New life..New story
|
|
mary-black | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 3:33 PM | შეტყობინება # 1 |

55
Offline
| სახელწოდება: New life...New story ავტორი: mary-black ბეტა: stupid_l@mb დისკლაიმერი: მეიერის პერსონაჟებიდან შენარჩუნებული იქნება მხოლოდ სახელები. რეიტინგი: G (General) პეირინგი: ე/ბ, რ/ე , ე/ჯ, მ/რ. ჟანრი: იუმორი, რომანტიკა, ანგსტ სამარი: ბელა და ედვარდი მეგობრები იყვნენ, ედვარდი სხვა ქალაქში გადავიდა და ბელა მიხვდა რომ მას იგი უყვარდა. გავიდა 6 წელი, ისინი შეიცვალნენ. როცა ორ ადამიანს უყვარს ამას ვერ გაექცევი და თუ ეცდები სიყვარული გიპოვის. ეს არის უბრალოდ ისტორია იმაზე თუ რა ძნელია გაექცე საკუთარ თავს! სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ფიკი იქნება ბევრი სიურპრიზით, იქნება ორი ახალი პერსონაჟი, ბევრი ცვლილება და იუმორი. იმედია მოგწონებათ! ყველა თავს ექნება საუნდტრეკი! პროლოგი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გინდა გამოლანძღო მთელი სამყარო დაყარო ჩემოდანები დანებდე და დაბრუნდე იმ ადგილას რომელსაც სახლად თვლი. მაგრამ ამის ნაცვლად აეროპორტის თაბამშრომელს მადლობას ვუხდი ჩემოდნებს ხელში ვიღებ, და მივდივარ იქ სადაც ოდესღაც ჩემი სახლი მეგონა. გილოცავ ბელა, როგორც იქნა დაბრუნდი "სახლში"... პირველი თავი (ამავე შეტყობინებაშია); მეორე თავი; მესამე თავი; Flashback part one; მეოთხე თავი; Flashback part two; მეხუთე თავი. ----------------------------- თავი 1. ghostos of my past სანამ აეროპორტის შესასვლელთან ვიდექი და ძმა ვუცდიდი, უნებურად მოგონებებში ჩავიძირე. ზუსტად 20 წლის წინ შტატ ვაშინგტონის ყველაზე წვიმიან ქალაქ ფორქსში დავიბადე მე, სვონების ოჯახის უმცროსი წევრი, იგივე "პატარა ფერია" დედაჩემის განმარტებით, ან "ეშმაკის საჩუქარი" როგორც ჩემი ძმა მეძახდა. ჩემი მშობლები რენე და ჩარლი ღარიბი ოჯახებიდან წმაოსული ორი ახალგაზრდა რომელიც დიდ მოვალზე ოცნებობდა და აისრულეს კიდევაც. მათ დიდი ბიზნესი ააწყეს და მიუხედავათ იმისა რომ ფული საკამრისზე მეტი გვქონდა მაინც ამმ უფლისგან მიტოვებული ადგილას ვცხოვრობდით. ჩემი ძმა ემეტი შიშისმომგვრელად დიდი დაკუნთული გიგანტი რომლისტვისაც საკამარისია გაიღიმოს რომ თვალწინ ფუმფულა სათამაშო გაგიჩნდეს. მე და ემეტი ძალიან ახლოს ვიყავით იმის მიუხედავათ რომ 4 წელი განსხვავება იყო მაინც ყოველთვის ერთად ვთამაშობდით და წლების განმავლობაში ჩვევაც ჩამომიყალიბდა რომ თუ რაიმე სისულელეს ვაკეთებდი თავს ასე ვიმართლებდი: "მე ემეტ სვონის და ვარ!" და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ჩვენს ოჯახში კიდევ ორი შვილი იყო ჩემი უფროსუ დები, ტყუპისცალები რომლებიც მტრებისტVIს ძუკნები ელისი და მიკილა სვონები, ჩვენთვის კი ელი და მიკა იყვნენ. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ მარტო ჩვენთან არა . ფორქსში ცხოვრობდა კიდევ ერთი შეძლებული ოჯახი რომლებთანაც ჩარლი და რენე იმ დროიდან მეგობრობდნენ რაც იარული ისწავლეს. ესმე და კარლაილი თბილი გულით და კეთილი ღიმილით ხვდებოდნენ ჩვენს ოჯახს და ალბათ ამიტომაც რაც თავი მახსოვს ჩვენ მათ შვილებთან ძალიან ახლოს ვიყავით. უფროსი ედვარდი იყო, ოდნავ წითური თმით, უსაზღვროთ მწვანე თვალებით ნამდვილი ჯელტმენის მანერებით ნებისმიერი გოგონას ოცნება იყო. თუმცა თავიდან მე მასში მხოლოდ მეგობარს ვხედავდი, ჩვენ ერთმანეტIს ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა, ვიცავდით, ვეხმარებოდით. მოკლედ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. როუსი და ჯასპერი ტყუპები იყვნენ თუმცა ძალიან განსხვავდებოდნენ როსალი სამოდელო გარეგნობის ტემპერამენტიანი ლამაზმანი იყო, ჯასპერი კი მუდამ მშვიდი მაგრამ მხიარული და კეთილი. რობერტი როუსზე და ჯასზე უფროსი იყო თუმცა ხასიატით მეორე ემეტი იყო ბავშვური კეთილი ოდნავ სულელიც. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენი მეგობრობა დროდადრო ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა იმას ვგულისხმობ რომ ჩამოყალიბდა შემდეგი წყვილები: როუსი და ემეტი მათი დანახვისას ალბათ სუნთქვაც ძნელი იყო იმდენად ლამაზია წყვილი და თანაც ემეტის შემხედვარეს შეგეშინდებოდა სუნთქვა. ელისი და ჯასპერი იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს, მუდამ აქტიური შოპოგოლიკი ელი მხოლოდ ჯასპერის დამამშვიდებელ ღიმილს ექვემდებარეობდა. და ბოლოდ მიკაილა და რობერტი, ისინი ერთმაეთს 6წლიდან ხვდებოდნენ მაგრამ ტუ 13 წლამდე ეს უბრალოდ ხუმრობა იყო შემდეგ მათი ურთიერთობის და სიყვარულის ნებისმიერი რომანის გმირებს შეშურდებოდა. მხოლოდ მე და ედვარდი ვიყავით "თავისუფლები" რის გამოც ოჯახის წევრები დაგვცინოდნენ ხოლმე. როცა 16 წლის ვიყავი ედვარდი სასწავლებლად გადავიდა სხვა ქალაქში და სწორედ მაშინ მივხვდი რომ მე ის მიყვარდა მაგრამ ედვარდმა მოულოდნელად გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. თუ თავიდან ყველა დღე მირეკავდა, ცოტა ხანში კვირაში ერთხელ, შემდეგ თვეში და საბოლოოდ აღარც ჩემს ზარებს პასუხობდა. მეც გადავიწყვიტე დამევიწყებინა ამიტომ სასწავლებლად ნიუ-იორკში გადავედი. ახლა კი 20 წლის ასაკში დავბრუნდი, თანაც ვიცი რომ აქ ედვარდია ჩემი ოჯახი ხალხი რომელიც არ მინახავს ამდენი წელია. მაშ ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ცხოვრებაში, რადგან ამ წლების მანძილზე ძალიან შევიცვალე.
შეტყობინება შეასწორა mary-black - კვირა, 2010-11-07, 3:39 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:06 PM | შეტყობინება # 46 |

842
Offline
| | |
|
|
mary-black | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:16 PM | შეტყობინება # 47 |

55
Offline
| Flashback. part 2. . .. დარბაზი დუმდა. სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა. ყველა მზერა სცენისკენ იყო მიმართული სადაც გოგონა დაბალი მაგრამ მკაფიო ხმით მღეროდა თავჩაქინდრული. ყველა მზერაში ერთი და იგივე გაოცება და აღტაცება იკითხებოდა. ყველში გარდა ერთისა. ერთადერთი მზერა რომელშიც გრძნობების მორევი იმდენად ღრმა იყო რომ დაკარგვა შეიძლებოდა. ერთადერთი მზერა რომლის პატრონსაც ახლა როგორც არასდროს უნდოდა ტირილი, ღრიალი იმის გამო, რომ დანებდა, რომ უბრალოდ წავიდა უკანმოუხედავად, რომ დაიტანჯა თავი ტყუილ-უბრალოდ რადგან ჯერაც ვერ მოიშორა ის გულის მწვავი გრძნობა რომლეიც ორგამიზმში კოკაინის ნებისმიერ დოზაზე მეტ დამოკიდებულებას იწვევდა. ვერ მოიშორა სურვილი, წყურვილი მისი დანახვის ჯერ კიდევ ბავშვური ფერმკრთალი სახის ნაკვთებზე შეხების, მისი სიყვარულის....უბრალოდ მისი სახე გონებაში იმდენად ჩამჯდარი რომ დავიწყება შეუძლებელი იყო მაგრამ განა უნდოდა? ახლა როცა უყურებდა უკვე გაზრდილს ამდენად შეცვლილს როგორც არასდროს უნდოდა ტირილი. ცრემლის წვეთებად დაღვრილი წარსულის დაბრუნება რომელშიც ბედნიერი იყო...მასთან ერთად. ახდენილი ოცნებასავით ახლა ის იძირებოდა შოკოლადის ფერ ჭაობში რომლებსაც სულელი ხალხი შეცდომით თვალებს ეძახდა. უსმენდა ხმას რომლეზეც მშვენიერი რამ მისი სმენისთვის არ არსებობდა. ახლა მას მხოლოდ ტირილი უნდოდა იმიტომ რომ მონატრება არსებობდა იმიტომ რომ ასე ძალიან უნდოდა ის რაც მისი ვერ იქნებოდა . ღვთაებამ სიმღერა დაამთავრა, ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა სცენიდან და მათ მაგიდას გადახედა. ახლაგაზრდა ბიჭი წამოდგა მასთან მივიდა და უთხრა რისი თმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში უნდოდა -მშვენიერი იყავი,-და მოეხვია ნაზად, ფრთხილად თითქოს გატეხვის ეშინოდა. ჩუმად ისე რომ მხოლოდ მას გაეგო მისი გულის ნადები სულზე ჩამოწოლილი ლოდის მოსაშორებლად აღიარა-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი… soundrack-snow patrol-Set The Fire To The Third Bar
შეტყობინება შეასწორა mary-black - ხუთშაბათი, 2010-11-11, 9:12 PM | |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 9:29 PM | შეტყობინება # 48 |
 Miss Cullen
371
Offline
| mary-black, vaime gavgijdii dzalian magariia :* :* :* unichieresii xar :*: *: *: * axalkl tvas velodebi ufro dids da ufro romantikuls :*:*:*
Miss Cullen 
| |
|
|
mary-black | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 9:36 PM | შეტყობინება # 49 |

55
Offline
| Quote (Bella_Cullen) axalkl tvas velodebi ufro dids da ufro romantikuls :*:*:* ooooooo axali tavis naxevari dawerilia da damijere didi iqneba sakmaod romantikasgpidebi magram iumoric iqneba
| |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 9:50 PM | შეტყობინება # 50 |
 Miss Cullen
371
Offline
| mary-black, daweriliaa? :O chemo skyepshi D:
Miss Cullen 
| |
|
|
|
|
kristen | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 10:39 PM | შეტყობინება # 53 |
 ForevEr YoUnG
513
Offline
| mary-black, unichieresi da umagresi adamiani xar dzalian momwons sheni naweri da gaagrdzele :* nu meotxe tavshi davishoke am sityvebze : Quote -მშვენიერი იყავი-და მომეხვია ძალიან ნაზად, ფრთხილად. ჩემი თმის არომატი შეისუნთქა და ჩურჩულით ისე რომ ჟრუანტელმა დამიარა მისი სუნთქვისგან ჩემს ყურთან მითხრა,-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი...... uf magari iyo ra sayvareliaaaa velodebi movlenesbi ganvitarebas :*
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|