ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:56 PM | შეტყობინება # 181

106
17  +
63  ±
   ±
Offline
vaime ra sayvareli iyoo :*:* rogor gamixarda elis gegma rom chaeshala biggrin biggrin biggrin biggrin magram saxlshi shevxvdebit es sityvebi mainc ver gavige ras nishnavda :D:D

Natt♥Booთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 9:58 PM | შეტყობინება # 182
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
E:)B:), eg mgoni arafersac ar nishnavda da intrigistvis iyo albat biggrin


E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:01 PM | შეტყობინება # 183

106
17  +
63  ±
   ±
Offline
Natt♥Boo xo sheidzleba.... mara me imdeni vifiqre kinagam tavi gamiskdaa :D:D

♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:05 PM | შეტყობინება # 184
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaime dges ra bednieri dge maqvs ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin ori usayvarlesi fikis axali tavebiiiiiiiii vaime ra magariaaaaaaaaaaaa biggrin
biggrin biggrin biggrin biggrin
nat dzalian magaria momwons sheni wera .....magari wyvili sheqmeni happy happy happy happy
miyvarxar dzalian da gaagrdzele egre happy happy happy
axali tavic gvachuqe male biggrin biggrin biggrin

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:18 PM | შეტყობინება # 185

842
83  +
   ±
Offline
ვაიმეე ნათია ჯაგოდნიშვილოო!!! surprised შენც დაიწყე გოგო ინტრიგნობა? surprised biggrin biggrin ეშლიმ რა კარგი რაღაც გაუჩალიჩა. ჯესისთან ერთად დატოვა biggrin და ისე, მთლად კარგადაც ვერ მივხვდი, რატომ უთხრა ელმა ჯესის რომ ნიძლავი დადეს და ენდრიუ მისი შეყვარებული არ არის? biggrin ოოო, სანაპიროზე რაღაც მოხდება მგონიიიიი biggrin კარგია, რომ ხშირ-ხშირად დებ თავეებს kiss ძალიან კარგად წერ ნაათ kiss

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:27 PM | შეტყობინება # 186
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimee didi didi madloba bavshveboo. bella-vampire, daviwye intrignoba daviwye biggrin xo da martla, im sityvebze "saxlshi shevxvdebito" ro utxra, tyuila tavi ar aitkivot, ver mixvdebit, eg shemdeg tavshi gairkveva, albat biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 7:18 AM | შეტყობინება # 187

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au auuuuuuuuuu sad smile surprised ra magari tavi iyooo bolooo??/ smile sad au cudad ar moeqces ra jessiiiss wink sad magari xar nat male dade axali tavi tore movkvdebi: [[[

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 12:29 PM | შეტყობინება # 188
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
vaaaaa nat ra magrad moifiqreb xolme raa. mtoveb gaocebuls...
Quote (Natt♥Boo)
eg mgoni arafersac ar nishnavda da intrigistvis iyo albat
kii aba, gegonos tongue biggrin biggrin biggrin biggrin nat rogor chkvianurad moifiqreb xolme yvelafers. magari xar dzalian. axali tavi male dawereeee



elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 2:13 PM | შეტყობინება # 189
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra magari taviaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa happy happy happy happy happy yochaaaaaaagggg kide kai bolo-bolo gegma chashala tore ukve cudad viyavi biggrin :D yochag da skypeshi dgelaparakebiii happy happy happy


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 9:48 PM | შეტყობინება # 190
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ele da an didi didi madlobaa kiss
bavshveboo, exla viwyeb axali tavis weras da shevecdebi rac sheidzleba didi iyos, magram xvalidan interneti metisheba droebit, ramodenime dgit da cota gamichirdeba dadeba. shevecdebi chemi daqalisgan davdo xolme, magram mainc bodishit winaswar sad



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

aNs_VolTuriთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 10:20 PM | შეტყობინება # 191
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
es tavi momewona dzaan...ar gamouvida gegma hahah :P : )) imedia axali tavi male ikneba


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 11:27 PM | შეტყობინება # 192
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 12
ჩემს თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. ეს პლიაჟი ჯერ არ მქონდა ნანახი და მან მართლაც რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ისე მოდი სიმართლე ვთქვათ და შეიძლება აქ მარტო ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი ხომ კომპანიონზეა დამოკიდებული. ჯესი ხელს არ მიშვებდა, პლიაჟისკენ მივყავდი, მაგრამ არც მე ვუწევდი წინააღმდეგობას. ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენა, რომ წუთის წინ მცხუნვარე მზე საავდრო ღრუბლებმა დაფარეს, რაც ლოს-ანჯელესში თითქმის სასწაულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ამაზე ფიქრის არც დრო მქონდა და არც სურვილი. როგორც იქნა სანაპიროს მივუახლოვდით, ჯესი ქვიშაში ჩაჯდა და მეც ჩამომსვა, ისე ნაზად მექცეოდა, თითქოს ფრთხილობდა, რომ არაფერი დამშავებოდა. ქვიშა მალევე გაციებულიყო და ცოტა არ იყოს შემცივდა. შევამჩნიე, რომ ჰაერი უხერხულობამ მოიცვა, რომელიც ჩვენი სიჩუმით და ერთმანეთისაკენ მიშტერებული მზერით იყო გამოწვეული და გავიხედე. შევხედე როგორ ღელავდა ზღვა და როგორ ეხეთქებოდნენ ტალღები ნაპირს. მართალია ჯერ შუადღე იყო, მაგრამ ღრუბლებს საკმაოდ ჩამოებნელებინათ აქაურობა. გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და პირველი ნაბიჯი მე გადავდგი.
-ჯეს, აქ რატომ მომიყვანე?
-არ ვიცი, ისე უბრალოდ. როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის აქ მოვდივარ და ჩემს ტკივილსა თუ სიხარულს ზღვას ვუზიარებ. ალბათ იმიტომ, რომ ახლობელი არავინ მყავს, ნუ აქამდე არავინ მყავდა-გამომხედა და ეშმაკურად გამიცინა, შემდეგ ისევ გაიხედა და განაგრძო-ჩემი მშობლები მთამსვლელბი იყვნენ, ყოველთვის ერთად დადიოდნენ ყველგან, მათი ცალ-ცალკე ნახვა სასწაული იყო. ერთხელაც, როდესაც ერთ-ერთ მაღალ მწვერვალზე ადიოდნენ დედას თოკი გაეხსნა და ჩავარდა. მამამ თავი არ იცოცხლა, მაშინვე მანაც გადაჭრა თავისი თოკები და დედას გაჰყვა. როდესაც ისინი ქალაქში გადმოასვენეს, მხოლოდ მაშინ შევძელი მათი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. იქ ჩასვლა ვერ მოვახერხე. თვითმხილველები კი ამბობდნენ, რომ როდესაც მამა დაიღუპა, სახეზე ღიმილი ჰქონდა გადაფენილი, იმიტომ რომ ის დედას გვერდით დაეცა. ისე სიმართლე რომ გითხრა ესეთი სენტიმენტების არასდროს მჯეროდა. არც იმას ვუძებნიდი ახსნას, თუ რატომ ვერ შეძლო მამამ დედას გარეშე სიცოცხლის თუნდაც წუთით გაგრძელება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ აქამდე არ მესმოდა. ახლა კი შესანიშნავად მესმის მამის და დარწმუნებული ვარ, რომ მეც ასე მოვიქცეოდი-ჯესის მონაყოლით გაოგნებული ვიყავი. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მშობლები ასე ტრაგიკულად დაეღუპნენ, მაგრამ მე უფრო მისმა ბოლო სიტყვებმა გამაოგნა. იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
-მაპატიე ელ, ვიცი ეს არ უნდა მომეყოლა, მაგრამ ახლა შენ ”ჩემს პლიაჟზე” ხარ და მინდა რომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდე. ბოდიში, რომ ცუდ ხასიათზე დაგაყენე.
-არა არა, ნუ მებოდიშები. ჯეს მართლა ძალიან ვწუხვარ. არც კი ვიცოდი თუ...
-ვიცი რომ არ იცოდი. საერთოდ ვერავინ ვერ ხვდება, როგორ ვახერხებ რომ ამ ყველაფრის შემდეგ ასეთი ”მხიარული” ვიყო, მაგრამ ის არ იციან რას ვგრძნობ და სწორედ ამიტომაც ვერ მიგებენ. კაი მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს-ჯესიმ შემომხედა და გამიღიმა, შემდეგ კი სახე შეეცვალა.
-რა მოხდა? რას ხედავ?-თვალი მის მზერას გავაყოლე მაგრამ ვერაფერი დავინახე.
-დღეს ცუდი დღე გველის. მგონი მოქცევა ახლოვდება. ელ გცივა? ერთიანად კანკალებ-მხოლოდ ჯესის სიტყვების გაგონებისას მივხვდი, რომ მართლაც ვკანკალებდი. ამას აქამდე ვერ ვგრძნობდი, იმიტომ რომ მის გვერდით ვიყავი.
-არაუშავს, გავუძლებ ცოტა ხანი.
-არა ხომ არ გაგიჟდი-ჯესმა თავისი მოსაცმელი გაიხადა და შემომაცვა. ისეთი თბილი იყო და თან ისეთი გაჟღენთილი ჯესის სურნელით, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია.
-მადლობ.
-არაფრის. ელ ეგ მოიხსენი რა-არც დამელოდა და ყელიდან ნახევარგული ჩამომხსნა-ნერვებს მიშლიდა. ჰო მართლა, არ გინდა მითხრა ასეთი სულელური ნიძლავი რამ მოგაფიქრათ? თუ ეს უბრალოდ ჩემი დილანდელი ნიძლავის სამაგიერო იყო?-აი აქ კი გავიჭედე.
-არა რა სამაგიერო. უბრალოდ ეშლიმ შემომთავაზა, რომ ეს ცდა ჩაგვეტარებინა. მარწმუნებს, რომ სკოლის ყველა ბიჭი ჩემზე გიჟდება და არც შენ ხარ გაონაკლისი. ვინაიდან ახალი ხარ ამის გარკვევა. მე ვარწმუნებდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ არ დამიჯერა და 20დოლარიც წააგო
-ეშლი მართალია-ძლივსგასაგონად ჩაიბურტყუნა ჯესიმ.თავიდან ვიფიქრე ხომ არ ცდებათქო და გადამოწმება დავაპირე, მაგრამ მაიბც გადავიფიქრე. უარყოფითი პასუხის შემეშინდა.
-ელ, მომიყევი რამე შენზე. მინდა შენზეც ყველაფერი ვიცოდე, მე ხომ მოგიყევი.
-იცი, ჩემს ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რომ მოყოლად ღირდეს. მართლაც უაზრო ცხოვრება მაქვს.
-ჰო, უაზრობაა მთელი ცხოვრების მანილზე სუნამოებისა და ბიჭების ცვლა-გაბუტული ხმით ჩაილაპარაკა.
-სუნამოების ცვლა უაზრობა არაა, აი ბიჭებს კი რაც შეეხებათ, შეყვარებული არ მყოლია.
-მართლა? შეუძლებელია!-გამხიარულდა ჯესი.
-ჰო მართლა.
ცოტა ხანი ასე ჩუმად ვისხედით და სანაპიროს გავყურებდით, მინდოდა მასთან საუბარი, მაგრამ სასაუბრო თემა ვერ შევარჩიე და ახლა პირველ ნაბიჯს ჯესისგან ველოდებოდი.
-ელ, დილით რაც მოხდა მართლა მხოლოდ სანაძლეო იყო?-მაინც ვერ ისვენებდა ჯესი.
-ხომ გითხარი არაა. რით დაგიმტკიცო?
-რავიცი, რაღაც ძალიან თბილი მეჩვენა თქვენი ჩახუტება უბრალო სანაძლეოს კვალობაზე.
-ჯესი ჭკუიდან მშლი-იმედია იმ დაფარულ აზრს რაც მიხვდა, რაც ამ წინადადებაში ჩავაქსოვე-ვიცი როგორც უნდა დაგიმტკიცო!
-როგორ?-თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ იმას ვერ მიიღებდა რისი იმედიც ჰქონდა!
-მისმინე, ეს შანელის ”პატარა შავი კაბაა”-კაბაზე მივუთითე-რომელიც სპეციალური შეკვეთით დამზადდა ჩემთვის. ასეთი კაბა მეორე არ დამზადებულა, აი ახლა კი მიყურე და იქნებ დაიჯერო რომ სიმართლეს გეუბნები.
ჯესი ვერ მიხვდა რასაც ვგულისხმობდი, მე კი სრულიად გაუაზრებლად ავდექი, წყლისკენ გავიქეცი და წყალში შევედი. ჩემი კაბაც გავიფუჭე და ვარცხნილობაც, მაგრამ ამას იმდენად არ განვიცდიდი, იმიტომ რომ ერთიანად გავიყინე. წყალში საკმაოდ ღრმად შევედი და სიცივემაც უფრო იმატა. ხელები და ფეხები იმდენად გამეყინა, რომ გამოსვლას ვეღარ ვახერხებდი. ჯესი ჯერ გაოცებული მიყურებდა, შემდეგ რაც უფრო ღრმად შევედი სახე მით უფრო დაუსერიოზულდა, ბოლოს კი საშინლად გაუმკაცრდა და დაიღრიალა:
-ელ განძრევაც არ გაბედო!-ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა. ძალიან შეშინებული სახე ჰქონდა და ჩემსკენ მორბოდა.
მეგონა უბრალოდ მეხუმრებოდა და სწორედ მაშინ, როდესაც ზურგი შევაქციე და წყალში უფრო ღრმად შესვლა გადავწყვიტე უზარმაზარი ტალღა დავინახე, რომელიც სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. ვეღარ ვინძრეოდი, გონება გადამეკეტა, ვეღარ ვაზროვნებდი. ამ დროს უცბად ხელის შეხება და შემდეგ წყლის სიღრმის შემცირება ვიგრძენი. მივხვდი, რომ წყლიდან ჯესიმ გამომათრია. კინაღამ გული გამისკდა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა ჯესის ჩემს გამო რამე დაშავებოდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ! აი სწორედ ამას ჰქვია ექსტრემალური სიყვარულიც!
-ელ როგორ ხარ?-აფორიაქებული ხმით მკითხა ჯესიმ და თან მაჯაში ჩავლებულ ხელს არ მიშვებდა.
მისი ხმის გაგონებისთანავე უფრო ნათლად წარმოვიდგინე რომ შეიძლებოდა ჩემი სისულელის გამო ეს ხმა ვეღარასდროს გამეგონა და ისტერიულო ტირილი ამიტყდა. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ჯესი ჩემმა რეაქციამ ააფორიაქა და უკვე შეშინებული ხმით მკითხა.
-ელ რა გჭირს? გინდა წავიდეთ?
-ჯეს მაპატია, არ მინდოდა-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ჩავუხუტე. მთელი ძალით ვეხუტებოდი და ვცდილობდი ჩემი საქციელი დამევიწყებინა. ჯესი მიხვდა რაც მჭირდებოდა და მანაც ხელები მომხვია. ბევრი კითხვით აღარ დავუტანჯივარ. ასე ვიჯექით კარგა ხანს, ერთმანეთს ვათბობდით, მაგრამ არა, მე ჩემი ცრემლებით კიდევ უფრო ვასველებდი. უკვე კარგად ჩამობნელდა. ეს ღრუბლების ბრალი არ იყო, მოსაღამოვებულიყო.
-ელ სახლში ხომ არ გინდა წასვლა?-ყურში ჩამჩურჩულა ჯესიმ.
-ძალიან გვიანია?-ტირილისგან ხმა საოცრად შემცვლოდა.
-საღამოს შვიდი საათია. შენები ინერვიულებენ.
-ასეთ მდგომარეობაში რომ მნახონ უფრო ინერვიულებენ, მაგრამ ისე მამა სახლში არაა და არაფერი მოხდება.
-სახლშია-საოცრად დარწმუნებულმა თქვა, თითქმის მეც კი ეჭვი შემეპარა საკუთარ ნათქვამში.
-არ არის სახლში. მივლინებაშია წასული და ორ კვირაში ჩამოვა.
-უამინდობის გამო ეგ რაღაც მგზავრობა გადაიდო და სახლშია-იხტიბარს არ იტეხდა ჯესი. ნერვები მომეშალა და წელში გავსწორდი, მაგრამ ხელიები მაინც არ გაგვიშვია არც ერთს.
-საიდან იცი?
-გრძელი ამბავია, სახლში მოგიყვები. ცოტა არ გათბი?
-კი, აღარ მცივა.
-ელ, რაღაც მინდა გითხრა-იდუმალი ხმით დაიწყო და თუ იმის თქმას აპირებდა რაც მე მეგონა, ჯობდა არ ეთქვა, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად მეც გამოვუტყდებოდი სიყვარულში.
-მითხარი-ჩვენი სახეები ერთმანეთთად ძალიან ახლოს იყო, სულ რამოდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა. ჯესიმ თავისკენ მიმიზიდა და ის-ის იყო უნდა ეკოცნა, რომ საშინლად დაიქუხა, ორივენი შევხტით და ჩვენს პოზიციას დავუბრუნდით, ჯანდაბა! რაღა ახლა მოუნდა ამ წვიმას წამოსვლა!
კიდევ ერთხელ დაიქუხა და თითქოს ცა გასკდაო, საშინელი წვიმა წამოვიდა. ჯესი სასწრაფოდ წამოდგა, მეც წამომაყენა, თან ხელს არ მიშვებდა და ცალი ხელით მეხვეოდა როცა გზატკეცილისკენ გავრბოდით. ამ ამინდში სკეიდით მგზავრობა საკმაოდ საშიში იყო, წვიმა კი გადაღებას არ აპირებდა. აღარ ვიცოდი რა შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა.
-ელ სკოლაში უფრო მალე მივალთ ვიდრე შენს სახლში. მოდი იქ წავიდეთ, მერე ვინმეს დაურეკოთ, მოგვაკითხოს და წაგვიყვანოს.
-კარგი.
სკეიდზე შედგომას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჯესიმ ხელში აიღო და ისე გავიქეცით. სკოლაში მალევე მივედით და მაშინვე ჰოლში შევვარდით.
აქ ისე კრგად თბილოდა, ისე კარგად, რომ რამის სახლში წასვლა დამეზარა. ჯესი ჩემი და გოგონების საიდუმლო ოთახში შევიყვანე, იმიტომ რომ კიბის ქვეშ ჩვენ პატარა ფუმფულა პუფებიც კი გვქონდა შეტანილი. კაბინეტები დაკეტილი იყო და აქ შემოსვლა ამიტომაც გადავწყვიტე, ჯესის კი აშკარად ეტყობოდა რომ სიცილს ძლივს იკავებდა. როგორც იქნა მოვთავსდით და მობილური ჩანთიდან ამოვიღე, რომ ვინმესთვის გადამერეკა, მაგრამ აი ბედიც ამას უნდა! ჩემი მობილური დამჯდარი იყო, სკოლის ტელეფონი კი სამდივნოში იდგა, რომელიც დაკეტილი იყო. ჯესის საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი. წვიმა გადაღებას არ აპირებდა. ეშლის მოვკლავდი, როგორ გაბედა და როგორ წაიყვანა ჩემი მანქანა! ალბათ ახლა დედა როგორ ნერვიულობს, ისე თუ სახლშია მამაც. რა უნდა გვექნა? უცბად ბრწყინვალე აზრი მომივიდა.
-ჯეს, დარაჯი ხომ აქ არის?
-კი და მობილურიც აქვს-მალევე მიმიხვდა ჩანაფიქრს.
ეს საყვარელი მოხუცი ჩემი ღიმილისა და მოთაფლული ლაპარაკის წყალობით მალევე დავითანხმე, რომ დარეკვის ნება მოეცა, ჯესი კი მიყურებდა და დამცინოდა.
როგორც იქნა სახლშიც დავრეკე, დედამ მიპასუხა. მისი ხმით თუ ვიმსჯელებდით ბევრი ტირილიც მოესწრო და ახლაც ტიროდა. ჩემი ხმა გაიჰონა თუ არა, მაშინვე ისტერიკა დაემართა, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. შემდეგ ყურმილი მამამ (!) გამოართვა და როცა ვუთხარი სად ვიყავი, მითხრა, რომ თვითონ მოვიდოდა მძღოლის მაგივრად.
15წუთში მამა თავისი მანქანით სკოლის კარებთან იდგა. ეტყობა მარტო მე მელოდებოდა, იმიტომ რომ ჩემნაირად გალუმპული ჯესის დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა. სკოლიდან სასწრაფოდ გავვარდით და მანქანის თბილ სალონში შევხტით. აქ ცოტა თავშეკავება მმართებდა, ისედაც დღევანდელი დღის გეგმა ჩამეშალა და ამიტომ ჯესისთან თავი უნდა დამეჭირა, მითუმეტეს მამას თვალწინ. მამა მაშინვე ჩამეხუტა, შემდეგ ჯესის გადახედა და მკითხა:
-ელ, ძვირფასო, ჯესის საიდან იცნობ?
-მამა ჯესის შენც იცნობ?
-კი რა თქმა უნდა. ჯესი ჩვენი ახალი მებაღეა და დღეიდან ჩვენს სახლში ცხოვრობს, ოღონდ არა ქვეშევრდომების ოთახში, არამედ შენი ოთახის გვერდით. ამ ანგელოზივით ბავშვს ნამდვილად ვერ გავიმეტებდი, რომ მოახლეებთან ერთად ეცხოვრა, სულ გადარევდნენ გოგონები.
რაა?-იმხელაზე წამოვიკივლე ყელი მეტკინა-ეს შეუძლებელია! მამა ჯესი ჩემი კლასელია!
-მით უკეთესი, არ გაგიჭირდებათ ერთმანეთთან შეგუება. ახლა უფრო ვენდობი ამ ბიჭს-მამამ სარკეში უკანა სავრძელზე მოკალათებულ ჯესის გახედა, რომელიც ჩემს რეაქციაზე ხითხითებდა.
შესანიშნავია! მე მთელი ამდენი ხანი თვითშეკავების გამომუშავებას მოვუნდი, რომ ჯესისგან თავი შორს დამეჭირა, მის გამო მთელი დღე ვტიროდი და ათასი სისულელე ჩავიდიე და ახლა კი აღმოჩნდა, რომ სულ ტყულად! ჯესისგან თავს შორს ვეღარ დავიჭერდი. ახლა ჯესიზე კი არა მამაზე ვბრაზობდი. მხოლოდ ახლა მივხვდი ჩემი ანგელოზის სიტყვებს: ”სახლში შევხვდებით! ”



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 8:40 AM | შეტყობინება # 193
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
uhaaaaaaaaaaa biggrin biggrin biggrin pirveli vaaaaaaaaaaaaaar biggrin biggrin biggrin biggrin dzalian magari iyo ...ox she intrigano qalo amas nishnavda xom
Quote (natuka)
: ”სახლში შევხვდებით! ”

es siityvebiiiiiiiiiiiiiiiiii biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
dzalian dzalian magari iyoooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo love love love love love love love love

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 1:03 PM | შეტყობინება # 194
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
vaime ra magari iyo ramdeni vicine biggrin biggrin biggrin exla namdvilad gasagebia ras nishnavda jesis sityvebi saxlshi shevxvdebito biggrin biggrin biggrin aba velodebi shemdeg tavs lips lips


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 1:30 PM | შეტყობინება # 195
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madloba bavshveboo, dzalian miyvarxart kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: