სამუდამოდ მარადისობაში
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-19, 8:10 PM | შეტყობინება # 33 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Demi Lovatoze chkua meketeba vafren...vabodeb...miyvars )) xom uyureb ver velevi shens fikebs hm.. )) ar wamikitxia tavi magram personajis suratebi mainc davakomentare ))
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 0:58 AM | შეტყობინება # 35 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 2 ცხოვრება მხოლოდ ვარდისფერ ფერებში როდია დახატული, პირიქით, ის იმაზე უფრო ბნელია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი წარმოიდგენს. ის შავ-თეთრიც კი არ არის, ის მხოლოდ შავია. ნიამ და მაკუნამ ხვალინდელი ქორწილისთვის ყველაფერი მოაგვარეს, ბოლო დეტალები დააზუსტეს, საათები გადაამოწმეს და როგორც იქნა მაკუნას მანქანამდეც მიაღწიეს. -მაკ, საჭესთან დავჯდები რა, დაღლილი ვარ და ცოტა განტვირთვა მჭირდება-სთხოვა ნიამ მეგობარს. მანქანა და სისწრაფე მართლაც რომ მისი სტიქია იყო. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო და რაც არ უნდა ცუდად და მიტოვებულად ეგრძნო თავი, საჭესთან ყოველთვის ბედნიერი ხდებოდა. ყველანაირი პრობლემა ავიწყდებოდა და თავს უფლებას აძლევდა გაზის პედალზე ფეხი იქამდე მიედგა, სანამ მანქანა ღმუილს არ დაიწყებდა. ეს მას მისი საყვარელი მამისგან გამოჰყვა. -ნი, დარწმუნებული ხარ? რაღაც გული ცუდს მიგრძნობს, მოდი დღეს არ გინდა რა. -გეხვეწები მაკუნა, რა უნდა მოხდეს? მაქსიმუმ ახალი ჯარიმის ფურცელი გამოგიწერონ. პირობას გაძლევ მე გადავიხდი-ნიაკომ მხიარულად გაიცინა, შემდეგ მეგობარს მანქანის გასაღები გამოართვა და საჭესთან მოხერხებულად მოკალათდა. ის-ის იყო მანქანა უნდა დაექოქა, რომ რაღაც გაახსენდა და ჩანთიდან მობილური ამოიღო, შემდეგ კონტაქტებში მისი უსაყვარლესი არსების ნომერი მონახა და დარეკა. ნიკამ მეორე ზარზევე უპასუხა -ნია საყვარელო, ასე რატომ დააგვიანეთ? გინდა გამოგიარო? -არა ნიკ, მოვდივართ უკვე. უბრალოდ იმიტომ დაგირეკე, რომ დღეს მთელი დღე არ მინახიხარ და არც მითქვამს თუ რა უზომოდ მიყვარხარ, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად-ნიამ გულიდან ამოღებული სიტყვები უთხრა მის სულს და კოცნა გაუგზავნა. -მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ და არც კი გაბედო და შემედავო, რომ შენ უფრო ძლიერ გიყვარვარ-სიცილით უთხრა ნიკამ. -ეხლა სახლში რომ არ მეჩქარებოდეს მაგასაც ვნახავდით შეგედავებოდი თუ არა, მაგრამ ახლა მაკუნა თვალებს ისე მიბრიალებს, სადაცაა გადამყლაპავს. კაი წავედი საყვარელო, მიყვარხარ-უთხრა ნიამ და სასწრაფოდ გაუთიშა. წვიმდა... საშინელი ბურუსი ჩამოწოლილიყო. ლამპიონებიც კი უშედეგოდ ცდილობდნენ ბნელი ქუჩების განათებას. ერთ-ერთ ბნელ ქუჩაში საკმაოდ დიდი სისწრაფით მიჰქროდა ვერცხლისფერი ვოლვო და სულ არ ადარდებდა ეს წყვდიადი. „nightwish” მაღალ ხმაზე ჩაერთოდ და მუსიკას ხმას აყოლებდნენ. მანქანაში ორი ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა იჯდა, მაგრამ საჭესთან მჯდომი განსაკუთრებულად ლამაზი იყო. თოვლივით თეთრ მხრებზე წაბლისფერი კულულები დაჰფენოდა, ზღვასავით ლურჯი თვალები კი ბედნიერებისაგან უბრწყინავდა. ბედნიერების მიზეზი მართლაც ჰქონდა, ხვალ ხომ მის ცხოვრებაში ის დღე დგებოდა, რომელიც ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დგება. ხვალ მას უნდა წარმოეთქვა მისი უსაყვარლესი სიტყვები „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. მანქანამ სწრაფად შეუხვია საკმაოდ მკვეთრ მოსახვევში და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა. სველ გზაზე საბურავებს მოჭიდება გაუჭირდა, ვოლვო რამოდენიმეჯერ დატრიალდა, შემდეგ კი ამოტრიალდა და ბენზინგასამართ სადგურს შეასკდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პატრული, სასწრაფო დახმარება, სამაშველო სამსახური, სახანძრო..... ყველაფერი და ყველა ფერი ერთმანეთში ირევა. ყველა ცდილობს რაიმე იღონოს, როგორმე გადაარჩინოს ორი სიცოცხლე. სიცოცხლეები, რომლებიც ჯერ ძალიან ხანმოკლეები არიან დასასრულებლად. მათ უბრალოდ უფლება არ აქვთ, რომ აქედან წავიდნენ, მიატოვონ დედამიწა. რამოდენიმე წამიც და მანქანა აფეთქდება. აღარაფერს აქვს აზრი, ვეღარ უშველიან მათ. ახლა მხოლოდ უნდა ილოცონ, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინოს და ისინი გადაარჩინოს. მხოლოდ ლოცვა და იმედიღა დარჩენიათ....... და აი, უცბად, მაგრამ არა მოულოდნელად ბურუსი ცეცხლმა გაფანტა. ცეცხლმა, რომელიც წამის წინ გამძვინვარებით ცდილობდა ცამდე აღწევას, ახლა კი მანქანას მოდებია და თითქოს ცდილობს ბოლომდე შთანთქას ისედაც მის მიერ შთანთქმული ორი მშვენიერი არსება. მაგრამ მოიცათ, რაღაც გამოგვრჩა? ახლა მანქანაში მხოლოდ ერთი გვამია, მხოლოდ ერთი მშვენიერი არსება იფერფლება სამუდამოდ.... მაგრამ სად წავიდა მეორე გოგონა? სად წავიდა უმშვენიერესი ფიფქია? ოჰ, ის მანქანისგან მოშორებით განისვენებს. უკვე დიდი ხანია მისმა გულმა ძგერა შეწყვიტა, უკვე დიდი ხანია სამუდამოდ გაცივდა, მაგრამ ისეთივე მშვენიერი დარჩა. ისეთივე დიდი ლურჯი თვალებით, ვარდისფერი, ოდნავ გამობურცული ტუჩებით, თოვლივით თეთრი კანით და გრძელი წაბლისფერი თმებით..................................................................................................
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
teko93 | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 1:00 AM | შეტყობინება # 36 |
31
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 8:04 AM | შეტყობინება # 37 |
572
Offline
| ვაიმე ნათიაა ;( ;( ;( ;( აუ რა ;( ეხლა შენც აქ მკვლელობები უნდა დაიწყო? ;( მოიცა ნია მოკვდა? რატომმ? აუუუ ;( ;( აუუ არადა ...
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 2:40 PM | შეტყობინება # 38 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (RoB-dOd) ეხლა შენც აქ მკვლელობები უნდა დაიწყო? ;( aba drama rom aris janri komedias xo ar davwer Quote (RoB-dOd) ( მოიცა ნია მოკვდა? რატომმ? აუუუ ;( ;( აუუ არადა ... imito ro afetqda, mara manqana ro amotrialda nia gadmovarda da imito ar daiwva teko93, mec miyvarxar de
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 3:30 PM | შეტყობინება # 40 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 4:15 PM | შეტყობინება # 43 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (makie) sawyali nikaaa darcha nias garesheeeeee Quote (bella-vampire) darcha nika nias gareshe... jer nu avchqardebit, marto ar darcheba Quote (wikooo) es ukve...morcha???? <_< ara ras ambob, jer damrcha kidev ☆AnasteishA☆, martali xar an, aatutuca ragacam es gogo da ager ki naxet rac mohyva am atutucebas madloba sayvarelo gaixaret bavshvebo, miyvarxaart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|