Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-06-30, 10:52 PM | შეტყობინება # 200 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| თავი მეოცე. ნაწილი მეორე სამუდამოდ ერთად სადაც შემაძრწუნებელი წყვდიადია, იქ ყოველთვის იარსებებს სინათლის ნაპერწკალი, თუნდაც პატარა, წარსული სინათლით დაბრმავებული თვალისთვის დროებით შეუმჩნეველი. მთავარია, იპოვო ის. ადვილია არაფერი გესმოდეს და ვერაფერს ხედავდე, მხოლოდ საკუთარ გაურკვევლობასა და სიმშვიდეში იყო შეკეტილი, წარმოუდგენლად ძლიერ გრძნობას კი ცნობიერების ფარგლებს მიღმა ტოვებდე. ვერ აცნობიერებდე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, შესაბამისად, ვერ განიცდიდე. მარტივია იქცე გიჟად, როდესაც ირგვლივ იმდენი პრობლემაა გადასაჭრელი, ბრძენსაც კი თავი გაუსკდება ფიქრით. ადვილია ვერ გაიგო, როდესაც ყველა განმარტებას მოითხოვს შენგან, დაიმალო, გაექცე საკუთარ თავს... მარტივია გტკიოდეს და ვერ ხვდებოდე, იმიტომ რომ საკუთარი გონების ნაჭუჭში იყო საიმედოდ მოკალათებული, ნიჟარასავით... ხოლო იმ სულს, იმ სხეულს, რომელიც განსაცდელ ტკივილს უნდა ებრძოდეს, უარყოფდე, ვერ გრძობდე... ადვილია ერთმანეთისგან გათიშო ორგანიზმის ნაწილები, უარი თქვა თვალებზე, რომლებიც მხოლოდ სასოწარკვეთილების განგაშის ცეცხლს ხედავენ, ფეხებზე, რომლებიც უფსკრულისკენ მიგაქანებენ, ხელებზე, რომლებიც მიწაზე დაცემას ასე ცხადად შეიგრძნობენ და გულზე, რომელიც მხოლოდ გაყინული ტვირთია... მისცე მათ დამოუკიდებელი მოქმედების უფლება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთიც მხოლოდ მათ აჰკიდო. მარტივია ცნობდე მხოლოდ ,,მინდას” და ,,აუცილებელიას” სადღაც ქვეცნობიერის კუთხე-კუნჭულში საგულდაგულოდ მალავდე. ადვილია ისუნთქო წარსულით და სასურველ მომავალს გაუაზრებელი, უარყოფილი აწმყოსგან აშენებდე. მარტივია გტკიოდეს და ამ ტკივილზეც, შენს პიროვნებაზეც ხელს იღებდე. ეს ყველაფერი ისეთი მსუბუქია... მაგრამ მე მხოლოდ დაუნდობელი სიმართლის მწარე მუშტს ვიმსახურებდი სახეში. მე არ ვიყავი ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც იმსახურებდა ტკივილის შემსუბუქებას, მითუმეტეს არ ვიყავი ლაღი ფრინველი, რომელიც ფრთებს გაშლიდა და უბრალოდ გაფრინდებოდა. არ ვიყავი წმინდანი, რომელსაც ჰქონდა დანაშაულის აღიარებისა და შენდობის მიღების უფლება. მე ვიყავი ურჩხული, რომელიც არაადამიანურად უნდა დატანჯულიყო საკუთარი შეცდომების გამო, რომელსაც ბოლო წამამდე, უკანასკნელ გაბრძოლებამდე უნდა ჩაეხედა თვალებში რეალობისათვის. როდესაც ამ დასკვნამდე მივედი და კვლავ დავუბრუნდი საკუთარ, ზიზღითა და სიბინძურით აღსავსე არსებას, ტკივილამდე გახელილი თვალები ჩამქვრალი ცეცხლიდან დაბადებულმა თეთრმა უსასრულობამ დამწვა. ვგრძნობდი, რომ ვიწექი, რაღაც ძალიან რბილსა და აუტანელზე. ისე მძიმედ წამოვწიე თავი, თითქოს მთელი აც ცხრა წლის ცოდვების ტვირთი იქ დაგროვილიყო და ირგვლივ მიმოვიხედე. უცნაურად ავთრთოლდი, როდესაც ცივი, მკაცრი გარემოს ნაცვლად თბილი თუ არა, ნაცნობი ადგილი მაინც შევიცანი. როგორ აღმოვჩნდი ჩემს ოთახში? ან ტახტზე ვინ დამაწვინა? საერთოდ, რა ხდებოდა ჩემს თავს? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხანგრძლივი კომიდან ეს-ესაა გამოვსულიყავი. გვერდით სკამზე ესმი იყო, მშობელი დედასავით მზრუნველი და ახლობელი, ამავდროულად პაციენტის მომვლელი ქალივით შორეული და ფორმალური. –ესმი, რატომ გაქვს ასეთი შეშინებული სახე? –ვკითხე გაკვირვებულმა. –ედვარდ, გთხოვ, ხმა არ ამოიღო. უფრო მაშინებ! –სევდიანი, ამღვრეული თვალებით მიყურებდა ესმი. –დედა, რა მოხდა? ამ დროს ოთახში კარლაილი შემოვიდა. ტახტზე წამომჯდარი რომ დამინახა, თითქოს შეეშინდაო, უკან დაიხია. რამდენიმე წამის შემდეგ დაძლია გაუბედავობა, ჩვენსკენ წამოიწია და ესმის გვერდით ჩამოჯდა. –გამაგებინებს ვინმე რატომ იქცევით ასე? –ედვარდ, ყველაფერი რიგზეა? –დაბნეულად მომმართა კარლაილმა. –ამას მე უნდა გეკითხებოდეთ. ჯანდაბა, რატომ ზიხართ ასეთი შეშინებულები? –შვილო, მართლა აღარაფერი გახსოვს? –რა უნდა მახსოვდეს? იტალიაში გავემგზავრე, თავის მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ ბელა ჩამოვიდა და ეს კოშმარიც სამუდამოდ დამთავრდა. შემდეგ უკან დავბრუნდით. ჩარლი რა თქმა უნდა განრისხებული იყო და თავის შვილთან მიახლოებაც კი ამიკრძალა. მაგრამ ბელა საძიენებელ ოთახამდე მაინც ავაცილე. მერე მე და ელისი სანადიროდ წავედით. –ვყვებოდი ისე, თითქოს საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მომხდარიყო და არა –მშობლების კითხვაზე ვცემდი პასუხს. –მერე, ედვარდ? რა გახსოვს ამის შემდეგ? –მხოლოდ ის, რომ ესმი უცნაურად მიყურებდა და შენც ჩემმა დანახვამ თითქოს შეგაშინა. ორივე დუმდა. გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ნებისმიერ ხმაურზე აუტანელი იყო. –წყვდიადიც მახსოვს... ცეცხლიც და უროს გახურების ხმაც... ტკივილი... ბელა... –ვჩურჩულებდი, სიტყვებს ერთმანეთზე ვაბამდი და მაინც ვერ ვაწყობდი დასრულებულ, გასაგებ აზრს. მერე მოგონებებს ისევ თავიდან ვუბრუნდებოდი და მხოლოდ ძალით ამოგლეჯილ, ცალკეულ სიტყვებს ვიღებდი. –ელისი მოიყვანეთ! –როზალის ელაპარაკება, ვერ დატოვებს. –რატომ? რა მოხდა? –ნელ-ნელა მოთმინებას ვკარგავდი. –კარლაილ, უამბე, გთხოვ. გახსენებაც კი მზარავს. ვფიქრობ, უკვე საღად აზროვნებს. –ედვარდ, შვილო... მე და ესმი მნიშვნელოვან დოკუმენტებს ვაწესრიგებდით, როდესაც ელისმა დამირეკა და მთხოვა, რომ ჩვენს სახლთან მდებარე ტყეში სასწრაფოდ მივსულიყავი, რადგან ჩემი დახმარება სჭირდებოდა. რამდენიმე წამში იქ გავჩნდი და დავინახე, როგორ იწექი მიწაზე... უგრძნობელი და გათიშული. არაფერზე რეაგირებდი, მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდი, თითქოს თვალების მაგივრად მინები გქონდა და წარმოდგენილ საგანს დაჟინებით აკვირდებოდი. გეძახდით, მაგრამ პასუხს არ იძლეოდი, მხოლოდ მოუსვენრად ბორგავდი და აქეთ-იქით ტრიალებდი. ელისი ძალიან შეშინებული იყო, თურმე ბელას შესახებ ეამბო შენთვის... მას შემდეგ, რაც დატოვე... მაშინ გავაანალიზე, რაც ხდებოდა. შენ დიდი ტკივილის ზემოქმედების ქვეშ იყავი, სხვა სამყაროში გადასახლებულიყავი და არ ვიცოდი, რამდენი ხანი გასტანდა ასეთი მდგომარეობა. ჯასპერმა და ემეტმა წამოგიყვანეს და აქ დაგაწვინეს. მთელი ძალებით იბრძოდი, ყვიროდი, რომ არ გინდოდა მისგან შორს ყოფნა, მუშტებს გვირტყამდი და ღრიალებდი, რატომ მაიძულებთ მასთან განშორებასო. უსასრულოდ ბელას სახელს იმეორებდი. როზალი როიალს შეანარცხე, დარწმუნებული იყო, რომ სამაგიეროს უხდიდი... ედვარდ, მე მინახავს დიდი ტკივილი, მაგრამ არა ასეთი! ეს არანორმალური იყო. ვიცოდი, რომ ძლიერი სიყვარული შეგეძლო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ის გოგო ამდენს ნიშნავდა შენთვის. ვუსმენდი კარლაილს და სურათები თანდათან ცოცხლდებოდა ჩემს მოგონებებში. როგორ მრცხვენოდა მათი, რამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს საყვარელი ადამიანებს... არ მინდოდა, რომ ჩემი სისუსტე ენახათ, არ მინდოდა ამ მდგომარეობის მოწმენი გამხდარიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, უძლური აღმოვჩნდი. –ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი საქციელის გამო. –ვთქვი შეწუხებულმა. –შვილო, არაფერი გაქვს საბოდიშო. თავადაც ვერ ხვდებოდი, რას აკეთებდი. შენი ბრალი არ არის, რომ დაწყევლილი ცხოვრება გერგო წილად, ჩვენ ხო მარ გვინდოდა, ასეთები ვყოფილიყავით. არც ერთს აგვირჩევია ეს გზა. –მაგრამ ბელა ირჩევს! –ის შენ გირჩევს და არა –მონსტრობას. თქვენ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებთ, ეს ხომ ასეთი ნათელია! კარლაილის სიტყვებმა მიმახვედრა, რატომ ვიყავი იმ წუთას ნაწილებად დაშლილი, ვინ შეაგროვებდა ჩემს ნამსხვრევებს და ვინ გაამრთელებდა ჩემს ჭრილობებს. გავაანალიზე, რომ ბელას გარეშე გატარებული თითოეული წამი მტანჯავდა. მას დავეძებდი ყველგან და ყველაფერში, მის სითბოსა და სიყვარულს შევცქეროდი ერთადერთ იმედად. –რომელი საათია? –დავინტერესდი მოულოდნელად. კარლაილი და ესმი შეცბნენ, რადგან, როგორც წესი, ამ კითხვას არც ერთი ჩვენგანი არ სვამდა. ან კი რა საჭირო იყო? დრო თავისთვის მიედინებოდა, ჩვენ –ჩვენთვის, მისგან დამოუკიდებლად. –ღამის ხუთი საათია. რა ხდება? –ესე იგი ჯერ კიდევ ეძინება! –წარმოვთქვი გახარებულმა და ოთახიდან ჩვეული სისწრაფით გამოვედი. რამდენიმე წამში ბელას სახლისკენ მივქროდი. ნეტარებისა და ბედნიერების საოცარი შეგრძნებით მივუყვებოდი უკვე ათასჯერ გაკვალულ გზას და მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ახალს აღმოვაჩენდი. მართლაც, ამ საღამოს ახალი ედვარდი იბადებოდა, ახალი ბელა... ჩვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეპოქა იწყებოდა, მოშორებული მარტოობასა და ტკივილს, სამუდამოდ ერთად! ბელას ოთახში ფანჯრიდან ავძვერი. პატარა ბიჭივით ვიყავი შეყვარებული და აღფრთოვანებული. გული არ მქონდა, მაგრამ უცნაურად ფეთქავდა მთელი ჩემი არსება, ეშმაკურად ვცქმუტავდი რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში. ისეთი აღელვებული ვიყავი, ხელები მიკანკალებდა და თავისით მისრიალდებოდა გისოსებიდან. მეგონა მთელი საუკუნე გავიდა, სანამ ანგელოზის სახე დავინახე... იმ წამსვე მოვეშვი, ყველა ჭრილობა გაქრა, ყოველგვარი ტკივილსგან, მოგონებისგან და ემოციისგან დავიცალე, საოცარი სიმშვიდის მორევში გადავეშვი და სიყვარულის ტალღები სასიამოვნოდ მესალბუნებოდა სხეულზე. თითოეული უჯრედით შევიგრძენი, რომ სახლში ვიყავი, იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. არასოდეს განმეცადა ასეთი სიძლიერით, რომ ის მე მეკუთვნოდა, მე კი –მას. აღარც კი მახსოვს, როგორ მიმიყვანეს ფეხებმა მის საწოლთან, მხოლოდ ანგელოზს ვუყურებდი და მის მონატრებულ სახეს ბავშვურად, გულწრფელად ვუღიმოდი. ხელი მოვკიდე, ჟრუანტელმა მწველად დამიარა სხეულში, მაგრამ მე ეს სიახლოვე არ მაკმაყოფილებდა! არ მანაღვლებდა, თუ არ შეიძლებოდა, დღეს მე ხარბი ვიყავი და იმ სითბოს მოვითხოვდი, ურომლისობაც მთელი შვიდი თვის განმავლობაში მყინავდა და მამტვრევდა. მე ბავშვი ვიყავი, რომელიც ყველა სათამაშოს მოითხოვდა, მწყურვალი ვიყავი, რომელსაც ერთი წვეთი არ აკმაყოფილებდა და მზად იყო მთელი ზღვა შეესვა პეშვებით, ედვარდი ვიყავი, რომელსაც მხოლოდ ბელა სჭირდებოდა! საწოლზე ანგელოზის გვერდით მოვკალათდი, ხელები წელზე მოვხვიე ნაზად, ფრთხილად მივიზიდე ჩემკენ და მკლავებში მოვიქციე, გულში მხურვალედ ჩავიკარი. ბელამ ოდნავ გაიღიმა, უფრო მჭიდროდ ჩამეხუტა და ხელი პერანგზე მომიჭირა. ღრმად ეძინა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გრძნობდა ჩემს სიახლოვეს. სიამაყითა და ბედნიერებით ვივსებოდი. დაუსრულებლად ვეფერებოდი, ვკოცნიდი თმებზე, შუბლზე, სახეზე, ხელებზე... ვიხსენებდი მის თითოეულ ნაკვთს, ხარბად ვეწაფებოდი მის სითბოს, ვტკბებოდი იმ სიახლოვით, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ასე მტკივნეულად მაკლდა. თან მის სახელს ვჩურჩულებდი. გონებაში ახალ კომპოზიციას ვწერდი, მხოლოდ ბელასთვის, ჩემი ერთადერთი სიყვარულისთვის. მისი შეხებისას გამოწვეული მღელვარება და ბედნიერება გონებას გადაეცემოდა, იქ კი ბგერებად გარდაიქმნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე ახალ მელოდიას ვღიღინებდი... ფანჯარაში დილის სხივები შემოიჭრა. ვიცოდი, რომ ანგელოზი მალე გაიღვიძებდა და მოუთმენლობით სული მიმდიოდა. მოულოდნელად ბელამ ამოიოხრა. შუბლზე ხელი დავადე. ბელამ ამოისუნთქა და მუჭებით თვალების სრესა დაიწყო. შემდეგ შემომხედა, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. –შეგაშინე? –ვკითხე აღელვებულმა. ბელას რეაქცია უკვე მაშინებდა. გაკვირვებული მიყურებდა, ხმას არ იღებდა. _ო, ჯანდაბა! –უცებ დაიყვირა მან. _რა მოხდა, ბელა? _მოვკვდი ხომ? –ამოიკვნესა მან. _მე, მართლა ჩავიძირე. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ეს ჩარლის გაანადგურებს. –არ მომკვდარხარ. _მაშინ რატომ ვერ ვიღვიძებ? _არ გძინავს, ბელა. _არა, მე დარწმუნებული ვარ ამაში. უბრალოდ შენ გინდა, რომ ასე მეგონოს. შემდეგ კი ყველაფერი უარესად იქნება – მე გამოვიღვიძებ. თუ გამოვიღვიძე, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან – მკვდარი ვარ. ეს საშინელებაა. საწყალი ჩარლი. და დედა, მისი ახალი ქმარი... _კიდევ ვერ გავიგე, რა ნახე შენს კოშმარში. მაგრამ არ მესმის, რისი გაკეთება შგეძლო, რომ ჯოჯოხეთში მომხვდარიყავი. სანამ არ ვიყავი შენს გვერდით, ბევრი მკვლელობა ჩაიდინე? –ვცადე გავხუმრებოდი, რადგან სერიოზული ლაპარაკით არაფერი გამომდიოდა. ბელას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მკვდარი იყო. –ჯოჯოხეთში რომ ვიყო, შენ არ იქნებოდი ჩემს გვერდით. ამოვიოხრე. მას ისევ მცდარი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე. ბელამ ფანჯრისკენ გაიხედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა და დაჟინებით მაკვირდებოდა. თანდათან მის ლოყებს წითელი ფერი დაედო და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მოვხვეოდი. _ესე იგი, ეს ყველაფერი მართლა მოხდა? –იკითხა დაბნეულად. _გააჩნია რას გულისხმობ –გავუღიმე. _თუ იტალიაში მოგზაურობა გაქვს მხედველობაში, მაშინ კი. _რა უცნაურია. მე მართლა წავედი იტალიაში. შენ იცოდი, რომ არასდროს ვყოფილვარ აღმოსავლეთში ალბურკეკეს იქით? თვალები გადავატრიალე. აშკარად ვერ ხვდებოდა, რას ლაპარაკობდა. _მგონი, კიდევ გჭირდება გამოძინება. _უკვე დავისვენე! – რა თქმა უნდა, ისევ ისეთი ჯიუტი იყო. –ჩარლიმ მიბრძანა, რომ მე აღარასდროს შემოვიდე მის კარებში. ფანჯრიდან გადმოვძვერი, ფორმალურად არ ვარღვევ მის აკრძალვას, მაგრამ, ჩემი განზრახვა ნათელია. _ჩარლიმ ჩვენს სახლში მოსვლა აგიკრძალა? –გაბრაზდა ბელა. _სხვა რამეს ელოდი? _ყველაფერი მომიყევი. _რას გულისხმობ? _რა ვუთხრა ჩარლის? როგორ გავიმართლო თავი, რატომ გავქრი... ასეთი დიდი ხნით? მივხვდი, რომ ბელა გონებაში დღეებს ითვლიდა. _სამი დღით. სიმართლე გითხრა, იმედი მქონდა, რომ შენ მოიფიქრებდი. რამეს. არ ვიცი. _წარმოუდგენელია. –ამოიკვნესა ბელამ. _კარგი, შეიძლება ელისმა მოიფიქროს რამე, –ვთქვი მის დასამშვიდებლად. _ესე იგი, რას აკეთებდი იმ დროის განმავლობაში? _არაფერს საინტერესოს. –რა უნდა გამეკეთებინა მის გარეშე?! _რათქმაუნდა არაფერს. –წაიბურტყუნა ანგელოზმა. _რატომ მიიღე მასეთი სახე? _შენ, რომ სიზმარი ყოფილიყავი, ზუსტად ასე მიპასუხებდი. უნდა დაგიჯერო. _თუ მოგიყვები, ბოლოს და ბოლოს დაიჯერებ რომ კოშმარი არ გესიზმრება? –ბოლოს და ბოლოს, როდის ირწმუნებდა, რომ მე მართლა მის გვერდით ვიყავი? _კოშმარი! –გაიმეორა დამცინავად. _შეიძლება... თუ მომიყვები. _ვნადირობდი... –ყველაზე მცირე, რისი გამხელად შემეძლო. –უკეთესი საქმე ვერ ნახე? ეს ნამდვილად არ ამტკიცებს იმას, რომ არ მძინავს. გადავწყვიტე, რომ მისთვის სიმართლე მეთქვა. _საკვებისთვის არ ვნადიორბდი...მე ვდევნიდი. _რას დევნიდი? _არაფერს მნიშვნელოვანს. _ვერ გავიგე. ასე ვეღარ გავაგრძელებდი. ვერ ავიტანდი ჩვენს შორის ჩამდგარ სიშორეს. ბელა ისე მელაპარაკებოდა, თითქოს მისთვის უცხო ვიყავი. ბოლო უნდა მომეღო ამ უნდობლობისთვის. მე მისი სიახლოვე მჭირდებოდა და არა უაზრო, გაწელილი დიალოგი. _მე ბოდიში უნდა მოგიხადო. არა, რა თქმა უნდა, ბოდიშზე მეტი უნდა გავაკეთო. მაგრამ უნდა იცოდე... წარმოდგენაც არ მქონდა, სათანადოდ ვერ ვაფასებდი არეულობას, რომელსაც ვტოვებდი. ვფიქრობდი, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდი. და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ვიქტორია დაბრუნდებოდა. ვაღიარებ, რომ მაშინ მას არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, მე მხოლოდ ჯეიმსის განადგურებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მხოლოდ მე ვერ დავინახე სიმართლე. ის რომ, ვიქტორია ძალიან ახლოს იყო ჯეიმსთან. ეხლა ვხვდები, რატომ ენდობოდა მას. ჩემი ქედმაღლობის ბრალია ყველაფერი – მან ხელი შემიშალა, ვიქტორიას გრძნობები დამენახა. არ ვფიქრობ, რომ გამართლება აქვს ჩემს წასვლას, რომ დაგტოვე აქ დაუცველად. გთხოვ, გაიგე. მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. მე თავს დაჭრილად ვგრძნობ, დაჭრილად პირდაპირ გულში, ეხლაც კი როცა გიყურებ და შემიძლია მოგეხვიო. ეს ჩემი დანაშაულის ყველაზე საცოდავი გამართლებაა. _შეჩერდი. –გამაწყვეტინა ბელამ. _ედვარდ. ახლა ყველაფერი უნდა დასრულდეს. შენ არ შეგიძლია გამუდმებით იფიქრო ამაზე. შენ არ უნდა მისცე უფლება... ამ დანაშაულს... რომ მართოს შენი ცხოვრება. შენ არ შეგიძლია შენს თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმ შემთხვევების გამო, რაც მე აქ მომივიდა. არცერთი მათგანი არ არის შენი დანაშაული, ყველაფერი ეს, ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუ ავტობუსი დამეჯახება ან რამე ესეთი მომივა, უნდა გაიგო, რომ არ შეგიძლია ყველაფერში შენი თავი დაადანაშაულო. არ შეგიძლია, ყოველ ჯერზე იტალიაში გაიქცე, იმიტომ, რომ ცუდად იქნები იმისგან, რომ ვერ გადამარჩინე. თუნდაც, მე მართლა თავის მოსაკლავად გადმომხვმტარიყავი იმ კლდიდან, ეს ჩემი არჩევანი იქნებოდა და არა შენი შეცდომა. ვიცი, რომ ესეთი ბუნების ხარ, რომ ყველა პასუხისმგებლობას შენს თავზე იღებ, მაგრამ შენ არ გაქვს უფლება ასეთ უკიდურესობაში ჩავარდე! ეს უპასუხისმგებლობაა – იფიქრე, ესმიზე, კარლაილზე და... ანგელოზი ძალიან ღელავდა, სიტყვებს ეძებდა... ჩემთვის კი თანდათან ყველაფერი ნათელი ხდებოდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და გიჟს ვემსგავსებოდი. ნუთუ... ეს როგორ იფიქრა... _იზაბელა მერი სვონ! შენ ფიქრობ, რომ ვოლტურის ჩემი სიკვდილი მხოლოდ იმიტომ ვთხოვე, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი? _ესე არ არის? _დანაშაულის გრძნობა? არ არის სხვა, უფრო დიდი რამ, რასაც შენ შეგიძლია ჩაწვდე? _მაშინ... რაზე ლაპარაკობ? არ მესმის. _ბელა, მე წავედი ვოლტურებთან, რადგან მეგონა რომ მკვდარი იყავი. ეს რომც არ ყოფილიყო ჩემი შეცდომა, მე მაინც წავიდოდი იტალიაში. რა თქმა უნდა უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი, ჯერ ელისს უნდა დავლაპარაკებოდი, იმის მაგივრად, რომ როზალის მონაყოლისთვის დამეჯერებინა. მაგრამ მე ხომ მართლა გავიგონე, როგორ მითხრა ბიჭმა, რომ ჩარლი დაკრძალვაზეა? ყველაფერი ხომ ემთხვეოდა? _ემთხვეოდა –ჩაიბუტბუტა ბელამ. _მოვლენები მუდამ ჩვენს წინააღმდეგ ეწყობა. შეცდომა შეცდომაზე. მე აღარ გავაკრიტიკებ რომეოს. _მაგრამ მე ისევ არ მესმის. ამიხსენი. რამ გაიძულა? რომც მოვმკვდარიყავი, მერე რა? _ყველაფერი დაგავიწყდა რაც ეხლა გითხარი? _მე ყველაფერი მახსოვს რაც მითხარი. ის სიტყვებიც, რომლებიც ველაფერს უარყოფდნენ. აი თურმე რაში იყო საქმე. ჩემი თითები მის ქვედა ტუჩზე გადავატარე, პირველად გავბედე მისი შეხება... _ბელა, შენ არაფერი არ გესმის, შენ გაურკვევლობაში იმყოფები. მეგონა, რომ ყველაფერი გასაგებად აგიხსენი. ბელა, მე არ შემიძლია ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც შენ არ არსებობ. _მე... დავიბენი. _მე კარგი მატყუარა ვარ, ბელა. ანგელოზი გაშეშდა, ვეღარ სუნთქავდა. ბეჭზე ხელი დავადე, რომ დამშვიდებულიყო. _ნება მომეცი დავამთავრო! მე კარგი მატყუარა ვარ, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მალე დაგეჯერებინა... ეს ძალიან მტკივნეული იყო... როცა ჩვენ ტყეში ვიყავით, როცა გემშვიდობებოდი... შენ არ გინდოდა ჩემი გაშვება. მე ვხედავდი ამას. მე არ მინდოდა ასე მოქცევა, ვგრძნობდი, რომ ეს გამანადგურებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ შევძლებდი შენს დარწმუნებას იმაში, რომ აღარ მიყვარდი, შენ გააგრძელებდი ცხოვრებას. ვიმედოვნებდი, რომ თუ შენ იფიქრებდი, რომ მე გავაგრძელე ცხოვრება შენს გარეშე, შენც ასევე მოიქცეოდი. _სრული განშორება. _ზუსტად. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის გაკეთება ასე ადვილი იქნებოდა! ვფიქრობდი, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო – რომ შენ იმდენად დარწმუნებული იქნებოდი საპირისპიროში, მე საათობით მომიწევდა შენი მოტყება, რომ ოდნავი ეჭვი მაინც ჩამესახა. მე გატყუებდი და ისე ვნანობ ამას, რადგან ეს იყო უსაფუძვლო მცდელობა. მწუხვარ, რომ არ შემეძლო ჩემგან დამეცვა შენი თავი. მე გატყუებდი, რომ გადამერჩინე და ამან არ გაამართლა. მწუხვარ. მაგრამ როგორ დამიჯერე? მას შემდეგ რაც ათასჯერ მითქვამს, რომ მიყვარხარ, როგორ დაანგრევინე ერთ სიტყვას ნდობა ჩემში? მე ხომ ვხედავდი შენს თვალებში, რომ შენ მართლა გჯეროდა იმის, რომ მე არ მინდოდა შენთან ყოფნა. ეს ისეთი სასაცილო და აბსურდულია. თითქოს შემიძლია შენს გარეშე არსებობა! –მართლაც, რამდენჯერ შეიძლებოდა იმის დამტკიცება, რომ ბელას გარეშე ვერ ვიცოცხლებდი? ბელას ცრემლები წამოუვიდა. _მე ეს ვიცოდი. ვიცოდი, რომ ყველა ოცნება დამენგრა. _შენ შეუძლებელი ხარ. რა გითხრა, რომ დამიჯერო? შენ არ გძინავს და არ მომკვდარხარ. მე აქ ვარ და მიყვარხარ. მე მუდამ მიყვარდი და მუდამ მეყვარები. მე ვფიქრობდი შენზე, ვხედავდი შენს სახეს, ყოველ წამს, როცა შორს ვიყავი. ანგელოზმა თავი გააქნია. _ჩემი არ გჯერა ხომ? –დავიჩურჩულე მტკივნეულად. _რატომ შეგიძლია დაიჯერო ტყუილი და არა სიმართლე? _შენთვის არასდროს წარმოადგენდა აზრს ჩემი სიყვარული. მე სულ ვიცოდი ეს. თვალები გადავატრიალე. _დაგიმტკიცებ, რომ არ გძინავს! ანგელოზის სახე ხელებში მოვიქციე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე. მთელი შვიდი თვის განმავლობაში, მე არასოდეს მიოცნებია მის კოცნაზე, მაგრამ იმ წამს ვხვდებოდი, რომ ჰაერივით მაკლდა მისი ბაგეების სიმხურვალე. _გთხოვ, ნუ იზამ ამას. –ჩურჩულით შემევედრა ანგელოზი. მისგან რამდენიმე მილიმეტრში გავიყინე. რატომ მთხოვდა ამის გაკეთებას? უფრო სწორედ არ გაკეთებას? ნუთუ უკვე გვიანი იყო? _რატომ არა? –როცა შენ ისევ წახვალ, მე ამის გარეშე უფრო გამიჭირდება. _როდესაც გეხები, შენ ისეთი... მერყევი, იმდენად ფრთხილი და მაინც ისეთივე ხარ. უნდა ვიცოდე რატომ. იმიტომ, რომ გვიან გამოვჩნდი? იმიტომ, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენე? იმიტომ, რომ შენ ცხოვორების გაგრძელება გინდა, რის მიღწევასაც მაშინ ვცდილობდი? ეს საკმაოდ... სამართლიანი იქნება. მე არ შევეწინააღმდეგები შენს გადაწყვეტილებას. ასე რომ, არ არის საჭირო ჩემი გრძნობების შეცოდება, გთხოვ, უბრალოდ მითხარი, ისევ შეგიძლია გიყვარდე, იმის შემდეგ რაც მოგაყენე. შეგიძლია? –ვგრძნობდი, რომ ამ წამს ყველაფერი წყდებოდა. მის პასუხზე იყო დამოკიდებული მთელი ჩემი მომავალი. კი ან არა... ბედნიერება ან სიკვდილი... _რა იდიოტური კითხვაა? _უბრალოდ მიპასუხე. გთხოვ. _გრძნობა, რომელსაც შენს მიმართ განვიცდი, არასდროს შეიცვლება. რათქმაუნდა, მიყვარხარ და შენ ვერაფერს უზამ ამას! _ეს ყველაფერია, რაც უნდა გამეგო. და მე ვიპოვე მისი ტუჩები. ბელა აღარ შემეწინააღმდეგა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემში მცხოვრებ ურჩხულს, მე მხოლოდ ბელასთან სიახლოვე და მისი სიყვარული მასულდგმულებდა. ეს კოცნა არ იყო ფრთხილი, როგორც ადრე... ხელებით ვიკვლებდი მის სახეს, ვიხსენებდი თითოეულ ნაკვთს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სწორედ ამ წუთას დავბრუნებულიყავი. თითქოს აქამდე არ ვიყავი მის გვერდით. ვიგრძენი, რომ ბელას თავბრუსხვევა ეწყებოდა და გავანთავისუფლე. ყური მივადე იქ, სადაც მისი გული გამალებით სცემდა. მთელი ჩემი არსება სიამაყემ მოიცვა, არასოდეს ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი. მე ხომ მესმოდა მისი გულის ფეთქვის ხმა, ყველაზე სასიამოვნო რამ მთელ ქვეყანაზე! –ნებას მომცემ აგიხსნა რას ნიშნავ შენ ჩემთვის? ანგელოზის პასუხს აღარ დაველოდე და დავიწყე. _სანამ შენ გამოჩნდებოდი, ბელა, ჩემი ცხოვრება უმთვარო ღამეს ჰგავდა, ძალიან ბნელს, მაგრამ იშვიათი განათებებით ვარსკვლავების შუქით... და შემდეგ შენ მეტეორივით გაიელვე ჩემს ცაზე. უცებ ყველაფერი თითქოს ცეცხლმა გაანათა. გაჩნდა ბზინვარება, აღმოცენდა სილამაზე. როდესაც გაქრი, როდესაც მეტეორი დაეცა, ძირს ჰორიზონტზე, ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. არაფერი შეცვლილა, მაგრამ ჩემი თვალები დაბრმავდნენ სინათლისგან. მე ვეღარ ვხედავდი ვარსკვლავებს და შემდეგ არაფერიც არ იყო. _შენი თვალები შეეჩვევა. _პრობლემაც ამაშია – არ შეუძლიათ. _რა, თუ ჭკუიდან შეიშალე? _მე ჭკუიდან არ შევშლილვარ, ეს ყველაფერი სიყვარულია. არ იყო არანაირი სიგიჟე, იყო მხოლოდ... ტკივილი. შენთან ერთად ჩემმა გულმა ფეთქვა დაიწყო, თითქმის ოთხმოცდაათი წლის შემდეგ, და ეს არაჩვეულებრივი იყო. მე თითქოს ისევ წამართვეს გული. თითქოს ყველაფერი რაც ჩემში იყო, აქ შენთან დავტოვე. _ეს სასაცილოა. _სასაცილო? _მე მეგონა, რომ ჩემზე ლაპარაკობდი, უცნაურია. მეც თითქოს დავკარგე საკუთარი თავი. მე ვერ ვსუნთაქვდი დიდ ხანს... და ჩემი გული... ისიც დაკარგული იყო. ანგელოზს ლაპარაკი კოცნით გავაწყვეტინე. ჩვენ ისევ ერთად ვიყავით, შეყვარებულები და ბედნიერები. სამუდამოდ ერთად!
| |
|
|
Immortal | თარიღი: სამშაბათი, 2011-07-26, 2:47 PM | შეტყობინება # 202 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ე პ ი ლ ო გ ი
ცხოვრება საჩუქარია, როგორი დიდებული ან მატყუარაც არ უნდა იყოს ის; თანაბრად ღირსეული მეფისა და მონის, პროფესორისა და ვაჭრის, ქველმოქმედისა და ქურდის წინაშე. იმ უკვდავი ცნებების ერთობლიობაა, რომლებიც იმდენადვე გამორიცხავენ ერთმანეთს, რამდენადაც ავსებენ. ეს ისეთივე მარტივია, როგორც ის, რომ ვიღაცისთვის ,,მე’’ ვარ, ვიღაცისთვის –,,შენ’’, ვიღაცისთვის –,,ის’’, ვიღაცისთვის კი –არაფერი. ვიცინით, ვტირით, გვიხარია, გვწყინს, გვსიამოვნებს, გვტკივა... საკუთარი ხელით ვიკოწიწებთ ცხოვრებასა და, მაშასადამე, ისტორიას. მომავალს აწმყოდ ვაქცევთ, წარსულს კი მომავალში ამოვზრდით, როგორც კუნძულს ზღვაში. სრულყოფილებისთვის ჯერ არავის მიუღწევია, ამიტომ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. ტრაგედია ის კი არ არის, როდესაც ვცდებით, არამედ ის, დანაშაულის აღიარებასა და აღმოფხვრას თუ არ ვცდილობთ. ალბათ, ჩადენილი შეცდომის შედეგები და მის მიერ მოტანილი ტკივილი ერთგვარი გაფრთხილებაა მისი გამეორების წინააღმდეგ. დრო საუკეთესო მასწავლებელიაო, უთქვამთ. ას ცხრა წლიანი გამოცდილების საფუძველზე თამამად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაზე დიდი ნიჭია აპატიო საკუთარ თავს! რა თქმა უნდა, თითქმის წარმოუდგენელია შეუნდო უბადრუკ, თავხედ ,,მე”-ს, რომლის შეცდომამაც ყველაფერი დაგინგრია, კედელთან მიგაყენა და რეალობის მწარე ტყვიებით დაგხვრიტა, რადგან ის არ ხარ, რაც გინდა რომ იყო... რადგან შენი გულის ფეთქვის ნაცვლად ურჩხულის ღრიალი ესმის... მაგრამ სწორედ სირთულეების გადალახვა განიჭებს ენით აუწერელ სიამოვნებას, ახუნებს იმ ტკივილს, რომელიც წარსულს ჩაბარდა და, შესაბამისად სიმძაფრეც დაკარგა, ისევე, როგორც კოშმარმა გამოღვიძების შემდეგ; მთავარია იბრძოლო, სხეულის თითოეული სანტიმეტრით გაუწიო წინააღმდეგობა, არ დანებდე, რადგანაც თუ ერთხელ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ; მთავარია გწამდეს, სასოწარკვეთილების საზღვრამდე მისული რმწენით გჯეროდეს მომავლის და მზად იყო ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად; მთავარია გიყვარდეს...!
შეტყობინება შეასწორა Immortal - სამშაბათი, 2011-07-26, 2:48 PM | |
|
|