ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
❦გვირილა თოფის ლულაში❦

Crazyთარიღი: კვირა, 2012-11-18, 1:27 PM | შეტყობინება # 16

202
11  +
6  ±
   ±
Offline
dzalian sainteresoa :)) velodebi shemdegs male dade ogont smile


------თარიღი: კვირა, 2012-11-18, 2:31 PM | შეტყობინება # 17
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
kargad wer... gavagrdzeleb kitxvas happy

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-11-19, 8:23 PM | შეტყობინება # 18

397
10  +
12  ±
   ±
Offline
Quote (Exceptionally_Ordinary)
kargad wer... gavagrdzeleb kitxvas

+1 smile smile smile smile smile smile



T-MOMSENთარიღი: ოთხშაბათი, 2012-11-21, 7:57 PM | შეტყობინება # 19

266
15  +
30  ±
   ±
Offline
მომწოოონს )) ახალ თავს ველოდები happy


♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-11-26, 9:40 PM | შეტყობინება # 20

225
6  +
16  ±
   ±
Offline
shemdegs velodebi:)
saintereso scenaria:)



M_E_G_Iთარიღი: პარასკევი, 2012-12-07, 12:32 PM | შეტყობინება # 21

9
0  +
2  ±
   ±
Offline

3. შეხვედრა ჰეიფვილთან
დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა კენედის სახელობის აეროპორტიდან ჯექსონ–ჰარსფილდის საერთაშორისო აეროპორტამდე მგზავრობას. დეიზის ეცვა, როგორც თინეიჯერს შეეფერებოდა, ყურებში ყურსასმენები გაერჭო, როგორც თინეიჯერს შეეფერებოდა და უყურადღებო ჩანდა, როგორც თინეიჯერს შეეფერებოდა. აეროპორტის შენობიდან ურიკა გამოაგორა, რომელზეც ჩემოდნები დაეხვავებინა და ტაქსისთან მივიდა. მძღოლს მისამართი უთხრა, რომელიც მის ახალ საბუთებთან ერთად იდო კონვერტში და უკანა სავარძელზე მოკალათდა. მძღოლმა ჩემოდნები ჩაალაგა და დაიძრნენ. დეიზის პოზა უყურადღებობის მაჩვენებელი იყო, მაგრამ სინამდვილეში, დეიზი სათვალის მუქი მინებიდან ინტერესით სწავლობდა გარემოს. ინფორმაციის ფლობა ნახევრად გაკეთებულ საქმეს ნიშნავდა. 10 წუთსაც არ გაევლო, რომ ტაქსი მითითებულ მისამართზე, პატარა ორსართულიანი სახლის წინ იყო. დეიზიმ უკმაყოფილო სახით გაუწოდა მძღოლს მოთხოვნილი თანხა და ხურდას დაელოდა. მძღოლს უფრო უკმაყოფილო სახე ჰქონდა ხურდის დაბრუნებისას და კიდევ უფრო უკმაყოფილო, როცა დეიზიმ აიძულა მძიმე ჩემოდნები სახლში შეეტანა. მანამდე თვითონ აირბინა რამდენიმე საფეხური და ზარი დარეკა. კარი საშუალო ხნისა და სიმაღლის, საშუალოზე მეტად ჩასუქებულმა მომღიმარმა ქალმა გაუღო, დეიზი მიპატიჟების გარეშე შეიჭრა სახლში. მას მიჰყვა ჩემოდნებით დატვირთული მძღოლიც.
_კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა, მის ევანს. მომყევით, სახლს დაგათვალიერებინებთ.

_კარგი, მაგრამ ცოტა დაუჩქარეთ, ძალიან დავიღალე და მოსვენება მჭირდება.–აგდებული ტონით უპასუხა დეიზიმ. ქალს ღიმილი სახეზე შეახმა. მაგრამ მაინც ხალისით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას.
_თქვენ ყველა შემოიტანეთ?–წარბები აუწკიპა ჩემოდნების თრევისგან გაოფლილ ტაქსისტს.
_ჰო, 6–ვე აქაა.–ჩაიბურდღუნა კაცმა უკმაყოფილოდ.
_მაშინ თავისუფალი ხართ.–კაცმა ბუზღუნ–ბუზღუნით გაიჯახუნა კარი. ბროკერმა კი დაიწყო:
_როგორც ხედავთ, სამზარეულოსა და მისაღებში ავეჯი არის, თქვენ არაფრის შეძენა არ დაგჭირდებათ. წინა მდგმურები საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდნენ და სახლსაც კარგად უვლიდნენ. საუკეთესო მდგომარეობაში ჩაგვაბარეს. ახლა ზემოთ ავიდეთ. როგორც ხედავთ, კიბეც კარგ მდგომარეობაშია. აქ ორი საძინებელი და სააბაზანოა. რომელს ამოირჩევთ თქვენი ნებაა, მაგრამ მე მაინც აღმოსავლეთით მდებარეს გირჩევთ– მზე ძირითადად მაგ ოთახს ანათებს, თანაც უფრო მყუდრო და მოხერხებულია, სააბაზანოც ამ ოთახის ჯობია, თანაც ამ კარს მიღმა პატარა ოთახისხელა სათავსოა, სადაც შეგიძლიათ თქვენი ტანსაცმელი მოათავსოთ.
_როგორმე თავად გადავწყვეტ სად დავიძინო.–მკვახედ მიუგო დეიზიმ.–სულ ესაა?
_არა, კიდევ სათავსო კიბის ქვეშ– დასასუფთავებელი აღჭურვილობისთვის, საკუჭნაო სამზარეულოს გვერდით, მტვრიანი სხვენი და უარესი სარდაფი.–გაწიწმატდა ქალიც. დეიზის გამანადგურებელი მზერა შეავლო და კიბეები ცუხცუხით ჩაირბინა. სანამ კარს გაიჯახუნებდა, სახლის გასაღების სამზარეულოს მაგიდაზე მიგდებისას დეიზიმ ჩასძახა:
_დიდი მადლობა! კარგად ბრძანდებოდეთ!
მარტო დარჩენილმა დეიზიმ კიბეზე ჩამოირბინა და პირველ რიგში, კარი ჩაკეტა. შემდეგ გადაწყვიტა საფუძვლიანად დაეთვალიერებინა სახლი და ყველაფერი მოსახერხებლად მოეწყო. რამდენიმე საათში შეუმჩნეველი სათვალთვალო კამერები ყველა ოთახში დაყენებული იყო, ისევე როგორც სიგნალიზაცია მთელ სახლზე. კამერები სხვენში მოწყობილ “შტაბში” მოთავსებულ კომპიუტერში აჩვენებდა კადრებს. დეიზიმ, პირველ რიგში, საწოლის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც მის ახალ სახლში არ იყო– სახლის წინა მფლობელებს თან წაეღოთ. მასთან ერთად უნდა ეყიდა სხვა თინეიჯერული სისულელეები, რომლითაც ოთახს მორთავდა, რათა მომავალი კლასელები მიეყვანა და აღფრთოვანებული დაეტოვებინა.
შოპინგმა საკმაო დრო წაიღო, მითუმეტეს, რომ ჰეიფვილში არცერთი წესიერი ავეჯის მაღაზია არ მოიპოვებოდა და დეიზის ატლანტაში მოუწია წასვლა. უკან რამდენიმე საათში სატვირთოთი დაბრუნდა, რომელიც საძინებლის აქსესუარებით იყო დატვირთული. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ თანამედროვე თინეიჯერული საძინებელი ფუმფულა საწოლით, მოლისფერი რბილი ხალიჩით, კედლებზე შეყვარებულების სურათებით, გრძელი სარკითა და პატარა მაგიდაზე დასკუპული ვარდისფერი ლეპტოპით მზად იყო. გვიან ღამით დეიზიმ ვარდისფერი, კურდღლებიანი პიჟამო ჩაიცვა, ძველებური წკრიალა მაღვიძარა დააყენა და რბილ თეთრეულში ჩაეფლო.
დილით ერთი საათით ადრე გაიღვიძა, თავი მოიწესრიგა, ჯინსებში, კედებსა და მაისურში გამოეწყო და ვარდისფერ ლეპტოპს მიუჯდა. ქალაქის რუკა მოძებნა და ასე თუ ისე შეისწავლა. შემდეგ მსუბუქად ისაუზმა და უახლოესი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. თან სათვალის შავი მინის მიღმა ისევ შეუმჩნევლად ათვალიერებდა გარესამყაროს. მაინცდამაინც არ მოსწონდა ეს უკაცრიელი, თითქოს სისხლისგან დაცლილი ქალაქი, რომელსაც სანუგეშოდ მხოლოდ ჰენრი ფორდის ძველი ქარხანა დარჩენოდა.

ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ბავშვი დახვდა. ძირითადად დაბალკლასელები იქნებოდნენ, უზარმაზარი ზურგჩანთებით. ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. უფროსკლასელიც იყო რამდენიმე გოგო, პრანჭია ლაწირაკები, რომლებმაც ქედმაღლურად აათვალიერეს ახალმოსული, მაგრამ მალევე ზურგი აქციეს. ერთი ბიჭი ბოძს მიყრდნობოდა, რომელზეც ავტობუსის გაჩერების ნიშანი იყო დამაგრებული. თავზე ყურსაცვამი ჩამოეცვა და იმხელა ხმაზე უსმენდა მუსიკას, დეიზისაც კი ესმოდა მელოდია. თავი ჩაექინდრა და სამყაროს არ იმჩნევდა. ასევე იქცეოდა დეიზიც ავტობუსის მოლოდინში, რომელიც რამდენიმე წუთში მოვიდა.
კი, დეიზის ვალი იყო კავშირები დაემყარებინა იქაურებთან, მაგრამ ავტობუსში ასვლისას ცარიელი სკამისკენ გაემართა. უნდა მომზადებულიყო... კარგად უნდა მომზადებულიყო სკოლასთან, თინეიჯერებთან შესახვედრად...
სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, აღმოაჩინა, რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა დეიზი, შემდეგ კი ნელა მიატრიალა მისკენ თავი და აღმოაჩინა, რომ გვერდით ის ყურსაცვამებიანი ბიჭი ეჯდა და თვალებში უყურებდა. მზერას არ აშორებდა. დეიზიმ ფართო ღიმილით დააჯილდოვა, ორივე ხელის ცერი უჩვენა და უთხრა:
_მაგარი მუსიკაა!-ბიჭმა ალბათ ტუჩების მოძრაობით გაიგო ნათქვამი, რადგან ისევ თვითმფრინავის აფრენის სიხშირეს უდრიდა მისი მუსიკის ხმის სიმაღლე. გაგებით კი ნამდვილად გაიგო, რადგან თავი ოდნავ დაუქნია სერიოზული გამომეტყველებით წამიერად თვალდახუჭულმა, ხოლო როცა გაახილა უკვე სხვა მხარეს იხედებოდა.
რამდენიმე წუთში უკვე სკოლაში იყვნენ. დეიზი იხტიბარს არ იტეხდა ავტობუსიდან ჩამოსვლისას- უბრალოდ უჟმური ბიჭი შეხვდა. დიდი ამბავი!
სკოლა. ძალიან ცდილობდა აქეთ-იქით არ ეხედა მაძებარივით და თავი ბუნებრივად დაეჭირა. მაგრამ ალბათ მისი ცნობისმოყვარეობა ბუნებრივი იქნებოდა, ის ხომ ახალ სკოლაში გადმოვიდა სასწავლებლად? დირექციის ოფისში საბუთები წარადგინა, საპასუხოდ კი გაკვეთილების ცხრილი გადასცეს და მისი კლასის კართან მიაცილეს.
_წარმატებებს გისურვებთ, მის ევანს. თუ რაიმე დაგჭირდებათ, ან რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომმართოთ.-გაუღიმა ფერადკანიანმა ქალმა.
_გადლობთ, მისის თიკნეს.-ღიმილითვე უპასუხა დეიზიმ და გულში გაიფიქრა „ეს ერთი“.
დეიზიმ კლასში დაგვიანებით შესვლის გამო ბოდიში მოუხადა ისტორიის მასწავლებელს და რადგან თავისუფალი მერხი არ იყო, დაელოდა ვის გვერდით მიუჩენდნენ ადგილს.
_მის ევანს, შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენი ადგილი...-დაფაზე თარიღების წერაში გართული კაცი შეწუხდა, როცა მოტრიალდა და დაინახა, რომ გოგონა ისევ კართან იდგა.
_დიდი სიამოვნებით, მაგრამ მეც ეგ მაინტერესებს, რომელია ჩემი ადგილი.
_მის ტორესის გვერდით დაჯექით.-ფანჯრისკენ მეორე მერხზე მიუთითა მასწავლებელმა, სადაც შავგვრემანი გოგო იჯდა.
_ამმ, მისტერ სმიტ, სემი უნდა მოვიდეს და...
_კარგი, მაშინ ქეითის გვერდით...-დაფის წინ მწკრივში ბოლო მერხზე მიუთითა მისტერ სმიტმა დეიზის.
_მაგრამ...
_არავითარი მაგრამ, ქეით! მის ევანს, დაიკავეთ თქვენი ადგილი... ხოლო რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტს...-გაკვეთილის თემას პაუზის გარეშე მიუბრუნდა მასწავლებელი, ისევე როგორც დაფას. დეიზი კი მითითებული ადგილისკენ და ამავდროულად ქერა, მოდის კვირეულისთვის გამოწყობილ ბარბისკენ გაემართა. ალბათ გაკვეთილების შემდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან რაიმე ამდაგვარი ჰქონდა.
_მერხის ჩემ ნახევარს ნუ გადმოლახავ. ჩემი ნაწილი ანტიბაქტერიული ლოსიონით გავასუფთავე, მადლობელი დაგრჩები თუ არ შეეხები. და კიდევ, სათვალეები არ მოიხსნა თუ ჩაწითლებული ან გასიებული გაქვს თვალები... თუ ელამი ხარ მითუმეტეს! ნამდვილად არ მინდა დილა ცუდი განწყობით დავიწყო.-მისი სახესავით გაპრანჭული ხმით აჩურჩულდა ქერა, როცა დეიზი გვერდით მიუჯდა.
_სათვალის მოხსნას არც ვაპირებ.
_შენ რა, მართლა ელამი ხარ?
_არა. უბრალოდ სათვალეებში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
_მოგიწევს მოხსნა. შემდეგი გაკვეთილი მათემატიკაში გვაქვს. მისის კრუელა დევილს აქ დესპოტიზმი აქვს დამყარებული.
_ვის?
_კრუელა დევილს... მოკლედ, შენ თვითონ ნახავ... ფუ, შენ რა სიგარეტს ეწევი?
_არა, საიდან მოიტანე?
_პერანგზე დაიხედე. ფუ...-თავისი სკამი დეიზისგან მოშორებით გააჩოჩა ბარბიმ, დეიზიმ კი თავის პერანგზე იარაღის გასაწმენდი საცხის ლაქა შეამჩნია, ზუსტად ფერფლისფერი იყო. როგორც ჩანს, სამრეცხაოში წესიერად არ გაეწმინდათ.
მომდევნო გაკვეთილზე მართლაც მოუწია სათვალის მოხსნა, რადგან კრუელა დევილი კიარა, ვარდისფერ კაბასა და ბლუზში გამოწყობილმა დოლორეს ამბრიჯმა კლასში შემოსვლისთანავე გასცა ბრძანებები:
_მისტერ მარტინო, ქუდი! სანდერს, ყურსაცვამები!-მათთვის, ვინც ამ გვარებს ატარებდა, არც შეუხედავს, გულგრილი გამომეტყველებით წარმოთქვა და თავის მაგიდას მიუახლოვდა უზარმაზარი, შეუხედავი ჩანთის ზედ დასადებად. სამაგიეროდ, ამ შენიშვნების ადრესატები მის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილნენ- პირველ მერხთან მჯდომმა შავთმიანმა ბიჭმა მუქი ფერის ბერეტისმაგვარი ქუდი ჩამოიძრო თავიდან და ჩანთაში ჩაიჩურთა, ხოლო ფანჯარასთან ბოლოს წინა მერხზე მჯდომმა ბიჭმა დიდი ყურსაცვამები ყურებიდან მოიხსნა და კეფაზე ჩამოიკიდა. დეიზის ავტობუსის თანამგზავრი ეცნო... „სანდერსი“ რქმევია.
_თქვენი სახელი?-მოესმა დეიზის კითხვა და მასწავლებელს გახედა.
_დეიზი ევანსი.
_მის ევანს, სათვალე, თუ შეიძლება.
_ვამჯობინებ...
_მე კი ვამჯობინებ, კლასი დატოვოთ!-თვალი თვალში გაუყარა ქალმა.
_კი, მაგრამ რატომ?-უსამართლობისგან აღშფოთებული თინეიჯერი გოგონას ხმა ჰქონდა დეიზის და ამას თვითონაც ხვდებოდა, თუმცა ეს უნებლიედ გამოუვიდა.
_იმიტომ, რომ ჩემთან შეკამათება მეორედ აღარ გაბედოთ, მის ევანს. ახლა კი კლასი დატოვეთ.
_ჰმ...-დეიზიმ წარბები შეიჭმუხნა, ქალს ერთი შეუბღვირა, ადგა, კლასიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა. გაკვეთილის ბოლომდე დერეფანში იცდიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ამბრიჯმა“ კლასი დატოვა, შიგნით შევიდა და მორიგი გაკვეთილის დაწყებას დაელოდა. საქმე კარგად ვერ მიდიოდა. რაიმე უნდა ეღონა.
_ნუ გაბრაზდები, ის უბრალოდ ასეთია. უყვარს წესრიგი... დისციპლინა... სიმკაცრე...-მიუახლოვდა გოგონა, რომელიც ერთდროულად გოთსაც გავდა და ფიფქიასაც. სახეზე თანაგრძნობა ეწერა დიდი ასოებით.
_რაც მე არ მიყვარს... ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა მე არ ვიყენებ მათ...-გაუღიმა დეიზიმ.
_მოგიწევს შეჩვევა, მას ახლა ვეღარაფერი შეცვლის.
_მაგასაც ვნახავთ...-ჩაიბურტყუნა დეიზიმ, მაგრამ მისი ხმა გოგონას სიტყვებმა გადაფარა:
_მე სემ ვილსონი მქვია.-სიტყვებს გამოწვდილი ხელი მოჰყვა.
_დეიზი ევანსი.-მარჯვენა შეაგება დიმ, თან გაიფიქრა „ეს ორი“.
_ისე, აჯობებს მართლა მოიხსნა სათვალე... სკოლაში სათვალით სიარული არ ღირს.
_კარგი...-დეიზიმ სათვალე მოიხსნა და ჯინსის ჯიბეზე დაიმაგრა.
_ასე ჯობია... ძალიან ლამაზი ხარ...-გაუღიმა სემმა, მაგრამ სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა, მოესმა:
_ეი, შენ...-მათ დილანდელი ბარბი მიუახლოვდათ.
_რაო, რა მქვიაო? ლინდსი?
_დეიზი.
_მოკლედ, რაც გქვია, ახლავე საპირფარეშოში გამომყევი.
_უკაცრავად?
_სხარტად, სხარტად, ამდენ ხანს არ მცალია!-ქერამ ხელი დაავლო დეიზის და კლასიდან გაათრია. მანამდე დეიზიმ მზერით მოუბოდიშა სემს.
_რა ხდება? გადაირიე?-თავი დაიხსნა დეიზიმ, როცა გოგოების ტუალეტში შევიდნენ.
_მისმინე, მე ემბერ დეივისი ვარ, გოგო, რომლის გვერდითაც მთელი გაკვეთილი იჯექი. შენ ჩემთან უნდა იმეგობრო, გასაგებია?
_რაა?-სიცილი აუტყდა დეიზის.
_რა გაცინებს? ჯერ ერთი, მე სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგო ვარ, ყვე-ლაზ-ე, გასაგებია?
_ეგ სიტყვა ცოტა სხვანაირად იმარცვლება, მაგრამ ისე კი, გასაგებია...-ჩააკვეხა დეიზიმ, მაგრამ ბარბი თავისას აგრძელებდა:
_... და მეორეც, მე ბრუკ დეივისის მოგვარე ვარ. შენ ხომ იცი ვინ არის ბრუკ დეივისი?-ბარბის მზერაში იმხელა მუქარა ჩანდა, რომ უარის თქმა ნამდვილად არ ღირდა, თუ მისი გადამტერება არ სურდა... ჰო, მისი გადამტერება კი ნამდვილად არ სურდა, რადგან თუ პოპულარული იყო სწორედაც, რომ აწყობდა მასთან მეგობრობა, ჭორებზე, ბიჭებზე და სხვა სისულელეებზე ლაპარაკი, გასართობ ადგილებში სიარული... ამით „მათ“ ყურადღებას მოადუნებდა.
_რა თქმა უნდა, ვიცი.
_მადლობა ღმერთს!-გულზე მოეშვა ბარბის.-ესეიგი, მე და შენ სმ სამუდამოდ?
_ვერ გავიგე?
_ო, ღმერთო... შენი გაწვრთნა მომიწევს... იუპიტერიდან ჩამოვარდი? საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ!
_ა, ჰო... რა თქმა უნდა... სამუდამოდ... ძაან მაგარია!
_რადგან ასეა, წესი ნომერი პირველი: არ დაელაპარაკო სამანტას!
_ვის?
_იმ ჭუჭყიან ჯუჯას წეღან რომ ელაპარაკებოდი.
_აა, სემს?
_წესი ნომერი 2, არასდროს მოიხსენიო ის ასე.
_შენ რა ყველა წესი სემზე გაქვს?
_დეიზი!
_კარგი, სამანტაზე!
_არა, ცოტა სხვებზეც მაქვს.
_მმ... კარგი...
_ახლა ჩემნაირად გაიღიმე და წავედით...-საპირფარეშოს კარს ხელი კრა ბარბიმ და დერეფანში გაპაკუნდა.-წესი ნომერი პირველი არ დაგავიწყდეს, არავითარი სამანტა!
_ემბერ!-დატუქსვის კილოთი უთხრა დეიზიმ, ბარბი მობრუნდა, თვალები აატრიალა და დანებების კილოთი უთხრა:
_კარგი, ხანდახან მიესალმე ხოლმე... ხანდახან! ისიც ჩვენი მეგობრობის ხათრით!




შეტყობინება შეასწორა M_E_G_I - პარასკევი, 2012-12-07, 12:33 PM

♡COLD♡თარიღი: პარასკევი, 2012-12-07, 1:54 PM | შეტყობინება # 22

26
3  +
0  ±
   ±
Offline
ოჰო... საინტერესო იყო, მაინტერესებს შემდეგი თავი... იმედია მალე დადებ.......



შეტყობინება შეასწორა ♡COLD♡ - პარასკევი, 2012-12-07, 1:55 PM

♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-12-07, 4:31 PM | შეტყობინება # 23

225
6  +
16  ±
   ±
Offline
shedmegs velodebi smile


makieთარიღი: შაბათი, 2012-12-08, 10:40 PM | შეტყობინება # 24

144
4  +
28  ±
   ±
Offline
imedia shemdegi tavi male iqnebaaaa : )))


viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-12-13, 1:28 PM | შეტყობინება # 25

397
10  +
12  ±
   ±
Offline
saintereso chans dzaan gtov malmale dade olme ukve didi ania gelodebi magram unda itqvas es amad girda warmatebebi smile smile smile smile


M_E_G_Iთარიღი: პარასკევი, 2012-12-21, 12:16 PM | შეტყობინება # 26

9
0  +
2  ±
   ±
Offline

4. პირველი სირთულეები

_ჩვენი პირველადი მიზანია, ვიყოთ ლამაზები, სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს,–უცებ ბარბიმ ხელი აიქნია და თვალები აატრიალა.–კრის, შენი თავი არ მაქვს, მოშორდი აქედან!–საწყალი ბიჭი, რომელიც ის–ის იყო მიუახლოვდა მათ, მოწყენილი სახით გატრიალდა. დეიზი და “ბარბი” ემბრი სკოლის წინ ისხდნენ და დანარჩენ მოსწავლეებს ათვალიერებდნენ. უფრო სწორად, დეიზი ათვალიერებდა, ემბრი ლაპარაკით იყო გართული.–ამიტომ…–აგრძელებდა ის.–2 საათში შენს სახლთან დამხვდი საკრედიტო ბარათით ხელში და ილოცე, რომ იმ ბარათზე მსხვილი თანხა იყოს!
_ემბერ, უნდა გაცნობო, რომ მეც მაქვს ჩემი წესები. წესი ნომერი პირველი: არ ვეხებით ჩემ სტილს, გასაგებია?–ემბრი სასიამოვნოდ განცვიფრდა.
_ყოჩაღ! ვამაყობ შენით. ასე ჯერ არავინ შემწინააღმდეგებია. 1:0 შენს სასარგებლოდ…
_კარგი, მაშინ ხვალამდე. ავტობუსი მოვიდა!
_ნახვამდის!–მიაძახა მიმავალს ემბრიმ და ღიმილით ჩაილაპარაკა.–შენს სტილს რაც შეეხება, მაგასაც ვნახავთ…
_ჰეი, სანდერს!–ავტობუსის კართან რიგში მდგომ ბიჭს ამოუდგა გვერდში დეიზი და ღიმილით მიესალმა. ბიჭი, რომელსაც ყურსაცვამები კისერზე ჩაეწია, გაკვირვებული შეტრიალდა.
_შენი კლასელი ვარ. დეიზი. შენ რა გქვია?

_ადამი.
_სასიამოვნოა, ადამ.–ხელი გაუწოდა დეიზიმ, მაგრამ ბიჭმა არ შეიმჩნია, ყურსაცვამები გაიკეთა, მუსიკა ხმამაღლა ააღრიალა და ავტობუსში ავიდა. ნირწამხდარი დეიზიც მის კვალს მიჰყვა. ასეთი რა თქვა?!

დეიზიმ გზად სუპერმარკეტში გაიარა პროდუქტების საყიდლად, სახლში მისულმა მსუბუქად ისადილა და რადგან საქმეზე იყო ჩასული და არა კურორტზე დასასვენებლად, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაეზვერა ქალაქი. ფარეხიდან ველოსიპედი გამოიყვანა და წყნარ ქუჩას დაუყვა. გზის ორივე მხარეს პატარ–პატარა სახლები ჩამწკრივებულიყო, რომელთაც დაბალი ეზო შემოვლებოდათ გარშემო. მზიანი ამინდი იყო და ხალხი გარეთ იყო გამოფენილი, ზოგი პატარა ბავშვებს ასეირნებდა, ზოგი თავად სეირნობდა კომპანიონთან ერთად, ზოგს კი ბარბიქიუ ჰქონდა გამართული. დეიზიმ ქუჩის ბოლოს შუხვია და მოულოდნელ დაღმართზე სწრაფად იწყო დაშვება. ქვემოთ რამდენიმე ბიჭი ქუჩაში ფეხბურთს (სოკერს) თამაშობდა და ველოსიპედზე ამხედრებული დეიზი სწორედ მათკენ მიფრინავდა. ბოლო მომენტში, როცა ერთ–ერთი მოთამაშე კინაღამ გადათელა, ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, მაგრამ ოდნავ მაინც დაეჯახა სპორტული აღნაგობის ბიჭს. მეგობრების ძახილზე ბიჭი მოტრიალდა და თვითონაც შეაშველა ხელი დაღმართიდან დაქანებულ უცნობ ლამაზმანს.
_მაპატიეთ, ვერაფრით გავაჩერე… ეს აღმართიც ისე უცებ დაიწყო…ხომ არაფერი დაგიშავდათ?–ველოსიპედიდან გადმოხტა და მობოდიშება დაიწყო დეიზიმ.
_არა, არა, ყველაფერი რიგზეა. შენ ხომ არაფერი დაგიშავდა?–მომხიბვლელად უყურებდა ქერა სიმპათიური ბიჭი.
_არა, მეც კარგად ვარ.-გაუღიმა დეიზიმ და ორივენი გაჩუმდნენ.
_მე რიკი ვარ.–ღიმილით გაუწოდა ხელი ბიჭმა.

_დეიზი.–მომხიბვლელი ღიმილით უპასუხა გოგონამაც და მის მარჯვენას ხელი შეაგება.
_ეს შენ ხარ ახალი მოსწავლე დეიზი ევანსი? მთელი ქალაქი შენზე ლაპარაკობს.
_ამმ… მართლა? და მაინც რას?
_ჰმმ… შენს შეფასებაში ნამდვილად არ გადაუჭარბებიათ… მისმინე, მე შენი კლასელი ვარ, მაგრამ დასჯილი ვიყავი და დღეს მოსვლის უფლება არ მქონდა. ხვალ აუცილებლად მოვალ, მერხზე შენს გვერდით ადგილი შემინახე, კარგი?
_კარგი.–გაუღიმა დეიზიმ.–თუ ემბერი წინააღმდეგი არ იქნება…
_ემბერი? ჯანდაბა! უკვე დაიწყო შენი თავის ჭკუაზე ტარება?
_ჩემი მეგობარია… როგორც ჩანს.–გაეცინა დეიზის.
_სიმართლე გითხრა, ჩემი ყოფილია, ასე რომ დიდი შანსია თვალები ამოგჩიჩქნოს ჩემთან ერთად თუ დაგინახა…
_მისი პრობლემაა…–ველოსიპედზე ამხედრდა დეიზი.
_ოჰოო, ეს უკვე მომწონს… რა თავდაჯერებული ხარ, პატარავ!–შემფასებლური მზერა გააყოლა მიმავალ დეიზის ბიჭმა.
_კარგად!–უკანმოუხედავად დაუძახა დეიზიმ, სანამ თვალს მიეფარებოდა და თან გაიფიქრა “ესეც სამი, როგორც იქნა, გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ჩემს დანახვაზე ნორმალურად რეაგირებს”.
რომ მოსაღამოვდა და ცა ვარსკვლავებით მოიჭედა, უკან დაბრუნებისას, როცა უკვე ასიოდე მეტრიღა აშორებდა თავის სახლს, დეიზიმ ერთ–ერთ ეზოში ის ყურსაცვამებიანი ბიჭი შენიშნა, ოღონდ ყურსაცვამების გარეშე. ვერანდაზე საქანელა სავარძელში იჯდა და გიტარაზე რაღაც მინორულ მელოდიას უკრავდა. სიმპათიური, მაგრამ ძალიან პირქუში ტიპი ჩანდა, არადა მისი მომნუსხველი თვალებისა და სპორტული აღნაგობის პატრონი საკმაოდ თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო გოგონებთან ურთიერთობაში. ამოხსნიდა მის საიდუმლოსაც, სად გაექცეოდა? წინ უამრავი დრო ჰქონდა… დეიზიმ წინასწარი ანგარიში შეადგინა, რომელიც მიმოხილვითი ხასიათის იყო და არავითარ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავდა, რაც საქმეს შეეხებოდა, მაგრამ პირველი დღის ანგარიში მაინც გადააგზავნა შტაბში და მშვიდად დაიძინა.

დილით დეიზი ავტობუსის გაჩერებაზე ზუსტად მივიდა და მის უცნაურ თანამგზავრს დაუწყო თვალიერება. ამჯერად ყურსაცვამების გარეშე იყო, სამაგიეროდ ზურგჩანთის ნაცვლად, ხელში ეკავა თავისი რვეულები. დეიზიმ დროებით დაივიწყა ის და მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანა. ჯერ ადრე იყო ყველაფრის გარკვევაზე ფიქრი, მაგრამ დრო იყო დაესახა გეგმა, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიიყვანდა. სკოლის წინ პირდაპირ ავტობუსის გაჩერებაზე ვარდისფერი კაბრიოლეტი ეყენა, რომელსაც კარგა ხანს უსიგნალა ავტობუსის მძღოლმა, რომ ადგილი გაენთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ამიტომ მის უკან მოუწია გაჩერება და ბავშვებს კანალიზაციის გახეთქილი ჭისგან დაყენებული გუბურის თავზე მოუწიათ ხტუნაობა, რათა მშრალები შესულიყვნენ სკოლაში.
_ჰეი, ლინდზ!–მოესმა დეიზის და რადგან ხმა ეცნო მიბრუნდა. დიიახ, ვარდისფერი კაბრიოლეტი ემბერს ეკუთვნოდა.

_დეიზი!–შეუსწორა და მისკენ გაემართა.–სად გაგიჩერებია მანქანა? ეს ხომ ავტობუსის გაჩერებაა?
_ავტობუსის იქაც კარგადაა გაჩერებული, სადაც დგას. ჩემი ადგილი წყალმა დატბორა, იმ საზიზღრობაში ხომ არ გავაჩერებდი მანქანას?!–დეიზიმ თვალები აატრიალა, მაგრამ მხოლოდ ესღა უთხრა:
_წამოდი, გაკვეთილებზე დაგვაგვიანდება.–ემბერი გვერდში ამოუდგა მას, თან ლაქლაქს არ წყვეტდა:
_მისმინე, ამდენი ნერვები მე არ მაქვს, სასწრაფოდ მანქანა უნდა იყიდო, ყოველ დილას ხომ ვერ დაგელოდები იმ ჯაბახანათი როდის მოჩაქჩაქდები?
_რატომ უნდა დამელოდო?
_ლინდზ, წესი ნომერი 3: მეგობრები სკოლაში ერთად შედიან!
_დე–ი–ზი!
_ჰო, მართლა, ლინდზ, არ გინდა თმა გაიშალო? დარწმუნებული ვარ, გაშლილი უფრო გიხდება.
_ემბერ, დაიმახსოვრე, დე–ი–ზი, დეიზი და არა ლინდსი!
_რა მნიშვნელობა აქვს?!
კლასში შესულებს გაკვეთილი უკვე დაწყებული დახვდათ, მათი ადგილები კი– დაკავებული, უფრო სწორად დეიზის ადგილას დამჯდარიყო ვიღაც, ვისკენაც ემბერი გახარებული გაქანდა ისე, რომ დეიზი არც გახსენებია.
_შანტალ! როგორ მომენატრეეე!–გოგოები ერთმანეთს გადაეხვივნენ და საწყალ ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელს მათი აღფრთოვანებული შეძახილების მოსმენა კიდევ დიდხანს მოუწია. ამასობაში დეიზიმ რიკი დაინახა, რომელიც ხელს უქნევდა და მის გვერდით თავისუფალ ადგილზე ანიშნებდა. დეიზი სწორედ მისკენ გაემართა და როცა ემბერმა მისთვის მოიცალა და შეამჩნია ვის გვერდით იჯდა, თვალები საეჭვოდ დაუვიწროვდა სიბრაზით.
_ხომ გითხარი…–გაეცინა რიკს.
_მე კიდევ ჩემი პასუხი გითხარი…
_მისმინე, საღამოსთვის რა გეგმები გაქვს?
_საღამოსთვის?–მოვლენების ასე სწრაფად განვითარება დეიზის არ აწყობდა.
_ჰო, სადმე გაგვესეირნა… რას იტყვი?–დეიზი დაიბნა. რა ეპასუხა? ამ დროს სემის მზერა დაიჭირა, გულნატკენი უსმენდა მათ საუბარს.
_საღამოს გატარებას სემთან ერთად ვაპირებ.–თვალი არ მოუშორებია სემისთვის ისე უპასუხა დეიზიმ.–თუ გინდა შემოგვიერთდი.
_სემთან?–ხმამაღლა მოუვიდა რიკს და მანაც გოგონას გახედა, რომელმაც სასწრაფოდ აარიდა მზერა.
_მისტერ კლარკ, თუ შეიძლება, გაიწყვიტეთ ხმა ბოლოსდაბოლოს!–მოთმინებიდან გამოვიდა მასწავლებელი, დეიზისაც თვალები დაუბრიალა.
_არაა, გმადლობ, სხვა დროს იყოს…–გადაუჩურჩულა რიკმა დეიზის, როცა მასწავლებელმა საუბარი გააგრძელა. დეიზიმ დაინახა, როგორ მოეღუშა სახე პატარა გოთ გოგონას.
ზარი რომ დაირეკა დეიზიმ თავისი ნივთები ჩანთაში ჩაყარა და სემისკენ გაიქცა, რომ კლასიდან არ გაესწრო.
_ჰეი, სემ!
_გამარჯობა.–ოდნავ გაუღიმა გოგონამ.
_მგონი გაიგონე ჩემი და რიკის საუბარი, არა?
_სამწუხაროდ, კი.–ტუჩი მოიკვნიტა მან.
_მერე, რას იტყვი?
_რაზე? მან ხომ უარი თქვა.
_ჩემთან ერთად საღამოს გატარებაზე! რიკი ჭირსაც წაუღია!–სემს გაეცინა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.
_არ შემიძლია, დღეს გვიანობამდე ვმუშაობ.
_მუშაობ? სად?
_ქალაქის ცენტრში, ჰიპერმარკეტში.
_კარგი, საღამოს შემოგივლი…
_კარგი… წამო, თორემ ქიმიაზე დაგვაგვიანდება…
გოგონები ქიმიის ლაბორატორიაში ლაპარაკ–ლაპარაკით შევიდნენ.
_ქიმიაში პროექტს ვწერთ წყვილებში, წინა გაკვეთილზე დაგვაწყვილა, შენ ვინმე ისეთის პოვნა მოგიწევს, ვისი მეწყვილეც რაიმე მიზეზით აცდენს.
_კარგი, რამეს მოვახერხებ. ქიმიაში მაგარი ვარ!–განაცხადა ენთუზიაზმით.“განა მართლა!” გაეღიმა დეიზის გულში. კლასში ყველა თავის მეწყვილეს მიუჯდა გვერდით მერხთან, რომელზეც სხვადასხვა ხელსაწყოები მოეთავსებინათ ქიმიური ცდების ჩასატარებლად.
მასწავლებელი ხმელ–ხმელი გარეგნობის კაცი იყო, რომელსაც კლასის იდეალური განათება კიდევ უფრო პირქუშს აჩენდა.
_სემესტრში 3 თვის განმავლობაში ავადმყოფობს ხოლმე,–უჩურჩულა სემმა, სანამ თავის ადგილს დაიკავებდა.
_რა ჰქვია?
_ისააკი. ისააკ სომერსი. წავედი.–სემი ჭარბწონიან თანაკლასელ გოგონას მიუჯდა გვერდით.
_მისტერ სომერს, მე დეიზი ევანსი ვარ, ახალი მოსწავლე…
_ა, დიახ, მის ევანს… თქვენ მისტერ სანდერსთან ერთად იმუშავებთ.
_რაა?–აღშფოთდა ოთახის ბოლოს მერხთან მარტო მჯდარი ადამი.–ხომ გთხოვეთ მარტო ვიმუშავებ–მეთქი?
_თუ შეიძლება, კომენტარების გარეშე. დავალება წყვილებში უნდა შესრულდეს. შეწყდა კამათი!–მისტერ სომერსი იმდენად გაანერვიულა ამ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმამ, რომ ნახევარსაათიანი ხველა მოაყოლა. ბოლოს, როგორც იქნა, სული მოითქვა, დეიზის უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი, და მოსწავლეებს მიმართა:
_შეგიძლიათ დაიწყოთ. დავალებების ფურცელი თითოეულ მერხთან დევს.
დეიზი და ადამი ერთად დაიხარნენ დავალების ფურცლისკენ. ადამმა სწრაფად ჩაიკითხა და მის შესრულებას პირქუში სახით შეუდგა. ერთი კოლბა აიღო დეიზიმ და მას გაუწოდა.
_დახმარება არ მჭირდება!–მკაცრად მოუჭრა ადამმა და ხელიდან გამოგლიჯა მინის კოლბა. დეიზი სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და მთელი გაკვეთილი უქმად იჯდა, მხოლოდ თვალს ადევნებდა მეწყვილის მოქმედებას. გაკვეთილის ბოლოს “წყვილის ნამუშევარმა” უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ ადამს მაინც არ მოშორებია სახიდან პირქუში გამომეტყველება.
ზარი რომ დაირეკა, განაწყენებული დეიზი კლასიდან პირველი გავარდა.
დეიზი უკვე ნერვიულობას იწყებდა, პირველი გაკვეთილის შემდეგ ემბერი არ ჩანდა. მართალია ცოტა ამოისუნთქა შვებისგან, მაგრამ მეორეს მხრივ, საეჭვო იყო მისი უეცარი გაქრობა.
ბოლო გაკვეთილი რომ დამთავრდა, კლასის კარებს გასცდა თუ არა, მკლავში მტკივნეულად ჩაავლეს ხელი და მიმალულ ადგილას გაიყვანეს.
_ემბერ?!
_დღეს პირველ გაკვეთილზე ვის გვერდით იჯექი?
_რიკის.
_მერე იცი ეგ ვინაა?
_შენი ყოფილი შეყვარებული?
_ჰო, ოღონდ ყოფილის გარეშე! მაგ ბიჭს მე ვუყვარვარ, კარგად დაიმახსოვრე!
_კარგი, მაგრამ მგონი ცდები…
_არ ვცდები. შეიძლება ჯერ თვითონ ვერ ხვდება ამას, მაგრამ ჯერ კიდევ ვუყვარვარ და მალე შემეხვეწება დავუბრუნდე… შენ კი აჯობებს, ჩვენ შორის არ ჩადგე, ჩემ გადამტერებას არ გირჩევ…
_ემბერ, მეგონა მეგობრები ვიყავით…–დეიზის ემბერის გააფთრებული მზერა არ მოეწონა.
_ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, დეიზი ევანს!–ბოლოჯერ დააკვესა თვალები ემბერმა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
_დეიზი? ვაა, როგორც იქნა დაგიმახსოვრებია!-თვალი გააყოლა მიმავალს დეიზიმ და ამ დროს ადამი შენიშნა იქვე, რომელსაც ოდნავ ჩაეღიმა ემბერის გაბრაზებული სახის დანახვაზე.
_ეი, შენ!–დაუძახა უცებ დეიზიმ და მისკენ გაემართა.-დღეს გავჩუმდი, მაგრამ სხვა დროს შენს საქციელს აღარ მოვითმენ. გვინდა თუ არ გვინდა, მეწყვილეები ვართ და ერთმანეთის ატანა მოგვიწევს. ერთად მუშაობა უნდა ვისწავლოთ, სხვა გზა არ გვაქვს. გასაგებია?
_გასაგებია.–მხრები აიჩეჩა ადამმა.
_ხოდა, ძალიან კარგი. აჯობებს დროზე გამოადგა ფეხი, თორემ ავტობუსი გაგასწრებს.

სახლში რომ მივიდა, დეიზიმ გასაკეთებელი საქმეების სია ჩამოწერა, სიის თავში იყო: „ემბერის შემორიგება“, რომელსაც „ქიმიის საფუძვლიანი შესწავლა“ მოსდევდა. ორივე მათგანი გადაუდებელი შესასრულებელი იყო, თუკი სკოლაში თავის ღირსეულად დამკვიდრება სურდა.




შეტყობინება შეასწორა M_E_G_I - პარასკევი, 2012-12-21, 12:20 PM

M_E_G_Iთარიღი: პარასკევი, 2012-12-21, 12:23 PM | შეტყობინება # 27

9
0  +
2  ±
   ±
Offline
ბავშვებო მალ-მალე დადებას ვერ ვახერხებ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპი არ მაქ sad უნივერსიტეტის კომპით ვდებ ხოლმე და ხშირად ვერ ვახერხებ იმდენს, რო აქ ავკრიფო და დავდო ხოლმე sad დიდი ხანი ჭირდება. ბოდიში, რო გალოდინებთ, მაგრამ რა ვქნა ჩემი ბრალი არაა. ახლა კიდე არდადეგები დაიწყება და სულ ვეღარ დავდებ, მაგრამ გპირდებით, სწავლა რომ განახლდება მერე ხშირად დავდებ ხოლმე თუ დაგაინტერესებთ smile


♫_Ani_♫თარიღი: პარასკევი, 2012-12-21, 4:58 PM | შეტყობინება # 28

225
6  +
16  ±
   ±
Offline
Quote (M_E_G_I)
ახლა კიდე არდადეგები დაიწყება და სულ ვეღარ დავდებ,

surprised surprised au :| ramenairad ver moaxerxeb?arada sainteresoa



♡COLD♡თარიღი: პარასკევი, 2012-12-21, 6:21 PM | შეტყობინება # 29

26
3  +
0  ±
   ±
Offline
რათქმაუნდა მაინტერესებს.... არაუშავს როცა მოახერხებ მაშინ დადე


viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-12-23, 3:25 PM | შეტყობინება # 30

397
10  +
12  ±
   ±
Offline
momwons dzaan magram ar vellodi rom axali tavi damxvedeboda simartle gitxra...ase gaagrdzele saintereso chans warmatebebs gisurveb happy happy happy happy smile smile smile

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: