ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
წყვდიადი

saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:02 PM | შეტყობინება # 1
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
სახელწოდება: წყვდიადი
ავტორი: saaali
ბეტა: stupid_l@mb
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
ჟანრი: მელოდრამა, დრამა, რომანტიკა...
რეიტინგი:G (General)
პეირინგი: ბ.ს.
სტატუსი: წერის პროცესშია

პროლოგი

თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი
..

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:41 PM

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 11:55 PM | შეტყობინება # 46
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ძააალიიაან, ძაალიიაან კარგი, ემოციური და დახვეწილი თავი იყო ( saaali, მიმიხვდები, რასაც ვგულისხმობ happy ) ყველანაირად ვცდილობ, რომ ობიექტური ვიყო შენი ფიკის შესწორებისას, მაგრამ რა ვქნა? ისე მომწონს, რომ ხანდახან თვალები გამირბის შემდეგი წინადადებისკენ biggrin ძალიან კარგია შენი ბეტობა, პირველი მე ვკითხულობ ხოლმე თაავს : P biggrin biggrin biggrin
მოოკლეედ, ჩემო ძვირფასო, ასე გააგრძელე და ძაალიან მიხარია, რომ ბელას ემოციებს ხშირად და ვრცლად გადმოგვცემ :* საინტერესო სიუჟეტია და ძაალიან დამამწუხრებელ ამბავს გვიყვები, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :*
აი ასე, კიდევ ერთი ინტრიგანი გამოჩნდა biggrin ყოჩაღ, მაგააარი თავი იყო :*

პ.ს. წითელი ფერი ადმინისტრაციის ფერია და მოერიდე გამოყენებას. შეგისწორეე :*



saaaliთარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 0:50 AM | შეტყობინება # 47
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
renesme, madlob sayvarelo da xo memgoni mec egeti viqnebi.. bevri intrignuli ideebi mawuxebs biggrin happy happy
natuka, mixaria rom mogewona da damijere didxans agar galodinebt smile happy happy
bachia_bachia555, ukve vagrdzeleb da rogorc ki movrchebi mashinve tavit wava betastan da shemdeg aq.. dzalian mixaria rom kitxulob da is upro rom mogwons.. smile smile smile
stupid_l@mb, aii shen ki chemo dzvirpaso namdvilad ar meona chemi dawerili tu mogewoneboda da dagainteresebda.. vize ra unda tqva martla iest rames wer rom kitxvis dros yvelaperi maviwydeba da roca davamtavreb xolme mere ki suli mdzvreba moutmenlobisgan, erti suli maqvs xolme rodis dadeb shemdeg tavs (ise exlac esea happy ) martla martla mixaria rom mogwons da kitxulob.. martla bevr rames nishnavs yvela tqventaganis komentari chemtvis.. es igive ki ara da bevrad didi energiis momcemia vidre ubralod stimulis.. shevecdebi didxans agar galodinot da male davdo shemdegi tavi happy happy happy happy happy happy biggrin


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 7:49 PM | შეტყობინება # 48
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
თავი 5

არ ვიცი, ეს რას ნიშნავდა. მეგონა, საერთოდ, მთელი ქვეყნიერება თავზე დამემხო. ნუთუ ეს სიმართლე იყო და იმ უკანასკნელსაც დავკარგავდი რომელიც ჩემი ოჯახისაგან იყო დარჩენილი? ოჯახი - ეს ძალიან უცხო სიტყვად იქცა ჩემთვის და მისი შინაარსი ბოლომდე უკვე აღარ ვიცოდი. ალბათ იმიტომ, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ მყავდა.
როცა ეს საშინელი ამბავი გავიგე, დავმუნჯდი. ერთი პერიოდი ტვინი სულ გაყინული მქონდა და ვერც ვაზროვნებდი, მაგრამ შემდეგ ამ სიტუაციიდან სხვადასხვა გამოსავალის ძებნა დავიწყე. მაგრამ როგორც კი მეგონა, რომ რაღაცას ვპოულობდი, მაშინვე ხალისი მიქრებოდა, რადგან იქვე ბევრ ხელსშემშლელ ნიუანსებიც ჩნდებოდნენ. ყველა გეგმაში ასე ხდებოდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვერანაირი გამოსავალი ვერ ვნახე. ჩემს თავზე საშინლად ვბრაზობდი. ნუთუ ასეთი სულელი ვიყავი, რომ ამას ვერ ვამჩნევდი? არა და მართლა არაფერი ეტყობოდა ტაილერს, პირიქით ძალიან მხიარულ და უდარდელ ხასიათზე იყო ყოველთვის. ჩემგან განსხვავებით ის საერთოდ არ შეცვლილა. ისევ ისეთი მხიარული და უტაქტო იყო როგორც ადრე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეში კი შეიცვალა. იმ საშინელი ამბის შემდეგ კარგა ხანი საერთოდ აღარ ვლაპარაკობდით და როცა ერთმანეთს, როგორც იქნა „შევურიგდით“, ძველებური ურთიერთობა მაინც აღარ გვქონდა. ადრე ნამდვილი და-ძმა ვიყავით. პატარაობაში სულ ერთად ვთამაშობდით, როცა გავიზარდეთ ერთად ბევრ დროს ვატარებდით. ამაში მისი ურიცხვი შეყვარებულებიც ვერ გვიშლიდა ხელს, ახლა კი მიზეზები არ ელევა, რომ ჩემთან მარტო დარჩენას და საუბარს თავი აარიდოს. თუმცა, როცა ჩვენი ბოლო დიალოგი მახსენდებოდა, დალაპარაკების სურვილი მეკარგებოდა. ჩვენ მუდამ ერთ თემაზე ვტრიალებდით და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მილიონჯერ მომესმინა მისი ბრალდებები. მეც ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი და ამის აღიარებას არც გავურბოდი, მაგრამ მისგან კიდევ უფრო საშინლად ჟღერდა სიმართლე.
სამანტას ხმამ ნელ-ნელა გამომაფხიზლა. ნამტირალევ თვალებში ცრემლი შიშს გაეშრო და დაჟინებით მიყურებდა, ელოდებოდა რას ვეტყოდი. ლოგინიდან წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი, დასაძინებელი წამალი შიგნით ჩავასხი და დეიდას დავალევინე. ეფექტსაც არ დაუყოვნებია და ორ წამში ისე გაითიშა, რომ მემგონი მუსიკალური ცენტრი ბოლო ხმაზე რომ ჩამერთო, იმასაც კი ვეღარ გაიგებდა.
შემდეგ ჩემს ოთახში შევედი და ჩემს საყვარელ ადგილთან, ფანჯრის რაფასთან მდგარ სკამზე მოვიკალათე. ამ ადგილზე ყოფნა ყოველთვის მიყვარდა. ვიჯექი ხოლმე და გავყურებდი მშვენიერ ხედს ჩემი ოთახის ფანჯრიდან, ისევე როგორც ეხლა. ეს მშვენიერი ხედი ჩვენი სახლის ბაღს და ქუჩის რამოდენიმე სახლს წარმოადგენდა. ისინი ნებისმიერი სეზონის დროს ულამაზესები იყვნენ და მეც არ მბეზრდებოდა აქ საათობით ჯდომა და მათი სილამაზით დატკბობა. წინ გადავიხარე და რაფას დავეყრდენი. მინდოდა გამერკვია ეს გულისწამღები ბუტბუტი და აყალ-მაყალი რატომ იყო. დავინახე, რომ ჩემი მოპირდაპირე სახლის ეზოში დიდი შავი ჯიპი გაჩერდა, რომელიც ალბათ, გატენილი იყო, რადგან ჩამოწეული ფანჯრებიდან პარკები და ათასი რამე იყო გამოშვერილი, ხოლო თავზე კი მილიონი ხარახურა ჰქონდათ გადაკოჭილი. მაგარია, ესეც ჩვენი ახალი მეზობლები.
იმედია მქონდა, რომ პირველი მოსვლის ემოციები დიდხანს არ გასტანდა და წყნარი ადამიანები აღმოჩნდებოდნენ. ისე, მართლა გამიხარდა, რომ ამ სახლს ბოლოსდაბოლოს ენერგიული და ცოცხალი ადამიანები ეღირსა, მაგრამ საბრალო მისის ჰოლუორდიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. მემგონი, ახალგაზრდობაში დაქვრივდა, რადგან მისი ქმარი თვალითაც არ მინახავს რაც აქ ვცხოვრობ, ანუ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. დაქვრივების შემდეგ აღარც უცდია გათხოვება და თავის შვილებს ზრდიდა; ხოლო როდესაც გოგონები გაიზარდნენ და გათხოვდნენ, მოხუცს მარტო მოუწია ცხოვრება. შარშან ის გარდაიცვალა და იქედან მოყოლებული, ეს სახლი გასაყიდთა სიაში ჩაეწერა. შვილებიდან არცერთს არ უნდოდა მშობლიურ სახლში ცხოვრება და ამიტომ გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. როგორც ჩანს, ეს ბედნიერი დღეც დაუდგათ. ნამდვილად, წარმოდგენა არ მქონდა ჩვენ ახალ მეზობლებზე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, სამანტა კარგად რომ ყოფილიყო, ყველაფერი მეცოდინებოდა. ისიც კი, ვის როგორი პლასტიკური ბარათი აქვს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდა, ალბათ ეს მისი ნიჭი იყო. ყველა მეზობელთან ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ჩემს უცნაურ დასკვნაზე გამეღიმა, სკამიდან წამოვდექი და უეცრად მობილურის ზარის ხმა გავიგონე. აქეთ-იქით მიმოვიხედე და იქ აღმოვაჩინე, სადაც გუშინ დამიტოვებია სიჩქარეში. ნომერს დავხედე და ვიცანი, როუზი იყო. ეხლა მართლა არავისთან მქონდა ლაპარაკის სურვილი, მაგრამ დღეს სკოლაში წასვლა ვერ მოვახერხე და ალბათ ამაზე ნერვიულობდა.
-ალო, ალო ბელა! როგორ ხარ? - მკითხა სრულიად ჩვეულებრივი ხმით.
-კარგად როუზ, მოხდა რამე ? - შემდეგ მეც იგივე ვკითხე, - შენ როგორ ხარ ?
-მე როგორ უნდა ვიყო ? რათქმაუნდა კარგად და მგონი უფრო მეტადაც ვიდრე კარგად, - გაეცინა თავისივე ნათქვამზე, - შენ რატომ არ იყავი დღეს ? მეორე დღეა რაც სწავლა დაიწყო და უკვე აცდენ, - ეხლა წინანდელთან შედარებით ბევრად სერიოზული ხმა ჰქონდა.
-ტაილერი ცუდად გახდა, საავადმყოფოში იწვა და მთელი ღამე იქ ვიყავი, დილით კი წამოსვლის თავი აღარ მქონდა, - ეს უკვე თავის მართლებასავით გამომდიოდა, -ხვალ კი აუცილებლად მოვალ და ყველას გნახავთ. თან მგონი რაღაც ახალი ამბავია, - ცოტა ხმამაღალი ინტონაციით ჩავძახე ყურმილში და თან ტკბილეულის მპოვნელი მსუნაგივით დავიკრიჭე.
- ახალი რათქმაუნდა არის, მაგრამ ამას თავის დროზე გაიგებ, - ნიშნისმოგებით მიპასუხა და დარწმუნებული ვარ ენაც გამომიყო იმით გულდამშვიდებულმა, რომ ვერ დავინახავდი, - კარგი უბრალოდ მაინტერესებდა რას აკეთებდი და მოხვიდოდი თუ არა ხვალ სკოლაში. აბა მე წავედი , მიყვარხარ.
-მეც, კარგად და ხვალამდე, - ტელეფონი გავთიშე და მაშინვე სააბაზანოსაკენ გავეშურე. მივხვდი, რომ ეს ნამდვილად მჭირდებოდა და სწორეიც აღმოვჩნდი. ცხელმა შხაპმა ყველანაირი სტრესი მომიხსნა და რამდენიმე წუთი (სანამ იქ ვიყავი) დამავიწყა კიდეც. როცა გამოვედი ათასი სუნი დამტრიალებდა თავს და რატომღაც, მხიარულ ხასიათზე დავდექი. ჩემს ოთახში გამოვლასლასდი და ტანსაცმელის კარადაში შევძვერი რამე მოსახერხებელის მოსაძებნად. ჩემთვის ყველაზე არასასიამოვნო საქმეში გართულს, რაღაც ხმაური მომესმა და სამანტას ოთახისკენ წავედი. კარები რომ გავაღე შიგნით არავინ იყო, სამაგირეოდ უცნაური ხმაური დაბლა არ წყდებოდა. მივხვდი, რომ დეიდას გაეღვძა, დაბლა ჩასულიყო და ტელევიზორიც ჩაერთო.


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ოთხშაბათი, 2011-02-09, 7:52 PM

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 7:52 PM | შეტყობინება # 49
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
უცებ ვიგრძენი, რომ საშინლად მწყუროდა და სანამ ჩავიცმევდი მანამდე დავიხრჩობოდი. თვალწინ ცივი ფორთოხლის წვენი წარმომიდგა და თავის ტანჯვა აღარ გამიგრძელებია, პირსახოცშემოხვეული და თან ნახევრად სველი პირდაპირ კიბეებზე დავეშვი. სამზარეულოში როცა შევედი დავინახე, რომ ვიღაცა დახრილიყო და უჯრაში რაღაცას გამწარებული ეძებდა. ეს რაღაც არ მომწონდა. სახლში ქურდი იყო შემოპარული და სამანტაც სადღაც გამქრალიყო. მგონი დღეს ჩემს ძალღონეზე მომიწევდა დაყრდნობა. ტელეფონიც ძალიან შორს იყო, იქამდე კი მე ხმაურის გარეშე ვერ მივაღწევდი. ამიტომ იქვე გაზზე მდგარ ტაფას ხელი დავავლე, ზემოთ აღვმართე და საბრძოლველად მოვემზადე. ნელა მივუახლოვდი, თან რაც შემეძლო ჩუმად; რასაც ჩემს „სტუმარზე“ ნამდვილად ვერ ვიტყოდი. რაღაცას გამწარებული ეძებდა და არც ცდილობდა, რომ ჩუმად მოქცეულიყო. ისე თავისუფლად იქცეოდა, თითქოს, ქურდი კი არა, სასურველი სტუმარი ყოფილიყო. ჩვეულებრივად ეცვა, არანაირი აბჯარ-ასხმულობა არ ამშვენებდა. ამან და მისმა თავისუფალმა ქცევამ ცოტათი დამაეჭვა. მეგონა მეშლებოდა, მაგრამ როცა უჯრიდან ცალი ხელი გამოყო და დანას დაავლო ის უკანასკნელი ეჭვებიც გამიქრა. რაღაცის მძიმედ დახეთქების ხმა გავიგე. მივხვდი, რომ უკვე უკან იწევდა და ადგომას აპირებდა და რაც შემეძლო მთელი ძალით გავუქანე ტაფა და თავში ჩავარტყი. მაშინვე გაითიშა და რა პოზაშიც იყო იმავე პოზაში დაეცა. ტანი იატაკზე გაუშეშდა, ხოლო თავი და ხელები იქ დარჩა საიდანაც გამოძვრენა ვეღარ მოახერხა.
- ეს რა გააკეთე ?! - შეშინებული სახით დაჰყურებდა სამანტა ქურდს და თან ხმაში სიბრაზეც ჰქონდა გარეული. ვერ მივხვდი ასე მოულოდნელად როგორ გაჩნდა და ან საერთოდ სად იყო გამქრალი.
- როგორ თუ რა ? როგორც ასეთ სიტუაციებსი იქცევიან ხოლმე მეც ისე მოვიქეცი,- ზედმეტად წყნარად ავუხსენი. გამიკვირდა ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა. მადლობის მაგიერია! თავში, რომ არ ჩამერტყა ამ ვაჟბატონისთვის ვინ იცის რა მოხდებოდა.
- როდიდან გახდი ასეთი თავაზიანი ? - მკაცრი სახით შემომხედა.
დავიხარე და პულსი გავუსინჯე. ყველაფერი რიგზე იყო. ალბათ ერთ კარგ ტვინის შერყევას არ ასცდებოდა, ეგ იყო და ეგ.
-ნუ გეშინია! უბრალოდ გონება დაკარგა თორემ ისე ცოცხალია, - ღმერთო ჩემო, ეს რა უსამართლობა იყო. წესით აქეთ იმას უნდა დავეწყნარებინე და შეშინებულის როლი მე უნდა მქონოდა.
- კიდევ კარგი, რომ კარგადაა. ჯერ პირველი დღეც არ გასულა და უკვე ასეთი რამე დაემართათ. იმედია აქედან არ გადავლენ. ამის გამო ორივეს სერიოზული ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, -მითხრა და თან მუხლებზე დაიჩოქა. ჩვენი ქურდის გადმობრუნებასაც კი შეეცადა.
- მოიცა, რა ბოდიში? მე რა მაქვს საპატიებელი? საკუთარ სახლში ქურდი რომ შემომეჭრა და სახლის ბოლომდე დაცარიელება რომ არ დავაცადე ამის გამო პოლიციაში უნდა წავიდე და ბოდიში მოვიხადო? - ვეღარც ყურებს და ვეღარც თვალებს ვერ ვუჯერებდი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, სამანტა ბოდიშის მოხდას რატომ მთხოვდა ასეთი რამის გამო.
- მოიცა, ქურდი ან საერთოდ ქურდობა აქ რა შუაშია? - გაკვირვებული მზერით დამაჯილდოვა.
- რა და ეგ არის ქურდი, შენ კი მეუბნებოდი თავაზიანად რატომ არ შეხვდიო?! - როგორც იქნა განვუმარტე ჩემი აღშფოთება.
- ანუ, შენ გეგონა, რომ ეს ბიჭი ქურდი იყო ? - თვალებში რაღაცამ გაუელვა, თითქოს ყველაფერს მიხვდაო. აი მე კი პირიქით სულ დავიბენი და ვერაფერი გავიგე.
- ხო, რა ვიცი , რამდენადაც მახსოვს ეგეთ საქციელს ჯერ კიდევ ქურდობა ჰქვია, არა? - რატომღაც თავს უხერხულად ვგრძნობდი და მგონი გავწითლდი კიდეც.
- არა , რა თქმა უნდა. ეს ბიჭი ჩვენი ახალი მეზობელია და არა მგონია ამ ამბის შემდეგ მას და მის ოჯახს ჩვენზე კარგი წარმოდგენა დარჩეს.
ლაპარაკი უეცარმა ხმაურმა შეგვაწყვეტინა. როგორც ჩანს, ეს ჩემი მსხვერპლი მოდიოდა გონს. ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ ეხლა დავიხედე დაბლა და პირველად შევხედე სახეზე დაუპატიჟებელ სტუმარს. არ ვიცი, უცებ რა დამემართა. თითქოს, რაღაცის თქმა მინდოდა და ვეღარ ვლაპარაკობდი, განძრევა მინდოდა, მაგრამ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი. ასე მეგონა, რომ მთელმა სამყარომ დაკარგა მელოდია, რადგან ხმას ირგვლის აღარაფერი გამოსცემდა. ერთადერთი, რაც მესმოდა და თან ზედმეტად ძლიერად ეს ჩემი გულის ცემა იყო. ერთ ადგილზე გავიყინე და იდიოტივით გაშეშებული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი მას. ის კი მგონი მაღალი, ქერათმიანი და საყვარელი იყო. უნდა ვაღიარო, რომ უსიტყვოდ მოხიბლული ვიყავი. ბიჭმა ხელი თავისკენ წაიღო და სახე ტკივილისგან დაემანჭა.
-რა მოხდა ?- რეალობაში მისმა მელოდიურმა ხმამ დამაბრუნა.
სამანტა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ხმის ამოღება აღარ დავაცადე.
-ბოდიში, არ ვიცოდი ჩვენი მეზობელი თუ იყავი. მე, მე, - დებილი ბავშვივით ენა დამება, როდესაც სისხლიან ხელს და შემდეგ მე შემომხედა, - მე ქურდი მეგონე და თავში ტაფა ამიტომ ჩაგარტყი. ბოდიში, მართლა ძალიან ვნანობ, - ეხლა კი დაზეპირებული ლექსივით მივაყარე ეს სიტყვები და ზედმეტად არადამაჯერებლადაც გამომივიდა, თუმცა ნამდვილად ვნანობდი ჩემს საქციელს.
- კარგი, არაუშავს, მართლა არაა შენი ბრალი... ქურდივით დაუკითხავად შემოვიპარე, - წამოდგომა სცადა, მაგრამ როგორც ჩანს თავბრუ დაეხვა და უწინდელ პოზაში, იატაკზე დაწოლილი დარჩა.
-არაფერი არ არის, უბრალოდ პატარა გაუგებრობა მოხდა. თან კიდევ დაუკითხავად არც შემოპარულხარ. აქ მე თვითონ გამოგაგზავნე, - ფეხზე წამოდგა სამანტა და იქვე ნაჭერი აიღო, გამომიწოდა და მომიბრუნდა, - ეს აიღე, თავზე დაადე და აქედან ფეხი არ მოიცვალო სანამ მე არ მოვალ.
მეც დამნაშავე ბავშვივით დავემორჩილე, მის ადგილას დავჯექი და ისე მოვიქეცი როგორც თვითონ მითხრა. როგორც კი ზემოთ ავიხედე ოთახში აღარ იყო. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ანდა რა უნდა გვეთქვა ? უფრო სწორედ იმას რა უნდა ეთქვა იმიტომ, რომ ჩემი პარტია ანუ ბოდიშის მოხდა უკვე შესრულებული მქონდა. მიუხედავად ამისა, გაჩუმება მაინც ვერ შევძელი და შევეცადე ეხლა ბევრად დამაჯერებლად მომეხადა ბოდიში.
-იცი მე მართლა ძალიან ვწუხვარ. ვიცი, რომ ეს მობოდიშებები თავის ტკივილს ვერ შეგიჩერებს...
-დაწყნარდი, არაუშავს. როგორც უკვე გითხარი, შენ არ გადანაშაულებ. უბრალოდ თავი მისკდება, სხვა მხრივ კი ყველაფერი რიგზეა, - მითხრა მან. უცნაური იყო, მაგრამ მემგონი სიმართლეს ამბობდა და მე,ც რატომღაც, გამიხარდა და გამეღიმა კიდეც.
-კარგი, მაგრამ შეგიძლია რაც გინდა ის მთხოვო. შენთან სერიოზულ ვალში ვარ, - ეხლა მასაც გაეცინა და ოდნავ წამოჯდა ისე, რომ ჩემთვის თვალებში შემოეხედა. ღმერთო ჩემო ასეთი უცნაური კონტრასტი ჩემ ცხოვრებაში არ მენახა. ამ ე.წ. ქერათმიან, საყვარელი სახის ბიჭს მუქი, შავი თვალები ჰქონდა, რომლებითაც ეხლა დაუხამხამებლად მიყურებდა.
-ეგ შემოთავაზება ნამდვილად მომწონს, - ეშმაკურად გაეღიმა და მარჯვენა ხელი გამომიწოდა. უცებ დახედა და სისხლიანი ხელი უკან წაიღო. მის მაგივრად კი მარცხენა გამოწია, - სულ დამავიწყდა, სასიამოვნოა, უფრო სწორედ უცნაურად სასიამოვნოა შენი გაცნობა. მე ჯასპერ ჰეილი ვარ.


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 7:54 PM | შეტყობინება # 50
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
ბავშვებო პირველ რიგში ბოდიში, რომ ამდენი ხანი ახალი თავი ვერ დავდე.. რაც სკოლა დაიწყო მართლა ძალიან დატვირთული ვიყავი და თან კარგად გაციებაც მოვასწარი (კიდევ კარგი H1N1 ავიცდინე biggrin ) ცოტა არ იყოს ნაჩქარევი ნაწერია და თუ რამეზე გაგიჩნდეთ კითხვა შეგიძლიათ მკითხოთ... happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 8:33 PM | შეტყობინება # 51

206
19  +
33  ±
   ±
Offline
hmm...zaan kargi tavi iyo axali mezoblebi da momavale siyvaruli biggrin magarm megona jasperi ki ara robi erqmeoda hmm...ise zaan kargi tavi iyo:*:*

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 8:41 PM | შეტყობინება # 52
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
Quote (bachia_bachia555)
magarm megona jasperi ki ara robi erqmeoda hmm...ise zaan kargi tavi iyo:*:*

ხო ეგ კი გათვლილი მაქვს რატომ ჯასპერი და არა რობი ან ედვარდი biggrin biggrin მიხარია რომ კითულობ და მოგეწონა smile smile smile


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-09, 9:08 PM | შეტყობინება # 53

206
19  +
33  ±
   ±
Offline
Quote (saaali)
ხო ეგ კი გათვლილი მაქვს რატომ ჯასპერი და არა რობი ან ედვარდი

intriga nuu biggrin

♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-10, 3:54 PM | შეტყობინება # 54
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
ara ra geubnebi intrigani xartqo da ar gjerera ra aris es sad gawyvite biggrin :D tongue tongue tongue dzalian kargi tavi iyo momewons ......male gagvigrdzele ra biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-10, 8:29 PM | შეტყობინება # 55
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian dalian magari iyo, magra gqonda dawerili yvelaferi. ohoo, axali mezoblebic, ukacravad, aramarto mezobelic gamochndaa happy velodebi axal tavs


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

KristenStewartთარიღი: პარასკევი, 2011-02-11, 1:31 PM | შეტყობინება # 56
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
Momwons, Magram Unda Gitxra rom yvelanairas sheecade The Vampire Diairestvis migemsgavsebina, )))


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-11, 1:44 PM | შეტყობინება # 57
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo imedia dzas ar dakargavs dzaan mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba velodebi shemdeg tavs


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-11, 1:48 PM | შეტყობინება # 58
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
xo ise ra mainteresebs bellas jasperi uyvardeba?



შეტყობინება შეასწორა ★Gvanca★ - პარასკევი, 2011-02-11, 1:48 PM

saaaliთარიღი: პარასკევი, 2011-02-11, 2:24 PM | შეტყობინება # 59
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
★Gvanca★, jer zustad ar vici rogor davwer magram araperi araa gamoricxuli biggrin biggrin biggrin biggrin
KristenStewart, ki namdvilad getanxmebi tavidan gavs tan dzalian ogond movlenebi ise wava saertod agar emsgavseba biggrin biggrin biggrin biggrin


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

KristenStewartთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:30 PM | შეტყობინება # 60
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
Quote (saaali)
ki namdvilad getanxmebi tavidan gavs tan dzalian ogond movlenebi ise wava saertod agar emsgavseba

damainteresee :*:*:*:*


  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: