ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
❦გვირილა თოფის ლულაში❦

M_E_G_Iთარიღი: სამშაბათი, 2012-10-30, 11:42 AM | შეტყობინება # 1

9
0  +
2  ±
   ±
Offline


სახელწოდება: ❦გვირილა თოფის ლულაში❦
ავტორი: მეგი ღანიაშვილი (M_E_G_I)
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მე მეკუთვნის
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: ექშენი (Action), Deathfic, რომანტიკა (Romance), ანგსტ (Angst), ფლაფი (Fluff).
სტატუსი: წერის პროცესშია.

დეიზი ევანსი:


მსაჯი:


ქეი:

პირველი თავი მალე დაიდება... (>‿♥)


შეტყობინება შეასწორა M_E_G_I - სამშაბათი, 2012-10-30, 11:45 AM

littlegirlთარიღი: სამშაბათი, 2012-10-30, 2:53 PM | შეტყობინება # 2
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
velodebi smile



T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2012-10-30, 6:44 PM | შეტყობინება # 3

266
15  +
30  ±
   ±
Offline
საინტერესო ცანს, ველოდები happy


M_E_G_Iთარიღი: ოთხშაბათი, 2012-11-07, 10:25 AM | შეტყობინება # 4

9
0  +
2  ±
   ±
Offline

1. მომაკვდინებელი გვირილა

დეიზი, როგორც ყოველთვის, მიმავალი მატარებლის რახრახმა გააღვიძა. სახლი ზედ ლიანდაგებზე ჰქონდა თანაც ისე ახლოს, რომ თუ ფანჯარას გამოაღებდა, ვაგონში შეხტომასაც შეძლებდა. მატარებლის რელსებზე გავლით გამოწვეული ვიბრაცია მთელ ოთახს– ფანჯარას, ავეჯს არყევდა. ალბათ მთლიანად ის სახლი ირყეოდა, რომლის ბინასაც ქირაობდა დეიზი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დეიზიმ თავად აირჩია ეს ბინა, სადაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით თუ გამეფდებოდა ხოლმე სიწყნარე. დეიზისაც სწორედ ეს უნდოდა– ეგრძნო, რომ თავისი მარტოობის მიუხედავად მისი სამყაროს გარეთ სიცოცხლე ჩქეფდა– ხალხი მოგზაურობდა, სამსახურებში მიიჩქაროდა, ახლობლებს სტუმრობდა– ანუ იყო სამყარო სადაც ხალხი მისგან განსხვავებით ნორმალური, სიხარულიანი ცხოვრებით ცხოვრობდა.
დეიზი მაშინვე ადგა– საწოლში ნებივრობა ადამიანს აზარმაცებს და მან ეს კარგად უწყოდა. თანაც ამის ფუფუნებას ვერ მისცემდა თავს– წინ მნიშვნელოვანი დღე ელოდა. პეიჯერი შეამოწმა და სააბაზანოში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად.

_მიზანში გყავდეს და ბრძანებას დაელოდე.
_მიზანში მყავს.
_ბრძანებას დაელოდე.
_ჰეი, კევინ, არ გინდა ცოტა დაუჩქარო მაგ ბრძანებას? თორემ სადაცაა ხელიდან დამიძვრება.
_დი, რამდენჯერ უნდა გითხრა, ქეი დამიძახე–მეთქი? თანაც კარგად იცი, რომ ასეთ ბრძანებებს მე არ ვიძლევი. მოემზადე, სამი...ორი...–დი–მ ჩახმახს თითი გამოკრა და მოშორებით ვიღაც უსულოდ დაეცა.
_პრობლემები გაქვს!
_შენ რა განაღვლებს, შენ ხომ არ გაქვს!–დიმ უკვე იარაღის დაშლა დაიწყო მშვიდი გამომეტყველებით.
_ბრძანებას რატომ არ დაელოდე? იცი, რას უშვრებიან ურჩ ხელქვეითებს?
_შენც კარგად იცი, რომ მე უბრალო ხელქვეითი არ ვარ. ჩემზე ნუ ღელავ. თანაც რომ დამეგვიანა სამიზნე ხელიდან დამიძვრებოდა. კავშირის დასასრული.–დიმ კომპაქტური ყურსასმენის მოხსნა დააპირა, მაგრამ ხმამ სთხოვა:
_მოიცა, მოიცა, არ მოიხსნა. ერთი წამით.
_გისმენ.
_საღამოსთვის რა გეგმები გაქვს?
_ქეი, კარგად იყავი.
_მოიცა, არ მოიხსნა! იცი, რა მაგარი რესტორანიაა?
_ქეი...
_...წყნარი მუსიკა... სანთლის შუქი... მხოლოდ ჩვენ ორნი...
_...რომელთაგან ერთი მეორეს სიამოვნებით მიახრჩობს.
_არ დაკვირვებიხარ ჩემი სახელი როგორ ჟღერს? ქეი. როგორც ოქეი... უარის თქმა არ შეიძლება. თქვი: ოქეი.
–ოქეი! შტაბში შევხვდებით, კარგად!–დიმ ყურსასმენი იარაღის ნაწილებთან ერთად ჩააგდო და ცათამბჯენი სახურავი დატოვა.

დეიზი ყვავილების თაიგულით ხელში იდგა ისევ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობისთვის სწორედ ამ ადგილას მთავრდება ყველაფერი– ტკივილი, სიხარული, განსაცდელი, ტანჯვა, მთლიანად სიცოცხლე. ყოველ შემთხვევაში ასეა მათთვის, ვისი საფლავის ქვებიც აქ მიმოფანტულა ვრცელ ველზე.
დეიზი ერთმანეთთან ახლოს მოთავსებულ ქვებს მიუახლოვდა და მათ წინ დაიჩოქა. ყვავილები ლარნაკში მოათავსა და საფლავის ქვას გადაუსვა ხელი, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: "ფიბი უილსონი".
_ჰეი, ფიბ...–წაიჩურჩულა ნაძალადევი ღიმილით.–ჩემი მომზადებული ყავა არ მოგენატრა? მე მომენატრა შენთვის ყავის მომზადება...
_დე...–ახლა მეორე საფლავს მიუბრუნდა დეიზი.–იმედია ერთად უკეთ ხართ, ვიდრე მე და ხშირად არ გიწევს შენიშვნების მიცემა...–დეიზი გაჩუმდა. თითქოს სიტყვები გამოელია. ცოცხლებთან უჭირდა ურთიერთობა და რა გასაკვირია, რომ მიცვალებულებთან ცალმხრივი დიალოგი ეძნელებოდა და სიტყვებს ვერ პოულობდა. კარგა ხანს იჯდა ასე. უხმოდ. მხრებმობუზული. დასცქეროდა საფლავის ქვებზე ამოტვიფრულ ასოებს დაფიქრებული, გახევებული. შემდეგ ადგა, პალტოს საყელო აიწია, რომ სუსხისგან დაეცვა ყელი, კიდევ ერთხელ მოხედა საფლავებს და გასასვლელისკენ წავიდა.
სახლში რომ დაბრუნდა უკვე ღამდებოდა. ქუჩაში განათებები აენთოთ. გვიანი შემოდგომის სუსხის გამო ქუჩაში სულ რამდენიმე კაცი მოძრაობდა. სამაგიეროდ გზის პირას ჩამწკრივებული კაფე–ბარები სავსე იყო ხალხით, რომელთა მიზანსაც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება წარმოადგენდა. ეს უცხო იყო დეიზისთვის. ერთადერთი, რაც კმაყოფილებას ანიჭებდა, უზადოდ შესრულებული სამუშაო იყო, გაცნობიერება იმისა, რომ თავის საქმეში შეუცვლელი იყო და რომ არსებობდა სფერო, სადაც მასზე უკეთ ვერავინ აზროვნებდა და მოქმედებდა და რომ არსებობდა ხალხიც, ვინც ამის გამო აფასებდა.
დეიზიმ კიბეები აიარა და თავისი სახლის კარი შეაღო. გასაღები დერეფანში სარკის წინ დააგდო და მისაღებში ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციო გამოშვება გადიოდა. სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე და ფინჯანი გამოიღო კარადიდან, მაღაზიაში ნაყიდი კექსი ამოიღო ხელჩანთიდან და დაჭრას შეუდგა. სწორედ ამ დროს ლიანდაგებზე მატარებელი შემოგრიალდა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ხმის გაგონება შეუძლებელი გახდა. არადა იგი ამ დროს ერთ–ერთი სენატორის წინასწარ შეკვეთილი მკვლელობის ამბავს გადმოსცემდა, რომლის შესახებაც გამოძიებისთვის არაფერი იყო ცნობილი გარდა იმისა, რომ ეს პროფესიონალი ქილერი ნახელავი იყო.
დიახ, ლიანდაგებზე მორახრახე მატარებლის გამო დეიზის ჟურნალისტის ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაუგონია, მაგრამ მან ეს ამბავი ისედაც იცოდა... უფრო მეტიც, ეს მკვლელობა მისი ნახელავი იყო...
მატარებელმა ჩაიარა, დეიზი ოხშივარადენილი ფინჯნითა და თხლად დაჭრილი კექსის ნაჭრებიანი თეფშით ხელში ტელევიზორთან მოთავსდა და ამინდის პროგნოზს ინტერესით მიაცქერდა.



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-11-08, 2:49 PM | შეტყობინება # 5

397
10  +
12  ±
   ±
Offline
veli axal tavs


ni[n]inთარიღი: პარასკევი, 2012-11-09, 11:15 PM | შეტყობინება # 6

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
shegidzliat '"romanis satauri amixsnat ? biggrin

ni[n]inთარიღი: პარასკევი, 2012-11-09, 11:16 PM | შეტყობინება # 7

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
aseti patara tavebi mxolod zgaprebshia isee rom gaganatlot : )

makieთარიღი: შაბათი, 2012-11-10, 8:47 PM | შეტყობინება # 8

144
4  +
28  ±
   ±
Offline
male daaadee shemdegiiiiiii :))))


☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2012-11-11, 1:43 PM | შეტყობინება # 9
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
საინტერესო ჩანს... მაგრამ მეტისმეტად წვრილმანებში წერ მგონი... აჯობებს აღწერებზე მეტი მოქმედება შეიტანო... სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავს... იმედია მალე დადებ, მარა ისე აშკარად იშვიათად შემოდიხარ.


♡COLD♡თარიღი: ორშაბათი, 2012-11-12, 3:04 AM | შეტყობინება # 10

26
3  +
0  ±
   ±
Offline
საინტერესოა... ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე...


M_E_G_Iთარიღი: სამშაბათი, 2012-11-13, 11:23 AM | შეტყობინება # 11

9
0  +
2  ±
   ±
Offline


2. ახალი მისია

_მილიონი შეტყობინება დაგიტოვე, შეგეძლო გეპასუხა და გეთქვა რომ ჩემთან საუბარი არ გსურდა.
_მეგონა დუმილით უკეთ მიგახვედრებდა მაგას.
_ვიფიქრე, რაღაც შეგემთხვა. და ვინერვიულე.
_ვის? მე? წარმოდგენა მაინც გაქვს ვის ელაპარაკები?
_ჰო, მაგრამ ტყვია ყველას ერთნაირად კლავს.
_ეგ მე შენგან არ მესწავლება, კევინ.
_ზემოთ გელიან.
_ვიცი, მაგიტომაც მოვედი. ჭკვიანად იყავი, სანამ ჩამოვალ. რომ დავბრუნდები ტკბილი ლატე დამახვედრე.
_შენი მოსამსახურე ხომ არ გგონივარ?
_არა, ბიჭი მგონიხარ, რომელიც ჩემთან დაწოლაზე ოცნებობს. და ცოტა დაუჩქარე ლატეზე წასვლა, რომ უკვე შეგრილებული დამხვდეს.–დი ლიფტის კარებებს მიღმა მიიმალა, თუმცა მანამდე ეშმაკური ღიმილის გაელვება და თვლის ჩაკვრაც კი მოასწრო.
_დი, შენ ჩვენი ნომერი მეხუთე წვრთნილი ხარ.–დაიწყო საშუალო სიმაღლის ჭაღარაშეპარულმა, მკაცრი გარეგნობის კაცმა ხმით, რომელზეც ვერც თბილსა და ვერც გულგრილს იტყოდით. მას სახელით არავინ მოიხსენიებდა. მისი სახელი არავინ იცოდა. მას ყველა "მსაჯს" ეძახდა.–საიდან დაიწყო ყველაფერი აღარ მოვყვები, თავადაც კარგად იცი. შენამდე 4 წვრთნილი გვყავდა, რომელნიც სხვადასხვა შტატებში არიან და შეუსრულებელ მისიებს ასრულებენ. შენს შემდეგაც გვყავს წვრთნილები, მაგრამ მათზე მაღლა ხარ შენი განვითარების დონით. შენი არცერთი მისია არ ჩავარდნილა, ყოველ დავალებას უნაკლოდ, შენებური ხელწერით ასრულებ, რომელიც ზოგჯერ აფრთხობს და აცხარებს შენს "მაყურებლებს", მაგრამ ჩემთვის მთავარია შედეგი, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, გადაწყდა შენი ამ ურთულეს მისიაზე გადაყვანა.
_დანიშნულების ადგილი?–სიტუაციას საქმიანად მიუდგა დი. მისთვის სიტყვები "ურთულესი მისია" არაფრისმთქმელი იყო, სხვებისთვის ყოველი ის მისია "ურთულესი" იქნებოდა, რომელსაც ის ხარვეზების გარეშე ასრულებდა.
_ჰეიფვილი, ჯორჯია.
_დედლაინი?
_სწორედ ამითაა რთული შენი დავალება, მეხუთე ნომერო. სხვა მისიებისგან განსხვავებით, ეს მისია ხანგრძლივი ხასიათისაა. შესაძლოა მის შესრულებას რამდენიმე თვე და მთელი წელიც კი დასჭირდეს.
_წელი? აგენტის პოზიციაზე ვარ აყვანილი?
_დიახ.
_არამგონია ამისთვის მზად ვიყო, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი...
_შესაძლოა სრულყოფილებამდე კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, მაგრამ ახლა ჰეიფვილში გვჭირდები.
_უარის თქმის უფლება მაქვს?
_არა.
_როდის მივემგზავრები?
_მას შემდეგ, რაც დეტალებს გაეცნობი.
_მზად ვარ სამსახურისთვის, სერ.
_შეგიძლია წახვიდე და მიჩთან გაეცნო მისიის დეტალებს.
_არის, სერ.–ლიფტისკენ წავიდა დი.
_მეხუთე ნომერო, მისიის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მიხვალ იქ, სადამდე მისასვლელადაც გამოყევი ამ გზას... ინფორმაცია უკვე სეიფშია, გასაღები კი გელოდება როდის მიაგნებ, რომ აიღო. ამას მხოლოდ მისიის დასრულებისას შეძლებ. შემდეგ კი გადაწყვეტ ჩვენზე გააგრძელებ მუშაობას თუ ჩვეულებრივი 22 წლის ობოლი გოგო გახდები.–დი ადგილზე გაირინდა, თუმცა არ მობრუნებულა. მსაჯმა საუბარი რომ დაამთავრა ლიფტში შევიდა.
ორი კვირის განმავლობაში არ გამოსულა შტაბიდან– გადამზადების სრული კურსი უნდა გაევლო. ერთდროულად უტარდებოდა წვრთნები ფიზიკურ და ფსიქიკურ მომზადებაში. სახელს და გვარს არ უცვლიდნენ, ვინაიდან დროის ხანმოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იყო ახალი სახელის საკუთრად მიღება და ეს დამატებით პრობლემებს წარმოშობდა. უფრო ადვილი იყო გაეკეთებინათ ყალბი საბუთები, რომლის მიხედვითაც იგი 17 წლის თინეიჯერი იქნებოდა.
_ჩვენს უკან მთავრობაა. არავინ დაიწყებს შენს საბუთებში ქექვას. და თუ მაინც დაიწყებენ– შესაბამისი უწყება დაუდასტურებს, რომ ნამდვილად 17 წლის მოსწავლე ხარ მიჩიგანიდან.–უთხრა მწვრთნელმა.
_მიჩიგანიდან?
_ჰო, შენი წარმოშობის ადგილად შენი ნამდვილი წარმოშობის ადგილი ავირჩიეთ. შენ საკუთარი თავი უნდა ითამაშო, ოღონდ რამდენიმე წლით პატარა.
როგორც უთხრეს, იგი ფულტონის თრი–სითიზ ჰაი სქულის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე უნდა გამხდარიყო. მისიის მიზანი– საიდუმლო საცავში შეღწევა, რომელიც არავინ უწყოდა სად მდებარეობდა. სწორედ ამაში იყო მთელი სირთულე– დის უნდა გაეგო სად იყო ეს საცავი, შეუმჩნევლად შეეღწია მასში, აეღო საჭირო დოკუმენტები და ცოცხალს გამოეღწია საცავიდან. ამისათვის კი საჭირო იქნებოდა დაახლოებოდა ადგილობრივებს, დაეტყუა მათთვის ინფორმაცია საცავის ადგილმდებარეობისა და დამცავი სისტემების შესახებ. დიმ დაახლოებით იცოდა ვის წრეში უნდა ეტრიალა ამ ინფორმაციის მისაღებად– ეს იყო 7 პიროვნებისგან შემდგარი სკოლის სამეურვეო საბჭო, რომლის ერთ–ერთი წევრი თავად დირექტორი ენტონი რობერტსი გახლდათ და რომელთა შვილები მისი მომავალი კლასელები იქნებოდნენ. საქმე სუფთად უნდა გაკეთებულიყო. მითითება ასეთი იყო: არ ეჩქარა, სამაგიეროდ ეზრუნა, რომ პირველ რიგში, არ გაშიფრულიყო, ესწავლა სხვა ბავშვებივით, გასართობად ევლო ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად, დაეზვერა, შეესწავლა სიტუაცია, გარკვეულიყო ყოველივეში და მხოლოდ ამის შემდეგ გადასულიყო საქმეზე.
რა სახის ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა ეს კითხვა დის არ დაუსვამს– იგი პროფესიონალი იყო, ზედმეტ კითხვებს არ სვამდა, მითუმეტეს თუ იცოდა, რომ პასუხს მაინც არავინ გასცემდა. იგი შემსრულებელი იყო– აკეთებდა, რასაც ეტყოდნენ და შემდეგ ამაში ფულს უხდიდნენ. გარდა ფულადი სარგებლისა, კიდევ იყო რაღაც, რის გამოც დი მსაჯის ყველა მისიას ზედმეტი შეკითხვების გარეშე, უსიტყვოდ ასრულებდა. თუმცა ამ "რაღაცაზე" ფიქრი დის არ სიამოვნებდა.
_ერთ კვირაში სახლში დავბრუნდები. ინფორმაცია ხელთ ექნება მსაჯს, საქმე კი სუფთად იქნება გაკეთებული.–თავდაჯერებულად ჟღერდა დის სიტყვები, როდესაც იგი უკვე წვრთნაგავლილი სახლში წასვლის წინ გამოელაპარა მწვრთნელებს.
_შენსავით დარწმუნებული იყო ნომერი 4–იც, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა მისიის სირთულე და თავი ვერ გაართვა, შენც გაგზავნით ჰაიფვილში. ნომერი 4 ჯერ კიდევ იქაა და დაგეხმარება, თუმცა კონტაქტზე არ გამოვა, რომ ეჭვი არ გაჩნდეს თქვენს კავშირზე. გაითვალისწინე, რომ მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნები, რადგან იციან, რომ ინფორმაციაზე ვიღაც ნადირობს და ფრთხილობენ. შენ მათი ყურადღების გაფანტვა , სიფრთხილის შესუსტება უნდა მოახერხო. მთავარია შენი სიფიცხითა და სულსწრაფობით თავი არ გაყიდო. –ეს იყო მწვრთნელის უკანასკნელი დირექტივები.
"ნუ ითამაშებ, იყავი ის, რაც ხარ. ასე უფრო ბუნებრივი იქნები." სავსებით სამართლიანად ურჩია მწვრთნელმა–ფსიქოლოგმა, რადგან მხიარული, ქარაფშუტა თინეიჯერის როლს ბუნებრივად ვერ ითამაშებდა. ასეთი რამ მის ბუნებაში არ იდო და მეტისმეტად ხელოვნურად გამოუვიდოდა. მაგრამ როგორი იყო თვითონ? უკვე წლები იყო ადამიანებთან აღარ ურთიერთობდა. მხოლოდ თანამშრომლებთან და მომავალ მსხვერპლებთან ჰქონდა ურთიერთობა, თუ ამას ურთიერთობა ერქვა...როგორი იყო თვითონ? საკითხავი ეს იყო. ისე რომ მოქცეულიყო, როგორც თვითონ უნდოდა, ვერცერთ "კლასელთან" ვერ დაამყარებდა ურთიერთობას ანუ ვერც ინფორმაციას მოიპოვებდა. ამაზე როგორ არ იფიქრეს ფსიქოლოგებმა? რატომ არ ჩაუტარეს წვრთნა ამ მიმართულებით? ალბათ მათ იმაზე მეტად აქვთ დის მოხერხებულობის იმედი, ვიდრე თავად ფიქრობს. დი–დეიზი ჩაფიქრებული აუყვა კიბეებს და კარებში გაუცნობიერებლად შეარჭო გასაღები. როგორც ჩანს ძველმა საკეტმა საკმაოდ ხმამაღლა გაიღრჭიალა, რადგან გვერდითა მეზობელმა კარი გააღო და გამოვიდა.
_ო, საღამომშვიდობისა, მისის ბრიჯეს.–სასიამოვნო ხმა ჰქონდა დეიზის.
_საღამო მშვიდობისა, დეიზი. ფოსტამ ისევ აურია რაღაც, შენი ამანათი ჩემთან დატოვეს.–ქალმა მოზრდილი კონვერტი გაუწოდა მეზობელს.
_ოჰ, ეს გაუმართავი სისტემა!–თვალები აატრიალა დეიზიმ.–დიდი მადლობა.–უთხრა ქალს. ოდნავ გაუღიმა და სახლში შევიდა. მისაღებში შესული სავარძელში ჩაესვენა და კონვერტი გახსნა. შიგნით ყალბი პირადობის, დაბადების მოწმობის ასლი, მართვის მოწმობა და სხვა საბუთები აღმოჩნდა, რომლებიც სკოლაში წარსადგენად დასჭირდებოდა. საბუთები კონვერტში დააბრუნა და სააბაზანოში გავიდა შხაპის მისაღებად.
დაახლოებით ერთ საათში მისაღებში უკვე გამოცოცხლებული დაბრუნდა, როგორც ეტყობოდა, სადღაც აპირებდა წასვლას. მართლაც, ხელჩანთა გადაიკიდა, გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა.
ორი კვარტლის მოშორებით, პატარა, წყნარ კაფეში შევიდა.
_დეიზი, როგორ მოხდა, რომ აქ ხარ?–ღიმილით მიმართა მიმტანმა, როდესაც თავის საყვარელ ადგილს მიუჯდა
_სინტია, როგორ ხარ?–მკრთალი ღიმილი შეაგება მანაც.
_ისევ მივლინება?–თანაგრნობით სავსე მზერით შეხედა სინტიამ.
_ჰო.
_ახალი ხელშეკრულება. წიგნების კიდევ ერთი პარტია. რა გინდა, წარმატებული ბიბლიოთეკარი ხარ. ახალ–ახალ ადგილებს ნახულობ. ბედნიერო...
_ჰო... ალბათ. მაგრამ ხომ იცი, ვერასდროს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. შენ ბოიფრენდი როგორაა? ისევ ჩხუბობთ?
_არა, დავშორდი. მივხვდი, რომ არ ღირს ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე მისნაირ იდიოტს შევწირო.
_მიხარია, რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინე.
_ჰო, მაგრამ მარტოობა რთულია.
_ჰო, რთულია...–ვიტრინის მიღმა ქუჩას გახედა დეიზიმ.
_რა მოგიტანო? როგორც ყოველთვის?
_ჰო, გმადლობ.–მიმტანი წავიდა და რამდენიმე წუთში შავი ყავითა და ნამცხვრიანი თეფშით ხელში დაბრუნდა.
_ამ საღამოს ბევრი ხალხია, ალბათ მეტჯერ ვეღარ მოვახერხებ მოსვლას, ამიტომ წარმატებულ მივლინებას გისურვებ... როდის დაბრუნდები?
_ზუსტად არ ვიცი, ხანგრძლივი ვიზიტია. შესაძლოა სამუშაოდ დავრჩე, კვალიფიკაციას ავიმაღლებ და რამდენიმე თვეში დავბრუნდები.
_უპს... კარგი, გამიხარდება თუ მეილზე მომწერ. აბა, დროებით. კეთილი მგზავრობა!
_მადლობა, სინტია, შენც წარმატებებს გისურვებ!

კარგა დაღამებულიყო. დეიზი ხალხმრავალ ქუჩას მიუყვებოდა. გზის ორივე მხარეს ბარები ჩამწკრივებულიყო. დეიზი ერთ–ერთში შევიდა, ყველაზე ხმაურიანში. დახლის წინ მოთავსებულ მაღალფეხებიან სკამზე შემოსკუპდა და ბარმენს ჭიქა ტეკილა შეუკვეთა. გვერდით ახალგაზრდა კაცი მიუჯდა, რომელიც თვალმოუშორებლად უყურებდა, როგორ გამოართვა დეიზიმ ჭიქა ბარმენს და ერთბაშად გადაკრა.
_თითო ტეკილა კიდევ მოგვიტანე მე და ამ ლამაზმანს.–უთხრა ბიჭმა ბარმენს. დეიზიმ გვერდით მჯდომი შეათვალიერა– მხარბეჭიანი, ძლიერი, ჯანსაღი ჩანდა. გამოდგებოდა.
_რა გქვია?
_ჯოში, შენ?
_ჯოშ, გადავკრათ და წავიდეთ.
_რა?–ბიჭი დაიბნა.
_აიღე ჭიქა.–ბარმენმა უკვე დაუდო წინ გამჭვირვალე სითხით სავსე მომცრო ჭიქები მათ.–და გადაკარი.–უთხრა დეიზიმ და თავად უჩვენა მაგალითი.
_წავიდეთ?–სერიოზული სახით ჰკითხა კაცს და ასადგომად მოემზადა.
_ხუმრობ?–ყურებს არ უჯერებდა კაცი.
_შენ როგორ გგონია?
_კარგი, წავიდეთ. აქვე ერთი ოტელი ვიცი...
_წავედით.–წყვილი ბარიდან გამოვიდა.
_აქ დამელოდე, ნომრის გასაღებს მოვიტან.–დეიზი კიბესთან დარჩა დერეფანში, კაცი ოთახის სიღრმეში დახლთან მჯდომ დაფხავებულ ბებრუხანას მიუახლოვდა, ხმადაბლა უთხრა რამდენიმე სიტყვა, პასუხად ქალმა გასაღები გაუწოდა, დეიზის ახლადშეძენილმა ნაცნობმა კი– ფული. კაცი დაბრუნდა, კიბეზე აუძღვა, ნომერი შეაღო და დეიზი შეიპატიჟა. კარის მიიხურა, დეიზიმ ოთახში მიმოიხედა. ჩვეულებრივი იაფფასიანი ნომერი იყო– მრავალჯერგამოყენებული, ახალგარეცხილი ზეწრები, ძველი, გაცრეცილი ტუმბო, გასული საუკუნისდროინდელი გახუნებული შპალერი კედლებზე და სააბაზანოსკენ გამავალი ძველი ხის კარი.
_შენი სახელი არ გითქვამს.–თქვა ბიჭმა და ქურთუკი გაიხადა.
_აქ სალაპარაკოდ ხომ არ მოვსულვართ?–დეიზიმაც გაიხადა პალტო, რომელიც იატაკზე დაეცა, ბიჭს მიუახლოვდა, ხელები მოხვია და აკოცა. როგორც ეტყობოდა ჯოშისთვის მოულოდნელი იყო ასეთი იოლი ნადავლი, მაგრამ ამჯერად აღარ დაბნეულა– მაისური გაიხადა და "ნადავლსაც" დაუწყო გახდა, რომელიც უკვე საწოლისკენ ექაჩებოდა...
მომდევნო დილას მისია სახელწოდებით "ქამელეონი საქათმეში" აიღებდა სტარტს.



M_E_G_Iთარიღი: სამშაბათი, 2012-11-13, 11:30 AM | შეტყობინება # 12

9
0  +
2  ±
   ±
Offline
ni[n]in,
Quote (ni|n|in)
shegidzliat '"romanis satauri amixsnat ?

რომანის სათაურის ახსნა: მთავარი პერსონაჟის სახელი დეიზი (Daisy) ქართულად გვირილას ნიშნავს. თოფი და მისი ლულა რა კავშირშია, ამას ან შენით მიხვდი, ან დაელოდე მოვლენების განვითარებას.
Quote (ni|n|in)
aseti patara tavebi mxolod zgaprebshia isee rom gaganatlot : )

მადლობა, რომ გამანათლეთ, მაგრამ ავტორის გადასაწყვეტია რამხელა თავებს დაწერს.

Quote (☆AnasteishA☆)
საინტერესო ჩანს... მაგრამ მეტისმეტად წვრილმანებში წერ მგონი... აჯობებს აღწერებზე მეტი მოქმედება შეიტანო... სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავს... იმედია მალე დადებ, მარა ისე აშკარად იშვიათად შემოდიხარ.

როგორც ვხედავ მოვლენებს ისე აღვწერ. თანდათან დაემატება მეტი და მეტი მოქმედება. მარტო პირველი თავით ნუ იმსჯელებ. იშვიათად შემოვდივარ კი იმიტომ, რომ სამწუხაროდ სახლში კომპიუტერი არ მაქვს. ვეცდები უფრო ხშირად დავდო ხოლმე თუ დაგაინტერესებთ ჩემი რომანი.

Quote (♡COLD♡)
საინტერესოა... ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე...

როგორც სიტუაცია მოითხოვს იმის მიხედვით ვსაზღვრავ თავების ზომას.
ვეცდები ყველას შენიშვნა გავითვალისწინო. გამიხარდა, რომ დაინტერესდით ჩემი რომანით. მადლობა kiss



ni[n]inთარიღი: სამშაბათი, 2012-11-13, 12:42 PM | შეტყობინება # 13

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
wknarad megi o_O es ra tavdasxmaa , unda gangemarta deizi ras nishnavs tore am sataurs ekliani vardi ufro uxdeba :P etyoba ori tavi sheaerte amxela rom gamogivida biggrin vnaxot shemdegshi

ni[n]inთარიღი: სამშაბათი, 2012-11-13, 12:43 PM | შეტყობინება # 14

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
biggrin

შეტყობინება შეასწორა ni[n]in - სამშაბათი, 2012-11-13, 12:44 PM

♡COLD♡თარიღი: ხუთშაბათი, 2012-11-15, 6:54 PM | შეტყობინება # 15

26
3  +
0  ±
   ±
Offline
ოჰო საინტერესოა... მაგრამ მისი ბოლო საქციელი არ მომეწონა... მალე დადე შემდეგი cupid

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: