|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 7:41 PM | შეტყობინება # 37 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Natt♥Boo, axalgazrda da wiwkvi kaia mara me brendon freizeri dzlian miyvars, me xo melitas asaki ar vicodi da warmovidgine rom sheyvarebuli iyo. ahaa, gasagebia, mesame dabadeba martla megona ro marto me ver mivxvdi. kargi batono motminebit davelodebi meore tavs da saertod gagrdzelebas. rac sheexeba shens stils, cota dzneli asaxsnelia, magram getyvi, rom tanmimdevrulad miyvebi movlenebs da kargad agwer yvelafers. sxva sityvebi tu vipove, mere getyvi kidev
| |
|
|
Natt♥Boo | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 9:25 PM | შეტყობინება # 39 |
''Little Dreamer With Big Dreams''
124
Offline
| 2 თავი ოთახში მარტო ნენე იყო და საუზმეს ამზადებდა. შევედი და მაგიდასთან დავჯექი. დედამ გამომხედა, გამიღიმა და მითხრა: -დღეს ჯინი წაგიყვანს სკოლაში? -ალბათ, დე, რატომ მეკითხები? -რავიცი, ვიფიქრე ხომ არ გაგეცდინა და დღე ერთად ხომ არ გაგვეტარებინა-მეთ... -არა, დედა, დღეს ვერ გავაცდენ, მნიშვნელოვანი დღე მაქვს-ვიცრუე; არა, მართლა მნიშვნელოვანი იყო, დღეს ხომ ჩემი ბოლო დღე იყო ძველ სკოლში!-მაგრამ ამ საღამოს საქმე მაქვს სამივე თქვენგანთან-დავამატე ჩემი უხეშობის შესარბილებლად. -ოჰოო! დღეს ჩვენთან კონცერტი იმართება?-ტყვიასავით შემოვარდა ჯერემი, მრგვალად დაჭრილ კიტრს დასწვდა და მომიბრუნდა: -არ მოგბეზრდა მაინც ეს უაზრო აქციები ყოველ საღამოს?-დედამ წარბი აწია, მეც ვაპირებდი შეპასუხებას და პირიც გავაღე მაგრამ ნენემ დამასწრო: -არ ისაუზმებ-ჰკითხა ჯერემის. -არა, არ მშია-სწრაფად უპასუხა მანაც, თან ფანჯარაში იყურებოდა. გავიხედე-უბნის ’’თვალის ჩინებს’’ უყურებდა, ნეტა რა მოსწონდა ამათში. -მე მეგონა ისევ მონაზვნები მოგწონდა, თურმე გაზრდილხარ - ჩავიფრუტუნე. ჩემს კომენტარზე ჯერემი გამოფხიზლდა და გაწითლდა- ნეტავი შენ საქმეს მიხედავდე-მითხრა. -მოდი რა, დაჯექი და დამეწვიე-შევთავაზე კაი სუფრის პატრონივით. -ხომ გითხარი, არ მშია და თანაც უკვე მივდივარ-შემომიბღვირა. -ხო მაგრამ ეს უკვე მუდმივად ხდება-ხმაში აღელვება დამეტყო- სახლში არ ხარ, როცა ხარ არ გვეკარები, არ ჭამ, არ გველაპარაკები, რა მოგდის?-მივაყარე სხაპა-სხუპით და დედას გავხედე-გაფაციცებული გვისმენდა. ჯერემი სიბრაზისგან გაწითლდა და დამიყვირა: -გინდა სიმართლე იცოდე?! სახლში არ ვარ, იმიტომ რომ აქაურობას ვერ ვიტან, არ გეკარებით იმიტომ რომ მარტოდ ყოფნა მირჩევნია და საერთოდ! როდამდე უნდა გაგრძელდეს ჩვენს სახლში ეს ტრაგიკული პანაშვიდი?!-და გაცეცხლებული გავარდა ქუჩაში. ნენეს გავხედე, სასტიკად დაღრეჯილი სახე ჰქონდა, ეს კი ზოგ-ზოგიერთის ბრალი იყო, ამიტომ წამოვხტი და გაკიდება დავაპირე, მაგრამ დედამ იდაყვში ჩამავლო ხელი და გამაჩერა: -დაანებე თავი, მაინც ვერაფერს გააგებინებ. -დედააა! ამ ჩვენს წყნარ საუბარში ჯერემი ცუდ გზას ადგებააა! -აზრი არ აქვს-ხელი გამიშვა. სხვა რა გზა იყო მეც საუზმეს დავუბრუნდი. მალე ჩვენს სახლთან ჯინის მანქანა გაჩერდა. ავდექი, დედას ვაკოცე, ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. ჯინი მანქანაში მელოდებოდა. მე რომ დამინახა კარი გამიღო და ჩავჯექი. -როგორ ხარ ჯინ?-გადავეხვიე. -რავიცი ვცოცხლობ-წარბი ავუწიე, ესეთი რამ წარმოუდგენელი იყო! -ისევ არ გამომივიდა არაა?-ისე მკითხა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი კონკურსი წააგო-კაი ჰო, უუუმაგრესად ვარ და აბა თუ გამოიცნობ რატომ???-მიაყარა და მანქანა დაძრა. -ჯინი, რა გამოცნობა უნდა იმას, რომ გუშინდელის, გუშინწინდელისა და ერთი კვირის წინანდელის მსგავსად ძალიან მაგარი ბიჭი გაიცანი. -არა მელ ის... -ვიცი, ვიცი, ის სულ სხვა იყო, უკანასკნელი და ჭეშმარიტი-გამოვაჯავრე და დავიჭყანე. ერთი კარგად მიჯიკა. აი ეს კარგად ეხერხებოდა რაა. -ნუთუ ეს ყველაფერი იმდენჯერ გადამხდა რომ ზეპირად გახსოვს?!-ჩაიჩურჩულა. გადავიტან როგორმე-ჩავიცინე. ჯინიმ გამიღიმა და გზას მიაჩერდა. მე და ჯინის ოთხი წლიდან ვიცნობდი და საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ყველაფერს ვუმხელდი და ბოლომდე ვენდობოდი. მაგრამ ახლა არ ვიცოდი როგორ ჩამომეგდო ლაპარაკი ჩემი წასვლის შესახებ. უსინდისოდ გამომდიოდა. ჯინისგან აფეთქება მელოდა. ამასობაში სკოლაშიც მივედით. პირველი გაკვეთილი ინგლისური ენა გვქონდა. ჩვენ საკლასო ოთახში შევედით და დავსხედით. გაკვეთილი რომ დაიწყო, მთელი პოემა დავწერე ჩემი წასვლის მიზეზებსა და მიზნებზე, ფურცელი ჯინის გავუცურე და თავი ხელებში ჩავრგე. ორი წამის შემდეგ შეკივლება და ბრაგვანი გავიგონე. გავიხედე-ჯინი ადგილზე არ იჯდა! თურმე იატაკზე მოედინა ზღართანი და ახლა შოკირებული სახით მჯდომი ადგილიდა დაძვრასაც არ აპირებდა. მე წამოვაყენე და ესეც მაშინვე მომიბრუნდა: -შენ სრულ ჭკუაზე ხაარ??? მერე მეეე???-სასოწარკვეთილ დიასახლისს ჰგავდა. -არ ვიცი, უფრო სწორედ რა თქმა უნდა, რატომ მეკითხები?-ვკითხე გაკვირვებულმა, თუმცა სწორად იყო დასმული კითხვა, აბსოლუტურად შესაძლო იყო, რომ ჭკუაზე არ ვიყავი. -ბევრი რამის ახსნა მოგიწევს-შემომიბღვირა ჯინიმ და იმ გაკვეთილზე ხმა აღარ გაუცია. აბა გისმენ-მომიბრუნდა გაკვეთილების შემდეგ. ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე: -ჯინი მეც ძალიან მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, მთელი განვლილი 12 წელია საძიზღრად ვარ. ჩემი ოჯახის ამბებიც ხო იცი? დედა, მამა, ჯერემი... ჩემთან სულ ჩხუბია და ამით ძალიან დავიღალე. ამიტომ ვიფიქრე, რომ ელენასთან წავიდოდი, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებდი და... აქ შევწყვიტე საუბარი, რადგან არ ვიცოდი როგორ დამიმთავრებინა. კიდევ რაღაც იყო, რისთვისაც ლოს-ანჯელესში მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი რა. ჯინის დაბნეულმა გავხედე. მან კი ისე გამიღიმა, თითქოს ეს-ესაა თავი გავეციო და მითხრა: -და ცეკვასაც მიხედავდი არაა?-თავისი ეშმაკური ღიმილით მიყურებდა. -არა ჯინ! ეგ არც მიფიქრია! ხო იცი რო ჩემთან მორჩა მაგ საკითხზე საუბარი! -არა არ მორჩა!-ისევ გაბრწყინებული მიყურებდა ჯინი-შეიძლება მთავარი მიზეზი ახალი ცხოვრების დაწყებაა, მაგრამ იმას მაინც ვერ დამაჯერებ, რომ ცეკვაზეც არ იფიქრე-მითხრა და სკამზე გადაწვა. არა! ჩემი მიზანი ეს მართლა არ იყო, თუმცა... მოიცა... მგონი სწორედ ეს იყო ის ბოლო რამ რაც წეღან ვერ ვთქვი... იქნებ... არა არა მელიტა, აბა რეებს ლაპარაკობ-შევუძახე ჩამ თავს-მაგრამ ნუთუ ეს ასე მკვეთრად მეწერა შუბლზე? მაშინ მშობლებიც ხომ შემატყობდნენ? თუ ეს მოხდებოდა მაშინ წასვლაზე აღარც უნდა მეოცნება!-პანიკაში ვიყავი! ასეთ კრახს არ ველოდი! -მე ვიცი რაზეც ფიქრობ-მომესმა უკნიდან ჯინის ხმა-და ნუ გეშინია, გამოვა ეგ საქმე, თუ არა და ძალით გამოვიყვან-იღიმებოდა-ისე შეგიძლია გათხოვდე და გაპარვაში ჩაგეთვლება, შენ ხომ ამ ეტაპზე წასვლის მიზეზს ეძებ?! ამის თქმაზე მიხვდა, რომ მალე უჯიკებდნენ, ამიტომ წამოხტა და სიცილით გაიქცა. -საღამოს დაგირეკავ!-მომაძახა. ოხვრით წამოვდექი, სკოლიდან გამოვედი და სახლში ფეხით წავედი. როგორც ყოველთვის, ჯერემი ახლაც სადღაც ბოდიალობდა, ნენეც სამსახურში იყო. სახლში მარტო მე და მამა ვიყავით. ჩემს ოთახში ავედი, ლოგინზე წამოვწექი და ყურსასმენები გავიკეთე. რაღაცას ვუსმენდი, არ ვიცოდი რა ერქვა სიმღერას, ან ვისი იყო, მაგრამ მისი სასიამოვნო რიტმულობა ნარკოტიკივით მოქმედებდა ჩემზე და მეც ვარდისფერ ფიქრებში გადავეშვი. თვალწინ წარმომიდგა ლოს-ანჯელესი, ელენა, მისი სახლი და იმ სახლში ჩემთვის განკუთვნილი ოთახი, რომლის დამხობაც ნებისმიერ დროს შემეძლო და იქ ამას არავინ დამიშლიდა. უცებ ლოგინზე მწოლიარე, მუსიკას მთელი სხეულით ავყევი უნებურად; თავი, თითები, ტუჩები-ყველაფერი რიტმს ჰყვებოდა. ეს რომ გავაანალიზე, მაშინვე გავშეშდი. ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის გაკეთების უფლებას, რაც დედას გულს სკენდა! ყურსასმენები მოვიხსენი, წამოვჯექი და... გავქვავდი. ჩემს საწოლთნ მამა იჯდა! ნუთუ იმხელა ხმაზე ვუსმენდი მუსიკას, რომ მისი ხრიგინა სავარძლის ხმაც კი ვერ გავიგე?! ახლა რა ვქნა? სად წავიდე? ვინ იცის, რამდენი ხანია აქ ზის და მიყურებს როგორ...ვცეკვავ! ო ღმერთო! ოღონდ ახლა დამეხმარე!-ამ ფიქრებში ვიყავი და სხვა გზა რომ არ მქონდა მამას შევხედე. გაკვირვებული დავრჩი-მამა მიღიმოდა! რაღაცნაირი იყო ეს ღიმილი, თითქოს ძალიან კარგად ესმოდა ჩემი საქციელი და მეთანხმებოდა კიდეც. ამის შემხედვარე ცოტა დავწყნარდი. -გამარჯობა-მომესალმა დოი ისევ ღიმილით. -გამარჯობა-შევიშმუშნე-ვერ გავიგე, როგორ შემოხვედი. -არა უშავს, ისეთი მაინც არაფერი გაგიკეთებია. -ხო, რავიცი, დიდი ხანია მუსიკისთვის არ მომისმენია და...-გავწითლდი. -მერე კარგია მაგის სურვილი რომ გაგიჩნდა!-მითხრა მამამ-ისე, ქორეოგრაფიის მხრივ ცოოოტა ვარჯიში გაკლია, არა ვხუმრობ რა თქმა უნდა-ამ თემაზე მინდოდა შენთან საუბარი, ამდენი წელი გავიდა, მახსოვს, თავიდან როგორ ცდილობდი ჩვენს დარწმუნებას რომ ისევ... -მამა, არ გვინდა რა ამაზე ლაპარაკი-გავაწყვეტინე. -არა, მელიტა, შენ უნდა იცოდე, რომ მე ამაზე ბევრი ვიფიქრე. ვიცი, რომ მიუხედავად შენი ამდენი უარყოფისა, ახლაც, სადღაც შენს შიგნით არის ისეთი გოგონა, შენი მეორე მე, რომელიც დღემდე იხვეწება გარეთ გამოშვებას. ვიცი, რომ ცეკვის სურვილი დღემდე გკლავს. ყოველ ღამე შემოვდიოდი შენს ოთახში, გისმენდი როგორ ლაპარაკობდი ძილში ცეკვაზე და თან რაღაცას ღიღინებდი. ამდენი წელი გავიდა და მაინც ვერ ჩაგეხშო ეს სურვილი, ასეც უნდა იყოს, ეს შენ სისხლში გაქვს. მე ისიც ვიცი, რომ საშინელი ეგოისტივით ვიქცეოდი, როგორც უკანასკნელი ბებრუხანა-ამ სიტყვებზე ჩამეცინა-მაგრამ მჯერა რომ გესმოდა და ახლაც გესმის ჩემი ტკივილი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი უბედურებისა, ცეკვას თავი არ უნდა დაანებო, იმიტომ, რომ შენ ამის ნიჭი გაქვს, იმიტომ რომ ეს შენ ხარ და არა მე, იმიტომ, რომ ეს შენი ცხოვრებაა და არა ჩემი. შენს ცხოვრებაში კი ყველაფერი ახალია და ასეთი უბედურება არ მოხდება! გაოცებული ვუყურებდი-მამა საოცრად იყო შეჭრილი როლებში; მიხსნიდა, იცინოდა, ზოგჯერ წამოიყვირებდა კიდეც და ზოგჯერ ცრემლიც მოსდიოდა. ისეთ მამას ჰგავდა წლების წინ რომ მიყვებოდა ამბავს, თუ როგორ გაიცნო დედიკო. ამან გაჭრა! მე თექვსმეტი წლის ჯერ კიდევ გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, რომელსაც სულ პატარა მიზეზი სჭირდება რომ გაგიღიმოს, გაპატიოს, ყველაფერი დაივიწყოს და ახლიდან დაიწყოს. შიგნიდან გავტყდი. მეც ხომ ეს მინდოდა?! ამდენი წელი ველოდი ადამიანს, ჯინის გარდა, რომლისგანაც ამ სიტყვებს მოვისმენდი და ახლა ამას საკუთარი მამა მეუბნებოდა!!! ამას ვეღარ გავუძელი და მაშინვე დავიქოქე. მოვუყევი ყველაფერი: რაც მიჭირდა და მილხინდა, მინდოდა ან მაწუხებდა, ჩემი ბოღმაც გადმოვანთხიე და დავიცალე! ახლა ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ახალდაბადებული. ბოლოს ჩემი გეგმაც გავუმხილე ლოს-ანჯელესში წასვლის შესახებ. ამაზე დოის თვალები შუბლის ნაოჭებზე ზემოთ აუცოცდა, მერე გამოერკვა, გამიღიმა, თავი დამიქნია (აი! რატომ მიყვარდა ასე ძალიან! დედასავით ყველაფრის ახსნა არ სჭირდებოდა!). -ეგ ნენესთვის ადვილი ასახსნელი არ იქნება, ამიტომ მასთან დალაპარაკება მომიწევს-მითხრა. -არა, მამა, ეგ თქვენს კიდევ ერთ ჩხუბს გამოიწვევს. -შენ არ მოგისმენს, მელ! თანაც ეს ჩხუბი მისთვის არც პიველი იქნება და არც უცხო, შენ კი ამით ახალ ცხოვრებას შეეგებები-მე ეს ამად ნამდვილად მიღირს. ვიგრძენი, რომ თვალები ცრემლით ამევსო. არ შემიკავებია თავი, რომც ძალიან მომენდომებინა, ვერ შევძლებდი, ამიტომ მამას წინ, სიხარულის ცხარე ცრემლებით დავასველე იქაურობა. საწოლიდან გადმოვედი, იატაკზე ჩავიმუხლე და თავი დოის ჩავუდე კალთაში, თან ვიცინოდი, თან ვტიროდი. -იტირე, შვილო, იტირე-მეუბნებოდა მამა-ეს პირველი ნაბიჯია შენი სამოთხის სამკედლიანი -და სამკედლიანი ოთახი რატომ?-თავი ავწიე. მეგონა ტირილში რაღაც არასწორად ჩამესმა. -ნუ, ჯერ ორკედლიანია მაგრამ მესამეთიც შეავსებ, ეს ყველაფერი კი ძააალიან დიდი ხნის მერე მოხდება. ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ ამ თემაზე დოის აღარ ჩავრღმავებივარ. არც მინდოდა და არც ამის თავი მქონდა. ერთხელ კიდევ შევხედე უსაზღვროდ მადლიერი სახით, მანაც მაკოცა შუბლზე და მერე კვლავ საწოლს დავუბრუნდი. მამამ ერთხელ კიდევ გადამისვა თავზე ხელი და მერე მისი სავარძლის ხმა მიწყდა. მეც მაშინვე ჩავიძირე სიზმრებში. ერთადერთი რაც ჩემმა თავმა ძილ-ღვიძილის მძაფრ ჭიდილში ჩამძახა, იყო: ”მელ! შენ სახლში ბრუნდები!”...
აი იმ პესონაჟების სურათები ვინც ამ თავში გამოჩნდაა
| |
|
|