ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
იპოვო წარსული ანუ დაიბრუნო მეგობრები

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:50 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: იპოვო წარსული ანუ დაიბრუნო მეგობრები
ავტორი: bella-vampire, E:)B:), ნანჩო(საიტის წევრი არაა)
ბეტა: elis
პეირინგი: ე..ჰ/მ.რ. ე.უ./ა.ლ. ე.მ./ე.ჰ.
რეიტინგი: G
ჟანრი: Romance
სამარი: ფიკი სამ გოგონაზეა რომელთაც, ძალიან ტანჯავთ წარსული. ისინი წარსულში ერთმანეთს ძალით დააშორეს, მაგრამ ბედის წყალობით ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. აქ არ არის ბოროტება, შური. აქ ნამდვილი მეგობრობაა. დაკარგული წარსულის პოვნის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება თვითონ ნახეთ.
სტატუსი: წერის პროცესშია

პ რ ო ლ ო გ ი

სამი წარსული, აწმყო და მომავალი. წარსულის გახსენება ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, ის ბედნიერებით იყო აღსავსე თუ მწუხარებით. მისი გახსენება გულს გტკენს, რადგან ის ისე გაქრა, როგორც ჰაერი, თითქოს არ ყოფილა, არ უარსებია.
ლონდონი, ვენეცია, ესპანეთი. სამი სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა შეხედულებებითა და გრძნობებით. წარსულში განუყრელი მეგობრები, აწმყოში სამი სხვადასხვა გზა, მომავალი... მომავალი კი არავინ იცის.

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:51 PM

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:59 PM | შეტყობინება # 2

267
66  +
69  ±
   ±
Offline
cry happy vaime ra saintereso aaaaaaaaaa maintereseeeebs dzaa prolobi superr:*** male dade pirveli tavi happy smile

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 9:11 PM | შეტყობინება # 3

842
83  +
   ±
Offline

თავი პირველი
დაბრუნება

ელიზაბედი

თვითმფრინავი წრეს ხაზავდა აეროდრომის თავზე და დასაჯდომად ემზადებოდა. იქ ჩამოვედი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი, ნიუ იორკში. მივდიოდი, და არ ვიცოდი სად მივდიოდი. სულ მარტო ვიყავი. არავის და არაფრის გარეშე. ქვეყანაში, სადაც ჩემი მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული. წარსული სადღაც, გულში მაქვს ჩაკარგული.
...და მაინც ვერ ვიშორებ, მაგრამ რომ ვუკვირდები, არც მინდა, რომ დავივიწყო. ის ხომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, როგორც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ნეტავ ახლა სად არიან? რას აკეთებენ? ექვსი წელია თვალით არცერთი არ მინახავს. ჩემი უსაყვარლესი დაქალები: ენჯელა და ელისი.
რა კარგი იყო ბავშვობა... ერთად ვიყავით და არაფერზე ვდარდობდით. დღევანდელი დღით ვცხოვრობდით და მომავლისკენ გახედვა არ გვინდოდა.
ახლა კი რა მოხდა. ვარ მარტო, არცერთი არ მყავს გვერდით. ეს ყველაფერი კი ჩვენი მშობლების ბრალია. დღესაც ვერ მიპატიებია დედაჩემისთვის რაც გამიკეთა. დღესაც კი თვალწინ მიდგას ჩვენი დაშორების დღე. იმ დღეს ძალიან ბევრი ცრემლი დაიღვარა. მე ვენეციაში წამიყვანეს, ენჯელა ესპანეთში, ელისი კი ლონდონში. ერთმანეთს იმ დღის შემდეგ არ შევხმიანებივართ. შეიძლება ახლა, ამ წუთას, არცერთს არ ვახსოვარ. ეს ძალიან მტკენს გულს.
მივდიოდი ქუჩაში და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული. არავის და არაფერს ვამჩნევდი. ვიყავი ჩემთვის, მარტოდმარტო, წარსულში გაფანტული. იქვე ტაქსი გავაჩერე და ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროსკენ გავეშურე.
ელისი
ახლა თვითმფრინავში ვზივარ და ნიუ-იორკში მივფრინავ. ერთ დროს ეს ჩემი სახლი იყო. აქ დავიბადე და გავიზარდე. 15 წლის რომ ვიყავი, ლონდონში წავედი სასწავლებლად. ექვსი წელი გავიდა რაც ჩემი მეგობრები არ მინახავს. ჩემი საუკეთესო დაქალები: ელიზაბედი და ენჯელა. ექვი წელია მათზე არაფერი გამიგია. ადრე განუყრელები ვიყავით, როგორც დები. მაგრამ ყველანი სხვა ქვეყნებში წავედით და კავშირი დავკარგეთ. ჩვენი დამშვიდობების დღე ახლაც მახსოვს. დავიფიცეთ, რომ ყოველთვის საუკეთესო დაქალები ვიქნებოდით. მაგრამ მაშინ პატარები და გულობრყვილოები ვიყავით. თუმცა უმეტესად ეს ჩვენი მშობლების ბრალია. მათ დაგვაშორეს ერთმანეთს. დღესაც არ ვიცი რატომ მოიქცნენ ასე. ახლა კი ისევ იქ ვბრუნდები, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ წარსულში ვბრუნდები. მახსენდება აქ გატარებული ლამაზი დღეები და დარდი მაწვება, მაგრამ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებ. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემს კარიერაში წარმატებას მივაღწიო. ლონდონში დავამთავრე სწავლა. ახლა ფოტოგრაფი და მოდელი ვარ. მართალია დამწყები, მაგრამ საკმაოდ კარგი. მოდელის კარიერა 16 წლის ასაკში დავიწყე. ნიუ იორკში კარგი სამსახური შემომთავაზეს და ამიტომაც ჩამოვედი. ოჯახისა და მეგობრების დატოვება ძალიან გამიჭირდა. ლონდონი ჩემს სახლად მიმაჩნია და ეს ასეცაა.
თვითმფრინავი დაჯდა. ყველანი გასასვლელისკენ გავემართეთ. ბილეთები კიდევ ერთხელ შეგვიმოწმეს და ყველას ჩვენ-ჩვენი ბარგი დაგვირიგეს. აეროპორტიდან გამოვედი და ირგვლივ მიმოხედე. ქალაქი რა თქმა უნდა შეიცვალა, მაგრამ რაღაც ძველი მაინც დარჩა. უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ჩემს წარსულს შევხვდი, მაგრამ ამას ყურადრება არ მივაქციე, ტაქსში ჩავჯექი და ჩემი ახალი სახლისაკენ გავემართე.
მოგესალმები New York-ო! ახლა სულ სხვა ელისი ვარ.
ენჯელა
დილით ადრე გამეღვიძა. მზის სხივები ოთახში მკრთალად ანათებდა. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი.
_ ენჯელა, მოდი ისაუზმე სანამ წახვალ, _ მოფერებით მითხრა დედამ.
_ მოვდივარ, დე...
სწრაფად ვჭამე. ოთახში ავედი, ტანსაცმელი ჩემოდანში ჩავალაგე და კიბეებზე ჩავირბინე. ნიუ იორკის თვითმფრინავი ორ საათში მიფრინავდა. მინდოდა ადრე მივსულიყავი. თან ალექსსაც უნდა დავმშვიდობებოდი.
_ დე, წავედი... იცი, ძალიან მომენატრები.
_ მეც. ძალიან მიყვარხარ ენჯელა.
ამასობაში ტაქსიც მოვიდა. დედა თვალცრემლიანი მემშვოდობებოდა. გული მეც მწყდებოდა, რომ ესპანეთიდან მივდიოდი. უკვე ექვსი წელია რაც აქ ვცხოვრობ. ახლა კი მივდივარ იქ, სადაც ბავშვობის წლები გავატარე.
აეროპორტში შევედი. ალექსი იქ დამხვდა. მასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე. არ მინდოდა ხელი გამეშვა. ყველაზე ცუდად იმიტომ ვიყავი, რომ მას ვტოვებდი. რეგისტრაცია დაიწყო. მეორე სართულზე ავედი. ალექსი კვლავ ქვემოთ იდგა. ცრემლები წამომივიდა. ის ხელს მიქნევდა და ჩურჩულით მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. თვითმფრინავში ავედი. გული გამალებით ძგერდა –– თავის მეორე ნახევარს დაშორდა და ძალიან დიდხანს იქნება მარტო. იგი ძგერას შეწყვეტდა და დარჩებოდა ისე, როგორც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის გული...
თვითმფრინავი აფრინდა. ტკივილი კი უფრო მატულობდა. ცრემლები კვლავ მოდიოდნენ, არ ჩერდებოდნენ. ასეთი ტკივილი მხოლოდ ერთხელ განვიცადე, როცა ჩემს დაქალებს: ელისსა და ელიზაბედს დავშორდი. ეს ისეთივე ტკივილი იყო, როგორც ახლა. მაშინ 15 წლის ვიყავი. მშობლებმა ყველა სხვადასხვა ქვეყანაში წაგვიყვანეს. ჩვენ ვიყავით სამი განუყრელი ადამიანი სხვადასხვა გრძნობებით. ყველგან ერთად ვიყავით, სკოლაში, ქუჩაში... უეცრად ფიქრებიდან გამოვერკვიე. საათს დავხედე. ხუთ წუთში უკვე ნიუ იორკში ვიქნებოდი.

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ოთხშაბათი, 2011-03-16, 9:12 PM

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 9:18 PM | შეტყობინება # 4

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ra sevdiani tavi iyo cry cry pirvelive tave zaan momewona da damnarcheni tavebic aseve zaan momewoneba darwmunebuli var biggrin kiss

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 10:24 PM | შეტყობინება # 5
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
კარგია კიდევ ახალი ფიკი რომ შემოემატა საიტს happy happy . ძაან მაგარი თავი იყო. საწყალი გოგოები როგორ დააშორეს ერთმანეთს . ძაან მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება. გოგოებო ძაან მაგრად წერთ.


DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 10:39 PM | შეტყობინება # 6
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
ავტორი: bella-vampire, E:)B:), ნანჩო(საიტის წევრი არაა)

სამი ადამიანი წერთ ამას??? :OO როგორ ახერხებთ? ცალ-ცალკე დაწერეთ პერსონაჟების თავგადასავალი?
ძალიან კარგი ვარტიანტებია.!!
საინტერესოა... happy სამივე პერსონაჟი N.Y. ჩაფრინდა... ალბათ ერთმანეთსაც გაიცნობენ... biggrin



dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 7:04 AM | შეტყობინება # 7

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime ra sevdiani iyooo:* sad sawylebiii sad ai yvelaze metad rac ar miyvars iman daashora eseni mshoblebma sad magat ra upleba aqvt raa sad enjela dzalian shemecoda sad magram samive sayvarlebi arina dzaan happy momewona

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 2:18 PM | შეტყობინება # 8

842
83  +
   ±
Offline
DiiiK♥, ჰოო biggrin სამივე ცალ-ცალკე ვწერთ. ანუ მე ელისს. E:)B:) ენჯელას და ნანჩო ელიზაბედს.
ჰოო, პირველი თავი მართლაც სევდიანი იყო ახლა რომ გადავიკითხე biggrin თან პატარაც იყო. შემდეგი თავები უფრო დიდი იქნება happy
მადლობა ყველაას kiss

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 2:57 PM | შეტყობინება # 9
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire, vai tam exa vnaxe ra magari ragaacaa dzalian momewona ... happy happy happy
yochag samives dzalian kargad wert momewona da warmatebebs gisurvebt...... happy happy happy
da male dade shemdegi tavi kiss happy happy

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 4:11 PM | შეტყობინება # 10
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
smile Dzalian momewona...ucnauria 1 nawarmoebs 3 avtori rom yavs es sainteresosac xdis mas...ase rom velodebi axal tavs :))

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-03-19, 5:28 PM | შეტყობინება # 11
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
მეეეც მომეწონააა smile ძალიან კარგია,თანაც ორიგინალური smile სამი რომ წერთ,ყოჩაღ თქვენ kiss kiss


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-03-19, 6:02 PM | შეტყობინება # 12

842
83  +
   ±
Offline

თავი მეორე
ბავშვობის მოგონებები

ელიზაბედი

იმ დღეს დაღლილი ვიყავი და თან ძალიან მოწყენილი. გადავწყვიტე ბარში ჩავსულიყავი. მარტინი შევუკვეთე, მაგრამ არც ამან გამომიკეთა განწყობა. ბინაში ავედი და მამას დავურეკე. ჩემი ხმის გაგონება ძალიან გაუხარდა. მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და ვენატრებოდი და რაც არ უნდა მომხდარიყო, ის სულ თავის პატარა გოგონად ჩამთვლიდა. მე და მამას ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის ჩემი მეგობარი, ამხანაგი და ყველაზე კარგი მესაიდუმლე იყო. შემდეგ კომპიუტერთან დავჯექი და ვაკანსიების ძებნა დავიწყე. ექვსი წელი სწავლას მივუძღვენი და ბოლოს სამსახური ვერ ვიშოვე. ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა ვაკანსიამ მიიპყრო, სადაც ჯურნალისტებს ითხოვდნენ. მეც ჩემი CV დავტოვე იმ იმედით, რომ გამიმართლებდა და გამომეხმაურებოდნენ. შოუ-ბიზნესში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ამიტომაც გადავწყვიტე ეს გამოწვევა მიმეღო. იმ ღამით ძალიან დაღლილი ვიყავი. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი მაშინვე ტკბილად ჩამეძინა.
მეორე დღეს მოუთმენლად ველოდი ტელეფონის ზარს. პირველი საათი იქნებოდა, რომ დამირეკეს და მითხრეს სად უნდა მივსულიყავი. ისე გამიხარდა, რომ თავი ძლივს მოვიწესრიგე. ქვემოთ ჩავედი და ტაქსი გავაჩერე. 45 წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავი. გარედან დიდი შენობა იყო, ლამაზად გაფორმებული. შესასვლელ კართან სამი პოლიციელი იდგა. ერთმა გამიღიმა და კარი გამიღო. შიგნით რომ შევედი, ხალხმა კინაღამ გამიტანა. საშინელი ყიჟინი იყო. ყველანი სწრაფად მუშაობდნენ. გადავწყვიტე მდივანთან მივსულიყავი. იქამდე კი კიბეები იყო ასასვლელი. შესახვევში ვიღაც იდიოტი დამეჯახა. ბოდიშები კი მიხადა, მაგრამ ჩემი ფიცხი ხასიათის გამო გავლანძღე და წამოვედი. ბიჭი კი გაკვირვებული დავტოვე და დაბნეული მიყურებდა.
მდივანთან მივედი და ავუხსენი რაც მინდოდა. მან მითხრა, რომ კაბინეტში შევსულიყავი და უფროსიც მალე მოვიდოდა. შევედი და იქვე მდგარ, რბილ სავარძელში მოვკალათდი. უცბად კარი გაიღო და ნაცნობი ადამიანი შემოვიდა. ძალიან ავნერვიულდი, რადგან უფროსი ძალიან გავდა იმ ბიჭს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავლანძღე და ჩემზე ნამდვილი გიჟის შთაბეჭდილება დავუტოვე. ჩემს ფიქრებში ვიყავი წასული. ძალიან ვნერვიულობდი. მუშაობის დაწყების იმედი დავკარგე და დავღონდი. ფიქრებიდან როცა გამოვერკვიე, შევამჩნიე, რომ ის ბიჭიც გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ ისიც არ ელოდა ჩემს აქ ნახვას. უცბად საქმიანი სახე მიიღო და კითხვა დამისვა.
_ თქვენი სახელი?
_ მე ელიზაბედი მქვია, _ ცოტა დავიბენი.
_ ენრიკე, სასიამოვნოა.
_ ჩემთვისაც, _ გაუბედავად ჩავიბუტბიტე.
ერთმანეთს დიდი ხანი ვუყურებდით და ვერც ერთი ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გულში რაღაც ნაპერწკალი გამიჩნდა.
შემდეგ გამომკითხა სად მქონდა განათლება მიღებული, სად ვცხოვრობდი. ბოლოს კი მითხრა, რომ თუ ჩემ სამსახურში აყვანას გადაწყვეტდნენ, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედი. წვიმას აპირებდა, ცა ღრუბლიანი იყო. თეთრი და შავი ღრუბლები ერთმანეთში ირეოდა. კართან მდგომი პოლიციელი ისევ მიღიმოდა. ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ჩემს უფროსზე ვფიქრობდი.
ელისი
ჩემს ახალ სახლში შევედი. ორსართულიანი, უკან მშვენიერი ეზოთი და დიდი აუზით. ლამაზი და სადა. როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს სახლი უნდა მეყიდა–– ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩემს ძველ სახლში წავსულიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ იქ მოგონებები შემახსენებდნენ თავს და გული მეტკინებოდა. ჩემი მეგობრების გახსენება ყოველთვის ამ გრძნობას იწვევდა ჩემში, რადგან ვიცოდი, რომ მათ აღარ ვახსოვდი. 6 წელი ძალიან დიდი დროა. ჩემს სახლში ყველაფერი თავიდან გამახსენდება და ეს დიდ ტკივილს მომაყენებს. გამახსენდება ჩვენი ბავშვური, გიჟური დღეები. ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ისინი დავკარგე. ამიტომაც გადავიფიქრე დაბრუნება, თუმცა იქ წასვლა ყოველთვის შემეძლო. ჩემი დაჟინებული თხოვნის შედეგად, მშობლებმა ეს სახლი არ გაყიდეს;
ჩემს ახალ ოთახში შევედი, ბარგი ამოვალაგე, აბაზანაში შევედი.
რამდენიმე წუთში ისევ დავუბრუნდი საძინებელ ოთახს. ტელეფონი ავიღე და ლონდონში დავრეკე.
_ გისმენთ, _ გაისმა მოსამსახურის ხმა.
_ გამარჯობა კლარა. ელისი ვარ. დედაჩემი სახლშია?
_ გამარჯობა ელის. მიხარია შენი ხმის გაგონება. ახლავე დავუძახებ დედაშენს.
_ გამარჯობა, შვილო, _ გაისმა დედაჩემის ტკბილი ხმა.
_ გამარჯობა, დე. უკვე სახლში ვარ. კარგად ვიმგზავრე, _ დავაწყნარე დედაჩემი.
_ მიხარია. მამაშენსაც უნდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ახლა ოფისშია. ხვალვე გადიხარ სამსახურში?
_ ხო, ხვალვე მივდივარ. იცი, ცოტათი ვნერვიულობ. ვიცი, ძალიან კარგი უფროსი მყავს, მაგრამ მაინც... ხვალ პირველი ფოტორესია მაქვს და... _ ჩემი დარდი გავუზიარე დედას.
_ ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. შენს საქმეს ყოველთვის მშვენივრად აკეთებდი, _ ჩემი დაწყნარება სცადა და გამოუვიდა კიდეც.
_ კარგი, დე. ახლა უნდა წავიდე, ძალიან დავიღალე. მამას მოკითხვა გადაეცი. ორივე ძალიან მიყვარხართ.
_ კარგი, შვილო. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. ხვალ ისევ დარეკე და ამბები შეგვატყობინე.
_ აუცილებლად. აბა კარგად, _ დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
პირველ სართულზე ჩავედი, სამზარეულოში შევედი, მაცივარი გავაღე და ფორთოხლის წვენი გამოვიღე. ძალიან მწყუროდა. მისაღებ ოთახში დივანზე მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე. საინტერესო რომ ვერაფერი მოვძებნე, გადავწყვიტე ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის, ნიკოლისთვის დამერეკა. ტელეფონი ავიღე და გონებაში კარგად ჩებეჭდილი ნომერი ავკრიფე.
_ გისმენთ, _ გაისმა ნიკოლის მხიარული ხმა.
_ გამარჯობა, ბაჭიავ, _ ასე მას თავისი შეყვარებული ეძახდა და ამიტომ მე ვეხუმრებოდი ხოლმე.
_ ელის, _ ჩემი სახელი იმხელაზე დაიყვირა, რომ ყურმილი მოშორებით გავწიე.
_ უკვე ჩაფრინდი? როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? ამდენ ხანს რატომ არ დამირეკე? _ ყველაფერი ერთად მომაყარა ნიკოლმა.
_ დაწყნარდი. ყველაფერზე რიგ-რიგობით გიპასუხებ. როგორც ხვდები, უკვე ნიუ იორკში ვარ. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ მგზავრობამ ცოტა დამღალა. აქამდე იმიტომ არ დაგირეკე, რომ დედაჩემს ველაპარაკებოდი. კიდევ გაქვს რამე კითხვები?
_ კი, _ ასეც ვიცოდი. _ ვინმე სიმპატიური ბიჭი ხომ არ დაგინახავს? _ აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი.
_ ნიკოლ! _ მისი სახელი მკაცრად წარმოვთქვი. _ აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ბიჭები მეთვალიერა. ხვალ კი პირველი სამუშაო დღე მაქვს. მაგრამ თუ ასე გაინტერესებს, ხვალ ჩემს ბავშვობის მეგობარს, ჯასტინს უნდა შევხვდე. ალბათ თავის ძმაკაცებს გამაცნობს. ასე, რომ გიხაროდეს მეგობარო! თუ რამეა ერთ ბიჭს შენც შემოგინახავ, _ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გადავიხარხარე.წამის შემდეგ ნიკოლიც შემომიერთდა.
_ რა თქმა უნდა დიდი მადლობა, მაგრამ მე ჩემი შეყვარებულიც მყოფნის.
_ ხო, ბოდიში დამავიწყდა. შენთან ლაპარაკი ძალიან კარგია, მაგრამ ხვალ მძიმე დღე მაქვს და მინდა გამოვიძინო.
_ რა თქმა უნდა, ელ. წარმატებებს გისურვებ. იცოდე, ხვალინდელი დღის დეტალურად აღწრას ველოდები, _ გამაფრთხილმა ნიკოლმა.
_ აბა რა. ყველას მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ ყველა ძალიან მიყვარს.
ნიკოლთან საუბარმა ჩემზე კარგად იმოქმედა. ყოველთვის იცოდა როგორ გავემხიარულებინე. შხაპის მიღების შემდეგ საწოლში ჩავწექი და როგორც კი ბალიშზე თავი დავდე, მაშინვე ტკბილად ჩამეძინა.
ენჯელა
თვითმფრინავი დაფრინდა. 30 წუთის შემდეგ აეროპორტის კართან ვიდექი. მარტო ვიყავი. არავინ მყავდა, არც დედა, არც მეგობრები, არც ალექსი. მის გახსენებაზე კვლავ ცრემლები ჩამომივიდა. მახსენდებოდა მისი ულამაზესი მწვანე თვალები, თეთრი კანი და ყავისფერი თმა, მისი დაპირება, რომ ნიუ იორკში ჩამომაკითხავდა. ტაქსი გავაჩერე და სასწრაფოდ წავედი. აეროპორტი უფრო მახსენებდა მის თავს, რადგან ბოლოს იქ ვნახე. ტაქსი სწრაფად მიქროდა. ქუჩებს ვათვალიერებდი, ბავშვობის წლები მახსენდებოდა, ის დრო, რომელშიც უბედნიერესი ვიყავავი. არაფერზე ვნერვიულობდი, არაფერი მაწუხებდა და მთავარი: არავინ მიყვარდა ისეთი დიდი სიყვარულით, როგორც ალექსი. მე მას ვერასდროს დავივიწყებ. ის გამუდმებით ჩემს გულში იქნება.
ტაქსმა სასტუმროში მიმიყვანა. ფული გადავიხადე და შიგნით შევედი. ათ წუთში ჩემს ოთახში ვიყავი. ჩემოდანი კუთხეში დავდე. მხოლოდ მოკლე, ვარდისფერი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიღე. აბაზანაში შევედი. გრილმა წყალმა გამომაფხიზლა და უკეთეს ხასიათზე დამაყენა, მაგრამ ალექსზე ფიქრი მაინც არ მშორდებოდა. საწოლზე დავწექი, თავი ბალიშში ჩავდე და ვიგრძენი, რომ ჩემმა გულმა ისევ გამალებით დაიწყო ძგერა. ის მიხვდა, რომ მისი მეორე ნახევარი მასთან იყო. მას ელოდა და არასდროს დაივიწყებდა.
თვალი რომ გავახილე, უკვე საღამოს ექვსი საათი იყო. საწოლიდან ნელა წამოვდექი და გადავწყვიტე ბარში ჩავსულიყავი. სწრაფაც ჩავირბინე კიბეები. სასტუმროს ბარი გადატვირთული იყო. კუთხეში დავჯექი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე. ფიქრები... ფიქრები, კვლავ ფიქრები... ფიქრებში კი ალექსი... მხოლოდ ის...

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-03-19, 6:07 PM

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 6:10 PM | შეტყობინება # 13
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dzalian kargia, rom axali fiki ideba, mitumetes aseti originaluri. ai turme ras werdi bella-vampire daqalebtan ertad happy samwuxarod axla ar maqvs dro da ver wavikitxav, magram dzalian ki mainteresebs da aucileblad wavikitxav roca iqneba. prologi wavikitxe da ukve maqvs shenishvna ( me ra intrigani vaaar, mtrisas!! biggrin )
Quote (bella-vampire)
ლონდონი, ვენეცია, ესპანეთი

erti dedaqalaqi, meore qalaqi, mesame qveyana. an samive qalaqi ro iyos an samive qveyana uketesi iqneboda smile es pawuka shenishnva. auuu wakitxva mindaaa. eh, kai wavedi biggrin



♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 6:24 PM | შეტყობინება # 14
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaime ra magari tavi iyo...... happy happy happy
martlac dzalian momwons es fiki,ragac axali istoria tanac gansxvavebuli happy happy happy
dzalian kargia kiss
ise rodistvis sheaxvvedrebt ertmanets???????( es ise cnobismoyvareobisatvis biggrin biggrin )
warmatebebi kiss

dodoთარიღი: შაბათი, 2011-03-19, 6:51 PM | შეტყობინება # 15

267
66  +
69  ±
   ±
Offline
jer amit daviwyeb: umagresi fiki happy
am romanshi tqveni saxeebi ukve chans titoeuli tqveni personajia.... ratqmaunda rasac piqrobt imas wert smile smile elizabeti anu bella-vampire advilad xelshi chasagdebia elisi anu E:)B:) s uyvars justin bieberi albat biggrin
xolo enjela anu nancho sheyvarebulia smile smile smile happy happy ai ase zustad esetebi xart namdvil cxovrebashi happy happy happy kargia dzaliaan happy bevri ar gvalodino
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: