ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სამუდამოდ მარადისობაში

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 0:32 AM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: სამუდამოდ მარადისობაში
ავტორი: ნათია (♥vampiressa♥)
ბეტა: თეკო (teko93)
ჟანრი: რომანტიკა, მელოდრამა, დრამა.
სტატუსი: წერის პროცესშია

ავტორისაგან: ძალიან დიდ ხანს ვორჭოფობდი დამეწყო თუ არა ეს ფიკი. ამ ფიკის იდეა, უკვე რამოდენიმე თვეა ტვინს მიღრღნის და აი, გადავწყვიტე, რომ დამეწერა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ჩემი უერთგულესი და უსაყვარლესი მეგობარი თეკო, რომელიც ახლა ჩემი ბეტაა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც წინასწარ, თუ ჩემს ფიკს წაიკითხავთ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ: დააკვირდით ჟანრს!

შესავალი

ბევრი ამბობს, რომ სიყვარული მარადიულია, ბევრი კი საპირისპირო აზრს ამტკიცებს. ზოგი ამ გრძნობას უფლის საჩუქრად აღიქვამს, ზოგი კი მის პირად სატანჯველად. ამბავს, რომლის მოყოლასაც მე თქვენთვის ვაპირებ, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დაუჯერებელი, მაგრამ მე მჯერა ამის! მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი ამ გრძნობის იდუმალება, მე მჯერა, რომ სიყვარული მარადიულია! ის ყოველთვის ცოცხლობს ჩვენს გულში! რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, რაც არ უნდა შორი მანძილი აშორებდეთ ერთმანეთს, ორ ადამიანს შორის გაჩენილი ეს საოცრება არასდროს მოკვდება!
ასევე სჯეროდათ სიყვარულის მარადიულობისა ნიას და ნიკას და მათ დაამტკიცეს კიდეც ეს. მათმა სიყვარულმა ბევრი მითი დაამსხვრია და წარმოუდგენლად დიდ დაბრკოლებას გადაუარა. მათ სულ რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდათ სიტყვებს „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. მართალია მათ ვერ წარმოთქვეს ეს სიტყვები და ერთმანეთს სამუდამო სიყვარული სწორედ სიკვდილის გამო ვერ შეჰფიცეს, მაგრამ მათი დაშორება სიკვდილმაც კი ვერ მოახერხა.
ახლა კი, თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ წიგნის იმ გვერდზე გადავშლი, სადაც ეს ამბაი იწყება!



შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - სამშაბათი, 2011-05-17, 0:41 AM

teko93თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 0:47 AM | შეტყობინება # 2

31
4  +
11  ±
   ±
Offline
chemi patara nichieri uazrod uzomod da uuuuu muyvaarxar heart lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips lips


♥izabella♥თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 6:47 AM | შეტყობინება # 3
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaaaaaaaiiiiiii naaaat ra magariaaaaaaa me aq var shens gverdit dzalian magaria momewona happy happy happy
eseigi jobia exa wavide me da salpetqebis erti didi pachka unda viyido da davjde wasakitxad ise xo?????? biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 12:53 PM | შეტყობინება # 4
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ra magaria natuka! dzlivs daviwyeb tavidanve shens fiks . drama xom ici rogor miyvars. mixaria rom amis dadeba gadawyvite.
axla rac sheexeba shesavals.dzalian momewona,martla dzalian,kargi fikis suni mcems .. mmm... xoda erti txovna maqvs,tu ra tkma unda gaitvaliswineb.iseti araferia ubralod shegidzlia cota didi shriftit dawero? wvrili tvals mtkens sad xo xvdebi ara.



KristenStewartთარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 12:56 PM | შეტყობინება # 5
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
Vaime nat dzalian magariaa kiss yochag chemo nichiero gogo ;*


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 1:01 PM | შეტყობინება # 6
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (♥izabella♥)
exa wavide me da salpetqebis erti didi pachka unda viyido da davjde wasakitxad ise xo??????

wadi tam da ro moxval sheidzleba axali tavic dagxvdes, magram sheidzleba, zustad ar vici biggrin
Quote (Jack♥sparrow)
iseti araferia ubralod shegidzlia cota didi shriftit dawero? wvrili tvals mtkens xo xvdebi ara.

kargi nin, ra problemaa
KristenStewart, teko93, lips lips lips



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - სამშაბათი, 2011-05-17, 1:02 PM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 5:35 PM | შეტყობინება # 7
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, happy happy happy happy gilocav ukve axali fikis dawyebas lips lips erti suli maq kitxvas rodis daviwyeb. male dade raaa


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 6:06 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
☆AnasteishA☆, madloba an. vecdebi dges sagamos iyos kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 7:44 PM | შეტყობინება # 9
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
კარგი რამ ჩანს. ველოდები პირველ თავს.
მაგრად მიყვარს დრამა smile ...

DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2011-05-17, 8:59 PM | შეტყობინება # 10
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
male minda axali Tavi biggrin tongue

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:14 AM | შეტყობინება # 11
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Natia chemo nichiero umcroso megobaro ...mokled michirs am sityvebis tqma da kidev vyoymanob...ver warmoidgen rogor mwydeba guli magram janris gamo ver wavikitxav da chemi komentarebit ver shevitan wvlils shens gamxnevebashi magram winaswar GISURVEB WARMATEBEBS !! vici rom esec warmatebuli fiki iqneba ver warmoidgen rogor mwydeba guli icode gulit mainc sheni ertguli mkitxveli var magram am fiks ubralod ver wavikitxav...martla susti guli maqvs oghond es yalbi sityvebi araa maqvs janmrtelobastan eg problema...mokled aba shen ici...imedia amas male daamtavreb da axal fiks daiwyeb romlis wakitxvasac shevdzleb kiss

შეტყობინება შეასწორა ucnobiucnobi2 - ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:16 AM

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:27 AM | შეტყობინება # 12
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
DreaMy, madlob luk kiss
ucnobiucnobi2, dzalian didi madloba da bodishs gixdi, rom es janri avirchie sad da problemas imedia male moagvareb kiss dzalian miyvarxar kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:28 AM | შეტყობინება # 13
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 1
-ნიი, მალე მოემზადე რომ წავიდეთ რა, ძალიან ცოტა დროღა გრჩება.
-ეხლავე მაკ, შარფს ავიღებ და ჩამოვალ-გასძახა ნიამ თავის საუკეთესო მეგობარ მაკას, რომელიც პირველ სართულზე მისაღებ ოთახში მოთმინებით უცდიდა, თუ როდის მოემზადებოდა ნია, რათა საქორწინო კაბის უკანასკნელად მოსაზომებლად და გამოსატანად წასულიყვნენ.
ნია ულამაზესი გოგონაა. გრძელი წაბლისფერი თმით და ლურჯი თვალებით. ისეთი თეთრია, ისეთი ფითქინა, ბავშობაში დედა ფიფქიას ეძახდა. მისი ტუჩები კი ვარდისფრად შეღებილა და ოდნავ გამობურცულა. თითქოს ვიღაცას ელიანო. ახლა ნია იმ დღისთვის ემზადება, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა და გეგმავდა. ყველა გოგოს ოცნებაა მივიდეს საკურთხეველთან ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი და საყვარელ ადამიანს სამუდამო ერთგულება შეჰფიცოს. ნიას ხვალ სწორედ ის დღე უთენდებოდა, როდესაც უნდა ეთქვა ნიკასთვის „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ისე ნერვიულობდა, ისე ღელავდა, თითქოს რაიმე უკანონოს აკეთებდა და ეშინოდა, მაგრამ სიყვარულში ხომ უკანონო არაფერია. არც მისი დამალვაა საჭირო. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც მარადიულია. შეიძლება ის დასრულდეს, მაგრამ არასდროს გაქრება ჩვენი გულებიდან. ნია კი იმ ბედნიერ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც პირველივე სიყვარულში გაუმართლა. გაუმართლა შეიძლება ცოტა რბილად ნათქვამიც კი იყოს. მან თავისი მონათესავე სული იპოვა. იპოვა ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა.
ერთ დღეს პარკში მოწყენილი სეირნობდა. გარშემო ყველა მხიარულობდა. შემოდგომა იყო, მაგრამ საკმაოდ ციოდა. ბავშვები თბილად ჩაცმულები და დედაზე ხელჩაკიდებულნი მოდიოდნენ პარკში. შემდეგ აქ მათ პატარ მეგობრებს ხვდებოდნენ და ერთად დიდხანს თამაშობდნენ. ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს აგროვებდნენ, ერთმანეთს თმაში უმაგრებდნენ, ზოგი კი გვირგვინს წნიდა და თავზე იდებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სიცივეში და მოწყენილ სამყაროში, მხოლოდ ბავშვები გრძნობდნენ თავს ბედნიერად. ისინი ხომ ისეთი უზრუნველები და უდარდელები იყვნენ. მათ არ იცოდნენ რა არის სულიერი ტკივილი, როგორია, როცა შენს მშობელს, მამას, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდი დაიტირებ და უკანასკნელ გზაზე გააცილებ. ახლა კი ნია სწორედ ამ ტკივილს გრძნობდა. სული სტკიოდა და სახეზეც სწორედ სულიდან გადმოღვრილი ცრემლები ეღვრებოდა. სეირნობით რომ დაიღალა, ერთ სკამზე ჩამოჯდა. სწორედ ისეთი სკამი აარჩია, როგორც გრძნობდა ახლა თავს თვითონ: მარტო და განცალკევებული. ასე იჯდა დიდხანს და ბავშვების ანცობას თვალს ადევნებდა, ხანდახან უნებურად გაეღიმებოდა, ხან კი მწარედ ატირდებოდა. იხსენებდა ყველაფერს, რაც მამასთან აკავშირებდა. იხსენებდა იმ 17წელს, რომელიც მამასთან გაატარა და გული კიდევ უფრო სტკიოდა. უცბად, მოულოდნელად თავზე ვიღაცამ რაღაც დაადო. ნიას ეგონა თუ ბავშვები ცელქობდნენ და გასაწყრომად შემობრუნდა, მაგრამ მის წინ პატარა ანცი ბავშვი კი არა, ულამაზესი, შავთმიანი ბიჭი იდგა, რომელიც თბილად უღიმოდა. ნიამ თავზე ხელი მოისვა, რომ შეემოწმებინა რა ედო თავზე და როგორც აღმოჩნდა ეს გამხმარი ფოთლებისგან დაწნილი ულამაზესი გვირგვინი იყო. ნიას გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა, თითქოს ახლა მის წინ უცნობი ბიჭი კი არა, მისი ახლობელი, მისთვის ძვრიფასი ადამიანი იდგა. წამოდგა და ბიჭს ჩაეხუტა. იგრძნო, რომ მარტო არ იყო ამ სამყაროში, რომ ვიღაც ჰყავდა. წელში მალევე გასწორდა და ბიჭს მოუბოდიშა თავისი სულელური საქციელისთვის. მან კი უბრალოდ გაუღიმა და ანიშნა, რომ სკამზე დამჯდარიყო. თვითონაც გვერდით მიუჯდა, მისი ხელი ხელებში მოიქცია და სთხოვა, რომ აღარასდროს ეტირა. მიზეზად ის უთხრა, რომ მას ცრემლები უბრალოდ არ უხდებოდა. ნიამ და ნიკამ დიდხანს ისაუბრეს ისე, თითქოს ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ და წარსულს იხსენებენო. ბოლოს საკონტაქტო ინფორმაციებიც გაცვალეს და ისე დაშორდნენ ერთმანეთს. სახლში მისვლისას ორივემ იგრძნო, რომ ერთმანეთი ენატრებოდათ, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელედ მიიჩნიეს და ჩათვალეს, რომ უბრალოდ ერთმანეთს შეეჩვივნენ. იმ დღის შემდეგ ისინი ძალიან დამეგობრდნენ. ნიკა ნიას საუკეთესო მეგობარი, მისი ძმა და მრჩეველი გახდა. დაახლოებით ნახევარი წელიწადი ორივეს უბრალოდ ეგონათ, რომ ერთმანეთს შეეჩვივნენ და მათ შორის არანაირი გრძნობა არ იყო გარდა მეგობრობისა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ნიკამ გაბედა და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი თავად ნიას გამოუტყდა სიყვარულში. როდესაც გოგონაც მოისმინა ის ჯადოსნური სიტყვა „მიყვარხარ“, მას თავიდან ეგონა, რომ მეგობარმა უღალატა და ქვეყანა თავზე ექცეოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მასაც უყვარდა ნიკა. მათზე ლამაზი წყვილი არსად დადიოდა. მათ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, საკმარისი იყო მხოლოდ თვალებში ჩაეხედათ და ყველაფერს ხვდებოდნენ. მათ თითქოს რაღაც მაგიური ძალა აკავშირებდათ ერთმანეთთან, წამითაც ვერ ძლებდნენ მარტო. ორი წელი შეყვარებულები იყვნენ, მათი შეხვედრის ორი წლის თავზე, კი ნიკამ ნია იმ სკვერში იმ სკამთან მიიყვანა და ხელი სთხოვა. გოგონა რა თქმა უნდა დასთანხმდა.
-ნია იცოდე ეხლა ძალით წაგათრევ. ხვალ შენი ქორწილია ჩემი კი არა-აბუზღუნდა მაკუნა და ის იყო ნიას ოთახში უნდა ასულიყო თავისი სიტყვების შესასრულებლად, რომ კიბეებზე ნია ჩამოფარფატდა და მაკუნას ისე თბილად აკოცა, რომ გაბრაზება დაავიწყა.
გოგონები მაკუნას მანქანაში ჩასხდნენ და გზას იმ ატელიისკენ გაუყვნენ, რომელშიც ნიამ საქორწინო კაბა შეიკერა. მალევე მივიდნენ. მაკუნა მოსაცდელში იჯდა და მოდურ ჟურნალებს ათვალიერებდა, როცა გასახდელიდან უმშვენიერესი გოგონა გამოვიდა. ფითქინა ტანზე მასსავით თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. გრძელი თმები კოხტად ჰქონდა აკეცილი, მხოლოდ მხრებზე ჩამოჰყროდა რამოდენიმე კულული.
-ნია ძვირფასო, შენ ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები-უთხრა გულაჩუყებულმა მაკუნამ და მეგობარს ნაზად ჩაეხუტა, რომ კაბა არ დაეკუჭათ.
-მადლობ მაკ. ძალიან მიყვარხარ-თბილადვე უპასუხა ნიამაც, შემდეგ კი გასახდელში დაბრუნდა და კაბა გამოიცვალა.
უკვე ყველა დეტალი მოგვარებული იყო. მხოლოდ ერთადერთი რამ რჩებოდა სრულ ბედნიერებამდე. ეს სიტყვები ნიას ყველაზე მეტად უყვარდა: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ის ამ სიტყვებში მთელ მარადიულობას ხედავდა.................................................................................................................



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

teko93თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:33 AM | შეტყობინება # 14

31
4  +
11  ±
   ±
Offline
heart heart heart heart heart heart heart heart chemiii patalaaaaa kiss :* kiss dzaaaliaan mmomwons lips lips lips lips lips lips lips miyvarxaaaar kiss


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 0:40 AM | შეტყობინება # 15
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
teko93, mec miyvarxar tek kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა: