სიკვდილის დღიურები
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-09-09, 10:53 PM | შეტყობინება # 1 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| სახელწოდება: სიკვდილის დღიურები ავტორი: Immortal რეიტინგი: G (General) ბეტა: stupid l@mb სამარი: ცოტა რამ სიკვდილის შესახებ. იქნებ არც ისეთი საზარელია ის, როგორც გვგონია? სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ბავშვებო დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი ამის დაწერას, როგორც იქნა გადავწყვიტე. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს Without sun-ზე, ვეცდები რაც შეიძლება ხშირად დავდო ხოლმე. ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი რა გამოვა, შევძლებ თუ არა იმის დაწერას, რაც მინდა რომ თქვენამდე მოვიტანო. მაგრამ მაინც გავბედე დადება დიკოს დამსახურებით იმედია არ იფიქრებთ წაგვიღო ტვინი თავის ნაწერებითო :D პროლოგი მოგესალმებით! მე სიკვდილი მქვია, გვარი არ მკითხოთ - არ მაქვს, იმიტომ , რომ ამ ქვეყნად ერთადერთი სიკვდილი არსებობს და ისიც მე ვარ. ასაკი არ მახსოვს, ღმერთმა მაშინ გამაჩინა, როცა ადამიანებმა პირველად დაარღვიეს მისი მოძღვრება. სქესი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა არ გამაჩნია, სამაგიეროდ ყველას გაქვთ ინფორმაცია ჩემზე. არა, ნუ გეშინიათ, თქვენს წასაყვანად არ მოვსულვარ. უბრალოდ გუშინ ბედისწერის ოთახში ვიყავი და ერთი რვეული მომეწონა, მითხრა თუ გინდა გაჩუქებო. მეც დღიურის დაწერა გადავწყვიტე. ჩემზე საინტერესო თავგადასავალი ხომ არავის აქვს. მე ყველას ვიცნობ, ყველა მოკვდავს, ვინც კი ოდესმე დაბადებულა. მაშ ასე...
შეტყობინება შეასწორა Immortal - ხუთშაბათი, 2010-09-09, 11:00 PM | |
|
|
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:16 PM | შეტყობინება # 33 |
Miss Cullen
371
Offline
| chemi nichieri gogo :* :*: umagresd wers :* :*:
Miss Cullen
| |
|
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 9:04 PM | შეტყობინება # 35 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| mary-black, vaimee didi madlobaa chemo kargoo :* :* Quote (mary-black) ici cota davkompleqsdi amastan shedarebit chemi fiki aarafrad ar girs aba exla droze aqedan gamaswarii... toree ar vici ras gizam xelshi shemomakvdebi es nichieri gogo.. aba kide ertxel gadaikitxee ra dawere.. ra sisulelaa.. xo ar gagijdi... piriqit me vpiqrob xolme mase tqven nawerebs rom vkitxulob.ras ambob eg agar gaimeoro arasoodees.. :* tore ver gadamirchebi
| |
|
|
|
|
|
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-06-30, 10:45 PM | შეტყობინება # 41 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| მეორე თავი
,,ვიბადებით, რათა შევცოდოთ, ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ...’’
–,,სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.” * საქმე ის არის, რომ თავის მართლება არ სურთ, არ ეკადრებათ ადამიანებს, თორემ უფალი ყოველ წამს მზად არის მოუსმინოს თავის შვილებს, შეუნდოს მათ, დამნაშავისგან მორჩილი დაბადოს, ცოდვისგან –სინანული, სინანულისგან კი –გზა ხსნისა! უცნაურია, გაბრიელ, უცნაური... მათ ჰყავთ ყველაზე დიდი მსმენელი, ყველაზე სამართლიანი განმსჯელი და ყველაზე მოწყალე მამა, და მაინც... თითოეული შეცდომის გამართლებასა და მიტევებას საკუთარ თავებში ეძებენ, როდესაც მხოლოდ ცოდვის დასაბამს უნდა უკირკიტებდნენ იქ... სიბინძურითა და გაუთავებელი სიყალბით გამოფიტულ სულში. თითქოს ის არ ჰყოფნით, რომ სხეული მიწიერი ვნებების ტალახით აქვთ გასვრილი. მძიმეა ადამიანის ტვირთი, გაბრიელ, მძიმე და მტკივნეულად სამართლიანი... მაინც, რასაც ვერ შესწვდნენ, რაც ვერ მოახერხეს, ყველაფერი უფალს გადააბრალეს. ეგოიზმი ლიანასავითაა გადახლართული მათ არსებაში და ადამიანის სულის იმ ადგილებს, სადაც თავმდაბლობა, თანაგრძნობა და სინანული უნდა ფეთქავდეს, ახლა სიამაყე და სიცივე ეპატრონება. რა თქმა უნდა ფიქრობენ, რომ ღმერთი და, შესაბამისად, სამართალი მართლაც არსებობს, მაგრამ მისი არსებობა ყოველთვის არასწორად ესმით. მხოლოდ საუკეთესო სურთ, ბედნიერებას, მატერიალურ უზრუნველყოფასა და სრულყოფილებას მოითხოვენ გაჯიუტებული ბავშვებივით. ვისგან? უფლისგან! იტანჯებიან, ტკივათ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია უფალი. ადამიანს ყველაფერი მხოლოდ თავისთვის ემეტება, სანაცვლოდ კი სამი გრამი სიკეთის გაღებაც ენანება. გულგრილი გამომეტყველებითა და გაციებული თვალებით ჩაუვლის საკუთარ თანამოძმეს. რატომ? იმიტომ, რომ დახმარების სათხოვნელად გაშვერილი ხელი სირცხვილია, დამცირებაა, თუნდაც მაშინ, როდესაც თავად მისი სული იშვერს ხელს უფლისაკენ. რა იცის მან, რომ გაჭირვებულის სხეულში ჩასახლებული ღმერთი გამოცდას უწყობს მასში არსებულ ღმერთს, ის კი, ძვალსა და ტყავში გაჯერებული ეგოიზმის დამსახურებით, იჭრება მასში, აიძულებს უფალს დატოვოს მისი ცოდვილი არსება. ეს კაცი გაიფიქრებს ,,რა ჩემი საქმეაო?’’ და თავის გზაზე წავა. რაში გამოადგება ფული, ხელის ჭუჭყი, ყველაზე პირველადი, უმნიშვვნელო მოთხოვნილება, როდესაც მისი სული ღაფავს სულს შიმშილით? ვთქვათ, რაღაც უბედურება გადახდება თავს. რას იტყვიან მისი ახლობელი ადამიანები პირველ რიგში, გაბრიელ? რა უსამართლობაა, სად იყო ამ დროს უფალიო?! შეიძლება თავად ცოტათი ჭკვიანი აღმოჩნდეს და იფიქროს, ალბათ იესო ქრისტე სამაგიეროს მიხდის ჩემი შეცდომებისთვისო. ცოდვასაც კი არ უწოდებს მას! მაგრამ რა იცის უგუნურებითა და ეგოიზმით დაბრმავებულმა ადამიანმა, რომ ღმერთი მის დასახმარებლად იღწვოდა, მის გადარჩენას ცდილობდა, ეს მხოლოდ თავად განდევნა საკუთარი არსებიდან, თავად აიძულა მის მომავალში განზე გამდგარიყო. მითხარი, გაბრიელ, რაღა გააკეთოს კაცთმოყვარე ღმერთმა?! –ნუ სცოდავ, სიკვდილო! მრისხანება დიდი დანაშაულია. ეს ყველაფერი ბუნების კანონს ემორჩილება, ადამიანი ასეთი იყო გაჩენის დღიდან და, ვეჭვობ, ოდესმე რამემ შეცვალოს. რასაკვირველია, უამრავი კითხვა და საყვედური გიჩნდება ისევე, როგორც ჩვენ, ოდესღაც, როდესაც პირველად დავინახეთ დედამიწელების ცხოვრება. მაგრამ აუცილებლად შეეჩვევი და ადამიანებისგან აღარაფერი გაგიკვირდება. –შეიძლება... მაგრამ უფლის თვალებს ვერასოდეს შევეგუები! რა შემიხორცებს მათში ჩაღვრილი სევდის დანახვისას გაჩენილ იარებს?! მასთან შეხვედრისას თითოეული მილიმეტრით განვიწმინდები, გავთბები... გამოვალ და ადამიანები ამდენ ბოროტებასა და გამყინავ სიცივეს დამახვედრებენ ზამთრის სუსხივით. არ მესმის, გაბრიელ, რატომ არ უნდათ მასთან? რატომ ჩერდებიან იქ, ტალახში, როდესაც აქ, სიწმინდისა და სათნოების წალკოტში, ჭეშმარიტი მამა ელოდებათ ყველა შვილის გულში ჩასაკრავად?! ყველაფერი, რაც მათ აქვთ, ხომ ისეთი უმნიშვნელოა, ისეთი წვრილმანია მათი ოცნებები და მიზნები! –არავინ იცის, სიკვდილო, რატომ არიან ასეთები... გარდა უფლისა. –და მაინც, რატომ არაფერს აკეთებს, რომ შეცვალოს ისინი? –ძალიან რთული გასაგებია. ეს ტაბუ დადებული თემაა, რადგან უფალს არ უყვარს საკუთარ გრძნობებზე ჩვენთან საუბარი. მხოლოდ ის ვიცით, რომ მან ადამიანებს თავისუფალი ნება მიანიჭა. –გაუგებარია. ,,ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო.” ** ერთმანეთზე ძვირფასი არავინ ყავთ და იმის მაგივრად, რომ სულ იმის ფიქრში იყვნენ, როგორ ასიამოვნონ სხვებს, როგორ გაულამაზონ ხანმოკლე ცხოვრება თავის თანამოძმეებს, კუსავით საკუთარ ინტერესებსა და სურვილებში არიან შეკეტილნი. სუსტებს აბუჩად იგდებენ, დასცინიან, თითქოს თეატრის სცენაზე მდგარ მასხარას შეჰყურებდნენ; ძლიერებს მუდამ შურის თვალით შესცქერიან, ღამეები არ სძინავთ იმაზე დარდით, სხვას ჩემზე მეტი როგორ აქვსო?!; თანასწორებს კი დროებით მიიღებენ, ეპირფერებიან, მაგრამ სულ იმის ცდაში არიან, როგორ გადაუსწრონ, როგორ აჯობონ. ,,ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი... ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში.” *** არ ახსოვთ ადამიანებს, რომ თანასწორნი არიან, ყველა მათგანი მიწისგან წარმოიშვა და ისევ მიწად იქცევა. ზოგჯერ თავისი საქციელით ინსტიქტებზე დამოკიდებულ მხეცებს ემსგავსებიან, ქურდავენ და კლავენ ერთმანეთს, უმახინჯებენ მომავალს, რომლის შექმნაშიც არავითარი წვლილი არ მიუძღვით და, შესაბამისად, არც მისი განადგურების უფლება მიუღიათ უფლისგან. ყველაფერი ახსოვთ ხელებს, რომლებიც მოძმის სისხლში არიან ამოსვრილნი... რა დააშავეს, რომ მათ ძარღვებში ბოროტი გულიდან გამომავალი ბინძური სისხლი მიედინება, მეორე სისხლის შემწირველი... ეგოიზმი აქცევს მათ მკვლელად, ხელის მტევნებს, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ ხუთი თითი. რა დამავიწყებს, გაბრიელ?! სამოთხიდან საოცრად გახარებული წამოვედი ჩემი დავალების შესასრულებლად, მე ხომ პირველი შვილი უნდა დამებრუნებინდა მამასთან, პირველი სული უნდა გამენთავისუფლებინა ცოდვილი სხეულის ტყვეობიდან. როგორ ბავშვურად მჯეროდა, რომ ადამიანები ისეთივე სიხარულით შემხვდებოდნენ, როგორც კუნძულზე უგზო-უკვლოდ დაკარგულები დიდი ხნის შემდეგ ზეცაში ერთადერთ იმედად შემოჭრილ თვითმფრინავს; ისევე მომეჭიდებოდნენ, როგორც წყალწაღებულები მათ გადასარჩენად გადაგდებულ თოკს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ ჩემს შესახებ! ნამდვილ სახლში დაბრუნებაც კი არ უნდოდათ. მათ ჰქონდათ საკუთარი სამყარო, ბინძური, სასაცილო და ისეთივე ბედნიერები იყვნენ ცოდვების მორევში ბანაობით, როგორც ღორები –ტალახში. გაკვირვებისგან ჩემი მოვალეობის შესრულებაც კი დავაგვიანე. თავად უნდა გადამეწყვიტა ვინ იყო ყველაზე ღირსეული, მაგრამ არჩევანის საშუალება წამართვეს, ძალით მიმიყვანეს პირველ რჩეულთან. ძმამ საკუთარი ძმა მოკლა! წარმოგიდგენია, გაბრიელ? შეშურდა და იმიტომ... თავისი სისხლი და ხორცი არ დაინდო... განა ასეთი ადამიანი შეიძლება პატივს სცემდეს საკუთარ თავს? ალბათ მისი გული მიტოვებულ, დანგრეულ, ობობებითა და მტვრით სავსე სახლს ჰგავს, სადაც სხვა ვერაფერი იცხოვრებს თუ არა –ბოროტება; ხრიოკი, ნაყოფიერება დაკარგული მიწაა, რომლის მოსავალიც მხოლოდ ღვარძლი იქნება. მითხარი, რა აიძულებთ ადამიანებს იყნენ ასეთი დაუნდობლები? სად არის ამ დროს სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა? საიდან აქვთ ამდენი სიძულვილი ასეთი კეთილი, მოწყალე უფლის შვილებს?!... სხვა რა გზა დამრჩენოდა... მოკლულის სულს თვალებში ჩავხედე, საოცრად წმინდა და ღრმა თვალებში, მისი უბრალოებითა და სისპეტაკით სავსე, მიწიერებისაგან დაცლილი სახით აღტაცებულმა ბავშვურად გავუღიმე, ხელები მაგრად ჩავჭიდე და ჩვენ ერთად გავფრინდით!... შორს ცოდვილი სამყაროსაგან, ოცნებებისა და სინათლის მხარეში. გახარებული ჰაერი კეკლუცად გვეთამაშებოდა სხეულზე, სიწმინდე თოვლივით სუფთა სიდიადით გვმოსავდა, ჩვენ კი უსასრულოდ მივფრინავდით... ბოლოს უფლის წინაშე აღმოვჩნდით. მისი სახე გულწრფელმა ღიმილმა გაასხივოსნა, ტახტიდან წამოდგა, აბელს მიეგება და გულში ჩაიკრა, ძმისგან უარყოფილი მამა-შვილურად მიიღო. მისი სითბო მალამოსავით გვესალბუნებოდა, სანახაობით აღტაცებული ბედნიერება ცრემლებს ძლივს იკავებდა და აპლოდისმენტებით გვაჯილდოვებდა. ეს ისეთი კარგი იყო, გაბრიელ! –დამიჯერე, კიდევ უამრავი შვილი დაბრუნდება აქ! მაგრამ ხალხმა ხომ საზარელ და მრისხანე სიკვდილად მოგნათლა. შენი სახელი ყველას შიშის ზარს სცემს, მხოლოდ სისასტიკესთან და წყვდიადთან ასოცირდება. –ამასაც თავისი ახსნა აქვს, გაბრიელ. როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები ეგოისტები არიან, მათ არ სურთ ახლობლებთან და დედამიწაზე ,,მოწყობილ ცხოვრებასთან” განშორება, ამიტომ უკანასკნელი ძალებით ებღაუჭებიან იმედს, რომ დავიგვიანებ... სასაცილოა, გაბრიელ, ხსნის ეშინიათ, საკუთარი ცოდვებისა კი –არა! –რას ვიზამთ, სიკვდილო. მათ ყოველთვის შეეშინდებათ, შენ კი დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულო პირნათლად. წადი, თორემ საუბრით გავერთეთ და სულ გადაგვავიწყდა, რომ ერთი სული გყავს გადასარჩენი. –მშვიდობით, გაბრიელ. –მშვიდობით, სიკვდილო. და მაინც, რა საბრალოა ადამიანი...
* -ოთარ ჭილაძე, ,,ადამიანი გაზეთის სვეტში.” ** -ძველი რომაული გამოთქმა *** -ოთარ ჭილაძე, ,,ადამიანი გაზეთის სვეტში.”
შეტყობინება შეასწორა Immortal - ხუთშაბათი, 2011-06-30, 10:45 PM | |
|
|
Immortal | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-07-27, 8:14 PM | შეტყობინება # 42 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| მესამე თავი ,,War doesnt determine who is right –only who is left.” -Bertrand Russell
22 თებერვალი. 1944 წელი. დღეს გარდაიცვალა ჯეიმს კლენჩარლი. ოცდახუთი თანამოძმე სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაღმს მიუშვირა მკერდი, რომელშიც ჯერ კიდევ ფეთქავდა ახალგაზრდული შემართებითა და იმედით სავსე გული. გადაეფარა ნაღმს, რომელიც ბაბუამისმა გააკეთა ცხრამეტი წლის წინ რათა პატარა ჯეიმსი სიცივისა და შიმშილის მძლავრ მკლავებში არ მოქცეულიყო. მართლაც, საშინელებაა ჯერ კიდევ წმინდა, უბიწო ბავშვისათვის სიღარიბის ჩახუტება, მაგრამ ის უფრო საზარელი და სამართლიანია, როდესაც იარაღს მაინც და მაინც ცხრამეტი წლის შემდეგ გამოიყენებენ და ოთხმოცდათექვსმეტი ნაღმიდან მაინც და მაინც იმას აირჩევენ მოპირდაპირე ბანაკში, რომელიც შენმა ბაბუამ გააკეთა შენივე ბედნიერებისათვის. ვითომ?! მაინც რანია ადამიანის ხელები...
22 თებერვალი. 1944 წელი. გარდაიცვალა დევიდ ვილჰელმი, ზემოთ ხსენებული ჯეიმს კლენჩარლის ბიძაშვილი. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ამიტომ ბიჭი თავისმა მშობლებმა ერთ-ერთ მდიდარ გერმანელს მიჰყიდეს სახლისა და ცოტაოდენი ფულის სანაცვლოდ. მაშინ სულ რაღაც ათი წლის იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასაკს! ყველა ბავშვი ხომ ერთნაირად გულწრფელი და კეთილია. პატარა დევიდის გონებამ კარგად დაიმახსოვრა ბიძაშვილის თბილი სახე, რომელიც ძმასავით უყვარდა, ხელებმა კი მისი სურათი ისე ჩაბღუჭა, როგორც უკანასკნელი იმედი ან ნათელი წერტილი გვირაბის ბოლოს. ქაღალდზე აღბეჭდილმა ჯეიმსის სახემ პერანგის, შემდეგ კი მუნდირის ჯიბეში გადაინაცვლა. ის იყო მისი ცხოვრების დასაყრდენი, ბედის უკუღმართობისაგან უცხო მხარეში გაყიდული ბავშვის სულის საძირკველი, ბეწვის ხიდი ნამდვილ ,,მე”-სა და იმ პიროვნებას შორის, რადაც აქციეს. აი ახლა, ასე ნათლად ხედავდა მის სახეს, თითქოს სურათიდან ამოზრდილიყო, ქაღალდზე აღბეჭდილი გამოსახულებიდან გაცოცხლებულიყო, მართალია მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მაგრამ სულერთია სად! მართალია, ხვდებოდა, რომ გვიანი იყო, რადგანაც უკვე არჩევდა საყვარელი ბიძაშვილის ოდესღაც ახოვანი სხეულის აქა-იქ მიმოყრილ ნაფლეთებს, მაგრამ მაინც, გვიანი ხომ ნამდვილად სჯობს არარსებულს! ანგელოზებმა დევიდს ფრთები შეასხეს და ისიც გაფრინდა, თამამად გადაკვეთა მონობისა და ტყვეობის ზღვარი, ამღვრეული თვალებით მიუახლოვდა ჯეიმსს, უფრო სწორედ, მის ნარჩენებს და მაგრად ჩაეხუტა არა მარტო დაკარგულ ბიძაშვილს, არამედ ასე მარტივად გაყიდულ ბავშვობასა და ბედკრულ სამშობლოს, რომელსაც ახლა თავად სწირავდა ბრძოლის ველზე; გულში ჩაიკრა გულუბრყვილო ოცნებები, რომლებიც ძალით გამოგლიჯეს ხელიდან ცხრა წლის წინ. საკუთარი ახლობლებისგან ღალატს მიჩვეული იყო, მაგრამ მაინც ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ტყვიას ზურგში დაახლიდნენ, როგორც ლაჩარსა და მოღალატეს. გრძნობდა, გრძნობდა მათი იარაღის ცივი ნაყოფის ბორგვას თავის განაწამებ სხეულში და სძულდა სამყარო, რადგანაც იმათი ხელით კვდებოდა ახლა, ვინც უკვე ასჯერ და ათასჯერ დაღრღნა, დაკორტნა მისი სული. თანაც, რა წარმოუდგენლად მძიმეა თანამოძმის მოსაკლავად აწეული იარაღი...
23 თებერვალი. 1944 წელი. დღეს გარდაიცვალა დეა მოსკოტე. მისი მეუღლე, ნიკარონ მოსკოტე სამი დღის წინ განიგმირა ტყვიით სამშობლოს სადარაჯოზე. ,,მაინც ბედნიერი ვარ, რადგანაც მიყვარდა და ჩემს მკერდში, თქვენგან განსხვავებით, გული ფეთქავდა!” –აი ის სიტყვები, რომლებიც მის გაღიმებულ ბაგეებს აღმოხდა უკანასკნელი ამოსუნთქვისას. მართლაც მას უყვარდა. უყვარდა დეასაც, იმდენად ძლიერ, რომ ნიკარონი მისთვის ჟანგბადს წარმოადგენდა და როდესაც ის აღარ იყო, დაპატარავდა და გაიგუდა. მაინც, რამდენი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს, როდესაც გულწრფელად უყვართ, უხარიათ და განიცდიან?! ...
24 თებერვალი. 1951 წელი. გარდაიცვალა ჰარის ანდერსენი, ყველაზე დიდი ქალაქის ყველაზე კარგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მაგრამ ყველაზე გამოცდილი ექიმებიცა და მათი მეთოდებიც უძლური აღმოჩნდა იმ მდგომარეობის წინაშე, რომელიც შვიდი წლის წინ წარმოქმნა ომმა ადამიანის გონებაში. ჰარისი ბავშვობიდანვე სიკეთითა და გულუხვობით გამოირჩეოდა, უარს ამბობდა მიწიერ სურვილებზე და ოცნებებით ზეცის ამოუცნობ სამყაროში შეღწევას ლამობდა. მან შექმნა საკუთარი ნათელი სამყარო, რომელიც ისევე დაანგრია ბომბმა, როგორც მისი სახლ-კარი; ისევე გააპარტახა მისი სული და მისწრაფებები, როგორც საყვარელი სამშობლოს მიწა-წყალი. განვლილმა ტანჯვამ სამუდამოდ დაასვა დაღი თავისი მორიგი მსხვერპლის ცნობიერებას. შვიდი წლის განმავლობაში ჰარისი ადამიანს აღარ ჰგავდა, ბრძოლის ველზე იძინებდა და იღვიძებდა, ტყვიების გუგუნის ფონზე ჭამდა ექიმების ძალდატანებით, თორემ, აბა რა დროს საკვები იყო, როდესაც ირგვლივ სასტიკი ომი მძვინვარებდა! საბოლოოდ, დღეს გარდაიცვალა ისე, რომ საავადმყოფოში გამოკეტილი ერთხელაც ვერ მოსწრებია სიწყნარესა და სულიერ სიმშვიდეს. საინტერესოა, იქნებ თავად უშენებენ ადამიანები ერთმანეთის მიზნებს მაღალ, პირქუშ კედლებს?! ...
ომი მიწიერი ჯოჯოხეთია, ადამიანის ხელით შეკოწიწებული და ცეცხლმოკიდებული კოცონია, რომელზეც სხვას არავის წვავს, თუ არა საკუთარ თავს. ხელმოწერაა ათასობით, მილიონობით მოქალაქის სიკვდილზე, რომელთა შორისაც ყველა ვიღაცის მამა, ძმა, შვილი, ქმარი, მეგობარი და უბრალოდ ადამიანია! ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილები ეშმაკის მანქანებით ფატრავენ, ფლეთენ, ჰკორტნიან ერთმანეთს. მათ უჭირავთ იარაღები, რომლებიც მართლა ისვრიან და მათ წინ დგანან ადამიანები, რომლებიც მართლა კვდებიან. ამ ადამიანების მიღმა არიან დედები, ამღვრეული თვალებითა და ტკივილის შრამებით აღსავსე სახით, რომლებიც მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე ყოველდღე თავიდან იჭრებიან იმ ტყვიებით, რომლებმაც მათი შვილების სხეულები გაყინა; დედები, რომლებიც ყოველგვარი საყვედურებისა და გმინვის გარეშე ატარებენ უმძიმესი ცოდვის ტვირთს, რადგანაც მათმა შვილებმა სხვისი შვილები მოკლეს, სხვა დედები გააუბედურეს... ჯარისკაცების მიღმა არიან ოჯახები, ახლობლები და საერთოდ, მათ ზურგს უკან დგას მთელი დედამიწა! ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული, რადგანაც არანაირი თავისუფლება არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. სისხლით გაპოხილ საძირკველზე არასოდეს დაშენდება ძლიერი სახელმწიფო, ისევე როგორც არასოდეს ამოვა ია უდაბნოს ქვიშაში. ომი ალქაჯია, რომელიც მხოლოდ უბედურებას, განუკითხაობას, დაფლეთილ სხეულსა და დასახიჩრებულ სულს შობს შვილად. რატომ აწამებ, ანადგურებ, კლავ, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი მის ადგილას და შენ ეწამებინეთ, გაენადგურებინეთ, მოეკალით... ომი ყველაზე ფართო მასშტაბიანი ტრაგედიაა, ყველაზე უგუნური გამოგონებაა, ყველაზე სასტიკი სასჯელია, ყველაზე დიდი გამოვლენაა კაცობრიობის დაუნდობლობისა. რამდენი ადამიანი... ვინ მოსთვლის... რამდენჯერ ვმჯდარვარ ტყვიაში, მაგრამ მაინც არ მესმის და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ როგორ აღმართავენ ისინი იარაღიან ხელს, როგორ უმიზნებენ მოძმის გულს და მასთან ერთად მის მოგონებებს, სურვილებს, ოცნებებსა და მიზნებს. ხელს, რომლითაც შვილს ეფერებიან და ამ დროს, ვინ იცის, იქნებ არც თუ ძალიან შორს შემზარავად ტირის ბავშვი, მონატრებული მამის სითბოსა და სიძლიერეს... ომი ისეთი მოვლენაა, რომლის შედეგებიც ვერასოდეს ჩაეტევა მხოლოდ მისი მსვლელობის დროისა და ჯარისკაცების ფარგლებში. ტყვია გაივლის სამიზნის სხეულს, თანამებრძოლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მემამულეებს, მაგრამ ყოველთვის აისხლიტება და ისევ მსროლელს უბრუნდება. წყვდიადი, ტყვიების გუგუნი, ზარბაზნების ქუხილი, დაჭრილების გმინვა, სისხლი, ცოდვა... რატომ?! არადა სულ ცოტათი მეტად რომ პატივს სცემდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი, ასატანს, სასიამოვნოსაც კი გახდიდნენ ერთმანეთის ცხოვრებას. მაინც, რამდენი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს, როდესაც გულწრფელად უყვართ, უხარიათ და განიცდიან?! ...
შეტყობინება შეასწორა Immortal - ოთხშაბათი, 2011-07-27, 8:15 PM | |
|
|
|
|