ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

Katrinaთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 10:00 PM | შეტყობინება # 481

5
0  +
0  ±
   ±
Offline
magari motxroba happy happy smile


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 10:04 PM | შეტყობინება # 482
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ეპილოგი

7 წლის შემდეგ.
_კეტ! ახალი გაზეთი შემოიტანე სანამ დედიკო სკოლისთვის ლანჩს მოგიმზადებს!-უთხრა ელისმა სკოლის ფორმაში გამოწყობილ პატარა კეტრინს. გოგონა მორჩილად წაბაკუნდა კარისკენ.
_ჯაზ! საუზმე მზადაა! სამსახურში დაგაგვიანდება! დროზე ჩამოდი!-ასძახა ქმარს და ჩაი დაასხა ფინჯნებში.
_მოვდივარ, მოვდივარ!-კიბეებზე ჩამოირბინა ახალგაზრდა, ახალწვერგაპარსულმა კაცმა.-დილამშვიდობისა, მისის ჰეილ!-ტუჩებზე აკოცა ფეხმძიმე ცოლს.
_დილამშვიდობისა!-ღიმილით მიუგო ქალმა და კოცნითვე უპასუხა.
_შენ როგორ ხარ, პატარავ? დედიკოს ხომ არ აბრაზებ?-ხელი გაბზეკილ მუცელზე მიადო ქმარმა ქალს. ორივეს გაეცინათ.
_აჰა, დედიკო, მოვიტანე!-გაზეთით ხელში დაბრუნდა კეტრინი.
_კეტ, მე მომეცი,-ხელი გაუწოდა ჯასპერმა შვილს.-შენ კი, მამიკოს ცუგრუმელა, საუზმეს შეუდექი, სკოლაში დღეს ვინ უნდა წაგიყვანოს თუ იცი?!-ბავშვს თვალები გაუბრწყინდა.
_შენ? მიყვარხარ, მამიკო! ავტობუსისთვის ლოდინი არ მომიწევს!-ბავშვი მამამისს მივარდა და ლოყაზე აკოცა.
_შენს ძამიკოს მიესალმე?-ჰკითხა მას შემდეგ, რაც მანაც აკოცა ქალიშვილს შუბლზე. გოგონამ დარცხვენით გააქნია თავი უარის ნიშნად. ამ ყველაფერს ქალი ღიმილით უყურებდა. შვილი მიუახლოვდა მას, ლოყა მუცელზე მიადო და თქვა:
_დილამშვიდობისა, ბავშვო! ბედნიერ დღეს გისურვებ!-თბილად და მხიარულად თქვა, შემდეგ თავის სკამზე აძვრა და საუზმეს შეუდგა. მის მშობლებს გაეცინათ.
შემდეგ მისტერ ჰეილმა გაზეთი გაშალა და ყავა, რომელიც კითხვის პარალელურად მოსვა, კინაღამ სასულეში გადასცდა.
_ელის...-შიშით გადახედა მეუღლეს.
_რა მოხდა?-შეშფოთდა ქალი.
_ოღონდ, ხომ გახსოვს, შენი ნერვიულობა არ შეიძლება...-გაუბედავად ჩაილაპარაკა კაცმა და გაზეთი ცოლისკენ მიატრიალა. გაზეთის ამ გვერდზე გამოსახული იყო დამწვარი სახლი. მოკლე სტატიის თანახმად, სახლი ვანკუვერში მდებარეობდა და მასში მცხოვრები კალენების მთელი ოჯახი ხანძარმა ამოწყვიტა.
_ყველანი... კარლაილიც, ესმიც, ედვარდიც და ბელაც?-შეძრწუნებული იყო ქალი.-გვამები ვერ იპოვეს, ერთიანად დაფერფლილა... ჩვენ კი 2 წლის წინ ვნახეთ ბოლოს ისინი... ამის დაბადებას მაინც მოსწრებოდნენ...-მუცელზე მოისვა ხელი.-რომ გვცოდნოდა...-ცრემლები დასცვივდა ქალს, რომელსაც ქმარი და შვილი მივარდნენ და ჩაეხუტნენ.
იმ დღის შემდეგ ბელა და ედვარდ კალენების სიყვარულის ისტორია დავიწყებას მიეცა... თუ არ ჩავთვლით ედვარდის ყოფილ კლასელ ერთი-ორ ჭორიკანას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ღალატით გამწარებულმა ბელამ თავისი ხელით წაუკიდა სახლს ცეცხლი და სხვებთან ერთად, თავიც მოიკლა... თუმცა ყველა ჭორში როდია სიმართლის მარცვალი...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი

დამატებულია (2010-12-25, 10:04 PM)
---------------------------------------------
Katrina, ვა, ბოლოზე მოგვისწარი? სულ წაიკითხე უკვე? მადლობაა happy




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-12-25, 10:57 PM

Takoთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 10:45 PM | შეტყობინება # 483
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimeeeeeeeeeee... vsio zakonchilas... :(( sawyeniaaa, magram ise amgra damtavrdaaaaaaaaaaaaaaaaaa........ ai dzalian dzalian dzalian magraa!!! sheudarebeli iko mteli sheni nawarmoebiii... sheudarebelii... marto epilogis wakitxvac ki sakamrisia amistviis surprised surprised bolo tavebi raaac saocreba iko martlaa! exla amas kide unda rame gagrdzelebaa? ese dasasruls amrtla ar movelodii happy happy
epilogi ... vaime rogor momewonaa... sufta ojaxuri garemo, mivxvbdi rom kargia ... biggrin i jili ani vmeswe is shaslivaaa .... chiri ika lxnini aqa, kato ika fkvili aqaa.... MIYVARS SHENI NAWARMOEEBI!!!!!!! snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 10:59 PM | შეტყობინება # 484
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime vaimeeee : (((((( ukomentaroood : (((((( vaimeeeeee : ((((( me megona eg aris happy end aris tqo da uceb baxx : (((((((( cry :'( cry :'( cry :'( cry auuuuu : ((((( sawyaaaaleeebiii : (((( yvellaa : ((yvela daiwvaa : (((( cry :'( cry :'( rato gamwireee ? : (((( vaime jer xo dzaaaan mwydeba guli da kide exla eeees cry :'( cry :'( cry ver gadavitan cry :'( cry :'( cry :'( cry :'( auu cry :'( cry :'( cry :'( cry :'( cry :'( cry :'( cry :'( cry :'( cry



შეტყობინება შეასწორა elle____ - შაბათი, 2010-12-25, 11:02 PM

Takoთარიღი: შაბათი, 2010-12-25, 11:02 PM | შეტყობინება # 485
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
elle____, me vfikrob rom ar damwvaraannn... es ubralod aclicistvis gaachalicehs, eee mgonia, magram romc damwvariyvnen amaze uketess dasasrules veravin dawerdaa!!! navsegda vmewee ... together genacvale me shen anii!


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 11:04 PM | შეტყობინება # 486
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (Tako)
me vfikrob rom ar damwvaraannn... es ubralod aclicistvis gaachalicehs, eee mgonia

Quote (AnasteishA)
იმ დღის შემდეგ ბელა და ედვარდ კალენების სიყვარულის ისტორია დავიწყებას მიეცა...

es ? ravi aba sheidzleba : )))



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 11:22 PM | შეტყობინება # 487
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Tako, madloba madloba madloba... neta komentarebi xo ar shemenaxaaa? sheni komentaris kitxvisas damebada es idea biggrin biggrin cud xasiatze ro viqnebi wavikitxav da gamomiketdeba xolme guneba-ganwyobileba. madloba, rom miwoneb gadawyvetilebas da metanxmebi rom aq damtavreba jobda yovelgvari gagrdzelebebis gareshe.
elle____,
Quote (elle____)
vaime vaimeeee : (((((( ukomentaroood : (((((( vaimeeeeee : ((((( me megona eg aris happy end aris tqo da uceb baxx : (((((((( cry cry cry auuuuu : ((((( sawyaaaaleeebiii : (((( yvellaa : ((yvela daiwvaa : (((( cry cry rato gamwireee ? : (((( vaime jer xo dzaaaan mwydeba guli da kide exla eeees cry cry ver gadavitan cry cry cry cry auu cry cry cry cry cry cry cry cry

vaimee shen ra pesimisti myavxar gogoo. tu me ver gavitvaliswine sworad? tako sworad mimixvda. eg sazogadoebistvis gaaketes, rom mkvdrebi gonebodat. wlebi rom ar ematebodat xom mixvdebodnen da da gaitamashes vitom daixocnen... sinamdvileshi vin icis... iqneb saqartveloshic wamovidnen... biggrin biggrin biggrin biggrin



elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-25, 11:31 PM | შეტყობინება # 488
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, au ra goimi var eee biggrin :D biggrin nu exla magasac vfiqroobdi kiii biggrin :D ise rogor daiwvebodnen mec magari var biggrin :D


★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-12-26, 8:24 AM | შეტყობინება # 489
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari dasasrulia esets verc ki warmovidgendi dzaan sayvarlad daamtavre albat bella da edwardi sadme shors bednierad cxovroben biggrin biggrin biggrin biggrin guli mwydeba rom damtavrda magram meoresmxriv dzaan momewona rogorc daamtavre dzaan miyvarxar da imedia shens sxva motxrobebs ar mogvakleb snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


Katrinaთარიღი: კვირა, 2010-12-26, 12:33 PM | შეტყობინება # 490

5
0  +
0  ±
   ±
Offline
AnasteishA, araa jer bolomde ver movaswari magram iseti siswrapit vkitxulob albat male davamtavreb happy happy


DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-12-26, 12:50 PM | შეტყობინება # 491
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმე თქვენი კომენტარები გადავიკითხე და ახლა წასაკითხად ვემზადები... ვგრძნობ, სელპაკი დამჭირდება.... cry cry cry

დამატებულია (2010-12-26, 12:50 PM)
---------------------------------------------
ოოო მაააი გააად!!!!!
რა სინდისით ვთქვა ძალიან მაგარი იყოთქოოო??? აიიიიიიი უუმაგრესზეე უმაგრესიი იყოოო :* ვიცოდი, რომ მიუხედავად წინა არაჩვეულებრივი თავებისა, დასასრული სრული ფურორი იქნებოდა! ყოჩაღ.... რა გითხრა არ ვიცი... ძალიან მიხარია, რომ აზრად მიგივიდა ასეთი რამის დაწერა და ასე გვახალისებდი ხოლმე და იმედი მაქვს ამით შენი მოღვაწეობა ჩვენს საიტზე არ დამთავრდება snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

ეპილოგი ძალიან მომეწონა... თავიდან ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ელისსაც სცოდნოდა სიმართლე, მაგრამ მისთვის უკეთესი მაინც ის იყო, რაც მოხდა. მან ხომ უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა ძმა...
სელპაკი კი ბოლო თავისთვის მართლა დამჭირდა... cry cry cry cry ყველანაირი დასასრული ცრემლებს იწვევს, ან სიხარულის, ან მწუხარების... cry cry cry cry cry cry cry
ძალიან მეწყინა, რომ დამთავრდა.... მაგრამ კარგად დამთავრდა და ეს ერთადერთია, რის გამოც ხმას აღარ ვიღებ გაგრძელებაზე. ედვარდი უკვე ვამპირია და უკვე ყველაფერი ნათქვამია... ასე, რომ შესანიშნავი ფიკი მუდამ დარჩება ჩვენს გონებაში... დიდი მადლობა ამისთვის :*



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-26, 1:33 PM | შეტყობინება # 492
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, ara goimi ar xar. sayvareli bavshvunia xar snegurochka sheidzleboda damwvariyvnen, mara xandzris dros? debilebi xo ar iyvnen? biggrin biggrin chaedzinebodat da ver gaigebdnen tu ra? biggrin biggrin biggrin mpua mpuuuuua
bella-bella, madloba madloba da kidev ertxel ugrmesi madloba... miyvarxar mec dzalian. ki, darwmunebuli iyavi rom bednierad icxovreben bolomde happy
Katrina, dzalian mixaria, rom ase dagainteresa am fikma... rom morchebi gagviziare shtabechdilebebi da shenishvnebi snegurochka (dzalian momwons sheni xelmowera)
stupid_l@mb, ara, rogor gekadreba... sanam ar gamagdebt am saitze vimogvaweveb sul :D:D rogor archev xolme aset sityveebs? yoveltvis aris shens komentarebshi ragac obieqturi, shenishvnebic maxsovs da es dadebiti komentarebi xom saertod. madloba shen rom kitxulobdi da obieqturad afasebdi yvelafers. yvelafers titqos chemi tvaltaxedvit uyureb. nu ra tqma unda obieqturs dadebitsac umatebdi, magram... mokled gmadlob!

happy happy happy happy The mission is accomplished! raxan tqveni imedis gamartleba shevdzeli, axla mshvidi sindisit gadaval sxva fikze, manamde ki... vinc am temashi shemoexeteba shemtxvevit da daainteresebs ra fiki iyo, ar mouwevs pirveli gverdidan daiwyos kitxva, mere komentarebi sheechxiros tvalshi (rogorc filmis yurebisas reklamebi gvechxireba xolme) da edzebos momdevno tavi, aseve mattvisac visac surs chemi fiki gadaikitxos roca moundeba da gaixsenos, chem fiks ragaceebi davmarte wordshi da allshares-ze avtvirte. ai, linkiბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი ელე, მგონი შენ ინახავდი ხო ამ ფიკს ფოლდერში? შეგიძლია გადმოიწერო და ისე შეინახო. თუ ვინმეს სურვილი ექნება, მაგრამ ვერ გადმოწერს რაიმე მიზეზით პმ-ში მომწეროს და სკაიპში გავუგზავნი.
ჰო, კიდევ, ადგილ-ადგილ ალბათ აკრეფის დროს დაშვებული შეცდომები შეგხვდებათ და მომწერეთ რა რო გავასწორო. ამოპრინტერებას ვაპირებ და მინდა რო უშეცდომო იყოს. გმადლობთ!



bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:00 PM | შეტყობინება # 493

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimeee aniiii. gushin ver movaxerxe epilogis wakitxva. vicodi rom dadebuli iyo, magram rom wamekitxa avibneodi da im chem isedac wvalebit daweril tavs saertod vegar davwerdi biggrin exlac mikvirs rogor shevikave tavi da rogor ar wavikitxe. yochag me ra! biggrin biggrin
vaimeeee. aiiii shookshi vaarrrrrrrrr. bolo tavis komentarshi dagiwere kidec neta ra bedi eweva eliss tqo da mixaria, rom epilogshi dawere elisisa da jasperis shesaxeb. aset dasasruls verc ki warmovidgendiii. shens garda vin moifiqrebda. nichieroooooo snegurochka snegurochka snegurochka vaime tavidan ver movtivine rom xanzris ambavi dzalit gaaketes da metqi ani ver gadamircheba tqooo biggrin biggrin magram mere kargad rom davfiqrdi da sheni komentaric rom vnaxe davwynardi biggrin gadamirchi raaa biggrin tongue shesanishnavi mwerali da adamiani xar snegurochka snegurochka aucileblad gadmoviwer shen fiks. happy mokled agar vici ra gitxra. shen tvitonac xom ici ra reaqciebi maqvs xolme sheni tavis wakitxvis shemdeg. da mitumetes es dasasruli iyoooo. boloshi avtirdiiii cry cry cry ki dzalian mindoda rom gagrdzelebuliyo, magram epilogi rom wavikitxe,mivxvdi rom amas aranairi gagrdzeleba agar shchirdeba. dasasruli yvelafers ambobs. miyvarxar dzalian da velodebi shens axal shedevreebs snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka

soniaთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:05 PM | შეტყობინება # 494

118
5  +
25  ±
   ±
Offline
megona elisi da jasperic sheuertdebodat sad sad bolo ori tavi dzalian lamazad da grdznobit iyo dawerili da didi madloba chemo kargo snegurochka snegurochka snegurochka

elle____თარიღი: კვირა, 2010-12-26, 3:52 PM | შეტყობინება # 495
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
heidzleboda damwvariyvnen, mara xandzris dros? debilebi xo ar iyvnen? biggrin biggrin chaedzinebodat da ver gaigebdnen tu ra?

xoda magas vambob goimi var ro ver mivxvdi tqo biggrin :D
Quote (AnasteishA)
ელე, მგონი შენ ინახავდი ხო ამ ფიკს ფოლდერში?

ki yvela tavi shevinaxe ert foldershi : ) :*:*


ძებნა: