bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 10:28 PM | შეტყობინება # 19 |
842
Offline
| თავი მესამე შეხვედრა წარსულთან ელიზაბედი ორშაბათი დღეც გათენდა, მაღვიძარამ ძლივს გამომაფხიზლა–– მკვდარივით მეძინა. საათს დავხედე. თორმეტის ოცი წუთი იყო. უცებ ავდექი საწოლიდან, სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე. პირველი საათის დადგომას ველოდი. იმედი მქონდა, რომ დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იქნებოდა. გახდა ნანატრი პირველი საათი, ტელეფონის ხმა გაისმა, გახარებული მივედი და ავიღე ყურმილი, მაგარმ ეს ენრიკე არ იყო, ჩემმა დაქალმა დამირეკა ვენეციიდან, ცოტა ხანს ვისაუბრეთ, შემდეგ დავემშვიდობე და ყურმილი დავკიდე. გულდაწყვეტილი ავდექი სავარძლიდან, სამხარეულოში გასვლას ვაპირებდი, როცა მეორედ დარეკა ტელეფონმა, უცებ მივვარდი ტელეფონს და ყურმილს ვეცი, ვიღაც მომესალმა. ეს უკვე მართლა ჩემი უფროსი იყო. პასუხის გაცემა ვერ შევძელი ისეთი გახარებული ვიყავი. _ ელიზაბედ შენ ხარ? – გამიმეორა. _ დიახ, მე ვარ, თქვენ ალბათ ენრიკე ხართ? _ დაწვრილებული ხმით ვლაპარაკობდი. _ დიახ. ბოდიშს გიხდით, აქამდე რომ ვერ დგირეკეთ, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე. _ არაუშავს, დაა... ჩემი სამსახურში აყვანის ამბავი გადაწყდა? – ვიკითხე სწრაფად. _ ელიზაბედ, ხვალვე მობრძანდით სამსახურში. დავილაპარაკოთ წვრილმანებზე. კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალამდე. ჰო, მართლა, სამუშაო 9 საათზე იწყება. _ კარგად და უღრმესი მადლობა. ენრიკეს დავემშვიდობე. ასე უბრალოდ და ლაკონურად გამცა უფროსმა პასუხი, მე კი სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი. მერე მამას დავურეკე და ყველაფერი ვუამბე–– ძალიან გაუხარდა და წარმატებები მისურვა. დღე ძალიან მალე გავიდა. საღამოს გამახსენდა, რომ მაღვიძარა უნდა დამეყენებინა 7 საათზე. დილით ადგომა ძალიან მიჭირდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი სასაცილო იყო. ასე რომ ავდექი და ხალათი მოვიცვი, სააბაზანოში შევედი, ნახევარი საათი თავს ვიწესრიგებდი. ახლა ტანსაცმელი უნდა ამერჩია. არ ვიცოდი როგორი ტანსაცმლით წავსულიყავი პირველ დღეს. უცებ თვითნებურად წამომცდა: - იმედია ჩემს უფროსს მოვეწონები..– რომ გავიაზრე სიცილი ამიტყდა. საათს შევხედე, 9 იყო დაწყებული. გადავწყვიტე ჩემი ბოროტი ზრახვები დამევიწყებინა და საქმეზე მეფიქრა. ჩანთა ავიღე და ქუჩაში გავედი. გამიმართლა–ტაქსი მალე მოვიდა. არ მინდოდა პირველივე დღეს დამეგვიანებინა. ფანჯარაში ვიყურებოდი და ენრიკეზე ვფიქრობდი, –ნეტავ რას იგრძნოდბს როცა დამინახავს?–ფაქტიურად ვერ ვიშორებდი მასზე ფიქრს... ტაქსმა გაუხვია და დავინახე ულამაზესი ბაღი, სადაც ორი ადამიანი, გოგო და ბიჭი მიდიოდა. დაახლოებით 21 წლისები იქნებოდნენ. ვუყურებდი მათ და რაღაცას ვგრძობდი. მეგონა, რომ მათ ვიცნობდი. თავი ბავშვობაში მეგონა. ფიქრები სრულებით შეიცვალა, ახლა მოვიწყინე. ის ორი ჩემს მეგობრებს, ჯასტინს და ელისს მახსენებდა. გაურკვევლობაში ვიყავი, როგორ შეიძლებოდა რომელიმე აქ ყოფილიყო? ამ ორმა ყველაფერი თავიდან გამახსენა, თავიდან მატკინა გული. იმ წამს ენრიკეზეც ვფიქრობდი, მაგარმ ბოლოს ორივე დავივიწყე. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უბრალო დამთხვევა იყო, უბრალოდ შეიძლება მათი ნავა ძალიან მინდა და ყველგან მელანდებიან. როგორც იქნა სამსახურში მივაღწიე. შენობაში შესვლა ძალიან მაშიებდა. ისევ ის პოლიციელი–კვალავ მიცინის. –ისე, ეს რაღაც ცუდად მიღიმის არა?- ვკითხე საკუთარ თავს. ძალიან გახარებული ვიყავი და სულელური აზრები მიტევდნენ! შენობაში შევედი. ისევ ისეთივე არეულობა დამხვდა. კიბეები ავიარე. მდივანთან მივედი და ვკითხე თავისუფალი იყო თუ არა ჩემი უფროსი. მან მითხრა, რომ თათბირი ჰქონდა და ნახევარ საათში დაამთავრებდა, მანმადე თუ გინდა კაბინეტში დაელოდეო, შემომთავაზა. მის ოთახში შევედი, სავარძელში ჩავჯექი და ისევ იმ ორ ადამიანზე დავიწყე ფიქრი. თვალები დავხუჭე და თავიდან წარმოვიდგინე თავი ტაქსში. იგივე ადგილი და მათი სახე. ვერ ვივიწყებდი, უბრალოდ არ შემეძლო. ნეტავ მართლა ელისი და ჯასტინი იყვნენ? როგორ მინდა ამის პასუხი ვიცოდე. ის მაინც გავიგო კვლავ ნიუ-ორკში არიან თუ არა. იქნებ ჩემი ბრალია მათი დაკარგვა, იქნებ დროა დედას ყველაფერი ვაპატიო. ფიქრებმა ძალიან შორს წამიყვანა. ნახევარი საათი კი გავიდა, მაგრამ ოთახში მაინც მარტო ვიყავი. უფროსის მაგიდას ავხედე და პატარა გოგონას სურათი დავინახე, ლამაზ ჩარჩოში ჩასმული. წარმოვიდგინე, რომ ის გოგონა ჩემი უფროსის შვილი იყო, მაინტერსებდა ეს სიმართლე იყო თუ არა. კარი გაიღო და ენრიკე შემოვიდა. მომესალმა _ პირველ რიგში, უზრდელი არ გეგონო შენობით რომ მოგმართავ, უბრალოდ მე ყველას ასე მივმართავ, რადგან ვინც აქ მუშაობს, ჩემი ოჯახივით მყავს და არაა საჭირო ზედმეტი თავაზიანობები. ისინიც ასე მომმართავენ და მინდა გთხოვო, რომ შენც ასე მოიქცე. _ გეთანხმები, როგორც შენ გინდა, ჩემთვის პრობლემა არაა. _ კარგი, ესე იგი შევთანხმით! ახლა შენი სამუშაოს შესახებ ვისაუბროთ. შეგიძლია დღესვე შეუდგე საქმეს. თავიდან ჩემი მდივანი იქნები, რადგანი ის საქორწინო მოგზაურობაში მიდის. მისი დაბრუნების შემდეგ სხვა ადგილას გადაგიყვანთ. _ ძალინ დიდი მადლობა. _ კარგი, 5 წუთი მადროვე, საბუთებს გავამზადებ. მე თავი დავუქნიე და ისევ იმ სურათს დავუწყე ყურება. ენრიკემ ამომხედა და მკითხა: _ საყვარელია არა? _ ხო... ულამაზესი სახე აქვს. და შენი ვინ არის? _ ამაში გეთანხმები. ჩემი პატარა დაიკოა. ის ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყნად. ჩემი პატარა ანგელოზი. თუ გამოგვივლის, აუცილებლად გაგაცნობ,–გუ;ზე მომეშვა. _ კარგი..... ახლა გავალ, სამუშაოს მოვირგებ. _ თავისუფალი ხარ ჩემგან. ისე, დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები. კიდევ ერთხელ გიმეორებ, თავხედი არ გეგონო. –ჰმ.... _ ჩამეცინა. _ მადლობ, – სავარძლიდან ავდექი და ოთახიდან გავედი, ენჯელა ისევ ოთხაში ავედი. მობილური იქ დამრჩა. უკვე აღარ შემეძლო, ალექსისთვის უნდა დამერეკა. ტელეფონი ავიღე და სწარაფად ავკრიფე მისი ნომერი. - ალო,ალექს, _ და ისევ ცრემლები. - ენჯელა, როგორ ხარ? – მისი სითბო კვლავ ვიგრძენი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ხმას ვეღარ ვიღებდი. - რა ვიცი. ცოტა დამღალა მგზავრომაბ, მაგარმ გამოვიძინე და ახლა არამიშავს. შენ როგორ ხარ? – თბილად ვკითხე. - მე ძალიან ბედნიერი ვარ. – გახარებული ხმა ჰქონდა. - რატომ? ასეთი რა მოხდა? – ცოტა არ მესიამოვნა, უჩემოდ ასეთი ბედნიერი რომ იყო. - ორ კვირაში, კალათბურთის გუნდი ნიუ ორკში მოდის, ფინალში გავედით და... შენ გნახავ! - რაა? ორ კვირაში? ასე მალე? – ყველაფერი ერთად მივაყარე. უბედნიერესი ვიყავი, მას ვნახავდი. თან მხოლოდ ორ კვირაში. - ხო, ხო და კიდევ ხო. ენ, ახლა წავედი, უნდა ვივარჯიშოთ. - კარგი, აბა შენ იცი. - მენატრები.. – ეს მითხრა და ტელეფონი სწარაფად გათიშა. ისე, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი. ლოგინზე დავხტი და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შევხვდებოდით ერთმანეთს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სასტუმროში გაჩერება აღარ შემეძლო. ჩემოდანი ისევ ამოულაგებელი მქონდა. უცებ ამოვყარე ტანსაცმელი და კარადაში შევალაგე. მხოლოდ მოკლე ჯინსის კაბა და მაისური დავიტოვე. ჩემი საყვარელი კედები ჩავიცვი, სასტუმროს კარი დავკეტე და სწარაფად გავიჭერი ქუჩაში. ახალა ბავშვობის მოგონებები არ მასვენებდნენ. უაზროდ მივდიოდი გზაში, თვალწინ მედგა ელისი, ელიზაბედი და ჩემი თავი. როგორ მივსეირნობდით სკოლის შემდეგ ქუჩაში. მერე ჯასტინს გავუვლიდით და ოთხივე ერთად მივდიოდით ელიზაბედთან. მისი მშობლები გამუდმებით მოგზაურობდნენ და სახლში მხოლოდ აღმზრდელი-რენე რჩებოდა. ჯერ საჭმელს გვაჭმევდა, შემდეგ ავიდოდით ელიზაბედის ოთახში და ვმეცადინებდით, მერე კი ოთხივე ერთად გადავეშვებოდით აუზში... ფიქრებიდან ვიღაც გოგოს წიკვინა ხმამ გამომაფხიზლა. _ ცოტა ფრთხილად რა, თუ შეიძლება... – უკან მოვბრუნდი და გავშრი. ეს გოგო საშინლად ჰგავდა ელისს, მაგარმ ის აქ არ იქნებოდა, უბრალო დამთხვევა იყო. - მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ, – თბილად ვუთხარი და გავიღიმე. - არაუშავს, მე ელის ჰოდსონი ვარ, _ მომავალი ვარსკვლავი. და თავისთვის ჩაეცინა. - რაააააა?? ელის ჰოდს.. _ მგონი ჩემი ვარაუდი გამართლდა და როგორც მე ვიფიქრე ეს უბარლო დამთხვევა არ იყო. - ხო... და ასე რამ გაგაკვირვა? _ ხელი ჩავავლე და სწრაფად წავათრიე. იქვე ახლოს პატარა ბარი იყო. - ეი, გოგონა ზედმეტები მოგდის, არა? _ უკვე ბრაზდებოდა. ხმას არ ვიღებდი. ბარში შევედით. სკამზე დავსვი და ხელი გავუშვი. _ აქ რას აკეთებ? _ როგორც იქნა ხმა ამოვიღე. _ შენი საქმე არაა. უცხოებს არ ველაპარაკები ჩემზე. – და ვინ გითხრა, რომ უცხო ვარ? – სწრაფად ვთქვი და ტუჩზე ვიკბინე. დაბნეული სახე ჰქონდა. – რააა? ნუთუ..... ენჯელააა?!! ელისი დილით ადრე გავიღვიძე. არ მინდოდა სამსახურში დამეგვიანა. აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. წყალმა უფრო გამომაფხიზლა. ჩემს გარდერობში შევედი, რომელსაც ერთი ოთახი ჰქონდა დათმობილი. დიდხანს ვფიქრობდი რა ჩამეცვა და ბოლოს შანელის მოკლე იასამნისფერ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შევაჩრე არჩევანი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სამოსის შესაფერისი პატარა ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე ავტოაუქციონზე წავეყვანე, გადავწყვიტე ავტომობილი შემეძინა. იქ ჯასტინი უნდა დამხვდეს. რამდენი ხანია არ მინახავს. როგორ მომენატრა. ძმა ყოველთვის მინდოდა, მაგარმ სამწუხაროდ არ მყავდა. ჩემთვის, ელიზაბედისა და ენჯელასათვის ჯასტინი როგორც ძმა ისე იყო. ნეტავ მას თუ აქვს რომელიმესთან კონტაქტი? იქნებ მისგან მაინც გავიგო რამე მათზე. უზარმაზარ შენობაში შევედი და თვალით ჯასტინის ძებნა დავიწყე. უცებ დავინახე, რომ ჩემსკენ კონსულტატი წამოვიდა. - გამარჯობათ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ თავაზიანად მკითხა. - გამარჯობათ. მე ელის ჰოდსონი ვარ. მგონი გაგაფრთხილეს რომ უნდა მოვსულიყავი, არა? _ საქმე იმაშია, რომ ჯასტინი ამ მაღაზიის მფლობელია. თანამშრომლები გააფრთიხლა ჩემს მისვლაზე, რადგან პირდაპირ მასთან მივეყვანე და ძებნა აღარ დამჭირვებოდა. - ელის ჰოდსონი. ხო, რა თქმა უნდა. აქეთ მობრძანდით, – მითხრა და წინ გამიძღვა. მეც უკან მივყევი. - აი, მისტერ ჯასტინის კაბინეტიც, _ “მისტერზე” თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ავტეხე. - დიდი მადლობა. შეგიძლიათ წახვიდეთ. მე თვითონ შევალ,_ ვუთხარი, როცა სიცილი დავამთავრე. კონსულტატმა უკმაყოფილოდ აიბზიკა ცხვირი, მაგარმ მაინც წავიდა. ჯასტინის კაბინეტს კარებთან მივედი და დავაკაკუნე. _ მისტერ ჯასტინ, შეიძლება შემოვიდე? – ხმა შევიცვალე სპეციალურად რომ არ ვეცნე. _ მობრძანდით, - გაისმა ჯასტინის ხმა. კარი გავაღე და შევედი. ჩემთვის არ შემოუხედავს, რაღაც ქაღალდებში ჰქონდა ჩარგული თავი. _ რა ხდება, ელის ჰოდსონი ხომ არ მოსულა? _ ისევ ქაღალდებს უყურებდა. _ ჰმ... თუ მეხსიერება არ მღალატობს, ელის ჰოდსონი მე ვარ. ამ სიტყვებზე ჯასტინმა უცბად შემომხედა. ერთი წუთი გაკვირვებული მიყურებდა, მე კი ვუღიმოდი. უეცრად სკამიდან წამოდგა და ჩამეხუტა. _ ელის, როგორ შეიცვალე, ქუჩაში რომ მენახე, ვერც გიცნობდი. გამეცინა. რა თქმა უნდა შევიცვალე. ექვსი წელია ჯასტინი არ მინახავს. _ მე მშვენივრად ვარ. არც გამკვირდებოდა, რომ ვერ გეცნე. ამ წლების განმავლობაში მართლა შევიცვალე. მოდი, ახლა შენზე ვილაპარაკოთ. _ რა ხდება ახალი? ჰო, ისე, მშვენიერი კაბინეტია, _ მართლა ძალიან გემოვნებიანად იყო მოწყობილი. _ გმადლობ, მოდი დავსხდეთ, _ ხელით სკამზე მანიშნა. _ ჩემთან ყველაფერი კარგადაა. როგორც ხედავ, ბიზნესიც ავიწყვე და ყველაფერი თავის კალაპოტში მიდის. _ მიხარია. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. კიდევ რამე ხომ არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი? _ ჯასტინის სახეს დავაკვირდი, მას კი გაეცინა. _ მგონი ვხვდები რასაც გულისხმობ, მაგრამ მაგ მხრივ არაფერი სერიოზული. და შენსკენ? _ შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა. _ ოხ, ჩემსკენ ისეთი ამბებია... _ ჯასტინმა დაჭვებულად შემომხედა, მე კი სიცილი ავტეხე. _ რა? სასაცილო რა არის? _ ვერ მიხვდა. _ არაფერი, უბრალოდ... შენი სახე უნდა გენახა, _ და ისევ სიცილი ავტეხე. _ ჰმ... _ მარტო ამის თქმა მოახერხა. _ ჩამსკენაც არაფერია სერიოზული. მითუმეტეს ნიუ ორკში სულ ორი დღეა რაც ჩამოვედი,მაგრამ ჩემი დაქალი ფიქრობს, რომ უკვე ვიღაც ბიჭი უნდა გამეცნო, _ ახლა ორივემ ერთად დავიწყეთ სიცილი. _ რომელი დაქალი, ელიზაბედი თუ ენჯელა? _ დაინტერსებულმა მკითხა ჯასტინმა. მოვიღუშე. მათ ჩემს დაქალებს ვეღარ დავარქმევდი. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყდა. _ არა. მათ შესახებ უკვე ექვსი წელია არაფერი მსმენია. ნიუ ორკიდან რაც წავედით ჩვენი ურთიერთობა მაშინვე გაწყდა, _ თავი ჩავღუნე და ჩემს ხელებს დავუწყე ცქერა. _ რატომ? ასეთი რა მოხდა თქვენს შორის? _ დაიბნა ჯასტინი. _ საქმეც იმაშია, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. ასე ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს. ხანდახან მგონია, რომ აქედან სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად წაგვიყვანეს. _ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ელისთან და ენთან კონტაქტი დაახლოებით ერთი წელი მქონდა. ისიც ძალიან იშვიათად და ინტერნეტით. ნუთუ ჩემთან ურთიერთობაც აუკრძალეს? _ აბა რა გითხრა. დღემდე არ ვიცი ამ ყველაფრის მიზეზი,_ამოვიხვნეშე. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო. _ ხოდა, ახლა რადგან მე და შენ მაინც ვნახეთ ერთმანეთი, შევეცადოთ ენჯელა და ელი მოვძებნოთ. _ კარგი იდეაა, მაგრამ როგორ? ვენეციაში გავფრინდეთ თუ ესპანეთში, _ ეს იდეა რაღაც არარეალურად მომეჩვენა. _ მაგას მერე მოვიფიქრებთ. ახლა კი, წამოდი გარეთ გავიდეთ და ნაყინი ვიყიდოთ, _ ჩემს პასუხს არც კი დაელოდა ისე წავიდა კარისკენ. _ ჰეი, დამელოდე. _ უკან მივაძახე. ნაყინი ვიყიდეთ და ნიუ ორკის ქუჩებში დავიწყეთ სეირნობა, როგორც ბავშვობაში. ძველ დროს ვიხსენებდით და ვიცინოდით. მიხარია ჯასტინი რომ მაინც ვნახე. ნახევარი საათი ვისეირნეთ და ისევ მაღაზიაში დავბრუნდით. _ ესე იგი, მანქანის ყიდვა გინდა, არა? _ მკითხა ჯასტინმა. _ ხო. ტაქსებით სიარული მომბეზრდა, მაგრამ მანქანა არჩეული არ მაქვს. იმედი მქონდა შენ დამეხმარებოდი, – მანქამები ძალიან მიყვარდა, მაგარმ არც თუ ისე კარგად ვერკვეოდი მათში. _ რა პრობლემაა. შენ მარტო ის მითხარი, დაახლოებით როგორი გინდა? _ რა ვიცი აბა....... ალბათ უფრო სპორტული. თუმცა არც ისეთი ბიჭური. _ კარგი. წამოდი დავათვალიეროდ. _ ეს ASTON MARTIN VI2- ია ასეთი ვერცხლისფერიცაა, მაგრამ მგონი შავი ჯობს. _ მართლა კარგი მანქანაა. მაგრამ ეს უფრო შენთვისაა ვიდრე ჩემთვის, _ მართლაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ საჩემო არა. _ PORCHE 911 GT2 RH? _ ეე... არა... საერთოდ პორშეს მარკის მანქანები იშვიათად მომწონს. _FERRARI CALIFORNIA? – ჯასტინმა წითელ მანქანაზე მანიშნა. _ აი, ეს კი ძალიან მომწონს. ზუსტად საჩემოა, _ მანქანასთან მივედი და დათვალიერება დავიწყე. _ კიდევ კარგი, თორემ მეგონა შენს მოსაწონ მანქანას ვერსდროს ვნახავდით, _ გაეცინა. საათზე დავხედე, 11-ის ნახევარი იყო 11-ზე უკვე უფისში უნდა ვიყო. ჯანდაბა! იმედია არ დავიგვიანებ. _ ჯასტინ, სამსახურში მაგვიანდება, დოკუმენტები სწრაფად გავაფორმოთ კარგი? _ ხო, რა თქმა უნდა. ხუთ წუთში ყველაფერს მოვაგვარებ. ექვს წუთში უკვე ჩემს ახალ მანქანაში ვიჯექი და ნიუ-ორკის ქუჩებში მივქროდი. ვგიჟდები სიჩქარეზე! მანქანა ოფისის წინ გავაჩერე. უზარმაზარი შენობა იყო. გარედან თითქმის სულ შუშის. შიგნით შევედი, ლიფტი მოვძებნე და 14-ს მივაჭირე. შენობა 18 სართულიანი იყო, მაგარამ ჩემი უფროსის კაბინეტი 14-ზე. ლიფტის კარი გაიღო და გამოვედი. აქეთ-იქით მიმოვიხედე, ბოლოს გადავწყვიტე მდივანთან მივსულიყავი. _ გამარჯობათ. მე ელის ჰოდსონი ვარ. ელენა რობინსონთან მაქვს შეხვედრა დანიშნული. _ ერთი წუთით, _ მდივანმა კომპიუტერში რაღაცის ძებნა დაიწყო. _ აქეთ მობრძანდით, _ კარებზე მანიშნა და წინ გამიძღვა. _ უკაცრავად, ქალბატონო ელენა. ელის ჰოდსონი მოვიდა. ელენამ შემომხედა და გამიღიმა. მეც იგივე გავაკეთე. _ ერიკა, შეგიძლია წახვიდე, ორი ყავა მომიტანე. შენ კი ელის, ჩამოჯექი აქ, _ ხელით სკამზე მანიშნა. - როგორ ხარ ელის? მიხარია, რომ მოხვედი, მშვენივრად გამოიყურები, _ ყველაფერი ერთად მომაყარა. _ დიდი მადლობა. თქვენც არაჩვეულებრივი ხართ. ვერ წარმოგიდგენიათ მე როგორ მიხარია აქ რომ ვარ. _ ელენა დამიძახე ძვირფასო. შენს შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენ თვითონ თუ მომიყვები უფრო კარგი იქნება. მოდელობა რატომ აირჩიე მესმის, მაგრამ ფოტოგრაფია? _ ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებდა. სურათების გადაღება ყოველთვის ჩემი ჰობი იყო. _ აი, თქვენი ყავაც, _ ოთახში ერიკა შემოვიდა. _ გმადლობ. შეგიძლია წახვიდე, _ უთხრა ელენამ, როცა ერიკა უკვე აშკარად აღარ აპირებდა ოთახიდან გასვლას. მე და ელენამ კიდევ ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. ლაპარაკი რომ დავამთავრეთ, მე-13 სართულზე ჩავედით რათა ფოტოსესია დაგვეწყო. საგრიმიოროში შემიყვანეს და მაკიაჟი გამიკეთეს. ELI SABIS კაბა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თითქმის არაფერს ფარავდა. თავიდან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი, მაგარმ მერე შევეჩვიე. ფოტოსესია მშვენივრად მიდიოდა. ფოტოგრაფი მართლაც პროფესიონალი იყო. ხუთი წუთი შესვენება გამოაცხადეს. ასისტენტებმა წყალი მომიტანეს. _ ოჰო, აქ რა ხდება? – ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვიდა და თვალიერება დამიწყო. _ გამარჯობა, – მხიარულად მითხრა და თვალი ჩამიკრა. _ გამარჯობა, – ცივად ვუთხარი და ზურგი შევაქციე. _ ახალი ხარ? აქამდე არ მყავხარ ნანახი, _ მისი ხმა პირდაპირ ჩემ ყურთან გავიგონე. მკვეთრად მოვტრიალდი და მის ზღვისფერ თვალებს შევეჩეხე. ოკეანესავით უძირო თვალები, რომლებიც საშინლად მიზიდავდნენ. ეცბად გამოვფხიზლდი და თვალი ავარიდე. _ ხო, მაგრამ ეს შენ არ გეხება, – მივახალე და სავარძლისკენ წავედი. _ მაიკლ, რა კარგია რომ მოხვედი, ძალიან გამიხარდა, – ლამის კისერზე ჩამოეკიდა ერიკა. ირონიულად ჩამეცინა და ეს მაიკლმაც შემჩნია. _ მეც მიხარია. არ გინდა ეს მშვენიერი გოგო გამეცნო? – ხელით ჩემზე ანიშნა. ერიკას ღიმილი მაშინვე გაქრა. _ მაიკლ, ეს ელის ჰოდსონია. ახალი მოდელი და ფოტოგრაფიც. ეს კი მაიკლ რობინსონია, – ელენას შვილი,–რა??? უფროსის შვილთანღა მაკლდა პრობლემები. ჩემი შოკირებული სახე მაიკმა შეამჩნია და ჩაეცინა. _ გადაღებებს ვიწყებთ, – დაიყვირა ფოტოგრაფმა. ყურადღება არცერთისთვის არ მიმიქცევია ისე წავედი ჩემს ადგილას. ფოტოსესია კიდევ ერთი საათი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, მაიკლი სულ იქ იყო და თვალს არ მაშორებდა. იდიოტი მექალთანე!!! მანქნა ჩემი სახლის წინ გავაჩერე და გადმოვედი. შხაპი უცბად მივიღე. სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ სარბენად გავედი. ლონდონში საღამოთი ყოველდღე დავრბოდით მე და ნიკოლი. უცებ რაღაც, უფრო სწორად კი ვიღაც დამეჯახა. _ ცოტა ფრთხილად რა, თუ შეიძლება, - ცივად ვუთხარი. გოგონა შემობრუნდა და რამდენიმე წუთი გაკვირვებული მიყურებდა. _ ვერ შეგამჩნიეთ, დიდი ბოდიში, - კარგი მეგობარივით გამიღიმა. ბოდიში რაში მჭირდება ყურსასმენები გამიწყვიტა. _ არაუშავს, მე ელის ჰოდსონი ვარ, _ მომავალი ვარსკვლავი. ჩემს სიტყვებზე გავიცინე. გამოტრიალებას ვაპირებდი, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა. _ ელის ჰოდს... _ უეცრად ხელი ჩამავლო და ბარში შემიყვანა, მაგიდასთან რომ დავსხედით, როგორც იქნა ხელი გამიშვა. _ აქ რას აკეთებ? _ შენი საქმე არ არის. უცხოებს პირად ცხოვრებაზე არ ველაპარაკები, _ სკამზე უფრო კომფორტულად მოვკალათდი. _ და ვინ გითხრა რომ უცხო ვარ? _ უცრბდ მომახალა უცნობმა. სახეზე დავაკვირდი, საშინლად მეცნო... _ რა..? ნუთუ... ენჯელა? _ შოკირებული ვიყავი. _ ელის! _ ერთმანეთს გადავეხვიეთ. არ მჯეროდა, რომ ის მართლა ენჯელა იყო. ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. ნუთუ ჩემი დაქალი ვიპოვე? _ აქ რას აკეთებ? _ ორვემ ერთად ვთქვით და გაგვეცინა _ სამსახურის გამო ჩამოვედი. კარგი შემოთავაზება იყო. ჩემი ოცნება ავისრულე. მოდელიც გავხდი და ფოტოგრაფიც, _ გავიღიმე. _ მართლა? მიხარია. მეც ფოტოგრაფი ვარ. იმედია კარგ სამუშაოს ვიშოვი, რაც ესპანეთში გამიჭირდა. _ ელიზაბედზე ხომ არფერი იცი? _ ვკითხე იმის იმედით, რომ რამეს მეტყოდა. _ სამწუხაროდ არა. რაც ესპანეთში წავედი, მასთანაც გამიწყდა ურთიერთობა როგორც შენთან. არადა რა კარგი იქნებოდა ელიზაბედიც რომ ჩვენთან იყოს, ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე, _ მოიღუშა. მინდოდა მისთვის ხასიათი გამომეკეთებინა და სწრაფად ვუთხარი. _ სამაგიეროდ ახლა შესანიშნავ ამბავს გეტყვი. დღეს ჯასტინი ვნახე და ხვალ ორივე წავალთ მასთან, _ეს ამბავი ძალიან გაუხარდა. წარმომიდგენია ჯასტინის რეაქციაც. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, ბავშვობა გავიხსენეთ. ერთმანეთს მოვუყევით რა გადაგვხდა ამ ექვსი წლის განმავლობაში. ღამის 10 საათი იყო ბარიდან რომ გამოვედით. ის სასტუმროში წავიდა, მე კი სახლში დავბრუნდი. შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ძალიან მიხარია, რომ ენი ვიპოვე და იმედი მაქვს, ელიც მალე ჩვენთან იქნება.
| |
|
|