♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 4:27 PM | შეტყობინება # 204 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 13 სახლში ისე მივედით აღარც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მე გაბუტული ვიყავი მამაზე და იმიტომ ვიჯექი ჩუმად, დანარჩენებს კი არ ვიცი რა ეტაკათ. ჯესი ასეთი წყნარი არასდროს მენახა, ალბათ ახლა მამას თვალწინ იკავებდა თავს. სახლში მისვლისთანავე ოთახში ჩაკეტვა და კარგად ტირილი მინდოდა, მაგრამ ვინ დამაცადა?! დედამ ყველაფერი გამომკითხა თუ რატომ დავაგვიანე და რატომ ვიყავი ჯესისთან ერთად. მოვატყუე, ვითომ მასწავლებელმა დაგვტოვა გვიანობამდე, რაღაც პროექტის გასაკეთებლად და სკოლაშიც იმიტომ ვიყავითთქო, მაგრამ არ დაიჯერა. მაშინ სველი რატომ ხარო? ან ჯესის მოსაცმელი რატომ გაცვიაო? მოკლედ დედა ვერ დავაჯერე, მაგრამ შევპირდი რომ ცალკე როცა ვიქნებოდით ყველაფერს მოვუყვებოდი. მამას ჯესი ძალიან მოეწონა და სავახშმოდ ჩვენს მაგიდასთან მოიწვია, არადა ქვეშევრდომებს აქ არასდროს ვსვამდით. ჯესი ძალიან კმაყოფილი იყო და მთელი საღამო მამას ელაპარაკებოდა, მე კი ეშლიმ მომწერა, რომ ხვალ ისთვის ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომეყოლა. როგორც იქნა დედამ და მამამ დასაძინებლად წასვლა გადაწყვიტეს და ზემოთ ავიდნენ. სანამ ავიდოდნენ მამამ ჯესის რაღაც გადაულაპარაკა და შემდეგ თვალი ჩაუკრა. როდესაც მარტო დავრჩით უხერხულობა ვიგრძენი და ჩემს ოთახში ასვლა დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე ჯესისთვის ახსნა-განმარტება მომეთხოვა. -ჯესი, რატომ გადაწყვიტე, რომ მაინც და მაინც ჩემს სახლში გემუშავა?-საკმაოდ უხეშად წარმოვთქვი. -ელ, შენი მშობლები აქ აღარ არიან, რა გჭირს რანაირად ლაპარაკობ? -მართლა? მე მეგონა აქ იყვნენ. მიპასუხე ჩემს კითხვაზე ძალიან გთხოვ? -რა დაგემართა? რა ბზიკმა გიკბინა ელ? რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს მუშაობა? -არაფერიც არ დამმართნია. მუშაობა რომ გინდა ეგ გასაგებია, მაგრამ რატომ ჩემს სახლში? -ელ, ეგ არამგონია ძნელი გასაგები იყოს-თქვა და გვერდით მომიჯდა. -დიახ, ჩემთვის ძნელი გასაგებია-მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ამაოდ. მის სიახლოვეს როცა ვიყავი გაბრაზებას ვერ ვახერხებდი. -იმიტომ გადავწყვიტე შენს სახლში მუშაობა, რომ შენთან ახლოს ყოფნა მინდოდა, ახლა გასაგებია? თუ რამე პრობლემა გაქვს წავალ. -არა არა, მე ეგ არ მითქვამს. თუ მუშაობა გინდა იმუშავე, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს-აფორიაქებულმა სასწრაფოდ მივაყარე. -ჰო მართლა, არ გინდა ჩემი ოთახი მანახო? -კიბატონო, წამომყევი. ჯესის მაღლა ავუძეხი და თავისი ოთახი ვანახე. ნივთები არაფერი ჰქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მამას ისე მოეწონა ჯესი, რომ მისთვის რაღაცეების შეძენაც მოუსწრია. ეს უკვე მაღიზიანებდა. როცა ჯესის თავისი ოთახი კარგად შევასწავლე გამოსვლა დავაპირე, მაგრამ ჯესიმ ხელი ჩამავლო და დამიჭირა. -ელ, დილას რაღაც უნდა მეთქვა შენთვის. -ვიცი, მაგრამ გთხოვ ახლა არ გინდა. მერე მითხარი, ახლა ძალიან მეძინება-სასწრაფოდ დავიძვრინე თავი და ჩემს ოთახში გავვარდი. ჯესიმ კი თავისი მზერით გამაცილა. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მომეფიქრებინა. ჯესისგან თავის შორს დაჭერა სისულელე იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემს სახლში ცხოვრობდა, მისთვის შეურაწყოფის მიყენება კი უბრალოდ არ შემეძლო. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ამდენი ფიქრისგან უკვე თავი ამტკივდა და გადავწყვიტე რომ დილით გოგონები დამეხმარებოდნენ. დღევანდელი დღითა და ამდენი ემოციით დაღლილს მალევე ღრმად ჩამეძინა. -ეელ, დღეს სკოლაში არ მოდიხარ?-დილით ჯესის ხმამ გამაღვიძა. - ჯერ ადრეა-ჩავიბურტყუნე და გვერდი ვიცვალე. -კი ძალიან ადრეა, სკოლის დაწყებამდე ნახევარი საათია დარჩენილი. -რაა?-მაშინვე გამოვფხიზლდი და საწოლიდან წამოვხტი. როგორც ჩანს მაღვიძარამ არ დარეკა, ან გამოვრთე, მაგრამ ის აშკარა იყო, რომ სკოლაში წასვლას ვეღარ ვასწრებდი. -ჯანდაბა, ჯანდაბა! ვაგვიანებ-გავყვიროდი და თან ტანსაცმელს ვარჩევდი. -კარგი ელ, დაწყნარდი, მივასწრებთ როგორმე-მხოლოდ ჯესის ხმის გაგონებისას გამახსენდა რომ აქ იყო და საშინლად შემრცხვა, იმიტომ რომ უკვე ჩაცმას ვაპირებდი. -ჩემი ოთახიდან აორთქლდი და დაბლა დამელოდე. თავის დაძვრენა არც კი იფიქრო, მაინც მოგიწევს იმის ახსნა თუ როგორ შემოხვედი ჩემს ოთახში. -კარგი ხო, მაგრამ მალე. ისე ეგ თეთრი კაბა ძალიან მოგიხდება, ეგ ჩაიცვი-ჩემს საყვარელ კაბაზე მანიშნა ჯესიმ, მაგრამ როცა დაინახა რომ ბალიშის სასროლად ვემზადებოდი სიცილით გავიდა ჩემი ოთახიდან. რა თქმა უნდა აბაზაის მიღება და კრემის წასმა ვერ მოვასწარი. არც ტანსაცმლის ასარჩევად მეყო დრო, ჯესის მითითებული თეთრი კაბა ჩავიცვი და ჯესის გავძახე რომ მანქანა დაექოქა სანამ მე ჩავიდოდი. ჩავედი თუ არა, მაშინვე მანქანაში შევხტი და ამოვისუნთქე. -ახლა ამიხსენი როგორ შემოხვედი ჩემს ოთახში და თუ შეიძლება სისწრაფეს ცოტა მოუმატე, დავაგვიანებთ. -კარი არ გქონდა ჩაკეტილი და მამაშენმა კიდევ მითხრა, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო შემოსვლა. ჰოდა მართლა, ახლა რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე, კარგი?-საყვარელი თვალებით შემომხედა ჯესიმ. -კარგი მითხარი. -სკოლაში არ ვაგვიანებთ, წინ კიდევ ერთი საათი გვაქვს. -რააა?-იმხელაზე ვიკივლე, რომ მგონი მანქანა შეზანზარდა-იდიოტი ხარ, ნამდვილი კრეტინი! სახის კრემის წასმაც კი ვერ მოვასწარი! ის კი არა კაბაც ვერ ავარჩიე ნორმალურად! ჩემი თმები?! გაშლილი თმებით წამოვედი სკოლაში და რაც მთავარია, არმანის ნაცვლად სხვა ბრენდის სამოსი ჩავიცვი! -კარგი რა, ბოდიში ხომ მოგიხადე. და დაიცა, მერე რა რომ სხვა ბრენდი ჩაიცვი? -დღეს ოთხშაბათია და არმანი მიწევდა. დღეების მიხედვით ვიცმევ ტანისამოსს-ამის გაგონებაზე ჯესი ჯერ გაწითლდა, შემდეგ კი უცბად გასკდა და სიცილი ატეხა. -რა არის აქ სასაცილო ერთი გამაგებინე! რა უნდა ვაკეთო მთელი ერთი საათი სკოლაში? -აუ, ყველაფრისგან პრობლემას რატომ ქმნი? მანამდე სადმე გავიაროთ. თუ გინდა ”ჩემს პლიაჟზე” წავიდეთ, მაინც ახლოსაა სკოლასთან. -არა, მაგას ჯობია ეშლისთან გამიყვანო, მაკიაჟს გავიკეთებ და მერე სემსაც გავუაროთ. -დიახ ქალბატონო-გამიცინა ჯესიმ. ჩემი დახმარებით ძლივს მიაგნო ეშლის სახლს. ეშლის ჩემი და ჯესის ერთად ერთ მანქანაში დანახვისას თვალები გაუბრწყინდა და ჩემსკენ გამოექანა. -ელ რა ხდება? ასე ადრე რატომ გამომარეთ?-თ-ს ხაზი გაუსვა. -ამ ვაჟბატონმა დილით მომატყუა ვითომ სკოლაში ვაგვიანებდით და ადრე გამაღვიძა. წარმოგიდგენია, მაკიაჟის გაკეთებაც კი ვერ მოვასწარი! გეხვეწები შენთან გავიკეთებ რა. -კი ელ რა პრობლემაა, შემოდი. ჯეს შენც შემოდი თუ გინდა. -არა, ჯესი დარჩება. თუ არ უნდა რა თქმა უნდა რომ მოდაზე ლაპარაკის მეტი არაფერი მოისმინოს. -რა თქმა უნდა დავრჩები, თორემ ჩკუიდან გადამიყვანთ. მე და ეშლი სასწრაფოდ ეშლის საძინებელში შევვარდით.სემიც იქ დაგვხვდა, თურმე ადრე მოსულა, რომ ეშლის მათემატიკაში დახმარებოდა, მაგრამ როცა ბევრი წვალების შემდეგ ვერაფერი გააგებინა, გადაწყვიტა თვითონ დაეწერა ეშლის დავალებაც. მე თან მაკიაჟს ვიკეთებდი და თან გუშინდელ ამბებს ვუყვებოდი გოგონებს. რჩევაც ვკითხე რა შეიძლება გავაკეთეთქო, მაგრამ ვერაფერი მირჩიეს, იმიტომ რომ ორივეს უნდოდა, რომ ერთად ვყოფილიყავით. ბოლოს როგორც იქნ მოვწესრიგდი და გარეთ გავედით. როდესაც ჯესის გვერდით დავჯექი გოგონებმა ჩუმად ჩაიხითხითეს, მაგრამ მე არაფერი შემიმჩნევია. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ სკოლაში, მართლაც რომ დიდი სასწაული მოხდა. მაშინ, როდესაც ჯესი მანქანას ავტოსადგომზე აყენებდა და მე და გოგონები ”ჩვენს ბაღში” ვსეირნობდით, ჩვენთან კეიტი მოვიდა. -ბავშვებო, დღეს ჩემს სახლში წვეულებას ვმართავ და მინდა რომ თქვენც მოხვიდეთ. თან ამ წვეულებით ბოდიშსაც მოგიხდით ჩემი საქციელებისთვის, ხომ მოხვალთ?-საოცრად დამაჯერებლად ლაპარაკობდა კეიტი. -რა თქმა უნდა არა გველო-მიაძახა ეშლიმ, შემდეგ ორივეს ხელი ჩაგვკიდა და წაგვათრია. სანამ წავიდოდით კეიტმა მომაძახა: -ელ, ძალიან გთხოვ შენ მაინც მოდი, გეხვეწები. მისი ასეთი საქციელი ძალიან უცნაურად მომეჩვენა და გადავწყვიტე გამერკვია აპირებდნენ თუ არა სემი და ეშლი წვეულებაზე წამოსვლას. -ბავშვებო, დღეს წავიდეთ კეიტთან? -მაგ გველთან მე არ წამოვალ და არც თქვენ გაგიშვებთ!-მკაცრად თქვა ეშლიმ. -კი მაგრამ ეშლი, იქნებ სიმართლე თქვა? -ოო კარგი რა ელ, როგორ შეიძლება, რომ მართლა ნანობდეს თავის საქციელს. არა ეს ხომ ნამდვილი სისულელეა-ლაპარაკში ჩაერთო სემიც. -აი მე კი ვფიქრობ, რომ შეიცვალა. ჩვენი რა მიდის, წავიდეთ და თუ სიტუაცია არ მოგვეწონება მალევე წამოვიდეთ. -აუ შენ ჯესიმ სულ გაგაგიჟა ხო? ადამიანები არ იცვლებიან ელ! -ეშლი გეყო! რა შუაშია აქ ჯესი? მე მინდა და წავალ! -ჰოდა მაშინ მარტო მოგიწევს წასვლა! -კიბატონო! -გოგონებო, ნუ ჩხუბობთ რაა-შეგვეხვეწა სემი. -ჰოდა მაშინ გადაიფიქროს იმ გველთან წასვლა. -ცნობისათვის არც ვაპირებდი იქ წასვლას, მაგრამ ახლა შენს ჯინაზე წავალ! ხომ იცი, რომ ვერ ვიტან როცა რაღაცას უმიზეზოდ მიშლიან. -კიბატონო წადი, მაგრამ ჩვენს გარეშე-თქვა სემმა-ახლა კი შერიგდით. სემის სიტყვებმა გაჭრა და ეშლი ჩამეხუტა, მაგრამ მაინც ბრაზობდა ჩემზე. მითხრა დღეს მაგაზე ხმა არ ამოიღო თორემ არ ვიცი რას გიზავო, შემდეგ კი კლასში შევედით. გაკვეთილს მისტერ ბლექი გვიტარებდა და მე მზერით შემჭამა, ჯესი კი კითხვებით. დღეს ჯესის გვერდით აღარ ვიჯექი, მაგრამ მისი მზერა მაინც მწვავდა. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ კაფეტერიაში ჩავედით და ჩვენს ჩვეულ ადგილას დავჯექით. ჯესი კი თავის ახალ მეგობრებს მიუჯდა გვერდით, თან ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოეცილებინა. ის-ის იყო ეშლი თავისი და ენდრიუს გუშინდელი პაემნის მოყოლას აპირებდა, რომ ჩვენს მაგიდასთან კეიტი აიტუზა და ჩაახველა. -გოგონებო, რა გადაწყვიტეთ, წამოხვალთ? -ჩვენ არა, მაგრამ ელი წამოვა-უპასუხა სემიმ, ეშლი კი თავს ძლივ იკავებდა, რომ თმაში არ სწვდენოდა. -კარგი ელ, მაშინ საღამოს რვისთვის გელოდები ჩემს სახლში. გზა ხომ იცი? თუ გინდა მოვალ და წაგიყვან-ძალიან მონდომებული იყო კეიტი. -არა კეიტ, ჩემით მოვალ. მაგრამ მაინც რატომ გადაწყვიტე რომ მეც უნდა ვიყო შენს წვეულებაზე? -ადამიანები იცვლებიან ელ, მეც მინდა რომ შევიცვალო. აბა დროებით-თქვა კეიტმა და ჩვენს მაგიდას გაეცალა. კეიტზე გამწარებულმა ეშლიმ იმდენი ილაპარაკა, რომ ტვინი გაგვიბურღა მეც და სემსაც. კიდევ ბევრი მეხვეწა რომ კეიტთან არ წავსულიყავი, მაგრამ მაინც ვერ გადამაფიქრებინა და შემეშვა. მხარდამჭერთა გუნდის ვარჯიშზე მაყურებლების სკამზე ვიღაც ბიჭი შევნიშნე, რომელიც მოშტერებული მიყურებდა და არ მესიამოვნა. ეს ბიჭი კიდევ რამოდენიმეჯერ შევნიშნე სკოლის ეზოში და ავტოსადგომზე და რაღაცნაირად ავფორიაქდი, მაგრამ შემდეგ ჩემი თავი დავარწმუნე რომ სანერვიულო არაფერი იყო. სახლში ჯესიმ გმიყვანა და დღევანდელი დღის ამბები გამომკითხა. როდესაც ვუთხარი, რომ კეიტთან ვაპირებდი წასვლას ძალიან გაუკვირდა და მთხოვა რომ გადამეფიქრებინა, ამდენმა წინააღმდეგობამ კი უფრო მომანდომა კეიტთან წასვლა და სახლში მისვლის შემდეგ ტანსაცმლის შერჩევით დავკავდი. ბოლოს არჩევანი შავ მინი ქვედაბოლოსა და თეთრ დეკოლტეზე შევაჩერე. თმაც ლამაზად დავივარცხნე და გავიშალე. როდესაც წასასვლელი დრო მოახლოვდა რაღაცნაირად ავფორიაქდი, მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე. ზუსტად რვა საათზე კეიტთან მივედი. საკმაოდ კარგი გარემო დამხვდა და ყოველგვარი მღელვარება გამიქრა, კეიტიც ძალიან თბილად მექცეოდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მოინანია. მისი სხვა სტუმრებიც გავიცანი და კარგად გავერთე. უცბად სტუმრებს შორის ის ბიჭი ამოვიცანი, რომელიც დღეს სკოლაში რამდენჯერმა შევნიშნე და დავასკვენი, რომ სინამდვილეში ჩემით კი არა, კეიტით იყო დაინტერესებული. ჩემი აზრის სიცრუეში მალევე დავრწმუნდი, იმიტომ რომ მუსიკა ჩაირთო თუ არა ბიჭმა მაშინვე მე გამიწვია საცეკვაოდ. არც მე მითქვამს უარი და გავყევი, არც კი ვიცი რატომ.ცეკვის დამთავრების შემდეგ ბიჭი გვერდით მომიჯდა და საუბარი წამოიწყო: -მე მაიკლი მქვია, შენ ელი ხომ? -კი. საიდან იცი ჩემი სახელი? -კეიტი მთელი დღე შენზე მელაპარაკებოდა. მითხრა, რომ ადრე ცუდად გექცეოდა, რასაც ახლა ნანობს და ასევე ისიც მითხრა, რომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. -დიდი მადლობა. -რამეს დალევ? -არა, სასმელს არ ვსვამ, სახის კანისთვის ცუდია. -და წვენს? -კი დიდი სიამოვნებით. მაიკლი წავიდა და მალევე ორი წვენის ჭიქით ხელში დაბრუნდა. ჩემი წვენის დალევის შემდეგ თავისიც დამალევინა და კიდევ შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ბავშვები რაღაც ხმაურიან მუსიკაზე ცეკვავდნენ, კეიტიც მათ შორის იყო, მხოლოდ მე და მაიკლი ვიჯექით. მალევე თავი ამტკივდა და ძილი მომერია. უკვე დიდი ხანი იყო რაც კეიტთან ვიყავი და წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ იმდენად მეძინებოდა, რომ ადგომა ვერ მოვახერხე. თითქოს რაღაცით გაბრუებული ვიყავი. სტუმრები მალევე წავიდნენ, მხოლოდ მე, მაიკლი და კეიტიღა ვიყავით სახლში. კეიტმა გვითხრა, რომ ბავშვებს გააცილებდა და მალევე დაბრუნდებოდა. სახლიდან გავიდა თუ არა უცნაური გრძნობა დამეუფლა. ჩემი შიში მალევე გამართლდა. მაიკლმა კოცნა დამიწყო და უცბად კეიტი რომ არ შემოსულიყო არც კი ვიცი რა მოხდებოდა. კეიტმა მაიკლი სახლიდან გააგდო, შემდეგ კი მეც სახლში წამიყვანა. იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ მომხდარი წესივრად ვერც კი გავიაზრე, ტირილის თავიც კი არ მქონდა. სახლში მივედითთუარა, მაშინვე ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე გაუხდელად დავწექი და გათიშულივით ჩამეძინა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|