New life..New story
|
|
mary-black | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 3:33 PM | შეტყობინება # 1 |

55
Offline
| სახელწოდება: New life...New story ავტორი: mary-black ბეტა: stupid_l@mb დისკლაიმერი: მეიერის პერსონაჟებიდან შენარჩუნებული იქნება მხოლოდ სახელები. რეიტინგი: G (General) პეირინგი: ე/ბ, რ/ე , ე/ჯ, მ/რ. ჟანრი: იუმორი, რომანტიკა, ანგსტ სამარი: ბელა და ედვარდი მეგობრები იყვნენ, ედვარდი სხვა ქალაქში გადავიდა და ბელა მიხვდა რომ მას იგი უყვარდა. გავიდა 6 წელი, ისინი შეიცვალნენ. როცა ორ ადამიანს უყვარს ამას ვერ გაექცევი და თუ ეცდები სიყვარული გიპოვის. ეს არის უბრალოდ ისტორია იმაზე თუ რა ძნელია გაექცე საკუთარ თავს! სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ფიკი იქნება ბევრი სიურპრიზით, იქნება ორი ახალი პერსონაჟი, ბევრი ცვლილება და იუმორი. იმედია მოგწონებათ! ყველა თავს ექნება საუნდტრეკი! პროლოგი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გინდა გამოლანძღო მთელი სამყარო დაყარო ჩემოდანები დანებდე და დაბრუნდე იმ ადგილას რომელსაც სახლად თვლი. მაგრამ ამის ნაცვლად აეროპორტის თაბამშრომელს მადლობას ვუხდი ჩემოდნებს ხელში ვიღებ, და მივდივარ იქ სადაც ოდესღაც ჩემი სახლი მეგონა. გილოცავ ბელა, როგორც იქნა დაბრუნდი "სახლში"... პირველი თავი (ამავე შეტყობინებაშია); მეორე თავი; მესამე თავი; Flashback part one; მეოთხე თავი; Flashback part two; მეხუთე თავი. ----------------------------- თავი 1. ghostos of my past სანამ აეროპორტის შესასვლელთან ვიდექი და ძმა ვუცდიდი, უნებურად მოგონებებში ჩავიძირე. ზუსტად 20 წლის წინ შტატ ვაშინგტონის ყველაზე წვიმიან ქალაქ ფორქსში დავიბადე მე, სვონების ოჯახის უმცროსი წევრი, იგივე "პატარა ფერია" დედაჩემის განმარტებით, ან "ეშმაკის საჩუქარი" როგორც ჩემი ძმა მეძახდა. ჩემი მშობლები რენე და ჩარლი ღარიბი ოჯახებიდან წმაოსული ორი ახალგაზრდა რომელიც დიდ მოვალზე ოცნებობდა და აისრულეს კიდევაც. მათ დიდი ბიზნესი ააწყეს და მიუხედავათ იმისა რომ ფული საკამრისზე მეტი გვქონდა მაინც ამმ უფლისგან მიტოვებული ადგილას ვცხოვრობდით. ჩემი ძმა ემეტი შიშისმომგვრელად დიდი დაკუნთული გიგანტი რომლისტვისაც საკამარისია გაიღიმოს რომ თვალწინ ფუმფულა სათამაშო გაგიჩნდეს. მე და ემეტი ძალიან ახლოს ვიყავით იმის მიუხედავათ რომ 4 წელი განსხვავება იყო მაინც ყოველთვის ერთად ვთამაშობდით და წლების განმავლობაში ჩვევაც ჩამომიყალიბდა რომ თუ რაიმე სისულელეს ვაკეთებდი თავს ასე ვიმართლებდი: "მე ემეტ სვონის და ვარ!" და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ჩვენს ოჯახში კიდევ ორი შვილი იყო ჩემი უფროსუ დები, ტყუპისცალები რომლებიც მტრებისტVIს ძუკნები ელისი და მიკილა სვონები, ჩვენთვის კი ელი და მიკა იყვნენ. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ მარტო ჩვენთან არა . ფორქსში ცხოვრობდა კიდევ ერთი შეძლებული ოჯახი რომლებთანაც ჩარლი და რენე იმ დროიდან მეგობრობდნენ რაც იარული ისწავლეს. ესმე და კარლაილი თბილი გულით და კეთილი ღიმილით ხვდებოდნენ ჩვენს ოჯახს და ალბათ ამიტომაც რაც თავი მახსოვს ჩვენ მათ შვილებთან ძალიან ახლოს ვიყავით. უფროსი ედვარდი იყო, ოდნავ წითური თმით, უსაზღვროთ მწვანე თვალებით ნამდვილი ჯელტმენის მანერებით ნებისმიერი გოგონას ოცნება იყო. თუმცა თავიდან მე მასში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი, ჩვენ ერთმანეტIს ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა, ვიცავდით, ვეხმარებოდით. მოკლედ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. როუსი და ჯასპერი ტყუპები იყვნენ თუმცა ძალიან განსხვავდებოდნენ როსალი სამოდელო გარეგნობის ტემპერამენტიანი ლამაზმანი იყო, ჯასპერი კი მუდამ მშვიდი მაგრამ მხიარული და კეთილი. რობერტი როუსზე და ჯასზე უფროსი იყო თუმცა ხასიატით მეორე ემეტი იყო ბავშვური კეთილი ოდნავ სულელიც. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენი მეგობრობა დროდადრო ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა იმას ვგულისხმობ რომ ჩამოყალიბდა შემდეგი წყვილები: როუსი და ემეტი მათი დანახვისას ალბათ სუნთქვაც ძნელი იყო იმდენად ლამაზია წყვილი და თანაც ემეტის შემხედვარეს შეგეშინდებოდა სუნთქვა. ელისი და ჯასპერი იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს, მუდამ აქტიური შოპოგოლიკი ელი მხოლოდ ჯასპერის დამამშვიდებელ ღიმილს ექვემდებარეობდა. და ბოლოდ მიკაილა და რობერტი, ისინი ერთმაეთს 6წლიდან ხვდებოდნენ მაგრამ ტუ 13 წლამდე ეს უბრალოდ ხუმრობა იყო შემდეგ მათი ურთიერთობის და სიყვარულის ნებისმიერი რომანის გმირებს შეშურდებოდა. მხოლოდ მე და ედვარდი ვიყავით "თავისუფლები" რის გამოც ოჯახის წევრები დაგვცინოდნენ ხოლმე. როცა 16 წლის ვიყავი ედვარდი სასწავლებლად გადავიდა სხვა ქალაქში და სწორედ მაშინ მივხვდი რომ მე ის მიყვარდა მაგრამ ედვარდმა მოულოდნელად გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. თუ თავიდან ყველა დღე მირეკავდა, ცოტა ხანში კვირაში ერთხელ, შემდეგ თვეში და საბოლოოდ აღარც ჩემს ზარებს პასუხობდა. მეც გადავიწყვიტე დამევიწყებინა ამიტომ სასწავლებლად ნიუ-იორკში გადავედი. ახლა კი 20 წლის ასაკში დავბრუნდი, თანაც ვიცი რომ აქ ედვარდია ჩემი ოჯახი ხალხი რომელიც არ მინახავს ამდენი წელია. მაშ ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ცხოვრებაში, რადგან ამ წლების მანძილზე ძალიან შევიცვალე.
შეტყობინება შეასწორა mary-black - კვირა, 2010-11-07, 3:39 PM | |
|
|
|
|
|
|
|
Tako | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 9:31 PM | შეტყობინება # 7 |
 I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| | |
|
|
|
mary-black | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 2:47 PM | შეტყობინება # 9 |

55
Offline
| Quote (Tako) P.s. ra enaze dagiweria sxva fokii?? happy biggrin rusulad 5 tu 6, inglisuradac iyo magram iq beta rom ara namdvili katastroofa gamovidoda dgesve davdeb shemdeg tavebs --------------------------------------------- თავი 2. back to home or "I'll kill you Robert" მოგონებებიდან ვიღაცის ხელმა გამომაღვიძა რომელიც მხარზე მედო. როდესაც უკან მივბრუნდი ეიფორიის გრძნობა დამეუფლა ჩემს წინ იდგა ემეტ სვონი საკუთარი პერსონით. ღმერთო საერთოდ არ შეცვლილა, იმ ხნის განმავლობაში რაც ნიუ-ორკში ვცხოვრობდი ოჯახი მხოლოდ ერთხელ ვნახე, წასვლიდან პირველ წელს ახალი წლის ღამეს შემდეგ კი მხოლოდ სათელეფონო ზარები და ინტერნეტი. სანამ ვფიქრობდი ვერ კი შევამჩნიე როგორ ამიტაცა და ტრილაი დამიწყო. -ბელსი დარუნდა! ჩემი პატარა ბი სახლშია!-კიოდა ემეტი სანამ მე გიჟივით ვხარხარებდი. -ემმი! მეც ძალიან მომნატრე მაგრამ ჰაერიც ხომ მჭირდება._ემეტმა ოდნავ მორცხვად ჩაიცინა და ადგილზე დამსვა. -მოდი შეგხედო როგორი გახდი-სანამ ემეტმა თვალიერება დამიწყო მეც შევხედე და ღიმილი ვერ შევიკავე, ემეტი უფრო დიდი გამხდარიყო და ეს შეყვარებული იდიოტის ღიმილი უფრო ბავშვურს ხდიდა. მოულოდნელად ემეტმა ჯერ დაუსტვინა შემდეგ კი გიჟური სიცილით დაეცა იატაკზე. როცა ჩემი გამომეტყველება შეამჩნია წამოდგა და ახსნა დაიწყო -ბოდიში ბელზ, უბრალოდ ძალიან შეცვლილი ხარ, ვხედავ დღეიდან პატარი ბი-ს ვეღარ დაგიძახებ, ახლა ნამდვილი ქალი ხარ!-და სანამ ემეტის ასეთი რეპლიკისგან გაშეშებული ვიდექი ის მოვიდა და მომეხვია-ძალიან მომენატრე ბი! ემეტი მართალი იყო ამ წლებში მხოლოდ შინაგანად კი არა გარეგნულადაც ძალიან შევიცვალე, ალბათ ელი და მიკა ჩემით იამაყებენ როცა დაინახავენ როგორ გავხვდი. დღესაც განსხვავებულად მეცვა. რადგანაც სახლში ამდნეი ხნის შემდეგ ვბრუნდებოდი გადავწყვიტე ფურორი გამომეწვია და შესაბამისადაც მეცვა. ტყავის ლეგინსები, მაღალქუსლიანი წეითელი მანოლო ბლანიკი, გრძელი თეთრი ტოპი და წითელი პიჯაკი. ელი და მიკა ჩემით ნამდვილად იამაყებენ. -მეც ემ, სხვები სად არიან? -სახლში გიცდიან ჩქარა წავიდეთ ტორემ კვდებიან ისე უნდათ შენი ნახვა -ყველა ჩვენიანი შეიკრიბა? -აჰა, როუსი, ჯასი, ელი, მიკა, რობი და ემმ...ედვარდიც-მისი სახელის წარმოთქმაზე ოდნავ ფრთხილად გამომხედა და მეც გავუღიმე გასამხნევებლად რის საპასუხოდ თითქმის წამათრია თავისი ჯიპისკენ. ემეტმა იცოდა რას ვგრძნობდი ედვარდის მიმართ და ყოველთვის მხარს მიჭერდა ალბათ ამიტომ არ იყო წინააღმდეგი ჩემი გამგზავრების. როცა მოსახვევიდან ჩვენი სახლი გამოჩნდა ნერვიულობა დავიწყე. ჩვენი სახლში ბავშვობაში სასხლე მეგონა 4 სართულიანი ფართო სახლში რომლის 50% შუშა იყო. მანქნიდან გადმოვედით და გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარე მისაღებში წავედით. მაგრამ როცა შესვლა დავაპირე ემმა გამაჩერა და მთხოვე დავლოდებოდი. ის თავქუდმოგლეჯილმა შევარდა ოთახში და ფისქიკურიდან გამოქცეულის ტონით დაიწყო საუბარი. -ქალბატონებო და ბატონებო გთხოვ შეეგებოთ ერთადერთი და გაუმეორებელი, უმშვენიერესი ქალაბატონი ისაბელა მარი სვონი! -ამ სიტყვებზე მივხვდი რომ ჩემი შესვლის დრო იყო. ეს იმას გავდა როგორ გამოდის მსახიობი თეატრის საფიტების შუქზე ოღონდ მე საფიტების ნაცვლად ჩემი ყველაზე ახლო ადმიანების თვალები და ღიმილი მანათებდა. გარკვეულ მომენტში გავაცნობიერე რომ მე მიკა ელი და როუსი ერთმანეთს ვეხუტებოდით და თან ვტიროდით. ახლა ადამიანებთან რომლებიც ასე მიყვარს თავს სახლშიი ვგრძნობდი, ეიფორიისა და სიხარულის გრძნობა არ მშორდებოდა. მაგრამ ეს იდილია როგორხ ყოველთვის რობმა დაარღვია -გამოდით გოგონებო ჩვენც გვინდა ბელსს შევხედოთ.-ამ სიტყვების გაგონებაზე გოგონები გვერდითგახტნენ და ჩემი თვალიერება დაიწყეს რაზეც ჩუმად ჩამეცინა. ადამიანები იცვლებიან მაგრამ ჩვევები რჩება. პირველი რეაქცია ჩემს გარეგნობაზე ჯასპერის აპლოდისმენტი და რობის სტვენა იყო. როუსი პირღია მიყურებდა. ელმა და მიკამ კი ერთდროულად თქვეს -ბელს ვამაყობ შენით-ხომ ვამბობდი ჩვევები არ იცვლება. მეც ავხარხარდი და ხველა ამყვა. სანამ ყველა იცინოდა ოთახის თვალიერება დავიწყე ყველა იცინოდა გარდა ერთადერთი ადამიანისა. ედვარდ ქალენი კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მეტყველი თვალებით რომლებშიც ახლა მხოლოდ ტკივილის, სინანულია, აღტაცების ამოკითხვა შევძელი. საინტერესო ნაზავია. როცა შეამჩნია რომ ვუყურებდი თბილად მაგრამ თავშეკავებულად გამიღიმა და მეც ამით ვუპასუხე. -ბელს დაჯექი, ახლა იწყება გამოკითხვა ხომ უნდა გავიგოთ რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?!-ელისი ელისია და ამას არაფერი ეშველება -მოდით ვითამაშოთ! ბელას ყველა 2 შეკითხვას დასუვმას-იცით ასეთ მომენტებში ვხვდები რატომ არიან ელისი და მიკა ტყუპები. მეც რაღა გზა მქონდა მოვკალათდი სავარძელზე და მოთმინებით დავიყე ლოდინი ჯოჯხეთისთვის. ჩემ "ოჯახს" კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ეს დაკითხვა ამაწითლებს. ემეტი პირველმა გამოძვრა და წავიდა -ბელა მოყევი ყველაზე სულელური რაც ნიუ-ორკში გააკეთე-არც ემეტი შეცვლილა -კარგი. ერთხელ მეგობრებთან ერთად ძალიან დავთვერით და ფანტანზე წავედით რომ მონეტები გვესროლა და სიყვარული გვეპოვა. გზაში უცებ მსოფლიოს გადარჩენა მომინდა ჩემს მეგობარს ზურგზე მოვახტი და კივილით "ბეტმენი მოდის" მივედით ფანტანამდე. როდესაც იქ მონეტა ჩავაგდე და სიყვარული არ მოვიდა კივილი დავიწყე და სიყვარულის სურვილის მიზეზით ფანტანში სამახსოვროდ 5 ტელეფონი, მანქანის და სახლის გასაღები, ძეგლი...არ მკითხოთ როგორ და 3 ჰალსტუხი დავტოვე. -ჩემი მეგორები სიცილს ვერ იკავებდნენ და იატაკზე გორავდნენ მუცლებზე ხელმოკიდებულნი. -კარგი ახლა ჩემი ჯერია- პირველად გონს რობი მოვიდა. ახლა რაღაც მოხდება. თუ რობი აკეთებს რამეს დამიჯერეთ ეს სამუდამოდ რჩება ისტორიაში.-ბელა ნიუ-ორკში ქალიშვილობა დაკარგე?-აი ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩემი მეგობრები სიცილის ახალმა ტალღამ აიტანა და ახლა უკვე მეც ავყევი. აი ეს მესმის რობი გაიზარდა და ახლა უარესს უნდა ველოდე. -ბელს პასუხი-ჯერ კიდევ სიცილითმითხრა რობმა -არა! -ხუმრობ? -მე რა კლოუნს ვგევარ? -ღმერთო ჩემო არ მჯერა ბელა 20 წლის ხარ-მიკაილა სვონ მარტო ჩემთან Oტხაში ვეღარ დარჩები -რატომ ღმერთო? უბრალოდ ბელა დამიძახე -კარგი მოვრჩეთ. დანარჩენები კითხვებს ხვალ დასვამთ ბელა დაიღალა- ეჰ ჯასპერი ჩემი მუდმივი მხსნელი. მახსოვს ბავშვობიდან მოყოლებული როცა რაიმე ისტორიაში გავეხვეოდი ჯასი მამხნევებდა სანამ ყველა დანარჩენი სიცილით იხოცებოდა. ამის გახსნებაზე გამეღიმა, ჯასთან მივედი და ჩავეხუტე. როგორც ბავშვობაში. -მენატრებოდი ძამიკო-და ეს სიმართლე იყო ჯასს ემეტისგან განსხვავებით ტაქტი ჰქონდა და ამიტომ მის გარეშე ყოველთვის რაღაც მაკლდა. -მეც ბელი...ძალიან-დანარჩენებს ბოდიში მოვუხადე და გარეთ გავედი. დამშვიდება მჭირდება ამდნეი ემოცია გადაჭარბებულია. გარეთ გავედი და დავიწყე ფიქრი. ფიქრი წარსულზე, მათთან და მათ გარეშე, მხოლოდ ახლა როცა ისევ ერთად ვართ ვხვდები როგორ მაკლდნენ. ვფიქრობდი აწმყოზე და მომავალზე რომლებიც გაურკვეველი იყო. და კიდევ...ედვარდზე. ამდენი წლის შემდეგ გრძნობა არ განელდა. ჯერ კიდევ მიჩქარდება გულისცემა როცა მას ვხედავ, მთელი სამყარო თითქოს მის თვალებშია, ღმერტო რატომ?! ცრემლი მომერია და ჩამოვჯექი. ალბათ ასე 15 წუთი ვტიროდი მაგრამ უცებ ვიღაცის თბილი ხელი ვიგრძენი მხარზე როცა მივბრუნდი თვალებს ვერ დავუჯერე. ჩემს წინ ედვარდი იდგა ვარდებით ხელში...
| |
|
|
|
|
mary-black | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 9:52 PM | შეტყობინება # 12 |

55
Offline
| Quote (kristen) memgoni atoceben ertamanets biggrin atoceben adrea samagierod edvardis sulieri tanjva da belas shokismomgvreli axali hobebi gamocjndeba
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 10:26 PM | შეტყობინება # 13 |

842
Offline
| | |
|
|
mary-black | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 10:32 PM | შეტყობინება # 14 |

55
Offline
| Quote (bella-vampire) xali tavi rodis iqnebaa? biggrin axal tavs xvalve daveb chanafiqrit 5 tavi mzadaa magram detalebi maklia amitom yoveldge and 2 dgeshi ertxel davdeb
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 2:15 PM | შეტყობინება # 15 |
 Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|