ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

☆ani_twilighter☆თარიღი: კვირა, 2012-01-22, 9:59 PM | შეტყობინება # 421

56
3  +
4  ±
   ±
Offline
მეც ეჭვი მაქ რო დუჩეა ბუთა)ან სხვა ვინმეა და დუდა მოეწონება..ეჰჰ (


nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-01-22, 10:40 PM | შეტყობინება # 422

400
9  +
30  ±
   ±
Offline
vaimee arc dges araa xvalidan skola iwyeba da rodis gvegirseba neta :((((


☆ani_twilighter☆თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 2:42 PM | შეტყობინება # 423

56
3  +
4  ±
   ±
Offline
duche ar iqneba buta:)duches mshoblebi cocxali yavs:)


niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 2:57 PM | შეტყობინება # 424

194
3  +
3  ±
   ±
Offline
☆ani_twilighter☆, Da Vin Tqva Rom Butas Mkvdari Hyavs ?? Iq Natqvamia Marttoo Rom Butam Tqvao rom Dasveneba Da Bunebashi Yopna Mchirdebao Da chamovidao smile wink Amiitoom Shen Tu arr Gjeraa CHven Maiinc nuu gadagvapiqrebiineb biggrin :D sad Anastasia ar dadeeb ?? smile kiss


elle____თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 3:21 PM | შეტყობინება # 425
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
წავიკითხე გამოტოვებული თავები :)) მე ეჭვი მაქვს რომ ის ბიჭი დუჩე არაა, როგორც ზოგი ამბობთ. ისე ეტყობა, რომ დიდი ხანია უკვე მაგ სოფელშია და ამ ოჯახს ეხმარება და დუჩე არც ისე დიდი ხანია რაც გაქრა :)) მაგრამ რავიცი აბა smile ის ბიჭი დაბრუნდა და ის ხმაური იყო უეჭველი :)) იმედია, დუდა არ მოეწონება თორე მოგკლავ ანი :)) ისე, საინტერესო სიტუაცია კი დატრიალდება happy


Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 3:45 PM | შეტყობინება # 426

202
11  +
6  ±
   ±
Offline
aniiii dges dadeeb? surprised surprised ise kargat agar maxsovda da kide gadavikitxe yuradgebit da ar weria aq butas mshoblebi mkvdari yavso happy happy nu sheidzleba martlac ar aris ai axal tavs dadebs da gavigebt magram mainc duche mgonia an kidev ise minda duche iyos ro survils da winaatgrdznobas vegar varchev biggrin biggrin nu mokled sheid biggrin zleba es bocho sxvaa da moewonos dudas da mere mteli ambebi da imedia amistvis ar gagvimeteb ani biggrin biggrin dzalian minda ducvhe gamochndes da ertad iyvneeen love nuuu es shen ici shen wer am fiks magram dzn gamixardeba tuu es buta duche agmochndeba happy happy da kide dges dadeb axal tavs :P niniko14, getanxmebi srulebit biggrin au axali tavi minda eee biggrin biggrin au ra moxseneba davwere biggrin biggrin biggrin mara ani dade raa dgess gtxoov ai mteli gulit gtxov tongue tongue gushin skolistvis adre davweqi da ver davidzine amaze vfiqrobdi mteli game dges dzlivs avdeqi biggrin biggrin biggrin mokled duche iyos raa buta biggrin biggrin biggrin biggrin dade dges tavi angry angry kiss


Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 3:50 PM | შეტყობინება # 427

202
11  +
6  ±
   ±
Offline
elle____, mere xom shesadzlebelia rom chadiodes? ravici me ise minda ro buta duche iyos araferi agar mainteresebs biggrin biggrin biggrin rac nishnavs rom axali tavi mesachiroeba biggrin biggrin biggrin biggrin SASWRAFOD biggrin biggrin biggrin cool cool cool


elle____თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 5:16 PM | შეტყობინება # 428
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Crazy, არა, არა ბუთა არაა დუჩე. შეიძლება ნაცნობია და ის 2-3 კაცი რომ წაიყოლა, დუჩეც იყოს მათ შორის მაგრამ ის ბიჭი სხვაა :)) და იმ ბავშვმაც რომ თქვა, ესე იგი შეუყვარდება დუდაა :)) იმედია ჩხუბები არ იქნება მერე :)) ისე, კი მინდა კარგად მიბერტყოს დუჩემ :დ


Crazyთარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 5:42 PM | შეტყობინება # 429

202
11  +
6  ±
   ±
Offline
hoooo ai magas vfiqrobdi exa biggrin biggrin nu vfiqrobdit me da chemi daqali biggrin biggrin imedia martla im 3 kacshi iqneba is duche da mere iechvianebs am butaze da mere mteli ambebiii happy happy happy happy vaime swrafad rote infaqti axalai tavii mindaaaaaaaaaaaaaaaa


niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 6:50 PM | შეტყობინება # 430

194
3  +
3  ±
   ±
Offline
anastasiaa dade ra kiss :* heart


elle____თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 7:00 PM | შეტყობინება # 431
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ანიიი გელოდება ამდენი ხალხი, პატივი გვეცი თუ შეიძლება რა biggrin biggrin იცოდე, საპროტესტო აქციას მოვაწყობთ tongue დაუნ ვი დიქტეიტე biggrin biggrin მიდი რაა ანიიი happy


NessieTთარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 7:12 PM | შეტყობინება # 432

164
4  +
1  ±
   ±
Offline
vaimee anniii ar debb
ramdeni xanii velodebiiiiiiiiiiiiii
agar shemidzliaaaaaaaaa :X:X
buta ro duche ar iyo gavapren es erti!
da es buta tu duche ar arii daa am butas duda sheuyvarda chemi xelit gavlava butas
da dudasacc tu sheukvardaa xo mtlat gavapren biggrin
da imedia martla ar gagvimeteb magistvis da dagvide ra kiss



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 7:17 PM | შეტყობინება # 433
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

21 ივლისი. ხუთშაბათი. 08:15
დუდა სახლში ხმაურმა გააღვიძა. სანათა ბებო თავის დის შვილიშვილს უხმობდა გამწარებული. გოგონაც საიდანღაც ეპასუხებოდა. ჩიტები გაცხარებულნი ჭიკჭიკებდნენ და სოფლის ხალხსაც ადრიანად გაეღვიძა– საშინელი გნიასი იდგა. დუდამ გვერდითა საწოლს გახედა– ლილეს ჯერ კიდევ ეძინა.
პიჟამაზე ხალათი მოიცვა, ოთახიდან გამოვიდა და კიბიდან ქვემოთ ჩაიხედა.
_რაო, რა თქვა?–გაიგონა მასპინძლის ხმა.
_მეტიჩარა ქალაქელი გოგოებისთვის ბანაობას არ ვაპირებ, ჯერ სამუშაოდ მივდივარო!
_აპირებს, როგორ არ აპირებს, ოღონდ ჯერ არ იცის!–ირონია შეერია თბილ ხმაში სანათა ბებოს.–და სხვებზე ადრე რატომ დაბრუნდა არ უთქვამს?
_როგორ არა! ბერდიას მინდიკაურების ცხვრის დაკვლა სდომებია. პატრონისთვის უნდა მოეტყუებინათ, ვითომ მგელმა დაგლიჯა. ბუთას უჩხუბია და წამოსულა.
_კაი უქნია...–დაფიქრებულმა თქვა მოხუცმა.–ტყიდან რომ დაბრუნდება... ჩვენმა გოგოებმა გაიღვიძეს...–თვალი თვალში გაუყარა უცებ დუდას, რომელსაც უმალ სახე აელანძა და ძლივს ამოილუღლუღა:
_ამმ... დილა მშვიდობისა! თქვენი ბუთა დაბრუნდა?
_ჰო, გვიან ღამით მოსულა. ეხლა ტყეშია წასული შეშაზე. მალე მოვა.
_წავალ, ჩავიცვამ.–ბოდიშივით თქვა დუდამ და ოთახში დაბრუნდა.
ოთახში ავიდა, გახეხილი ჯინსის შორტები, თეთრი თავისუფალი მაისური, თხელძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა და აივანზე გავიდა. თვალს ვერ აცილებდა ამ სილამაზეს- ხევსურულ საცხოვრებლებს, მოშორებით ტყეს, მთებს... ჰაერიც კი უჩვეულოდ გამჭვირვალე ჩანდა აქ. კარგა ხანს იდგა ასე, სანამ კანი არ დაეხორკლა სიცივისგან. შემდეგ ოთახში შემობრუნდა და თხელი მოსაცმელი მოიცვა. ლილეს ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ დაბლა ჩავიდა.
_აუუ, რატო არ ჩამოხვედი აქამდე?!-წამოიძახა მის დანახვაზე სუფრის გაშლაში გართულმა ხათუთამ.
_რატომ? რა გამოვტოვე?
_ბუთა წავიდა! ბებოდ დაუშალა, სტუმრები არიანო, მაგრამ არ გაჩერდა, მაინც წავიდა.-საშინლად გულდაწყვეტილი ხმა ჰქონდა გოგონას. დუდას უკვე ამხიარულებდა მისი ასეთი მცდელობა, როგორმე გაერიგებინა თავისი ნათესავი.
_არაუშავს, ხომ გითხარი, მაინც არაფერი გამოვიდოდა.
_საღამოს მოვა!-ეშმაკუნები აუკიაფდა თვალებში გოგონას. დუდამ თვალები აატრიალა და თეფშების გამოსართმევად გადაიხარა.-მოგეხმარები.
_არა, ბებომ მითხრა სტუმრებს არაფერი გააკეთებინოო. პირის დაბანა გინდა?
_კარგი იქნებოდა.
_გარეთ, სახლის გვერდითაა პირსაბანი.
_კარგი, ახლავე დავბრუნდები.
რამდენიმე წუთში უკვე მოწესრიგებული დაბრუნდა და საძინებელშიც ავიდა ლილეს გასაღვიძებლად.
_დუდა, ძალიან მეძინება... ცოტა გვიან ავდგები, კარგი?
_ქვემოთ უკვე სუფრა გაშალეს, უხერხულია...
_უთხარი, რომ ცოტა ვერ ვარ, კარგი?
_მმ... კარგი, ოღონდ სიმართლე მითხარი... მართლა ხომ არ გტკივა რამე?
_არა, არა. უბრალოდ მეძინება.
_კარგი, მაშინ ჩავალ, ვისაუზმებ.-დუდამ ოთახის კარი გამოიხურა და დაბლა ჩავიდა. ჯერ ბიჭებსაც არ გაეღვიძათ. ამიტომ საუზმობა მხოლოდ სანათა ბებოს, ხათუთას, დუდასა და თმაგაწეწილ კატოს მოუწიათ.
შემდეგ დანარჩენების გაღვიძებამდე დუდა ეზოდან გავიდა. ჩაცმულობაზე, ცნობისმოყვარე გამომეტყველებაზე, ყველაფერზე ეტყობოდა, რომ აქაური არ იყო და ისედაც, ამ პატარა სოფელში, სადაც ყველა ყველას იცნობდა, უცხო ადამიანს ადვილად ამჩნევდნენ და მითუმეტეს, ასეთ ლამაზ უცნობს. თუ ვინმე დაინახავდა ყველა ჩერდებოდა და აშტერდებოდა. დუდა კი წინ იყურებოდა და არავის იმჩნევდა, ლამაზად ნაგებ ქვის სახლებს აკვირდებოდა. გამოუყენებელი პროფესიონალური ფოტოაპარატით ფოტოებს იღებდა, ლამაზ ლანდშაფტს სხვადასხვა კუთხით იღებდა. გასეირნება მალევე დასრულდა, რადგან მობილურზე შეტყობინება მიიღო, რომ ბავშვებს უკვე გაეღვიძათ და სალაშქროდ ემზადებოდნენ.

საღამოს დაღლილები დაბრუნდნე მასპინძელთა სახლებში. ტყეში იარეს, რომ მთის თავზე სალოცავში ასულიყვნენ. სურათები გადაიღეს, არაყი, ღვინო დალიეს და დაღამებულზე დაეშვნენ უკან.
დუდა მაშინვე თავის ოთახში ავიდა და თბილად ჩაიცვა, რადგან მოსაღამოვებულზე შესამჩნევად აცივდა. ვერაფრით მოერია ამ უხასიათობას. არადა, როგორ ეგონა, რომ ლილესაც და მასაც სასიკეთოდ წაადგებოდა ეს ექსკურსია. წამოწვა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და დუჩეს სურათების თვალიერება დაიწყო. ოთახის კარზე ხათუთას ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა.
_შემოდი!-დაუძახა დუდამ და მანაც მაშინვე შემოყო თავი ეშმაკური გამომეტყველებით.
_ბუთა მოვიდა! უცებ გადაივლებს წყალს და ჩვენთან ერთად ივახშმებს!-ისე ახარა, თითქოს დუდა საუკუნე ელოდა ამ ამბის გაგონებას, მაგრამ მის ცრემლიან თვალებს მოჰკრა თუ არა თვალი, ყურები ჩამოყარა. ცოტა ხანს ასე იდგა კართან, შემდეგ დუდამ ცრემლები მოიწმინდა და შეეცადა გაეღიმა.
_მოდი, ჩამოჯექი...-უთხრა გოგონას და საწოლზე მის გვერდით დაჯდომა ანიშნა. ხათუთა მორიდებულად შემოვიდა, კარი მიხურა, დუდას გვერდით დაჯდა და თავი დახარა.
_ზედმეტი მომივიდა, ბოდიში... სულ ჩემი ბრალია... დედიკოც სულ მეუბნებოდა ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება, უკვე დიდი გოგო ხარ და...
_არა, არა, რას ამბობ! შენი ბრალი არაა!-თვალებში ჩახედა დანაღვლიანებულ გოგონას დუდამ.-ერთი ადამიანი მომენატრა, რომელიც ძალიან... ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარს.
_მართლა?-აღფრთოვანებული გამომეტყველება დაედო გოგოს.-მერე? ახლა ნაჩხუბრები ხართ?
_არა... ნაჩხუბრები არა... არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ გეწყინოს, კარგი?
_კარგი.-გულწრფელად გაუღიმა გოგონამ.-რახან ასე გიყვარს ის ვიღაც, ბუთას აღარაფერს ვეტყვი შენზე...-დუდამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
_ჩავიდეთ ქვემოთ? ალბათ შენს ბებოს მიხმარება სჭირდება.
_ჩავიდეთ!-დუდამ და ხათუთა ხელჩაკიდებულნი ჩავიდნენ ქვემოთ. დუდამ ახალი მეგობარი შეიძინა.
სამზარეულოში რომ შევიდნენ, სანათა ბებოსგან დავალება მიიღეს სუფრა გაეშალათ. ჯერ კატო და ლილეც მათ გაჰყვნენ, მაგრამ შემდეგ ოთახში ასვლა და გამოცვლა გადაწყვიტეს და საბოლოოდ სუფრის გაშლა ხათუთას და დუდას მოუწიათ. პატარამ თეფშები წაიღო, დუდამ კი სუფრასთან გასატანი ჭიქა აიღო ხელში და ძველებურ მოხატულობას დაუწყო თვალიერება. სიძველისგან საკმაოდ გადაქერცლილი, მაგრამ მაინც ლამაზი ყვავილები გამოესახათ მინაზე.
_აბა, სად არიან ჩვენი ქალაქელი სტუმრები?-მკაფიოდ მოისმა წყნარი, ირონიანარევი ბარიტონი ოთახიდან, სადაც სუფრა იყო გაშლილი. დუდა ამ ხმის გაგონებაზე შეკრთა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა, რომელიც დაუყოვნებლივ ზღართანით გაიშალა ნამსხვრევებად ქვის იატაკზე. გულმა ბაგაბუგით დაუწყო ცემა.
_არა! არა! არა!-ბუტბუტებდა თავისთვის. თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა გახევებული სხეული დაემორჩილებინა. მთელ სხეულში უცნაური ჟრუანტელი უვლიდა და სისხლის ჩქეფვასაც კი გრძნობდა ვენებში.
_დუდა!-მსხვრევის ხმაზე ოთახში შეირბინა ხათუთამ.-გაგიტყდა? არაუშავს... არ იდარდო.
_ეს ხმა... ეს ხმა...-ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო დუდა. მაგრამ გოგონას არაფერი გაუგონია. ჭიქებს წამოავლო ხელი და გავიდა. დუდამაც მას მიბაძა, მოზრდილი თეფში აიღო, რომელზეც პური დაეხვავებინათ და ხათუთას მიჰყვა უკან. მუხლები უკანკალებდა, გულისცემამ პიკს მიაღწია, ასე ეგონა სადაც იყო საგულედან ამოუხტებოდა. შეეშინდა ხელიდან არ გავარდნოდა თეფშიც და ამიტომ მაგიდის კიდეშივე დადო და მზერა მისკენ ზურგით მდგარ ბიჭს მიაპყრო, რომელიც იარაღების კედელზე თავის სანადირო თოფს კიდებდა.
ის იყო! ის! ათას კაცში გამოარჩევდა მის ფართო მხრებს, ნავარჯიშევ ტანს, მაღალ ფეხებს... სუნთქვაც წარმოუდგენლად გაუხშირდა და წამები, სანამ ის მოტრიალდებოდა, საუკუნეებად იქცა. მოგვიანებით ვეღარ იხსენებდა დუდა როგორ გაძლო, რომ მაშინვე არ მიირბინა და ასე მონატრებულ, მისთვის ასე სატანჯველად ქცეულ ადამიანს არ ჩაეკრა... ძლიერად, მთელი გულით, მთელი წადილით ისე, რომ აღარასოდეს გაეშვა... მისი სურნელი შეეგრძნო, სხეულის სითბო...
ბიჭი შემობრუნდა. დუდას მუხლები მოეკეცა და რომ არ წაქცეულიყო სკამს დაეყრდნო. ელოდა როდის მიაპყრობდა მზერას „ბუთა“ „ქალაქელ მეტიჩარას“, როდის გაუნათდებოდა მზერა, როდის ჩაიკრავდა გულში ძლიერად თავისი მძლავრი მკლავებით, როდის ეტყოდა, რომ ისევე საშინლად მოენატრა, როგორც მას... რომ ყველაფერს აუხსნიდა და აქამდე განცდილი ტკივილი სიამედ იქცეოდა... არაფერი ამდაგვარი! ბიჭი ბუხართან ჩაცუცქდა ისე, რომ არც შეუმჩნია იქვე მდგარი გოგონა.
კიბეზე ჟრიამულით დაეშვნენ ზემო სართულიდან. ხათუთაც მორიგ რეისს ასრულებდა- საჭმლით სავსე თეფში შემოიტანა და მაგიდაზე დადგა.
_ბუთა, ესაა ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი და ჩემი მეგობარი...-ხათუთამ ღიმილით გადახედა ჯერ თავის ბუთას, შემდეგ დუდას. „ბუთამ“ მოიხედა და... გაშტერდა! არა, დუდა ვერ გაუძლებდა ამ თვალებს... ამ მწველ თვალებს... ამ მონატრებულ თვალებს... ო, როგორ ელოდა თბილ, ძლიერ ჩახუტებას... როგორ ნატრობდა... „ბუთამ“ მზერა ლილეზე და კატოზე გადაიტანა.
_გამარჯობათ!-თქვა მათ გასაგონად. ცოტნე კარგი ნაცნობივით გადაეხვია, „მან“ პიკასო დაუძახა, ეტყობა ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს. შემდეგ ცოტნემ ნიკაც გააცნო.
_დუდა, რა გჭირს?-ხელზე ლილეს გრილი ხელის შეხება იგრძნო გოგონამ, რომელსაც გულისცემა და სუნთქვა უკვე ჩაუცხრა, მზერაც მოაცილა „მას“ და თავი დახარა, მაგრამ გაოგნებას... იმედგაცრუებას დაესადგურებინა მის გულში...-დუდა!
_ჰო!
_ეს დუჩე არაა?-ჩურჩულით ჰკითხა ლილემ. დუდა მეგობარს მოუბრინდა, შემდეგ „მას“ შეავლო თვალი (მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ ორივემ სასწრაფოდ აარიდა ერთმანეთს თვალი) და ისევ ლილეს მიუბრუნდა.
_არა, ლილე, ეს ბუთაა!-და სამზარეულოსკენ წავიდა.
სუფრასთან რომ დასხდნენ, სუფრის თავში წამოსკუპებულმა მასპინძელმა სტანდარტული სადღეგრძელო წარმოთქვა. დუდას არც გაუგონია. ქეიფი გახურდა, მაგრამ ის ისევ გაშტერებული იჯდა. არავის არ უყურებდა.
_ამას რა ჭირს, ტო?-მოესმა ცოტნეს ხმა.
_რა იყო, გოგო, რა გაშტერებული ზიხარ?-დაამატა ნიკამაც. დუდამ ნელა გადაიტანა მზერა ამ ორზე ისე, რომ მისი მხედველობის არეში „ის“ არ მოხვედრილიყო:
_მე გეკითხები რატო გაქ დარეხვილის სიფათი? შენ საქმეს მიხედე რა.
_ოჰ, ბოდიში, პრინცესუნია!-გაიცინა ნიკამ, მაგრამ დუდა თავის სუფთა თეფშს ჩააცქერდა. ბიჭებმა კი ქეიფი განაახლეს.
_რა სჭირს?-ჩასჩურჩულა ლილემ დუჩეზე.
_არ ვიცი, ლილე, არაფერი არ ვიცი... განადგურებული ვარ.
_გინდა, გარეთ გავიდეთ?
_არა, ცივა და ცოდო ხარ.
_მინდა კიდევ ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ!-ხმა აიმაღლა მასპინძელმა. დუდას ისევ არ აუწევია თავი.-ამით იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ჭეშმარიტ გრძნობებს, ადამიანობას აფასებს, ღალატი არც იცის რა არის და ვერც წარმოუდგენია! იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც სიყვარულს იმსახურებს და აფასებს!-დუდამ თავი ასწია და თამადას გახედა- მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. დუდას არ ახსოვდა მის სახეზე ასეთი მზერა: ჯიბრიანი, ბრაზიანი. ცალი წარბიც კი აეწია- თითქოს ნიშნს უგებდა. ბიჭმა სასმელი მოიყუდა და ბოლომდე გამოცალა. დუდას თვალი არ მოუცილებია მისთვის, სანამ ყველამ არ დალია სადღეგრძელო, მაგრამ ბიჭს მზერის ღირსად აღარ გაუხდია.
_თამადის ნებართვით, მეც ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს...-საკუთარი მთრთოლვარე, მაგრამ მკაფიო ხმა მოესმა დუდას. ყველამ მას მიაპყრო მზერა, დუჩეს ჩათვლით, გოგონა სწორედ მას უყურებდა.-ამით იმას გაუმარჯოს, ვისაც ყველაფრის გაღება შეუძლია თავისი გრძნობის დასაცავად, ვინც თავს გასწირავს მისთვის, ვინც ტყუილებს არ აყვება, ვინც ენდობა, სჯერა საყვარელი ადამიანის და ვინც სიტყვის უთქმელად არ ტოვებს მას, ვინც უყვარს!-დუდამ მოიყუდა და ბოლომდე გამოცალა. ყველა დუჩეს მიაშტერდა.
_ამით კი იმას დავლოცავ...-კბილებში გამოსცრა ბიჭმა.-ვინც მიღალატა! გამყიდა!-შემდეგ ღვინიან ჭიქას ისე ჩახედა, თითქოს პირველად ხედავდა.-უი, უცებ დამავიწყდა, რომ ღვინოს ვსვამთ და არა ლუდს.-დუდამ ვერ აიტანა ეს ირონიული ტონი, მზერა. ვერ აიტანა ცნობისმოყვარე მზერებიც. ქვაზე ხის სკამმა გაიხრჭიალა, შემდეგ სკამი ზურგით დაეცა იატაკზე, დუდა კი კარისკენ გავარდა უკანმოუხედავად. ოთახში მდუმარებამ დაისადგურა.
_რა მოხდა?-სანათა ბებო შემოვიდა ოთახში.-თქვენი მეგობარი გავიდა?-ლილეს მიუბრუნდა. ამ უკანასკნელმა მომხდარით განცვიფრებულმა ოდნავ დაუქნია თავი.
_სანდრო, გაჰყევი! ტყეში არ წავიდეს, არაფერი მოიწიოს.
_რაა? რატომ?
_მასპინძელი ხარ და იმიტომ!-მოუჭრა ქალმა. ბიჭმა შეკამათება დააპირა, მაგრამ ბებომ მზერით ანიშნა კარზე და ისიც ზლაზნვით გაემართა.
სახლის წინ ვერსად იპოვა, შემდეგ შენობას შემოუარა და უკანა კიბეზე ჩამომჯდარი აღმოაჩინა, მხრები უცახცახებდა. წამით გაჩერდა, თითქოს გაახსენდა ვინ იყო მისთვის ეს გოგო ერთ დროს, მაგრამ შემდეგ რიხიანად და უგულოდ უთხრა:
_სახლში შემოდი, ბებიაჩემი ნერვიულობს.
_წადი შენი...-არც მობრუნებულა ისე უპასუხა გოგონამ.
_შენ რა... ტირი?-მისმა წყნარმა ხმამ დააეჭვა დუჩე, მაგრამ შეეცადა თბილ ნოტებს არ გაეჟღერა მის ხმაში.
_ვტირი? რისთვის უნდა ვტიროდე? ვიგინდარებზე აცრილი ვარ.
_ჰოო?-ჩაეცინა მწარედ.
_ჰო!
_ძალიან კარგი! იცი რას გეტყვი? აი, პირდაპირ ტყეს ხედავ? ძალიან მაგარი ადგილებია, კარგი იქნება თუ ადგები, წახვალ და მგლები შეგჭამენ!
_სამწუხაროა შენ უკვე რომ არ შეგჭამეს.
_მგლები მათ ჭამენ, ვინც სხვებს აავადებს თავის გარშემო.
_რა გინდა?-უცებ მობრუნდა მოსაუბრისკენ ზურგით მჯდარი გოგონა.-რა გინდა ჩემგან?
_შენგან?-ზიზღის ნოტებმა გაიჟღერა მის ხმაში.-შენგან რა უნდა მინდოდეს.-დუდას თვალთაგან ცრემლებმა იფეთქა. კარგი იყო, რომ ბნელოდა.
_ხოდა მაშინ მომშორდი!
_ეს ჩემი სახლია და სადაც მინდა იქ ვიდგები.
_შენი სახლია, მაგრამ მე ვქირაობ!
_შენ ერთ ოთახს ქირაობ.
_თუ მომინდება მთელ სახლს ვიქირავებ.
_ფულით ყველაფერს ვერ იყიდი! და დამიჯერე, ვერაფერსაც ვერ იქირავებ. თუ მოვინდომე, ამ სახლიდან კინწისკვრით გაგაგდებენ!
_რა? არ მეგონა აქამდე თუ დაეცემოდი!
_არც მე მეგონა ასეთი დაცემული თუ იყავი, მაგრამ რას ვიზამთ...
_იცი რას გეტყვი?
_რას?
_გათენდება თუ არა, ამ სახლიდან გადავალ.
_კარგს იზამ! შენს ნაცვლად ვინმე ლამაზი გრძელფეხება გამოუშვი.
_წადი შენი! მეზიზღები!-ფეხზე წამოხტა დუდა და სახლში შეირბინა. მეგობრების ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საძინებელში ავიდა და მხოლოდ გათენებისას მოიოხა გული ტირილით... იმედგაცრუება მტკივნეული რამეა.




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2012-01-23, 7:21 PM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 7:39 PM | შეტყობინება # 434
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
აუ როგორ ვიტირე cry cry cry cry cry ანა, "ჩემს თავს გაფიცებ" შემდეგი დადე თორე ცუდად ვარ .. სერიოზულად გეუბნები ოღონ რაა ((( იცოდე მიტინგსაც გავმართავ და 1 კვირა აღარ შემოვალ იცოდე თუ არ დადებ (( ( ნუ ეხლა ზუსტად ერთი კვირა არ ვიცი მარა გთხოვ )


RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-01-23, 7:39 PM | შეტყობინება # 435

572
28  +
48  ±
   ±
Offline
არრა რა ანა არ გეცოდებით ნუთუ პატარა ბალღები? ვაიმე ამაბღავლა ამან..(( დედა რრა ემოციური იყო ვაიმე ცუდად ვარ!

I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: