ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
წყვდიადი

saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:02 PM | შეტყობინება # 1
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
სახელწოდება: წყვდიადი
ავტორი: saaali
ბეტა: stupid_l@mb
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
ჟანრი: მელოდრამა, დრამა, რომანტიკა...
რეიტინგი:G (General)
პეირინგი: ბ.ს.
სტატუსი: წერის პროცესშია

პროლოგი

თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი
..

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:41 PM

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 11:35 PM | შეტყობინება # 76
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
თავი 7


-ბელა პრივეტ! რას შვები? ამ ბოლო დროს ხშირად არ დადიოდი ხოლმე.. რა ხდება ახალი ?- თან პატარა ბავშვივით გამიღიმა..
-ჯანდაბა! ამანდა არ შეგიძლია, რომ ესე მოულოდნელად თავზე აღარ დამადგე?? - მე კიდე სერიოზული სახით შევხედე.. სული ჯერ კიდევ არ მქონდა მოთქმული
-უი, ხომ არ შეგაშინე?? - ეხლა კი დამნაშავესავით გაიღიმა.
-შეგაშინე ცოტა რბილი ნათქვამია- თვალები გადავატრიალე და გამეცინა.
-ბოდიში.. ამის შემდეგ აუცილებლად ფრთხილად მოვიქცევი ხოლმე- ეს კი სერიოზული სახით მითხრა.
-ხო, კაი საბოდიშო არაფერი არის.. უბრალოდ ცოტა ჯობია მართლა ფრთხილად მოიქცე- წინ წავედი და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი- წამოდი კაფეტერიაში წავიდეთ.. ისე როუზი ხომ არ გინახავს?
-არა, ბელა საერთოდ შენთან ერთად აქვს ხოლმე დღეს პირველი გაკვეთილი და დაგვიანება კიდე მისი სტილი არ არის.. ანდა შეიძლება კაფეტერიაში იყოს და იქ მოგვიყვება რატომ არ იყო გაკვეთილზე..- და ამანდაც გამომყვა..
როცა კაფეტერიაში შევედით ერთხელ მთლიანად მოვავლე თვალე უზარმაზარ ოთხს, მაგრამ უამრავი ბავშვი ირეოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ რამე აგვეღო და როცა მაგიდასთან დავჯდებოდით ისევ მოგვეძებნა როუზი, მაგრამ რატომღაც მეეჭვებოდა, რომ დღეს სკოლაში მოვიდოდა..
მაგრამ როდესაც საჭმელი ავიღეთ და მაგიდასთან დავჯექით სხვა მოსწავლეების რიგს შევხედე, რომლებიც ასევე საჭმელის ან სასმელის ასაღებად რიგში იდგნენ.. ამ ბავშვებს შორის როუზს თვალი მოვკარი, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა.. ხელი ავწიე და დავუქნიე.. ორ წუთში უკვე ჩვენ მაგიდასთან იჯდა..
-პირველ გაკვეთილზე რატომ არ იყავი?- ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა ის ვკითხე..
-გამარჯობით მაინც დაგეწყო- ძალით გაირიმა და ჭამა დაიწყო..- უბრალოდ ჩამეძინა და აღარ ამოვედი..
ნუ დიდი ნამდვილად არაფერი მომხდარა მეც გამიკვირდა რატომ ვიყავი ასეთი აფორიაქებული.. უცებ ერთმა აზრმა დამარტყა თავში.
-მე, შენ და ამანდა დღეს კინოში წავიდეთ..
-ხო, კარგი აზრია მართლა წავიდეთ.. - ამანდა გახარებული ტიტინებდა - რამდენი ხანია არსად არ წავსულვართ ერთად..
-ხო მართალი ხარ- თან ამანდას ვუპასუხე და თან როუზს გადავხედე- შენ რას იტყვი??
-მმმ...-როუზს ცოტა ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა- რავიცი რა ფილმია?
- განთიადის 2 ნაწილი.. ნამდვილად არ მოვიწყენთ ორი საათი- მეც შევეცადე თბილად გამეღიმა..
-აამ.,- დარცხვენილმა ამოიხედა - ვერ წამოვალ არ მცალია დღეს..
-კარგი რა პრობლემაა ხვალ წავიდეთ- ვთქვი და თან ამანდას კითხვით სავსე თვალებით გადავხედე პასუხის მოლოდინში.
-ხო რა პრობლემაა როუზ, მოვიცდით და იმ კვირაში წავიდეთ თუნდაც- ამანდამაც მომბაძა თავაზიან ღიმილში..
-ხომ გითხარით არ მცალია მეთქი. თქვენ რა ვერ გაიგეთ?!- როუზის მშვიდი სახე უცებ გაბრაზებამ შეცვალა.. მაინც ვერ გავიგე ესეთი სწრაფი ცვლილება რამ გამოიწვია.. ნუთუ ჩვენმა ნათქვამმა?? არაფერი მესმოდა..- არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ და საერთოდ თქვენთვის საერთოდ აღარ მეცლება!!
ეს თქვა თუ არა მაშინვე ადგა და სწრაფად გავვარდა კაფეტერიიდან ოღონდ ცენტრალური გასასვლელის მიმართულებით.. მე და ამანდამ კი ადრინდელივით გაკვირვებული და კითხვით სავსე მზერით გადავხედეთ ერთმანეთს..
-მოიცადე… მოიცადე, ტაილერ, - დავიყვირე როგორც კი ნაბიჯების ხმა გავიგე და კარისკენ სასწრაფოდ გავიქეცი, - აი, ახლა უკვე თავს ვეღარ დაძვრენ და გინდა თუ არა მაინც მოგვიწევს დალაპარაკება!
-ჰმ, - ირონიულად გაიცინა და ამაყად შემომხედა, - შენ და სამანტამ ჩემს საწამებლად პირი შეკარით? რაზე უნდა მელაპარაკო, ბელა?
-იცი რაზეც,- მკაცრად შევხედე და სავარძელისკენ მივუთითე, - შეგიძლია ჩანთა მოიხსნა და დაჯდე. ეს ნამდვილად დიდ დროს წაიღებს. იმაზე უნდა გელაპარაკო რის გამოც ამდენი ხანი თავს მარიდებდი!
-კარგი რა, ეხლა ნუ დაიწყებ უფროსი დის როლის თამაშს. ხომ იცი, რომ არ გამოგდის, - ტაილერმა ისე გაიცინა, რომ ზემოთ არც ამოუხედავს, - და თან, უნდა წავიდე, თორემ სკოლაში დამაგვიანდება.
-რატომ ან როდის დაიწყე? - ვკითხე თუ არა მაშინვე თვალები გადაატრიალა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ ვაპირებდი იმიტომ, რომ საქმე მის სიცოცხლეს ეხებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, - ვერ ხვდები, რომ ეს ძალიან საშიში რამეა და დახმარება გჭირდება?
-კარგი რა, ბელა! -ტაილერმა გაბრაზებულმა ამომხედა, - ისიც მეყოფა, შენი ჭორაობის გამო დასჯილი რომ ვარ და სკოლა-სახლის გარდა ვეღარსად დავდივარ. ეხლა კი დამაჯინე და რაღაც სისულელეებზე დროს მაკარგვინებ! ბოლოს იმდენს იზამ, სამანტა საერთოდ სახლში დამატყვევებს.
-ჯერ ერთი, მე არავისთან არ მიჭორავია შენი „საქმიანობის შესახებ“ და სამანტამ კი მაშინ გაიგო, როდესაც საავადმყოფოში მოხვდი და საერთოდაც, მეც არ გამიგია მასთან შედარებით დიდი ხნით ადრე, - პირდაპირ მივაყარე ამ უტიფარს. საშინლად გაბრაზებული ვიყავი მისი ასეთი სიჯიუტის გამო და ყველაფერს გავაკეთებდი მის დასაცავად. არასასურველ ადამიანებსაც კი ჩამოვაშორებდი, თუნდაც ისინი მისი „მეგობრები“ ყოფილიყვნენ.
- მოკლედ, ალაპარაკდები თუ აქ დიდხანს ვიყოთ? ისე, სანამ არ მიპასუხებ... ჩათვალე, რომ არსად მაგვიანდება...
-დიდი არაფერი არ მომხდარა.. უბრალოდ, ერთხელ გავსინჯე,- აი ამას კი ნამდვილად ვერ დამაჯერებდა, ტაილერმა თვალები გადაატრიალა,- ხო კარგი რამოდენიმეჯერ, ოღონ ზუსტად არ მახსოვს.. მაგრამ ჩემს საქციელს ვინანიებ და ამას აღარასდროს გავიმეორებ,- საწყალი სახე მიიღო,- მემგონი, გავარკვიეთ ყველაფერი.. ეხლა შემიძლია წავიდე?
-კი წადი.. მაგრამ იცოდე, თუ ისევე დაუბრუნდები წამალს, ისევ ცუდად გახდები და უფრო უარესადაც, ვიდრე რამოდენიმე დღის წინ.. აი მერე კი ვეღარავინ დაგეხმარება! - სერიოზული სახე მივიღე,- ეხლა კი შეგიძლია წახვიდე!
ამის თქმა იყო და ორ წამში სახლიდან გავარდა.. მეც ავდექი და სკოლაში წასასვლელად მომზადება დავიწყე.. საათს რომ გავხედე აღმოვაჩინე, რომ ჯერ ერთი საათით ადრე იყო და სულ თავისუფლად შემეძლო არ მეჩქარა.. ჯანდაბა!! ნეტავ ტაილერი სად გარბოდა?! კარგი, ბელა კმარა- ეს უკვე ზედმეტია, პატარა ბავშვი არა არის, რომ სულ გავაკონტროლო.
სანამ ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული და თმებს ვიკეთებდი, სარკეში თვალი ჩემს დღიურს მოვკარი.. უკვე რამოდენიმე დღე იყო, რაც მასში არაფერი ჩამეწერა იმიტომ, რომ არც გამახსენდა.. გამეცინა, თმები შევიკარი და დასაწერად კალამი მოვიმარჯვე.


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-25, 11:36 PM

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 11:37 PM | შეტყობინება # 77
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
„ ძვირფასო დღიურო, მას შემდეგ, რაც აქ ბოლო შეტყობინება დავწერე ბევრი რამ შეიცვალა.. ალბათ, სწორედ იმის ბრალია, რომ ბოლო დღეები საერთოდ გადამავიწყდი (რაც მე არ მჩვევია) და უფრო გავმხიარულდი.. ვხვდები, რომ ცხოვრების ხალისი ნელ-ნელა მიბრუნდება და ისევ ძველი ბელა ვხდები.. ოღონდ, ერთ ადამიანზე დამოკიდებული და ეს ფაქტი საერთოდ არ მაწუხებს.. პირიქით, რაც ჯასპერი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა..მართლია, ჯერ სერიოზულად არ გვაქვს საქმე (ანუ შეყვარებულები არ ვართ) , მაგრამ ხშირად ვნახულობ ხოლმე და მგონია, რომ მასაც მოვწონვარ.. ოღონდ ცუდი ის არის, რომ ჯასპერი სტუდენტია... რატომღაც საღამოს ლექციები აქვს და ამიტომ მხოლოდ 2 საათით ვხვდებით-ხოლმე ერთმანეთს.. შემდეგ კი ბოდიშს იხდის, რომ ცუდად გამოდის, მაგრამ უნდა წავიდეს.. რათქმაუნდა, მეც კარგად მესმის მისი.. სწავლა მართლაც მნიშვნელოვანია და მეც ვცდილობ, რომ რაც სკოლაში კარგად ვერ ვისწავლე (რთული პერიოდის გამო) ”
-ვაი !! - უცებ წამოვიძახე და საათს შევხედე. ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა და ვერც გეტყვით რა სისწრაფით აღმოვჩნდი 15 წუთის შემდეგ სკოლის კარებთან.. ჩემს ადამიანობაზეც კი დავეჭვდი ..
დღეს პარასკევი იყო და პირველი მგონი ინგლისური მქონდა, ამიტომ კაბინეტისკენ სწარაფად გავემართე.. გამიმართლა ! როცა შევედი მასწავლებელიც მაშინვე შემოვიდა და როგორც კი მერხთან დავჯექი, მაშინვე შევხედე. ძალიან მაინტერესებდა ვინ გვასწავლიდა ინგლისურს, რადგან ძველი მასწავლებელი სამსახურიდან წავიდა.. მიზეზი კი არავინ იცოდა, ყოველ შემთხვევაში ბავშვების ყურამდე ამ ინფორმაციას არ მოუღწევია..
-გამარჯობათ ბავშვებო! დღეიდან თქვენი ინგლისურის ახალი მასწავლებელი მე ვიქნები.. პირველი რასაც გავაკეთებთ ეს გაცნობა იქნება.. - თქვა და ყველას სათნოდ გაგვიღიმა - მე ესმე კალენი მქვია.. მოდით, სიით დავიწყებ....
გაკვეთილი ნამდვილად არ გაწელილა, პირიქით ძალიან მხიარულად ჩატარდა.. ახალი მასწავლებელი ყველას ძალიან მოეწონა. საყვარელი და მხიარული ქალი ჩანდა.. ყველა ხვდებოდა, რომ ამიერიდან ადრინდელისგან სრულიად განსხვავებული ინგლისურის გაკვეთილები გვექნებოდა..
ზარი როგორც კი დაირეკა, მაშინვე წიგნები ავიღე და დერეფანში გამოვედი, რომ ჩემს კარადებთან მივსულიყავი.. მთელი დილა როუზს ვეძებდი, ძალიან გამიკვირდა კლასში რომ არ იყო.. არა და ინგლისური ერთად გვქონდა ხოლმე. როდესაც კარადებთან მივედი ჩემი უჯრა გავხსენი და წიგნები შიგნით შევაწყვე.. არაფერი გამოვიღე, რადგან კაფეტერიაში ვაპირებდი წასვლას, ამიტომ უჯრა დიდი ყოყმანის გარეშე სწაფადვე დავხურე.. და ასე სწრაფადვე გულიც გამისკდა ამანდას მოულონდელი გამოჩენით..
-ბელა, პრივეტ! რას შვები? ამ ბოლო დროს ხშირად არ დადიოდი ხოლმე.. რა ხდება ახალი ?- თან პატარა ბავშვივით გამიღიმა..
-ჯანდაბა! ამანდა არ შეგიძლია, რომ ესე მოულოდნელად თავზე აღარ დამადგე? - მე ჯერ კიდევ სერიოზული სახით ვუყურებდი და სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობდი.
-უი, ხომ არ შეგაშინე? - ეხლა კი დამნაშავესავით გაიღიმა.
-”შეგაშინე” ცოტა რბილი ნათქვამია,- თვალები გადავატრიალე და გამეცინა.
-ბოდიში.. ამის შემდეგ აუცილებლად ფრთხილად მოვიქცევი ხოლმე,- ეს კი სერიოზული სახით მითხრა.
-ხო, კარგი, საბოდიშო არაფერი არის.. უბრალოდ ჯობია, მართლა ფრთხილად მოიქცე,- წინ წავედი და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი,- წამოდი კაფეტერიაში წავიდეთ.. ისე, როუზი ხომ არ გინახავს?
-არა, ბელა საერთოდ შენთან ერთად აქვს ხოლმე დღეს პირველი გაკვეთილი და დაგვიანება კიდევ მისი სტილი არ არის.. ანდა, შეიძლება კაფეტერიაში იყოს და იქ მოგვიყვება, რატომ არ იყო გაკვეთილზე..- და ამანდაც გამომყვა..
როცა კაფეტერიაში შევედით , მთლიანად მოვავლე თვალე უზარმაზარ ოთხს, მაგრამ უამრავი ბავშვი ირეოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ რამე აგვეღო და როცა მაგიდასთან დავჯდებოდით, ისევ მოგვეძებნა როუზი. მე კი, რატომღაც მეეჭვებოდა, რომ დღეს ის საერთოდ იყო სკოლაში.
როდესაც საჭმელი ავიღეთ და მაგიდასთან დავჯექით სხვა მოსწავლეების რიგს შევხედე, რომლებიც ასევე საჭმელის ან სასმელის ასაღებად რიგში იდგნენ.. ამ ბავშვებს შორის როუზსაც თვალი მოვკარი, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა.. ხელი ავწიე და დავუქნიე.. ორ წუთში უკვე ჩვენ მაგიდასთან იჯდა..
-პირველ გაკვეთილზე რატომ არ იყავი?- ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა ის ვკითხე..
-გამარჯობით მაინც დაგეწყო,- ძალით გაიჯგიმა და ჭამა დაიწყო,.- უბრალოდ, ჩამეძინა და აღარ ამოვედი..
დიდი ნამდვილად არაფერი მომხდარა. მეც გამიკვირდა, რატომ ვიყავი ასეთი აფორიაქებული.. უცებ, ერთმა აზრმა დამარტყა თავში.
-მე, შენ და ამანდა დღეს კინოში წავიდეთ..
-ხო, კარგი აზრია მართლა წავიდეთ.. - ამანდა გახარებული ტიტინებდა ,- რამდენი ხანია არსად არ წავსულვართ ერთად..
-ხო მართალი ხარ,- თან ამანდას ვუპასუხე და თან როუზს გადავხედე,- შენ რას იტყვი?
-მმმ...-როუზს ცოტა ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა,- რავიცი, რა ფილმია?
- განთიადის მეორე ნაწილი.. ნამდვილად არ მოვიწყენთ ორი საათი,- მეც შევეცადე თბილად გამეღიმა..
-აამ.,- დარცხვენილმა ამოიხედა - ვერ წამოვალ, არ მცალია დღეს..
-კარგი, რა პრობლემაა, ხვალ წავიდეთ,- ვთქვი და თან ამანდას კითხვით სავსე თვალებით გადავხედე პასუხის მოლოდინში.
-ხო რა პრობლემაა როუზ, მოვიცდით და იმ კვირაში წავიდეთ, თუნდაც,- ამანდამაც მომბაძა თავაზიან ღიმილში..
-ხომ გითხარით, არ მცალია მეთქი. თქვენ რა, ვერ გაიგეთ?!- როუზის მშვიდი სახე უცებ გაბრაზებამ შეცვალა.. მაინც ვერ გავიგე ესეთი სწრაფი ცვლილება რამ გამოიწვია.. ნუთუ ჩვენმა ნათქვამმა? არაფერი მესმოდა..
- არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ და საერთოდ თქვენთვის საერთოდ აღარ მეცლება!!
ეს თქვა თუ არა მაშინვე ადგა და სწრაფად გავვარდა კაფეტერიიდან, ოღონდ ცენტრალური გასასვლელის მიმართულებით.. მე და ამანდამ კი ადრინდელივით გაკვირვებული და კითხვით სავსე მზერით გადავხედეთ ერთმანეთს..


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-05-25, 11:38 PM

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-26, 11:57 PM | შეტყობინება # 78
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au rouzs ra damerta? rame xdeba? ratom iqceva ase? au davibenii sad axali tavi mindaaa


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-05-27, 2:31 PM | შეტყობინება # 79
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, სულ ჩამოვრჩი შენ ფიკს, მაგრამ ახლა ავინაზღაურე ერთიანად და დიდადაც ვისიამოვნე. ძალიან საინტერესოდ წერ, ვერც შევამჩნიე ისე გავედი ბოლოში. თან სულ ვამპირის დღიურების მსახიობები მიდგას თვალწინ და მსიამოვნებს წაკითხვა. ისე ნინას რას ერჩი კრისის სურათები რო დადე? ბელა მაინც ბელაა ხო? happy
Quote (saaali)
ე. კ.

მეგონა ესმე კალენი იყო, მარა ინგლისურის მასწავლებლად რო გაიჩითა იტალიაში წასვლის ნაცვლად... აქ ცოტა გავიჭედე.
დეიდა სამანტას ვაღმერთებ მაგარი ქალია, იქ რა ქვია დამავიწყდა ჯინა მგონი თუ რაღაც ასეთი. მაგარი ვინმეა. ჯერემი მაგრად მიყვარს, საყვარელი ტიპია თავისი მორცხვი ღიმილით და გამოხვედვით happy happy ჩვენთან ჯასპერი იქნება ედვარდისეული პერსონაჟი თუ როგორაა ნეტავ?? ან ჯერემი რატო გამოაჩინე, მაგასაც მოსწონს ბელა??
ბოლო თავს რაც შეეხება, ცოტა არეული იყო (მექანიკური შეცდომაა ალბათ) ჯერ ბოლო ნაწილი დევს და მერე დასაწყისი თავის დაბოლოებიანად. როუზს რაღაც რომ სჭირს ცხადია, ეჭვი მაქვს, რომ ტაილერის შეყვარებული გახდა და ერთად "კაიფობენ". შემდეგ თავს ველოდები, იმედია მალე დადებ wink ჭკვიანი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ მოწყენის საშუალებას არ მოგვცემს შენი თავი. ისე წერ, რომ მკითხველს ითრევ.



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-03-29, 9:32 PM | შეტყობინება # 80

397
10  +
12  ±
   ±
Offline
magaria dzalian momewona amierida sheni ertguli mkitxvelad migule biggrin biggrin biggrin

  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
ძებნა: