დამთხვეულები
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-06-17, 2:11 PM | შეტყობინება # 1396 |
572
Offline
| თქვენ რო კარგად იცნობდეთ ანის და უბრალოდ,ერთი დღით მაინც რო ყოფილიყავით მის ადგილას,პანიკა კი არადა და მე ვიცი რა დაგემართებოდათ.თქვენ აი არ ც იცით ეს ადამიანი რამდენს შრომობს და სწავლობს.თუნდაც ეს,მაგრამ როგორ დაწერ ერთი ახალ თავს თუ მუღამზე არ ხარ ძალიან მაინტერესებს და მესამე ა ნისნაირი სიტყვის ადამიანი არც ერთი არ მეგულებით აქ. ასე,რომ დაწყნარდით და ელემენტარული მოთმინების უნარი თუ არ გაქვთ ანის თქმისა არ იყოს სხვა რამე მონახეთ.
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2012-06-17, 8:05 PM | შეტყობინება # 1399 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ბავშვებო, მადლობა, რომ მიტანთ! პატარა თავია, მაგრამ შემდეგი თავი ხვალ იქნება.
_...შე სულელო, ჩემ გამო გაწირე თავი? _არა, ჩემ გამო. შენს გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო...
19 იანვარი. 15:15 _რას აკეთებ, გაგიჟდი? _აქ რას აკეთებ, ქალო? _დარწმუნებული ხართ, რომ მასთან მარტო დარჩენა გინდათ?-ბადრაგი დუდას მიაჩერდა. _დიახ. დაგვტოვეთ. _კარგი, მაგრამ იცოდეთ, რომ თვალს გადევნებთ.-ეჭვმიტანილს გაუყარა თვალი თვალში კაცმა და კარი გაიხურა. _ახლოს არ მოხვიდე, პირდაპირ დაჯექი. _დუჩე, რას აკეთებ?-დუდა უხალისოდ დაემორჩილა. _რაც საჭიროა იმას და არაფერი თქვა. საერთოდაც, ჯობია მეტჯერ აღარ მოხვიდე. _რა? ძლივს გავთხოვდი და გგონია ასე ადვილად მომიშორებ თავიდან?-ბიჭს ოდნავ გაეღიმა. _დუდა, არ მინდა დამეტანჯო. ეცადე დამივიწყო, ჩემო ლამაზო გოგო, კარგი?-თბილი ხმით უთხრა ცოლს. _თვალებში შემომხედე. კარგად დამაკვირდი.-სერიოზული ხმა ჰქონდა გოგონას.-როგორ ატყობ, მე შენს დავიწყებას შევძლებ? ან, ისეთ ადამიან ვგავარ, ვინც საყვარელ ადამიანს გაჭირვებაში ტოვებს? ჩვენ ვიბრძოლებთ. გესმის? _დუდა, შეწყვიტე. თითიც რომ გაანძრიო ჩემ დასახმარებლად, მაშინვე ჩაგსვამენ, ვერ ხვდები? ბრძოლა კარგი რამეა, ოღონდ მაშინ, როცა აზრი აქვს! ახლა კი უბრალოდ უნდა გავჩერდეთ. _არაფრის გაგონება არ მინდა! შენ თავს ვფიცავარ, ჩვენს ლამაზ გრძნობასაც, რომ მალე გამოხვალ აქედან. თუ კანონიერად არა, მაშინ მოვალ და გაგიტაცებ! _ჩემი სულელი...-გაეღიმა ბიჭს.-იცი, როგორ მომენატრე? როგორ მინდა მაგ ლამაზ ჭკვიან თვალებზე გაკოცო. _მაშინ რაღას ელოდები...-დუდა ოდნავ გადაიხარა მისკენ, მაგრამ ბიჭი გაიწია: _გვიყურებენ. პრობლემები შეგექმნება. აჯობებს წახვიდე. _კარგი, წავალ. მაგრამ სიტყვას შევასრულებ. მალე დაგიხსნი აქედან. შენ კი მანამდე ჩემზე იფიქრე. დროებით, ძვირფასო!-ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა გოგონა. _დუდა!-დაადევნა ბიჭმა, მაგრამ ამ დროს ბადრაგმა კარი გააღო და დუჩემ იმის საპირისპირო თქვა, რის თქმასაც მანამდე აპირებდა.-ნეტავ იცოდე, როგორ მძულხარ!-დუდას ჩუმად ჩაეღიმა, ისარგებლა იმით, რომ ბადრაგი თავის პატიმარს მიშტერებოდა დამტუქსავი მზერით და თვალი ჩაუკრა საყვარელ მეუღლეს.
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 7:52 PM | შეტყობინება # 1403 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| დაპირების მიცემა ადვილია, მაგრამ მისი შესრულება- არც ისე. იმას, რისი შესრულებაც ადვილია- დაპირება არ სჭირდება.
დუდამ შოთას უჩუმრად დაუკავშირდა ოჯახის ადვოკატს და რადგან იცოდა, რომ თვითონ იგი დახმარებას ვერ შეძლებდა, სთხოვა ვინმე კარგი ადვოკატი ერჩია, თანაც ისე, რომ მამამისს ამაზე არაფერი გაეგო. ვახტანგ ახობაძე ქალაქში საკმაოდ ცნობილი, წარმატებული ადვოკატი იყო და დუდას ძალიან გაეხარდა, რომ ამ რთულ სიტუაციაში, სწორედ ის დაუდგებოდა მხარში და ქმრის საპყრობილიდან დახსნაში დაეხმარებოდა. დუდას ოჯახის ადვოკატი როგორც კი დაუკავშირდა მას და სთხოვა ასეთი რთული საქმისთვის მოკიდა ხელი, კაცი მაშინვე აქტიურად შეუდგა სამუშაოს. პირველ რიგში, საქმის შესწავლას ოფიციალური მასალებიდან გამომდინარე დუდასთან ერთად. შემდეგ თავისი კლიენტი მოინახულა რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად და თუმცა დუდამ მაშინვე გამოთქვა თან წაყოლის სურვილი, ვინაიდან ბ-ნი ვახტანგი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, მან გულგრილი პროფესიონალიზმით აუხსნა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქცევა გაუმართლებელი იქნებოდა და ამიტომ მარტო აპირებდა წასვლას. დუდა მის თავდაჯერებულ ხმის ტონს ვეღარ შეეკამათა. გარკვევა ბევრის ვერაფრის მოახერხა- იმ ღამით მარტო იყო სახლში, მერე დუდას მეგობარმა მიაკითხა და ერთად წავიდნენ ჭალისოფელში, სადაც მანამდე იყო, სანამ პოლიციამ ალყა არ შემოარტყა სახლს. საქმე უიმედო იყო. _კი, მაგრამ უდანაშაულოა! _მე მჯერა თქვენი, დიანა, მაგრამ სამხილები გვჭირდება.-მშვიდად უპასუხა აღელვებულ გოგონას, როცა მოგვიანებით ნახა. _რამე ხომ უნდა იყოს? აუცილებლად გამოჩნდება! _იმედი მაქვს. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ჩვენება უნდა შეცვალოს. ანუ უნდა თქვას, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია იმის გამო აღიარა, რომ შენ დაეხსენი საკანიდან. ანუ უნდა აღიაროს, რომ თქვენს შორის კავშირი არსებობს. რაც ნიშნავს, რომ თუ მისი უდანაშაულობა ვერ დავამტკიცეთ, შენს თავისუფლებასაც დაემუქრება საფრთხე. მზად ხარ ამ მსხვერპლზე წახვიდე? _რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, რომ სამხილს ვიპოვით. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ორივენი ერთ ბედქვეშ ვიქნებით. არ მივატოვებ. _მისი პირველი ჩვენების შემდეგ ნამდვილად გაგვიჭირდება მოსამართლის დარწმუნება. _გაგვიჭირდება, მაგრამ შევძლებთ, ხომ ასეა? _მომწონს შენი შემართება. ახლა კი დაგტოვებ და საქმეს მივუბრუნდები.
დღეები გადიოდა, მაგრამ იმედი არ ჩანდა. დუჩემ ჩვენება შეცვალა და ყოველივე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული, ისე მოყვა, როგორც სინამდვილეში იყო. გამოირკვა, რომ მთავარი სამხილი იყო შოთას სახლიდან ამოღებული, გარე ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული კადრები. ერთი გარე ჭიშკრის კამერით იყო დაფიქსირებული- როგორ შედიოდა აწ განსვენებულ მოხუცთან ერთად. შემდეგი იყო სახლის წინა ეზოს კამერა, რომელიც გაკვრით აფიქსირებდა ბნელ ფიგურას, რომელიც პირველი სართულის საკმაოდ მაღალ ფანჯარაში შეძვრა- რაფას დაეკიდა და აძვრა. როდესაც ეს კადრები ბრალდებულს აჩვენეს, დაადასტურა, რომ პირველ კადრში ნამდვილად თვითონ იყო და მიახლოებითი თარიღიც დაასახელა, როდესაც ეს ვიზიტი განახორციელა. დაწვრილებით აღწერა ვიზიტის მიზეზი და ის თუ რა მოხდა შემდეგ, მაგრამ მტკიცედ განაცხადა, რომ მეორე კადრში თვითონ არ იყო. გამომძიებელს ამაზე ირონიულად ჩაეცინა და მიუგო, რომ ორივე ვიდეოზე ერთი დღის, 31 დეკემბრის თარიღი იყო დაფიქსირებული... _ორი აზრი არ არსებობს! დამონტაჟებულია! ექსპერტიზა ან რამე ამგვარი რომ მოვითხოვოთ?-გაცხარდა დუდა, როცა კადრების ამბავი შეიტყო. _უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დამშვიდდი. გარდა ამისა, მინდა შენს მეგობარსაც გავესაუბრო, ვინც ჭალისოფლამდე მოიყვანა სანდრო. მისი ჩვენება დაგვჭირდება. _ჩემთანაა, სახლში, შეგიძლიათ მოხვიდეთ თუ ჩვენ გამოვიდეთ? _მანქანით ვარ. 15 წუთში მანდ ვიქნები. _კარგით, გელოდებით.-ტელეფონი გათიშა დუდამ და საწყალი მზერით მიაჩერდა „სლეშს“.
:*:*:* shemdegic male iqneba
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ორშაბათი, 2012-06-18, 7:57 PM | შეტყობინება # 1404 |
436
Offline
| kargia kargii,araferia dakarguli jerjerobit ) )
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 10:27 AM | შეტყობინება # 1407 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ბრძოლა გადარჩენისთვის... სიყვარულის გადარჩენისთვის... საკუთარი ღირსების გადარჩენისთვის... 5 თებერვალი. 13:00 სასამართლო პროცესი.
_პატივცემულო მოსამართლევ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, დღეს მიმდინარეობს უკვე მთელს ქვეყანაში სახელგანთქმული ბოროტმოქმედის, ალექსანდრე ახვლედიანის საქმის განხილვა.-დაიწყო პროკურორმა.
დუდა ბოლთას სცემდა სახლში და ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობისგან. _არა, ასე გაჩერება არ შემიძლია!-გაბრაზებულმა გამოგლიჯა თავისი ოთახის კარი და დერეფანში გავარდა. იქიდან კი კიბეზე დაიშვა. _საით გაგიწევიათ, ახალგაზრდა ქალბატონო? სასამართლოზე ვერ წახვალ!-მისაღებში სავარძელში ჩაფლულმა შოთამ გაზეთი გადადო. _არც ვაპირებ, ბებერო ვაჟბატონო! თქვენის ნებართვით დაცვის ოთახში შევალ! გმადლობთ!-თავი დაუკრა დუდამ და კარი გამოაღო. _მოდის. არ გაუშვათ.-მოესმა როგორ უკარნახა კართან ატუზულმა დაცვამ ჭიშკართან მდგომებს. დუდამ თვალები აატრიალა და დაცვის ჯიხურში შევიდა. ფაქტიურად შინაპატიმრობაში იყო, მაგრამ ეს შინაპატიმრობა ვერ შეაჩერებდა, ადვოკატს რომ არ ეთქვა აჯობებს სახლში დარჩეო. არადა, როგორ შეეძლო ასე მძიმე მომენტში მარტო დაეტოვებინა? _ზედმეტი ყბედობის გარეშე! იმ კადრების ასლები მიპოვე, პოლიციამ რომ სამხილად წაიღო.-უხეშად უთხრა მონიტორების წინ მჯდომს, რომელიც მაშინვე წამოხტა, ადგილი დაუთმო და ფეხზე დამდგარმა დაიწყო კადრების ძიება. _ახლა შეგიძლია გახვიდე. რას მიყურებ? მარტო დამტოვე-მეთქი. ბიჭი გავიდა და კარიც გაიხურა. დუდამ ყურადღებით დაათვალიერა რამდენიმეწამიანი კადრები. _რაღაც უნდა იყოს... აუცილებლად უნდა იყოს რაღაც...-გაწამებული ბუტბუტებდა თავისთვის და უკვე მეასედ ატრიალებდა ერთსადაიმავე კადრს.-ძვირფასო... აუცილებლად იქნება რამე...
_ახლა კი... მინდა მოვიწვიო კიდევ ერთი მოწმე. ეს გახლავთ სოფელ ჭალისოფელის მკვიდრი ქალბატონი. რომელიც უკვე 50 წელია იმ სოფელში ცხოვრობს თავის 2 ვაჟთან და მათ შვილებთან ერთად. _ბატონო მოსამართლევ, ვაპროტესტებ! ფაქტები, რომელიც ბრალდებულის ადვოკატს მოჰყავს, საქმეს არ ეხება. _პროტესტი მიღებულია. ადვოკატო, გთხოვთ საქმეზე გადახვიდეთ. _რა თქმა უნდა. მოვიწვიოთ ქალბატონი გულნარა შეთეკაური.-დარბაზში მსხდომთაგან ერთი მოხუცი, შავით მოსილი ქალბატონი წამოდგა და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოწმის ნიშას. ფიცის დადების შემდეგ მისი ჩვენების ჯერი დადგა. _ქალბატონო გულნარა, ახალი წლის ღამეს სად ბრძანდებოდით? _როგორც ყოველთვის, საკუთარ სახლში, სოფელ ჭალისოფელში შევხვდი ახალ წელს ოჯახთან ერთად. _გთხოვთ, მოუყვეთ დამსწრე საზოგადოებას რა მოხდა, როცა ახალი წლის სადღეგრძელო შეისვა, ბავშვები დასაწოლად გაისტუმრეთ, უფროსებმა კი ქეიფი განაგრძეს. _მამაკაცების სუფრასთან ჯდომა მაინცდამაინც არ მიყვარს. ან რა სახარბიელოა ჩემისთანა დაჩაჩანაკებული მოხუცის საათობით ყურება. ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომაც არ შემიძლია. თანაც უკვე დიდი ხანია უძილობა მტანჯავს. ამიტომ მალევე ავდექი და სუფთა ჰაერზე გამოვედი. ციოდა, მაგრამ არ თოვდა. დაახლოებით დილის 5 საათი იქნებოდა დავინახე აღმართს შავპალტოიანი მგზავრი მოუყვებოდა. გამიკვირდა ასეთ დროს, თან დღესასწაულზე რა უნდა გზაზე-მეთქი. სალამი მითხრა და დღესასწაული მომილოცა. შემდეგ გზას აუყვა და სულ მალე მიიმალა. _გთხოვთ, დამსწრე საზოგადოებას გაუმეოროთ, რომელ საათზე მოხდა ეს? _5 საათი იყო დაწყებული გარეთ რომ გამოვედი. ცოტა ხანს ვიჯექი და შემდეგ გამოჩნდა მგზავრი. შესაძლოა ნახევარი საათის შემდეგ. _გმადლობთ, ქალბატონო გულნარა. თქვენი დიდი სამსახური გაუწიეთ გამოძიებას. _დაასრულეთ?-ადვოკატს ჰკითხა მოსამართლემ. _დიახ. გმადლობთ.-ადვოკატი დაჯდა. _ბატონო პროკურორო, გსურთ მოწმეს ჩაეძიოთ? _დიახ. გმადლობთ, ბატონო მოსამართლევ.-პროკურორი ფეხზე წამოდგა. -ქალბატონო გულნარა, რამდენი წლის ბრძანდებით? _72-ის შევსრულდი ცოტა ხნის წინ. _72-ის... -მძიმედ გაიმეორა პროკურორმა.-72 პატარა ასაკი არ არის. ალბათ წნევებიც ხშირად გაწუხებთ. _დიახ, ზოგჯერ. _...თან ეს წამლებიც რა ძვირი ღირს. _ვაპროტესტებ! ვერ ვხედავ ამ საუბარსა და საქმეს შორის კავშირს.-ფეხზე წამოდგა ადვოკატი. _პროტესტი მიღებულია. ბატონო პროკურორო საქმეზე გადადით. _დიახ, ოღონდ მანამდე კიდევ ერთი კითხვა მაქვს. _ბრძანეთ.-ნება დართო მოსამართლემ. _ეხმარება თუ არა ვინმე თქვენ ოჯახს? _არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვაჟები მუხლჩაუხრელად შრომობენ, ძლივს ვახერხებთ თავის გატანას. _ასეც ვფიქრობდი. რას იტყოდით, ვინმეს რომ თქვენთვის, ჰმმ... ასე ვთქვათ, ფინანსური დახმარება შემოეთავაზებინა? _ვაპროტესტებ!-ფეხზე წამოხტა განერვიულებული ადვოკატი.-მოწმეს იქითკენ უბიძგებს, რომ წამოაცდენინოს ის, რაც არ ყოფილა! _მაშ, თქვენ რა იცით, მე საითკენ ვუბიძგებ?-დამცინავად გადახედა პროკურორმა ადვოკატს. _პროტესტი არ არის მიღებული. განაგრძეთ, ბატონო პროკურორო. _ანუ... მე მაინტერესებდა, ქალბატონო გულნარა, როგორ მოიქცეოდით თქვენთვის „დახმარება“ რომ შემოეთავაზებინათ, პატარა სამსახურის გაწევის სანაცვლოდ? _შვილო, მე რა სამსახურის გაწევა შემიძლია? ჩემი შვილები თუ დაეხმარებოდნენ. მაგრამ ისიც მხოლოდ ღირსეულ საქმეში. უპატიოსნო გზით ნაშოვნი ფული ჩემ ოჯახში არასდროს შესულა!
_შე დებილო, რამ მოგიყვანა ამ სახლში... არანორმალურო... რა შარში გაეხვიე, ხედავ? შე ბოთე! _უკაცრავად, არ მორჩით?-თავი შემოყო დაცვამ და გაუბედავად იკითხა. _რა ხდება? _აქ ვჭამთ ხოლმე, ჩვენი სადილის დროს კი უკვე კარგად გადაცდა. _გარეთ ჭამეთ, ან სამზარეულოში. _მოვიდა! მოვიდა!-გაისმა ჩაცინებები გარედან. _ვინ მოვიდა?-გაკვირვების უნარი შერჩენოდა განაწამებ გოგონას. _აპატიეთ ბიჭებს, არ ეგონათ თუ გაიგონებდით.-„თავშემოყოფილმა“ გაამართლა კოლეგები. _ვინ მოვიდა?-გაიმეორა დუდამ. _ბატონი შოთას...მმ... _გასაგებია.-ზურგი აქცია ბიჭს დუდამ და ისევ მონიტორს მიუბრუნდა.-მოიცა! მოიცა!-წამოიყვირა უცებ. გულდაწყვეტილად გაბრუნებულმა ბიჭმა ისევ შემოყო თავი. _რა ხდება? _შეგიძლია ეს გაადიდო? რაღაც ვიპოვე!
bavshvebo arc me var kmayofili,dzalian davachqare movlenebi, magram radgan dzalian gamewela es fiki, gadavwyvite,rom ase sjobda. cotaga darcha.
| |
|
|
|
|
|