ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სამუდამოდ მარადისობაში

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-06-22, 0:37 AM | შეტყობინება # 76
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Vampire_GvaberiDze, happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-07-01, 11:53 PM | შეტყობინება # 77
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 6
(ნიკა)
იმ ღამეს ნიას ოთახში დავრჩი, დავიძინეთქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ შევძელი. მთელი ღამე ჩემი ანგელოზის დღიურის კითხვაში გავატარე. არც კი მეგონა, რომ ნიას ასე ლამაზად შეეძლო წერა, ნამდვილად სამწუხაროა, რომ მისი ნაწერები წიგნად არ არის გამოსული, მაგრამ მოიცა, ამას რაღა უდგას წინ? ნიას თავის დღიურში რამოდენიმე მოთხრობაც უწერია და მგონი არაფერს დავაშავებ, თუ მათ რედაქციაში მივიტან. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რონ ნიაკოს სახელი არამარტო ჩემს, არამედ ხალხის გულებშიც დიდხანს დარჩეს. ხვალ მაიასაც ვკითხავ, იქნებ მას არ უნდოდეს, მაგრამ არამგონია წინააღმდეგობა გამიწიოს.

ნიკამ მთელი ღამე ნიას დღიურის კითხვაში გაატარა. აცრემლიანებული თვალებით ძლივს ახერხებდა კითხვას, მაგრამ თან ბედნიერი იყო იმით, რომ დღიურს და ნიას ნივთებს კიდევ შერჩენილი ჰქონდათ ნიაკოს სუნი, სუნი, რომელიც ნიკას ასე ძლიერ უყვარდა. ის სუნი, თითქოს ნიკას წამიერად ავიწყებდა და უყუჩებდა იმ ტკივილს, რომელსაც ახლა გრძნობდა, ტკივილს, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაჰყვებოდა..........
სადღაც დღიურის შუაში, ნიკა ამ ჩანაწერს გადააწყდა:

“ დღეს საკმაოდ უცნაური, მაგრამ ამავდროულად თბილი დღე მქონდა. პარკში ვსეირნობდი, მამაზე ვფიქრობდი და ცრემლები თავისით მინამავდნენ ლოყებს. ბევრი სიარულისგან დაღლილმა ერთი ჩემსავით მარტო მყოფი სკამი შევნიშნე და ჩამოვჯექი. კარგა ხანს იქ ვიჯექი, შემდეგ კი ვიგრძენი ვიღაც უცნობმა თავზე რაღაც როგორ დამადგა. ვიფიქრე ბავშები მაიმუნობენთქო და გასაწყრომად შევრუნდი, მაგრამ წინ ბავში კი არა, ულამაზესი ბიჭი მედგა, რომელმაც დანახვისთანავე მომხიბლა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მას უკვე დიდი ხანია ვიცნობდი, თითქოს წინ უცნობი კი არა, უახლოესი ადამიანი მედგა. მე და ნიკამ დიდხანს ვისაუბრეთ, მას ჩემი ტკივილი გავანდე. ის საოცარი ადამიანი იყო. უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მე კი მისი. საოცრებაა, ადამიანს ასე, მხოლოდ ორ-სამ საათში დავუმეგობრდი. დავუმეგობრდი კი არა, მისთვის უკვე ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. მისით ვსუნთქავდი და მისით ვარსებობდი.........."

შემდეგი ჩანაწერი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იყო გაკეთებული:

„ დღეს მე და ნიკა კინოში ვიყავით. რაღაც რომანტიულ დრამას ვუყურეთ, სახელი ზუსტად აღარ მახსოვს. ფილმის ბოლოს ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ მთავარი გმირი__ მერიელენი ჩემს თავთან გავაიგივე და წარმოვიდგინე, რამხელა ტკივილს ვიგრძნობდი, თუ მეც მერიელენივით საუკეთესო მეგობარს დავკარგავდი. ადამიანს, რომელიც ჩემი სულის ნაწილია და რომლისთვისაც სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავწირავ. ადამიანს, რომლის გამოც ყველას და ყველაფერს წინ აღვუდგები..... „

შემდეგი ჩანაწერი მეორე დღესვე იყო გაკეთებული:
„ მორჩა, დამთავრდა! თავს აღარ მოვიტყუებ! დროა ვაღიარო, რომ ნიკა მიყვარს! დიახ მიყვარს, მაგრამ არა როგორც მეგობარი. არ ვიცი საკუთარ თავს რა მოვუხერხო, ნუთუ ეს შესაძლებელია? როგორ შეიძლება, რომ მეგობარი შეგიყვარდეს? მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ნიკა თავიდანვე მიყვარდა და უბრალოდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი ამაში? ნეტა თვითონ რას გრძნობს ჩემს მიმართ? იქნებ ისიც ისე ფიქრობს, როგორც მე?
ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მხოლოდ ერთში ვარ დარწმუნებული: ისევ ისეთ ურთიერთობას გავაგრძელებ ნიკასთან, როგორიც აქამდე მქონდა და არავითარ შემთხვევაში, ის არ გაიგებს რომ მიყვარს. „

ბოლო ჩანაწერი კი, ზუსტად სამი დღის წინ იყო გაკეთებული:
„ ო ღმერთო ჩემო! ვერ ვიჯერებ! რამდენი ხანია ეს დღიური არ გადამიშლია და შიგ არაფერი ჩამიწერია, არადა სწორედ ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა მტკიოდა და ამის შესახებ ვერავის ვეუბნებოდი. რომ იცოდე რამდენი რამ მოხდა ამ დროის განმავლობაში. ნიკამ სიყვარული ამიხსნა, კარგა ხანი შეყვარებულები ვიყავით, შემდე კი ხელი მთხოვა. სამ დღეში ქორწილი მაქვს! ჩემი ქორწილი ულამაზესი იქნება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქორწილი ჩემი და ნიკასი იქნება. ერთი სული მაქვს როდის მოვა დღე, როდესაც ნიკას თვალებში ჩავხედავ და თამამად ვიტყვი: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ . ჩემი ოცნება სულ რაღაც სამ დღეში ახდება. სულ რაღაც სამ დღეში, მე უკვე გათხოვილი ქალი ვიქნები, სულ რაღაც სამი დღეც და ბედნიერი ვიქნები, სამუდამოდ! „
ნიკამ ბოლო ჩანაწერის ცრემლების გარეშე წაკითხვა ვერაფერით მოახერხა. თან თავის თავზე ებრაზებოდა, რომ ამხელა ბიჭი იჯდა და პატარა ბავშივით ტიროდა, მაგრამ ის ხომ მისი დაკარგული სულისთვის ტიროდა? ის ხომ მის სულს დასტიროდა. გოგონას, რომელსაც თურმე ის თავიდანვე უყვარდა, ნიკა კი ამას ვერ ხვდებოდა. რა მოხდებოდა, რომ გაებედა და ეთქვა ნიასთვის, რომ ის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა? ეს რომ გაცილებით ადრე მომხდარიყო, ვიდრე მოხდა, ახლა ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, სამუდამოდ!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - პარასკევი, 2011-07-01, 11:56 PM

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-07-02, 12:36 PM | შეტყობინება # 78

572
28  +
48  ±
   ±
Offline
cry Nat cry aI am Fikze Ar Vici Ra gItxra ..... ShesaNishnaVia cry
ICi ra Shen DZaLian mGrdznoBIare AdamINi xar Da es ShenS FiksHic Chans cry happy
MOkLed Miyvarxar sad happy cry


I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-07-02, 2:15 PM | შეტყობინება # 79
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
RoB-dOd, madloba dod, mec miyvarxar kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-07-02, 5:40 PM | შეტყობინება # 80
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
1. surati dzalian magradaa shercheuli
2. davigruze tavis kitxvisas
3. miyvars es fiki
4. nu echvianob, shen ufro miyvarxar love love



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-07-03, 1:22 AM | შეტყობინება # 81
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (☆AnasteishA☆)
nu echvianob, shen ufro miyvarxar

lol kidev kargi eg daayole love me ufro miyvarxar tongue



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-07-12, 1:13 AM | შეტყობინება # 82
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 7
ნიკამ მეორე დღესვე გაანდო მაიას თავისი აზრი ნიას დღიურთან დაკავშირებით და სთხოვა, რომ ნიას ჩანაწერები წიგნად გამოეცათ. თავიდან მაია წინააღმდეგი იყო, ამბობდა არ მინდა ჩემი შვილის საიდუმლოებები სხვებმაც იცოდნენ და მის პირად ცხოვრებაში სრულიად უცხო ადამიანებმა ჩაყონ ცხვირიო, მაგრამ ნიკამ ბოლოს მაინც დაითანხმა. მაიამ ნიკას მხოლოდ იმის ნება მისცა, რომ ნიას ჩანახატები და მოთხრობები გამოექვეყნებინათ, მაგრამ პირადს არავითარ შემთხვევაში არ შეხებოდნენ.
დღეს ნიასთან უამრავი ხალხი მოვიდა. უკლებლივ ყველა ტიროდა, პსატარა ბავშიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული. ვერავინ ვერ იერებდა, რომ ასეთ კეთილ და სათნო გოგოს შეიძლებოდა ასეთი რამ დამართნოდა. ყველას არარეალურად მიაჩნდა ის ფაქტი, რომ ახლა კუბოში ჩასვენებული ულამაზესი ნია უკვე ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა. მისი ბაგეები ისევ ვარდის ფურცლებივით ნაზი და ფერადოვანი იყო. ნიკა და მაია წამითაც არ შორდებოდნენ გვერდიდან. ურბალოდ არ შეეძლოთ, რომ წამი მ აინც დაეკარგათ, რადგან სულ რაღაც ორ დღეში მას უკვე ისედაც უკანასკნელ გზაზე გააცილებდნენ. მაია ცდილობდა და როგორც შეეძლო მხნეობას ინარჩუნებდა, ხვდებოდა, რომ ნიას მისი ცუდად ყოფნა დაამწუხრებდა. ნიკაც აცნობიერებდა ამას და სწორედ ამიტომ არ მიჰყვებოდა ნიას უკან. იცოდა, რომ ეს დიდი ცოდვა იყო, მაგრამ თავს მაინც ნიას გამო იკავებდა. რომ სცოდნოდა, რომ ნიასა მით გააბედნიერებდა, არც ცოდვის ჩადენაზე იტყოდა უარს.

(ნია)
ვხედავდი როგორ იტანჯებოდნენ ჩემი ძვირფასი ადამიანები და მათი ტანჯვის ყურებით მე უფრო ვიტანჯებოდი. მერჩივნა ათასჯერ მოვმკვდარიყავი, ათასჯერ დავმწვარიყავი ჯოჯოხეთის ცეცხლში და ათასჯერ იმაზე რთული გზა გამევლო, რაც დაბრუნებისას გავიარე, ოღონდ დედას და ნიკას სასოწარკვეთილი სახეები არ დამენახა. არ დამენახა მათი თვალები, რომელშიც მხოლოდ ტკივილს დაესაკუთრებინა ადგილი და სხვა ყველა ემოცია ამოეშალა იქიდან. არ მენახა მაკუნას საფლავი, რომლის ქვაზეც ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს ცოცხალი და ბედნიერიაო და მის ქვეშ კი წარწერა იყო გაკეთებული : „საუკეთესო მეგობარი“. ის მართლაც რომ საუკეთესო მეგობარი იყო და სწორედ მეგობრობას შეეწირა. სულ ჩემი ბრალია, რომ ახლა მისი მშვენიერი სხეული ამ ცივი მიწის ქვეშ განისვენებს და რომ დედამისი ყოველ დღე მოდის მისი გოგონას საფლავზე და გულმხურვალედ დასტირის დაკარგულ შვილს.

ორი დღის შემდეგ ნიაკო უკანასკნელ გზაზე გააცილეს. თითქოს და ბუნებაც დასტიროდა მის დაკარგულ შვილს და შუა მარტში ხელის გულის ხელა ფიფქებმა დაიწყო ცვენა. საფლავში ჩასვენებულ ნიაკოს ისინი ბაგეებზე ეცემოდნენ და იქვე რჩებოდნენ. ნიას გაყინული სხეული მათ მუდმივ ნავსაყუდელს სთავაზობდა. ყველა უყურებდა საფლავში ჩასვენებულ ულამაზეს გოგონას, რომლის სასახლესაც მინის თავსაფარი ჰქონდა, რათა ყველას ბოლომდე დაემახსოვრებინა ეს უმშვენიერესი არსება. ყველა დაჰყურებდა მას და მიწას ცხარე ცრემლებით ნამავდნენ, მაგრამ ვერავინ ბედავდა, რომ ნიასთვის ერთი მუჭა მიწა მიეყარა. ამ ადგილს ყველა სხვას უთმობდა. არავის სურდა პირველი ყოფილიყო. ბოლოს ხალხს ნიკა გამოეყო, საფლავის წინ მუხლებზე დაეცა და თავის ერთადერთ სიყვარულს კიდევ ერთხელ შეხედა. შემდეგ კი, თითქოს და უემოციო სახით წამოდგა და გოგონას ერთი პეშვი მიწა მიაყარა. თითქოს ყველა ნიშანს ელოდაო და სულ რამოდენიმე წუთში უკვე ნიაკო მიწას იყო მიბარებული......



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-07-12, 1:15 AM | შეტყობინება # 83
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

ეპილოგი


მას შემდეგ სამოც წელზე მეტი გავიდა. სამოც წელზე მეტია, რაც ნიკა მარტო დარჩა. ნიაკოს გარდაცვალებისგან მიყენებულმა ტკივილმა მაიას რამოდენიმე თვეში ბოლო მოუღო და მანაც შვილს ბედი გაიზიარა. ნიკამ ნიას ნაწერები წიგნად გამოსცა. ულამაზესი ცისფერყდიანი წიგნი მალევე იქცა ბესტსელერად და მსოფლიოს ყველა წერტილში მოიპოვა აღარება. ყველა, ეს იქნებოდა უბრალო მკითხველი თუ ცნობილი კრიტიკოსი, ამბობდა, რომ ნიას, რაღაცნაირი, თავისი წერის მანერა გააჩნდა, რომელიც აფსოლუტურად ყველასგან გამოარჩევდა. თვით ძველ კლასიკოსებსაც კი არ შეეძლოთ მასავით ტკბილად და გულშიჩამწვდომად წერა. შეუძლებელი იყო მისი მოთხრობები ისე წაგეკითხათ, რომ ტანში ჟრუანტელს არ დაევლო და თვალიდან ან სევდის და ან სიხარულის ცრემლი არ წამოგსვლოდათ. ის ერთგვარი ნარკოტიკიც იყო მკითხველთათვის. ვინ მის ერთ პატარა ჩანახატს მაინც წაიკითხავდა, მაშინვე მასზე ხდებოდა დამოკიდებული და ვეღარ აღწევდა თავს იმ არაჩვეულებრივ სამყაროს, რომელსაც ნიაკო ქმნიდა.
ნია ყოველ წამს ნიკას გვერდით იყო და გვერდში ედგა საყვარელ ადამიანს. გული სითბოთი ევსებოდა, როცა უკვე შეჭაღარავებულ და სახედანაოჭებულ ნიკას სახეზე ღიმილი გადაეფინებოდა ხოლმე. მართალია ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ ნია ამითაც კმაყოფილი იყო.
ნიკა კი დღე არ გავიდოდა, რომ ნიაკოს საფლავზე არ ასულიყო და მისთვის სისხლივით წითელი ვარდი არ აეტანა. წითელ ვარდს შავი და თეთრი ვარდეიც ცვლიდნენ, ეს კი ნიკას ხასიათების მიხედვით ხდებოდა. ნიაკო წინასწარ გრძნობდა, იმ დღეს რა ფერის ვარდს დაიმსახურებდა. ის ხომ უკვე მისი სულის სულში ცხოვრობდა, ის ხომ ნიკას სულში ცხოვრობდა..................................................................
გადიოდა წლები, ნიკას უმშვენიერეს სახეს ნაოჭები ფარავდნენ, მის შავ თმებს კი ჭაღარები ერეოდნენ, მანამ, სანამ მათ საბოლოოდ არ შეცვალეს შავი თმა. ნიკა გარეგნულად მთლიანად შეიცვალა, ისევე, როგორც ყველა მოხუცი, მაგრამ მას ერთი რამ დარჩა ისეთი, რაც არასდროსშეცვლია და რაც ნიას ასე ძლიერ უყვარდა, მისი თვალები. მის თვალებში ყოველთვის იმაზე მეტს ამოიკითხავდი, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის თვალებში. ისინი ყოველთვის ბედნიერებით ივსებოდნენ, როცა მოხუცი ცივ ქვაზე მიადებდა თავს და ასე საათობით მასზე მიყრდნობილი იჯდა და მის სიყვარულს ელაპარაკებოდა. ბევრჯერ უტირია წვიმასთან ერთად, ის წვიმა ხომ ნიას სულიდან იღვრებოდა. ბევრჯერ უცინია მზესთან ერთად, ეს მზეც ხომ ნიას თვალები იყო...

ერთ დღეს საოცრად ჩუმად და სევდიანად წვიმდა. ძლიერ დაუძლურებულმა მოხუცმა საკიდიდან ძველი ქუდი ჩამოხსნა, დაიხურა, საწვიმარი მოიცვა, მისი სულის დღიური აიღო და სახლიდან გავიდა. გზაში ყვავილების მაღაზიასთან შეჩერდა და ამჯერად, ტრადიციულად ერთი ვარდის ნაცვლად, სამი ვარდი იყიდა: ერთი სისხლივით წითელი, მეორე სევდასავით შავი, მესამე კი მისი სულის სულივით წმინდა თეთრი ფერის.
მოხუცმა ძლივს მიაღწია სასაფლაომდე. საშინლად წვიმდა, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო. როგორც იქნა, მივიდა უმშვენიერესი ასულის საფლავთან, სველ მიწაზე ჩაიმუხლა, საფლავის ქვის წინ სამი ვარდი დადო, შემდეგ კი როგორც ყოველთვის ქვას მიეხუტა და გაიღიმა. ასე ჩუმად იჯდნენ ორნი და ერთმანეთით ტკბებოდნენ. ერთმანეთის სიხარული უხაროდათ და ერთმანეთის ტკივილი სტკიოდათ. ნიკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას თან თავისი სულიც ამოაყოლა, რომელიც ნიაკომ გულში ჩაიკრა. ნიკას სული ზუსტად ისეთი ახალგაზრდა იყო, როგოტიც მაშინ, როცა მისი სულის ნახევარი დაკარგა. ახლა კი, ერთი სულის ორი ნაწილი შეერთდა, ერთმანეთს ხელი ძლიერად ჩასჭიდა და ადამიანებისთვის უხილავ, თეთრ კიბეზე ააბიჯა, სადაც მათ პატარა ანგელოზები და ქერუბიმები ელოდნენ.



დასასრული



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-07-12, 1:45 PM | შეტყობინება # 84
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
რა ტკბილად დაამთავრე.... გული კმაყოფილებისგან შემეკუმშა, მაგრამ ვაი რომ რეალობაში ასე არ ხდება... ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ამხელა დატვირთვას, მუდმივ ტკივილს და გამოსავლის ძიებას იწყებს. ზოგი სიცოცხლეს იმოკლებს, ზოგი კი ტკივილის გასაქარვებლად სხვადასხვა საშუალებას პოულობს: ალკოჰოლს, ნარკოტიკს, საყვარელი ადამიანის შემცვლელს... ნათია, მადლობა შენ, რომ ასეთი საყვარელი, სევდიანი და გასაოცარი სიყვარულის ამბავი გვაჩუქე... შენი ნოველები იმედს მიბრუნებს, რომ სიყვარული არსებობს.... kiss kiss შემდეგი როდის დაიწყება? ფასანაურიდან რომ დაბრუნდები? sad


RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2011-07-12, 3:41 PM | შეტყობინება # 85

572
28  +
48  ±
   ±
Offline
vaimee nat ra sayvarloba iyoo happy sad happy ox es cremlebi sad happy vau nat Shen yoveltvis dzalian kargad da kargad ki ara shesanishanavd werdi,wer da dawer yoveltvis... miyvarxar happy

I Hate This FuCkinG Life <3

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-07-13, 1:39 PM | შეტყობინება # 86
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
gilocav nati fikis damtavrebas **

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-07-14, 1:54 AM | შეტყობინება # 87
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo gaixaret dzalian miyvarxart kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire_GvaberiDzeთარიღი: ხუთშაბათი, 2011-07-14, 1:25 PM | შეტყობინება # 88
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
<3 Raaa Raa saayvarlaad daaamtavrdaa happy happy


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-08-30, 1:32 AM | შეტყობინება # 89
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Vampire_GvaberiDze, madloba gvanc, gaixare love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-03-17, 5:25 PM | შეტყობინება # 90

397
10  +
12  ±
   ±
Offline
umagresia axlac vtiriiii sad sad sad

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: