ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
წყვდიადი

saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:02 PM | შეტყობინება # 1
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
სახელწოდება: წყვდიადი
ავტორი: saaali
ბეტა: stupid_l@mb
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
ჟანრი: მელოდრამა, დრამა, რომანტიკა...
რეიტინგი:G (General)
პეირინგი: ბ.ს.
სტატუსი: წერის პროცესშია

პროლოგი

თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი
..

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:41 PM

kristenთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 7:15 PM | შეტყობინება # 31
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
dzalian magaria nel-nela idzabeba situacia biggrin


saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:04 PM | შეტყობინება # 32
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
madlobt bavshvebo sulyvelas mixaria rom mogwont .. martla bevrs nishnavs chemtvis da shevecdebi male davamtavro shemdeg tavs jer kidev vwer... da Winaswar yvelas minda mogilocot shoba happy happy happy Gmertma yvela mraval Shobas dagaswrot tqven da tqveni ojaxebi happy happy miyvarxart yvela !!!!

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:05 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:03 PM | შეტყობინება # 33
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, mapatieee, rom sheni fiki mxedvelobidan gamomrcha. dzalian magari ramea, sainteresod wer da agwer movlenebs, magram erti kitxva damebada: shen vampiris dgiurebis fani xom ar xar?


saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 11:25 PM | შეტყობინება # 34
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, momwons ubralod da serials vuyureb, torem pani agarc vampiris dgiurebis ar var da arc bindis.. arada bindze vgijdebodi erti periodi exla ki ubralod momwons biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 0:04 AM | შეტყობინება # 35
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
saaali, axali tavi minda mee sad patara var, sayvareli, machuqet axali tavi, movkvdi bavshvi lodinit sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:41 PM | შეტყობინება # 36
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
natuka, vwer nat exla da shevecdebi male davamtavro da dikos gavugzavno.. bodishit bavshvebo rom vigvianeb magram albat male davamtavreb 4 tavs sad sad

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 5:41 PM | შეტყობინება # 37
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
smile smile

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ორშაბათი, 2011-01-10, 5:41 PM

kristenთარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 7:30 PM | შეტყობინება # 38
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
saaali, gelodebiiiiit :*


DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 1:06 AM | შეტყობინება # 39
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
saaali, ჩემო ძვიირფასოო :*
ეს თავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ გავიიგეთ, რა დაემართა ბელას! ძალიან შემძრა სიტუაციამ.. რთულია, როდესაც შენი საქციელია დამნაშავე მშობლების სიკვდილში, მაგრამ წინასწარ ხომ არავინ იცის რა მოხდება...
:(((
ძალიან მეცოდება ბელა... მაგრამ ვნახოთ, ის რაც მოხდა რას მოუტანს მას...
ასევე ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება შენი სიუჯეტი!
კარგად გადმოსცემ მოვლენებს და ფაქტებსაც მშვენივრად აღწერ, ასე რომ უბრალოდ ველი სოციალურ ქსელზე შეტყობინებაას!!!
ძაალიან კარგიი გოოგოო ხაარ!!!
:* :* :*



♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 8:52 PM | შეტყობინება # 40
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
me ukve emociebs vegar vmalav amdeni nichieri adamiani ertad surprised surprised surprised surprised arvi ra yvela fiki rac ki wavikitxe dzalian kargi iyo iseti shegrdzneba maqvs titqos eseni namdvili mwerlebis dawerili aris..arvi ra dzan magebia smile smile smile smile smile ecec dzaan momewona da didi molodinit davelodebi shemdeg tavs smile smile smile smile smile smile

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:16 PM | შეტყობინება # 41
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
mokled ai esec dagvianebuli magram winebze bevrad mozrdili tavi biggrin mixaria bavshvebo stupid_l@mb, renesme, kristen, da kidev yvela vinc ar izarebt da chems fiks kitxulobt imedia imedebs ar gagicruebt da es tavic mogewonebat smile :)

თავი 4

ზარს ნამდვილად არ ველოდი, მით უმეტეს კი მის ზარს, ამიტომ სახელის დანახვისთანავე ვუპასუხე.
-ალო, ტაილერ რა მოხდა?
-გამარჯობა, ბელა,_საპასუხოდ რაღაც უცნაურად ხრინწიანი ხმა მომესმა,-ჯერემი ვარ..
- ჯერემი? რა მოხდა? ტაილერი სადაა? ანდა შენ რატომ მირეკავ მისი ნომრით?_ ყველა კითხვა უცებ მივაყარე და ხმის ამოღების საშუალებაც არ მივეცი.. გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა.
- ბელა, ცოტა ცუდი რამ მოხდა და ტელეფონში ვერ გეტყვი, ჯობია შენ თვითონვე მოხვიდე… საავადმყოფოში,- ბოლო სიტყვები, მართალია, დანარჩენებზე ხმადაბლა თქვა, მაგრამ მე რატომღაც პირიქით მომეჩვენა.
- რომელში? სამანტა სადაც მუშაობს იქ?,_ პირდაპირ ვკითხე და თან რვეული მოვიმარჯვე იმისათვის, რომ ჩამეწერა სხვა ადგილს თუ იტყოდა.
- ხო, მანდ არის...
-კარგი, ეხლავე წამოვალ,_ მგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მაშინვე გავუთიშე. დაცდის დრო ნამდვილად არ იყო.
კიბეებზე ჩავირბინე და თან ცალი ხელით ჟაკეტს ვიცმევდი. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე დავქოქე და რაც შემეძლო დიდი სიჩქარე ავიღე. დღეს ნამდვილად არ მაინტერესებდა ამისთვის თუ დამაჯარიმებდნენ და საერთოდ, ეხლა ჩემი ძმის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ნეტა რა უნდა მომხდარიყო, რა მოუვიდა, ან ეხლა როგორ არის? თავში ათასი კითხვა მიტრიალებდი და ტვინს მიბურღავდა, ამიტომ ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ნაკლებად მეფიქრა და მთელი ყურადღება მართვაზე გადავიტანე. ამის და კიდევ სიჩქარის წყალობით ძალიან მალე მივედი საავადმყოფოსთან.
პირველი რაც გავაკეთე, მისი პალატის ნომერი გავიგე და მაშინვე მესამე სართულზე ავედი. ეხლა 333 ნომერი უნდა მეპოვა, მაგრამ როგორც ჩანდა არ გამიჭირდებოდა. დერეფანში ჯერემი დავინახე, რომლიც სკამზე იჯდა და თავი ხელებში ქონდა ჩარგული. მეც მივედი და გვერძე ჩამოვჯექი. ჯერ კიდევ ვქოშინებდი, ალბათ ნერვების ბრალი იყო.
-შენ მერე ამიხსნი რა მოხდა, ეხლა კი ის მითხარი, ზუსტად რომელი პალატაა 333?_
უცებ ამომხედა შეშინებულმა. რატომღაც დამნაშავის სახე ჰქონდა. თავიდან დაიბნა და ვერაფერი მიპასუხა, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა რასაც ვეკითხებოდი და სწრაფად მითხრა.
-პირდაპირ იარე და სულ ბოლო კარებში შედი... ბელა, ოღონდ იცოდე, რომ ძალიან ვნანობ. ვიცი, რომ შენთვის ეს არ უნდა დამემალა,_არ ვიცოდი რას გულისხმობდა, მაგრამ ამჯერად რატომღაც არც მაინტერესებდა. წამოვდექი და პალატის ძებნა დავიწყე. მალევე ვიპოვე და შევედი.
ოთახში მხოლოდ ტაილერი იყო და მშვიდად ეძინა. გარეგნულად ნამდვილად არაფერი ჭირდა, მაგრამ მაშინ რა ხდებოდა ვერ მივხვდი. ძალიან მაინტერესებდა გამეგო, თუ რა მოხდა, მაგრამ დაცდა ვამჯობინე. ახლა მისი გაღვიძება კარგი აზრი ნამდვილად არ იქნებოდა. მეც იქვე, დივანზე ჩამოვჯექი, რომელიც ფანჯარასთან ახლოს იდგა.
მართალია, უკვე გვიანი იყო და გარეთ ბნელოდა, მაგრამ შიგნით მაინც ენთო სინათლე და ათასი აპარატურის წრიპინი ჩამესმოდა სუსტად. ყველაფერი ნერვებს მიშლიდა და მაღიზიანებდა, ყველაფერი რაც აქ იყო: სუნი, გარემო, ხმები... მაშინვე გამახსენდა ყველაზე მძიმე წუთები, რომლებიც ჩემი ჭკუით, საიმედოდ მყავდა ჩაკეტილი ჩემს მეხსიერებაში, მაგრამ მე ამ პასუხისმგებლობას არც გავურბოდი, უბრალოდ არ მინდოდა ის სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ისე ვიყავი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც სერიოზულ საქმეს პირველად დაავალებენ და ისიც, გულმოდგინედ ასრულებს მას.
აქაურობა არ მიყვარდა. მას ნამდვილად ვერ დავარქმევდი „ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესის“ ტიტულს. პირიქით, ეს იყო ადგილი, რომელიც თავიდანვე საშინლად არ მომწონდა. ისე უბრალოდ, უმიზეზოდ. თითქოს, ჩემი ქვეცნობიერი ამისთვის თავიდანვე მამზადებდა... თითქოს მან იცოდა ის მიზეზი, რომელსაც მაშინ ვერ ვხვდებოდი და რომელიც ეხლა შესანიშნავად მესმოდა.
პალატაში სიცხემ, უჰაერობამ, ტკივილმა და სხვადასხვა ოთახებიდან ყვირილმა იმატა, მაგრამ მე არაფერს ვაკეთებდი და ისევე უძრავად ვიჯექი როგორც აქამდე. ნუთუ ამ ხალხის ტანჯვა მსიამოვნებდა, რომლებიც ყვიროდნენ შეძლებისდაგვარად და შველას ითხოვდნენ? არა, უბრალოდ ასე მეგონა, რომ ამით ისინი თანამიგრძნობდნენ, თითქოს მათი ტანჯვა ჩემს ნუგეშად მიმაჩნდა. ღმერთო, ნუთუ მართლა ესეთი ეგოისტი ვიყავი და ეს მათი ტანჯვა მართლაც სულიერ სიმშვიდეს მანიჭებდა? ჩემს კითხვაზე პასუხი არ მქონდა და არც იმის სურვილი, რომ იგი გამეგო. ალბათ შედეგის მეშინოდა, მე ხომ ლაჩარი ვიყავი. ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ იყო ჩემთვის და უკვე კარგად გააზრებული ტკივილს ნაკლებად მაყენებდა.
უეცრად გაქრა ყველანაირი ტკივილი, რომლის ადგილზეც სიცარიელემ დაისადგურა; ყვირილი, რომელიც საშინელმა სიჩუმემ აავსო და ასევე გაქრა აუტანელი სიცხე, რომელიც უარესად მწველმა და აუტანელმა სიცივემ შეცვალა. არც კი ვიცი, სად აღმოვჩნდი ან რატომ იყო აქ სრული წყვდიადი... უბრალოდ ვგრძნობდი, რომ რაღაც გაქვავებულზე ვიწექი და გვერდში ორივე მხრიდან ცივ რაღაცეებს ვგრძნობდი. უფრო სწორედ, ადრე ისინი ვიღაცეები იყვნენ, ამჟამად კი რაღაცეებად იქცნენ და მშვიდად იწვნენ იქ, საიდანაც აღარ ადგებოდნენ. თვალები გავახილე და ჯერ შიშით, მაგრამ მაინც გაბედულად გავიხედე მარჯვნივ, სადაც განსვენებული ქალი იწვა და თავი ჩემსკენ ჰქონდა მოტრიალებული. მისგან აღარანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ მოდიოდა. არც სუნთქვის ხმა ისმოდა, არც რიტმულად ჩადიოდა და ამოდიოდა გულმკერდი და არც იღიმოდა რაც მას საერთოდ არ სჩვეოდა. იგი იწვა გაქვავებული, მისი სახე კი სრულიად არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა. მისგან არაფერ
იყო დარჩენილი. რასაც მის გვერდით ვგრძნობდი, ეს მხოლოდ სიცივე და სიჩუმე იყო. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო მეორე მხარეს, ოღონდ პირველისგან განსხვავებით ეს არსება კაცი იყო. ისეთივე ლამაზი, თეთრი და გაქვავებული როგორც ქალი ჩემს გვერდით. ამ ორ არაამქვეყნიურად მშვენიერ არსებას მათ შუაში მოვექციე და ჩემსკენ მოეტრიალებინათ თავები. თვალები გახელილი არ ჰქონდათ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ისინი ბევრად მშვენივრად მხედავდნენ ვიდრე მე გახელილი თვალებით მათ და საერთოდაც არ გრძნობდნენ არავითარ დისკომფორტს, ამ საშინელ ადგილზე ყოფნის გამო. მე უმწეოდ ავწიე თავი და ზემოთ ავიხედე, უბრალოდ არ შემეძლო მათი ყურება, მათი აქ დანახვა. არ შემეძლო მათში იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებიც თურმე არც ისე ძალიან მყვარებიან როგორც მე მეგონა. უბრალოდ არ შემეძლო და არც მინდოდა მათში ჩემი მშობლები რენე და ჩარლი ამომეკითხა, რომელიც დანახვისთანავე ვიცანი. ისინი მათ არც გარეგნულად და არც შინაგანად არ გავდნენ. ამ ადგილიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ მე მათ შორის ვიყავი გაჭედილი, ზუსტად იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი. შევეცადე მათთვის არ შემეხედა და ისევ ზემოთ ვიხედებოდი.
ვცდილობდი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა თვალი, რაც საკმაოდ ძნელი იყო. იქ, წყვდიადის გარდა, ვერანაირ ხელმოსაჭიდს ვერ ვხედავდი. უცებ ვიგრძენი, რომ სახეზე რაღაც თბილი მომდიოდა და თვალებსაც მივსებდა; ახლა მათი შეკავება არც მიცდია, ალბათ იმიტომ, რომ აქ ვერავინ ხედავდა ჩემს ტკივილს და თან, თითქოს ისინი ამ ჯურღმულში ერთადერთი რამ იყვნენ რაც ისევ მახსენებდა, რომ ცოცხალი ვიყავი. თვალები დავხუჭე და შევეცადე ჩემი ტკივილის მეათასედი ნაწილი მაინც მეთქვა მათთვის: „- მაპატიეთ, მე ეს მართლა არ მინდოდა. ორივე ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გნახავთ.“
-გაიღვიძე ძილისგუდა..- მხსნელივით ჩამესმა ეს ხმა რომელმაც ამ საშინელი კოშმარიდან რეალობაში დამაბრუნა, მაგრამ მათ შორის დიდ განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავდი.
-გამარჯობა! როგორ ხარ? ან რომელი საათია?_ უცებ დაბნეულმა მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ უკვე დილა იყო.
-მე კი კარგად ვარ, უბრალოდ ექიმი, ალბათ შუადღემდე მაყურყუტებს აქ რაღაც სულელური ანალიზების გამო და მერე თავისუფალი ვიქნები. აი შენ კი ძილში რეკორდი მოხსენი,_ სულელურად გაიკრიჭა, როგორც ჩანს კარგად იყო და ეს მიხაროდა.
- მოიცა, ვაჟბატონო, ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს. რა მოგივიდა, აქ რატომ ხარ?_ პირდაპირ მივახალე კითხვა, რადგან თვითონ მასზე პასუხის გაცემას არც აპირებდა.
- ოოო, მოიცა რა ბელა, ეხლა ნუ დაიწყებ შენებურ ძველებურს,_ ამ სიტყვების თქმის შემდეგ კი მეორე მხარეზე გადატრიალდა და მე ზურგი შემაქცია.
- არა, ბატონო თავგასიებულო, ხომ იცი, რომ მაგ გასიებულ თავს ესე ადვილად ვერ გააძვრენ გაჭედვის გარეშე...
- ნუთუ შენთვის არავის უთქვამს, რომ საზიზღრად მოსაბეზრებელი ვინმე ხარ?_ ინება გადმობრუნება.
- როგორ არა, შენ და თან მილიონჯერ! ან ეხლა მეტყვი გუშინ ჯერემისთან რა გააკეთე ან არა და ჯესიკას ვეტყვი, რომ აქ წევხარ და აუცილებლად მოგაკითხავს. თან შენც როგორ
გენატრება, არა?_ ეშმაკურად გამეღიმა და ენა გამოვუყავი. მივხვდი,რომ სასურველი ეფექტი მოხდენილი მქონდა.
- ხო, მოკლედ ჭორაობის ნამდვილი სპეციალისტი ხარ რა... რა უნდა მომხდარიყო ისეთი, უბრალოდ მე და ჯეიმ ცოტა დავლიეთ და გავერთეთ,_ მე თვალები დავაწვრილე და ისე შევხედე,- ხო, კარგი... საკმაოდ,_ ეხლა წარბებიც შევაერთე,- ძალიან ბევრი, უზომოდ დავლიეთ, გავითიშეთ და მერე არც კი მახსოვს რა მოხდა,_როცა თავისი ვერსიის მოყოლა დაამთავრა კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა, შემდეგ კი გაბურძგნული თავიც შემოყო.
- აამ, შეიძლება? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ მორცხვად იკითხა ჯერემიმ და ტაილერს შეხედა.
- არა, რას ამბობ. ჩვენ უკვე, უფრო სწორედ მე, მოვრჩი მოხსენებას ჩემი თავის გასამართლებლად და ე.ი. დავამთავრეთ,_ უცნაურად შემომხედა და ჩემგანაც საპასუხოდ ჟესტს ელოდებოდა. მართალია, თემა განხილული ბოლომდე არ იყო, მაგრამ ეხლა გაგრძელება კარგი ნამდვილად არ იქნებოდა, ამიტომ მეც თავი დავუქნიე. ჯერემიც შემოვიდა ოთახში და ტაილერის ფეხებთან დასკუპდა.
- უი ხო, სულ დამავიწყდა, სამანტა გეძებდა. აქ იყო, მაგრამ შენ გეძინა და აღარ გაგაღვიძა. წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ძალით გავაგდე. მორიგე იყო, გამოუძინებელი და ფეხზე ძლივს იდგა. იცის რომ მალე მოვალ, მაგრამ შენ უფრო მალე უნდა მიხვიდე. რაღაც საქმე აქვს მგონი,_ სასწაული, ძლივს ნორმალურად მელაპარაკებოდა.
- კარგი, მაშინ მე წავედი და შენც მალე მოდი. ეხლა კი დაგტოვებთ და იჭორავეთ ბარტყებო,_ მანქანის გასაღები ავიღე, რომელიც სავარძელში ეგდო. აღარც მახსოვს ჩემი ჯიბიდან აქ როგორ გაჩნდა.
პალატიდან გამოვედი, კარები გამოვიხურე და პირდაპირ გასასვლელისკენ ავიღე გეზი. რაც შემეძლო ჩქარა მივდიოდი და როგორც კი გარეთ გამოვედი, თავი მაშინვე უკეთესად ვიგრძენი. სუფთამ და ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა და ხასიათზეც მომიყვანა. ძალიანაც კარგი, თუ რამე, სამანტას ვკითხავ, მას აუცილებლად ეცოდინება რაც ამ ვაჟბატონს ჭირდა. მანქანაში ჩავჯექი, გამათბობელი ჩავრთე და წავედი რაც შეიძლებოდა ნელა. არც მეჩქარებოდა და არც მაგვიანდებოდა, უფრო სწორედ, მიუხედავად გარეთ გატარებული ღამისა, სახლში მისვლა არ მინდოდა. ამიტომ გეგმებს ვაწყობდი, სამანტასთან საუბარი როგორ შემემოკლებინა იმის მერე, ჩემთვის საინტერესოს რომ მეტყოდა, მაგრამ ისიც დაღლილი იქნებოდა და არამგონია გულახდილი საუბრების თავი ჰქონოდა.
-გამარჯობა, სემ! სად ხარ?_ დავიძახე როცა მისალმებაზე არავინ მიპასუხა.
-ზემოთ, ჩემს ოთახში ამოდი,_ მეც გასაღები დავაგდე იქვე, პატარა მაგიდაზე და ზემოთ ავირბინე. თავი მორცხვად შევყავი და უხერხულად გავიღიმე.
-აამ... ხომ არ გაგაღვიძე?
-კი,_ გაეცინა ოდნავ,- მაგრამ არაუშავს, შენთან ისედაც მქონდა სალაპარაკო.
-ხოო მეც. ტაილერს რა მოუვიდა? შენს განყოფილებაშია?_ მოუთმენლად ველოდი ამ კითხვებზე პასუხს, მაგრამ რატომღაც ოდნავ ის შეყოვნდა.
- მეც, ზუსტად მაგაზე უნდა გითხრა რაღაც, უფრო სწორედ გკითხო. რამდენი ხანია?_ თავიდან ვიფიქრე მეხუმრებათქო, მაგრამ როცა სახეზე შევხედე ძალიან სერიოზულად და მკაცრად მიყურებდა.
-სემ, ვერ ვხვდები რას მეკითხები,_ სრულიად გულწრფელად ვუპასუხე.
-ბელა, მისმინე, მას შემდეგ რაც თქვენი მშობლები დაიღუპნენ, რაც თქვენი აღზრდა მე ვითავე საერთოდ არ მეგონა რთული საქმე. მეგონა რომ ყველაფერი გადასარევად გამომივიდოდა. სამსახური მქონდა, ამიტომ არ გვიჭირდა და არც თქვენ იყავით პატარა ბავშვები, მაგრამ თურმე ყველაფერი პირიქით ხდებოდა,_ უცებ დეიდამ ტირილი დაიწყო,-ახლა ვხვდები, რომ ამ პასუხისმგებლობას თავს ვერ ვართმევ. უბრალოდ, იმას ვერ ვხვდები შენ რატომ მატყუებდი?_ საცოდავი თვალებით მიყურებდა და მართლაც მეცოდებოდა ის. საერთოდ არც დავფიქრებულვარ თუ რამხელა ტვირთი აწვა ორი აღსაზრდელის მოვლით. ეს ხომ მართლა არაა ადვილი საქმე?
-სემ, მართლა არ მესმის რაზე ლაპარაკობ ან ვიზე. იქნებ წესიერად გამაგებინო რა ხდება?
-დავიჯერო მართლა არ იცოდი?_ ირონიული გამომეტყველებით შემომხედა და მწარედ ჩაეცინა,- არ იცოდი რომ ტაილერი "იკეთებს"? არ იცოდი რომ ძალიან მცირე ხნის და მტკივნეული სიცოცხლე დარჩა?


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ორშაბათი, 2011-01-17, 10:34 PM

♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:49 PM | შეტყობინება # 42
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vauuuuuuuu surprised surprised surprised surprised dzaaan magari tavia smile smile smile gaixare genacvale ase rom gvanebivreb aseti kargi tavebit biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:51 PM | შეტყობინება # 43
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
OMG! es ra iyoo vaimee! dzaan magari tavi iyo saal, martla girda amden lodinat, magram gexvewebi axali tavi cota male dade raa, tore vegar movitmen happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bachia_bachia555თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:59 PM | შეტყობინება # 44

206
19  +
33  ±
   ±
Offline
au martla magari tavi iyo : ) boloshi ramis vitire sad sad sad male gaagrzele ra:******

♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 11:12 PM | შეტყობინება # 45
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
ai ras nishnavs intriganoba biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: