანებლური, ამპარტავნული, გამაღიზიანებლად წვრილი ხმა.
_არ ვარ კაიფში. რა გნებავს, რისთვის ინებე იმ შენს ბებერს მოშორებოდი?
_ხმა ჩაიგდე! შენს გასაფრთხილებლად მოვედი, შე შტერო! უკვე გაირკვა, რომ ის ტიპი არაფერშუაშია. გაანთავისუფლეს, ჩემი თვალით ვნახე. ის გოგო იქექებოდა ვიდეოებში და რაღაც გამოქექა თქვენი სისულელის წყალობით! ახლა კიდევ სადღაც გაქრა. ფრთხილად იყავი, იცოდე!
_ვინ გამოქექა? დუდამ? აბა, მამამისი სახლიდან აღარ უშვებსო?
_ჰოდა, სახლშივე გამოქექა. –ბიჭმა ავისმომასწავებლად ამოიღმუვლა და გინებით შევარდა საძინებელში, მაგრამ შიგნით არავინ დახვდა, სამაგიეროდ ღია ფანჯრიდან მონაბერი ნიავი აფრიალებდა ფარდებს. დუდა კი იქვე, ქუჩის კუთხეში, პოლიციის ფურგონში იჯდა, მოსასმენ მოწყობილობებს იხსნიდა და სულს ძლივს ითქვამდა გადატანილი მღესლვარებისგან.
_ვიღაც პირდაპირ ჩვენსკენ მოემართება.–წამოიძახა ერთ–ერთმა პოლიციელმა, რომელიც პერიმეტრს აკონტროლებდა. ყველა შიგნით მყოფი დუდას მოწყობილობებისგან გაწმენდით იყო დაკავებული, სპეცრაზმს კი გიორგი რუხაძის სახლისთვის შემოერტყა ალყა. ორმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და თავდასხმისთვის მოემზადა. კომპიუტერთან მჯდარმა მესამემაც მოიმარჯვა თავისი მცირეკალირიანი რევოლვერი._სწრაფი ტემპით მოდის! მოემზადეთ! 3, 2, 1!–ფურგონის კარი სახეშეშლილმა ბიჭმა შემოგლიჯა.
_დუდა! დუდა! გაგიჟდიი?შე სულელო! ასე როგორ მომექეცი! რამე რომ დაეშავებინა?–შემოვარდნილი მისკენ მიმართულმა ხახადაფჩენილმა ლულებმა ვერ დააშინა, მივარდა და გოგონა ჩაიხუტა გულში.–შენ რომ რამე მოგსვლოდა იმ კრეტინს ტვინს გავასხმევინებდი და მერე კი სამართლიანად, სინდისის ქენჯნის გარეშე ჩავჯდებოდი ციხეში. ან თქვენ როგორ დაუშვით ეს?–ახლა პოლიციელებს შეუბღვირა დუჩემ.–არანორმალუროო... ჩემი გაბედული გოგო... რეები ჩაატარა თავისი კაცის ციხიდან დასახსნელად...–სახეს უკოცნიდა სანდრო საყვარელ ქალს, რომელიც ძლიერად ეხუტებოდა ქმარს. პოლიციელები თავიდან უბღვეროდნენ ახალმოსულს, შემდეგ კი თავისთვის ჩაეცინათ და ფანჯარაში ყურება დაიწყეს...



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:10 PM | შეტყობინება # 1413
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
xval an zeg movrchebiT!!!!! kiss :* kiss


Vampire-Barbieთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:21 PM | შეტყობინება # 1414

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Pirveli Var mgoni XO? Ert Or Dgeshio Vaimee Rogor Momrnatreba Es Fikunia sad


Jack♥sparrowთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:34 PM | შეტყობინება # 1415
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
არ არსებობს
ერთ დღეში?
რა სამწუხაროა :/
მეც როგორც ყველას ძალიან მომენატრება ეს ფიკი
ვიცი რომ ჯერ არ დასრულებულა მაგრამ საოცარი თავები იყო ეს ბოლოები.
ყველაფერი ისე იყო აღწერილი,იმ ქალის ამბავი და ჩვენება. ჩვენი ეშმაკუნა დუდა დუდა. :/
გ ი ო რ გ ი რ უ ხ ა ძ ე !! საშინელებაა
ვერც მაგას წარმოვიდგენდი.



NessieTთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 10:42 PM | შეტყობინება # 1416

164
4  +
1  ±
   ±
Offline
_დუდა! დუდა! გაგიჟდიი?შე სულელო! ასე როგორ მომექეცი! რამე რომ დაეშავებინა?–შემოვარდნილი მისკენ მიმართულმა ხახადაფჩენილმა ლულებმა ვერ დააშინა, მივარდა და გოგონა ჩაიხუტა გულში.–შენ რომ რამე მოგსვლოდა იმ კრეტინს ტვინს გავასხმევინებდი და მერე კი სამართლიანად, სინდისის ქენჯნის გარეშე ჩავჯდებოდი ციხეში. ან თქვენ როგორ დაუშვით ეს?–ახლა პოლიციელებს შეუბღვირა დუჩემ.–არანორმალუროო... ჩემი გაბედული გოგო... რეები ჩაატარა თავისი კაცის ციხიდან დასახსნელად...–სახეს უკოცნიდა სანდრო საყვარელ ქალს, რომელიც ძლიერად ეხუტებოდა ქმარს. პოლიციელები თავიდან უბღვეროდნენ ახალმოსულს, შემდეგ კი თავისთვის ჩაეცინათ და ფანჯარაში ყურება დაიწყეს...
^^ vaimee, amaze avtirdiii ra sakvarlebi arian
aii kvelam vicodit,rom es debilii ruxadzee ikneboda kretini idiotii egrec gekutvniss she usindiso nadzirala bichoo !!
cheemi duebiiiii ertad ariann vaime ra magariaa chemi sixaruleebi rasakvalrebi arian eiporiebshi var haha :D:D
rogor gamichirdeba am piktan gamomshvidobeba :S :))
ro momenatreba gadavikitxav xolme eg ar ari problema kiss



Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 11:38 PM | შეტყობინება # 1417

436
7  +
9  ±
   ±
Offline
kargi iiyo , uechveli ruxadze megona da aseec axda ^__^

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 1:06 AM | შეტყობინება # 1418

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaime ai bolo nawilze cremli momeria :((((((


♫_Ani_♫თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 1:25 AM | შეტყობინება # 1419

225
6  +
16  ±
   ±
Offline
happy happy


bella1999თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 9:43 AM | შეტყობინება # 1420

151
5  +
15  ±
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
_დუდა! დუდა! გაგიჟდიი?შე სულელო! ასე როგორ მომექეცი! რამე რომ დაეშავებინა?–შემოვარდნილი მისკენ მიმართულმა ხახადაფჩენილმა ლულებმა ვერ დააშინა, მივარდა და გოგონა ჩაიხუტა გულში.–შენ რომ რამე მოგსვლოდა იმ კრეტინს ტვინს გავასხმევინებდი და მერე კი სამართლიანად, სინდისის ქენჯნის გარეშე ჩავჯდებოდი ციხეში. ან თქვენ როგორ დაუშვით ეს?–ახლა პოლიციელებს შეუბღვირა დუჩემ.

umagresi tavebi iyo. happy
Quote (☆AnasteishA☆)
xval an zeg movrchebiT!!!!! kiss kiss kiss

dzalian momenatreba es fiki,magram imedi mak rom axalsac male daiwyeb biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin happy happy happy happy happy

E:)B:)თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 4:54 PM | შეტყობინება # 1421

106
17  +
63  ±
   ±
Offline
ani ani aniii : * kiss dzalian momenatreba es fikii <3 cemi lamazunebi <3 ai ra gitxra ra, xo ici ro arachveulebrivi xar kiss da bolos erti txovna biggrin tu sheigidzlia dges dado bolo tavi, xval mivdivar da vegar wavikitxav da movkvdebi interesit biggrin <3 :****

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 7:46 PM | შეტყობინება # 1422
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მიყვარხართ ყველანი ბავშვებო და ის ფაქტიც მიყვარს, რომ ჩემ ფიკს კითხულობთ. E:)B:)-ს არ გავუკეთებ ამას, რომ ცნობისმოყვარეობაატანილი გავუშვა საცხა მიდის და ვიცი რომ სხვებსაც გაინტერესებთ დასასრული. სწორედ ამიტომ.... დამთხვეულების დასასრული:

_მე და ჩემი მეგობარი, 2011 წლის 31 დეკემბრის ღამეს შევიჭერით შოთა დადიანის კუთვნილ სახლში. ჩემი დისგან, რომელიც სახლის პატრონს ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე დაუახლოვდა, ვიცოდი, რომ მას შემდეგ, რაც სახლი ყველა მცხოვრებმა დატოვა, დაცვა დაითხოვეს და ერთადერთი მებაღე დატოვეს. ჩემმა მეგობარმა კომპიუტერული სისტემის მეშეობით მოახერხა ელექტრო ენერგიის გათიშვა ხსენებულ სახლში, რათა სიგნალიზაცია გამორთულიყო. მეგონა მოხუც მებაღეს ამ დროს უკვე ეძინებოდა, რადგან მისი ქოხი ჩაბნელებული იყო, მაგრამ ჭიშკარზე გადავძვერი თუ არა, მოხუცი გამომეცხადა ფანრით ხელში. განზრახვად არ მქონია, მაგრამ დავიბენი, შემეშინდა და მისი მოკვლა მომიხდა– მოხუცს რამდენჯერმე ჩავარტყი კეფაში თავისივე ხელჯოხი, რომელიც ხელიდან გამოვტაცე. სახლის კარის გასაღები, რომელიც ჩემმა დამ ევროპაში წასვლამდე გადმომცა, კარს არ მოერგო, ალბათ მოხუცმა შეცვალა მათი წასვლის შემდეგ. რადგან ხმაურის გამოწვევა არ მინდოდა, სხვანაირად კი კარში ვერ გავაღწევდი, ფანჯრიდან შესვლა გადავწყვიტე. პირველი სართულის ფანჯარა ჩავამტვრიე და ამგვარად აღმოვჩნდი შიგნით.–ყვებოდა გიორგი რუხაძე ჩვენების ოთახში.–...მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ენერგია გავთიშეთ, ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა, რომ ვიდეოკამერები ჩართული იყო. მითხრა, რომ მდიდრები ხშირად ცალკე კვების წყაროს აკეთებენ ვიდეოკამერებისთვის და ალბათ შოთა დადიანსაც ასე ჰქონდა. სანამ მე სახლიდან ნივთების გამოტანას ვცდილობდი, ჩემმა თანამზრახველმა, კამერების სისტემაში შეაღწია და ძველი ჩანაწერების თვალიერება დაიწყო, თან იმ კადრებს იპარავდა, სადაც მე დავფიქსირდი. სწორედ ამ დროს იპოვა კადრი, სადაც ერთი ტიპი შემოყავდა მოხუცს სახლში. ჩემი დაფარვას მიზნით, გადავწყვიტეთ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, რომ მას დაბრალებოდა ყველაფერი. მოპარული ნივთების ნაწილი გავყიდეთ, უფრო ძვირფასი ნივთები კი საზღვარგარეთ გასაყიდად შემოვინახეთ...

იცი მერე რა ხდება, როცა მზე ჩადის? ...დილას ისევ ამოდის! smile
20 თებერვალი. 16:30

_...ყველაფერი ასე იყო, ლილე. ძალიან გადავიღალეთ ამ ამბებით, ამიტომაც წამოვედით გუდაურში. ცოტა გულს გადავაყოლებთ, ვეცდებით ყველაფერი დავივიწყოთ და უბრალოდ ერთად ყოფნით დავტკბეთ. კარგია, რომ შოთამ არ გაგაგებინათ და ტყუილად არ აგანერვიულათ. ჩემი ძმიშვილი როგორაა? ხომ არ აბრაზებს დედიკოს? ლექსოს ჰყავს? უთხარი, ბევრი, ბეეევრი აკოცოს. ძალიან მენატრებით და აუცილებლად მოგინახულებთ მალე. მიყვარხართ!
_კიდევ დიდხანს უნდა ილაპარაკო?–აბუზღუნდა დუჩე, მაგრამ საწოლზე მიწოლილმა დუდამ ყურმილი დაანახა და გამომწვევად დადო აპარატზე.
_წამო, ვითხილამუროთ, არ გინდა?–შესთავაზა გოგონას.
_არა. მე და სლეშს პირობა გვაქვს დადებული, რომ ერთად ვისწავლით თხილამურობას.
_მაშინ რამდენიმე დღეს მოთმენა მოგიწევს. სანამ შენ შენს რძალს ეჭორავებოდი, სლეშმა დამირეკა (დუდას რეაქცია: შენ დაგირეკააა?????) და მითხრა, რომ ის და ნათია თვის ბოლოს ჩამოვლიან. –საწოლზე გაიშხლართა სანდროც, იდაყვს დაეყრდნო და ცოლისკენ გადაბრუნდა.
_მერე რა?–მისკენ გადაბრუნდა დუდაც, ერთმანეთს თვალებში უცქეროდნენ და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდათ.
_ანუ თხილამურობა არ გინდა?
_არა. შენ გგონია, აქ შენთან ერთად სათხილამუროდ ჩამოვედი?–მაცდური მზერით მიიზიდა თავისკენ დუდამ ბიჭი.
_სწორედ მაგის მოსმენა მინდოდა...–თმაში შეუცურა თითები დუჩემ, ისე მიიზიდა თავისკენ, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ, თვალებში უცქეროდნენ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ დუდამ ვეღარ გაუძლო და თვალები მიეხუჭა, მთელი არსებით ელოდა იმ ტუჩების კოცნას, რომელთაც უკვე გრძნობდა ბაგეზე ოდნავი შეხებით. ეს ოდნავი შეხება უფრო ანდომებდა ამ კოცნას და ის იყო გადაწყვიტა თავად მიეზიდა და ეკოცნა თუ კიდევ გააგრძელედა მის წვალებას ბიჭი, რომ ტუჩებზე ვნებიანი, ნოტიო ტუჩების ალერსი იგრძნო, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა იწყო ტალღებად დავლა... შეეძლო მთელ საუკუნეს ეკოცნა ასე და არ გაჩერებულიყო... დუჩემ შეკრული თმა ერთი ხელი მოქნევით გაუშალა, ორივე ხელი თმაში შეუსრიალა და ტუჩები მოაშორა მის ბაგეს. დუდამ თვალები გაახილა და მის გაბრწყინებულ თვალებს შეეფეთა.
_დარწმუნებული ხარ?–დუდას არაფერი უპასუხია, სვიტერში შეუსრიალა ხელები, თან ტუჩებზე დაეწაფა, ზურგზე ეალერსებოდა თითებით.
_მოიცა...–ძლივს წაართვა ტუჩები ბიჭმა, თან თავისთვის ეღიმებოდა დუდას მოუთმენლობაზე. სვიტერი გაიძრო. დუდა მისი სხეულის ყურებით ვერ გაძღებოდა, ქმარი ზემოდან რომ არ მოჰქცეოდა და ტკბილ, მათრობელა კოცნაში არ ჩაეძირა. დუდამ იგრძნო როგორ შეცურდა მის წითელ სვიტერში მოალერსე თბილი, საყვარელი ხელები და მოხერხებულმა თითებმა რა სწრაფად და თან რა სასიამოვნოდ შეუხსნა ბიუსტჰალტერი...


თვალები საავადმყოფოში გავახილე, თავს შეშლილივით ვგრძნობდი. რა მინდოდა აქ?
_გამარჯობა, ბატონო სანდრო, თავს როგორ გრძნობთ?–მკითხა სანდომიანი გარეგნობის თეთრხალათიანმა გოგონამ.
_ჯართივით. რა ხდება?–მეუცხოვა საკუთარი ხმა.
_ავტოავარიაში მოყევით. გილოცავთ, 3–თვიან კომას რამდენიმე წამის წინ დააღწიეთ თავი.
_მოლოცვისთვის დიდი მადლობა.–ირონიულ ღიმილში გავჭიმა ტუჩები, მაგრამ მაინცდამაინც საამისოდ კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, ამიტომ დავსერიოზულდი.–მაგრამ ჩემი ახლობლები სად არიან?
_ახლავე დავუძახებ.–მედდამ მომხიბლავად გამიღიმა და პალატიდან გავიდა.
–სანდრო, შვილო, როგორ გვანერვიულე!–დედა და დეიდა შემოქაქანდნენ პალატაში მაშინვე, მათ უკან კი ექიმი მოაბიჯებდა. ისე მკოციდნენ და მეხუტებოდნენ, თითქოს ხანგრლივი მოგზაურობიდან დავბრუნებულიყავი. ბოლოს ძლივს მოაცილა ისინი ექიმმა და გასინჯვა დამიწყო.
_სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. დამატებით ანალიზებს გავუკეთებთ და თავისუფალი იქნება. გილოცავ, ბიჭო, კარგად გადარჩი!–"ვინაა შენი "ბიჭო"? გამიელვა, მაგრამ თქმა გადავიფიქრე, დამეზარა პირის გაღება. თან თუ 3 თვე კომაში ვიყავი, ასე უცებ ბოის აწევა არ ღირდა. ექიმს სახე დაუსერიოზულდა, ალბათ გაუკვირდა პიდარასტივით რომ არ გავუღიმე და ხელები რომ არ დავუკოცნე მადლიერებით პირთამდე აღვსილმა. კაცმა კარი გაიხურა და ნათესავების გარემოცვაში მარტო დამტოვა. სანამ დედა და დეიდა მეკითხებოდნენ ამ 3 თვის განმავლობაში სად ვიყავი, ვნახე თუ არა მმოუსავლეთი, ან გვირაბი მის ბოლოს სინათლით, კარი მამაჩემმა შემოაღო თამოსთან ერთად. ისინიც თავს დამხვივნენ (საბედნიეროდ, მამაჩემი მხოლოდ მხარზე ხელის მოჭერით დაკმაყოფილდა, თამომ კი გვარიანად ჩამკოცნა).
_პუშკინა რა უყავი?
_პუშკინა?–გაიკვირვა თამომ.–შენი ძმაკაცი? რავიცი. რამდენჯერმე გამოარა. გუშინწინ იყო მგონი.
_ახლა სად არის?–თამომ თვალები აატრიალა ანუ გაღიზიანდა, ნერვები მოეშალა და ჯობდა აღარაფერი მეკითხა ამიტომ ზოგადი კითხვა დავსვი.–არ მეტყვით, საიდან აღმოვჩნდი აქ?
_არ გახსოვს, დედა?–შეწუხდა დედაჩემი. ნეტა სულ არ მეკითხა. –გოგო დაგეჯახა. შავი ბეემვეთი.
_შავი BMW?-გამიკვირდა.
_ჰო. ეს 3 თვეა აქ ზის. გელოდება.
_ეგ გოგო კაი, მარა ჩემი ცოლი სადაა?–ვთქვი ხალისიანად. ჩემი ლამაზი გოგო მომენატრა, არადა ყველა შემოლაგდა მის გარდა.
_ცოლიიი?–დედამ და დეიდამ ერთმანეთს გადახედეს გულგახეთქილემა, თამო და მამა მე მომაჩერდნენ გაოცებულები.
_რომელი ცოლი, სან?–ხმის ამოღება პირველმა თამომ მოახერხა.
_თამო, ბევრი ცოლი მყავს? სანამ ავარიაში მოვყვებოდი ერთი მყავდა.
_ცოლი მოიყვანე და ჩვენ არ ვიცით?–დედამ მამას გადახედა და მერე მე შემომხედა ნაწყენი თვალებით.
_მაშინ არცერთს არ გვცოდნია იმიტომ, რომ არც მე არ ვიცი.
_თამო, როგორ არ იცი. დუდა, ჩემი ანგელოზი. შენთან რომ მოვიყვანე, აგვისტოში როგორ არ გახსოვს? შავთმიანი... ლამაზი...–თამოს თვალებში გაურკვევლობას ვკითხულობდი და ეჭვს, რომ გავგიჟდი.– თამო, დუდა როგორ არ გახსოვს? რას მეკაიფები?–უკვე ვბრაზდებოდი– რა თავს იშტერებდა?!–დეიდა, არც შენ არ გახსოვს?
_სან, 27 მარტს ავარიაში მოყევი, 3 თვის წინ და მანამდე არცერთ აგვისტოში არავინ არ მოგიყვანია ჩემთან გასაცნობად. დუდა არავინ გიხსენებია, შენ ხომ არ გიყვარს გოგოებზე ლაპარაკი?–ჩამეკითხა და ბოლოს დაჯღანულმა დაამატა.– ან საერთოდ, რა სახელია "დუდა"?
_რა გჭირთ, ხალხო? არც თქვენ არ გახსოვთ? საბერძნეთში რომ ჩამოვედი თქვენთან?–ახლა მშობლებს მივუუბრუნდი, მაგრამ მათაც გაოცებული სახეები მიიღეს.–რატომ მიყურებთ მასეთი თვალებით? ცოტა ხნით ჩამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი და დავბრუნდი...–მაგრამ ისინი ვერაფერს იხსენებდნენ, ვერაფერს ხვდებოდნენ. ამას არაუშავდა, მაგრამ სად იყო ჩემი გოგო?–შენ მამა? შენ რომ ავტოავარიაში მოყევი? ინვალიდის სავარძელში იჯექი. მიხარია, რომ გამოკეთდი.
_სანდრო, ეგ ყველაფერი დაგესიზმრა?–მკითხა შიშით დეიდამ.
_რა დამესიზმრა, ხალხო, მაგოიმებთ? სადაა ჩემი ცოლი?–უცებ გონება გამინათდა და ასე მეგონა გული შუაზე გადამეჩეხა.–ისიც ჩემთან იყო ავარიის დროს?? რამე მოუვიდა?–საწოლიდან წამოხტომა დავაპირე, დასაბმელი გიჟივით ავმღმუვლდი იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა ჩემ პატარას რამე მოსვლოდა.
_დამშვიდდი, მარტო იყავი! შენთან ერთად არავინ ყოფილა! გეფიცები!–ყველად ერთად მომვარდა და ცოტა დავმშვიდდი.
_ცოტა ხანს მარტო დამტოვეთ.–ვითხოვე ცოტა ხნის მერე და ყველამ დამტოვა. დავფიქრდი. რას ნიშნავდა ეს? თამომ თქვა 27 მარტის მერე აქ ხარო. სწორედ 27 მარტს გავიცანი დუდა. მაშინ დაიწყო ყველაფერი. ჩამიქროლა და მანქანა გამიფუჭა. მერე კახის ამბები, ჩვენი სიყვარული, დაშორება, უამრავი დაშორება და შერიგება, ბოლოს როგორც იქნა, ერთად ვიყავით, ციხეც კი გამოვიარე, მან თავი გაწირა ჩემ გამო, ბოლოს ერთად დავრჩით, პირველი ღამე და...
_არა, ეს ყველაფერი სიზმარი ვერ იქნებოდა! ვერ იქნებოდა!–უნებურად თვალები ამიცრემლიანდა. –იქნებ ეს გოგოა დუდა?–წამომცდა, სანამ გონებას დავატანდი რას ვამბობდი. იქნებ მართლა ეს გოგო იყო დუდა, ჩემი ლამაზი გოგო, რომელიც შემდეგ შემიყვარდებოდა და ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც მესიზმრა? თუ მართლა ასე იქნებოდა, იმ შეცდომებს არ გავიმეორებდი, რაც წინა ჯერზე დავუშვი და არასდროს გავუშვებდი ჩემი ცხოვრებიდან. თვალები დავხუჭე და მისი ნაზი კანი, ნოტიო, რბილი ტუჩები, გრილი სუნთქვა გავიხსენე, მისი თბილი მზერა, სასიამოვნო ხმა... მთელი არსებით მიყვარდა ეს ქალი... და ახლა მეუბნებოდნენ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. თითქოს ტუჩებზე ვგრძნობდი მისი კოცნის გემოს...
კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს.
_მობრძანდით.–ვთქვი უხალისოდ, არ მინდოდა გამოფხიზლება! თუ ეს სიზმარი იყო, ნეტავ, რატომ არ ჩავრჩი! თვალები არ გამიხელია, მაგრამ გავიგონე, რომ კარი გაიღო, ვიღაც ფეხაკრეფით შემოვიდა და კარი მიხურა. მხოლოდ ამის შემდეგ გავახილე თვალები. ეს იყო საშუალო სიმაღლის, ხელოვნურად ქერა გოგო მკვეთრი მაკიაჟით, რომელიც დამფრთხალი მიყურებდა. დუდა ნამდვილად არ იყო.
_გამარჯობა.–მითხრა ხმადაბლა. პასუხის გაცემის არც თავი მქონდა და არც სურვილი მაინცდამაინც. ცოცხალ–მკვდარი ვიყავი... ჩემი კომა მომენატრა... ჩემი სიხარული...–თავს როგორ გრძნობ?–პასუხი ისევ არ გავეცი. თვალები დავხუჭე.–ალბათ მიხვდი, რომ მე დაგაჯახე მანქანა და ამიტომ არ მელაპარაკები.–შედარებით გაბედულად ალაქლაქდა შემოსული და თან მომიახლოვდა, ოღონდ ნელ–ნელა, ალბათ ეშინოდა არ წამოვმხტარიყავი და თავში არაფერი ჩამეთხლიშა. მაგრამ არც შევრხეულვარ.–ძალიან მიხარია, რომ მდგომარეობიდან გამოხვედი.
–სამწუხაროდ, მეც იგივეს ვერ ვიტყვი.–ვთქვი ცივად.
_ვერ გავიგე?
_რა გქვია?–თვალები გავახილე და უკანასკნელ იმედს მოვებღაუჭე, რომ იქნებ ეს ის ქალი იყო, იგივე ქალი, ოღონდ სხვა განსხეულებით, მაგრამ სანამ პასუხს გამცემდა, მანამდე მივხვდი, რომ ასე არ იყო. გოგონას თვალები გაუბრწყინდა, სკამი ახლოს მოიწია დაჯდა, და მოკლე შორტში გამოკვალთული ფეხები შემახარბა.
_თათია მქვია. შენ სანდრო, უკვე ვიცი. 3 თვეა აქ ვარ, მეშინოდა რამე არ დაგმართნოდა, თორე მაგარი დამერხეოდა. პრავა ისედაც აღარ მაქვს...–კიდე რაღაცეებს ლაქლაქებდა, მაგრამ აღარ გამიგონია, ისევ ჩემ ცოლთან ვიყავი... ნეტავ, ის ტაძარი თუ არსებობს ქუთაისში? ან ის მოძღვარი... ან ის კეთილი კაცი, ვინც ქუთაისში ჩაგვიყვანა...
_შენადა... შეყვარებული გყავს?–მომესმა კითხვა. გაკვირვებული მივაჩერდი გოგოს. მკერავდა? კიი, აშკარად მკერავდა.
–არა.
_მაშინ ჩემ ნომერს დაგიტოვებ და თუ სურვილი გექნება შემეხმიანე. რას იტყვი?–თავისი მოკლე ჭკუით, მომაჯადოებლად გამიღიმა და ფურცლის ნაგლეჯი ბალიშთან დამიდო.
_შეყვარებული არ მყავს იმიტო, რო ცოლი მყავს.–ვუთხარი ცოტა არ იყოს, გაბრაზებული ხმით. აღარ მევასებოდა ასეთი წაკლები და მომკალი! გოგო დასერიოზულდა. კარგადო ჩაიბურტყუნა და პალატიდან გავიდა.
მეორე დღეს პუშკინა და გიგა მესტუმრნენ.
_მაგარი დაგვაიზმენე, შე ჩემა!–ხალისიანად დაიწყეს, მარა შემატყვეს რო მაგარი უაზროდ ვიყავი და სულ არ მიხაროდა ღრუბლებიდან ამ დამპალ მიწაზე დაშვება.
_პუშკინ, ჩესნად მითხარი, ჩემი დეიდაშვილი გევასებაა? ოღონდ ჩესნად რა.
_თამოზე მეკითხები?–გაუკვირდა.–მევასება რა, კაი გოგოა, ზრდილობიანი და საერთოდაც კაი რა. შენი დაა, ხოდა ჩემი დაა. მეტი რა გითხრა, ბრატ.
_სხვა პონტში არ გიფიქრია?
_სიყვარულის პონტში? შენ ძმობას ვფიცავარ, არა, ტო.
_ჩესნად?
_ჩესნად.–უნდა გამხარებოდა. გამიტყდა. ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. ყვე–ლა–ფე–რი! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. ჩემი დუ...
_ამ ცხოვრების დედაც!–იქვე მიდგმულ ტუმბოს მივცხე მუშტი მთელი ძალით, მაგრამ ვერ მიშველა.
_რა ხდება, ბრატ? რამე პრობლემაა? თამოს პონტშია რამე?–შეშფოთდა გიგა, მე მაგის აფერისტი დედა...
_ძმაო, კაი გოგოა და ყველაფერი, მარა მე ჩემი ეკა მყავს და....
_დაიკიდე რა. მადლობა, რომ მინახულეთ.–ვუთხარი ძაან უბრალოდ და თვალები დავხუჭე. არავის დანახვა არ მინდოდა. რა კარგი იყო კომაში... რა იქნებოდა დამეძინა და ჩემ თბილ გოგოსთან ერთად გამეღვიძა გუდაურში... პირველი, რასაც დავინახავდი, ჩემს მკერდზე დაყრდნობილი მისი ლამაზი თავი ყოფილიყო... ო, რამდენ ხანს ვუყურებდი... არ გავაღვიძებდი, უბრალოდ მზერით მოვეფერებოდი...
_ღმერთო, რატომ?!–აღმომხდა გატანჯულს და კარი კიდევ ერთხელ გაიგო. შავთმიანი, სათვალიანი ახალგაზრდა ქალი იყო, ხელში ფურცლების დასტით.
_გამარჯობა, სანდრო.
_გუშინ და დღეს იმდენი გამარჯობა მოვისმინე, უკვე ყელში ამომივიდა. პირდაპირ საქმეზე გადადით.–ვუთხარი ცივად. ქალს მომღიმარი სახე არ შეცვლია, რაღაც ჩაინიშნა.
_თავს დაძაბულად, აგზნებულად გრძნობთ?
_არა, უფრო გაბრაზებულად. რა გნებავთ?
_მე ფსიქოლოგი ვარ და თქვენმა ახლობლებმა მთხოვეს გაგსაუბრებოდით.
_გიჟი არ ვარ და არც ჰალუცინაციები მაქვს.
_არც მე ვარ ფსიქიატრი. უბრალოდ მინდა დაგეხმაროთ, რომ ამდენხნიანი გათიშვის შემდეგ იოლად, გართულებების გარეშე დაუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას. და არ თქვათ, რომ დახმარება არ გჭირდებათ. თქვენმა ახლობლებმა მითხრეს, რომ...
_დიახ, უცნაური სიზმარი ვნახე. ბევრად უკეთესი რეალობა იყო, ვიდრე აქ დამხვდა და ისევ იქ მინდა დაბრუნება. ახლა კი აუდე აქედან!–ვუთხარი მოურიდებლად და ზურგი ვაქციე. უცებ ყველაფერს მივხვდი. სრულიად ყველაფერს არა, მაგრამ სრული ჭეშმარიტების მცირე ნაწილს მაინც– მე არ ვიყავი ის დუჩე, რაც ჩემ სიზმარში. მე ერთ–ერთი ნაგავი ვიყავი ნაგვები თაიგულიდან, რომელიც ამ ცხოვრებას "ამშვენებდა". მე ვერ გავხდებოდი ისეთი თბილი, კეთილი, ყურადღებიანი და კარგი დუჩე, როგორიც სიზმარში. ამ და კიდევ უუუამრავი მიზეზის გამო, არ არსებობდა ჩემი ოცნები ქალი, იდეალური ადამიანი, სახელად დუდა. იდეალური ადამიანები ხომ არ არსებობენ? ვერცერთი ქალი ვერ შეძლებდა ჩემს "გამოსწორებას", მე ყოველთვის ისეთი ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვიყავი– გულცივი, სარკასტული, უხეში, მაგრამ მაინც მიმზიდველი ვიღაცეებისთვის. არც სიყვარული არ არსებობდა, ისეთი სიყვარული, როგორიც მესიზმრა– ყველაფრის შემძლე, ყველაფრის ამტანი, ყველაზე მომთმენი და სამუდამო. მხოლოდ ზღაპრებშია ასეთი სიყვარული, კიდევ კომედიურ მელოდრამებში, მუწუკებიანი თინეიჯერი გოგოებისთვის რომაა განკუთვნილი, ანდაც წიგნებში, რომლებსაც ისინი წერენ, ვისაც თავად არასდროს უგრძვნიათ არაფერი სიყვარულისდამაგვარი და მძლავრი, ყველაფრის დამძლევი გრძნობის აღწერით ცდილობენ ამ დანაკლისის შევსებას. არ არსებობს არ სიყვარული, არც პატივისცემა, არც ერთგულება... ეს სიტყვები ვიღაცეების გასაბრიყვებლადაა მოგონილი... ის ყველაფერი, რაც მესიზმრა, შესაძლოა პარალელური სამყარო იყო (თუ ასეა, მიხარია, რომ იმ სამყაროში მაინცდაა ბედნიერი ჩემი მეორე მე ჩემ საყვარელ ქალთან ერთად), ანდაც სამოთხე (თუ ასეთი იქნება ჩემი იმქვეყნიური ცხოვრება, თუ დუდა მელოდება იქ, მაშინ იმედია მალე მივალ) და ამას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა, თუ რატომ ვნახე ყველაფერი მაინცდამაინც ასე და არა ის ყბადაღებული გვირაბი მის ბოლოს სინათლით, მდელოთი და მოჭიკჭიკე ჩიტებით თუ რავიცი კიდევ რით... მაგრამ ამ მიზეზს ჯერ მე ვერ ვხვდები.
ამიტომ საწოლის გვერდით ტუმბოზე მიგდებული ჩემი ტელეფონი ავიღე ხელში, თათიას დატოვებული ფურცელი მოვიმარჯვე და ნომერი ავკრიფე... მე ხომ ისევ ისე ძველი, გულთამპყრობელი, მექალთანე "დუჩე" ვიყავი...


ვიცი, რომ უკმაყოფილონი ხართ ასეთი დასასრულით, მაგრამ ავტორი მე ვარ და მე ასე გადავწყვიტე საჭიროდ. ასეთი სიყვარული არ არსებობს. ხომ იცით? ხოდა, გადავწყვიტე, უფრო რეალური დასასრული ჰქონოდა smile დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამლანძღავთ! მიყვარხართ და გმადლობთ, რომ კითხულობდით!



DreaMyთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 8:13 PM | შეტყობინება # 1423
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
au aq mezareba kitxva da wigns rom gamoushveb wavikitxav happy
kompshi verafers ver vkitxulob, tvalebi mewvis. arada rogor mainteresebs

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 8:19 PM | შეტყობინება # 1424

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ahhh ahaa moulodneli da magarii dasasruli. dzalian kargi romani gamogivida da tu gqonda miznad dasasruls yvela mkitxvelis mshralze datoveba gamogivida lips notworthy

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2012-06-23, 8:19 PM | შეტყობინება # 1425

842
83  +
   ±
Offline
aaarr mjeraa!!!! es ra iyo? O_o meee namdvilad shokshi vaaar:XXX
Quote (☆AnasteishA☆)
ვიცი, რომ უკმაყოფილონი ხართ ასეთი დასასრულით, მაგრამ ავტორი მე ვარ და მე ასე გადავწყვიტე საჭიროდ. ასეთი სიყვარული არ არსებობს. ხომ იცით? ხოდა, გადავწყვიტე, უფრო რეალური დასასრული ჰქონოდა დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამლანძღავთ! მიყვარხართ და გმადლობთ, რომ კითხულობდით!

sanam tavis kitxavs daviwyebdi, jer es wavikitxe da titqos mivxvdi rasac apirebdi, magram chemi tavi davarwmune rom ase ar iyo da kitxavs shevudeqi. magram tuurmeee...:XXX arada ra sayvarlebi, kargebi da tbilebi iyvneen... dzaalin dzaalian damwyda guli rom es yvelaferi ubralod sandros sizmari agmochnda da ara sinamdvile. sandroc shemecoda:SSS boloshi tvalebic amicremlianda da araa gamoricxuli axla tirili daviwyo:DDD tumca rogorc shen tqvi, avtori shen xar da shens gadawyvetilebas pativs vcem. martalia ufro metad gamixardeboda rom sxvanairad dagemtavrebina, magram yoveli tavis kitxvis dros uudides siamovnebas vigebdi da es sheni damsaxurebaa. imaze metyvelebs, rom dzaaalian dzaalian kargi mwerali xar ani! kiss kiss kiss
imedia axal motxrobasac male shemogvtavazeb. : ))):*:**
ძებნა: