☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-25, 7:45 PM | შეტყობინება # 476 |
 Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 22 ივლისი. პარასკევი. 06:20 დუდა ადგა, ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა- მაინც ვერ ახერხებდა დაძინებას. მისთვის შეუფერებლად დიდი ჟაკეტი მოეცვა და სახლის წინ, ქვაზე იჯდა, ჟაკეტი მოხრილ მუხლებზეც შემოიხვია. დუჩე თავლაში იდგა, ცხენთან და თვალს ადევნებდა მის ყოველ მოძრაობას. მუქი ფერის ჯინსი და მუქი ლურჯი კაპიშონიანი სპორტული სვიტერი ეცვა. ცხენის სავარცხელი იქვე მიაგდო და თავლიდან გამოვიდა. _ვიღაც წასვლას აპირებდა!-ჭუჭყიანი წყლით სავსე ვედროც გამოიყოლა. დუდამ მოიხედა და გაკვირვებულმა აათვალიერა მისი უჩვეულო ჩაცმულობა, შემდეგ შებრუნდა და ისე უპასუხა: _ასე გეჩქარება ჩემი წასვლა? _დიახაც! მეჩქარება! მინდა რაც შეიძლება შორს იყო ჩემგან!-დუჩე შებრუნდა და ჭუჭყიანი წყალი გადააქცია. _რატომ? რა მოხდა გამაგებინე! რა შეიცვალა? რა დავაშავე? ასე უსიტყვოდ როგორ დამტოვე... რა არ ვიფიქრე! თვალებში მიყურე რომ გელაპარაკები!-შეჰყვირა ბოლოს განრისხებულმა გოგონამ, რადგან ის არხეინად ავლებდა ვედროში სუფთა წყალს და თითქოს არც ესმოდა დუდას ლაპარაკი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმიანობას მორჩა, შებრუნდა დუდასკენ და დამარცვლით უთხრა: _გადადი აქედან! შენი დანახვაც არ მინდა! გაიგე? _რამ შეგცვალა ასე ძალიან?-ტკივილი ჩაუდგა თვალებში დუდას. _არ შევცვლილვარ, მე ისევ ის ვარ, უბრალოდ შეხედულებები შემეცვალა.-ზედმეტად თბილად გაუღიმა დუჩემ და კვლავ თავლისკენ გაემართა. _არ მჯერა! ვიცი, რომ რაღაც მოხდა! ასე უბრალოდ როგორ შეგეცვლებოდა შეხედულებები?!-დუჩე მობრუნდა, რომ ეპასუხა: _მივხვდი, რომ ის არ ხარ, ვინც მეგონე! და ამან ყველაფერი შეცვალა! აღარ მინდა ჩემს სიახლოვეს გხედავდე. შენ გამო წამოვედი აქ და ახლაც არ მასვენებ. მომშორდი, წადი აქედან!-დუდა გაშეშდა, აღარ იცოდა რა ეპასუხა, სისხლის შხუილს გრძნობდა საფეთქლებში. მუჭები თავისდაუნებურად მომუშტა. _ხოო არა?-ხმა უთრთოდა მღელვარებისგან.-ვერ მოგართვი! შენ გამო ჩემ გეგმებს არ შევცვლი! არცერთი ბიჭის გამო... არასდროს არ მითქვამს ჩემს პრინციპებზე, გეგმებზე უარი და ვერც შენ ვერ შემცვლი, გაიგე! ვერ ეღირსები! _დაგინახავ რამდენ ხანს გაძლებ!-ბოროტი მზერით უპასუხა დუჩემ და თავლაში შევიდა. დუდა ოთახში დაბრუნდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ არარაობას, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, ყველაფერი თავდაყირა დააყენა მის ცნობიერებაში და ირონიის სათვალეები მოხსნა, თავს სასაცილოდ არ ააგდებინებდა. თუ არ ჭირდებოდა, თუ ის ყველაფერი ზღაპარი იყო... თუ სიყვარული მხოლოდ დუდას ფანტაზიებში არსებობდა და დუჩესთვის უბრალოდ მორიგი გოგო იყო...(დუდამ სასწრაფოდ შეიმშრალა ცრემლები) კი ბატონო! აღარც მას ედარდებოდა მისი „ძველი ნაცნობის“ კუთვნილ სახლში იცხოვრებდა თუ არა. კვლავ მოირგებდა ირონიის სათვალეს, ყინულით დაიფარავდა გულს. გადაწყვიტა, რომ აქ ყოფნის პერიოდში საერთოდ ყურადღებასაც არ მიაქცევდა, არც იმას ჰკითხავდა რატომ წავიდა ასე უსიტყვოდ... არც იმას, ნუთუ მართლა აღარ უყვარდა?...
იმ დღეს გუდანის ჯვრის სანახავად უნდა წასულიყვნენ. დუდას კარგა ხნის ლოდინი მოუწია, სანამ ყველა ადგებოდა, აეწყობოდა, ისაუზმებდა და გზას დაადგებოდნენ. დუდას იმედი ჰქონდა, რომ ლაშქრობის დროს ცოტა გულს გადააყოლებდა და იქნებ მოეხერხებინა და აღარ ეფიქრა ამ სატანჯველზე. ადამიანზე, რომელზე გაფიქრებაც ბრაზის, უსუსურების, სასოწარკვეთის ცეცხლს უნთებდა გულში. მაგრამ ადგილზე, საიდანაც გუდანის გზას უნდა გასდგომოდნენ, სიურპრიზი ელოდა: დუჩე ცოტნეს ელაპარაკებოდა და როცა ამ უკანასკნელმა შეამჩნია, რომ ყველანი ადგილზე იყვნენ, წავედითო დაიძახა და მოსაუბრესთან ერთად გზას გაუდგა. _მოიცა, ესეც მოდის?-ჩამორჩენილს ნიკას ჰკითხა დუდამ. _ჰო, რაა რო? _მაგარია! მხიარული დღე მექნება!-თავისთვის ჩაიბურტყუნა გოგონამ. დუდა ლილესთან და კატოსთან ერთად მიდიოდა და ცდილობდა არ შეემჩნია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მისი გული აძგერება შეძლო, მისგან რამდენიმე მეტრში მიაბიჯებდა. მაგრამ ეს ხმა... ამ ხმის გაგონებაზე უნებურად კრთებოდა და გული უჩქროლდებოდა. ასეთი მძაფრი განცდები მაშინ არ ჰქონია, როცა ერთად იყვნენ, მაგრამ ახლა... ახლა როცა ასე ახლოს იყო და თან ასე შორს... გზად ფერდობის ჩავლა და ღელეზე გადავლა მოუწიათ. ბიჭები გოგონებს მიეშველნენ- განსაკუთრებით დუჩე აქტიურობდა, მაგრამ დუდა როგორც კი მიუახლოვდა, მის უკან მომავალ ლიკას გაუწოდა ხელები მისაშველებლად, დუდამ არ შეიმჩნია, ზედ არ შეუხედავს ისე ჩაუარა გვერდით. მოგვიანებითაც, აღმართზე ასვლაში უცნობებს დაეხმარა, მაგრამ დუდა თითქოს არც არსებობდა. გოგონას პირდაპირ კლავდა, ანადგურებდა ეს გულგრილობა. საბედნიეროდ, ცოტნე მიეხმარა, თორემ თავს ვეღარ შეიკავებდა და იქვე დასცვივდებოდა ცრემლები.
_ვერც კი ვიოცნებებდი ამაზე! რას წარმოვიდგენდი, რომ მთელი 1 კვირა ერთ ჭერ-ქვეშ მოგვიწევდა ცხოვრება. და აი! ასეა, მაგრამ მას სულ არ ვაინტერესებ... ასე მგონია გული გამეპობა სადაცაა... შეხედე! არცერთს უყურადღებოდ არ ტოვებს...განსაკუთრებით ლიკამ მოხიბლა როგორც ჩანს...-ეუბნებოდა დუდა ლილეს მოგვიანებით, როცა უკვე გუდანის ჯვარს მიაღწიეს, მოილოცეს და მწვადის შესაწვავად ფიჩხის შეგროვება დაიწყეს. _გინდა დაველაპარაკო? _რაზე უნდა დაელაპარაკო? აღარ ვაინტერესებ! _მიზეზს ვკითხავ. _გგონია გეტყვის? დაივიწყე! თუ არ ვჭირდები, არც მე მჭირდება!-მტკიცე ხმით თქვა დუდამ, მაგრამ მოგვიანებით, როცა დაინახა, როგორ ისხდნენ მოშორებით დუჩე და ლიკა და რაღაცაზე შეხმატკბილებულნი საუბრობდნენ, მაინც მტკივნეულად შეეკუმშა გული. _ამის ყურება არ შემიძლია!-თვალებაცრემლებულმა უთხრა ლილეს და ტყისკენ წავიდა... ბრაზმორეულმა კარგა ხანს იარა, თან გულში და ზოგჯერ ხმამაღლაც, ლანძღავდა დუჩეს. საკუთარ თავზეც ნერვები ეშლებოდა, ასე სულელურად რომ გაება. შემდეგ ხის მორზე ჩამოჯდა, ზურგით ხავსიან ხეს მიეყრდნო და სახე მუხლებში ჩარგო. თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა არაფერზე არ ეფიქრა. ვინ იცის რამდენი დრო გავიდა, სანამ თვალს გაახელდა და შეამჩნევდა, რომ გარშემო უკუნი სიბნელე ჩამოწოლილიყო. _ოპაა! საიდან მოვედი?!-მორის იმ მხარეს წავიდა, საიდანაც მოვიდა, გზაში ვეღარაფერი გაარჩია. _ლილე!-გაუბედავად დაიძახა, მაგრამ თვითონ ძლივს გაიგონა და იმათ გააგონებდა?!_ლიილეეე!!!-აუწია ხმას, მაგრამ ამაოდ.-ლილეეეეე!!!!-დაიძახა ბოლო ხმაზე და პასუხს დაელოდა, მაგრამ მხოლოდ მისივე ექო გაისმა ტყეში და კიდევ ჭოტებისა და სხვა ღამის ფრინველების ხმა დაემატა. აყურადებდა და ცდილობდა არცერთი ბგერა არ გამოპარვოდა ისეთი, რაც მიახვედრებდა რომ მისი ხმა გაიგეს. ის იყო იმედი გადაეწურა, რომ ხმელი ფოთლების ისეთი ხრაშუნი მოესმა, როგორსაც მის ფეხქვეშ გამოსცემდა. გაიტრუნა და ყური მიუგდო- ხმაური ახლოვდებოდა. _აქ ვაარ!-დაიძახა ხმამაღლა. სულ მალე ხმაურის პატრონი მის წინ იდგა და ირონიული სახით უყურებდა: _ხომ არ დაიკარგე? _არა!-უპასუხა დუდამ და შებრუნდა. _კარგი.-დუჩემაც ზურგი აქცია და წავიდა. გოგონა უკან დაედევნა. _რას მომყვები? _შენ ვინ მოგყვება?-ცხვირი აუბზუა დუდამ, დუჩე გაჩერდა- ვითომ გოგონას გატარება უნდოდა. _წადი, რას მიყურებ? იქნებ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მინდა? _მეზიზღები, იცი? _მკითხე აბა, მაინტერესეებს?-გაცოფებულმა დუდამ გვერდით ჩაუარა და წავიდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა სწორად მიდიოდა თუ არა. _აქეთაა სწორი!-დაუძახა დუჩემ. _წადი შენი! _მაქეთ მგლებია, გოგო, სად მიდიხარ? _ხოდა შენც მაგაზე არ ოცნებობ? შემჭამენ და დაისვენებ!-არ ჩერდებოდა დუდა, ფეხსაც კი აუჩქარა. _დუდა, მართლა გეუბნები! _არ მაინტერესებს! _მგელი!-დაიყვირა უცებ დუჩემ და დაფეთებული დუდა მისკენ გაიქცა.-წითელი თვალები! ხედავ? _სად? _გავიქცეთ!-დუჩემ ხელი ჩაკიდა გოგონას და ორივენი საპირისპირო მხარეს გაცვივდნენ. დუდას გული რომ ამოუჯდა, ხელი გამოსტაცა ბიჭს და გაჩერდა. _მოიცა, ვეღარ ვსუნთქავ... როგორ ფიქრობ, მოგვსდევენ? _ჰო, არ გესმის ხმა?–ქშინავდა ბიჭიც.–გესმის?–დუდამ მიაყურადა, მაგრამ ვერაფერი გაიგო. შეშინებული იყურებოდა აქეთ–იქით და უკან–უკან იხევდა, სანამ დუჩეს მკლავებში არ აღმოჩნდა. _შეგვჭამენ? ხეზე რომ ავიდეთ?–ჩურჩულებდა თავგზაარეული და ვერც ხვდებოდა როგორ ხვევდა ხელებს დუჩეს. _ჰო, ხეზე ასვლა კარგი იდეაა.–დიდი წიფლის ხესთან მივიდნენ და დუდა აძრომას შეეცადა. _მომეხმარე, რას დამდგარხარ?!–უთხრა გოგომ და დუჩემ გადაჯვარედინებული ხელები შეუშვირა, რომ გოგონას ფეხი დაედგა. დუდამ საფეხურად გამოიყენა მისი ხელები, ზედა ტოტს მისწვდა ხელებით და ის იყო ფეხი უნდა შეედგა დაბალ ტოტზე, რომ ფეხქვეშ საყრდენი გამოეცალა. _ეე, რას აკეთებ!–შეჰკივლა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ჩამოვარდნილიყო. ქვემოდან ხარხარის ხმა მოისმა. _რა გაცინებს? მომეხმარე!–მოთმინება ელეოდა დუდას. _რა სასაცილო ვინმე ყოფილხარ და აქამდე არ ვიცოდი!–ბჟირდებოდა დუჩე. _რაა? _არავითარი მგლები აქ არაა. შენ კიდევ როგორ უხდები მაგ ხეს!–ვერ ჩერდებოდა ბიჭი. მაგრამ დუდას არც აღშფოთების შეძახილი აღმოხდომია, არც ლანძღვა–გინება, პირიქით, უფრო მონდომებით შეეცადა ხეზე აძრომას დაბლა ჩასვლის და დუჩესთვის თავ–პირის გაერთიანების ნაცვლად, და ამან ცოტა დააეჭვა ბიჭი. _რას აკეთებ?–ასძახა უკვე დასერიოზულებულმა. გოგონა უკვე საკმაოდ ავიდა ხეზე და მყარადაც დადგა. _შენ გეგონა მართლა მგლისგან თავდასაცავად ამოვედი ამ ხეზე? უბრალოდ გამოგიყენე, რომ ზემოთ მოვხვედრილიყავი და ჩემი ჯგუფელების ბანაკი მომეძებნა. ახლა უკვე ვიცი, როგორც უნდა დავბრუნდე უკან, შენ ჯანდაბამდე გზა გქონია.–სერიოზული ხმა ჰქონდა დუდას– დღევანდელი დღე მისთვის მართლაც მეტისმეტი იყო.
სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ. დუდამ ყველაფერი მოუყვა ლილეს, ისიც, როგორ აძვრა ხეზე მგლის შიშით და შემდეგ ბანაკის მონახვის იდეა როგორ მოუვიდა თავში აზრად. ლილე თითქოს უსმენდა, მაგრამ დუდას ძალიან გონებაგაფანტული მოეჩვენა. _რა გჭირს?–ჰკითხა ბოლოს, როცა უკვე სოფელში შევიდნენ და ბანაკს საკმაო მანძილით ჩამორჩნენ. _ვიღაც ტიპმა მომწერა.–ფიქრებიდან გამოერკვა ლილე. _რაო? _შენი გაცნობა მინდაო. უფრო სწორად, გიცნობო, მაგრამ შენ ვერ მამჩნევო. _ვიღაც გეკაიფება. არ მიაქციო ყურადღება. _არა, დუდა. ძალიან სერიოზულად და დამაჯერებლად საუბრობს. მისი გაცნობის სურვილი გამიჩნდა. _მაშინ გაიცანი, ოღონდ ღრმად ნუ შეტოპავ, ყოველი შემთხვევისთვის.–ლილემ თავი დაუქნია და იმ წამს მოსული მესიჯის კითხვა დაიწყო. _აუ, ტელეფონი მეთიშება! სწრაფად წავალ და შევაერთებ, კარგი?–დუდამ მაშინვე თავი დაუქნია, ძლივს რაღაცით დაინტერესდა და ოდნავ სხივი ჩაუდგა თვალებში მის მეგობარს. _წადი, მე ცოტა ხანს მარტო ვიბოდიალებ და მოვალ. _კარგი. არ დაიგვიანო.–გოგონა სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ, დუდამ ცას ახედა– ვარსკვლავებით მოჭედილიყო. ქვემოთ რომ ჩამოიხედა, ლიკა და დუჩე დაინახა. დუჩე სადღაც გადახვევას აპირებდა. _დაგელოდო?–ჰკითხა ლიკამ თბილად. _არა, ცოდო ხარ. წადი და მოვალ. _ჩვენთან მოხვალ? _ჰო, აბა მე ისეთი სტუმრები მყავს...–დუდა აჭარხლდა. მართალია, საკმაოდ შორს იყო, მათგან, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ორივემ იცოდა რომ იქვე იყო. ამიტომ ლიკას ირონიულმა სიცილმა სულ გააგიჟა. სანამ იმ შარაგზას მიუახლოვდებოდა, სადაც წყვილი იდგა სულ რამდენიმე წუთის წინ, ლიკა უკვე მოშორებით სახლში შევიდა, დუჩე კი მეზობლის ჭიშკრიდან გამოდიოდა. დუდამ არც შეიმჩნია მისი გამოსვლა, გზა განაგრძო. _აღარც გვკადრულობთ, პრინცესა?–მოესმა ზურგსუკან დამცინავი შეძახილი. დუდამ არ შეიმჩნია, გზა გააგრძელა.–შენი ჯგუფელი დამევასა. როგორ ფიქრობ, რამდენ საათში დაიკერება? მემეგონი ამაღამვე მოუწევს თივაში გორაობა. შენ რას იტყვი? ვითომ მეტი დრო დასჭირდება? _ამაზრზენი ხარ!–მიაძახა დუდამ ისე, რომ არც მობრუნებულა. _აი, მეორეს რაც შეეხება... ჩემთან რომ ცხოვრობს... ჩემი საძინებლის პირდაპირ ოთახში... ხათუთასთან... რა ქვიაა? კატო! ხო, ეგ მართლა მომწონს. სერიოზულია და უკარება... ზუსტად ისეთი, შენ რომ იყავი ერთ დროს... ჯერ ლიკუნას მივხედავ და მერე ვნახოთ კატოსთან რა გამოვა... შენი ჯგუფის ბიჭები დებილები არიან, ასეთი ნაშები ყავთ ჯგუფში და თითს არ აკარებენ... ხოდა აბა, მე რისთვის ვარ აქ?–უცებ დუდა მოუბრუნდა და რადგან ბიჭი ამას არ ელოდა, უცებ გაწყვიტა სიტყვა. დუდა მთვარის შუქზე შესცქეროდა ბიჭს თვალებში. _თამაშობ.–თქვა წყნარად. _რა?–ვერ გაიგო ბიჭმა. _თამაშობ. ეს შენ არ ხარ! ალბათ იყავი ოდესღაც ასეთი... მაგრამ ახლა თამაშობ. გინდა გამამწარო და პასუხი მაგებინო, ოღონდ რაზე, მეთვითონაც არ ვიცი! რა დავაშავე, მითხარი! თორემ სადაცაა გამისკდება ეს გული! არ მინდა ასეთს გხედავდე! _როგორს ასეთს?–უნდოდა გამაღიზიანებლად ეთქვა, მაგრამ ჟინი აღარ ეტყობოდა მის ხმას, თითქოს რაღაცამ დაასევდიანა უცებ. _ბავშვს გავხარ, რომელსაც სათამაშო წაართვეს და ახლა გამწარებული ჭიჭყინებს და ფეხებს აბაკუნებს, რომ იქნებ დაუბრუნონ ის სათამაშო... _არა, დუდა, ის "სათამაშო" უკვე "გავაფუჭე", ახლა სხვას ვეძებ... უკეთესს...–უთხრა სერიოზული ხმით. _არ მჯერა...–მტკიცე ხმა ჰქონდა დუდას.–ვიცი, რომ ის... ჩემი დუ... ჩემი სანდრო... შენში ცხოვრობს და ვერ გადამარწმუნებ, რომ ის ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო მხოლოდ...–დუდა ისე მიუახლოვდა ბიჭს, რომ ლამის ცხვირის წვერით ეხებოდა ცხვირზე. წყვილი თვალებში უყურებდა ერთმანეთს. დუდამ გაბედა და ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი ბიჭს– მას არ მოუშორებია, უსიტყვოდ უყურებდა თვალებში მონუსხული. მისი არაფრისმთქმელი გამომეტყველება სასიკეთოდ ეჩვენა დუდას და უფრო გათამამდა.–ვიცი, რომ ჩემდამი სიყვარული შენში ცოცხლობს...–ჩურჩულებდა გოგონა.–დაივიწყე უსაფუძვლო წყენა... მიუხედავად იმისა, რომ უსიტყვოდ მიმატოვე... მე მაინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ...–ბოლო სიტყვა ბიჭის ბაგეზე დაასრულა... დუდასთვის ამ ტუჩებთან შეხება ფოიერვერკის ტოლფასი იყო– გრძნობებმა იფეთქა... სულ ოდნავ მიძინებულმა ემოციებმა და სხეულში თბილ ტალღად დაუარა. ხელებით ლოყებზე ეფერებოდა და თან მთელი გრძნობით კოცნიდა ასე მონატრებულ ადამიანს... კოცნა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა– დუჩემ მისი ხელები მოიშორა, გაიწია და ცივად უთხრა: _ცდები. მე და შენ შორის ყველაფერი დამთავრდა. აღარ მაინტერესებ.–და მეზობლის ცულის ქნევით იმ სახლის ეზოში შევიდა, სადაც ლიკა და დანარჩენები რჩებოდნენ.
ის ღამე ერთ–ერთი ყველაზე საშინელი იყო დუდას ცხოვრებაში. მისი ყველა ჯგუფელი ერთად შეკრებილიყო მეორე მასპინძლის სახლში და თურმე დილამდე აპირებდნენ გათენებას. მხოლოდ ლილე დახვდა დუდას თავის საწოლში და სწორედ მან უთხრა დანარჩენებზეც. _დუდა, მოხდა რამე?–შეშფოთდა გოგონა, როცა ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ გოგონამ მაინც არ ამოიღო ხმა, უხმაურად ჩაიცვა საღამური და ჩაწვა. _ლილე, კარგად დაიმახსოვრე ეს დღე. დღეს დუჩე მოკვდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
| |
|
|