ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
❦გვირილა თოფის ლულაში❦

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2012-12-23, 11:47 PM | შეტყობინება # 31

436
7  +
9  ±
   ±
Offline
me kidev esmiindoda (:

viku-vukuთარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 9:33 PM | შეტყობინება # 32

397
10  +
12  ±
   ±
Offline
au axal tavs agar debt'? ukve ramdeni xania shemovdivar da araa


M_E_G_Iთარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 5:07 PM | შეტყობინება # 33

9
0  +
2  ±
   ±
Offline
აი, მეც დავბრუნდიიი! მადლობა რომ მელოდით... თუ არ მელოდით მაგასაც არაუშავს, რადგან ყველანაირად ვეცდები თქვენი ნდობა მოვიპოვო იმით, რომ გავახშირო ახალი თავების დადება. მისურვეთ წარმატებები! ვიწყებ.


M_E_G_Iთარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 5:26 PM | შეტყობინება # 34

9
0  +
2  ±
   ±
Offline
5. დეიზის იდეა


ხუთშაბათს ისევ ჰქონდა ე.წ. “დოლორეს ამბრიჯის” გაკვეთილი და დეიზიმ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება კიდევ უფრო მტკიცედ გადაწყვიტა, როცა მის უაზრო, პატივმოყვრულ და გაწელილ ლექციას მოუსმინა, რომელიც სხვებისადმი შეურაცხყოფის მიყენებით იყო გაჟღენთილი. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ კი ემბერისკენ გაემართა. სიბრაზის ჩასაქრობად და ყველაფრის გადასახარშად დრო უკვე მისცა, ახლა შეტევაზე უნდა გადასულიყო.
_ემბერ!-თავზე დაადგა თავის მერხთან „აიფონში“ ჩაფლულ ქერას.
_არაფერი არ მესმის...-ჩაიბურტყუნა ისე, რომ თავი არ აუღია.- არა, მოიცა!-უცებ თვალებში შეხედა დეიზის.-მგონი ჩიტების ჟღურტული მომესმა! თანაც მოღალატე ჩიტების!
_ემბერ! შენ შენს მეგობარს მიუჯექი გვერდით, მე კი უყურადღებოდ დამტოვე! რიკის გვერდით იყო ადგილი, ჰოდა მეც ავდექი და მივუჯექი! რაზე გაცხარდი ვერც ვხვდები!
_ის შენ პაემანზე გითანხმდებოდა, გგონია ვერ გავიგონე?
_სწორად თქვი- ის მითანხმდებოდა! მე რა შუაში ვარ.
_ალბათ შენ მიეცი საბაბი...-არ ნებდებოდა ემბერი და დეიზიმ უკანასკნელი კოზირის გამოყენება გადაწყვიტა:
_ემბერ! ნუთუ ვიღაც ბიჭს საშუალებას მისცემ ჩვენს შორის ჩადგეს?-სენტიმენტალური ტონი ჰქონდა დეიზის.
_ის ვიღაც ბიჭი არაა...-ამოიბურტყუნა ემბერმა, მაგრამ აშკარად განიარაღდა.
_ჰო, მაგრამ ჩვენი მეგობრობა მსხვერპლად არ უნდა შეეწიროს მის გამოხტომას... მოდი, შევრიგდეთ და მე გპირდები მის დაბრუნებაში დაგეხმარები.
_ვის დაბრუნებაში? რაზე ლაპარაკობ?-გაოგნდა ემბერი.
_რიკის... შენ ხომ ასე მწვავედ განიცდი მასთან დაშორებას?!
_არა, ლინდზ,-თავდაჯერებული ღიმილი მოირგო ემბერმა და მოსაყოლად მოემზადა.-მე არ განვიცდი მასთან დაშორებას. ეს ის განიცდის... ოღონდ ჯერ ვერ ხვდება... თუ შევურიგდები მხოლოდ იმიტომ, რომ მე მივატოვო... არ ვაპატიებ, რომ პირველი თვითონ დამშორდა.
_ანუ... არ გიყვარს?
_არა, რა თქმა უნდა... განუწყვეტლივ სოკერზე ლაპარაკობს, არავითარი რომანტიკა მასში არ არის და თანაც ჩემზე სამი ზომით დიდი ფეხი აქვს! ნამდვილი აკვალანგისტის ლასტებივით აქვს ფეხები, წარმოგიდგენიაა?-ემბერი მხიარულად ახითხითდა და დეიზიც აჰყვა.
_ანუ შევრიგდით?-ჰკითხა ბოლოს.
_სმ სამუდამოდ! წამოდი, დიეტური კოლა ვიყიდოთ.-მხიარულად წამოხტა ემბერი, დეიზის ხელი ჩაავლო და დერეფანში მდგარი აპარატისკენ გაიყოლა.
დიდ დასვენებაზე ემბერმა დეიზი კაფეტერიაში წაიყვანა, სადაც მათ უკვე ელოდათ შანტალი და მისი შეყვარებული– ცისფერთვალება მიკი. ემბერმა ორივე გააცნო დეიზის და იღბლიანთა კლუბში მოხვედრაც მიულოცა. როდესაც შანტალი და მისი გაქოჩრილი შეყვარებული რაღაცაზე ხმადაბლა აჩურჩულდნენ, დეიზი ემბერს მიუბრუნდა:
_ემბერ, ერთი იდეა მაქვს და შენი დახმარება დამჭირდება.
_იდეა? რას შეეხება?–ამრეზით გახედა ემბერმა.
_რადგან აქ ახალი ვარ და ბევრსაც არავის არ ვიცნობ, წვეულების მოწყობას ვაპირებ, რომ აქაურები გავიცნო! დამეხმარები?–ემბერს მზერა გაუნათდა და აღტაცებულმა წამოიძახა:
_მიყვარს შენი იდეები!
მთელი გზა, რაც კაფეტერიიდან ბიოლოგიის კლასისკენ მიემართებოდნენ, ემბერი გეგმებს აწყობდა თუ როგორ და სად გამართავდა წლის საუკეთესო წვეულებას.
_ქალაქში ერთადერთი კლუბია ამიტომ დიდი არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს გადასაწყვეტი ვის დავპატიჟებთ. კლუბი ჩემ მეგობრის ბიძისაა ასე რომ ყველაფერს ჩვენ ნებაზე მოვაწყობთ... ო, ღმერთო, მე რატომ არ გამხსენებია აქამდე წვეულების მოწყობა?! თითქოს ამ წინადადებით ახალი სიცოცხლე შთამბერე...–მეოცნებე მზერა გაუხდა ემბერს.
_ემბერ, მოიცა, მოიცა,–დეიზი ცოტათი ჩამორჩა ემბერს, რომელიც იმდენად გაეტაცა თავის აღმაფრენას, რომ ეს ვერც შენიშნა და მხოლოდ მისი ხმის გაგონების შემდეგ მოუბრუნდა მეგობარს.– შენი იდეები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ...
_კარგი?–შეურაცხყოფილი ემბერ წინ დაუდგა დეიზის.– მე ყოველთვის ბრწყინვალე იდეები მაქვს!
_რა თქმა უნდა! მაგრამ რადგან ჩემი წვეულებაა... ამჯერად ისე იქნება, როგორც მე მინდა!
_და შენ როგორ გინდა?
_წვეულება ჩემს სახლში გაიმართება და თანაც მთელ ქალაქს არ ვპატიჟებთ.–ემბერს სახე მოეღრიცა და მის დასამშვიდებლად დეიზიმ ისღა მოიფიქრა შეეთავაზებინა: სტუმრების სიას შენ შეადგენ!
_მაწყობს!–მხრები აიჩეჩა ემბერმა და დეიზი კლასისკენ წაიყვანა.–როდის ვაწყობთ წვეულებას?
_ამ შაბათსვე.
_რაა? სულ გაგიჟდი? მე ახალი კაბაც კი არ მაქვს!–აღშფოთდა ემბერი.
გაკვეთილების შემდეგ დეიზისთვის აზრი არავის უკითხავს, ისე აღმოჩნდა ემბერის ვარდისფერ კაბრიოლეტში უკანა სავარძელზე. წინ ემბერი მამიკოს უბურღავდა ტვინს, რომ საკრედიტო ბარათზე თანხა დაერიცხა, მის გვერდით მჯდომი შანტალი– ტანადი, შავგვრემანი და ნუშის ფორმისთვალება გოგონა მინაბული ხმით ელაპარაკებოდა ვიღაცას, სავარაუდოდ მიკს, შეწუხებული ხმით ეუბნებოდა, რომ მათი საღამო გადაიდო. უნებურად დეიზისაც მოუნდა ვინმესთვის დაერეკა, რაიმე ეთხოვა ან შეხვედრა გაეუქმებინა. გოგონები ატლანტაში მიემგზავრებოდნენ, რათა წვეულებაზე ახალი კაბებით მოეწონებინათ თავი.

პარასკევი უიღბლო დღე გამოდგა. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ემბერმა გაუარა დეიზის თავისი ვარდისფერი კაბრიოლეტით (მის ქუჩაზე შეუხვია თუ არა, მას მერე არ აუღია სიგნალიდან ხელი მანამ, სანამ დეიზიმ ჩანთას დასტაცა ხელი, კარი ჩაკეტა და მანქანაში ჩახტა) და წინა საღამოს შედგენილი სტუმრების სამფურცლიანი სია წარუდგინა, რომელშიც მან რამდენიმე ნაცნობ გვარს მოჰკრა თვალი, მათ შორის სანდერსსაც და რომელშიც არ აღმოჩნდა არავითარი სემი და არც სამანტა. მაშინვე ჩანთაში ქექვას მოჰყვა.
_რას ეძებ?–ჩაეკითხა ემბერი.
_კალამისტარს. ვიღაც გამოგრჩა, ახლავე ჩავამატებ.
_გამომრჩა? ვინ?–სიას ჩახედა ემბერმაც.
_სემი.
_რა? არავითარი სემი! მომე აქ ეს ფურცლები!–უთხრა და ხელიდან გამოსტაცა.–დაიმახსოვრე: ჩემს წვეულებაზე... უფრო სწორად, ჩვენს წვეულებაზე არავითარი სამანტა ვილსონი არ დამანახო!
_ემბერ! აქ 200–მდე ბავშვის სახელი გიწერია, რომელთაგან ნახევარზე მეტი თვალით არ მეყოლება ნანახი, სემს ვიცნობ მაინც. უსამართლობა იქნება რომ არ დავპატიჟო. ასეთი რა დაგიშავა?
_დამიშავა? სათქმელად რომ ღირდეს ისეთი იქნებ არც არაფერი, მაგრამ რომ არსებობს ეს უკვე დანაშაულია.
_ემბერ!
_დეიზი, არ შემეკამათო! მე უკეთ ვიცი ამ ქალაქში ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან არა!
_მე ხომ არ მიცნობდი, მაგრამ შანსი მაინც მომეცი, სემსაც მივცეთ ერთი შანსი.
_საუბარი დასრულებულია!–შეუვალი ხმა ჰქონდა ემბერს.
დეიზი გაბრაზებული სახით მიბრუნდა კარისკენ. ნერვებს უშლიდა ეს გოგო. ერთს სიამოვნებით სთხლიშავდა და ჭკუაზე მოიყვანდა. თავს შეახსენა, რომ ჰეიფვილში სიამოვნებისთვის არ იყო ჩამოსული და ცოტა გულზე მოეშვა– ბოლოსდაბოლოს, სამანტა მისი ნამდვილი მეგობარი ხომ არ იყო.
ჰეიფვილში ჩასვლამდე დეიზიმ იცოდა მხოლოდ ის, რომ თინეიჯერების სამყარო მისთვის ყრუ კედლის მიღმა იყო. თინეიჯერები იყვნენ ხალხი, ვინც საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა, კომპლექსებს იძენდა ან ძლევდა თანატოლებთან ურთიერთობისას. თინეიჯერები– უფროსი ბავშვები, რომლებიც დიდების სამყაროში თავის დამკვიდრებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ. ეს იცოდა დეიზიმ, იცოდა, რომ თინეიჯერები მისგან განსხვავებულად აზროვნებდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუ ასე ძალიან გაუჭირდებოდა მათი გაგება და მათზე ზეგავლენის მოხდენა. მისმა მოთმინებამ პიკს ბიოლოგიის გაკვეთილის ბოლოს მიაღწია. მანამდე კი ემბერს დაემშვიდობა ავსული „ამბრიჯის“ გაკვეთილის შემდეგ და სემთან ერთად ბიოლოგიის კლასისკენ გაემართა. ემბერმა უსიამოვნო მზერა გააყოლა მათ და შანტალს დაედევნა.
–გავიგე წვეულებას მართავ, არ მწყინს, რომ არ მპატიჟებ, ემბერი არ მოგცემს ამის უფლებას.

–სემ, შენ ჩემ წვეულებაზე მოხვდები. არ მაინტერესებს ემბერი რას ამბობს.
–მართლა?–თვალებში გახარებული ჩააცქერდა.
–რა თქმა უნდა.–უპასუხა დეიზიმ, მაგრამ სემმა მაშინვე ყურები ჩამოყარა.
_არა, არ ღირს, რომც მოვიდე, ემბერი მაშინვე გამომისტუმრებს, ნამდვილად არ მინდა გაგდებულის როლში აღმოვჩნდე. მერე მე ვეღარ მოვუთმენ და სიფათში ვუთავაზებ. წვეულება ჩაგეშლება, არ ღირს.–უთხრა სემმა სევდიანად და სანამ დეიზი პასუხს გასცემდა თავისი ადგილისკენ გაემართა (უკვე კლასში შესულიყვნენ). დეიზიმ ვერ შეძლო უკმაყოფილო გამომეტყველების შეკავება. შებრუნდა და უცნაური, ყურსასმენებიანი ადამის გვერდით გაემართა. გაკვეთილი დაიწყო.
ადამმა კოლბების თხევადი შიგთავსის ერთმანეთში შერევით დაკავდა. შემდეგ მომცრო თასში ჩაყრილ მოვერცხლისფრო ბოლქვებს დაუწყო ნაყვა.
_მე რა გავაკეთო?–ჰკითხა დეიზიმ.
_დავალების მომდევნო პუნქტი შეასრულე.–უპასუხა პირქუშად ბიჭმა ისე, რომ თავი არც აუღია. ვინაიდან პირხმელი სომერსი ხველებ–ხველებით დადიოდა მაგიდებს შორის და წყვილების მუშაობას ამოწმებდა, დეიზიმაც გადაწყვიტა ემოქმედა. გაიხედ–გამოიხედა და დაინახა გვერდით მერხზე შავტუხა სამხრეთ ამერიკელმა მის ტორესმა წყალივით გამჭვირვალე სითხეში ვარდისფერი ფხვნილი ჩაყარა. დეიზიმაც იგივეს განმეორება განიზრახა, მაგიდაზე გამჭვირვალე სითხიანი კოლბა იპოვა, წინ გადმოიდგა და მეორე კოლბას დასწვდა, რომელშიც მოვარდისფრო ფხვნილი ეყარა. თან კმაყოფილი გრძნობდა მეწყვილის მზერას, რომელიც ბოლქვების ნაყვას არ წყვეტდა. ის იყო ფხვნილს პირველ კოლბაში ჩაყრა დაუპირა, რომ თავდაჯერებული, დამცინავი ხმა მოესმა.
_თუ ჩვენ აფეთქებას არ აპირებ, ეგ კოლბა გასწი იქით. ხიმენას მიბაძვით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ მასავით შავი აღმოჩნდები. მისი პროექტი კოსმეტიკურ საშუალებებს ეხება და ინგრედიენტები განსხვავებულია.–დეიზიმ ცივად დადგა კოლბა მაგიდაზე.

–და ჩვენი პროექტი?–მის გულუბრყვილო შეკითხვაზე ადამმა თავი ვერ შეიკავა დამცინავად არ ჩაეცინა.
–უბრალოდ ჩუმად იჯექი და ეცადე ხელი არ შემიშალო.–უპასუხა და საქმიანობა განაგრძო. დეიზის უნებურად მოემუშტა ხელები მაგიდის ქვეშ და ზარის დარეკვამდე ასე იჯდა.
გაკვეთილების ბოლოს დეიზი სკოლის წინ მდგარი ვარდისფერი კაბრიოლეტისკენ გაემართა. ემბერი შანტალს ელაპარაკებოდა. გოგოები მას უცდიდნენ, რათა სახლში გაყოლოდნენ და წვეულების წვრილმანები მოეგვარებინათ.
_სია სადაა?–მანქანას მივარდა დეიზი.
_რა სია?–გოგოები გაკვირვებულნი მობრუნდნენ.
_სტუმრების სია!–დაბნეულმა ემბერმა ფურცლები ამოაძვრინა ჩანთიდან და დეიზის გაუწოდა, რომელმაც კალამი მოიმარჯვა და პლიუსებით და მინუსებით აჭრელებულ სიას ჩააყოლა თვალი, შემდეგ იპოვა რასაც ეძებდა და კალმით გადაჯღაბნა.
_რას აკეთებ?–სია ხელიდან გამოსტაცა ემბერმა.
_ადამ სანდერსი ჩემს წვეულებაზე არ დავინახო!–კბილებში გამოსცრა დეიზიმ.
_რა? კი მაგრამ რატომ? თანაც უკვე დავპატიჟე!
_არ მაინტერესებს! არ მოვა და მორჩა!
_დეიზი, წვეულებაზე ჩემთან ერთად უნდა მოსულიყო. დროზეც კი შევთანხმდით რომელ საათზე უნდა გამომიაროს.
_არაუშავს, ემბერ, მარტოც მიგიღებ. საუბრის დასასრული.–დეიზი მართლაც გაცეცხლებული ჩანდა. და მხოლოდ საკითხის გადაჭრის შემდეგ მოთავსდა უკანა სავარძელზე. მანქანა არ იძვროდა, დეიზი გოგონებს მიაჩერდა. შანტალი რაღაცას ანიშნებდა ემბერს.
_ლინდზ, რას იტყვი, ადამის მოსვლის სანაცვლოდ სემი რომ დავპატიჟო?
_არავითარი...–სიტყვის დამთავრება არ აცადა დეიზიმ, მაგრამ უცებ გაჩუმდა.–რა? სემს დაპატიჟებ?
_გადაწყდა! ადამიც და სემიც მოვლენ!–გახარებულმა წამოიძახა ემბერმა და ძრავა აამუშავა. დეიზის კი ოდნავ გამოშტერებული გამომეტყველება შერჩა.




♡COLD♡თარიღი: ოთხშაბათი, 2014-07-02, 1:04 AM | შეტყობინება # 35

26
3  +
0  ±
   ±
Offline
რამდენი ხანია საიტზე არ ვყოფილვარ, ბოლო თავს გადავხედე და ერთი კორეული ფილმი გამახსენდა, Daisy ჰქვია, და სიუჟეტითაც მგონი წააგასვ.
თუ აგრძელებ სადმე ამ ისტორიას აუცილებლად გამაგებინე.


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » ❦გვირილა თოფის ლულაში❦ (ეს უნდა წაიკითხოთ...)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა: