ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დამთხვეულები

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 12:39 PM | შეტყობინება # 391
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (niniko14)
♥vampiressa♥, Ohh Shen Ro Ar Icodee Rogorii Tavii Modiiis Shenc Asee Iqnebodi

shen warmoidgine da tqvenze cotati adre vigeb mec!
da ramdenime dgis gamo nu sheyaret exla mteli ambai, dro iyo kvirebi velodebodit xolme tavebs, vah!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

niniko14თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 3:58 PM | შეტყობინება # 392

194
3  +
3  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, Shen Cotatii adre igeb biggrin da 4 dgemdee cotaa adre 2 dgea :P amitoom ar brazdebi smile tan chvenc skola dagvewyoo sad


T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 4:17 PM | შეტყობინება # 393

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, getanxmeebiii )) meec dzaaliaan maintereseebs axali tavebi, magram iqneb ar scalia im adamiaans da ramodenime dge ra gaxda rom moicadooot?


niniko14თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 4:40 PM | შეტყობინება # 394

194
3  +
3  ±
   ±
Offline
vicdiit mgoni smile sxva gza gvaqvs rame ??


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 5:32 PM | შეტყობინება # 395
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
niniko14, rom dawynarde getyvi rom jer mec ar maqvs wakitxuli is rac dawera anim, ubralod vici ra sheidzeba moxdes daaxloebit, magram wakitxulo ar maqvs da nu gadamayole mag or dges!
Quote (T-MOMSEN)
magram iqneb ar scalia im adamiaans da ramodenime dge ra gaxda rom moicadooot?

ho nat, ar mesmis amxela ambavi ra sachiro iyo.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

niniko14თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:17 PM | შეტყობინება # 396

194
3  +
3  ±
   ±
Offline
me aravin ar gadamiyolebia smile ubralood duche momenatra sad


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:19 PM | შეტყობინება # 397

572
28  +
48  ±
   ±
Offline
აიი იმიტომ არ მიყვარს პატარა ლაწირაკი ბავშვები! ზუსტად მათ გავხართ ! რა გეტაკათ ხალხო ვერ მოგითმენიათ? აბეზარი ბავშვები... მე იცი როგორ მინდ ა ახალი თავი დადოს მარა ველოდები) თქვა რო დავდებო ხო? ხოდა ვსიო რა მორჩა აქ ბაზარი და უაზრო ბავშური კომენტარები!

I Hate This FuCkinG Life <3

nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:31 PM | შეტყობინება # 398

400
9  +
30  ±
   ±
Offline
RoB-dOd, momismine genacvale sheuracyopis miyeneba ar iyo sachiro aq aravinaa lawiraki mitumetes shen titon patara xar da uazrobebs sheeshvi,vinaa erti shentvis abezari da lawiraki???? 18 wlis gogo romelic germaniashi var gadaxvewili da guls vayoleb amat kitxvas da yuradgeba gadmomaq???cota dapiqrdi ra sanam kide ertxel dagli titebs uazrobebis sawerad aravinaa aq sheni lawiraki


nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:32 PM | შეტყობინება # 399

400
9  +
30  ±
   ±
Offline
neta erti sheni tavi didi ggonia????


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:43 PM | შეტყობინება # 400
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო, ბავშვებო, დაშოშმინდით ძალიან გთხოვთ!!! არამგონია ეს ფიკი შუღლის ჩამოგდებად ღირდეს! ჩემი ბრალია ყველაფერი და ჩემზე იყარეთ ჯავრი smile ნუ ვერ მოვახერხე დადება და რა ვქნაა? მიგაჩვიეთ, რომ ყოველდღე ვდებდი და ეხლა რომ ვერ დავდე რამდენიმე დღე სამართლიანი გულისწყრომაც დავიმსახურე. ოღონდ ნუ გავიწყდებათ, რომ სამწუხაროდ არაა ისე, როგორც მე და თქვენ გვინდა- ვერ ვახერხებ ხშირად საწერად დაჯდომას და შესაბამისად დადებასაც ვაგვიანებ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით. მიხარია, რომ ვერ ითმენთ ისე გაინტერესებთ, ეს ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ არ გეგონოთ იმიტომ არ ვდებ, რომ თავში ამივარდა და ა.შ. და ა.შ მიყვარხართ ყველანი ძალიან! და ძალიან გთხოვთ ნუღარ წაეკამათებით ერთმანეთს. ვიცი, რომ ცოტა ისე თუ რამე დაწერეთ ყველაფერი ხუმრობით და იმედია სერიოზულად არ გაბრაზებულხართ ჩემზე, იმიტომ რომ თქვენს აზრს ძლიან ვაფასებ.
nati_cullen, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ფიკი ცოტათი მაინც გიმსუბუქებს ნოსტალგიას sad
დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის!!!! ვეცდები ცოტა სწრაფად ვწერო.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 6:45 PM | შეტყობინება # 401
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
20 ივლისი. ოთხშაბათი. 21:35
_კიდე დიდხანს უნდა ვიაროოოთ?-წუწუნებდა ვიღაც.
_აუუ, თავი ამტკივდა, გაჩუმდით, რა დღეში ხართ, ვაა!!!-კურსელებს მოუბრუნდა მძღოლის გვერდით დასკუპებული ჯგუფხელი.
_მუსიკას აუწიეეეთ!
_ლილე, როგორა ხარ?
_უკეთესად ვარ, დუდა, ყურადღებას ნუ მომაქცევ, გაერთე,-საზურგეს მიყუდებულმა ლილემ თავი ფანჯარას მიადო და თვალები დახუჭა.
_ბაბლუანი, მოკეტე რა, ხო ხედავ ცუდადაა!-თვალები დაუბრიალა დუდამ კურსელს, რომელიც პირდაპირ ყურში ჩაჰბღაოდა სიმღერას ლილეს.
_რა სჭირს, ეე?-სასმელისგან ცოტა დაელმებოდა თვალები ბიჭს.
_მგზავრობისგან დაიღალა.
_არა მარტო ლილე, მეც ძალიან დავიღალე, ბევრი დარჩა?-მოღვენთილიყო ხუჭუჭათმიანი კატოც. დანარჩენები მღეროდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ. წინა სავარძლებზე მძღოლს ელაპარაკებოდნენ ჯგუფხელი და მისი მეგობარი. დუდა ლილეს გვერდით იჯდა და შეწუხებული მზერით დასცქეროდა.
_მართლა არაფერი მიჭირს, დუდა, უბრალოდ თვალებს დავხუჭავ, კარგი? მგონი ლიკას სალათმა მაწყინა...-წყნარად უთხრა ლილემ და შეეცადა ოდნავ გაეღიმა. ლიკა ერთ-ერთ იმათგანი იყო მათ ჯგუფში, ვისაც თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა.
_კარგი. იქნებ ჩაგეძინოს და მალე მივალთ. შოთა რეკავს... ჰო, მა... სადღაც ერთ საათში მივალთ რა ალბათ... ისეთი გზებია... მივღოღავთ და ამიტო გვაგვიანდება. თან ცხრაგან გააჩერებინეს მძღოლს და ყველგან სუფრას შლიდნენ, გააგიჟეს ლამის კაცი... ლექსო?-დუდამ ლილეს შეავლო წამით შიშნარევი მზერა. გოგონამ მაშინვე თვალები ჭყიტა.-კარგი, გავიგე. რომ მივალთ და ცოტა დავისვენებთ, დაგირეკავ. დროებით.-დუდამ გათიშა და შეეცადა ყველა მხარეს გაეხედა ლილეს თვალების გარდა.
_რა ხდება?-პაუზის შემდეგ ჰკითხა ლილემ და თვალებში ჩააცქერდა.
_ლექსოს თვითმფრინავის ბილეთი დაუჯავშნია, არ ვიცი სად მიდის. ხვალ მიფრინავს.-შეწუხებული მზერით უყურებდა დუდა მეგობარს.
_ნუ მიყურებ მასეთი მზერით. ლექსო წარსულს ჩაბარდა. სიამოვნებით დავუქნევ ხელს. ჩემთვის აღარ არსებობს.-მტკიცე ხმა ჰქონდა გოგონას.
_მიხარია თუ ასეა...–ოდნავ ყოყმანით უპასუხა დუდამ, ბოლომდე არ სჯეროდა ლილეს სიტყვების. ამ უკანასკნელმა თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია, სანამ ადგილზე არ მივიდნენ. დუდაც მოეშვა მთელი დღის დაძაბულობის შემდეგ და თუმცა საერთო მხიარულებაში არ ჩაბმულა, მაგრამ უკვე იმედით დაიწყო ფიქრი მომავალ კვირაზე. იქნებ როგორმე გაეთიშა გონება და აღარ ეფიქრა... საერთოდ აღარ ეფიქრა, ფიქრი ხომ ასე სტანჯავდა... "დუჩე... სადა ხარ? დუჩე..." სახლშიც კი მიაკითხა, მაგრამ კარი არავინ გაუღო. მისმა მორუსო მეზობლებმა კი უთხრეს, რომ სანდრო უკვე კარგა ხანი იყო აღარ ჩანდა. პუშკინასთან დაკავშირებაც მოახერხა, მაგრამ ამაოდ, არც მან იცოდა რამე. იცოდა, რომ სადღაც წავიდა, მაგრამ რატომ ან რამდენი ხნით– არა.
ხევსურეთის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელ ხახმატში გვიან ღამით ჩავიდნენ. ჯგუფხელი პირველი ჩავიდა მიკროავტობუსიდან და თავის ნაცნობ იქაურებს მოელაპარაკა ღამის გასათევზე. დანარჩენებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგდნენ, ყველას ეჩქარებოდა ჰაერზე გავლა, ფეხის გაშლა, დასვენება. ვინაიდან თავდაპირველად 10 კაცი აპირებდა წასვლას და ადგილი მხოლოდ მათთვის იყო გათვალისწინებული, დანარჩენი 5–ისთვის სხვა სახლის მოძებნა გახდა საჭირო. საშუალო ხნის შავთმიანი ქალი მოელაპარაკა თავის მეზობელს და მან აიღო თავზე დანარჩენების შეფარება. კეთილსახიანი, გამხდარი და ჩია ტანის, წელში ოდნავ მოხრილი მოხუცი ქალი გამოვიდა თავისი ეზოდან და ჩამოსულებს მიესალმა.
_კიდე კაი ჩემი ძმაკაცის ნათესავია ის ქალი, თორე ზოგ–ზოგიერთს "მარშუტკაში" მოუწევდა ღამის გათევა...–ლიკას და კიდევ რამდენიმე გოგოს გადახედა ჯგუფხელმა.–აბა, იმ სახლში ვინ წახვალთ?
_მე არა! მაგ ნანგრევებში რა დამაწვენს?!–უკან დაიხია ლიკამ.
_ბიჭებო! თქვენ წადით.–ახლო–მახლო სიგარეტის მოსაწევად გასულთ უთხრა ცოტნემ– ჯგუფხელმა.
_შენ ხო არ ჭეჭყავ, ბიჭო?–ჩაცუცქული გუგა ბაბლუანი აღშფოთებული სახით გაიმართა წელში. დუდამ თვალები აატრიალა და თქვა:
_მე და ლილე წავალთ.–და ლილეს გადახედა, რომელმაც თავი დაუქნია.
_თქვენ ორი, კიდევ?
_მეც წავალ, ზოგიერთისგან განსხვავებით მე პატივს ვცემ სიძველეებს და არც სახლის თავზე ჩამონგრევის შიში მაქვს.–კატომ ბაბლუანსა და ლიკას გადახედა და დუდას და ლილეს ამოუდგა გვერდში.
_კარგი, მე და ნიკაც თქვენთან წამოვალთ. დანარჩენები დეიდა გულოს გაჰყევით.–ყველა დაემორჩილა და შავთმიან ქალს გაჰყვა, დუდას კატოს და ლილეს გარდა, რომლებიც მოხუცს მიესალმნენ და ლამაზი, ორსართულიანი, ძველებური სახლისკენ გაჰყვნენ.
_მოდით შვილებო. დაღლილები იქნებით, დაისვენეთ, ვახშამიც მალე იქნება.–ქალი სახლში შეუძღვა სტუმრებს, მეორე სართულზე აიყვანა და 2 ოთახი აჩვენა. ერთში გოგონებს უნდა დაეძინათ, მეორეში ბიჭებს. ბიჭები მათთვის განკუთვნილ ოთახში დარჩნენ. დუდამ დერეფნიდან დაინახა, როგორ გამოყო ერთ–ერთი ოთახიდან პატარა გოგომ გაბურძგნილი თავი და ინტერესით დაუწყო მათ ყურება, მაგრამ მის ოთახს მიუახლოვდნენ თუ არა, ოთახში შეიმალა.
_ერთ–ერთს ჩემი დის შვილიშვილთან მოგიწევთ დაძინება. ხელს არ შეგიშლით. 10 წლის გოგონაა.–თქვა მოხუცმა და სწორედ იმ ოთახისკენ გაუძღვა სტუმრებს, რომლის კარს მიღმაც გაუჩინარდა გოგონა.–ხათუთა, სტუმრები მოვიდნენ!–კარზე მიაკაკუნა ქალმა დაძარღვული ხელით და კარი შეაღო. გოგონა ფანჯარასთან იდგა პირით კარისკენ და ჭკვიანი მზერით ბურღავდა სტუმრებს.
_მობრძანდით!–კარი დაუკავა სტუმრებს მოხუცმა.
_გამარჯობა!–თქვა გოგონამ მორცხვად. გოგონებიც მიესალმნენ და სანამ ვინმე რამეს იტყოდა კატომ წამოიძახა:
_ხათუთასთან მე ვრჩები!

ნახევარ საათში, როცა ბარგი შეძლებისდაგვარად ამოალაგეს და ცოტა დაისვენეს, დუდას და ლილეს ოთახში მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა.
_დიახ! მობრძანდით!–კარი გოგონამ შემოაღო.
_ბებია სანათამ თქო, ვახშამი მზად არის ჩამობრძანდითო.
_შემოხვალ 2 წუთით?–ლილეს ყოველთვის ეხერხებოდა პატარებთან ურთიერთობა. გოგონა დამფრთხალი მზერით შევიდა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა.
_მე ლილე მქვია, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი დუდაა.
_მე ხათუთა მქვია.
_მოხარული ვარ, რომ გაგიცანი.–დუდამაც შეწყვიტა ტანსაცმლის კეცვა და თავი დაუქნია.
_მეც მიხარია, რომ გაგიცანით.
_ხათუთაა!–მოისმა ძახილი ქვემოდან.
_უნდა ჩავიდე, წამოხვალთ?–ფეხზე წამოხტა გოგონა.
_ჩავიდეთ, ხო?–დუდას გადახედა ლილემ. მანაც თავი დაუქნია და კარისკენ გაემართნენ.
პირველ სართულზე ორი მათი საძინებლისხელა ოთახში სუფრა იყო გაშლილი. კატო მოხუცს ეხმარებოდა, ბიჭები კი უკვე სუფრას მისხდომოდნენ.
_რა ლამაზია! ეს ვინ გააკეთა?–გაკვირვებულმა იკითხა ლილემ. დუდამ მოიხედა და ახლაღა შეამჩნია სალოცავი კუთხე, რომელსაც ხეში ნაკვეთი ჯვარი ამშვენებდა.
_ბუთამ!–ამაყად განაცხადა გოგონამ.
_ვინ?–გაკვირვებულმა შეხედა დუდამ.
_ჩემი ბებიდის შვილიშვილია. სანათა ბებოსი. მეც გამიკეთა ეგეთი და ჩემ სახლში მაქ. ესეც ბუთას გაკეთებულია.–გოგონამ ჯემპრიდან შავ თოკზე დაკიდებული ხის წმინდა ნინოს ჯვარი ამოიღო.
_ლამაზია... ყოჩაღ ბუთას! რამხელაა?–დაინტერესდა ლილე, მაგრამ გოგონამ რატომღაც დუდას უპასუხა:
_დიდია. შენხელა იქნება. სოფელში ყველა გოგოს უყვარს!–გაიცინა მან. როგორც ჩანს, ამით ძალიან ამაყობდა.–მაგრამ ბუთას არავინ უყვარს, საზიზღარი გოგოები არიან. მარტო მე ვუყვარვარ. მართლა კარგი ბიჭია. მართლა.
_მჯერა. დავსხდეთ?–ლილეს მიუბრუნდა დუდა და სუფრას მიუსხდნენ.
_ეხლა სადაა ბუთა?–სუფრასთან მათ პირისპირ აღმოჩნდა ხათუთა და ლილემ მომენტით ისარგებლა.
_ცხვარშია. ისე, აქ ეკლესიას აშენებენ და იმათ ეხმარება ხოლმე, დილას მიდის და ღამემდე აღარ მოდის. საჭმელი მე მიმაქვს ხოლმე, მაგრამ პირს არ აკარებს, ჩიტივით თუ მოკენკავს ხოლმე ცოტას. სანათა ბებიას გაკეთებულ, გაფიცხებულ ხინკალსაც კი არ ჭამს ხოლმე. სხვები ჭამენ, ბუთა კი მშიერი რჩება. ეხლა აიჩემა ბუნებაში მინდა გასვლა, მარტო ყოფნა და დაფიქრებაო და ცხვარში წავიდა 3 ბიჭთან ერთად. ბუთა აქ ყველას უყვარს. სანათა ბებო ძალიან ამაყობს ბუთათი. რაც ონისე ბაბუა დაიღუპა ყველაფერში ბუთა ეხმარება ხოლმე. გაჭირვებულებსაც ბუთა შველის ზამთრობით, ზოგს სახურავს უწმინდავს თოვლისგან, რომ სახლი არ ჩამოექცეთ, ზოგს შეშას უჩეხავს.
_ხათუთა!–ახლაღა შენიშნა მოხუცმა ალაქალაქებული გოგონა.–რამდენს ლაპარაკობ? აცალე სტუმრებს მშვიდად მიირთვან. გოგოებო, ბოდიშს გიხდით, თუ თავი მოგაბეზრათ.
_არა, სანათა ბებო, პირიქით, ძალიან საყვარელი გოგოა.–უპასუხეს დუდამ და ლილემ და ხათუთას მადლიერი მზერაც დაიმსახურეს. ბიჭებმა კი სასმისები შეავსეს და იმ ოჯახის დიასახლისის, კერისა და დედაბოძის სადღეგრძელო დალიეს, რომელმაც ისინი შეიფარა.
ცოტა ხანში, როცა დანაყრდნენ, გოგონები სუფრიდან წამოიშალნენ, ბიჭები კი შექეიფიანდნენ და მათივე ჩატანილი ღვინის სმა განაგრძეს. დუდა შეშის მოსატანად გავიდა გარეთ. მასპინძლის მითითებისამებრ გაემართა საჩეხისკენ და მკლავები გაივსო შეშის კონით. უკან დაბრუნებულმა ბუხარში შეყარა რამდენიმე ნაჭერი შეშა და ლილესა და ხათუთასკენ გაემართა, რომელნიც კედელზე დაკიდებულ იარაღთან მისულიყვნენ და ხათუთა რაღაცას გაცხარებით ყვებოდა.
_ესეც ბუთასია ხომ ალბათ?!-ირონია ვერ შეიკავა დუდამ.
_არა, ეს ონისე ბაბუასია. ბუთას წაღებული აქვს თავისი თოფი. ვაიდა მგელს გადაეყარონ?! აქ ყველას დააქვს მთაში თოფი. შეიძლება კურდღელი ან შველიც კი მოინადიროს და ჩამოიტანოს ხვალ.
_ხვალ ბრუნდება ბუთა?-ეშმაკური მზერით გადახედა ლილემ დუდას.-როგორც ჩანს, არ მოვიწყენთ.
_ბუთა მართლა კარგი ბიჭია, თავს არ მოგაბეზრებთ. სულ თავისთვისაა ხოლმე. თუ ეკლესიის მშენებლობაზე არაა, თავისი ოთახიდანაც არ გამოდის ხოლმე.
_საინტერესო იქნება მისი გაცნობა... არა, დუდა?-თქვა ლილემ და უცებ შეკრთა.-ჩემი ტელეფონის ხმაა. ახლავე დავბრუნდები.-თქვა და კიბისკენ გაიქცა.
_ლილე ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მგონი ბუთას შენ უფრო მოეწონები.
_უკაცრავად?!
_შენ უფრო უცნაური ხარ. ბუთაც შენსავით უცნაურია. აუუ, ტელეფონიც აღარ აქვს, თორემ ვთხოვდი იქნებ დღესვე დაბრუნებულიყო?
_ხათუთა, იცი... მე შეყვარებული მყავს და... არ გამოვა... შენ უკვე დიდი გოგო ხარ და ამიტომ გიხსნი. დარწმუნებული ვარ, ბუთა ძალიან მაგარი ვინმეა, მაგრამ...
_ჯერ გაიცანი და მერე ილაპარაკე...-გაიცინა ბავშვმა.
_არა, შენ არ გესმის...
_ეს შენ არ გესმის...-სანამ დუდას ნერვები მოეშლებოდა კიბიდან ჩამომავალი ლილე დაინახა.
_ვინ იყო?
_დედაჩემი. არ დამირეკია რაც ჩამოვედით და ნერვიულობდა. ხომ კარგად იმგზავრეთო.
_უი,ჰო, წავალ, მეც დავურეკავ მამაჩემს.-კიბისკენ წავიდა დუდა.
_მამას რატო? დედა არ ყავს?-ხათუთა შეეცადა ხმადაბლა ეკითხა, მაგრამ დუდამ მაინც გაიგონა. გაიგონა ლილეს პასუხიც:
_არა, რამდენიმე წლის წინ დაეღუპა.
_მართლა? მეც...-სევდიანი ხმა ჰქონდა გოგონას.

ვახშმის შემდეგ ექსკურსიის ბავშები ყველანი სოფლის ცენტრში გავიდნენ. მათ საპატივცემულოდ სოფლის ახალგაზრდებმა დიდი კოცონი გააჩაღეს. ვიღაცამ ფანდური გამოიტანა და სტუმრებმაც და მასპინძლებმაც არ დაიშურეს სიმღერა. ცეკვაც გაჩაღდა და გართობა გვიანობამდე არ შეწყვეტილა, სანამ მგზავრობითა და გართობით დაღლილი სტუმრები დასაწოლად არ გაემართნენ. მაგრამ მანამდე კარგა ხნით ადრე, დუდა კურსელებს გამოეყო, კატოს უთხრა მე დასაძინებლად წავალ, თავს ვერ ვგრძნობ კარგადო და რადგან ლილე ვერ იპოვა, სთხოვა მისთვისაც გადაეცა, რომ უკვე წავიდა.
მასპინძლებს უკვე დაეძინათ და მთელ სახლში სიბნელეს დაესადგურებინა. დუდამ ხელის ცეცებით მიაგნო კიბეს, ფეხაკრეფით ავიდა და საძინებელში შეძვრა.
არ ელოდა, რომ აქ ასე ეცივებოდა, თხელი ქურთუკი გაიხადა, ბრიჯებიც, პიჟამა ჩაიცვა და საბნის ქვეშ შესხლტა. შორიდან აღწევდა სიმღერის, ტაშისა და მხიარული შეძახილების ხმა. ყველა ერთობოდა... სხეულში ჟრჟოლამ დაუარა რატომღაც. ის გაახსენდა, ვინც ყველაზე მეტად აკლდა ახლა... იცოდეს მაინც რატომ... თუ მიატოვა, რატომ? რა დააშავა ასეთი? თუ არადა რა დაემართა?! ასე როგორ გაუჩინარდა? ან მისი ახლობლები რატომ არ ეძებენ?! იქნებ ყველამ ყველაფერი იცის და უბრალოდ მას არ ეუბნებიან? იქნებ საერთოდ ცოლ-შვილი ყავს?! როგორ დაღალა ამ ფიქრებმა! რამდენი ხანია ცდილობს ჩაახშოს გრძნობები თავის თავში, ცდილობს არ იგრძნოს ტკივილი. მაგრამ დღეს... ღმერთო, უბრალოდ წამით მაინც რომ დაენახა... სულ ერთი წამით... მაგრამ ვინ იცის ახლა სადაა? ასობით კილომეტრის დაშორებით... ანდაც იქნებ კიდევ უფრო შორს?! საბერძნეთში მშობლებთან... არ შეეძლო დაერეკა ერთხელ მაინც? ეს დანაკლისის გრძნობა პირდაპირ სულს ხდიდა... ასე არავინ მონატრებია, მას შემდეგ, რაც... რაც დედა დაკარგა...
_დუჩე, სად ხარ?!-ამოიბუტბუტა და იგრძნო როგორ ჩამოეღვენთა ცრემლები. როგორ უნდა ახლა მოხვეოდა, ძლიერად ჩაეკრა გულში და ეთქვა, რომ ის მარტოსული დღეები უბრალოდ მწარე სიზმარი იყო და რომ ეს კოშმარი დამთავრდა და აღარასოდეს მიატოვებდა... დუდას მასთან ჩხუბიც კი საშინლად მოენატრა... თუნდაც გაელანძღა... ოღონდ კი გამოჩენილიყო... თვალი მოეკრა და თუნდაც ნუ იქნებოდა მასთან... უბრალოდ დაბრუნებულიყო მის ცხოვრებაში...
დუდა სახით ჩაემხო ბალიშში და თავზე ძლიერად მოიჭირა ხელები. რამდენიმე წუთში თავი რომ ასწია, ბალიში სველი აღმოჩნდა. დუდამ ბალიში ამოაბრუნა, ააფუმფულა და შეეცადა კომფორტულად მოწყობილიყო, რომ როგორმე დაეძინა.
მჭახე მსხვრევის ხმამ მინაბულ გოგონას თვალები დააჭყეტინა და საწოლში წამოაჯინა. ამ ხმას ხმადაბალი შეკურთხების ხმაც მოჰყვა. დუდა საწოლიდან წამოხტა და კარს ეცა. ოდნავ გამოაღო და გარეთ გაიხედა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია.
_ამმ... ხათუთა...-ხმადაბლა დაიძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. დუდა დერეფანში გავიდა, კიბესთან მიიძურწა და დაბლა ჩაიხედა, მაგრამ ქვემოთ მდუმარებასა და სიბნელეს დაესადგურებინა. გოგონა თვალებს აცეცებდა, მაგრამ რადგან ვერაფერი დაინახა, ოთახში დაბრუნდა, სანამ დაწვებოდა კარი ისევ გაიღო და სანამ კივილს მორთავდა, შემოსულში ლილე ამოიცნო.
_უჰ, შენ ხარ! გული გამისკდა!
_რატომ?
_რაღაც ხმები მომესმა ქვემოდან და! სად იყავი? ვერაფრით გიპოვე.
_ტყისკენ წავედი. უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა და იმათი ღრიანცელის გამო კოცონს მოვშორდი, რომ დამერეკა.
_მერე?
_ვერ დავუკავშირდი.
_შეიძლება ვინმეს ნომერი შეეშალა, დაიკიდე! არ გეძინება?
_ჰო, ძალიან დავიღალე.-გახდა დაიწყო ლილემაც.-რას ამბობდი? რა ხმები მოგესმა?
_თითქოს რაღაც გატყდა... და მერე ვიღაცამ შეიკურთხა.-საწოლში ჩაწვა დუდა.
_ოჰო... კარები ხომ არ ჩაგვეკეტა?
_სულელი ვარ, ალბათ ცოტნე ან ნიკა იქნებოდა, მე კიდე უცებ გული გამისკდა.
_ცოტნე და ნიკა კოცონთან დავტოვე!-მტკიცე ხმით თქვა ლელამ და შემდეგ ორივემ კარს გახედა. შემდეგ ორივე წამოფრინდა, კარს მივარდა და ურდულით გადაკეტა.
_მასპინძელს ხომ არ ვუთხრათ?-შეშინებული ხმა ჰქონდა ლელას.
_არ ვიცი... იქნებ რამე გვეჩვენება და ტყუილად რომ გავაღვიძოთ? დავიჯერო ჩვენ ჩამოსვლას დაამთხვიეს ქურდობა აქაურებმა?
_იქნებ უნდათ, რომ ჩვენ დაგვაბრალონ?
_ო, კაი რა! მართლა გჯერა მაგის?აი, ბიჭებიც მოდიან!–ორივემ ფანჯარაში გაიხედა. სმენა მანამ ჰქონდათ დაძაბული, სანამ ისინი ჯერ სახლში არ შემოვიდნენ, შემდეგ კიბეზე ამოვიდნენ, ოთახში შევიდნენ და ბოლოს სრულმა მდუმარებამ არ დაისადგურა ხის სახლში.
_ჩემ მოსვლამდე იწექი?–დუდამ მთვარის შუქზე დაინახა როგორ ჩაწვა ლილე საწოლში.
_კი. რა არი?
_ხო არ დაგესიზმრა ჩათვლემილს?
_რა?
_ხმაური. რო მითხარი.
_არაა...–სწრაფად იუარა, მაგრამ თვითონაც რომ ჩაწვა, ცოტა ხნის მერე თქვა.–ისე, შეიძლება მართლა დამესიზმრა... რავი.
_ჰო, უეჭველი გესიზმრა...–მთქნარება მოაყოლა ლილემ და დაამატა.–თვალები მეხუჭება, ეტყობა მაგრად დავიღალე. ტკბილ ძილს გისურვებ, დუდა!
_შენც!–უპასუხა დუდამ, კედლისკენ გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. იქნებ ჩასძინებოდა როგორმე. კიდევ ერთი დღე გავიდა დუჩეს გარეშე...




შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2012-01-21, 7:11 PM

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:03 PM | შეტყობინება # 402
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aaa ra magari iyoooo!!! ha xom girda lodinat?! dzalian momewona an, kargad gqonda dudas fiqrebi gadmocemuli. mecodeba, dzalian... da duche menatreba sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:11 PM | შეტყობინება # 403

266
15  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, raa maagaariii daa ra didi iyooo happy momewona dzaaliaan daa echvi maaqvs rom es buta kargi vigaca iqneba biggrin dzaalian dzaalian momewonaaa happy


nati_cullenთარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:34 PM | შეტყობინება # 404

400
9  +
30  ±
   ±
Offline
☆AnasteishA☆, ki martla dzaan mexmareba tan ise kargad gadmocem grdznobebs cota xani isev magatze vpiqrob xolme tan mec dzaan romantikosi var da aseti istoriebi nu chemia ra :DDD T-MOMSEN, me kide mgonia zustad eg iqneba chveni dakarguli bichiiiiiii biggrin


niniko14თარიღი: შაბათი, 2012-01-21, 7:37 PM | შეტყობინება # 405

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Chemi Sityvebi Ukan Mimaqvs kiss ☆AnasteishA☆, da ♥vampiressa♥, did Bodishs gixdiit kiss da aiii xval xo dadeeb anasttaasia ?? kiss

ძებნა: