შაბათს ვახო თაიგულით, თემო- შეფუთული ფრანგული სუნამოთი ხელდამშვენებული ავიდა დაუპატიჟებლად მომხიბლავი გოგონას დაბადების დღეზე. _რა ჰქვია?-სანამ ზარს დარეკავდნენ, კითხვა მოასწრო თემომ. _მეგი,-დარეკა ვახომ და კარიც მყისვე გაიღო. _მეგი, დაბადების დღეს გილოცავ!-გადაკოცნა ვახომ და 20 სისხლივით წითელი ვარდის თაიგული გაუწოდა.-ეს ჩემი მეგობარია- თემო. _მაპატიეთ, დაუპატიჟებლად გესტუმრეთ, უბრალოდ მინდოდა მეც მომელოცა თქვენთვის ეს ბედნიერი დღე. 20 წელი სახუმარო ხომ არაა?!-გაიხუმრა ვახომ და სუნამო გადასცა. _მეგი,-ხელი გაუწოდა გოგონამ და შინ შეიპატიჟა სტუმრები. მშვენიერი დრო გაატარეს. მეგისაც ეცეკვნენ. თემო უცნაურად გრძნობდა თავს, როცა უყურებდა როგორ შესციცინებდა თვალებში მეგი მის მეგობარს და რა ბედნიერად იღიმებოდა ცეკვისას მის მკლავებში მომწყვდეული, მაგრამ თემო ამას მათ თბილ, მეგობრულ ურთიერთობას მიაწერდა. უკვირდა, რომ ვახო ცოტა თავს არიდებდა მეგის სიახლოვეს ყოფნას. რამდენჯერაც მიუახლოვდა გოგონა გამოსალაპარაკებლად, იმდენჯერ ჭიქა მოიმარჯვა ხელში და ახალი სადღეგრძელო წამოიწყო, გაწბილებულ გოგოსაც სხვა რა გზა ჰქონდა? იმედგაცრუებული გაეცლებოდა ხოლმე. ამ დროს კი თემო ჩნდებოდა მის სიახლოვეს და ათასგვარ თემაზე საუბრით ართობდა. კომპლიმენტებით ავსებდა, საცეკვაოდ იწვევდა. წასვლისას უკვე კარგად გაუშინაურდა და მისი ნომერიც ჯიბეში ედო. ეს გარკვეულწილად ვახოს დამსახურებაც იყო, გოგონა ამ გზით ცდილობდა ეეჭვიანებინა გულჩათხრობილი მეზობელი. ბიჭი, რომელიც ხან ძალიან ყურადღებიანი იყო მის მიმართ, ხან გულგრილად და უყურადღებოდ ექცეოდა. მათ ურთიერთობას რაღაც აკლდა და სწორედ ამიტომ ვერ აეწყვნენ. მეგის გამოსავლად ეჭვიანობა მიაჩნდა. თემომ კი შეატყო ვახოს რაღაც უხასიათობა, მაგრამ იმდენად იყო აღფრთოვანებული ახალი ნაცნობობით, რომ დიდი ყურადღება არ მიუქცევია. თემო პირდაპირ მოჯადოებული იყო ამ გოგონათი, აღარაფერი ახსოვდა მის გარდა. ვახოსაც ყურები გამოუჭედა მასზე ლაპარაკით, ხან მის გემოვნებაზე ეკითხებოდა, ხან ოჯახზე, როგორ ატარებდა თავისუფალ დროს, შეყვარებულთან ერთად თუ დაენახა ოდესმე. ვახო უხალისოდ აწვდიდა ფაქტებს, რამდენჯერმე სერიოზული სახითაც გააწყვეტინა, მეგიზე აღარაფერი მკითხოო და გააფრთხილა კიდეც, რომ მასზე აღარ დალაპარაკებოდა, მაგრამ თემოს არ შეეძლო თავისი აღფრთოვანება არ გაეზიარებინა, გული არ გადაეშალა, რჩევა არ ეკითხა. სამუშაოსაც გულს ვერ უდებდა. მეგის გულცივობა ხომ პირდაპირ აგიჟებდა. გოგონა ახლოსაც კი არ იკარებდა მას და ყველანაირად არიდებდა თავს. თემოს ვეღარაფერი გაეგო, მაშინ რაღატომ მისცა ნომერი? თუ მეგის ვახოსთან ერთად შეხვდებოდა, გოგონა აშკარად ეკეკლუცებოდა თემოს და სიმპათიას გამოხატავდა მისდამი. ვახოსგან განმარტოებით კი მუდამ უხასიათო და გულცივი იყო. თემომ ამ უცნაურობაზეც მოუყვა ვახოს და სთხოვა დალაპარაკებოდა მეგის მასზე, რადგან ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და თითქმის და-ძმასავით იყვნენ. ვახომ დიდხანს უარობდა, მაგრამ თემოს სიტყვებმა: _ჩვენი მეგობრობის ხათრით გთხოვ…-ყველაფერი გადაწყვიტა. ვახომ შეხვედრა დაუთქვა მეგის. შეხვედრაზე თემოც წავიდა, შორი-ახლოდან ადევნებდა თვალს მოსაუბრეებს, მაგრამ მათი ხმა თითქმის არ ესმოდა: _ალბათ ხვდები, აქ რა საქმეზე სალაპარაკოდ გთხოვე მოსვლა?-მოკითხვის შემდეგ წამოიწყო ვახომ. _არა, წარმოდგენა არ მაქვს!-გამომწვევად უპასუხა მეგიმ. _შენ და თემო ხომ შეყვარებულები ხართ?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ვახო. _საიდან მოიტანე?-ჯიბრით ელაპარაკებოდა გოგონა. _თემოს უყვარხარ. _სამაგიეროდ, მე არ მიყვარს. _ძალიან გთხოვ… _რას მთხოვ? შევიყვარო, რადგან შენი მეგობარია? მაგ თხოვნაზე უკვე გაგეცი პასუხი ერთი კვირის წინ!-თემომ არ იცოდა, რომ ამ თემაზე უკვე ესაუბრათ მათ. _მე გთხოვ, უბრალოდ შანსი მისცე,-რბილი ხმით მშვიდად უხსნიდა ვახო. _ტყუილად მთხოვ იმიტომ, რომ არ შემიძლია! მე უკვე მიყვარს ვიღაც და შენ იცი ვინც!-უკვე ყვირილზე გადავიდა განერვიულებული მეგი. _ძალიან გთხოვ, დაივიწყე ყველაფერი. თემოსნაირ ადამიანს უყვარხარ, მიეცი შანსი. მასთან ბედნიერი იქნები, დამიჯერე. _შენ რა იცი, მე ვისთან ვიქნები ბედნიერი? შენ არაფერიც არ იცი! საერთოდ არაფერი! სუსტი, უსუსური არარაობა ხარ! საკუთარი გრძნობების დაცვაც კი არ შეგიძლია! შენ მე როგორ მირჩევ, რა გავაკეთო, როცა…-გულმოსულმა მიახალა მეგიმ, მაგრამ ვახომ გააწყვეტინა: _ჩემი ხათრით… გთხოვ, შანსი მისცე თემოს, თუ… თუ გიყვარვარ…-შეევედრა ვახო. მეგის თვალები ცრემლებით აევსო, იმედგაცრუებული, გამწარებული მზერით შეხედა წამით ვახოს. გაბუტული ბავშვივით საყვარელი იყო მაშინ მეგი… ჭაობისფერი თვალებიდან ცრემლები მოწვეთავდნენ, ჟღალ კულულებს კი ქარი არხევდა. _გთხოვ…-უკანასკნელად უთხრა ვახომ, მეგიმ თავი მძიმედ დაუქნია, ბიჭი წამოდგა, შუბლზე აკოცა გოგოს და წავიდა, მაგრამ არა იქ, სადაც თემო ელოდებოდა. იმ დღეს საერთოდ აღარ გამოჩენილა, ტელეფონზეც ურეკა და სახლშიც მიაკითხა, მაგრამ ვახომ არ ყურმილი აიღო და არც კარი გაუღო. მეორე დღეს კი უთხრა მეძინა და არც ტელეფონის ხმა გამიგია, არც კარზე ბრახუნიო. იმ საუბრის შემდეგ თემოსა და მეგის ურთიერთობა თითქოს დათბა, თითქოს ის ყინული გალღვა მეგის გულს რომ ჰქონდა გარს შემოვლებული. გოგო უფრო გულახდილი გახდა. მათი ურთიერთობა მეგობრობას უფრო გავდა, მეგი დიდ ნდობას იჩენდა მის მიმართ, არც სადმე წაყოლაზე ეუბნებოდა უარს და თვითონაც ყოველთვის თან მიჰყავდა თუკი ვინმე სადმე დაპატიჟებდა. თემოს კომპლიმენტებს და სიყვარულის გამომხატველ ფრაზებსაც უსიტყვოდ იღებდა, უბრალოდ უღიმოდა. ერთი ის იყო, უეცრად ჩაფიქრდებოდა და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა, სანამ თემო არ გამოაფხიზლებდა ხოლმე. მეგი დაიმორცხვებდა ხოლმე თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. მეგისთან დაახლოვებამ თემო ვახოსთან დააშორა, რადგან მთელ თავისუფალ დროს შეყვარებულთან ატარებდა და საუკეთესო მეგობრისთვის ვერ იცლიდა. არც ვახო გამოხატავდა სურვილს მათთან ერთად ევლო და თავი მურმანის ეკლად ეგრძნო და არც თემო ახევდა კალთებს მაინცდამაინც. ვახო ისევ მარტოსული გახდა. თემომ რამდენჯერმე შენიშნა როგორ სეირნობდა მარტო. მასთან მისვლაც დააპირა, მაგრამ მეგიმ უთხრა ნაჩხუბრები ვართ და მისი ნახვა არ მინდაო, თემოც, რა თქმა უნდა, დაემორჩილა. ერთ დღეს, როდესაც მეგი და თემო ხელი-ხელგაყრილები სეირნობდნენ, ბიჭი კი რაღაც სახალისო ამბავს გატაცებით ყვებოდა, მეგი ადგილზე გაიყინა. _ვის უყურებ?-მის მზერა თვალი თემომ და ვახო დაინახა, შავთმიან და შავთვალება გოგოსთან ერთად. _ვა, ვახო?!-გაუკვირდა თემოს.-წამო, მივესალმოთ,-შესთავაზა მეგის, რომელსაც რატომღაც თვალები აუცრემლიანდა, ხელიდან დაუსხლტა შეყვარებულს და უკანმოუხედავად გაიქცა. _მეგი!-დაადევნა გაოცებულმა, მაგრამ გოგონა უკვე საცხოვრებელ კორპუსებს მოფარებოდა. რადგან დადევნებას აზრი არ ჰქონდა, გადაწყვიტა ვახოსთან და მის თანმხლებ მანდილოსანთან მისულიყო. _ვახო, როგორა ხარ? სად დაიკარგე?-გადაეხვია მეგობარს, ვახო მისმა გამოჩენამ ცოტა შეაცბუნა, მაგრამ არ შეიმჩნია. _მე არამიშავს, შენთან რა ხდება? შენი და მეგის საქმე როგორაა? _მშვენივრად, მშვენივრად. ეს მშვენიერი მანდილოსანი ვინღაა? _ნათია კალანდაძე,-ხელი გაუწოდა გოგონამ. თემომ აღფრთოვანებულმა შეათვალიერა მისი შავი თვალება, გრძელი წამწამები, ალუბლისფერი ტუჩები და გრძელი, სწორი, შავი თმა. _თემო ბარბაქაძე,-ხელი ჩამოართვა მას. _სასიამოვნოა,-გაუღიმა ნათიამ და თეთრ, თლილ კბილთა წყება გამოაჩინა. _ჩემთვისაც,-ღიმილითვე უპასუხა თემომ. _მეგი როგორაა?-ჰკითხა ვახომ.-მიკვირს შენთან ერთად რომ არაა. _ერთად ვიყავით, რაღაც საქმე გამოუჩნდა და წასვლა მოუწია,-უტიფრად იცრუა თემომ.-კარგით, დაგტოვებთ, ხელს აღარ შეგიშლით… _ხვალ შევხვდებით,-გაუღიმა ვახომ. _სამსახურში გნახავ!-უპასუხა თემომაც და წავიდა. _”მეგი”… ეს ისაა…?-მოესმა წასვლისას ახალგაცნობილის რბილი, სასიამოვნო ხმა.
;( ;( აუ ვაიმე როგორ იტანჯებიან რა ;( ;( ცოდოები ნუ თემო რას იტანჯება მარა აი ვახო? ;( ოო მე ვახოს საქციელი უნდა გავაპროტესტო ! არ უნდა მოქცეულიყო მასე უნდა ებრძოლა სიყვარულისთვის,იცი რატო?მართალია თემო მეგობარია და რაღაცა ,მაგრამ მაგან დაიკიდა და სულ დავიწა როგორც მაშინ... მე მინდა რო ვახო და მეგო ერთად იყვნენ რა ;(
დრო გადიოდა. თემომ დანიშნა კიდეც მეგი, ქორწილის თარიღიც დათქვეს. Vახოს ნათიასთან ურთიერთობამ მუდამ სევდით სავსე თვალებში მოცინარი ვარსკვლავები აუკიაფა. ნინოსთან ყოფნისას თავს ისე გრძნობდა, როგორც საიმედო თავშესაფარში, ნავსაყუდელში სადაც სითბოსა და სიმყუდროვეს პოულობდა. თუმცა რაღაც სევდა მაინც შემორჩა, რასაც ვერც თემო ხვდებოდა, ვერც ნათია. მეგის და თემოს ქორწილი ახლოვდებოდა. თემომ ვახოს სთხოვა მეჯვარეობა. Vახო ამას არ ელოდა, მაგრამ უარი არ უთქვამს. მომავალმა ბედნიერებამ თემო მშობლებთანაც შეარიგა. მამა დიდად არ აღფრთოვანებულა შვილის არჩევანით, მაგრამ ქორწილის გადახდა მაინც თავის თავზე აიღო. ჯვრისწერის დილაც გათენდა. სიძე განსაკუთრებულად ღელავდა. მასთან ერთად ღელავდნენ მისი მშობლებიც. ეკლესიაშიც ცოტა ადრე მიუვიდათ მისვლა. დრო საშინლად ნელა გადიოდა… თითქოს თემოს ნერვების მოსაშლელად იწელებოდა, ის ხომ ასე ჩქარობდა საყვარელი გოგონას თავისად დაგულებას? ღოგორც იქნა, ჯვრისწერის დროც მოახლოვდა. მეგი არ ჩანდა. გავიდა 5 წუთი. ათი. ოცი. ბოლოს, ნერვებმა რომ უღალატა, მეჯვარეს სთხოვა პატარძლის მოსაყვანად წასვლა. Vახო მალევე დაბრუნდა და თან თემოს ოცნების ქალიც მოიყვანა. საკურთხეველთან მეგის ლოდინში მდგარმა თემომ დაინახა როგორ მოყავდა ვახოს ხელკავით მისი საცოლე. როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს, როგორ უხდებოდა მეგის საქროწინო კაბა და როგორ შეფაკვლოდა ღაწვები ამდენი სტუმრის დანახვის გამო. ერთ წამს ვახომ და მეგიმ ერთმანეთს შეხედეს და ვახომ პირველად შეამჩნია მათ შორის რაღაც… თუმცა მათ მალევე აარიდეს მზერა ერთმანეთს. Vახომ ძმაკაცის მზერა დაიჭირა და ცოტათი შეცბა. Aმ დროს, მიუახლოვდნენ კიდეც თემოს და ვახომ მეგის ხელი ხელში ჩაუდო სიძეს. მთელი ეს დრო მეგი დაჟინებით უყურებდა ვახოს, მაგრამ ის თვალს არიდებდა, თემოს ამოუდგა გვერდით და ცერემონიის დაწყება ანიშნა მღვდელს. ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი ღია ცის ქვეშ გაგრძელდა. ყველა სასიამოვნო დროს ატარებდა, ცეკვავდა, შამპანურს მიირთმევდა, ხუმრობდა, იცინოდა. პატარძალი ცოტა უხასიათოდ გამოიყურებოდა. Eს რომ შეატყო ვახომ, მასთან მივიდა და ცეკვა სთხოვა. მეგი წამოდგა. თემოს გაუკვირდა, რადგან წუთის წინ მას უარი უთხრა. მისდა გასაოცრად, მეგი მისკენ მოტრიალდა და ხელი გაუწოდა. თემო გახარებული წამოხტა, ახალშერთული მეუღლის ხალი აიღო და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა. Vახოს სევდიანად გაეღიმა. თემოს კი არც მაშინ უეჭვია რამე და არც მაშინ, როცა მოგვიანებით, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ უკვე ცოლს დანარQჩენი მექორწილეებისგან მოშორებით, მოფარებულ ადგილას მიაგნო. მეგი გაანჩხლებული უყვიროდა რაღაცას ვახოს, თუმცა რას, თემომ მუსიკის გამ ოვერ გაიგონა. შამაგიეროდ, დაინახა როგორ გააწნა სილა ბიჭს მეგიმ და მისკენ წამოვიდა. თემოს დანახვაზე გაშრა მეგი, მაგრამ არ შეიმჩნია. _ძალიან დავიღალე, ხვალაც ადრე უნდა ავდგეთ, უკვე გვიანია, დავისვენოთ,-უთხრა ქმარს და გვერდით ჩაუარა. თემომ ვერ შეიტყო რა ვერ გაიყვეს მეგიმ და ვახომ, რადგან მის მეუღლეს თქმა არ უნდოდა, აღარც ჩასციებია ისე იყო თავისი ბედნიერებით გაბრუებული. მეორე დღეს საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ, ასე რომ ეჭვიანობისთვის სად ეცალა. მერე კი მოულოდნელად ბედნიერება უბედურებად ექცა. დღე, რომელიც მისი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი უნდა გამხდარიყო, მისი ცხოვრების უსაშინლეს დღედ იქცა. ყველაფერი ასე მოხდა:დილით, აეროპორტისკენ მიმავალ წყვილს სველ გზაზე მოცურებული ავტომანქანა დაეჯახა. თემოს ბოლო რაც ახსოვდა, მუხრუჭის ღრჭიალი იყო, მერე კი თვალი საავადმყოფოში გაახილა. _მეგი!-პირველი, რაც გაახსენდა ის იყო. _გაიღვიძა!-შვებით ამოისუნთქა ვიღაცამ. _ვახო, მეგი სადაა?-გაეხარდა განუყრელი მეგობრის დანახვა თემოს. _თემო, შვილო, როგორა ხარ?-დედამისი დაადგა თავზე. _მეგი სადაა?-გაუმეორა კითხვა თემომ ვახოს. _გვერდზე პალატაშია, თავს როგორ გრძნობ? _ოდნავ მეხვევა თავბრუ, მაგრამ არაფერია. მეგი როგორაა? ალბათ ისიც მსუბუქად დაშავდა, ხო?-იმედიანად ჰკითხა, მაგრამ ვახომ არაფერი უპასუხა. დედამ საერთოდ ფანჯარაში გაიხედა და თემოს მის თვალებში ცრემლი მოეჩვენა. _ვახო… რა ხდება? თვალებში შემომხედე და მითხარი, რა სჭირს ჩემს ცოლს?-საწოლიდან წამოხტა თემო, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ ბალიშზე მიესვენა. _დამშვიდდი, თემო… არაფერია, ყველაფერი კარგადაა,-ამშვიდებდა დედა, მაგრამ თემო ვახოს არ აშორებდა თვალს. _ვახო, მეგი ცოცხალია?-ტკივილიანი მზერით, ხმაჩავარდნილმა და იმედდაკარგულმა ჰკითხა. _რა თქმა უნდა, ცოცხალია,-თემომ შვებით ამოისუნთქა. _მაშინ დანარჩენს ყველაფერს მოევლება… სად არის, რომელ პალატაში? მინდა ვნახო. _ზუსტად არ ვიცი, შეიძლება თუ არა მისი ნახვა. _რას ჰქვია არ შეიძლება? მე მეგის ქმარი ვარ!-ფეხზე წამოდგა თემო და კარისკენ დაიძრა. -თემო!-დაუძახა დედამ, მაგრამ თემოს ყურადღება არ მიუქცევია, კარებს რომ მიუახლოვდა სწორედ იმ დროს, ოთახში ექიმი შემოვიდა. _როგორც ვხედავ, გამოფხიზლებულხართ! ძალიან კარგი. საწოლზე ჩამოჯექით, უნდა გაგსინჯოთ,-მიმართა თემოს. _ჩემი მეუღლის ნახვა მინდა. Aრ შეიძლება მოგვიანებით გამსინჯოთ? _არა, ჯერ გაგსინჯავთ და ვნახოთ. _რას ნიშნავს “ვნახოთ?” ის მაინც მითხარით, როგორაა, სერიოზულად დაშავდა თუ არა? _მე მისი მკურნალი ექიმი არ ვარ, ვერაფერს გეტყვით. Aხლა კი დამშვიდდით და დიაგნოზის დასმაში ნუ შემიშლით ხელს. ბოლოს, როგორც იქნა, მისცეს ნება საკუთარი ცოლის მონახულებისა. _მეგი!-მისკენ გაექანა თემო, როგორც კი პალატის კარი გაუღეს და შესვლის ნება მისცეს. გოგონა უგონოდ იყო. თავი მთლიანად შეხვეული ჰქონდა, ცხვირზე ჟანგბადით გაჯერებული სასუნთქი მიემაგრებინათ, ვენაში კი წვეთოვანი ჰქონდა მიერთებული. _თქვენმა მეუღლეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო…-რა სასტიკად ჟღერდა ეს სიტყვები თემოსთვის. ერჩივნა თვითონ ათასჯერ მომკვდარიყო, ვიდრე თავისი სიყვარულის გარეშე ეცოცხლა. _გადარჩენის შანსი არ აქვს?-სასოწარკვეთით ჰკითხა თემომ ექიმს. ქალმა თავი უპასუხოდ დახარა.-კი, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მე მხოლოდ ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს, მას კი… _ბედის ირონიით, თქვენი უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა დაჯახებისას, მისი კი- არა…-ქალი პალატიდან გავიდა. თემო მეუღლის საწოლს მიუახლოვდა. Mისი ხელი აიღო, ჩაიხუტა, აკოცა და გულამოსკვნილი ატირდა… მეორე საღამოს მეგი გონს მოვიდა. თემოს იმედი მიეცა. Iქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო? Iქნებ ვახოს ლოცვამ შედეგი გამოიღო? Iს ხომ მთელი ღამე ხატების წინ დაჩოქილი ღმერთს ავედრებდა მეგობრის ცოლის სიცოცხლეს… გოგონა სუსტად იყო, მაგრამ ლაპარაკს ახერხებდა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ვახო მოიკითხა. _გარეთაა, დერეფანში, ხატების კუთხესთან,-უპასუხა და უკვე მეათასედ დაუკოცნა ხელები. _თემო… დაუძახე, გთხოვ… რაღაც მინდა ვუთხრა…-ქმარმა, რასაკვირველია, შეუსრულა სურვილი ფერმიხდილ ცოლს, ვახო შემოიყვანა და კართან აიტუზა.-რამდენიმე წუთით დაგვტოვე…-სუსტად ამოილაპარაკა მეგიმ თემოს გასაგონად, შეცბუნებულმა ბიჭმა კარი უხმაუროდ გაიხურა, უფრო სწორად, ოთახში მყოფებს ეგონათ, რომ გაიხურა, სინამდვილეში კი პატარა ღრიჭო დატოვა და ყური მიუგდო. მცირე ხანს უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს მარტო დარჩენილები. _როგორ ხარ?-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი ვახომ. _ცუდად…სწორედ ამიტომ ვთხოვე თემოს შენი დაძახება. _ჰო, მითხრა, რომ რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ დამიჯერე, ჯობია არაფერი თქვა და თუ მაინც ვერ ითმენ და გინდა აუცილებლად მითხრა, რომ გამოჯანმრთელდები, მერე ვილაპარაკოთ…-თემო ვახოს ვერ ხედავდა, მაგრამ ადვილი წარმოსადგენი იყო როგორი დაძაბული სახე ექნებოდა. _არა, შენ თვითონაც იცი, რომ ვერ გამოვჯანმრთელდები და გინდა თავიდან მომიშორო. Aრც კი გრცხვენია, მომაკვდავსაც კი არ მაძლევ ნებას გითხრა, თუ როგორ…-ამ დროს დერეფანში მედდება ჩაიარეს და თემოს მოუწია მცირე ხნით კარებს მოსცილებოდა.-…და ამიტომ გავაკეთე ყველაფერი… შენ მთხოვე შენი მეგობრისთვის შანსი მიმეცა, მასზე გავთხოვილიყავი, მეცადა გამებედნიერებინა და მეც მეპოვა ბედნიერება მასთან. Aხლა რას იტყვი, კმაყოფილი ხარ? _მეგი, დამშვიდდი, შენი ნერვიულობა არ შეიძლება! _თქვი, კმაყოფილი ხარ? გიხარია, ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავ? მომაკვდავს, დაინვალიდებულს… _მეგი, თვითონაც არ იცი, რას ამბობ. ხომ იცი, როგორ… მიყვარხარ, ჩემი მეგობრის ცოლი ხარ და როგორ უნდა მიხაროდეს შენი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა? თანაც მომაკვდავი სულაც არ ხარ, ინვალიდობასაც ეშვ… _ძალიან გთხოვ, გაჩუმდი!თვითონაც არ გჯერა შენი სიტყვების. შენი თვალები სხვას მეუბნება, თემოსიც, დანარჩენებისაც… თქვენს თვალებში სასიკვდილო განაჩენს ვხედავ, მაგრამ არ ვწუხვარ… იქნებ, ასე ჯობდეს კიდეც. იმ სიცოცხლეს, რაც მელოდა, სიკვდილი მირჩევნია…-თემოს მუხლი მოეკვეთა და კედელს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. _მეგი, მაგ თემაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ და შენს ქორწილზეც… _ნეტავ, მაგ ავადსახსენებელ ქორწილამდე მომსვლოდა რამე, თემოს მაინც არ დავაქვრივებდი ნაადრევად…-თემომ ვეღარ გაუძლო მეგის სასტიკ სიტყვებს, კარს მოსცილდა და დერეფანში, პლასტმასის სკამზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და შეეცადა მოსმენილი გაეაზრებინა. მაგრამ უცებ ყვირილი მოესმა: _მეგი! მეგი! რა მოგივიდა?! მეგი! ჩემო პატარა…-თემომ პალატის კარი შეგლიჯა და ავადმყოფს მივარდა, რომელსაც თავი არაბუნებრივად გადავარდნოდა, ბაგეები ერთმანეთს დაშორებოდა და გრძელი წამწამები ღაწვებზე დაჰფენოდა. ხელმარჯვნივ მონიტორი შემაშფოთებლად წრიპინებდა და სწორ ხაზს უჩვენებდა. თემომ მეგობარი უხეშად გასწია გვერდზე და უსულო სხეული გულში ჩაიკრა. _მეგი! არა! Aრა! ოღონდაც ეს არა!-შეშლილივით ღრიალებდა და მიცვალებულს უსიცოცხლოდ დახუჭულ თვალებს, ლოყებს, შუბლს, ტუჩებს უკოცნიდა.-რას დამდგარხარ, დროზე ექიმს დაუძახე!-უღრიალა უხერხულად აწურულ ვახოს, რომელსაც თვალზე ცრემლი მოსდგომოდა და გამწარებული უყურებდა გაუბედურებულ მეგობარს და თავის მკვდარ სიყვარულს. თემოს ხმის გაგონებისთანავე გარეთ გავარდა ყვირილით: _ექიმი! ჩქარა! Eქიმი! თემო გვამს არ იშორებდა, საალერსო სიტყვებს ეჩურჩულებოდა და ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები.
au ra kargi iyo axali tavi, emociebit datvirtuli temos pirovneba ar momwons titqos ragac imeds vebgauchebodi da amis dawera ar mindoda, magram martla ar momwons jer iyo da megobari mashin daiviwya roca yvelaze metad uchirda, mere iyo da gogos gamo bodishi da fexebze daikida! neta megisnairs vegar shexvdeboda kide? gogos gamo megobari rogor unda miatovo ar mesmis :X velodebi axal tavs ui martla, gamixarda personajs rom chemi saxeli erqva
vaime axali taviii au ani rato mokaliiiii? sawyali gogo, magram mgoni martla mase erchivna es debili vaxoc kide martla ra daunia, ertmaneti uyvardat da umaduri temos gamo ver iyvnen bednierebi
თემომ 4 დღეში დაასაფლავა პირველი სიყვარული და ახლადშერთული მეუღლე. სახლში რომ გადაასვენეს მეგის სხეული, ვახო დიდხანს იდგა კარებთან და შიგნით შესვლას ვერ ბედავდა. სიგარეტის მოსაწევად გარეთ გასულმა თემომ თვითონ შენიშნა, მისკენ გაექანა და მუშტი მოუქნია. Vახო ამას არ ელოდა და დარტყმის ძალამ კედელს მიახეთქა. იIქვე მდგარი კაცები დაესივნენ, თემო გააკავეს და შიგნით შეიყვანეს. Vახო კი წამოაყენეს და ურჩიეს წასულიყო. ამის შემდეგ ვახო მის სიახლოვეს არ გამოჩენილა დაკრძალვის დღემდე. მაშინ კი პირდაპირ სასაფლაოზე მივიდა. თემო ელოდა მის მოსვლას. იმ ინცინდენტის მერე ყოველდღე ელოდა. Vახო მას მიუახლოვდა, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, ცრემლიან თვალებში და ძლიერად გადაეხვივნენ. საოცარი, ამაღელვებელი სანახაობა იყო: ორი ვაჟკაცი, ერთმანეთის პირისპირ მჯდომი, ერთმანეთზე შუბლმიდებული, მხრებზე ხელებჩაჭიდებული დასტიროდა ჩამქრალ სიყვარულს, მაგრამ თემომ იცოდა, რომ ვახო მის გამო ტიროდა, თავის ტკივილზე მეტად, თემოს ტკივილი სტკიოდა და მის წუხილს განიცდიდა თავისაზე მეტად. კარგა ხანს ისხდნენ ასე, მიკარებას ვერავინ ბედავდა და ირგვლივ ყველას ცრემლები სდიოდა მათ შემხედვარეს. ვახო მაგრად უჭერდა მხრებზე ხელებს, თითქოს ცდილობდა თავისი ენერგია მეგობრისთვის გადაეცა და გაეძლიერებინა… მერე კი თემო ცუდად იყო. ძალიან ცუდად. პPირდაპირ ჭკუიდან გადაჰყავდა მეგის გადიდებულ, ჩარჩოში ჩასმულ სურათს, რომელიც თვითონ დაკიდა საძინებელ ოთახში, საწოლის პირდაპირ. გულსა და სულში სიცარიელეს გრძნობდა. აღარავითარი მიზანი, ინტერესი აღარ არსებობდა მისთვის. ერთადერთი რაზეც ოცნებობდა, მეგისთან ყოფნა იყო და გამოსავალიც ნახა. Iიმ საღამოს ბევრი დალია, დანა მოიმარჯვა კანკალებული ხელით, სურათს შეჰღიმა მოვდივარო და… თვალი საავადმყოფოში გაახილა. განუშორებელი მეგობარი თავს ედგა. მოსანახულებლად მისულს, თემო სისხლის გუბეში ეპოვნა და სასწრაფო დახმარება გამოეახა. დაამშვიდა, რომ მისი მშობლებისთვის არ გაუგებინებია. შემდეგ კარგა გრძელი ლექცია წაუკითხა იმასთან დაკავშირებით, რომ თავის მოკვლა გამოსავალი არ არის, როომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, რომ მეგის არ მოეწონებოდა მისი საქციელი და ა.შ. თემო მოთმინებით უსმენდა. მაგრამ რომ აღარ დაამთავრა, გააწყვეტინა: _არ გინდა, უცხოეთში წავიდეთ? _რა?-ასეთ შემოთავაზებას ვახო არ ელოდა. _უცხოეთში წავიდეთ. მე აქ გაძლება აღარ შემიძლია. ყველაფერი მეგის მახსენებს და მალე ალბათ ჭკუიდან გადავალ. _თემო, ეგ სერიოზული ამბავია. სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, შენ ადვილი გგონია? _არა, ადვილი არ მგონია, მაგრამ ყველანაირ სირთულეს ჩემ თავზე ვიღებ, შენ მარტო დამთანხმდი,-თემოს უცებ გაახსენდა, რომ “ყველანაირ” სირთულეს ვერ აიღებდა თავის თავზე: ვახოს ხომ აქ ნათია ჰყავდა და ალბათ არც მოინდომებდა მის დატოვებას.-მაგრამ შენ თუ არ გინდა, არ დაგაძალებ… საყვარელი ქალი აქ გყავს და… მოკლედ, ყველაფერს გაგიგებ. _თემო,-უცებ დასერიოზულდა ვახო.-შენ რა, მართლა გგონია, რომ რომელიმე ქალს ვამჯობინებ ჩემ ძმაკაცს და სადღაც გადაკარგულში მარტო გაგიშვებ? თუ სერიოზულად გადაწყვეტ წასვლას, შენს გვერდით მიგულე. ასეთ რთულ პერიოდში ნამდვილად არ მიგატოვებ!-თემო ძალიან გაახარა მისმა სიტყვებმა. ჩოტა გული აუჩუყდა, მაგრამ არ შეიმჩნია. Vახოს ხელს ხელი შეაგება და გადაეხვია. კაცებს მადლიერების ემოციით გამოხატვა არ შვენით, ამიტომაც ვერ უთხრა მეგობარს გულიდან წამოსული სიტყვები: რა მეშველებოდა შენს გარეშე… Vახომ მართლაც საკუთარ თავზე აიღო ყოველგვარი პრობლემის მოგვარება და ორ კვირაში ყოველგვარი სამზადისი დამთავრებული იყო. Aრც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არ დაუშალეს თემოს სხვა ქვეყანაში გადასახლება, რადგან ნანახი ჰყავდათ რა მდგომარეობაში იყო იგი მეუღლის დაღუპვის შემდეგ. თვლიდნენ, რომ თუ საზღვარგარეთ წასვლა თემო დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა, აუცილებლად უნდა წასულიყო. თანაც თუ ისეთი ერთგული და სანდო მეგობარი წაჰყვებოდა, როგორიც ვახო იყო, აღარავითარი პრობლემა აღარ არსებობდა. თუმცა, სინამდვილეში არსებობდა ერთი პრობლემა- ნათია. თემო ხედავდა, რომ ვახოს უჭირდა მისი ასე მიტოვება. გოგონა ხან ეჩხუბა მას, ხან უსაყვედურა, ხან დაუყვავა, ხან შეეხვეწა, მაგრამ ვახო სიმტკიცეს ინარჩუნებდა და წასვლას იჩემებდა. საბოლოოდ, ნათიამ გრანდიოზული ისტერიკა მოუწყო (თანაც თემოს თანდასწრებით), გამოუცხადა ჩემი სახელი აღარ ახსენო, არ გეგონოს, რომ დაგელოდებიო, თემოს მძულვარე მზერა შეავლო და უკანმოუხედავად გაეცალა მათ. Vახო თავდახრილი უსმენდა ქალს, მისი წასვლის შემდეგ კი თემომ მის თვალებში უძირო სევდა და ტკივილი დაინახა. ერთი პირი შეყოყმანდა, ზედმეტად ხომ არ ვავალდებულებ მეგობარსო, მაგრამ შემდეგ თავი დაიმშვიდა: მეგობარი რისი მეგობარია, მხარში თუ არ დაგიდგა გაჭირვების დროს (იმას ვერ ხვდებოდა, რომ თავისი საქციელით თვითონ აგდებდა მეგობარს გაჭირვებაში) და თან ქალი ბევრი შეიძლება ჰყავდეს კაცს ცხოვრებაში, ნამდვილი მეგობარს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ იპოვიო. ქვეყნიდან მალევე წავიდნენ. გეზი თავდაპირველად უკრაინისკენ აიღეს. იქ ერთ-ერთი ბიძა ჰყავდა თემოს. გადაწყვიტეს (უფრო სწორად, თემომ გადაწყვიტა და შემდეგ გაანდო მეგობარს), ჯერ ბიძა მოენახულებინათ, სიტუაცია შეეფასებინათ და თუ არ მოეწონებოდათ, სხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ. კიევის საერთაშორისო აეროპორტში მათ რომანის (თემოს ბიძის) მძღოლი დახვდათ, რომელმაც ისინი ერთ-ერთი ბანკის გენერალური დირექტორის ფეშენებელურ ვილაზე მიიყვანა. ბიჭები გაოცებულნი იყვნენ შენობის ექსტერიერით, შადრევნიანი ეზოთი და ფირუზისფერწყლიანი დიდი აუზით- განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვახო ჩანდა, თუმცა თემოს გაოცებული იყო არნახული ფუფუნებით. მას არც სალხში აკლდა ფუფუნების საგნები, თუმცა აქაურობამ მაინც მოხიბლა. _თემო!-სახლიდან გაშლილი ხელებით გამოეგებათ რომანი. _ბიძია რომან!-გადაეხვია თემო. _რამხელა გაზრდილხარ. ბოლოს რომ გნახე, სულ პატარა იყავი! ძალიან გამეხარდა შოთამ რომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოსვლას აპირებდი. _ჰო, ქვეყნიდან წასვლაზე რომ დავიწყე ფიქრი, პირველი შენ გამახსენდი! სად უნდა წავსულიყავი პირველ რიგში, თუ არა აქ? _მართალი ხარ, მართალი! –რომანი უცებ გაჩუმდა და პაუზის შემდეგ დასერიოზულებული სახით გააგრძელა.-შენი მეუღლის ამბავი კი ნამდვილი ტრაგედიაა. ძალიან ვწუხვარ. _მოდი, მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ, კარგი? მე თბილისს გამოვექეცი, რომ არ მესაუბრა ამ ყველაფერზე და არ გვინდა, კარგი? ბიძია რომან, ეს ვახოა, ჩემი უახლოესი მეგობარი,-რომანმა თითქოს ახლაღა შეამჩნია უცნობი ბიჭი. _ძალიან სასიამოვნოა,-ღიმილით გაუწოდა მან ხელი. _ჩემთვისაც,-მარჯვენა შეაგება ვახომ. _წამოდით, სახლში შევიდეთ. ბიცოლაშენი გველოდება,-კარისკენ გაუძღვა ბიჭებს რომანი. _ნადიუშა, ჩვენი სტუმრები მოგიყვანე! ნახე, თემო როგორ დავაჟკაცებულა. ის და მისი მეგობარი სულ ჩვენი “ვეფხისტყაოსნის” ტარიელს და ავთანდილს არ გვანან?-ჰოლში ყვავილებიან ლარნაკთან მოფუსფუსე ქალს მიმართა რომანმა. ქალს ელეგანტურად ეცვა, გრძელი ქერა თმა ზურგზე ლამაზად ჩამოშლოდა. ქალი მოტრიალდა. _გამარჯობათ!-თითქმის უაქცენტო ქართულით მიესალმა ის სტუმრებს და ქართულადვე გააგრძელა.-ტემო, როგორა ხარ?-და ნათესავს გადაეხვია. ეტყობა მისი ქართული სულ ამით შემოიფარგლებოდა და რუსულად გააგრძელა.-ძალიან მეწყინა შენი მეუღლის ამბავი. თუმცა ძალიან მიხარია, რომ გვესტუმრე. ეს მომხბვლელი ახალგაზრდა ვინღაა?-ვახოს გახედა ქალმა და რამდენიმე წამი თვალი აღარ მოუშორებია. ვახო დააბნია მისმა დაჟინებულმა მზერამ. თემომ მაგობარი წარუდგინა ბილოცას და მათაც ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. _ძვირფასო, იმედია ვახშამი უკვე მზადაა, ჩვენი სტუმრები ნამგზავრები არიან და მოშივდებოდათ,-მიმართა რუსულად ცოლს რომანმა. _ახლავე შევამოწმებ, ყველაფერი მზადაა თუ არა, შენ მათთვის განკუთვნილი ოთახები აჩვენე ბიჭებს,-ქალმა ყვავილებს თავი ანება და ოთახიდან გავიდა. ვახომ შვებით ამოისუნთქა, რადგან ქალის მომნუსხველი მზერა მოსცილდა. რომანი მათ დიდი კიბისკენ გაუძღVა. თეთრი მარმარილოს კიბე იყო, რომელზეც გემოვნებით შერჩეული ხალიჩა ეგო. აქ ყველაფერს ფუფუნების ალმური ასდიოდა. ვახომ თავი ზედმეტად იგრძნო და გულში გაკენწლა ნეტა, რას მოვდიოდიო, მაგრამ თემოს მზერა იგრძნო (რადგან საკმაო მანძილით ჩამორჩენოდა ბიძა-ძმიშვილს) და მაშინვე უკუაგდო ეს “მკრეხელური” აზრი. _ამ ოთახში შენ დაიძინებ, მარჯვენა ოთახში შენი მეგობარი. იმედია, კარგად მოეწყობით. თქვენ ბარგს ახლავე ამოიტანენ, შეგიძლიათ ვახშმამდე წყალი გადაივლოთ, თავი მოიწესრიგოთ და დაისვენოთ,-გაუღიმა ბიჭებს რომანმა. _რომან, დიდი მადლობა ყველაფრისთვის… _მადლობები მერე იყოს, როცა რამე ღირებულს გავაკეთებ შენთვის. ეს უბრალოდ სტუმართმოყვარეობაა, რომელიც ყველა ქართველს აქვს სისხლში, სადაც არ უნდა იყოს გადახვეწილი. დაისვენეთ, ვახშამი მზად რომ იქნება, დაგიძახებთ,-თქვა რომანმა და კიბეებს ჩაუყვა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ოთახებში შევიდნენ. ნახევარ საათში კი სუფრას უსხდნენ სასადილო ოთახში. ჩვეულებრივი მოკითხვების შემდეგ რომანმა თემოს მიმართა: _შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გენდომებათ, იმდენ ხანს დაისვენოთ. აუზზე იცურაოთ, ღამის კლუბებში იაროთ. ნადინკასაც უყვარს ასეთი გართობა. მე ჩემი სამსახურის გამ ოვერ ვიცლი ამისთვის, თვენ კი მშვენიერ კომპანიონობას გაუწევთ, ხომ ასეა? _კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მხოლოდ გართობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა რამე სამუშაო… _არავითარი სამუშაო! პირველი ორი კვირა მხოლოდ დასვენება. გაერთეთ, მოერგეთ აქაურ სიტუაციას და სამუშაო მერე. ამ საქმეს მე მივხედავ. არც ქალებია პრობლემა…-ხმა დაიდაბლა რომანმა და ცოლს გახედა, თუმცა მას არაფერი გაუგონია, ვახოსთან საუბრით იყო დაკავებული: _... და ხელოვნებაში როგორ ერკვევით? ალბათ შეამჩნევდით მისაღებში ცნობილ ტილოებს. უმეტესობა ორიგინალია, მხოლოდ რამდენიმე რეპროდუქცია და ისიც მხოლოდ ძალიან ცნობილი რეპროდუქციებია… მე და რომანი ძალიან ვამაყობთ ჩვენი კოლექციით…-რომანი გულში ამაყობდა. უცხო სტუმარს მისი მეუღლე ასეთ კარგ მასპინძლობას რომ უწევდა. ვახო კი ძალიან დაძაბული უსმენდა მასპინძელს და ყველანაირად ცდილობდა თვალებში არ შეეხედა მისთვის. რაღაც უცნაურს ხედავდა მის მზერაში და ეს აფორიაქებდა. ქალს უძირო ლურჯ თვალებში ვარსკვლავები უბრწყინავდა.
მეორე დილით მძინარე ვახოს თემო დაადგა თავზე. _გაიღვიძე! ნახე, რა ამინდია! ზუსტად ცურაობის და მზეზე გარუჯვისთვისაა ზედგამოჭრილი. ადე, აუზზე ჩავიდეთ. როგორც ჩანს, ბიცოლაჩემს უკვე მოუსწრია აუზზე ჩასვლა,-ფანჯარაში საბანაო კოსტუმში გამოწყობილ, შეზლონგზე მიწოლილ ქალს მოჰკრა თვალი თემომ. _თემო, ჩვენ აქ გასართობად ხომ არ ჩამოვსულვართ? სამუშაოს საშოვნელად არ უნდა წავიდეთ დღეს? _ბიძაჩემს მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ ჯერ გაერთეთ და სამუშაო მერეო. მეც აღარ შევეწინააღმდეგე, დასვენება გვაწყენს თუ რა? ადე, ადე…აუზზე დაგელოდები,-შლოპანცებიანი, წელზემოთ შიშველი და საცურაო ტრუსებიანი თემო კარისკენ გატყაპუნდა. ყელზე პირსახოცი გადაედო. _თემო, საცურაო ტრუსი რომ არ წამომიღია? _კარადაში ნახე, იქნება. შენ გგონია მე ყველგან მე წამოვიღე?! პირსახოციც არ დაგავიწყდეს. მიაძახა და კარი გაიხურა. ვახომ თავზე მაგრად მიიჭირა ბალიში, მერე მოისროლა და საწოლზე წამოჯდა. თავი ჩაქინდრა. უკვე ენატრებოდა მშობლიური ქალაქი, ქუჩა, ნათია… მისი ცრემლიანი თვალები ახსენდებოდა, როგორ მოუნდა იმ ცრემლების კოცნით ამოშრობა… გული გაიმაგრა, მეგობარს უფრო მეტად ვჭირდები ვიდრე მასო და სააბაზანოსკენ გაემართა. სახლიდან გასულს მზის კაშკაშა სინათლემ თვალი მოსჭრა. აუზთან მისულმა კი თვალი ვეღარ მოაცილა ნადიას ნაქანდაკევ სხეულს საცურაო კოსტუმში გამოკვართულს. ღია ფერის სათვალეები მოერგო და სხეული მზეზე მიეფიცხებინა. იქვე ყინულიანი კოქტეილით სავსე ჭიქა იდგა. ეს ქალი ან თავისი ქმრისთვის შეუფერებლად ახალგაზრდა იყო, ან ასაკი არ ეტყობოდა, ან ძალიან შეუმჩნევლად ჰქონდა კანი გადაჭიმული მთელ სხეულზე. ვახომ ბოლო ვარიანტი მაშინვე უკუაგდო. ამ დრო ქალმა თვალები გაახილა და კოქტეილიან ჭიქას დასწვდა. _დილა მშვიდობისა, ვახო!-მომხიბვლელად და იმავდროულად ირონიულად გაუღიმა ქალმა. თითქოს გრძნობდა რა შთაბეჭდილებას ახდენდა ბიჭზე მისი გარეგნობა. ან იქნებ მოეჩვენა ვახოს? _დილა მშვიდობისა, ქალბატონო ნადია!-უპასუხა მან. _რომელი ქალბატონო!-ხელი მოხდენილად აიქნია ქალმა.-ნადია დამიძახე. თემოს უკვე ვუთხარი, რომ სახელით უნდა მომმართოს. არ გინდა, ჩემსავით შეზლონგზე წამოწვე და გაირუჯო? კოქტეილსაც ახლავე მოვატანინებ… _არა, გმადლობთ. მირჩევნია ჯერ გავცურო,-მორიდებით გაუღიმა ქალს, იმედია ძალიან უხეშად არ გამომივიდაო გაიფიქრა, პირსახოცი თავისუფალ შეზლონგზე დადო შლოპანცები გაიხადა და წყალში თავით ისკუპა. ქალს თვალი არ მოუშორებია მისი მოხდენილი ნახტომისთვის. თემო აუზის მოპირდაპირე კიდეში ელოდა მეგობარს. _აბა, გავცუროთ? ვნახოთ რომელი ადრე მივა ტრამპლინამდე,-შესთავაზა მან, როცა ვახომ მის სიახლოვეს ამოყვინთა. აუზზე მშვენივრად გაერთნენ. ამ მხიარულებამ მათ ბავშვობა მოაგონა. როცა სადარდებელი არაფერი ჰქონდათ და ბავშვური სილაღე გულიანი გართობის საშუალებას აძლევდათ. დღის განმავლობაში ბილიარდითაც გაერთნენ, სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებითაც და სწორედ ამ საქმიანობით დაკავებულებს წაადგათ თავზე სამსახურიდან დაბრუნებული რომანი. იმის დანახვაზე, ამხელა კაცები როგორი აზარტით თამაშობდნენ საბავშვო თამაშებს, თავი გადააქნ-გადმოაქნია სიცილით და ბიჭებს მიმართა (რომელთაც მისი ხმის გაგონებისთანავე გამორთეს თამაში დარცხვენილებმა): _საღამო მშვიდობისა, ბიჭებო. როგორც გავიგე, დღე მშვენივრად გაგიტარებიათ. სამწუხაროდ, მე და ნადიამ ამ საღამოს უნდა დაგტოვოთ. ჩვენი ბანკის ბიზნეს-პარტნიორთან მაქვს შეხვედრა დანიშნული. ერთად უნდა ვივახშმოთ. ნადია თავის სალონში წასულა თავის მოსაწესრიგებლად. იმედია, არ გვიწყენთ ეს ერთი საღამო უჩვენოდ უნდა გაატაროთ. ვახშმად რასაც ეტყვით, იმას მოგიმზადებენ. _არაფერია. რამე გასართობს ვნახავთ,-ორაზროვნად გადახედა თემომ ვახოს, რომელიც ვერაფერს მიხვდა.-სახლში უკეთესად გავშინაურდებით,-დაამატა ისევ მან და რომანს მხარზე ხელი დაადო. ვახო მასპინძლის სიტყვებზე ფიქრობდა, ნადია ყოველდღიურად რომ ასეთია, “მოუწესრიგებელს” თუ ასეთს ეძახის, “მოწესრიგებული” რაღა იქნებაო, მაგრამ თქმით, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. საღამოს, 9 საათზე, როცა ვახშმის სუფრა ის-ის იყო გაშალეს და სტუმრებს დაუძახეს, რომ კიბეზე შავ, ელეგანტურ საღამოს კაბაში გამოწყობილი, ასევე ელეგანტურ-ვარცხნილობიანი ნადია გამოჩნდა. თეთრ ყირმიზ ყელსა და მკლავს ბრილიანტებით მოოჭვილი სამკაულები უმშვენებდა. თემომ წაუსტვინა აღფრთოვანებისგან, რომანმა მას თავმომწონე მზერით გადახედა. ნადიამ კი რატომღაც ვახოს გახედა, თითქოს მისგან ელის შეფასებასო. ბიჭმა რამდენჯერმე შეათვალიერა თავით ფეხამდე ქალი და შემდეგ შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. ქალი მართლაც რომ აღფრთოვანებას იწვევდა. ნადიამ, ვახოს რეაქციით პატივმოყვარეობა-დაკმაყოფილებულმა, კიბის ძირში მომლოდინე ქმარს ხელკავი გამოსდო, სტუმრებს დაუბარა გემრიელად მიირთვითო (იმათაც თავის მხრივ, სასიამოვნო საღამოს გატარება უსურვეს მიმავალ ცოლ-ქმარს), შემდეგ თვალისმომჭრელად გაიღიმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების პაკუნით გავიდა სახლიდან. _აბა, თქვენ იცით, -ბიჭებს მიმართა რომანმა და კარი გაიხურა. _რა ქალი “დაითრია” ბიძაჩემმა!-ჩაიცინა თემომ, ვახშმის სუფრას რომ უსხდებოდნენ.-მასეთი ქალი ბიძაჩემს კი არა, ვის არ დააკარგვინებდა ჭკუას! _დიდი ხანია შეუღლებულები არიან?-ინტერესით ჰკითხა ვახომ, თუმცა ამ კითხვის პირდაპირ პასუხზე მეტად ქალის ასაკი აინტერესებდა. _30 წელი,-ჭამას შეუდგა თემო. _რამდენიი?-ვახოს წვენი გადასცდა და ხველა აუტყდა. თემოს გაეცინა და სიცილითვე უთხრა: _ვიხუმრე! ვიხუმრე! რა დაგემართა? მგონი 7 წელია. მაგრამ მანამდეც კარგა ხანი ხვდებოდნენ. ფული ფულს ეძებსო ამათზეა ნათქვამი. კარგი, მოვრჩეთ, მათზე ლაპარაკს. აბა, ამაღამ რით გავერთოთ? _მოდი, ამაღამ უბრალოდ დავისვენოთ. _და რითი დავიღალეთ, რომ დასვენება გვჭირდება?! მოდი,-ეშმაკურად მოწკურა თვალები თემომ.-ღამის კლუბში წავიდეთ და ორი ლამაზი უკრაინელი “დავკეროთ” მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაშია, შეგვიძლია მოვიყვანოთ და მაგრად… გავერთოთ,-უჩვეულოდ აჟიტირებული მოეჩვენა ვახოს ძმაკაცი. _და ამ დროს რომ დაბრუნდნენ, მერე? _მერე არაფერი. ბიძაჩემმა თვითონ მითხრა, ქალები პრობლემა არააო… _ჩემს სახლში რომ მოიყვანოთ არც ეგაა პრობლემაო? მოდი, ამაღამ არ გვინდა, კარგი? ამაღამ უბრალოდ დავისვენოთ. _კარგი, ჰო, კარგი…-უხალისოდ დაეთანხმა თემო. ბიჭები ადრე დაწვნენ დასაძინებლად და მასპინძლების სახლში მოსვლა არ გაუგიათ. დილა კვლავ აუზზე გართობით დაიწყეს. ვახო კვლავ გაოცდა ნადიას ნატიფი სხეულის დანახვისას. ქალს ამჯერად სხვა, უფრო მიმზიდველი საცურაო კოსტუმი ეცვა. ვახო თავს არ უტყდებოდა, რომ ეს ქალი მასში ვნებას აღვიძებდა, არც იმის დაჯერება უნდოდა, რომ ქალმაც იცოდა ეს. მას შემდეგ, რაც ცურაობით დაღლილებმა შხაპი მიიღეს და ისაუზმეს, ნადიამ ბიჭებს მიმართა: _მე მართალია ძირითადად პარიზში დავდივარ საშოპინგოდ, მაგრამ მამაკაცის ტანსაცმელს აქაც არაუშავს რა, ამიტომ გთავაზობთ, დღეს შოპინგი მოვაწყოთ. ყველაფერი რომან ვასილიჩთან შეთანხმებით. ნურაფერზე იღელვებთ, დანახარჯს თქვენი ხელფასიდან გამოგიქვითავთ მოგვიანებით,-გადაიკისკისა ქალმა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. მთელი დღე მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდნენ და სხვადასხვა სახის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს ყიდულობდნენ. სადილიც კი სავაჭრო ცენტრის რესტორანში მიირთვეს. ნადია ისე ხელგაშლილად ექცეოდა ბიჭებს, რომ მათ გაიფიქრეს ამდენი ფული რომ გამოგვიქვითოს, მთელი ცხოვრება უხელფასოდ მუშაობა მოგვიწევსო. ერთ-ერთი ძვირადღირებული საათი კი (რომელიც ვახოს ძალიან მოეწონა, მაგრამ ხმამაღლა არ გამოუხატავს აღფრთოვანება მისი ღირებულების გამო) ნადიამ იმ მომენტში იყიდა, როცა თემო ძვირადღირებულ თეთრ კოსტუმს იზომებდა. გასახდელიდან გამოსული თემო, რომელმაც წამით შეასწრო თვალი საათს, ბიცოლამ გააფრთხილა, რომ რომანისთვის არაფერი ეთქვა და მისთვის სიურპრიზი არ გაეფუჭებინა. თემო უდარდელად დაეთანხმა, კოსტუმით იყო აღფრთოვანებული. სახლში დაბრუნებულებმა წყალი გადაივლეს, დაისვენეს და დაბლა ჩასვლას აპირებდნენ, რომ მსახურმა მოახსენათ ქალბატონი კაზინოში მიდის და გთხოვთ კომპანიონობა გაუწიოთო.
☆AnasteishA☆, genacvale sityvebi ar myopnis ise var shenit agprtovanebulii. yochag dzalian magari fikia uzomod momwons vaxo martla magari megobaria mis adgilze sxva ase ar moiqceoda . nadinka ragac ise iqceva mgoni qmris galats apirebs mokled dzalian momwons es fiki da velodebi shemdeg tavs