სახელწოდება:სიკვდილამდე ინანებ! ავტორი:AnasteishA დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G-13 ჟანრი: დრამა, ანგსტ, Hurt/comfort სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: ეს არის ისტორია ბავშვობის მეგობრებზე. მათ აქვთ ურთიერთობა, რომლისაც ბევრს შეშურდებოდა, ისინი ერთმანეთს ენდობიან, მხარში უდგანან, იზიარებენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს... მაგრამ რა ხდება, როცა მათ ერთი ქალი შეუყვარდებათ? ვინ გაიღებს მსხვერპლს და ვინ მიიღებს მას? არის კი მეგობრობა, ძმაკაცობა ისეთი გამძლე, როგორიც ყველას გვგონია? და რა არის ბოლო წვეთი, რა ავსებს ფიალას, რომ მეგობრების მაკავშირებელი ძაფი გაწყდეს? საერთოდ, არსებობს კი მეგობრობა, თუ ეს უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია? დაინტერესდით? მომყევით! მე ვიწყებ!
ოჰოოო,რა საინტერესო რამაა! შესავალი წავიკითხე ძალიან მომეწონა ეს ის ფიკი ხომ მაშინ რო უნდა დაგეწყო? რაღაც ეს ახალი წერის მანერა მომწონს ხო იცი... კარგია კარგია,გაგრძელებას ველოდები
Quote (DreaMy)
ანი, მწერლობაზე არ გიფიქრია? biggrin smile
ეს რა შეკითხვა იყო ლუკა? ეს უკვე ჩამოყალიბებული მწერალია
ვაი ბოდიში,ანი.ვშიშობ ამას ვერ წავიკითხავ. კომპიუტერში ისედაც მიჭირს კითხვა და ახლა ასეთი შრიფტით ნამდვილად ვერ წავიკითხავ,არადა ძალიან ძალიან მაინტერესებსს
ქრისტეშობის ღამეა. ერთად შეკრებილი დიდი ოჯახი შამპანიურის ჭიქით ხელში აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მხოლოდ ორნი დგანან განცალკევებით- ბაბუა და შვილიშვილი. პPირველი მათგანი ფანჯარასთან დგას ჩიბუხით ხელში და თოვლით გადაქათქათებულ გზას გაჰყურებს. დროდადრო თავის ოჯახს მოხედავს, ჩიბუხს მოქაჩავს და ისევ ფანჯრისკენ ბრუნდება. შვილიშვილი ბუხართან დგას და ცეცხლის ალს მიშტერებია. სრულიად ადვილი მისახვედრია, რომ ორივე მათგანი რაღაც საფიქრალს მისცემია. ბიჭმა თავი გაიქნია, თითქოს აბეზარ ბუზს იშორებსო და განმარტოებულ ბაბუას მოჰკრა თვალი. დაუფქრებლად გაემართა მისკენ, ვისაც ყოველთვის უზიარებდა დარდს, ვისი მხარდაჭერის იმედიც ყოველთვის ჰქონდა. გაუკვირდა: მოხუცი ასე დაჟინებით რატომ მიშტერებია სახლისკენ მომავალ გზასო. _ბაბუ, ელოდები ვინმეს?-მოხუცი დარცხვენილი მობრუნდა. _არა, შვილო, არავის… უბრალოდ ლამაზად ბარდნის,-ბიჭმა შეატყო, რომ რაღაც ისე ვერ იყო. _ბატონო თეიმურაზ, ხომ იცით, შეგიძლიათ მენდოთ!-ნახევრად ხუმრობით მიმართა საყვარელ ბაბუას. _ვიცი, ასევე, ბატონო თეიმურაზ!-სიცილით მიუგო მანაც სეხნია შვილიშვილს. _ჰოდა, გისმენ… _მაგას სჯობს შენ მომიყვე, რა ხდება იქ, შორეულ “ნისლიან ალბიონზე”…-სასწრაფოდ შეცვალა თემა უფროსმა თემომ. _იქ… იქ… არ ვიცი, რა გითხრა…-აფორიაქდა უმცროსი თემო. _ხომ ყველაფერი რიგზეა?-დაეჭვდა ბაბუა. _იქ კი, მაგრამ ინგლისის ხსენებაც აღარ მინდა! _ეგ უკვე მსმენია. მთელი საღამო მაგ თემას განიხილავენ,-თავი თემოს მშობლებისკენ გაიქნია ბაბუამ.- და რატომ? _სწორედ მაგ თემაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი… ოღონდ არა აქ…-აჟრიამულებულ ოჯახის წევრებს მოავლო თვალი უმცროსმა თემომ. _ტერასაზე გავიდეთ,-შესთავაზა ბაბუამ და თავად გაუძღვა გასასვლელისკენ. _აბა?-მიმართა მან შვილიშვილს, როცა კარები მოიხურეს და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. ბიჭმა თავი დახარა, აუჩქარებლად ამოიღო სიგარეტი, მოუკიდა და ნაფაზი აუჩქარებლად დაარტყა.მოაჯირს დაყრდნობილი კარგა ხანს იყურებოდა ქვემოთ. მოღუშული სახით ეწეოდა სიგარეტს. მთელი ამ დროის განმავლობაში ბაბუა თვალს არ აცილებდა შთამომავალს და მასში საკუთარი თავის, საკუთარი ახალგაზრდობის ანარეკლს ხედავდა, მზერით ეფერებოდა მას. როგორც იქნა, თვალი გაუსწორა ბიჭმა და დაიწყო: _გახსოვს, ერთ გოგოზე რომ გიყვებოდი? _ნათიაზე…-გაახსენდა ბაბუას და ყურადღება მოიკრიბა. _ჰო, ნათიაზე,-ესიამოვნა შვილიშვილს, რომ ასე კარგად ახსოვდა მთელი წლის წინ ერთხელ ნახსენები სახელი.-მის გამო რომ ვიკავებდი თავს სასწავლებლად უცხოეთში წასვლაზე. _მახსოვს,-აუჩქარებლად დაეთანხმა. _ალბათ გიკვირდა ეს დღეები უცნაურად რომ ვიქცეოდი. ალბათ ეს ქცევა იმას დააბრალე, რომ უცხოეთში ყოფნამ გამომცვალა. _მასე იყო,-ისევ ყურადღებით აკვირდებოდა ბაბუა აფორიაქებულ შვილიშვილს. _უცხოეთი არაფერშუაშია…-თითქოს რაღაცის თქმა ეძნელებოდა უმცროს თემოს, ამიტომ ბაბუა შეეცადა მიშველებოდა მას. _შენ ნათია ახსენე…-ჩაურთო, თან კეთილი მზერა შეაგება მის დაბნეულ მზერას. _ჰო, მოკლედ… რაც ჩამოვედი, მას მერე გავიგე, რომ თურმე ნათია და ჩემი საუკეთესო მეგობარი… ვისაც ვთხოვე, რომ ჩემი არყოფნის დროს მისთვის ყურადღება მიექცია…შეყვარებულები ყოფილან! ჩემთვის რაიმეს თქმა კი არცერთს არ მოსვლია თავში აზრად… არც აპირებდნენ ერთ ჩვენ საერთო მეგობარს რომ არ ეთქვა. გაგიჟებული ვარ! არ ვიცი, რა ვქნა… რა ვიფიქრო… ნათია, ვინც სიყვარულს მეფიცებოდა, მპირდებოდა მთელი სიცოცხლე დაგელოდებიო, ერთი დღე თუ ვერ დაველაპარაკებოდი საყვედურებით მავსებდა. გოგო, რომელმაც სიყვარულის არსებობაში დამარწმუნა და ლაშა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ადამიანი, ვისთან ერთადაც ამდენი ჭირი და ლხინი მაქვს გამოვლილი, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვედექით მხარში, ინგლისში რომ მივდიოდი ცრემლი ედგა თვალში და ამ ყველაფრის მერე… აღარ ვიცი რა ვუთხრა, ან დაველაპარაკო თუ არა საერთოდ,-მოაჯირზე იდაყვებდაყრდნობილმა თავი ხელებში ჩარგო. მოხუცი მშვიდი სახით უყურებდა მას, უნდოდა თავზე ხელი გადაესვა მისთვის, ენუგეშებინა, მაგრამ იცოდა- კაცს არ შეშვენის კაცისგან ნუგეშისცემა და არც თვითონ შეეფერებოდა ქალივით ემშვიდებინა ჭაბუკი. მზრუნველი მზერა შეავლო და იქვე, დიდ სავარძელზე ჩამოჯდა. _მინდა რაღაც მოგიყვე…-მშვიდად დაიწყო მოხუცმა, ბიჭმა მოხედა და ბაბუას ცრემლი მოეჩვენა მის თვალებზე.-გრძელი ამბავია, ჯობია ჩამოჯდე,-მეორე სავარძელზე მიუთითა მზერით. ბიჭმა თავი მიიბრუნა, წამით ხელი ჩამოისვა სახეზე და ცნობისმოყვარე მზერით გაემართა მითითებული ადგილის დასაკავებლად. მოხუცმა თემომ ცრემლის ნასახიც ვეღარ დალანდა მის თვალებში. _მე არ ვაპირებ შენი საქმის გარჩევას, არც შენი მეგობრის განსჯას ან ლანძღვას. ცხოვრება რთული რამეა და ადამიანი ვერასდროს განსაზღვრავს თავის მომავალს. თვითონ წარმოიდგინე, ადამიანი რა მცირე და უსუსურია ამ სამყაროში. როცა ისიც კი არ იცი ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა…-მოხუცი ჩაფიქრდა, მერე შვილიშვილს გაუღიმა და განაგრძო.-მე მინდა მოგიყვე ჩემი ისტორია, რომლის შესახებაც ჩვენს ოჯახში არავინ არ იცის, ბებიაშენმაც კი. და ვიმედოვნებ, რომ ვერც ვერავინ გაიგებს. მინდა, მხოლოდ შენ იცოდე და ჩვენს შორის საიდუმლოდ დარჩეს.თანაც ვფიქრობ, რომ შენი პრობლემის გადაჭრაშიც დაგეხმარება. ბიჭი ისევ უხმოდ უსმენდა მას.მცირე პაუზის შემდეგ უფროსმა თემომ განაგრძო.-ყველაფერი ასე დაიწყო…
თითქმის 65 წლის წინ, ერთ საღამოს თემო უფროს მეგობრებთან ერთად თავისთვის უცნობ უბანში წავიდა. მეგობრებმა უთხრეს, რომ ჩხუბი მოსვლოდათ სხვა უბნელებთან და შესთავაზეს მათთან ერთად წასულიყო, თუკი მათთან მეგობრობა უნდოდა. თემოც დათანხმდა, თავი დიდი კაცი ეგონა 9 წლის ღლაპს და გადაწყვიტა, უფროსი მეგობრები შეეძინა. ჩხუბი არასდროს უყვარდა, იმ პერიოდში გამბედაობაც არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც გაჰყვა უფროსებს. ყოყლოჩინებს იმედი გაუცრუვდათ, ეგონათ ორი პატარა ბიჭი დახვდებოდათ ბურთზე ნაჩხუბრებს, მაგრამ ასე არ მოხდა.იმავე ეზოში, სადაც ისინი იყვნენ, რამდენიმე ბიჭი კარტს თამაშობდა.თემოზე დიდი არცერთი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ბიჭები კამათობდნენ, წამოიშალნენ და სიტუაციაში გაერკვნენ. შეიტყვეს, რომ მათი უბნელები იყვნენ მართლები და მხარში ამოუდგნენ, სცადეს განემუხტათ სიტუაცია და ჩხუბი თავიდან აეცილებინათ, განსაკუთრებით ერთი ბიჭი აქტიურობდა, რომელიც ვახოთი გაეცნო მათ. თემოს თანამგზავრები მამლაყინწობდნენ და საჩხუბრად იქაჩებოდნენ. Vახომ და მისმა მეგობრებმა ვეღარ შეძლეს მოქიშპეების შეკავება და ისინი მუშტებით ეცნენ ერთმანეთს. თემოც არ გამოჰკლებია დანარჩენებს, ერთი-ორი მეტოქეებს შემოსცხო, მეტი თვითონ მოხვდა ჩხუბში გამოუცდელს, უმეტესად ვახოს ხელის სიმწარე გამოსცადა. ბოლოს ნაცემ-ნაგვემი ბიჭები, მტვერში ამოგანგლულები და თავ-პირ დასისხლიანებულები გაეცალნენ ვახოს ჯგუფს. Aმის შემდეგ ორი კვირა სისხლჩაქცევებით სახეგალურჯებული დადიოდა თემო. Uფროს მეგობრებს განუცხადა, თუ ეს არის დიდობა, მაშინ მირჩევნია პატარა ვიყოო და ჩამოსცილდა მათ. ერთ დღეს (იმ ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ), სკოლაში მისულ თემოს და მის კლასელებს ახალი თანაკლასელი გააცნეს- ვახო არსენიძე.თემოს არ გასჭირვებია მასში იმ მოწინააღმდეგის ამოცნობა. Vინც ესოდენ “გაულამაზა” სახე- და, რა თქმა უნდა,მაშინვე უარყოფითად განეწყო მის მიმართ, გეგმებიც დააწყო როგორ ეძია შური. რასაკვირველია, სრულიად სულელური და ბავშვური გეგმები იყო. თუმცა მის გეგმებს ასრულება არ ეწერა- შესვენებაზე ვახო მასთან მივიდა, მიესალმა და უთხრა: _იმდღევანდელზე ბოდიშს გიხდი, არ გეწყინოს, მაგრამ მტყუანები იყავით და დათმობა არ გამოდიოდა. მეგობრობა მინდა შენთან. იქნები ჩემი მეგობარი?-თემო მოხიბლა მისმა სერიოზულმა საუბარმა, კაცურმა ქცევებმა და უყოყმანოდ დათანხმდა.იმედი ჰქონდა, მალე აითვისებდა მისნაირ ქცევებს. მისთვის ვახო მისაბაძ მაგალითად იქცა, ცდილობდა მასავით ზრდილობიანი ყოფილიყო უფროსებთან ურთიერთობაში, მასავით სამართლიანი თანატოლებთან, მასავით გამბედავი ჩხუბისთავებთან, მასავით მშვიდი და ჭკვიანი ყველასთან. მას შემდეგ, დღე არ გავიდოდა ერთმანეთი არ ენახათ, არ ელაპარაკათ, არ ეთამაშათ. ერთმანეთს პრობლემებს უზიარებდნენ. ერთს უმამობა აწუხებდა, ყოველღამე გრძნობდა როგორ შედიოდა მუშაობისგან ისედაც გადაქანცული დედა მის საძინებელში, შუბლზე კოცნიდა და ღამის ცვლაში მიდიოდა სამუშაოდ, რომ მის ბიჭს ობლობა არ ეგრძნო. იყო დრო, ვახოს ეშინოდა ამ სიბნელის, ვერ რჩებოდა მარტო, ხელების კანკალით ანთებდა სანთელს და ფანჯარასთან ელოდა დედის დაბრუნებას. როგორც კი დალანდავდა სახლისკენ მომავალს, საწოლში წვებოდა და თავს აჩვენებდა, ვითომ ტკბილად ეძინა, ვითომ არც უგრძვნია დედის წასვლა… მეორეს მკაცრ მამასთან ურთიერთობა აკრთობდა. მუდამ საქმეში გართულს არასდროს ეცალა შვილისთვის. თუ ცოტა ხნით მოიცლითა ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ შენიშვნებითა და საყვედურებით აევსო. თავიდან პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა თემოს, მაგრამ თანდათან მიეჩვია და ჩათვალა, რომ ასე იყო სწორი, ასეთი იყო ყველა მამა. მაგრამ შემდეგ ახალმა პრობლემამ იჩინა თავი- თითქმის ყოველდღე ხედავდა როგორ ამცირებდა საქმიანი მამა, მის თბილ, მზრუნველ დედას. პატარა ბავშვივით ტუქსავდა და თემოსთვის ასე ძვირფასი ცრემლებით ატირებდა. Aმის გამო თემოს შესძულდა მამა…მაგრამ გავიდა დრო და ამასაც შეეჩვია. ეს ალბათ სრულიად ლოგიკურად ჩაითვლებოდა, მაგრამ თემომ სულ ჩაიქნია ხელი მშობლებზე მას შემდეგ, რაც დედას მილიონჯერ სთხოვა გაჰყროდა ქმარს და სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად თემოსთან ერთად. ქალი უარს ეუბნებოდა და მორჩილად იტანდა ქმრის ძაღლურ მოპყრობას. თემომ და ვახომ მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს და სიჭაბუკეში ისე გადავიდნენ, ვერ წარმოედგინათ უერთმანეთოთ გატარებული დღე. ამქვეყნიურ უცნაურობებს, სიტკბოსა და სიმწარეს ერთად გაეცვნენ, ერთად შეისწავლიდნენ სამყაროს, ერთად ფიქრობდნენ გოგოებზე. მერე სკოლაც დაამთავრეს და უმაღლესშიც ერთად აბარებდნენ, ერთ ფაკულტეტზე. ორივე ფასიანზე მოხვდნენ, თემომ დაიწყო უმაღლესში სწავლა, ვახომ-ვერა. მამით ობოლ ბიჭს სად ჰქონდა იმის შესაძლებლობა სწავლის ფული ეხადა. ეგ კი არა, დედა ავად გაუხდა და სამუშაოს დაუწყო ძებნა. გაუნათლებელ, 17 წლის ღლაპს ვინ მისცემდა მაღალანაზღაურებად სამუშაოს? მშენებლობაზე აიყვანეს მზიდავად. ამ სიტუაციამ ცოტა დააშორა მეგობრები ერთმანეთს. თემომ თანაკურსელი მეგობრები შეიძინა, მათთან ერთად გართობას მიეძალა. Vახო არ დაუვიწყია, რამდენჯერმე შესთავაზა კიდეც მათთან ერთად წასვლა, მაგრამ აბა, სად ეცალა გართობისთვის? სისხამ დილიდან გვიან საღამომდე მუშაობდა. მათი შეხვედრის ადგილები არ იკვეთებოდა და მათაც ერთმანეთი თითქოს დაივიწყეს. გვიანი შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს თემოს ერთი თანაკლასელი შეეჩეხა ქუჩაში. ლაპარაკს მოაყოლა, რომ ვახოს დედა დაღუპულიყო, ობოლი ბიჭი კი მარტო ადგა თავს მიცვალებულს, არცერთი ნათესავ-ახლობელი არ მისულიყო სანუგეშოდ, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, ისინიც დაკრძალვის ფულის საშოვნელად დაფანტულიყვნენ. თემო შეაძრწუნა ამ ამბავმა. სინდისის ქენჯნა იგრძნო, საუკეთესო მეგობარმა ყველაზე ბოლოს რატომ შევიტყვეო ეს ამბავი. სცხვენოდა, რომ სწორედ გასაჭირში, ასეთ მძიმე პერიოდში მიატოვა მეგობარი. მაშინვე ვახოს სახლისკენ წავიდა, რომ ეცადა, როგორმე აენაზღაურებინა დაკარგული დრო, რითიმე გამოესყიდა დანაშაული, რომელიც მათი მეგობრობის წინაშე ჩაიდინა. ვახოსთან მისულს თავახდილი სასახლის გვერდით სკამზე ჩამომჯდარი, შავით მოსილი, თავჩაქინდრული დაუხვდა ძმაკაცი. _ვახო…-სიტყვა ვეღარ დაძრა მისულმა. ბიჭმა თავი წამოწია,მზერა გაუნათდა და ძლიერად გადაეხვია ძმობილს. _გვიან გავიგე… რომ მცოდნოდა… ეს როგორ მოხდა, ვახო? ლალი დეიდა…-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა თემო. _ამ ბოლოს ძალიან ცუდად იყო, უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა ტკივილებს… ვეღარ უძლებდა… ბოლო რამდენიმე დღე აღარ მივდიოდი სამუშაოზე, მეშინოდა მარტო ყოფნისას არ მომკვდარიყო, თვითონაც ეშინოდა… მთხოვდა, არ დამტოვოო… Aმ ტრაგედიამ ისინი ისევ დაახლოვა. ხომ ამბობენ გაჭირვება აახლოვებს ხალხსო და მართლაც ასე მოხდა. მართალია, ვახოს მარტოობა შეუყვარდა, გულჩათხრობილი გახდა და ზოგჯერ ცდილობდა თავიდან მოეშორებინა მეგობარი, მაგრამ თემო ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ბიჭს მარტოსულად არ ეგრძნო თავი. მას შემდეგ, რაც თემომ სასწავლებელი დაამთავრა, ერთად დაიწყეს მუშაობა თემოს მამის ფირმაში. ყველას გასაოცრად, ვახომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, რადგან ადვილად ითვისებდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება არ გააჩნდა. სულ რამდენიმე თვე გასტანა ვახოს ცხოვრებისეულმა აღმასვლამ, შემდეგ ფინანსური მაქინაციის წყალობით ვიღაცამ საკმაო რაოდენობით ფული მოპარა ფირმას, ხელები კი ვახოს შეაწმინდა. ყველა სამხილი მის წინააღმდეგ მეტყველებდა და თემოს მამის კაბინეტიდან ღრიალი არ წყდებოდა, რომ თემოს როგორმე ეიძულებინა “ის ნაბიჭვარი” (როგორც ის უწოდებდა) და ფული დაებრუნებინა. თემომ როგორღაც დაარწმუნა მამა, რომ მისთვის სასამართლოში არ ეჩივლა, თავდებადაც კი დაუდგა მას, მაგრამ მისთვის სამსახურის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა. ფირმაში ხმებიც კი დადიოდა, რომ თემოს შეშურდა მისი გაუნათლებელი მეგობრის წარმატების და “გაუჩალიჩა”. ვახოს ფიქრადაც არ გაუვლია ეს. ხმისამოუღებლად ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. თემომაც დაადასტურა თავისი პატიოსნება, მეგობარს მიყვა და პროტესტის ნიშნად მანაც დატოვა ფირმა. ისევ ერთად დაიწყეს მუშაობა- სტამბაში-უბრალოდ მუშებად. ცხოვრება გრძელდებოდა. თემომ ოჯახთან ურთიერთობა თითქმის მთლიანად გაწყვიტა, თუმცა ვახო ცდილობდა მისთვის საწინააღმდეგო შთაეგონებინა, ცდილობდა თემო ეიძულებინა, მშობლებს შერიგებოდა და არ დაეკარგა ისინი. თემო კი არ ჩქარობდა ამ საქმეს. ერთ საღამოს, სამუშაოდან მომავლები პარკში ჩამოსხდნენ. იIქაურობა ბავშვებით და მათი მომვლელებით იყო სავსე. თემოს ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო, პატარა ბავშვს ასეირნებდა ვიღაც ქალთან ერთად. მისი ჟღალი თმა ძალაუნებურად იპყრობდა ყურადღებას. დაწინაურებული ბავშვის ასაყვანად დახრილმა მწვანე თვალები შეაფეთა თემოს, თუმცა მალევე აარიდა მზერა, შუბლიდან მოწითალო კულულები გადაიყარა, ვახოს მიესალმა, გაუღიმა და გაბრუნდა. ორივენი დამუნჯებულნი უყურებდნენ როგორ მიდიოდა, მის მსუბუქ ნაბიჯებს აკვირდებოდნენ. _საიდან იცნობ?-ჰკითხა ვახოს, როცა გოგო თვალს მიეფარა. _ჩემი მეზობელია. _გამაცნობ?-ვახო გაშტერდა, სახეზე დააკვირდა თემოს და ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა: _რა იყო, ხომ არ მოგეწონა? _გამაცნობ?-გაუმეორა კითხვა თემომ. Vახო ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა რა ეპასუხა. შემდეგ თვალი თვალში გაუყარა და თქვა: _რა თქმა უნდა. შაბათს დაბადების დღე აქვს, დამპატიჟა და შენც წამოდი.
ვაიმე რა საინტერესოააა ... ნახე რა ერთმანეთს მიულეწეს სახეები და მაინც მეგობრები დარჩნენ და იმის მერეც კი როცა თემომ ასე ვთქვათ დაივიწყა მათ შეძლეს კიდევ უფრო კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ... აი ეს მესმის ესეთი მეგობრობა უნდა იყოს ყველგან მარა სადაა? საერთოდ ეს თაობა ისეთია რო ნამდვილ აი ნამდვილი რასაც ქვია მეგობარს ვერ იპოვნი. ადამიანი ცდილობს იმას რო როგორ ატკინოს მეორე ადამიანს გული... აი ანი რა გითხრა ძალიან ჭკუის სასწავლებელი ფიკი დაიწყე და მომწონს ეს იდეაა...ჩენიჭიერი
au an ra magariaaa, dzaan magari sityvebit giweria, ise rogorc namdvil mwerals sheefereba. tviton fikis tema dzalian momwons da aseve tavis sididec momewona mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi da moutmenlad velodebi axal tavs
Quote (RoB-dOd)
საერთოდ ეს თაობა ისეთია რო ნამდვილ აი ნამდვილი რასაც ქვია მეგობარს ვერ იპოვნი. ადამიანი ცდილობს იმას რო როგორ ატკინოს მეორე ადამიანს გული...
getanxmebi ramdeni magalitic ginda imdenis moyvana shemidzlia am temaze