ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:16 PM | შეტყობინება # 496
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
23 ივლისი. შაბათი.
დუდა მზის ამოსვლასთან ერთად ადგა. მასპინძელმაც სწორედ მასთან ერთად გაიღვიძა როგორც ჩანს, რადგან დაბლა ჩასულ გოგონას სანათა ბებო უკვე სამზარეულოში დახვდა– თავშალს იკრავდა.
_დილა მშვიდობისა!–უთხრა ქალს.
_დილა მშვიდობისა, შვილო! ადრიანად ამდგარხარ.–კეთილად გაუღიმა ქალმა. დუდამ ცოტა წაისაუზმა, შემდეგ კი ქალს მიეხმარა საოჯახო საქმეებში. ბოლოს, როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა და ზემოდან ჩამოსულ ხმაურზე ქალმა განაცხადა ჩემი შვილიშვილი იღვიძებსო, დუდამ ფოტოკამერას დაავლო ხელი და წავიდა.
იქაური მიდამოები სულ მოიარა და ლამაზ პეიზაჟს სადაც წააწყდა, წამიერი ჩხაკუნით დააფიქსირა. ფოტოაპარატს რომ დროის გაჩერება შესძლებოდა... რა ბედნიერი იქნებოდა...
ცდილობდა ფიქრებს გაჰქცეოდა. სოფლის უმაღლეს კოშკზე ასვლა მოინდომა, რომელიც სოფლის განაპირას, მიტოვებულ სახლზე იყო მიშენებული. ავიდა კიდეც და ბლომად სურათებიც გადაიღო. ის იყო ჩამოსვლას აპირებდა, რომ კოშკის ქონგურიდან გამოჩრილი იასამნისფერი ყვავილი დაინახა და ფოტოკამერა მოიმარჯვა. გადაიხარა, რომ ღეროებიანად გამოჩენილიყო ლამაზი მცენარე. ხედი არ მოსწონდა, აი, ცოტათი რომ კიდევ გადახრილიყო... კოშკის ქვა–ღორღიან სახურავზე ფეხი აუსრიალდა და ალბათ რამდენიმე მეტრს იფრენდა და უსულოდ, ანდა ხელ-ფეხ მოტეხილი დაეცემოდა რომ არა ვიღაცის ძლიერი მკლავები, რომელმაც შებოჭა და გადავარდნის საშუალება არ მისცა.
_უჰ, მადლობა!–გულგახეთქილი დუდა სულს ძლივს ითქვამდა. მის წინ შავგვრემანი, შავ თმა–წვერიანი ხევსური იდგა.
_თავგანწირული ფოტოგრაფი ყოფილხარ!
_ლამაზი ყვავილი იყო.–უხერხულად თქვა დუდამ. თვალის დახამხამებაში მიიჭრა ბიჭი ქონგურთან, გადაიხარა და უკან რომ დაბრუნდა ყვავილი ხელში ეჭირა– დუდას უწვდიდა.
_კოშკიდან ამოსული განსაკუთრებით ლამაზი იყო.–გული დასწყდა დუდას, რომ ასე არაფრის გამო მოუსპეს სიცოცხლე ყვავილს. ბიჭმა თავი დახარა და ყვავილი ძირს დავარდა.
_მეგონა მოწყვეტა გინდოდა.
_მე დუდა მქვია.–ხელი გაუწოდა გოგონამ.
_მინდია.–ძლიერი ხელის შემოსალტვა იგრძნო დუდამ თავის სუსტ მტევანზე.–ვიცი ვინცა ხარ, ბუთას სტუმარი ხარ.
_არა, მე ნებისმიერი ამ სოფლის მცხოვრების სტუმარი ვარ, ოღონდ მაგის არა.
_როგორცაა. მიხარია, რომ გაგიცანი. თუ სურათების გადაღება გიყვარს, წამოდი, ლამაზ ადგილებს გაჩვენებ.–ხელი გაუწოდა ბიჭმა. დუდამ ცოტა ეჭვით დახედა მის მარჯვენას, მაგრამ... ბუთა, ბუთა... და სწრაფად ჩაუდო ხელისგულში თავისი ხელი– ბიჭი კოშკიდან კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა და შემდეგ სოფლის ლამაზი ადგილები მოატარა– დახავსებული "კედელი" ტყეში, გვირილების მდელო, ქარაფი, რომლიდანაც ხელისგულივით მოსჩანდა პირაქეთა ხევსურეთი. გზად საუბრობდნენ და დუდა მიხვდა, რომ ეს ბიჭი სოფლელი კი იყო, მაგრამ არც ისეთი, როგორებადაც ქალაქში აღწერენ ხოლმე. გოგონამ რამდენჯერმე იგრძნო მისი დაჟინებული ცქერა, მაგრამ არ შეიმჩნია. სოფლის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობის ნახვა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ– ლილე რეკავდა, რომ უკვე ყველამ გაიღვიძა, მიკროავტობუსიც ამოვიდა და ლებაისკარისკენ დაძვრის დრო იყო. დუდამ თავისი ნივთების მიკროავტობუსთან მიტანა სთხოვა და უთხრა, რომ თვითონ პირდაპირ იქ მივიდოდა დროის დაზოგვის მიზნით.
_რა ხდება?–ჰკითხა მინდიამ, როცა გათიშა.
_მეგობრები მელოდებიან, ლებაისკარზე მივდივართ, იქიდან არდოტში. ხვალ იქიდან მუცოსა და შატილში გადავალთ. და ალბათ ზეგ დავბრუნდებით. წამოდი, გინდა?
_მინდა.–უპასუხა ბიჭმა ნელა.–მაგრამ არ გამოვა.
_რატომ? მაგარი იქნება! ადგილები არის, 22 კაციანი "მარშუტკაა".
_ადგილები ხო, მაგრამ ჯგუფი მიდიხართ, მე რა შუაში ვარ. თანაც ოჯახში მე ვარ ერთადერთი კაცი, ვერ დავტოვებ.
_კარგი, არ დაგაძალებ. შენი გადასაწყვეტია. ისე, ძალიან გამეხარდებოდა.–სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ დათქმული ადგილისკენ, რადგან ბიჭმა გადაწყვიტა ბოლომდე მიეცილებინა.
_მისმინე, თუ შენი მეზობელი წამოვა, შენც წამოდი, კარგი?
_ვინ?
_ბუთა.
_აა.
_გთხოვვ.
_კარგი.–გაეცინა ბიჭს.–მაგრამ ვერ წამოვა. მამა იოანე ჩამოდის ხვალ დილით და ტაძრის მშენებლობაზე უნდა მოვიდეს ბუთა.
_შენც იღებ მონაწილეობას?
_ჰო.
_კარგია.–ცოტა ხანში უკვე ადგილზე იყვნენ. ყველამ გაოცებული სახე მიიღო მათ დანახვაზე, განსაკუთრებით ერთმა, "ბუთად" წოდებულმა.
_აბა, კეთილ მგზავრობას გისურვებ!–წვერებში კეთილი ღიმილი გამოუკრთა მინდიას.
_მადლობა. მიხარია, რომ გაგიცანი.–დუდამ ლოყაზე აკოცა ბიჭს და ჯგუფელებს შეუერთდა. ბიჭი მანამ არ წასულა, სანამ მიკროავტობუსი არ დაიძრა და ბოლოს თვალს არ მიეფარა.
მანამდე კი დუდა ლილესთან ერთად ავიდა ტრანსპორტში და იქიდან დაინახა დუჩესა და ლიკას დამშვიდობების სცენა. შემდეგ გოგო მიკროავტობუსში ამოვიდა და დაიძრნენ.
_ვინ იყო?–ჯგუფელი გოგოები შეიკრიბნენ დუდას გარშემო.
_ვინ?
_ის სიმპათიური ბიჭი! ვინც მოგაცილა.
_აა, ის?! მინდია. შემთხვევით გავიცანი. კოშკზე.
_ზოგს რა ბედი აქვს!–თქვა ლიკამ ზომიერზე ხმამაღლა.–ერთი უარს ეტყვის, გამოჩნდება სხვა...
_რა იყო, გშურს?!–ცერად გახედა კატომ და დუდას მიუბრუნდა ისევ.–საყვარელი ვინმე ჩანს, არა?
_კი, ძალიან. რასაც იმ ვიღაც ბუთაზე ვერ ვიტყვით. გოგონებო, ყველას გასაგონად ვამბობ: მექალთანე და მატყუარაა, უფრთხილდით, თუ სერიოზულ ურთიერთობებს ეძებთ, ხოლო ვისაც გართობა იტაცებს, მათთვის ზედგამოჭრილია.–ლიკას შეხედა დუდამ, რომელმაც ირონიულად ჩაიცინა.
_ვიღაც ძალიან გამწარებულია.
_ვიყავი. ეხლა მკიდია. ლილე, რა მოგივიდა?!–შეჰკივლა დუდამ, რადგან გოგონა გულშეღონებული მიესვენა საზურგეს. სასწრაფოდ დაასველეს ცხვირსახოცი და დუდამ სახეზე მოუსვა. გოგონამ თვალები გაახილა.
_რა დაგემართა? გული გამიხეთქე.–გულზე მოეშვა დუდას.
_არ ვიცი, თავბრუ დამეხვა უცებ.
_გინდა გავაჩეროთ მარშუტკა?
_არა, არა, რა უნდა გავაჩეროთ.
_ეხლა როგორ ხარ?–თავს ადგნენ დანარჩენებიც.
_ცოტა ფანჯარა შეაღეთ...–სუსტად ამოთქვა გოგონამ და თვალები მინაბა. დუდამ ბოლომდე გააღო ფანჯარა და დანარჩენებს უთხრა:
_დასხედით რა! თავზე ნუ ადგახართ, თორე კიდევ დაეხვევა თავბრუ.–რამდენიმე წუთის შემდეგ ფრთხილად ჰკითხა:
_უკეთ ხარ?
_აჰაა. მეძინება.–თვალები არც გაუხელია გოგონას.
_კარგი, დაიძინე.
ნახევარი გზა არ ექნებოდათ გავლილი, რომ ლილეს ტელეფონი აწკრიალდა. დუდამ სასწრაფოდ მოქექა ჩანთაში, რომ ხმაურს არ გაეღვიძებინა მისი მეგობარი. მესიჯი იყო უცხო ნომრიდან:"სულ შენზე ვფიქრობ. შენი ნახვა მინდა. როდის დაბრუნდები?"
დუდას მზერა გაუნათდა– იმაზე მეტად ვერაფერი გაახარებდა მისი ძმის მიერ მიყენებულ იარას თუ ვინმე შეუხორცებდა ლილეს.
_მესიჯია?–გამოიღვიძა ლილემ.
_ჰო! შენი უცნობი თაყვანისმცემლისგან.–დუდას არც უცდია ხმადაბლა ეპასუხა, ტრანსპორტში საშინელი ღრიანცელი იდგა.
_ოჰო! და რაო?
_სულ შენზე ვფიქრობ. შენი ნახვა მინდა. როდის დაბრუნდებიო.–ტელეფონი გაუწოდა დუდამ.
_რა სულელი ვინმეა. უცებ დამიახლოვდა. ძალიან ელემენტარულ რაღაცეებსაც კი მიყვება.
_ჰოდა, მაგას რა სჯობია! როგორცკი დავბრუნდებით, ნახე.
_ვნახოთ, ვნახოთ...–პასუხის დაწერა დაიწყო გოგონამ. –ვუთხარი, რომ გული მატკინეს და იარებს ვიშუშებ.
_მერე რა გიპასუხა?
_დამპირდა, რომ დამეხმარება, მარტო არასდროს დამტოვებს და იმ სითბოს მაჩუქებს, რაც იმ ვიგინდარამ დამაკლო.–შემდეგ დუდას ახედა და თავი იმართლა.–ვიგინდარა იმან უწოდა, მე უბრალოდ გავიმეორე.
_ვიგინდარაცაა და უარესიც, ნუ დარდობ.–გაეცინა დუდას.–კიდევ რაო?
_კიდევ მითხრა როცა გხედავდი არ ვაფასებდი, რომ ასე ახლოს იყავი, მაგრამ ახლა ასე შორს და მიუწვდომელი რომ ხარ, მივხვდი რას ვგრძნობ შენს მიმართო.
_აუუჰ! ტიპი ნახე! დარწმუნებული ხარ, რომ უნდა ენდო?–წაუსტვინა დუდამ.
_არ ვიცი, დუდა... ხან ისე მელაპარაკება, რომ... ასე მგონია საკუთარი თავი მწერს. ჩემსავით ფიქრობს და მსჯელობს. ძალიან მაოცებს. რატომ აქამდე არ შემიმჩნევია?!
_არ ცდილობდა შეგემჩნია და იმიტომ!
_ალბათ ძალიან შეუხედავი და დაკომპლექსებულია.
_ჰო, დაკომპლექსებული ალბათ არის, რადგან შორიდან უყვარხარ და მოსვლას ვერ ბედავდა.
_იყოს დაკომპლექსებული! მე გავანთავისუფლებ. თუ ვერ შევიყვარებ... ცოტათი მაინც გავამხნევებ...
_თუ ასე გესმით ერთამანეთის, იქნებ შეგიყვარდეს კიდეც.–თვალი ჩაუკრა დუდამ.



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:21 PM | შეტყობინება # 497
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Crazy, პირადში მოგწერ ნომერს თუ გინდა biggrin biggrin biggrin გამირჩიე პოლიტიკურად biggrin :*:*:*:*
NessieT, შენი ემოციური შენიშვნები მომეწონა biggrin biggrin biggrin
Jack♥sparrow, ვაიმეეე ნუ განიცდი მასე რა იყო biggrin biggrin ყველაფერი, ყველაფერიი, კარგად იქნებააა biggrin biggrin
nati_cullen, შენადა... ჩემ გულში ზიხარ? biggrin biggrin biggrin თუ დაინტერესდებით მასეთი იდეა მქონდა ზუსტად, რომ თუ ვინმეს სურვილი იქნება, მას შემდეგ რაც ბოლოსწინა თავს დავდებ, ადექით და თქვენეული ვერსია დაწერეთ ამის დაბოლოების. საინტერესო იქნება მგონი, რას იტყვით? და ბოლოს დავდებ მერე ჩემეულ ვერსიას smile
elee, happy happy თვითონ თუ არ მოინდომეს გენაცვალე, მე მაგათ ძალით ვერ შევარიგებ და biggrin biggrin kiss
niniko14, biggrin biggrin biggrin რა საყვარელი ხააარ!!!



eleeთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:34 PM | შეტყობინება # 498

131
2  +
7  ±
   ±
Offline
dzaan kargi tavi iyoo :)) shemdegs rodis dadeb?

niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:37 PM | შეტყობინება # 499

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Madloobt :))) biggrin heart


soniaთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:38 PM | შეტყობინება # 500

118
5  +
25  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, intrigis chagdebis didi nichi gaqvs biggrin biggrin biggrin amdeni adamiani amat sherigeas elodeba da es naxe welav da welavs smile smile smile

niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:44 PM | შეტყობინება # 501

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Ara Kargi Tavi Iyo Mara Es Lika Ras Blataoobs ?? biggrin Adre ani iyo exa likaa Shemomakvdeba smile anastasia male daamtavre raa sad biggrin


☆ani_twilighter☆თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 6:48 PM | შეტყობინება # 502

56
3  +
4  ±
   ±
Offline
წიგნის გამოცემას როდის აპირებ?:დ ისე წერ რო წიგნი რო არ გამოსცე არ ვიცი:დ მე თვითონ წაგიყვან სტამბაში:პ tongue :ს biggrin biggrin ინტრიგის დედოფალი ხარ რა kiss
პ.ს დღეში 24 ჯერ შემოვდივარ და სულ ვნახულობ ოღონდ აღარ ვაკომენტარებ.ისედაც ყველა ითხოვს და ..:დ წარმატებები kiss



T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 7:12 PM | შეტყობინება # 503

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ერთი კითხვა მაქვს: ლელა ეხლა ლილე გახდა? თუ თავიდანვე ლილე იყო? biggrin
გუშინ ვფიქრობდი (უცებ მომიარა) ვაითუ ლელა ორსულად დარჩეს ლექსოსგან თქო და ეხლა ჩემი ეჭვები გაათმაგდა ))
კაია რო დუდამ სხვა გაიცნო, დარწმუნებული ვარ დუჩე იეჭვიანეეებს
და არ მინდა რომ მალე შერიგნდნენ, სიუჟეტი ესე უფრო საინტერესოა ჩემი აზრით... ერთმანეთის ჯინაზე გააკეთებენ რაღაცეებს, ნერვებს მოუშლიან ერთმანეთს და სასაცილო იქნება უფრო.. თანაც შეყვარებულობის პერიოდში ძაან მუსი-პუსი წყვილი იყოო biggrin
მოკლედ ეს არის ჩემი კომენტარი და მომდევნო თავს ველი მოუთმენლად, მაგრამ ისე კარგი იქნება თუ ცოტა ხანი არ დადებ, თავებს მოიმარაგეებ და მერე უფრო ხშირად დადებ ხოლმე happy



niniko14თარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 7:48 PM | შეტყობინება # 504

194
3  +
3  ±
   ±
Offline
zemot davinaxee ☆ani_twilighter☆, komentarii smile da mamachems aqvs stamba biggrin :D tu rame raviciii ... biggrin


NessieTთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 8:27 PM | შეტყობინება # 505

164
4  +
1  ±
   ±
Offline
ra gawelos gagijdiii?!
cudad var ukve axla es mindia maklda kide sanerviulo
liles orsuloba mec viipikree:)
liles ras vchivar chemi duebs vnerviolob me da likas mivasgintav adgilze..
ro sherigdebian duebi mere naxos magannn ironiuli laparaki !
rodis dadeb anni shemdeg tavs?!
xo uyureb ra emociebshi var ara?! ar gecodebi daar ginda male ro dado shemdegi tavi?
dges tu ara xval mainc smile , rom pazma ar damemartos nerviulobidann biggrin
(ar shemchniot chemiii debiluri nalaparakebi bevri mecadineoba momiwia da tvini armimushavebs :D)



NessieTთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 8:39 PM | შეტყობინება # 506

164
4  +
1  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆,
saertod wknari adaminebis kategoriashi shevdivar biggrin
magram emociurii gamxadee dzaliann.. smile
seriozulad geubnebi twilight_s gepicebii gamee melandeba duebi biggrin
da vpikrob neta ra moxdebatkoooo.... rodis shearigebss anukatkoo..
da imedia male shearigeebb.. smile kiss :* dzalian gtxov ra smile male shearige da male dade smile

rodesac gadmovardaa koshkidan ai metki megirsatkoo
da chemi duche aritkoo da mindia shemrchaa
raper ar ginda axla ar mogeshalos nervebii biggrin wacko



eleeთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 9:01 PM | შეტყობინება # 507

131
2  +
7  ±
   ±
Offline
NessieT, :))ai zustad metqi chemi duche gamochdatqoo da shemrcha vighac mindia biggrin

შეტყობინება შეასწორა elee - ხუთშაბათი, 2012-01-26, 9:02 PM

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 9:10 PM | შეტყობინება # 508
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
☆AnasteishA☆, გგონია მართლა უბრალოდ განვიცდი? biggrin
მე მართლა ძალიან ძალიან განვციდი რა :/
რა დამწყდა გული
გადავალწეავ თავს ამ ,,ხოგაის მინდიას''
არ მიეკაროს დუდას,თორე გული გაუსკდება დუჩეს,
დუჩეს თუ გული გაუსკდება მივყვები მე
მე თუ მივყევი მერე დედაჩემი ინერვიულებს...........
ხედავ რას მიშვრები? biggrin :D biggrin :D biggrin :D
ეს თავი ცოტა არ მომეწონა biggrin ანი,შენ არაფერ შუაში ხარ (სულ არ გკიდია მომეწონა თუ არა :დ )
უბრალოდ რაღააც ახლის სუნი მცემს,ხოდა სიახლეები კი მიყვარს,მაგრამმ
ამ შემთხვევაში ,,ხოგაის მინდიას'' და დუდას ურთიერთობას ვერ შევურიგდები biggrin
დუჩეს და ლიკას ურთიერთობას კიდევ ხო .. biggrin :D biggrin :D biggrin :D
მაგრამ დუჩეს ბრალიცაა,რატომ არ მოუსმინა დუდას ახსნააას??? biggrin აუ მეწყინა რა :/
გაქრეს ეს მინდია რა ://////////
ძააან კი გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ
ნუ რას ვიზამ <3
მიყვარს ეს ფიკი <3 მიყვარს ამ ფიკის ავტორი,უდიდეს პატივს ვცემ მის ნიჭს და
ვიღაცამ ისეთი საყვედური უთხარით ამ გოგოს–ანის,რომ წიგნი წააცუნცულოს მაშინვე გამომცემლობაში
თორე დავშავდი ქალი kiss ძალიან მაგარი ხარ




შეტყობინება შეასწორა Jack♥sparrow - ხუთშაბათი, 2012-01-26, 10:05 PM

nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 9:21 PM | შეტყობინება # 509

400
9  +
30  ±
   ±
Offline
auuuf kide ar sherigdnen da shemdegi tavi rodis gvegirsebaaaaa biggrin


eleeთარიღი: ხუთშაბათი, 2012-01-26, 9:23 PM | შეტყობინება # 510

131
2  +
7  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, aii martla dzalian magari xar da dzaan magradac wer :))))))) mitaane gamomcemlobashi da dagibewhdaven :)))uphro meti mkitxvelic eyolebaa da uphro bevrs sheuyvardebi kiss <3
ძებნა: