ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიკვდილის დღიურები

Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-09, 10:53 PM | შეტყობინება # 1
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
სახელწოდება: სიკვდილის დღიურები
ავტორი: Immortal
რეიტინგი: G (General)
ბეტა: stupid l@mb
სამარი: ცოტა რამ სიკვდილის შესახებ. იქნებ არც ისეთი საზარელია ის, როგორც გვგონია?
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ბავშვებო დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი ამის დაწერას, როგორც იქნა გადავწყვიტე. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს Without sun-ზე, ვეცდები რაც შეიძლება ხშირად დავდო ხოლმე. ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი რა გამოვა, შევძლებ თუ არა იმის დაწერას, რაც მინდა რომ თქვენამდე მოვიტანო. მაგრამ მაინც გავბედე დადება დიკოს დამსახურებით heart იმედია არ იფიქრებთ წაგვიღო ტვინი თავის ნაწერებითო :D

პროლოგი
მოგესალმებით! მე სიკვდილი მქვია, გვარი არ მკითხოთ - არ მაქვს, იმიტომ , რომ ამ ქვეყნად ერთადერთი სიკვდილი არსებობს და ისიც მე ვარ. ასაკი არ მახსოვს, ღმერთმა მაშინ გამაჩინა, როცა ადამიანებმა პირველად დაარღვიეს მისი მოძღვრება. სქესი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა არ გამაჩნია, სამაგიეროდ ყველას გაქვთ ინფორმაცია ჩემზე. არა, ნუ გეშინიათ, თქვენს წასაყვანად არ მოვსულვარ. უბრალოდ გუშინ ბედისწერის ოთახში ვიყავი და ერთი რვეული მომეწონა, მითხრა თუ გინდა გაჩუქებო. მეც დღიურის დაწერა გადავწყვიტე. ჩემზე საინტერესო თავგადასავალი ხომ არავის აქვს. მე ყველას ვიცნობ, ყველა მოკვდავს, ვინც კი ოდესმე დაბადებულა. მაშ ასე...




შეტყობინება შეასწორა Immortal - ხუთშაბათი, 2010-09-09, 11:00 PM

mileyთარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-09, 10:57 PM | შეტყობინება # 2

93
17  +
31  ±
   ±
Offline
deda ra kai satauria , velodebi movlenebs biggrin


DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-09, 10:58 PM | შეტყობინება # 3
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, შენ დიდ რაღაცას წერ და დიდი პატივია, რომ შენი ბეტა ვარ happy ნუ ჯერ პროლოგს რომ წაიკითხავ ეგრევე მიხვდები, რომ ძალიან მაგარი რაღაცა იქნება!!! სიკვდილის დღიურები... ეს ძალიან სერიოზული თემაა და მე ვიცი, თუ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდები ამ საქმეს kiss შენს გვერდში მიგულე, ჩემო კარგო და მოუთმენლად ველოდები შენს პირველ თავს kiss აბა შენ იცი! მე მჯერა, რომ შესანიშნავი ნაწარმოები გამოვა! kiss ყველას გირჩებთ, რომ წაიკითხოთ!!! ეს უკვე სულ სხვა სტილის ნაწარმოები იქნება kiss :* kiss


saaaliთარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 0:12 AM | შეტყობინება # 4
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
ravici damaintrigebeli prologi iyoo cool cool cool ese gaagrdzele, dzalian momwons... lips lips lips

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 0:16 AM | შეტყობინება # 5
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, vaime ukve gadavirieeee! ra magari dasawyisi iyoo love love love darwmunebuli var dzalian saintereso iqneba happy happy aba velodebit sikvdilis tavgadasavlebs happy

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

JaNeთარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 11:31 AM | შეტყობინება # 6
Princess of Darkness
373
47  +
95  ±
   ±
Offline
vaa

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 12:59 PM | შეტყობინება # 7

842
83  +
   ±
Offline
Immortal, nanuuk kiss yochag! dzalian magari temaa martla. tan ufro seriozulia da sxvanairi janrisaa. albat dzalian dzneli dasaweri iqneba. prologi dzalian momewona. satauri rom wavikitxe mashinve mivxvdi rom raime uchveulo iqneboda. dzalain mainteresebs. smile imedia pirvel tavs male dadeb. aba shen icii kiss kiss

Takoთარიღი: პარასკევი, 2010-09-10, 1:00 PM | შეტყობინება # 8
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
surprised surprised surprised inweresnaaa , ocheen biggrin gelodebit nuuk kiss


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

S@liთარიღი: შაბათი, 2010-09-11, 4:26 PM | შეტყობინება # 9
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, nunuuuuk, ise gamixarda sheni axali fanfiki! happy Warmatebebs gisurveb mis dawerashi, uvke dzalian davintrigdi happy Sheni fanfiki cudi ar sheidzleba iyo, darwmunebuli iyavi sheni fanebis ricxvshi var biggrin
Prologic arachveulebrivia da saxelwodebaze xom vapren ukve! heart :kiss:


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-16, 9:24 PM | შეტყობინება # 10
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
1 თავი
ყველას ისტორია დასაბამით იწყება. მე, რათქმაუნდა, ,,ყველას'' არ ვეკუთვნი, მაგრამ მაინც შემიძლია დღიურის პირველი გვერდები ჩემი დაბადების მოგონებებს დავუთმო. ეჰ, რამდენი საუკუნე გავიდა მას შემდეგ... დრომ უძლეველი გმირები მტვრად აქცია, ცადაწვდენილი ბრწყინვალე ნაგებობები ნაცარტუტად. ის, რაც ერთ დროს ძვირფასი იყო, მიწის სქელმა ფენამ დაფარა. დედამიწას თავს დაატყდა უამრავი ქარტეხილი, წყალდიდობა, ვულკანის ამოფრქვევა... წამებმა, წამებმა გაანადგურეს ოდესღაც უზარმაზარი იმპერიები. ყველაზე დიადი მოვლენებიც კი წარსულს ჩაბარდა, თუმცა მე ისევ ისე ნათლად და მკვეთრად მახსოვს ის დღე.
დაბადება ყველა ადამიანისთვის ამოუცნობი და საკვირველი რამაა. ის პირველად ახელს ნამცეცა თვალებს და წინ გადაეშლება უცნობი სამყარო, რომელიც თავდაპირველად დიდი და ფერადი ეჩვენება. შემდეგ იზრდება, სამაგიეროდ სამყარო პატარავდება. ადგამს ნაბიჯებს, ეხება მიწას და ხვდება, რომ ისიც ამ დედამიწის ნაწილია, თუმცა ჯერჯერობით ვერ გრძნობს მის სიმძიმეს. თანდათანობით ისახავს მიზანს და თავისი მოვალეობაც ეკისრება. ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა... რა სისულელეს ვამბობ, მე ხომ ადამიანი არ ვარ! გამაჩინეს თუ არა, მაშინვე დამავალეს ჩემს საქმიანობას შევდგომოდი, რასაც თავიდანვე პირნათლად და სიამოვნებით ვაკეთებ.
როცა პირველად ამიმუშავდა გონება, პირველად დაინახეს ჩემმა თვალებმა, ერთ პატარა ოთახში ვიყავი. ძალიან უბრალო იყო, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც. კედლები და ჭერი თეთრად შეეღებათ. არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა, მაგრამ მაინც საიდანღაც სინათლე აღწევდა. არავითარი ავეჯი, მხოლოდ მე და ოთხი კედელი. არა! კიდევ ორი სურათი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ეკიდა. ერთზე ულამაზესი ბუნება იყო გამოსახული, ენით აუღწერელი! ასეტი ტურფა მხარე არასოდეს უნახავს ადამიანის თვალებს. მეორე სურათი კი მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი. საზარელი შეხედულებითა და შემაძრწუნებელი გამოსახულებებით: ხრიოკ, განადგურებულ მინდორში ცეცხლის წვიმა დიოდა...
დაბნეული აქეთ-იქით ვიყურებოდი. უცებ ოთახში არსაიდან ორი ლამაზი ,,ადამიანი'' შემოვიდა, თეთრი ფრთებითა და მომღიმარი სახეებით. როგორც მოგვიანებით გავიგე, მათ ანგელოზებს უწოდებენ. მოვიდნენ, გამარჯობა სიკვდილოო, მომიგეს საოცრად მშვენიერი, არაბუნებრივი ხმით და გარეთ გამომიყვანეს.
სიკვდილი... მაშინ პირველად გავიგე ჩემი სახელი, რომელიც, თურმე გავიდოდა დრო და ნებისმიერ მოკვდავს შიშის ზარს დასცემდა.
როგორც უკვე გითხარით, ოთახს კარები არ ჰქონდა, ჩვენ კი წამის მეასედში, ისე რომ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, მის გარეთ აღმოვჩნდით. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა გასასვლელი სულაც არ იყო საჭირო, ოთხი კედლისთვის თავის დასაღწევად. ადამიანებიც ხომ ასე არიან... გონიათ, რომ მთელ სამყაროს თავად განაგებენ, გამოიტანენ დასკვნებს და იმდენად დარწმუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში, თითქოს ყველაფერი მათი შექმნილი იყოს. აუცილებლად უნდა შეეშალოთ, რომ ისწავლონ...
თვალწინ უზარმაზარი გზა გადამეშალა, სივრცეში იყო გამოკიდებული, გვერძეც და ქვევითაც შიშის მომგვრელი სიცარიელე სუფევდა. ერთხელ მძიმედ ჩავისუნთქე და ანგელოზებს გავყევი.
-გაბედულად იარე, ნუ კანკალებ. მხოლოდ ის გადავარდება, ვისაც ამის ეშინია, -მითხრა ერთმა. მეც დავუჯერე, სხვა რა გზა მქონდა?
დიდხანს ვიყავით ასე, ბოლოს ერთ ჭიშკარს მივადექით. უშველებელი იყო, როგორ არ ვცადე, მაგრამ მაინც ვერ გაწვდა ჩემი მზერა მის ბოლოებს. ნეტავ მთავრდებოდა კი საერთოდ? კარები გავაგეთ და შიგნით შევედით. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი პირდაღებული ვადგამდი ნაბიჯებს. თითქოს რაღაც ძალას იმ ლამაზ სურათში გადავესროლე, ვერაფრით ვიჯერებდი ,რომ მე ნამდვილად ვიყავი ამ სასწაულის მოწმე. სინათლე, არაჩვეულებრივი სილამაზე და მხიარული ფერები. მწვანე აბიბინებულ მინდორზე ჭრელი, უცნაური ყვავილები იწონებდნენ თავს, მეორე მხარეს ჩანჩქერი მოჰქროდა და თან ცივი ჰაერი მოჰქონდა…
ანგელოზებმა გამაჩერეს, მოვედითო ჩამჩურჩულეს ყურში. თავის აწევის მეშინოდა, არ ვიცოდი რა დამხვდებოდა წინ. ბოლოს მაინც გავბედე და პირდაპირ უფლის თვალებს გადავაწყდი. თეთრ სავარძელში იჯდა, თავადაც თეთრი და საოცრად ლამაზი. მისი სახე უთვალავ სიკეთეს აფრქვევდა, მისი თითოეული ნაკვთი სიწმინდე იყო. ღმერთისგან მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული იღვრებოდა. მრავლისმეტყველი თვალებით მიყურებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათ მიღმა მთელ სამყაროს ვხედავდი.
-გამარჯობა შვილო ჩემო.
ვერ ვიტყვი თბილი ხმა ჰქონდა მეთქი, გამოდის რომ ეს მხოლოდ დამახასიათებელი ნიშანია, მისი ხმა კი თავად სითბო იყო.
-გამარჯობა.
-ვიცი ახლა რა კითხვებიც გაწუხებს, რა ადგილია ეს? რატომ ხარ აქ? რატომ გიწოდებ ჩემს შვილს? ვინ ვარ მე ან საერთოდ ვინ ხარ შენ? ყურადღებით მომისმინე და ჩემი ნაამბობიდან ყველაფერს შეიტყობ.
ცოტა ხნით გაჩუმდა, მაგრამ ჩემგან საპასუხოდ გაფართოებული თვალებისა და ჩამოვარდნილი პირის მეტი რომ ვერაფერი მიიღო, ისევ განაგრძო.
-მე ღმერთი ვარ. არ გეგონოს ამას იმიტომ ვამბობდე, რომ თავი განვადიდო. თავმდაბლობა ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც ჩემს შვილებს ვუანდერძე. სამყარო მე შევქმენი, შენც, ჩვენც, ეს ადგილიც, ყველაფერი მისი შემადგენელი ნაწილია. ექვსი დღის განმავლობაში ვშრომობდი, ვბადებდი და სიცოცხლეს შთავბერავდი სხვადასხვა ორგანიზმებს, თანდათან ვაფორმებდი ჩემს შემოქმედებას. რისგან წარმოიშვა ეს სილამაზე? არაფრისგან. სიტყვა სიუშნოვე არ არსებობს, შეუძლებელია ჯადოსნურმა ფუნჯმა სიმახინჯე დახატოს. ყველაფრის მიღმა იმალება ტურფა მხარე, უბრალოდ ხშირად ადამიანებს არ სურთ მისი დანახვა. ვერ პოულობენ, იმიტომ რომ არ ეძებენ. ცხოველებით, ყვავილებით დავამშვენე დედამიწა... თანდათან ივსებოდა ჩემი ნახატი. მაგრამ ამ ყველაფერს პატრონი სჭირდებოდა. ვინც მოუვლიდა, გაუფრთხილდებოდა და არა იბატონებდა მასზე. სწორედ ამიტომ შევქმენი ადამიანი, ჩემს ხატად და მსგავსებად. შევქმენი როგორც ყველაზე დიდი სასწაული რაც კი ოდესმე მომხდარა. სწორედ მას დავადგი სამყაროს გვირგვინი! მას დავასრულებინე ჩემი შედევრი, რომელიც თანდათან გახუნდება, ოდესღაც კი საერთოდ წაიშლება! შედეგად მხოლოდ თეთრი ფურცელი დარჩება... ადამი... აი რა ვუწოდე ჩემს პირველ შვილს. არ მინდოდა ის ერთი ყოფილიყო. სიმარტოვე ხომ საშინელებაა, თუმცა ადამიანებმა არასოდეს უნდა იგრძნონ თავი მარტოსულად, როცა მე ყოველთვის მათ გვერდით ვარ... აუცილებელია ჰაერს შეხედო რომ დაიჯერო მისი არსებობა? აუცილებელია რომ მიცნობდნენ, რათა მიწამონ? რწმენა ხომ ის არის როცა ვერ ხედავ და გჯერა... სწორედ ამიტომ შევქმენი პირველი ქალი, ევა. მე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთისთვის გავაჩინე... რომ ერთად იყვნენ, უყვარდეთ, პატივს სცემდნენ. ეს შემდეგ გაიგეს სიყვარული მცდარი მნიშვნელობით... სამწუხაროა, მხოლოდ ცოტამ თუ იცის რა გრძნობა იმალება ჭეშმარიტად ამ სიტყვის უკან. მათ უკვე უფალიც აღარ უყვართ! მაშ ასე, ადამს ვაჩუქე მისი გულის სწორი, რომელიც მისივე ნეკნისგან შევქმენი. განა სხვა მასალა არ მქონდა? შეუძლებელი არაფერია... უბრალოდ მინდოდა ისინი ერთმანეთის ნაწილი ყოფილიყვნენ. ორივეს მივეცი ეს ლამაზი ქვეყანა, რომელსაც სამოთხე ჰქვია... აქ იყო ყველაფერი, რაზეც ოდესმე იოცნებებდნენ, მეც მათთან ერთად ვიყავი: მხედავდნენ, მელაპარაკებოდნენ. მაგრამ ადამიანებს ხომ არასდროს აკმაყოფილებთ ის რაც აქვთ, მერწმუნე მათ ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, ვიცოდი როგორსაც ვქმნიდი, ვიცოდი რომ ერთ დროს ზურგს შემაქცევდნენ! მივეცი რაც მთხოვეს, ერთადერთი ვაშლის ხინ ნაყოფის ჭამა ავუკრძალე... და იცი რა მოხდა? მათ ჩემს გამოცდას ვერ გაუძლეს. წინასწარ ვხედავდი რომ ეშმაკი ევას აცდუნებდა, ტკბილი სიტყვით აურევდა სუსტ გონებას და ვაშლს აჭმევდა. მერე ის ადამსაც გაასინჯებდა ხილს. აკრძალული ხომ უფრო გემრიელია. ვიცოდი რაც მოხდებოდა და მე შემეძლო ამის შეჩერება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ისევ ისე გაგრძელდებოდა, როგორც ჩემს ოცნებებში ვხატავდი ხოლმე... მაგრამ მე ადამიანებს თავისუფალი ნება მივეცი. ისინი არ შემიქნია იმისთვის, რომ რობოტებივით ვაკონტროლო და თეატრის სათამაშოსავით ვმართო მათი თითოეული ფიქრი, მოძრაობა... თავად უნდა ისწავლონ კარგის და ცუდის გარჩევა, გადაწყვეტილებების მიღება, სირთულეებთან ბრძოლა, ყველაფერი... მე ისინი სამოთხიდან გავუშვი და მივეცი სამყარო, სადაც თავად იბატონებენ. მე იმ დღეს ჩემი შვილები დავკარგე... მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ ისინი სახლში დამიბრუნო. ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, მაგრამ უნდა დაისაჯნონ იმიტომ, რომ შეცდომა დაუშვეს... უნდა მიხვდნენ, უნდა მოინანიონ! თუ გულით მთხოვენ შენდობას, აუცილებლად ვაპატიებ... სიცოცხლე მათი სასჯელია. იქ ვერასოდეს გაიგებენ ნამდვილი ბედნიერების არსს, იმიტომ რომ მას ყოველთვის ტანჯვა მოჰყვება თან. იქ ვერასოდეს იცხოვრებენ ლაღად, როცა სული ცოდვებით ექნებათ დამძიმებული. იქ ვერასოდეს მიიღებენ იმას, რაც სურთ, იმიტომ რომ ჰქონდათ და დაკარგეს... ამიტომ მათ შენს თავს გავუგზავნი. შენ სიკვდილი ხარ და როგორც ყველას, შენი მოვალეობა გაქვს. ადამიანებთან უნდა მიხვიდე და წამომიყვანო მათი სულები აქ, სადაც ნამდვილი სახლია. სამუდამოდ დასჯილები ხომ ვერ იქნებიან... მთავარი ხომ სულია, სხეული მხოლოდ გარეგანი ნიღაბია. გახსოვს ის სურათები კედლებზე რომ ეკიდა? ალბათ გაინტერესებს რა იყო ის მეორე ადგილი, რამაც ასე შეგაშინა. ჯოჯოხეთი- აი რა ქვია ადგილს, სადაც ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც ჩემი მცნება დაარღვია! დააუშნოვა ჩემი ნახატი, ხელი აღმართა ჩემს შვილებზე! ვინც საკუთარი ნებით დაასრულა სიცოცხლე, რომელიც ვაჩუქე ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
გაკვირვებით ვუსმენდი უფალს და მის თითოეულ სიტყვას გონებაში ვიბეჭდავდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობდა, რაც ჯერ არ მომხდარა. რათქმაუნდა, მან ხომ იცის რომ მომავალში ადამიანები შეიცვლებიან და მათ შემქმნელს ზურგს შეაქცევენ. წარმომიდგენია რა ძნელია ამის ატანა, მე ხომ ვხედავდი მის თვალებს როცა ამას ამბობდა, ცრემლები სასწაულის ძალით ჩერდებოდნენ ქუთუთოებზე და უკან ბრუნდებოდნენ- მხოლოდ სხეულში იღვრებოდნენ. ძნელი იყო ამის გაგება... რატომ არ აჩერებდა ადამიანებს? რატომ აცოცხლებდა დიდხანს, თუ უნდოდა რომ აქ ყოფილიყვნენ? ადგილას, რომელიც მათი ნამდვილი ადგილსამყოფელი იყო. ბევრი სასწაული ხდებოდა აქ. არ ვიცოდი თუნდაც ვინ იყო ეშმაკი? რას ერქვა ცხოველი, მცენარე, რობოტი, თეატრის თოჯინები? ..მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ყველაფერს ვიგებდი. თითქოს უფალი თვალწინ გადამიშლიდა თავის ნაამბობს, ისე რომ ამას ვერც კი ვხვდებოდი. მე მომწონდა ჩემი მოვალეობა, დაკარგული შვილები მშობელთან უნდა დამებრუნებინა. ესე იგი დიდი პასუხისმებლობა მეკისრებოდა.
-ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ. შეგიძლია დღესვე შეუდგე შენს საქმეს. გაბრიელი და ანდრეა დაგეხმარებიან (ეს ის ანგელოზები იყვნენ აქ რომ მომიყვანეს). დღეს პირველი შვილი დამიბრუნდება.
ისე, რომ მისი გაღიმებული სახის დანახვაც კი ვერ მოვასწარი, ჭიშკრის გარეთ აღმოვჩნდი ჩემს ახალ მეგობრებთან ერთად. დღეს მე პირველი ადამიანი უნდა გადამერჩინა...




DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-16, 9:37 PM | შეტყობინება # 11
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, ნუ ეს იყოო რაღაც საოცრებაა!!! რასაც მე ველოდი ზუსტად ის... პატარა კორექტივებით biggrin აი აღფრთოვანებული ვკითხულობდი დასაწყის! ძალიან ორიგინალური ხედვა გაქვს, ჩემო კარგო... "სიკვდილის" ამ ხერხით წარმოჩენა მარტო გენიოს თუ მოუვიდოდა თავში და ჩვენ მგონი შევთანხმდით და ყველა დამეთანხმება, რომ შენ სწორედ რომ გენიოოოსიიი ხაარ kiss კარგი იყო შედარება ადამიანის და ჩვენი მთავარი პერსონაჟის დაბადებიიის!!! happy happy happy ნი აღწერები იყო ფანტასტიურიი და ბოლოს... მითხარი, რომ დიალოგი, ანუ ღმერთის მონოლოგი ძალიან მოგწონდა!!! ჰმ... უნამუსობაა, ნუკ! ეს მონოლოგი ძალიან კიარაა ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან უნდა მოგეწონოოს! უუმაგრესი იყო და აი ყველა კითხვა, რომელიც ამ მონოლოგის კითხვის დროს გიჩნდება პასუხგაუცემელი არ რჩება! მე არ გამაოცა ასეთმა მშვენიერმა თავმა! გითხარი, რომ შენგან უკვე აღარფერი მიკვირს... ყველაფერია მოსალოდნელი biggrin თუმცა, არა! მაინც გამაოცა იმ ამბავმა, რომ შენ სიკვდილი ასეთი კუთხით წარმოგვიჩინე. ის თითქოს დედამიწაზე სამართლიანობის აღსადგენადაა მოვლენილი და სულაც არაა "ბოროტი"!!! საინტერესო ინტერპრეტაციაა თან 14 წლის მწერლის თვალით!!!
რაც შეეხება ანგელოზებს, გაბრიელს და ანდრეას... ეს სახელები შემთხვევით აღებული არ არის და მაინტერესებს კიდევ შეგვხვდებიან თუ არა შემდეგ თავებში და ძირითად პერსონაჟებად თუ აიღებ???
უღრმესი მადლობაა რომ ამ მსვენიერ რაღაცააას წეერ!!! გაიხარე, ნუუკ kiss ასე გააგრძელე!!!



Rosalieთარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-16, 9:58 PM | შეტყობინება # 12
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Immortal, yochaag.. ver warmomedgina aseti raagacis dawera tu sheidzleboda surprised surprised yochaag dzalian momewona kiss kiss kiss



------თარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-16, 10:11 PM | შეტყობინება # 13
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
uuunichieresi adamiani xar kochag! jer ra fantazia mere ra stili gisurveb carmatebebs ra magari xar kiss

Takoთარიღი: პარასკევი, 2010-09-17, 8:49 PM | შეტყობინება # 14
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ვაიმე, არა რაა, არ მჯერა რომ 14 წლის ხარ, ეს რაღაც საოცრება იყო.. აბსტრაქტული აზროვნება... სიკვდილი... ამის წაკითხვის შემდეგ მართლა სხვა თვალით დავუწყე ყურება ამ ყველაფერს. პირდაპირ გასაოცარია, როგორ შეიძლება 14 წლის ადამიანს გაუჩნდეს ასეთი აზრები და შეძლოს ასე სრულყოფილად და ლამაზად აზრის გამოხატვა. რომ გაიზრდები რაღა იქნები? ძალიან სწრაფად ვიტარდება შენი წერის მანერის კულტურა, ძალიან სწრაფად ვიტარდები, შენ !
ღმერთის საუბარი ძალიან დასაფიქრებელი და სააზრობნო იყო. უბრალოდ ამ ყველაფერს გვერს ვერ აუქცევ, ნუკამ სწორედ ის დაგვანახა და სწორედ იმაზე მიგვითითა თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ , ადამიანებმა.
მადლობ, ძალიან დიდი მადლობა! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორ მომეწონა ... ბრავო, ბრავოო!!!



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-09-17, 10:15 PM | შეტყობინება # 15
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, დიდი მადლობაა ჩემოო ბეტოვიიჩ biggrin
Quote (stupid_l@mb)
"სიკვდილის" ამ ხერხით წარმოჩენა მარტო გენიოს თუ მოუვიდოდა თავში

გენიოსს კი არა გიჟს და გადარეულს biggrin ეჰ მე მემგონი ფსიქოლოგთან ვიზიტს ვერ ავცდები biggrin
Quote (stupid_l@mb)
მითხარი, რომ დიალოგი, ანუ ღმერთის მონოლოგი ძალიან მოგწონდა!!! ჰმ... უნამუსობაა, ნუკ! ეს მონოლოგი ძალიან კიარაა ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან უნდა მოგეწონოოს!

ნწ ნწ, შეიგისწორებ, უნამუსობა ის არის საერთოდ რომ მომწონდა biggrin
Quote (stupid_l@mb)
უუმაგრესი იყო და აი ყველა კითხვა, რომელიც ამ მონოლოგის კითხვის დროს გიჩნდება პასუხგაუცემელი არ რჩება!

კი მახსოვს, რასაც მეკითხებოდი ყველაზე გეუბნებოდი ჩადი ბოლოდმე არის პასუხი მეთქი lol
Quote (stupid_l@mb)
თუმცა, არა! მაინც გამაოცა იმ ამბავმა, რომ შენ სიკვდილი ასეთი კუთხით წარმოგვიჩინე.

ჯერ სად ხარ biggrin ის ხო გადაგარწმუნეთ, რომ ედვარდის წასვლა არ იყო შეცდომა, ეხლა ფრთხილად ვიყო სიკვდილიც არ შეგაყვაროთ biggrin biggrin biggrin
Quote (stupid_l@mb)
საინტერესო ინტერპრეტაციაა თან 14 წლის მწერლის თვალით!!!

ეს რა ჩაურტყა რა აქ, მაინც თავისებური მატრაკვაცული. საინტერესო შეფასებაა და ბევრს ნიშნავს, როცა მისი ავტორი 16 წლის გენიოსია tongue tongue
Rosalie, Twilighter, ბავშვებო უღრმესი მადლობა, ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი კომენტარები. მადლობთ, რომ კითხულობთ და ასეთ სიტყვებსაც არ იშურებთ ჩემთვის.
Tako_Twilfan, ვაიმეე თაკო არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა.
Quote (Tako_Twilfan)
როგორ შეიძლება 14 წლის ადამიანს გაუჩნდეს ასეთი აზრები

კარგია რომ მიგებთ, ვინც გაიგო ყველამ მითხრა შენ ცოტა ვერ ხარო sad sad
Quote (Tako_Twilfan)
ძალიან სწრაფად ვიტარდება შენი წერის მანერის კულტურა, ძალიან სწრაფად ვიტარდები, შენ !

უიმე მართლა? მადლობააა kiss :* kiss
მოკლედ ბავშვებო ყველას დიდი მადლობა, კარგები ხართ. ახალი თავი ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო kiss :*


  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: