რომანი სამსახურში შეყოვნებულიყო. ვახო და თემო ახალშეძენილ სმოკინგებში გამოეწყვნენ და დაბლა ჩავიდნენ. ნადიას წითელი ფერის გამომწვევი კაბა ემოსა. ქალმა ორივეს ხელკავი გამოსდო და კარისკენ წაიყვანა. _აი, ნახავთ, მშვენიერ დროს გავატარებთ…-თვალი ჩაუკრა ვახოს, თემოს კი მომაჯადოებლად გაუღიმა. გარეთ უზარმაზარი ქათქათა თეთრი ლიმუზინი უცდიდათ და კაზინომდე სწორედ ამ მდიდრულმა ტრანსპორტმა მიიყვანა ისინი. გაბდღვიალებულმა აბრამ, მოციმციმე ნათურებმა თვალი მოსჭრა ვახოს. კაზინოში თავბრუ დაახვია ამდენმა ხალხმა, სიგარების, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებისა და მდიდარი ქალბატონების სუნამოების სურნელმა. უამრავი ხალხი ირეოდა სხვადასხვა თამაშისთვის განკუთვნილ მწვანეხავერდგადაკრულ მაგიდებთან. ნადიამ ისინი ერთ-ერთი ასეთი მაგიდისკენ წაიყვანა, მაღალფეხებიან სკამზე შემოსკუპდა, ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო, სასმელი სამივესთვის მოითხოვა, თავისი კავალერები მეგობრებს გააცნო და თამაშს შეუდგა. თემომ და ვახომ უსიამოვნო მზერები გაცვალეს. ნადია მართლაც მშვენივრად გაერთო, ბლომად ფულიც წააგო, საკმაო დალია კიდეც და გამთენიისასღა დაითანხმეს ბიჭებმა სახლში დაბრუნებაზე. ქალი მიზეზგარეშე იცინოდა, იაფფასიანად ხუმრობდა და ბიჭებს კისერზე ეკიდებოდა. მანქანაში სახლში მისვლამდე ჩაეძინა და ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს,”პეპლები” შეიხსნეს და მანქანიდან ძლივს გადმოიყვანეს ქალი. სახლში შესულებს რომანი მოეგებათ და მეუღლე საძინებელ ოთახში წაიყვანა. ვახოს წარმოდგენა დარჩა, რომ ამ დღით რაღაც ახალი დაიწყო. თუმცა, აღიარებდა, რომ ეს კარგის მანიშნებელი ნამდვილად არ იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვახო ამჩნევდა ხანდახან ნადიას დაჟინებულ მზერას, რაც მაინცდამაინც არ სიამოვნებდა. დილის აუზზე გატარება სამეულს უკვე ჩვეულებად ექცა. ვახომ და თემომ ცურაობით გული რომ იჯერეს და წყლიდან ამოვიდნენ, ნადია უკვე სახლში შესული დახვდათ. ბიჭებმა გამოიცვალეს და სასაუზმოდ ჩავიდნენ. ნადია სუფრის თავში იჯდა. _თემო, ბიძაშენმა დარეკა და თავისთან დაგიბარა. ჩვენი მძღოლი სადაცაა მოვა და წაგიყვანს. _მაშინ აჯობებს ცოტა დავუჩქაროთ ჭამას,-ჯემწასმული გახუხული პური ჩაკბიჩა ვახომ. _სულაც არა. საჩქარო არაფერია. ალბათ თქვენი შესაფერი სამუშაო გამოჩნდა. მაგრამ შენი წასვლა სულაც არაა აუცილებელი, ვახო. რომანმა გასაგებად მითხრა, თემო მოვიდეს მისი მეგობარი კი ცოტა ხნით გაართე, რომ არ მოიწყინოსო,-უპასუხა ნადიამ. 15 წუთში მძღოლიც მოვიდა და ნადია და ვახო მარტონი დარჩნენ სასადილო ოთახში. _დღეისთვის რამე ხომ არ გაქვს დაგეგმილი? _ერთადერთი, რასაც ვაპირებ, ჩემ დეიდაშვილთან დარეკვაა. _დეიდაშვილთან? _ჰო, მასზე ახლობელი არავინ მყავს. მონაზონია. წამოსვლამდე ვნახე და იცის, რომ საქართველოში არ ვარ. რახან ასე აეწყო საქმე, დავურეკავ და ვეტყვი, რომ უკრაინაში ვრჩებით გარკვეული დროით. _ძალიან კარგი. ჰოლის ტელეფონით ისარგებლე. მე აქ დაგელოდები. _ნი, როგორ ხარ? ვახო ვარ. _ვატა! ამდენ ხანს რატომ არ დარეკე? ვნერვიულობდი. _ჯერ ხომ უნდა გამერკვია სად ვრჩებოდი. _მერე რა გაარკვიე, ვატა? _უკრაინაში დავრჩებით ალბათ. _დიდი ხნით? _არ ვიცი, ნი, მარა შენ არაფერზე ინერვიულო, კარგად ვარ და ხშირად დაგირეკავ ხოლმე. _ვატა, რამდენჯერ უნდა გითხრა “ნი”-ს ნუ მეძახი-მეთქი, მე დედა ნისიმე ვარ. _ჰო, კარგი, ჰო. დედა ნისიმე ხარ, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩემ დაიკო “ნი”-დ დარჩები. წავედი ახლა, დაგირეკავ ხოლმე. _კარგი, ვატა, შენს ზარს დაველოდები, არ დაიგვიანო. ჭკვიანად იყავი მანდ, ღმერთი იყოს შენი შემწე! _მადლობა, აბა, დროებით. _დროებით. ვახომ ყურმილი დაკიდა და სასადილო ოთახში დაბრუნდა. _უკვე დაბრუნდი?-გაიკვირვა ნადიამ.-ესე იგი, ახლა მთელი დღე ჩვენ განკარგულებაშია. _ვერ გავიგე? _მინდა ერთი ადგილის სანახავად წაგიყვანო… 2 საათის შემდეგ უკვე უკაცრიელ გზატკეცილზე მიჰქროდნენ. საჭესთან ნადია იჯდა. ვახო მოუსვენრად იყურებოდა ფანჯრიდან. _თითქმის მოვედით!-თვალი ჩაუკრა ნადიამ და ათ წუთში გზატკეცილიდან გადაუხვია. წინ გზა არ ჩანდა, ამიტომ არ გაკვირვებია ნადიამ მანქანა რომ გააჩერა. სამაგიეროდ, სხვა რამემ გააოცა- იქ სანახავი არაფერი იყო უღრანი ტყის გარდა. ამას მე საჰარის უდაბნოდან ხომ არ ვგონივარ, რა ტყის სანახავად წამომიყვანა ამხელა გზაზეო-გაიფიქრა ვახომ. _აბა, რას იტყვი, როგორ მოგწონს?-მაცდურად უღიმოდა ნადია. _ტყეზე ამბობთ?-მისი გამოხედვა და ღიმილი ვახოს აბნევდა და ცდილობდა მზერა მოერიდებინა.-არაჩვეულებრივია, მაგრამ ამხელა გზა ამ ტყის სანახავად გამოვიარეთ? _არა მარტო…-ამ სიტყვებით ქალი ვახოსკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა, სახე მოატრიალებინა და ტუჩებზე ეამბორა. ვახო დაიბნა, უკან გაიწია. _რას აკეთებთ? _გკოცნი, რა იყო? არ მითხრა, რომ არ მოგწონს, მაინც არ დაგიჯერებ. _თქვენ რომან ვასილიჩის ცოლი ხართ! _გმადლობ, რომ შემახსენე, კინაღამ დამავიწყდა,-უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი ნადიამ.-მომწონხარ, პატარავ. მოდი დავივიწყოთ ვინ ვართ და უბრალოდ ერთმანეთით დავტკბეთ…-ნადიამ კიდევ აკოცა ტუჩებში, მაგრამ ეს წინაზე ვნებიანი და მწველი სურვილის გამომხატველი იყო. ვახოს გონება დაებინდა, მაგრამ სწრაფად გაიწია. _არა, მე… ასე არ შემიძლია…რომან ვასილიჩი… _ნუ იფასებ თავს, ლამაზო და თან ამაყო ქართველო!-ღიმილით გააწყვეტინა ნადიამ. ალერსიანი ხმა ჰქონდა და თვალებში უყურებდა ვახოს და ხელებს მის სხეულზე დაატარებდა.-სწორედ ამიტომ მოგიყვანე აქ, ვიცი ქართველი კაცების ხასიათი, ტყე, ბუნება, ღია ცის ქვეშ სექსი გიზიდავთ…-და ისევ საკოცნელად გადაიხარა, მაგრამ ვახომ გააჩერა და უთხრა: _არ ვიცი, თქვენ რომელ ველურ ქართველს შეხვდით, მე კი ნამდვილად არ მიზიდავს ასეთი ურთიერთობები,-ვახომ იფიქრა ახლა კი მოვიშორებ თავიდანო, მაგრამ ქალს მხოლოდ გაეღიმა, შემდეგ რაღაც ღილაკს დააჭირა თითი და ვახოს სავარძელი უკან გადაქანდა. ნადია ცბიერი ღიმილით მიიწევდა მისკენ, მაგრამ სანამ ვახო წელში გასწორებას და მანქანიდან გადმოხტომას მოასწრებდა, ნადიას მობილური აწკრიალდა. ნადია უხალისოდ მიბრუნდა და ტელეფონს დაავლო ხელი. _ჰმ, რომანს მოვენატრეთ!-თქვა დამცინავად.-რეკოს რამდენიც უნდა,-ჩანთაში ჩაუძახა ტელეფონი და ვახოსკენ გადაიხარა. ტელეფონი ისევ რეკავდა. ქალმა ვახოს თვალი თვალში გაუყარა და ძვირადღირებული ფერადყვავილებიანი თხელი ბლუზის გახდა დაიწყო. _შეწყვიტეთ ახლავე! და ტელეფონს უპასუხეთ, ქმარი გირეკავთ!-ნადია შეაცბუნა ვახოს მკაცრმა ტონმა და შეუვალმა გამოემტყველებამ. ბიჭი წამოიწია და ძლივს გასწორდა წელში. _ჰმ, კარგი, როგორც გინდა,-თქვა ნირწამხდარმა გულგრილად და ტელეფონი ამოქექა ჩანთაში.-ჰო, რომან! _... _ქალაქგარეთ წავიყვანე, უკვე ვბრუნდებით. _... _თემო სახლშია? _... _რას აღნიშნავთ? _... _ოჰო, ძალიან კარგი! ჩვენც მალე შემოგიერთდებით. _... _მეც მიყვარხარ, დათუნია!-ბავშვური, ალერსიანი ხმით უთხრა და გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი.-რომანმა სამსახური გიშოვათ. თან რა ანაზღაურებით! იმედია კმაყოფილი დარჩები და დიდხანს არ გაგიჩნდება კიევის დატოვების სურვილი,-უკვე ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, ღილაკს ისევ დააჭირა თითი და ვახოს სავარძელი გასწორდა. შემდეგ ვითომ საყვედურით უთხრა,-ჩემი ქმარი ასე ზრუნავს შენზე, შენ კი სულაც არ ცდილობ მადლობის ნიშნად გამახარო,-ვახომ არაფერი უპასუხა, ნადიამ მანქანა ტრასაზე გამოიყვანა, მოაბრუნა და ქალაქისკენ გაუყვა გზას.
ohooooo an momwons shen axali ragac dagiwyiaaaaaaaa ....... ura uraaaaaaaa....... momwons sheni nawerebi dzalian aq var,da vkitxulob magram xandaxan komentari rom ver davwero ar gewyinos
პირველ რიგში გისურვებ წარმატებებს! ხო მეორე რიგში მე ვგრძნობდი ესე რო მოხდებოდა ეს გარყვნილი პატარა ბიჭებზე მონადირე ნადია :ს თურმე ვინ ყოფილა ? ჩემი უსაყვარლესი მწერალი ველოდები ახალ თAვს
dedaaaa! es ra waikitxa chemma tvalebma! es nadia naxet raaa! momindoma aq patara bichit gartoba! vaime yvelaze prikoli is iyo, vaxo rom tavis dagwevas cdilobda an, kargi tavebi iyo, martla momewona. warmatebebs gisurveb chemi sayvarelo gamocdebshic da yvelafershi. imedia dzalin ar daagviandeba axal tavs miyvarxar
სახლში დაბრუნებულებს მოზეიმე რომანი და მისი ძმიშვილი დახვდათ. Vახოს დაბნეულობისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ნადიამ დიდის ამბით გადაკოცნა მაზლიშვილი, მეუღლეს მსუბუქად აკოცა, შამპანიურიან ჭიქას წამოავლო ხელი და ვახოსა და თემოს სადღეგრძელო დალია. რომანს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ეშოვა ორივესთვის. თემოს ბანკში უნდა ემუშავა მაღალ თანამდებობაზე, ვახოს კი კაზინოში აღმასრულებელ დირექტორად. Vახომ მადლობა გულწრფელად გადაუხადა მის კეთილისმყოფელს და თემოსაც მიულოცა მუშაობის დაწყება, თან ცდილობდა ნადიას გამომცდელი მზერისთვის ყურადღება არ მიექცია. ვახშმის მერე ვახო მალევე ავიდა საძინებელში და საწოლზე მიეგდო. იმდღევანდელ ამბებს აანალიზებდა. თემოსთვის რაიმეს თქმას გამორიცხავდა, ალბათ არც დაუჯერებდა. Aნკი რა უნდა ეთქვა? ხომ არ შესჩივლებდა ბიცოლაშენმა ჩემი შეცდენა სცადაო? ფიქრებში გართულ ვახოს კაკუნის ხმა მოესმა. შეშფოთებულმა წამოყო თავი, ნადია რომ ყოფილიყო რა უნდა ექნა? ხმაურს ვერ ატეხდა. თავი დაიმშვიდა მისი ქმრის თანდასწრებით ჩემს ოთახში მოსვლას ვერ გაბედავსო და ხმამაღლა თქვა: _მობრძანდით! კარები თემომ შემოაღო. _უკვე იძინებ?-ჰკითხა მეგობარს. _ჰო, რაღაც მოვითენთე და აჯობებს ადრე დავიძინო, თანაც ხვალ პირველი დღეა და… _რაღაც უხასიათოდ მეჩვენები, მოხდა რამე?-ეჭვნარევი მზერა შეავლო თემომ მეგობარს. _არა, რა უნდა მომხდარიყო? ძალიან მიხარია სახლში უქმად ჯდომა რომ აღარ მოგვიწევს. _სიმართლე გითხრა, მე ჯერ ვერც მოვასწარი უსაქმურობის მოწყენა, მაგრამ არაუშავს…-თემო ცოტა ხანს გაჩუმდა, შემდეგ კი ცნობისმოყვარე ხმით ჰკითხა ვახოს.-ვახო, შენ და ნადია სად იყავით? _მე და…მმ? როდის? ვერ მივხვდი? _რომანმა რომ დაგირეკათ, სად იყავით?-მოთმინებით გაიმეორა თემომ. _ქალაქს ვათვალიერებდით…-სწრაფად თქვა ვახომ. _იმედია მოგეწონა. _ისე რა… _შენ რა ყველაფრით უკმაყოფილო ხარ!-ხუმრობით უთხრა თემომ.-იმედია კაზინოს ადვილად შეეგუები, რუსული კარგად იცი და წესით არ უნდა გაგიჭირდეს. _ყველაფერი კარგად იქნება. _მაგას მე მეუბნები თუ შენ თავს, ბიჭო?-გაეცინა თემოს. _ორივეს. წარმატება არც შენ გაწყენდა. _კარგი, გავედი. Aბა შენ იცი! ღამე მშვიდობისა! _ღამე მშვიდობისა!-თემომ კარი გაიხურა, ნერვებმოშლილი ვახო კი ბალიშში ჩაემხო. სულ მალე მოესმა, რომ კარი ისევ გაიღო. _რამე დაგავიწყდა?-თავი არ აუღია ისე იკითხა ვახომ. Pპასუხი არ ჩანდა. უცებ იგრძნო, რომ საწოლზე ვიღაც გვერდით მიუჯდა. მაშინვე წამოხტა დაფეთებული და გამჭვირვალე პენუარში გამოწყობილი ნადია დაინახა. ქალი მაცდურად უღიმოდა და მხარზე ჩამოგდებულ ქერა კულულს ათამაშებდა. _მგონი მუშაობის დაწყებამდე რელაქსაცია არ გაწყენდა…-თქვა ნადიამ და ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო. Vახომ წამით ფანჯარას გაუსწორა მზერა, ამოისუნთქა, თავი დაიმშვიდა, შემდეგ ქალს მიუახლოვდა, იდაყვებში წაავლო ხელები, წამოაყენა, კარისკენ წაიყვანა, დერეფანში გასვა და კარი ცხვირწინ მიუხურა. გაოგნებული და შეურაცხყოფილი ნადია კარგა ხანს უყურებდა დახურულ კარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო თავის საძინებელში დაბრუნება. კაზინოში მშვენივრად წავიდა საქმე. Vახო ადვილად გათვითცნობიერდა სიტუაციაში და მმართველობაც აღარ გასჭირვებია. მის პრობლემას მხოლოდ ხუთშაბათი დღე წარმოადგენდა, როცა ნადია მიდიოდა იმ კაზინოში სათამაშოდ და მთელ საღამოს იქ ატარებდა. მართალია იმ ინცინდენტის შემდეგ ქალი აღარ აქტიურობდა, მაგრამ ვახო სახლში თუ კაზინოში, სულ გრძნობდა მის ზიზღითსავსე მზერას. Qქალს მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც ერთხელ, კაზინოს საპირფარეშოში მიმავალმა ვახო კაბინაში შეითრია და კოცნა დაუწყო. Vახომ მოურიდებლად ჰკრა ხელი, ნადიამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა, პირსაბანს მიასკდა და დაეცა. Aმ ინცინდენტს ვახოს მთელი კვირას ახსენებდა ნადიას გაწითლებული ღაწვი (ქალმა მოიმიზეზა, რომ ზედმეტი დალია და საპირფარეშოში შემთხვევით ფეხი გადაუბრუნდა), ნადია მძულვარე მზერით დაჰპირდა ვახოს, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა. კვირა კი შემდეგნაირად დასრულდა: ის იყო პირველი ხელფასი აიღო ვახომ და უკვე გეგმავდა რაში დაეხარჯა, რამდენი გამოეგზავნა თავის დეიდაშვილთან, რომ შინ მისულს სახლში საშინელი მდუმარება დახვდა. კართან თავისი ჩანთა შენიშნა. გაკვირვებულმა მიმოიხედა. სწორედ ამ დროს კიბეზე თემო გამოჩნდა. Vახოს დანახვაზე გააფთრებული გამომეტყველება მიიღო: _ასე როგორ მომექეცი? Eს რა გამიკეთე? ძმასავით გენდობოდი, შენ კი…-სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ. Aმ დროს კაბინეტიდან რომანი და ნადიაც გამოვიდნენ. _შენგან ამას არ მოველოდით. Iთემოს ძმასავით, საკუთარი ძმიშვილივით მიგიღე, შენ კი რით გადამიხადე მადლობა?-მკაცრი გამომეტყველებით თქვა რომანმა. ნადია ქმარს მიეკრა, მაგრამ ვახოსთვის მზერა არ მოუშორებია. _ვერაფერი გავიგე…-ხან ერთს, ხან მეორეს და ხან მესამეს უყურებდა ვახო.-რა დავაშავე?-დაჩაგრული ბავშვივით, მაგრამ საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულმა ჰკითხა ვახომ თემოს. _ვახო, ჩვენ ყველაფერი ვიცით, არ გინდა ეს გულუბრყვილო გამომეტყველება. _მაპატიე, ვახო, მაგრამ ამას ჩემს ქმარს ვერ დავუმალავდი!-თქვა ნადიამ. _რაზე ამბობ?-ვახო დარწმუნებული იყო, რომ იმაზე არ ლაპარაკობდნენ, რაზეც შეიძლებოდა ესაუბრათ მისი წარმოდგენით. _შენს მაქინაციებზე. Iმაზე, რომ დახმარება მთხოვე კაზინოში დამატებითი ფულის საშოვნელად. ყველაფერი გამჟღავნდა, დამალვას აზრი არ აქვს. შენი საბუთებიც აქ მაქვს…-რაღაც საქაღალდე გამოაჩინა ნადიამ. _რა სისულელეა!-წამოიძახა შუბლშეჭმუხნილმა ვახომ. _ჩემი სახლიდან გაეთრიე!-დაიღრიალა უცებ რომანმა. _რა?-ხმა ჩაუწყდა ვახოს და გაკვირვებულმა შეხედა მეგობარს.-თემო…-ისეთი ხმით დაუძახა თითქოს მისი სახელის ნაცვლად “დამეხმარე”-ს ამბობდა, მაგრამ თემოს მზერაში საიმედო ვერაფერი შენიშნა._ჩვენ ხომ მეგობრები ვართ… როგორ დაიჯერე ეს? ჩვენი მეგობრობის ხათრით… _ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით ბიძაჩემს გადავაფიქრებინე შენთვის ეჩივლა და ციხეში ჩაესვი და შენი ჩანთა ჩავალაგებინე, რომ ის მაინც წაიღო უკან, რაც ჩამოიტანე,-თემო წინ დაუდგა ვახოს და ჩანთაზე ანიშნა. Vახომ თვალებში ჩახედა მეგობარს. Vერ იჯერებდა რაც მის თავს ხდებოდა, ბოლოს თვალებში ტკივილი ჩაუდგა და მწარედ თქვა: _ჰო, ჩემ ნივთებს წავიღებ, მაგრამ სამწუხაროდ იმას ვერ წავიღებ, რაც ყველაზე ძვირფასად მიმაჩნდა აქ ჩამოტანილებს შორის… ჩვენს მეგობრობას… _ეგ შენს თავს დააბრალე! ჯერ იყო და ცოლის სიყვარულში შემეცილე, ახლა კიდევ აქ მიღალატე! წადი და ჩემი სახელი აღარ ახსენო!-თქვა თემომ და ზურგი შეაქცია მეგობარს, მაგრამ ვახომ უკან მოაბრუნა და უთხრა: _დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი! განა ჩემი ბრალია, რომ მეგის მე ვუყვარდი? Aნ იქნებ ისაა ჩემი ბრალი ნადიამ რომ აკრძალული თამაში მოინდომა ჩემთან და უარის მიღების შემდეგ შურსძიება გადაწყვიტა? როგორ ვერ ხვდებით?-რომანსაც გადახედა თემომ.-ყველაფერი მაგ ქალის მოგონილია!-ვახომ მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ თემოს ძლიერი მუშტი მის ყბაზე დაეშვა. Vახო წელში გასწორდა, ჩანთას დასტაცა ხელი: _თემო, იცოდე ამ უნდობლობას, ამ სიტყვებს, ამ დარტყმას სიკვდილამდე ინანებ!-უთხრა ყოფილ მეგობარს და წავიდა.
მას შემდეგ თემოს თვალით აღარ უნახავს მეგობარი. ყველაფერი მალე გაირკვა, თან სულ ადვილად. ნადიამ ერთ-ერთი მსახური გაანაწყენა თავისი მეტისმეტი ქედმაღლობითა და უსაფუძვლო შენიშვნებით, შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა. მოახლემ წასვლის წინ თავის ბატონს მოახსენა როგორ დაინახა ვახოს ოთახში შესული ნადია, რომელიც გამჭვირვალე პენუარში გამოწყობილიყო და რამდენიმე წუთში როგორ გამოაბრძანეს ოთახიდან. Iისიც გაირკვა, რომ ნადიას მიერ მოტანილი საბუთები ყალბი და მისივე შეთითხნილი იყო. კუთხეში მიმწყვდეულმა ნადიამ გაცოფებული სისინით აღიარა ყველაფერი, ისიც პირველად როგორ წაიყვანა ტყეში ვახო და შემდგომი მცდელობებიც, რომანს პირში მიახალა, რომ ფულის გამო გაჰყვა, რომ ვერ იტანდა და ამდენ ხანს ბოღმას გულში ინახავდა. თემომ თავში ხელები შემოირტყა, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან გვიანი იყო. თემო დაუყოვნებლივ დაბრუნდა სამშობლოში და ვახოს ძებნა დაიწყო, მაგრამ მათ საერთო მეგობართაგან ყველა ერთხმად ირწმუნებოდა, რომ ვახო საქართველოში არ დაბრუნებულა. თემო სინანულს გრძნობდა. დიდ, დაუძლეველ სინანულს. გადიოდა წლები, ვახოსგან ისევ არაფერი ისმოდა. ერთ დღეს ქუჩაში შემთხვევითმა ნაცნობმა შეატყობინა, რომ ვახოს ცოლი შეერთო, ნათია და ახლა მას გამოფენის მოწყობაში ეხმარებოდა. ნათია თურმე მხატვარი იყო და ახლა პირად გამოფენას აწყობდა. თემო გამოფენაზე მივიდა. Uნდოდა მეგობარს დალაპარაკებოდა და პატიება ეთხოვა, მაგრამ თავისი მეგობრის ნაცვლად, სხვა ადამიანი შერჩა ხელთ, რომელიც ცივად მიესალმა და არც კი მოუკითხავს, გულგრილი თავაზიანობით უთხრა “უკაცრავად” –ო და გაშორდა, ბოდიშის მოხდაც არ აცალა. თემოს ეს არ გაკვირვებია, არც იყო გასაკვირი, მან ხომ მათ მეგობრობას უღალატა. შემდგომშიც არაერთხელ სცადა მასთან დალაპარაკება, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლო. ამასობაში წლები გავიდა. თემო უმცროსი თემოს ბებიას შეხვდა, მასთან სიმშვიდე იპოვა და ცოლადაც მოიყვანა, მაგრამ არასდროს დავიწყებია პირველი სიყვარული, რომელიც მეგობარს წაართვა. Aხლაც ხშირად ესიზმრება მეგი… ჟღალთმიანი, მწვანეთვალება გოგონა. ყველა სიზმარი ერთნაირად მთავრდება, გოგონა სთხოვს გაუშვას, თემო კი ისე ებღაუჭება, თითქოს მეგიზე იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე. _ბაბუ, ასე უბრალოდ დაკარგე მეგობარი?-ჰკითხა გაოცებულმა თემომ ბაბუამისს. _ვახო მტკიცე, პრინციპული ადამიანი იყო, ვერ მაპატია Iის უნდობლობა. _თუ მეგობარი იყო, უნდა ეპატიებინა! _შენ აპატიებ შენს მეგობარს, რომ გაბედა და შენს შეყვარებულთან გააბა რომანი? _არა, რა თქმა უნდა!-მაშინვე უპასუხა უმცროსმა თემომ. Uფროსს გაეცინა. _აი, ხომ ხედავ! Aდამიანები არც ისე ძლიერები ვართ, როგორც გვგონია… ვახომ ვერ მაპატია სისუსტე… ვერც მე ვაპატიე ჩემს თავს… _ანუ ვახოს აღარ დალაპარაკებიხარ? Aრ გიცდია ყველაფრის გარკვევა? _არა. Vერ მოვახერხე. სამაგიეროდ ნათიას ველაპარაკე და დამპირდა, რომ ქმარს დაელაპარაკება და ადრე თუ გვიან… ადრე თუ გვიან, ჩემი მეგობარი დამიბრუნდება… _ამიტომ გასცქეროდი წეღან გზას?-ჰკითხა შვილიშვილმა, მაგრამ ბაბუას არაფერი უპასუხია.-იცი რა…-გააგრძელა ისევ მან.-მგონი ვიცი რაც უნდა ვუყო ჩემს ყოფილ მეგობარსა და საცოლეს. _რას აპირებ?-ერთ წერტილს მიშტერებულმა მზერა უმცროს თემოზე გადაიტანა და ინტერესით ჰკითხა ბაბუამ. _არაფერს. Uბრალოდ ორივეს დავივიწყებ, როგორც ცუდ სიზმარს. იIსინი სწორედ რომ ამას იმსახურებენ, არ არიან ღირსები ჩემს მეხსიერებაში არსებობდნენ. ერთმა მეგობრად ვერ ივარგა, მეორემ ერთგულება ვერ შეძლო. _სწორად მოიქცევი. Aრ ღირს მათზე შურისძიება, აჯობებს საკუთარ ცხოვრებაზე იფიქრო მეტი. _მართალი ხარ,-რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე თავ-თავის ფიქრებში იყო ჩაძირული, შემდეგ შვილიშვილი წამოდგა. _წავალ… აჯობებს დავწვე, შიგნით უკვე სინათლე ჩააქვრეს,-თავი ოთახისკენ გაიქნია მან. _კარგი. ღამე მშვიდობისა… _ღამე მშვიდობისა… ბედნიერ შობას გისურვებ, ბაბუ!-მინის კარი გამოაღო უმცროსმა თემომ. _შენც ბედნიერ შობას გისურვებ!-უპასუხა უფროსმა, ჩიბუხი თუთუნით გატენა, ცეცხლი შეუნთო, წამოდგა, მოაჯირს დაეყრდნო, გზის ცქერა და იმაზე ფიქრი დაიწყო, რაც შვილიშვილს არ ან ვერ მოუყვა… P.S. ვახო და თემო ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, ვახოს დაკრძალვაზე შეხვდნენ. თემოს არ ეღირსა მეგობრის პატიება. ღალატს გამართლება არა აქვს. ღალატი მიუტევებელი შეცდომაა.
gamocdebis da atasi ubedurebis gadamkidem vegar movaxerxe tavebis male dadeba. amitom movlenebi davachqare, fiki shevamokle da sul esaa. patara chkuis saswavlebeli novela gamovida didi romanis magivrad. madloba vinc kitxulobdit
ვახო და თემო ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, ვახოს დაკრძალვაზე შეხვდნენ. თემოს არ ეღირსა მეგობრის პატიება. ღალატს გამართლება არა აქვს. ღალატი მიუტევებელი შეცდომაა.
vaime es ra iyo, boloshi vibgavleeee ai dzalian dzalian momewona am motxrobas yoveltvis vkitxulobdi, magram vera da ver movaxerxe komenaris gaketeba, bodishi ani martlac rom chkuis saswavlebeli novelaa, megobars yoveltvis unda gavufrtxildet, namdvils megobarze dzvirfasi araferia yochag ani, rogorc sxvebi esec dzalian magari da ganumeorebeli iyo
bella-vampire, მადლობა დიდი. მე ვფიქრობ, რომ არ იმსახურებ ეს ფიკი მაგ კომენტარს. ძალიან ნაჩქარევად დაწერილია და მთელი აზრი ვერ ჩავტიე, კიდე რამდენიმე მოვლენის ჩატევას ვაპირებდი, მაგრამ შევამოკლე. იცი როგორი რაღაც გამოვიდა? აი მკვეთრად რო ვამტყუნებთ თემოს, მაგრამ ჩაფიქრებული ასეთი არ მქონდა. ბევრი ისეთი რამ ხდება ცხოვრებაში, რასაც სხვადასხვა კუთხიდან დანახული ყველა გამართლებულია, მაგრამ რეალურად ბრალი მიუძღვით. ანუ აქ თემო გამტყუვნებულია, მაგრამ მინდოდა ისე გამოსულიყო, რომ თემოს კუთხიდან თემოს ბოლომდე ბრალიც არ იყო. თან ძალიან დაჩქარებულია ყველაფერი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველაფერს ბაბუა უყვებოდა შვილიშვილს, ნუ კიდე არაუშავს, მაგრამ თუ მოვიცალე ოდესმე ამისთვის ჩემთვის მაინც განვავრცობ. მადლობა ამ კომენტარისთვის და მიხარია, თუ შენთვის რაიმე ახალი იდეების შემომმატებელი და ფიქრის აღმძვრელი აღმოჩნდა Vampire_GvaberiDze, ვაააიმე კარგი რაააა. რა იყო აქ სატირალი გოგოო... კი ნანობს თემო მარა დაიმსახურა... ბოდიშით ვერ გააბათილებ ტკივილს და ვერ აღადგენ ძველ ურთიერთობას, ძველ ნდობას. ხომ ასეა? ჩემთვის ძააალიან დიდი ფენომენია ძმაკაცობა რასაც ქვია. ხო გოგო ვარ, მარა ძმაკაცობას უფრო დიდ პატივს ვცემ ვიდრე დაქალობას. ანუ ვფიქრობ, რომ ბიჭები უფრო მტკიცეები არიან მეგობრობაში, რადგან გოგოები სუსტები ვართ, მერყევები და ხან სად გაგვირბის თვალი, ხან სად. მე რო მეგობრობა შემიძლია... ნუ აღარ გავაგრძელებ, ყველაფერს გავაკეთებ მეგობრისთვის, მაგრამ ძმაკაცობა მაინც სხვაა, ხოდა ვთვლი, რომ ასეთი ძლიერი მეგობრობის მოღალატე, საკადრისად უნდა დაისაჯოს და დავსაჯე კიდეც!!! სინანულზე დიდი სასჯელი ჩემთვის არ არსებობს... მიხარია რომ მოგეწონა... გულით მიხარია, რომ მძაფრი ემოციები გამოიწვია შენში
, ვაააიმე კარგი რაააა. რა იყო აქ სატირალი გოგოო... კი ნანობს თემო მარა დაიმსახურა... ბოდიშით ვერ გააბათილებ ტკივილს და ვერ აღადგენ ძველ ურთიერთობას, ძველ ნდობას. ხომ ასეა? ჩემთვის ძააალიან დიდი ფენომენია ძმაკაცობა რასაც ქვია. ხო გოგო ვარ, მარა ძმაკაცობას უფრო დიდ პატივს ვცემ ვიდრე დაქალობას. ანუ ვფიქრობ, რომ ბიჭები უფრო მტკიცეები არიან მეგობრობაში, რადგან გოგოები სუსტები ვართ, მერყევები და ხან სად გაგვირბის თვალი, ხან სად. მე რო მეგობრობა შემიძლია... ნუ აღარ გავაგრძელებ, ყველაფერს გავაკეთებ მეგობრისთვის, მაგრამ ძმაკაცობა მაინც სხვაა, ხოდა ვთვლი, რომ ასეთი ძლიერი მეგობრობის მოღალატე, საკადრისად უნდა დაისაჯოს და დავსაჯე კიდეც!!! სინანულზე დიდი სასჯელი ჩემთვის არ არსებობს... მიხარია რომ მოგეწონა... გულით მიხარია, რომ მძაფრი ემოციები გამოიწვია შენში
სრულებიდ გეთანხმები კარგად მსჯელობ .. გეთანხმები ძმაკაცობა უფრო მტკიცეა.. ჩვენ სუსტები ვართ