ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სამუდამოდ მარადისობაში

Vampire_GvaberiDzeთარიღი: შაბათი, 2011-06-04, 6:57 PM | შეტყობინება # 61
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, mee mindaa gagrdzelebaa tan pantazieebii miyyyvars happy


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-06-04, 7:50 PM | შეტყობინება # 62

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ოჰოო :ო მე მოგყვები... smile

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-06-04, 11:45 PM | შეტყობინება # 63
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Vampire_GvaberiDze, RoB-dOd, madloobt kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 6:03 PM | შეტყობინება # 64
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 4
პატრულმა მალევე მოახერხა გარდაცვლილი გოგონების ვინაობის დადგენა და მათ მშობლებსაც დაუკავშირდა. ნიას დედა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, ერთადერთი ადამიანიღა ჰყავდა დარჩენილი და ისიც წავიდა დედამიწიდან, ამ ერთადერთმაც უღალატა. არც მაკუნას დედა იყო უკეთეს დღეში, მიუხედავად იმისა, რომ მას მეუღლეც ჰყავდა და სამი შვილიც.
შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარ საათში ნიას დედა უკვე თავის გაციებულ ნიაკოს ეფერებოდა და გულში იკრავდა. სამწუხაროდ მაკუნას გვამი საკმაოდ დაზიანდა, თითქმის მთლიანად დაიწვა.........
ნიას დედას არც ნიკა დავიწყებია, დაურეკა და უთხრა, რომ სასწრაფოდ წამოსულიყო, მაგრამ რა ხდებოდა არ გაუმხელია, ეშინოდა რაიმე არ ექნა.....
ზუსტად ხუთ წუთში ნიკას მანქანამაც შემოუხვია და ლენტით შემოღობილ ადგილთან მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანიდან გადმოსულს უკვე შეშლილის სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებში დიდ ტკივილთან ერთად პაწია იმედიც იკითხებოდა. მაშინვე მაიასთან მივარდა, პოლიციელის გაფრთხილებისთვის, რომ შესვლა არ შეიძლებოდა ყურიც არ დაუგდია. როდესაც მაიას ხელებში ჩასვენებული ანგელოზი დაინახა, წამით ადგილზე გაიყინა, შემდეგ კი ზომბის სახით მუხლებზე დაეცა, ნიას გულზე თავი დაადო და ჩუმად, უხმოდ, თავისთვის მწარედ ატირდა............................................
მაკუნას გვამის გაჩერება შეუძლებელი იყო და ამიტომ ის მეორე დღესვე დაკრძალეს, აი ნია კი სიკვდილის მიუხედავად მაინც ულამაზესი იყო. ნიკას დაჟინებული თხოვნით, მას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მისი საქორწინო კაბა ჩააცვეს და ხელში თეთრი ვარდების თაიგულიც დააჭერინეს. შორიდან რომ მისთვის შეგეხედათ, ვერც იფიქრებდით, რომ მიცვალებული იყო. მის ტუჩებს ისევ შერჩენოდა ძველებური ვარდისფერი.................................
სწორედ ის დღე იდგა, როდესაც ნიკას და ნიას სამუდამოდ უნდა წარმოეთქვათ: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. მაგრამ, ისინი სწორედ სიკვდილმა დააშორა, უფრო სწორად კი ფიზიკურად დააშორა, აი სულიერ კავშირს კი რაც შეეხება, ამაზე ახლავე მოგიყვებით......
ნიაკო ულამაზეს თეთრ გვირაბში შეფრინდა, სადაც მას ქერუბიმები დახვდნენ და შემდეგ წინ წარუძღვნენ. ნია ძალიან დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა სად მოხვდა. გვირაბი ულამაზესი თეთრი ყვავილეებით იყო მორთული, მოშორებით კი ნათლად ჩანდნენ პატარა ხუჭუჭთმიანი ანგელოზები, რომლებიც არფას, ვიოლინოსა და სალამურზე საამოდ უკრავდნენ. გვირაბის ბოლოს ყვავილებით დაწნული თაღი იყო, მის შემდეგ კი უკვე ნამდვილი სამოთხე. ნია ვერ აცნობიერებდა სად მოხვდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ასეთი ულამაზესი ადგილი ჯერ არსად არ ენახა. ყვავილებით მოჩითულ მინდორზე პატარა გოგო-ბიჭები დანავარდობდნენ ულამაზესი ფრთებითა და თავზე რგოლით. მოშორებით ქვებზე ნაკადული მორაკრაკებდა. მის გვერდით ულამაზესი ხეები იდგა, რომელთა ყვავილებიც აქაურობას საამო სურნელებით ავსებდნენ. ნაკადულთან ახლოს გოგონები ჩამუხლულიყვნენ და ყვავილების გვირგვინს წნიდნენ, შემდეგ კი პატარებს სჩუქნიდნენ. გვირაბის ბოლოს დანახული ანგელოზები აქაც იყვნენ და აქაურობას საამო ჰანგებთან ერთად, არაჩვეულებრივი გალობითაც ავსებდნენ. ნიაკო მიხვდა, რომ ეს უკვე მისი ახალი სახლი იყო და უნდა შეგუებოდა რომ აქ მოუწევდა ცხოვრება. ნიაკო საოცარ სულიერ სიმსუბუქეს გრძნობდა. მაგრამ სულიერ სიმსუბუქესთან ერთად უდიდეს ტკივილსაც განიცდიდა იმის გამო, რომ დედა და ნიკუშა ასე გააუბედურა. ყველაფრის მიუხედავად თავს მაინც უბედურად გრძნობდა.
უფალმა ვეღარ გაუძლო ამ ანგელოზის ასეთ ტანჯვას და ერთი უცნაური გამოსავალი გამოძებნა. ნიაკო თავისთან იხმო და უთხრა, რომ იმ ძლიერი სიყვარულის გამო რომელიც მას დედასთან და ნიკასთან აკავშირებდა და მისი სულის სიწმიდის გამო, მას შეეძლო დედამიწაზე დაბრუნებულიყო, თავის ძვირფას ადამიანებთან. მაგრამ არსებობდა ერთი წინააღმდეგობა, მას ვერც ვერავინ ვერ დაინახავდა და ვერც ვერავინ ვერ იგრძნობდა. ასევე სამოთხეში დაბრუნებასაც მხოლოდ მის ნამდვილ სიყვარულთან ერთად შეძლებდა და შეიძლება ეს ნიკა სულაც არ ყოფილიყო. მართალია უფალმა იცოდა, რომ ნიას ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული ნიკა იყო, მაგრამ ნიას გამოცდა მოუწყო. თუ ნია მის ნამდვილ სიყვარულს ვერ იპოვიდა, სამუდამოდ დედამიწაზე დარჩენა მოუწევდა, მაშინაც კი, თუ მისი საყვარელი ადამიანები უკვე გარდაცვლილები იქნებოდნენ.
ნია ამის მოსმენამ ძალიან გააბედნიერა. ის იმდენად დარწმუნებული იყო თავისი და ნიკას სიყვარულის სიძლიერეში, რომ გარისკა და გადაწყვიტა, ის დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყო.
დაბრუნება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ის სამოთხის კარამდე კვლავ ქერუბიმებმა მიაცილეს, შემდეგ კი გზა თვითონ უნდა განეგრძო. ნიამ გზა არ იცოდა. ის თავისი სიყვარულისთვის იბრძოდა და ცდილობდა რომ ის ნებისმიერ ფასად დაებრუნებინა. გზად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, იყო გველებით სავსე ჭაობები, მოწამლული, მაგრამ მადისაღმძვრელი ვაშლებით დახუნძლული ხეები, ბნელი გვირაბები და საშინელი და დიდი ობობები, რომლებისაც ნიას ასე სასტიკად ეშინოდა. ადამიანობის დროს მათ დანახვაზე გულიც კი წასვლია, მაგრამ ახლა, იცოდა რომ სულ ცოტაც უნდა გაეძლო, სულ ცოტაც უნდა მოეთმინა და შემდეგ უკვე მის ნამდვილ სიყვარულთან იქნებოდა.ნიას სული დედამიწაზე სწორედ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც ავტოავარია მოხდა. იქიდან გზა მის სახლამდე, საკმაოდ ადვილი გასაგნები იყო, თან ხომ უკვე მას არანაირი წინაღობა აღარ ჰქონდა და ძალიან სწრაფადაც მოძრაობდა. სახლში შესულს საკმაოდ მძიმე სანახაობა დახვდა: ოთახში არავინ იყო, მხოლოდ მისი სხეული განისვენებდა, თავთით კი მისი ერთადერთი სიყვარული, მისი ნიკა ეჯდა და გულმხურვალედ დასტიროდა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - პარასკევი, 2011-06-10, 6:03 PM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 6:29 PM | შეტყობინება # 65
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ra magari tavi iyooo... sayvarlad agwerili. tanshi sul jruanteli mivlida...auu nattt ra mdzime fikia... mainteresebs mara axal tavebs ro vkitxulob sul mimdzimdeba guli da chemi xasiatis gadamkides kide es mindaa? sad chemi nichieri bartyi xar shen lips lips lips male ardadegebi dagewyeba da imedia mal-male dadeb tavebs da dasasveneblad wasvlamde moaswreb damtavrebas


RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 6:48 PM | შეტყობინება # 66

572
28  +
48  ±
   ±
Offline
VaiiMEe Nat NanaTri tavi : [ Auuu RAaa SaWyalIA Jer Nika Mere sxVebii : [ Auu NetAaa RA MOxdeBaa... ?
UMagRes SaiTEreSus kiss


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 7:14 PM | შეტყობინება # 67
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
auu nattt ra mdzime fikia...

hoo sad
Quote (☆AnasteishA☆)
hemi nichieri bartyi xar shen

lol bartyi lol miyvarxar kiss
Quote (☆AnasteishA☆)
male ardadegebi dagewyeba da imedia mal-male dadeb tavebs da dasasveneblad wasvlamde moaswreb damtavrebas

yvelanairad vecdebi movaswro an love
Quote (RoB-dOd)
Auu NetAaa RA MOxdeBaa... ?

oo, aq iseti ambebi datrialdebaa biggrin
Quote (RoB-dOd)
UMagRes SaiTEreSus

madloob kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-06-10, 11:09 PM | შეტყობინება # 68

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
oo, aq iseti ambebi datrialdebaa biggrin

OooMGgg SHe IntRigaD daBadebuLo biggrin
kiss


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-06-11, 0:04 AM | შეტყობინება # 69
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
OooMGgg SHe IntRigaD daBadebuLo

lol lol lol es ukve momwons lol



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-06-11, 12:59 PM | შეტყობინება # 70

842
83  +
   ±
Offline
აუუ ნათიი რა კარგი იყოოოო cupid cupid მართლა უსაზრვრო რა უშრეტი ფანტაზია გაქვს kiss ყველაფერი ძალიან კარგად გქონდა აღწერილი. სამოთხეც და გარემოც ისე კარგად გქონდა აღწერილი, რომ პირდაპირ თვალწინ წარმომიდგა, ყოჩაღ!!
ძალიან მძიმე ფიკია, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი. კარგი ნერვები უნდა გქონდეს, რომ ეს წაიკითხო. ვაიმეეეეეეეეეე, როგორ მაინტერესებს რა მოხდება შემდეგშიიიიიიი cry cry მალე დადე რა შემდეგი თავიი kiss kiss

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-06-11, 7:46 PM | შეტყობინება # 71
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, didi didi madloba sayvareloooo love love love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-06-14, 11:26 PM | შეტყობინება # 72
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 5
ნიაკოს ამ სანახაობის დანახვამ გული მოუკლა. ანგელოზებს არც არაფერი აღარ სტკივათ და არც ხორციელ სნეულებებს აღარ გრძნობენ. ისინი სრულიად მოწყვეტილნი არიან ამ ქვეყნის მტკივნეულ და ტაჯნულ ცხოვრებას და მათი სულიც საოცრად მსუბუქი და თავისუფალია. მაგრამ ნიაკოს შემთხვევაში ხომ ყოველთვის ყველაფერი განსხვავებულია, ჰოდა ახლაც თვალიდან ორი პატარა კურცხალი გადმოუგორდა, შემდეგ კი მის სიცოცხლეს მიუახლოვდა, გვერდით ჩამოუჯდა და მხარზე ხელი მოხვია.

(ნიკა)
ახლა, აქ მარტო ვიჯექი და ჩემი ანგელოზის, ჩემი სიცოცხლის გაციებულ და გაყინულ, მაგრამ მაინც მშვენიერ გვამს დავყურებდი. ის ახლა წესით უკვე ჩემი უნდა ყოფილიყო, სამუდამოდ ერთად უნდა ვყოფილიყავით და დილით ტაძარში ერთმანეთისთვის ჩვენი საოცნებო და აუხდენელი სიტყვები გვეთქვა: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. მაგრამ ჩვენ სწორედ სიკვდილმა დაგვაშორა. ალბათ ნიაკო ჩემთვის იმდენად კარგი იყო, რომ უფალმა მისით დატკბობის საშუალება არ მომცა, არ მომცა უფლება რომ მე მის გვერდით ვყოფილიყავი. ჰმ, ბედის ირონიაც ამას ჰქვია, სწორედ ქორწილის წინა დღეს გამომეცალა ბედნიერება ხელიდან და თანაც სამუდამოდ.....
ახლა კი, ახლა რას ვაკეტებ? ყველაზე მტკივნეულიც სწორედ ისაა, რომ ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ. დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ჩემი წასვლა ამ ცხოვრებიდან ნიას გაანაწყენებდა, მაშინვე მის გზას მივყვებოდი, მაგრამ არ მინდა ჩემს ანგელოზს რაიმე ვაწყენინო. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლება ჩემმა რომელიმე საქციელმა ნიაკოს გული ატკინოს, ცუდად ვხდები. არ მინდა, რომ ჩემი დარჩენილი და იმედია ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში რაიმე შეცდომა დავუშვა, არ მინდა ნიაკოს ვატკინო..... დარწმუნებული ვარ, ახლა მეტყოდა, რომ სიცოცხლე უნდა გავაგრძელო, ბედნიერი უნდა ვიყო და საკუთარ თავზე ვიფიქრო, მაგრამ არ შემიძლია. უბრალოდ არ შემიძლია ამ ყველაფერს ჩვეულებრივად შევხვდე და თუნდაც დიდი ხნის შემდეგ ჩემს თავს ისევ მივცე უფლება, რომ ბედნიერი იყოს.... რახანც უფალს ჩემი ნიაკოსთან ერთად ბედნიერება არ სურდა, ესეიგი მე ბედნიერების ღირსი საერთოდ არ ვარ.....................................................................................................................
ამ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, რომ უცბად ტკივილი თითქოს ცოტათი შემიმსუბუქდა. ისე ძალიან აღარ მტკიოდა, თითქოს ეს ცუდი სიზმარი იყო და გამომეღვიძა, თითქოს ახლა ნიაკო ჩემს გვერდით იყო და მეხუტებოდა, თითქოს აქ იყო, ჩემთან და არც არასდროს წასულა............
-ნიკა შვილო, წადი ცოტა დაისვნე, ცოდო ხარ. ხომ იცი, რომ ნიას არ ენდომებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა-უკვე კარგად ნაცნობი სიტყვებით ოთახში ნიაკოს დედა, მაია შემოვიდა.
-მაი მართლა არ მინდა, ცოტა ხანიც ვიქნები-ვუთხარი ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს, ვერ გავბედე მისთვის იმ თვალებში შეხედვა, რომლებიც ასე მახსენებდნენ ნიას თვალებს.
-კარგი, მაშინ ეს შენ გქონდეს-მითხრა და ლამაზი ცისფერი ბლოკნოტი გამომიწოდა.
-ეს რა არის?-ვუთხარი და ბლოკნოტი შევათვალიერე.
-ეს ნიას დღიურია, მე უკვე წავიკითხე და ვფიქრობ, რომ შენც უნდა იცოდე თუ რა ძლიერ უყვარდი ნიას.




ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

teko93თარიღი: სამშაბათი, 2011-06-14, 11:38 PM | შეტყობინება # 73

31
4  +
11  ±
   ±
Offline
chemi nichiera kiss cupid heart heart heart heart heart lips lips lips lips lips lips lips lips


RoB-dOdთარიღი: ოთხშაბათი, 2011-06-15, 7:49 AM | შეტყობინება # 74

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Auu NAt Ra SaInteresoAa ee cry RogoR Uyvart ErtmaneTi araDa sad Da roGor IgrDzno MIsi ChaxuTEba sad happy
UIi Xo creMlebi... sad
UMagresss.... cry happy


I Hate This FuCkinG Life <3

Vampire_GvaberiDzeთარიღი: სამშაბათი, 2011-06-21, 10:28 PM | შეტყობინება # 75
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
Auu NAt Ra SaInteresoAa ee RogoR Uyvart ErtmaneTi araDa Da roGor IgrDzno MIsi ChaxuTEba
UIi Xo creMlebi...
UMagresss....

<3 zustad.. ' (( momwons es fik


  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: