bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-04-02, 7:07 PM | შეტყობინება # 31 |
842
Offline
| თავი მეოთხე თითქოს მიყვარს...თითქოს არ მიყვარს...მაგრამ მაინც მიყვარს... ელიზაბედი იმ დღით ნამდვილ გაწამაწიაში ვიყავი. თან ძალიან დაღლილი. ღამის შვიდი საათი იყო რესტორანში რომ ჩავედი და ცოტა შევჭამე. ბოლოს ყავა დავლიე, ცოტა გამომაფხიზლებს-თქო. ისევ სამსახურში წავედი. ჩემთან ხალხი იყო მოგროვილი _ ენრიკესთან სურდათ შესვლა, მაგრამ მას კრება ჰქონდა და არ ეცალა. ერთ საათში კრებაც მთავრდებოდა. სტუმრები კაბინეტში შევიყვანე და ვუთხარი, რომ ერთ საათში ენრიკეც მოვიდოდა. ზუსტად ერთი საათის შემდეგ ენრიკე ჩემთან მოვიდა და მკითხა ვინმე ხომ არ არის ჩემთან მოსულიო. მე კი ვუპასუხე, რომ სამი კაცი ელოდა კაბინეტში. ის მაშინვე კაბინეტში შევიდა. შევატყვე, რომ ძალიან დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა. ორ საათში ისინიც გაისტუმრა და მთხოვა, რომ ერთი ნაჭერი ნამცხვარი და ყავა მიმეტანა მისთვის. სულ რამდენიმე წუთში მის კაბინეტში შევედი და თან ყავა და ნამცხვარი შევუტანე. _ ასე უცბად როგორ მოასწარი? _ გაუკვირდა მას. ჩამეცინა. _ უბრალოდ ვცდილობ, რომ ყველაფერი სწრაფად გავაკეთო. ენრიკემ მითხრა, რომ ხვალ ორ საათზე რესტორანში შეხვედრა გვქონდა იმავე კომპანიასთან და მას მეც უნდა წავყოლოდი. როგორც იქნა, სამსახურში ყველა საქმე დავამთავრე და დოკუმენტებიც მოვაწესრიგე. ბოლოს ოფისში მხოლოდ მე და ენრიკე დავრჩით. შენობიდან ერთად გამოვედით და მან შემომთავაზა, რომ თავისი მანქანით წამიყვანდა, მაგრამ მე უარი განვუცხადე და ტაქსით წამოვედი. სასტუმროში რომ მივედი, სააბაზანოში შევედი და სახეზე წყალი შევისხი. შემდეგ გამოვიცვალე და მაცივრიდან სალათა და ატმის წვენი გამოვიღე. ძალიან დაღლილი ვიყავი. როცა ჭამას მოვრჩი, ლოგინზე წამოვწექი და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. ვფიქრობდი, თუ რა კარგი იქნებოდა, რესტორანში მარტო მე და ენრიკე რომ აღმოვჩენილიყავით. ცოტა ხანში საბუთებს მივხედე და მთლიანად ჩავიძირე მუშაობაში. საშინლად დავიღალე და მგონი ჩამეძინა კიდეც... უეცრად მაღვიძარის საშინელი ხმა მომესმა. თვალები უცბად გავახილე და დავინახე, რომ საბუთები აქეთ-იქით იყო გაფანტული. ყველაფერი მივალაგე, სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. შემდეგ ტანსაცმლის არჩევის დროც მოვიდა. დიდი ხანი ვარჩევდი, რადგან ტანსაცმელში ყოველთვის წუნია ვიყავი. დიდი ფიქრის შემდეგ, არჩევანი ლურჯ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე და ასევე ლურჯ მოკლე, სადა კაბაზე შევაჩერე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ჩანთის ჩალაგებას შევუდექი. როცა ყველაფერი დავამთავრე, გარეთ გავედი, ტაქსი გავაჩერე და სამსახურისკენ წავედი. წესით არ უნდა დამეგვიანა, მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც ასე იქნებოდა, რადგან საშინელ საცობში მოვყევი. როგორც იქნა, სამსახურში მივედი და შენობაში შევედი. თავი ოდნავ უხერხულად ვიგრძენი, რადგან ყველა მე მიყურებდა. თავს ძალა დავატანე, რომ მათთვის ყურადღება არ მიმექცია და ენრიკეს კაბინეტისაკენ გავეშურე. კარებზე გაუბედავად დავაკაკუნე და მხოლოდ მაშინ შევედი, როცა მისი ,,მობრძანდით” გავიგე. კარგი გავაღე და... ნერწყვი გადავყლაპე. ის ისეთი სიმპატიური იყო. მის სახეზე ოდნავი ღიმილი შევამჩნიე. ისიც ისეთივე გაშტერებული მიყურებდა, როგორც მე მას. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ როცა პირს აღებდა, ბოლოს მაინც არაფერს არ ამბობდა და ჩუმდებოდა. _ ეე... ელიზაბედ, ნუთუ შენ ხარ? _ ძლივს რაღაცის თქმა მოახერხა. _ ჰო, მე ვარ. სხვას ელოდი? _ ცოტა გავბრაზდი. _ არა, არა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ შეუდარებლად გამოიყურები... ფანტასტიკურად, _ თავის სიტყვებში დაჯერებული იყო. ძალიან გამიხარდა, რომ მან ასეთი სიტყვები მითხრა. ცოტა შემრცხვა კიდეც, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს საუბარი აღარ უნდა გაგვერგრძელებინა და ამიტომ ყურადღება სხვა თემაზე გადავიტანე. _ რესტორანში როდის მივდივართ? _ ელიზაბედ, სწორედ ამ თემაზე მინდოდა შენთან საუბარი. გუშინ მთელი ღამე გირეკავდი, მაგრამ არ მიპასუხე. შეხვედრა გადაიდო. იმედია, ჩემზე არ გაბრაზდები. მაგრამ შეგვიძლია ჩვენ მარტოც წავიდეთ, ხელს რა გვიშლის... _ გამიღიმა მან. _ რა... არ გეწყინოს, მაგრამ შენი თანამშრომლები ძალიან ჭორიკნები არიან და რომ გაიგონ, მე და შენ ერთად სადმე წავედით, წარმომიდგენია რა ჭორებს გაავრცელებენ მთელ ოფისში. მე კი ძალიან რთული ხასიათი მაქვს და ვერ ვიტან, როცა ვიღაც ჩემს ზურგს უკან ჭორაობს. _ არა, ელიზაბედ, ვერ გაიგებენ. ის, რომ შეხვედრა გადაიდო, მარტო მე და შენ ვიცით. თან ადგილი რესტორანში უკვე დანიშნელი მაქვს. ხომ არ გავაუქმებ? ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ მის თვალებში რომ ჩავიხედე, იმდენი გულწრფელობა დავინახე, რომ უარი ვეღარ ვუთხარი და დავთანხმდი. თანაც, უნდა ვაღიარო, რომ მეც ძალიან მინდოდა რესტორანში მხოლოდ ენრიკესთან ერთად წასვლა. მისი კაბინეტიდან ორივე ერთად გამოვედით. ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია. ავტოსადგომზე როდესაც გავედით, მან ხელი გადამხვია. შემდეგ თავისი მანქანის კარები გამომიღო და მე სავარძელში მოვკალათდი. ენრიკეც დაჯდა საჭესთან და მანქანა ადგილიდან დაძრა. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. როდესაც რესტორანთან მივედით, მან მანქანა გააჩერა და კარები ისევ გამიღო. რესტრორანში შესვლისას მან წელზე ნაზად შემომხვია ხელი. დაჯავშნული მაგიდისკენ წავედით და დავსხედით. მგონი ამ რესტორანში ყველას შეყვარბულები ვეგონეთ. მთელი დროის განმავლობაში, მე და ენრიკე ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ერთმანეთს ვართობდით და ჩვენს ბავშვობაზე ვუყვებოდით. მის სახეს ღიმილი არ მოშორებია. ისევე, როგორც ჩემსას. მაგრამ უცბად, ჩემი ყურადღება სხვა რამ მიიპყრო. დავინახე, რომ ერთ-ერთ მაგიდასთან ორი გოგონა და ერთი ბიჭი ისხდნენ. თითქოს გულზე რაღაც მძიმე ლოდი დამეცა. ცუდად გავხდი და ოფიციანტს წყლის მოტანა ვთხოვე. ვუყურებდი მათ, და გული უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ძგერას. მეგონა, რომ დაკარგულ წარსულს გავუსწორე თვალი. თავში ყველაფერი ამერია და სახეზე ფერი დავკარგე. ენრიკე ძალიან შეწუხდა და მეკითხებოდა, თუ რა მჭირდა. მაგრამ როგორ მეპასუხა იმ კითხვაზე, რომლის პასუხი მეც არ ვიცოდი. მას მოვუბოდიშე და საპირფარეშოში გავედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი, მაგრამ ამანაც არ მიშველა. ამ სამი ადამიანის სახე თვალწინ მედგა. რას მახსენებდნენ ისინი? თუ... ვის?.. საპირფარეშოდან გამოვედი და ენრიკესთან მივედი. შეშინებული სახე ჰქონდა და რესტორნიდან მაშინვე წამოვედით. მან სასტუმროში წამიყვანა და დამშვიდობებისას მითხრა, რომ თუ დილითაც ცუდად ვიქნებოდი, ხვალ სამსახურში არ გავსულიყავი. ჩემს ნომერში როდესაც ავედი, აბაზანაში შევედი და ისევ ცივი წყალი შევისხი სახეზე. შხაპი მივიღე, საღამური ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. იგივე სახე, იგივე ღიმილი... ფიქრებს მაინც ვერ ვიშორებდი თავიდან. ელისი დილით რვის ნახევარზე გავიღვიძე. აბაზანაში შევედი, სასწრაფოდ მოვიწესრიგე თავი და ჩემს გარდეროფში შევედი. არ ვიცოდი რა ჩამეცვა და ამიტომ, ტანსაცმლის არჩევანში ოცი წუთი გავიდა. ბოლოსდაბოლოს, არჩევანი თეთრ ბუტილკა შარვალზე და იასამნისფერ ზედაზე გავაჩერე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი და აქსესუარებიც გავიკეთე. მობილური ტელეფონი ავიღე და ენჯელას ნომერი ავკრიფე, რომელიც გუშინ ბარში მომცა. _ გისმენთ, _ გავიგონე მისი ხმა. _ დილამშვიდობისა, ენ, _ მივესალმე. _ ელის, როგორ ხარ? _ მშვენივრად, დღეს კარგ ხასიათზე გამეღვიძა. _ ჰო, მეც. ისე, ახლა წესით სამსახურში არ უნდა იყო? _ მკითხა მან. _ სწორედ ამ თემაზე უნდა დაგელაპარაკო. ჩემს სამსახურში ფოტოგრაფის ვაკანსიაა. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ დღეს ჩემთან ერთად წამოხვიდოდი. უფროსს შენს თავს გავაცნობ, _ შევთავაზე. _ ვაუ! ძალიან მაგარია. სწორედ დღეს ვაპირებდი გაზეთში ვაკანსიების მოძებნას. _ ჰოდა, ახლა მოძებნა აღარ მოგიწევს. ცოტა ხანში გამოგივლი, კარგი? _ კარგი, _ დამეთანხმა ის. _ ჰო, და კლასიკურად ჩაიცვი, კარგი? _ ბავშვობისას ის ვერ იტანდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და კლასიკურ სტილს. ახლა კი არ ვიცოდი, რა სტილს ანიჭებდა უპირატესობას. _ რა პრობლემაა, _ მხიარულად თქვა. _ კარგი. მაშინ, ერთ საათში გამოგივლი, _ გავაფრთხილე და მობილური დავთიშე. სარკის წინ დავჯექი და მაკიაჟის კეთებას შევუდექი. როგორც ყოველთვის, ახლაც მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოში შევედი. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი და ნამცხვარი გამოვიღე. მაგიდას მივუჯექი და ჭამას შევუდექი. ჭამა როდესაც დავამთავრე, ტელეფონი ავიღე და სახლში-ლონდონში დავრეკე. _ გისმენთ, _ გავიგონე მამაჩემის ხმა. _ მამა! როგორ ხარ? ძალიან მომენატრე, _ მისი ხმის გაგონება ძალიან გამიხარდა. _ ელის, მეც ძალიან მომენატრე. სულზე მომისწარი, კლიენტთან შეხვედრა მაქვს დანიშნული და უკვე გავდიოდი. _ კიდევ კარგი, _ გავიცინე. _ აბა, რას აკეთებ მანდ, სამსახური მოგწონს? _ მკითხა მან. _ კი, ძალიან. უფროსი კეთილი და თბილი ქალია, _ ,,რასაც მის შვილზე ვერ ვიტყვი.” გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს. _ ძალიან კარგი! მეცოდები, რომ ნიუ-იორკში სულ მარტო ხარ. შენთვის თითქმის სულ უცნობი ქალაქია. 6 წლის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვლებოდა... _ არა, მამა, მარტო არ ვარ. იცი, ჯასტინი ვნახე. ხომ გახსოვს? _ შევეკითხე. _ რა თქმა უნდა მახსოვს, მასთან ერთად არ მოაწყვე სახლში წვეულება, რომლის შემდეგ კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ? _ სიცილით მკითხა მან. ამ ამბავის გახსენებაზე გამეცინა. 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს სახლში პირველად მოვაწყვე წვეულება. მის ორგანიზაციაში ჯასტინი დამეხმარა. თითქმის მთელი სკოლა დავპატიჟეთ. ძალიან მაგრად კი გავატარეთ დრო, მაგრამ შედეგი არც ისე კარგი იყო. სახლში კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ. ამაზე მამაჩემმა ბევრი იცინა და თქვა, რომ მას ვგავდი, მაგრამ დედაჩემი საშინლად უკმაყოფილო იყო. _ კი, ეგაა. ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს _ მანქანების ყიდის. _ ოჰო, მანქანებს? მერე, მთლიანი მაღაზია ხო მარ გიყიდია?_ ხუმრობით მკითხა მან. _ ჯერ არა, მაგრამ ვინ იცის... _ გავიცინე. _ ახლა წითელი Ferrari California ვიყიდე. _ რა თქმა უნდა, ისევ ,,ფერარი” _ გაიცინა. _ მამა, კიდევ იცი ვინ ვნახე? _ გაუბედავად დავიწყე, რადგან არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა ამ ამბავზე. _ ვინ? _ დაინტერესდა ის. _ ენჯელა უოლში. ერთმანეთს ქუჩაში შევეჯახეთ. თავიდან ვერც კი ვიცანი. _ ენჯელა უოლში? _ გავიგონე დედაჩემის წივილი. თვალები გადავატრიალე და გაკიცხვისთვის მოვემზადე. მამამ ალბათ ტელეფონი ხმამაღალ საუბარზე ჩართო, რადგან ახლა დედაჩემის ხმა გარკვევით მესმოდა. _ იმედია, უბრალოდ გვერდზე ჩაუარე, არა? _ მკითხა მან. _ დედა! რას ამბობ? ის ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია. ისედაც, შენს გამო ექვსი წელი არ მქონდა ჩემს მეგობრებთან კონტაქტი, _ გავცეცხლდი. _ ელის, მე მეგონა ამ თემაზე საკმარისად ვისაუბრეთ, _ მშვიდად თქვა მან. დედასთან ჩხუბი ახლა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ დაწყნარებაც მიჭირდა. იმის შემდეგ, რაც ლონდონში წავედით საცხოვრებლად, დედაჩემმა ელიზაბედთან და ენჯელასთან ყველანაირი კონტაქტი ამიკრძალა. არ მესმოდა ამას რატომ აკეთებდა. მაშინ პატარა ვიყავი და საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე მას, მაგრამ ახლა უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და გადაწყვეტილებებს მეთვითონ ვიღებ. კიდევ კარგი ჯასტინთან მაინც შევინარჩუნე ურთიერთობა. თავიდან დედაჩემზე ძალიან ვბრაზდებოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ბედს შევეგუე და დედაჩემსაც შევურიგდი. მამა ამ საქმეში თითქმის არ ერეოდა, ამიტომ მასთან ყოველთვის უფრო თბილი ურთიერთობა მქონდა. _ დედა, ჩხუბი არ მინდა, მაგრამ შენსას თუ არ მოიშლი, ეს გარდაუვალი იქნება. გაიხსენე, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სრულწლოვანი ვარ და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. გინდა თუ არ გინდა, ამას უნდა შეეგუო. მე და ენჯელა ისევ ისეთი მეგობრები ვართ და სხვათაშორის, ახლა ზუსტად მასთან მივდივარ, _ წყნარად ვლაპარაკობდი. დედა ცოტა ხნით გაჩუმდა. ალბათ ფიქრობდა, რა ეპასუხა ჩემთვის, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მიხვდა, რომ აზრს ვეღარ შემაცვლევინებდა. _ შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მერე აღარ იწუწუნო, _ და როდის მიწუწუნია. ჩემი პირადი ცხოვრების განხილვა ოჯახში არასდროს მიყვარდა. საერთოდ იშვიათად თუ ვწუწუნებდი რამეზე. _ ელის, გეყოფა დედასთან კამათი. ამ საქმეში ერთმანეთს ვერასდროს დაეთანხმებით. ასე რომ, ტყუილად ნუ კამათობთ,_საუბარში მამა ჩაერია. _ ჩემი ბრალი არ არის, მე არ დამიწყია, _ თავი დავიცავი. _ მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო, _ მიპასუხა მამამ. ამოვიოხრე. მასთან კამათი შეუძლებელი იყო. მითუმეტეს მაშინ, როცა ასე მშვიდად ლაპარაკობდა. _ მე შეხვედრაზე მაგვიანდება და მგონი შენც, ელის, არა? _ მკითხა მამამ. _ კი, _ დავეთანხმე. ცოტა ხანი დუმილი ჩამოვარდა. მივხვდი, რომ ისინი ჩუმად რაღაცას ლაპარაკობდნენ და ამიტომ ხმა აღარ ამომიღია. _ ელის, ვიცი, რომ აზრს არ შეიცვლი, მაგრამ გთხოვ, ფრთხილად იყავი. ძველი დრო ახლა ნიუ-იორკში არ განაახლო, კარგი? _ მითხრა დედამ. _ კარგი, _ დავეთანხმე, რადგან ვიცოდი, რომ თავს არ დამანებებდა. _ კარგად, _ დავემშვიდობე მათ. ტელეფონი გავთიშე და ამოვიოხრე. დაახლოებით ასეთ რეაქციას ველოდი. ჩემი ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. ბუნება თბილი და მზიანი ამინდით შემხვდა. მსიამოვნებდა, როგორ ანათებდა მზე და ირგვლივ ყველაფერს ათბობდა. ლონდონში იშვიათად იყო ასეთი მზიანი ამინდები. მე კი მზე ყოველთვის მიყვარდა და ინგლისში ყოფნისას სულ მენატრებოდა. როცა შენს გარშემო ბუნება ყვავის და ყველაფერი მხიარულ ფერებშია განათებული, ძალაუნებურად კარგ ხასიათზე დგები და გეღიმება. ახლა მეც იგივე დამემართა. ცას შევხედე და კაშკაშა მზე დავინახე, რომელიც ზემოდან მიყურებდა და მათბობდა. ოდნავ გავიღიმე და მზის სათვალეები გავიკეთე, რომ თვალები არ მტკენოდა. ფარეხიდან მანქანა გამოვიყვანე და ენჯელასთან_სასტუმროში წავედი. მანქანა როგორც ყოველთვის, ჩქარა დამყავდა. მსიამოვნებდა, როდესაც ნიავი თმებს მიჩეჩავდა. სასტუმროს წინ მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე და გადმოვედი. დარაჯმა თავაზიანად გამიღო კარი და გამიღიმა. შიგნით შევედი იქაურობამ მაშინვე მომხიბლა. სასტუმროს ჰოლი ოქროსფერ-წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ეს ძალიან ცნობილი სასტუმრო იყო და ამიტომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო მოწყობილი. რაც მთავარია_გემოვნებიანად. ენჯელამ წინასწარ მითხრა სართული და ოთახის ნომერი. ამიტომ პირდაპირ მასთან ავედი. მე-10 სართულზე, 441-ე ოთახი. კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამიღებდნენ. რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გავიგე, შემდეგ პატარა ტკაცუნი და კარიც გაიღო. ენჯელა ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა. _ გამარჯობა, _ მხიარულად მივესალმე. ოთახში შევედი და ენჯელა გადავკოცნე. მან კი ჩემს უკან კარი მიხურა. აქეთ-იქით მიმოვიხედე. მყუდრო და საყვარელი ოთახი იყო. შუაში დიდი საწოლი იდგა, აქეთ-იქით კი პატარა კარადები, რომლებზეც სპეციალური განათებები იდგა. გარდეროფი მთლიანად სარკის იყო. ცოტა მოშორებით, კუთხეში ჟურნალების მაგიდა და პატარა სავარძლები იდგა. იქ მივედი და ერთ-ერთ ფუმფულა სკამზე დავჯექი. _ როგორ ხარ? _ მკითხა ენჯელამ. _ კარგად, _ უხალისოდ ვუპასუხე. _ რა მოხდა? _ შეწუხებული სახით შემომხედა და ჩემს წინ სავარძელზე დაჯდა. _ სანამ შენთან წამოვიდოდი, სახლში დავრეკე და ჩემებს მოვუყევი, რომ შენ შეგხვდი. ამაზე დედაჩემი გაბრაზდა და ცოტა ვიჩხუბეთ კიდეც. კიდევ კარგი, მამას მაინც არ უთქვამს არაფერი. ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევიან, _ გულზე ხელები დავიკრიფე. ენჯელა ამ ყველაფერს ყურადღებით უსმენდა და თან ეღიმებოდა. ნეტავ სასაცილო რა ნახა? _ რა გაცინებს? _ ვკითხე. _ არაფერი. უბრალოდ, სანამ შენ მოხვიდოდი, მეც დავრეკე სახლში და თითქმის იგივე რეაქცია ჰქონდათ ჩემებსაც, მაგრამ მგონი დავიყოლიე და შენთან მოკითხვაც დამაბარეს. _ კიდევ კარგი, მათ მაინც ჰქონდათ ცოტა ნორმალური რეაქცია, _ გამიხარდა. თანაც მესიამოვნა, რომ მომიკითხეს. ენჯელას მშობლები ყოველთვის ძალიან მიყვარდა. _ ჩემგანაც მოიკითხე, _ დავამატე. _ კარგი. აბა, არ წავიდეთ? _ ეტყობოდა, რომ უკვე ვეღარ ითმენდა. _ კი, თორემ დაგვაგვიანდება, _ წამოვდექი. ენჯელამ ჩანდა აიღო, გამოსვლისას სარკეში ჩაიხედა და ოთახიდან გავიდა. მეც მას გავყევი უკან. ლიფტში შევედით, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამის გამო მოუხერხებლად ვიდექით. სუნთქვაც კი მიჭირდა. _ რა უბედურებაა, _ ჩავიბუტბუტე ჩემთვის. _ გაუძელი, _ ხითხითით მითხრა ენმა. ნუთუ ეს სიტუაცია მას არ აწუხებს? რამდენიმე წუთში, როგორც იქნა, ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა და მაშინვე სუფთა ჰაერზე გამოვქანდი. _ ძლივს, _ ამოვისუნთქე. ჩემი მანქანა ცოტა მოშორებით იდგა და ამიტომ რამდენიმე წუთი ფეხით სიარული მოგვიწია. _ ენ, მშვენივრად გამოიყურები, _ მას მართლაც მშვენივრად ეცვა. არ მეგონა, თუ კლასიკური სტილი ასე მოუხდებოდა. მას მუხლებამდე ქვედაბოლო და თეთრი კოფტა ეცვა. შემდეგ ფეხზე დავხედე. რა თქმა უნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. _ გმადლობ. შენც კარგად გამოიყურები. ჩემს მანქანასთანაც მივედით, სიგნალიზაცია გამოვრთე და ორივენი ჩავჯექით. _ ეს ,,ფერარია” არა? _ მკითხა ენჯელამ. _ ჰო, Ferrari California. _ მაგარია, _ შემიქო მანქანა. _ ვიცი, _ მხიარულად გავიღიმე. მანქანა დავქოქე და ადგილს უცბად მოვწყდი. ქუჩებში ბევრი საცობი იყო, მაგრამ მე ამანაც არ შემაშინა და როგორც ყოველთვის, მანქანა დიდი სიჩქარით დამყავდა. ერთხელაც იქნება და ამის გამო პრობლემები შემექმნება, მაგრამ ახლა სიჩქარე და ადრენალინი მსიამოვნებს. _ ელ, ცოტა ნელა იარე რა, _ მთხოვა ენჯელამ. _ ხომ არ შეგეშინდა? _ გამოვიჭირე. _ არა, მაგრამ... _ ჰოდა თუ არა, მშვენიერია. ნუღარ წუწუნებ, _ შავაწყვეტინე. ცოტა ხანში ჩემი სამსახურის შენობასაც მივუახლოვდით. 18 სართულიანი შუშის შენობა მზეზე სულ ბრწყინავდა და თვალს მჭრიდა. მანქანა იქვე ახლოს დავაყენე და გრაციოზულად გადმოვედი. იგივე გააკეთა ენჯელამაც. შენობის დიდი შესასვლელი კარები გავაღეთ და შიგნით შევედით. ლიფტისკენ გავემართეთ და თან გზაში სამუშაოს წვრილმაბეს ვუხსნიდი და უფროსზეც ველაპარაკებოდი. რა თქმა უნდა, მისი შვილის ხსენაბაც არ დამვიწყებია. კიდევ კარგი, რომ ეს სასტუმროს ლიფტს არ გავდა და ამჯერად ლიფტში მხოლოდ ორნი ვიყავით. მე-13 სართულზე ავედით და პირდაპირ ელენას მდივანთან მივედით. _ გამარჯობა ერიკა, _ მივესალმე მას. _ ელის, როგორ ხარ? _ მეგობრულად გამიღიმა. _ კარგად, შენ? _ მეც იგივეთი ვუპასუხე. _ მეც ეგრე. ელენასთან შედიხარ? _ მკითხა მან. _ ჰო, თუ სცალია. _ კი, ახლა თავისუფალია, _ თვალი ენჯელასგან გააპარა. _ ო, ეს ჩემი მეგობარი ენჯელაა. ელენასთან გასაუბრებაზე მოვიყვანე. ენ, ეს კი ერიკაა_ელენას მდივანი, _ გავაცანი ერთმანეთი. _ სასიამოვნოა, _ ორივემ ერთად თქვა. ამაზე სამივეს გაგვეცინა. ერიკა არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორიც მე მეგონა. პირიქით, ძალიან მხიარული და მეგობრული აღმოჩნდა, მაგრამ დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. _ წამოდით, _ ერიკა სკამიდან წამოდგა და ელენას კაბინეტისკენ გაგვიყვა. კარებზე დააკაკუნა და შემდეგ ფრთხილად, ოდნავ შეახო. _ შემოდი ერიკა, _ ელენა რაღაც ქაღალდებში იყურებოდა. _ ქალბატონო ელენა, ელისი და მისი მეგობარი მოვიდნენ, _ ელენამ საბუთებს თვალი მოწყვიტა და თავი ასწია. _ გამარჯობა, ელის, _ თბილად გამიღიმა. _ გამარჯობა, ელენა. მან ენჯელას გახედა. _ ეს ჩემი მეგობარი ენჯელაა. დღეს დილით ხომ გითხარი მასზე, _ დღეს დილით, სანამ ენჯელას დავურეკავდი, იქამდე ელენას ვესაუბრე. _ ხო, რა თქმა უნდა. ენჯელა უოლში, _ გაიღიმა მან. _ გამარჯობა, _ მიესალმა ენი. _ დასხედით გოგოებო. Eრიკა, სამი ყავა მოგვიტანე, _ ერიკამ მხოლოდ ტავი დაუქნია და ოთახიდან უხმოდ გავიდა. _ ენჯელა, ელისმა შენზე თითქმის ყველაფერი მომიყვა. ასევე თქვენი ისტორიაც გამაცნო. მჯერა, რომ რეკომენდაცია მხოლოდ იმიტომ არ გაგიწია, რომ მისი მეგობარი ხარ. ესეიგი, მართლა კარგი პროფესიონალი ხარ. _ ალბათ ელისმა ცოტა გადააჭარბა, _ დაიმორცხვა ენჯელამ. _ სულაც არა, _ ხელი ავიქნიე. ამასობაში ერიკაც შემოვიდა და სამი ყავა შემოიტანა. Mან მხოლოდ მორიდებულად, მაგრამ მაინც მეგობრულად გაგვიღიმა და ისევ უჩუმრად გავიდა. საინტერესოა, რატომ ხდება Eრიკა ასეთი ჩუმი, როცა ელენასთან ერთადაა? _ ახლა სამუშაოს დეტალებს გაგაცნობ, _ მიმართა ელენამ ენჯელას. _ მოიცათ. ანუ, სამსახურში ამიყვანეთ? _ აღშფოთებული იყო ენი. _ რა თქმა უნდა, _ გაიცინა ელენამ. _ ვაუ! ძალიან მაგარია! გმადლობ, _ ენჯელამ მე და ელენას გადმოგვხედა. Mივხვდი, რომ ეს მადლობა ორივეს გვეკუთვნოდა. ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე. სამუშაოსტან დაკავშირებული თემები როცა განვიხილეთ, შემდეგ ჩვეულებრივ, უდარდელ თემებზე ვსაუბრობდით. ელენა ძალიან მხიარული და უშუალო იყო. მან უფლება მოგვცა, რომ დღეს დაგვესვენა. მეც მაშინვე ჯასტინს დავურეკე და შეხვედრაზე შევუთანხმდი. თან ვუთხარი, რომ სიურპრიზი ელოდა, მაგრამ რა_არ მითქვამს. მე და ენი ელენას დავემშვიდობეთ და მისი კაბინეტიდან გამოვედით. თან მხიარულად ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. ეტყობა ისე გავერთე, რომ ვეღარაფერი ვეღარ შევამჩნიე და რაღაცას, უფრო სწორად კი ვიღაცას შევეჯახე. წინ გავიხედე და... _ მაიკლ! _ შეშფოთებულმა წამოვიყვირე. _ გამარჯობა, ლამაზო, _ ირონიულად მომესალმა ის. ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო და მის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს კანზე. მის თვალებში ჩავიხედე და... ჯანდაბა! ეს არ უნდა მექნა! ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე. _ ისეთი სახე გაქვს, თითქოს გიპნოზსს გიკეთებენ, _ გაიცინა მან. თან ცალი ხელი წელზე მომხვიდა და თავისკენ მიმიზიდა. ახლა უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მე კი დებილივით ისევ მის ლამაზ თვალებში ვიყურებოდი. _ ელის! _ დამიძახა ენჯელამ და გამომარკვია კიდეც. მაიკლის მკლავებისგან სასწრაფოდ გავინთავისუფლე თავი და ენჯელას გვერდით დავდექი. _ ელის, აღიარე, რომ მაგნიტივით გიზიდავ, _ ნაგლურად გამიღიმა მაიკლმა. _ სისულელეებს ნუ ბოდავ, _ შევუბღვირე. _ შენი რეაქციის მიხედვით, ეს სისულელე კი არა, უფრო სიმართლეა, _ გაიღიმა მან და თვალი ჩამიკრა. _ მაიკლ, დედაშენთან მიდიხარ? _ საუბარში ერიკა ჩაერთო, რომელიც იქვე თავის მაგიდასთან იჯდა. _ ჰო, _ მშრალად უპასუხა მაიკლმა. _ ელ, გვაგვიანდება, _ შემახსენა ენჯელამ. _ ჰო, რა თქმა უნდა. _ ნახვამდის ერიკა, _ ერიკას დავემშვიდობეთ და ლიფთისკენ წავედით. მაიკლისთვის ზედაც არ შემიხედავს. _ კიდევ შევხვდებით, _ უკან მომაძახა მაიკლმა. _ იმედია არა, _ მივაძახე და სასწრაფოდ ლიფტში შევედი. ენჯელამ კი მაშინვე ხარხარი ატეხა. _ რა გაცინებს? _ შევუბღვირე. _ ამ ბიჭს ნამდვილად მოსწონხარ, _ დაასკვნა მან. _ სისულელეა! უბრალოდ, გათავხედებული, თავზეხელაღებული, იდიოტი მექალთანეა! _ გამოვლანძღე. _ თანაც ლამაზიც, _ დაამატა მან. _ ეს არაფერს ცვლის! _ ჰო, აბა. მის თვალებში გაშტერებული კი იყურებოდი და..._ჩაიფხუკუნა ენჯელამ. _ სულაც არა! _ თავი დავიცავი. _ კი, _ თავი დააქნია. _ ეს იმიტომ, რომ ცისფერი თვალები ყოველთვის მომწონდა. _ და მაიკლიც, _ ღიმილით დაამატა მან. _ ენჯელა! _ შევუბღვირე. _ მე მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვხედავ, _ ხელები ასწია. _ ოკულისტთან უნდა წაგიყვანო. ამაზე მან მხოლოდ მხიარულად გაიცინა. ამასობაში, ლიფტიდანაც გამოვედით და მანქანების სადგომისკენ მივდიოდით. მანქანაში ჩავჯექით. _ ენ, იცი რა ვიფიქრე? _ მანქანა დავძარი. _ რა? _ დაინტერესდა ის. _ შენ ხომ სასტუმროში ცხოვრობ, _ მან თავი დამიქნია. _ მე კი დიდი სახლი მაქვს, რომელშიც სულ მარტო ვცხოვრობ. ამას კი მიჩვეული არ ვარ. არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე? _ შევთავაზე. _ ელის, ეს ძალიან კარგი იქნება, მადლობ!! _პატარა ბავშვივით გადამეხვია ენი. _ ესეიგი, გადაწყვეტილია! ხვალ შენს ნივთებს გადმოვიტანთ. _ კარგი, _ მან თავი დამიქნია. _ ახლა სად მივდივართ? _ მკითხა ენჯელამ. _ ჯასტინს უნდა შევხვდეთ, _ ვახარე. _ მაგარია! ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, _ ტაში შემოკრა. _ ოღონდ, თავიდან არ თქვა, რომ ენჯელა ხარ. მაინტერესებს, თუ გიცნობს. _ კარგი, _ ორივემ გავიცინეთ. წარმომიდგენია ჯასტინის სახე, როცა ენჯელას დაინახავს. ძალიან გაუხარდება. ენჯელა მე და ელისი მანქანაში ვისხედით და რესტორნისკენ მივდიოდით, სადაც ჯასტინი უნდა გვენახა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ელისი ვიპოვე და ახლა ჯასტინსაც შევხვდებოდით. სამსახურშიც ამიყვანეს, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ალექსი მაკლდა, ძალიან მენატრებოდა. ნელ-ნელა ვეჩვეოდი უიმისობას, მაგრამ მაინც მიჭირდა. ფიქრებში ძალიან გავერთე. _ ენ, შენი ტელეფონი რეკავს, _ ხელი გამკრა ელისმა. _ გისმენ ალექს, _ მხიარულად ვუპასუხე. _ სად იყავი, მთელი დღე გირეკავდი, _ მითხრა უკმაყოფილო ხმით. _ მაპატიე, გასაუბრებაზე ვიყავი და გამორთული მქონდა, _ ფანჯარაში გავიხედე, რესტორანს ვუახლოვდებოდით. _ ამიყვანეს, _ წამოვიძახე. _ ძალიან კარგი. მენატრები, ენ, _ ჩაიბუტბუტა. _ მეც. როდის ჩამოხვალ? _ დაინტერესებულმა ვკითხე. _ ძალიან მალე, ძალიან, _ მითხრა სიცილით. _ მაშინ, გელოდები, ძალიან მალე, ძალიან, _ მისი სიტყვები გავიმეორე. _ ენს, წავედი უნდა ვივარჯიშო. მიყვარხარ, _ მითხრა სევდიანი ხმით. _ მეც, _ თვალები ამიცრემლიანდა. ტელეფონში ალექსის ნაზი ხმა აღარ ისმოდა, მხოლოდ ზუმერი იყო. მობილური ჩანთაში ჩავდე და თვალები მოვიწმინდე. _ მგონი, მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს, _ ელმა ეშმაკური ღიმილით გადმომხედა. _ მერე ყველაფერს გიამბობ. ახლა კი მანქანა გააჩერე, თორემ რესტორანს გავცდით, _ გავიცინე. ელისმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანიდან გადმოვედით და შევედით. ჯასტინი მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა. ღმერთო, როგორ შეცვლილა. ჩემს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი 15 წლის ჯასტინი სულ მთლად შეცვლილიყო. მის მაგიდასთან მივედით და ისიც წამოდგა ჩვენს შესაგებლად. _ გამარჯობა ჯასტინ, _ გადაკოცნა ელისმა. _ გამარჯობა. შენს მშვენიერ მეგობარს არ გამაცნობ? _ ეშმაკურად გამიღიმა ჯასტინმა. სიცილს ძლივს ვიკავებდი. ცოდნოდა, რომ მე ვიყავი, მერე რას იზამდა. ელისი ჩუმად ფხუკუნებდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა. _ ჯასტინ, ეს ბელაა, _ ელისმა მშვენიერი სახელი შემირჩია. _ სასიამოვნოა, _ ოდნავ გავიღიმე. _ ასეთი ლამაზი გოგოს გაცნობა რა თქმა უნდა, ჩემთვისაც სასიამოვნოა, _ ჯასტინ. როგორი მექალტანეც იყავი, ისეთი დარჩი. სამივენი მაგიდას მივუსხედით. ჯასტინმა, როგორც ჯენტლმენმა მე და ელისს სკამები გამოგვიწია და დაჯდომაში მოგვეხმარა. _ რას შეუკვეთავთ? _ იკითხა ჯასმა, როდესაც თვითონაც დაჯდა სკამზე. _ ორი ფორთოხლის წვენი, _ ჩემს მაგივრად უპასუხა ელისმა. მან ოფიციანტი მოიხმო და ჩვენი შეკვეთა გადასცა. _ ელ, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ენჯელაზე და ელიზაბედზე რამე ახალი ხომ არ გაგიგია? _ იკითხა ჯასტინმა. მე და ელისმა ერთმანეთს გადავხედეთ, სიცილი ვეღარ შევიკავეთ და ხარხარი ავტეხეთ. ჯასტინი გაკვირვეული გვიყურებდა, ვერ გაეგო რამ გამოიწვია ჩვენი უეცარი სიცილი. უცებ, ჩემი ყურადღება პირდაპირ მჯდარმა გოგონამ მიიქცია, რომელიც გაფითრებული სახით გვიყურებდა. ვერ გამეგო რა მომდიოდა. თითქოს რაღაცას ვგრძნობდი. რაღაც უცნაურ გრძნობას, მაგრამ რითი იყო გამოწვეული ვერ ვხვდებოდი. მის გვერდზე მჯდარმა ბიჭმა გოგონა წამოაყენა და გაიყვანა. _ ელის, კითხვა დაგისვი, _ მგონი ჯასტინი გაბრაზდა. _ და საერთოდ, რა გაცინებთ? _ ჯასტინ, საყვარელო, შენს წინაშეა ენჯელა უოლში, _ წარმადგინა ელისმა. ჟასტინი გაშტერებული მიყურებდა და სახეზე მაკვირდებოდა. ალბათ, ცდილობდა, ჩემს სახეში 15 წლის ენჯელა ამოეცნო. _ ენჯელა? შენი სიურპრიზი ელის? _ ჯასტინი ფეხზე წამოვარდა და მაგრად ჩამეხუტა. _ ენ, როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ, _ ამათვალიერა ჯასტინმა, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირი მზერით. _ გმადლობ, ჯას. მშვენივრად ვარ. როგორც ვიცი, შენი საქმეებიც კარგად მიდის, _ ორივემ ელისისკენ გავაპარეთ თვალი, რაზეც მან თბილად გაგვიღიმა. _ მართალია, _ მან თავი დამიქნია. _ აბა, მომიყევით, როგორ შეხვდით ერთმანეთს? _ ჯასტინი სკამზე დასკუპდა და ჩვენი ისტორიის მოსასმენად მოემზადა. ამის შემდეგ, მე და ელისმა ყველაფერი მოვუყევით. მხოლოდ ალექსი გამოვტოვე, ამას ცოტა მერე ვეტყოდი. ახლა ჯასტინის ამბები უფრო მაინტერესებდა. იქედან გვიან გამოვედით. უკვე საკმაოდ ჩაბნელებული იყო და ქუჩებში ლამპიონები ანათებდა. ღამის ნიუ-იორკი განსაკუთრებით ლამაზი იყო.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-04-02, 7:09 PM | |
|
|