სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
მათი ცხორვება ისევ ძველებურად მიედინებოდა..ოღონდ ცალ-ცალკე... გაგიჩნდებათ კითხვა...რატომ ცალ-ცალკე ?! ისინი ხომ თითქმის ერთად იყვნენ... ჩვენი ისტორიაც ხომ ასე კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაიძაბა... გაქრა ის ზღაპრული გარემო, რომელიც აქამდე სუფევდა... რატომ? იმიტომ, რომ დრო შეიცვალა. იმიტომ, რომ თითოეულმა მათგანმა თავიანთ თავში რაღაც ახალი აღმოაჩინა... შეიძლება ეს იყოს რაიმე კარგი ან ცუდი... ამას უკვე, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. გეგონათ რომ სასიყვარულო, რომანტიკულ და ბანალურ ისტორიას შევქმნიდი?! არაა... იმედი უნდა გაგიცრუოთ. რომანტიკა და მასეთი რაღაცეები ჩვენგან შორსაა... თუმცა არც ისეთი გულქვა ვარ... იქნება, ყველაფერი იქნება...მაგრამ თავის დროზე. ძალიან შევყევი ჩემს მონოლოგს მკითხველო... მოდით კითხვას დავუბრუნდეთ: რატომ ცალ-ცალკე... ასე ვთქავთ, მათი პატარა ჯგუფი ნაწილებად დაიყო... ედვარდი - წავიდა... წავიდა, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს... ის იტალიაში გაემგზავრა და უკვე 2 თვეა მისგან არაფერი არ ისმის. რას შვრება? გამოსწორდა? ხომ მშვიდობაა? ხომ კარგადაა? ეს კითხვები აუცილებლად დაგებადებათ. ამაზე პასუხს კი ჯერ ვერ მიიღებთ.
ტანია დაბრუნდა პარიზში. შედარებით დაწყნარებული ჩამოვიდა. თან მან იცოდა, რომ ედვარდი აქ არ იყო...ბელამ უთხრა და ჩამოსვლაც დააჩქარა. ელისი შეყვარებული იყო... აბა ვისზე თუ გამოიცნობთ? ხოოო..სწორია. ჯასპერზე. თავი ვეღარ შეიკავა და ერთი-ორჯერ ნახა ჯასპერი. შემდეგ ბიჭმა შეხვედრა დაუნიშნა და ჩვენი ელიც დასთანხმდა. რაილი? რაილის დაშორდა. ბიჭმა ძალიან განიცადა. ბუნებით საკმაოდ ნაზი ადამიანი იყო. არ გავდა იმ ბიჭებს, რომლებიც წამდაუწუმ იგინებიან და ამით ამაყობენ. არ იფიქროთ რომ გეის თვისებები ჰქონდა. არა... უბრალოდ შინაგანად სხვანაირი იყო. შეიძლება გარედან ძლიერი ბიჭის შთაბეჭდილება დაეტოვებინა, მაგრამ არა... სულ სხვანაირი იყო. ელისი მართლა, მთელი გულით და სულით შეიყვარა და გოგონას ასეთმა საქციელმა ძალიან დაწყვიტა გული. დაშორებიდან ერთი კვირის განმავლობაში რაილი არ გამოჩენილა, მაგრამ შემდეგ ბელას შეხვდა ინვალიდების სასახლესთან. მოდით გავიხსენოთ ეს დღე....
- რაილი! - დაუძახა ბელამ, რომელიც მეგობრის დაკარგვას ძალიან განიცდიდა და მისმა გამოჩენამ გაახარა. რაილი მექანიკურად შემობრუნდა და ბელა რომ დაინახა, გაუღიმა. მაგრამ მისი ღიმილი თვალებამდე არ მისულა. მხოლოდ გაიღიმა...და მეტი არაფერი. მის თვალებს ის ბედნიერების ნაპრეწკალი არ მიჰკარებია, რომელიც უმეტეს შემთვხევაში ყველა ჩვენთაგანშია,როცა ბედნიერნი ვართ. -ბელა. - ბელა ბიჭს გადაეხვია. - როგორ ხარ? ამიხსენი სად დაიკარგე?! დაგერეკა მაინც... რაილის სახე გაუმკაცრდა. - იმისთვის რომ შენ ელისითვის გეთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა და მასაც თავი დამნაშავედ არ ეგრძნო?! კარგი რა, ბელა... ბელა გაოგნებული ისმენდა. ვერ დაეჯერებინა, რომ ამას რაილი ამბობდა. - ანუ შენ იმიტომ არ დარეკე და საერთოდ იმიტომ დაიკარგე, რომ ელისს ენერვიულა და თავი დამნაშავედ ეგრძნო? არ მჯერა რომ ამას ამბობ... რაილიმ ამოიოხრა. - არა, ბელა უნდა დაიჯერო. მან მე მიმატოვა...მესმის აღარ ვუყვარვარ, მაგრამ ვიღაც ყვავილების გამყიდველში გამცვალა...ღირსია, რომ დანაშაულის გრძნობამ ცოტა მაინც შეაწუხოს. ნელი ნაბიჯებით აუყვნენ ხალხით სავსე ქუჩას. თუმცა გარშემო ვერავის ვერ ამჩნევდნენ, ისე იყვნენ საუბრით გართულები. - არ ხარ მართალი რაილი... რა ელისის ბრალია ის ბიჭი, რომ შეუყვარდა?! შენ გგონია მისთის ადვილი იყო შენზე იმ ყველაფრის თქმა? ძალიან ნერვიულობდა შენზე... - იცი?... გულის სიღრმეში მესმის, რომ ელისისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მე ის მიყვარდა ბელა. მართლა მიყვარდა, მან კი აიღო და გადამადგო რაღაც საგანივით... - რაილი ზედმეტი მოგდის. - ბელას არ ესმოდა ბიჭის ასეთი დამოკიდებულება. კი რაილის უჭირდა და გული ჰქონდა გატეხილი, მაგრამ ესე გადაკარგვა და ასეთი საქციელი მას არ ამართლებდა. - არა ბელა არ მომდის. და საერთოდ რატომ ერევი ამ საქმეში?! ეს მარტო ჩვენი საქმეა..თუმცა არა...ჩვენ აღარ ვვარსებობთ. - რაილი მწვავედ ლაპრაკობდა. - უბრალოდ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და მინდა დაგეხმაროთ. - ჩაილაპარაკა ბელამ. - არაა საჭირო. ჩვენ დახმარება არ გვჭირდება. კარგი დავხუროთ ეს თემა. არ მინდა გაწყენინო. ტანია და ედის საქმეები როგორაა? მათ შორისაც რაღაც ხდება ხო? ბელა დაიბნა. ნუთუ რაილიმაც შეამჩნია?! - არაა... უბრალოდ ოჯახური პრობლემები აქვთ. დიდი არაფერი. - გაიღიმა ბელამ. - კარგი. და შენ? არაპირებ ვინმეს მოძებნას? ნუთუ თაყვანისმცემლები არ გყავს?! ვერ დავიჯერებ. - გაიცინა რაილიმ. ბელა შეიშმუშნა. არ უყვარდა ამ თემაზე დიდად საუბარი, მაგრამ რაილის ვერ აწყენინებდა. - არიან უმნიშვნელოები..მაგრამ ვცდილობ მათ ყურადღება არ მივაქციო. - გაიღიმა. - ოხ...რა სასტიკი ხარ. - გაიცინა რაილიმ, ბელამ კი მხარი გაკრა. - წამო ნაყინი ვჭამოთ! - შესთავაზა ბელამ. - წამო!
აი ეს იყო ამათი შეხვედრა მკითხველო... რამე ხომ არ გამომრჩა? მმმ... აჰ, ხო! სები და პოლინა. ალბათ გაინტერესებთ, როგორ განვითარდა მათი ურთიერთობები. საკმაოდ კარგად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად აქვთ. აღმოჩნდა, რომ ბევრ საერთოსთან ერთად უამრავი საწინააღმდეგო აქვთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ იმის გამო იჩხუბეს, რომ სებიმ სულ რაღაც სამი სიტყვა ვერ უთხრა... აბა რა სიტყვები? ხო, სწორად მიხვდით. „მე შენ მიყვარხარ“. უბრალოდ მომენტი იყო ისეთი, რომ უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა, რაც პოლინას ეწყინა და კარგა ხანი გაწყვიტეს ურთიერთობები. მაგრამ შემდეგ სები გონს მოვიდა, მიხვდა,რომ ეს გოგო მართლა უყვარდა და 100 ცალი წითელი ვარდი მიუტანა. ამასთან ერთად ის სამი სიტყვაც უთხრა და ამჯერად მათზე ბედნიერი არავინაა. ისინი ოფიციალურად წყვილი გახდნენ.
რაც შეეხება ჩვენს უცნობს...რომელზეც ინტერესით აქ ზოგიერთი იწვის... ტყვილად გაგიბრწყინდათ თვალები, ვინაა მაინც არ გეტყვით. ხო.. ეს ჩვენი უცნობი პარიზიდან...საერთოდ საფრანგეთიდფან გაემგზავრა. გაყიდა ყველაფერი...დაივიწყა ყველაფერი... მოგროვებული თანხით კი ახალი ცხოვრების დაწყბას შეეცდება. რომელ ქვეყანაში? ჯერ-ჯერობით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დრო რომ მოვა გაიგებთ. მოკლედ, წავიდა ჩვენი უცნობი. გადაწყვიტა ცხოვრება ახალი, სრულიად ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს. რას ფიქრობთ გამოუვა? მე გეტყვით, რომ კი! მის მონდომებას და სურვილს საზღვარი არ აქვს, ამიტომაც თუ მონდომება დიდია, საქმეც გამოვა. თუ კერძოდ რა გამოუვა ამაზე ცოტა მოგვიანებით.
(კონკორდის მოედანი) წვიმდა. პარიზში გადაუღებლად წვიმდა. ქუჩები თითქმის დაცარიელებულიყო. ხალხი წვიმისგან თავშესაფარს ეძებდა. ნუთუ ასეთ ამინდში ვინმე გავიდოდა გარეთ?! მითუმეტეს კონკორდის მოედანზე იხეტიალებდა?!... ჩვენი გმირებისთვის ეს დამახასიათებელია მკითხველო, ამიტომ არ გაგიკვირდეს. ჩვენი, ჯერ კიდევ უცნობი თქვენთვის გმირი, წვიმაში იდგა და ეგვიპტურ ობელისკს უყურებდა. სულ გალუმპულიყო, მაისური მის დაკუნთულ ტანს მიწებებოდა, თმების ფერს სისველის გამო ვერ გაარჩევდი, სახე მიეშვირა წვიმისთვის და ეტყობოდა,რომ ამისგან სიამოვნებას იღებდა. ეტყობა უყვარდა წვიმა. ან რომელ ჩვენთაგანს არ უყვარს წვიმა? ეს ხომ თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა! როცა დგახარ, ასე მარტო და შეგიძლია იყვირო, იცეკვო, იხტუნაო გუბეებში და განთავისუფლდე. ჩვენი გმირიც ამ მომენტში თავისუფალი იყო. არ გეგონოთ, რომ რაღაცის გამო ნერვიულობდა. არა...უბრალოდ განთავისუფლდა. მისი მხრებიდან ის მძიმე ლოდი ჩამოვარდა, რომელსაც ამდენი წელი ატარებდა. ის თავისუფალია! როგორც იქნა! მოდით ცოტას მოგიყვებით მის შესახებ. . . მისი სახელი და გვარია ნიკოლა ვენსანტი. (ვიცი ზოგიერთს რაღაც-რაღაც აზრები ჩაგეფუშათ!) 25 წლის. ახლა კი მოკლედ იმის შესახებ, თუ რა ლოდს ატარებდა...
უდანაშაულობა... რთულია შეეწინააღმდეგო „სამართალს“... რთულია წინაღმდეგობა გაუწიო მშობლებს... ახლობლებს... და საყვარელ გოგონასაც კი... რომლებსაც არ ჯერათ შენი. მათ არ აქვთ რწმენა...არ აქვთ რწმენა თქვენში... არადა დამეთანხმებით უნდა ჰქონდეთ. შესაძლებელია თუ არა, რომ დედამ... დედამ ზურგი გაქციოთ?! ალბათ ფიქრობთ, რომ არა... ცდებით. შესაძლებელია. ზუსტად ასე მოექცნენ ნიკოლას. ის დააბრალეს რაც არ უქნია. ქურდობაში დასდეს ბრალი...ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ უნდოდა ძმაკაცი დაეცვა. არადა პირიქით გამოვიდა...აქეთ გახდა დასაცავი, მაგრამ არავინ არ ამოუდგა მხარში. 3 წელი ციხეში გაატარა. 3 გრძელი...ტანჯვით სავსე წელი... ამას ისიც დაემატა, რომ გაიგო ნაშვილები იყო. ეს მისთვის ყველაზე საშინელი შოკი იყო. გამოძიებამ ყველაფერი ნიკოლას შეაწმინდა და ნამდვილი დამნაშავე არც მოუძებნიათ. ნიკოლას მეგობარ გოგონას შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ერთხელაც, როდესაც გოგოს მშობლები ორი დღით ქალაქიდან გაემგზავრნენ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გოგონამ სახლში უამრავი მეგობარი დაპატიჟა... დაიწყო ცეკვები...სიმღერები... სასმელი...და ისეთი რაღაცეები რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ამ დღესასწაულის შემდეგ, როცა მშობლები ჩამოვიდნენ გაირკვა, რომ გოგონას დედის ძვირფასი ყელსაბამი გამქრალიყო. პოლიცია ჩარიეს ამ საქმეში. თავიდან ეს გოგო არ ტყდებოდა, რომ სახლში ასეთი ამბავი მოაწყო, მაგრამ შემდეგ მოუწია აღიარება. დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც იმ საღამოს ამ სახლში იყო. ნიკოლას ძმაკაცმა, რომელსაც აუღია ეს ყელსაბამი იგრძნო, რომ რაიმეს თუ არ მოიმოქმედებდა ციხეში ჩააყუდებდნენ. ნიკოლასთან მივიდა და შველა სთხოვა. ნიკომაც მეგობარს უარი ვერ უთხრა და დაპირდა შეყვარებულს დალაპარაკებოდა და ყელსაბამი ჩუმად დაებრუნებინა. ძმაკაცი გულდამშვიდებული წავიდა. ნიკოლამ კი გოგოს დაურეკა და შეხვედრა მოსთხოვა. როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ და ნიკოლამ გოგოს ყელსაბამი უჩვენა, ამ უკანასკნელმა კი არ დაუჯერა, რომ ნიკოლას აღებული არ იყო და პოლიციაში უჩივლა. გაირკვა, რომ ამ გოგოს ჩუმად სხვაც ჰყოლია და ნიკოს ღალატობდა. ამიტომაც მის მიმართ არანაირი სიყვარული არ ამოძრავებდა. ასე აღმოჩნდა ნიკოლა გისოსებს მიღმა. რამდენი ემუდარა მშობლებს, რომ დაეჯერბინათ, მაგრამ არა. ფაქტი სახეზე იყო. ნიკოლას მშობლები არასდროს გამოირჩეოდნენ სითბოთი და სიყვარულით ბიჭის მიმართ. შემდეგში აღმოჩნდა, რომ ნიკოლას აღრზდა სულ სხვა მიზნებისთვის ჰქონდათ გადაწყევტილი. მოკლედ ყველამ ზურგი აქცია ამ საწყალ ბიჭს. ძმაკაციც კი აღარ გამოჩენილა, შემდეგ გარიკვა, რომ ეს ბიჭი მორფინისტი იყო და დიდი დოზისგან ბინაში უპოვიათ მკვდარი. გავიდა 3 წელი... და ნიკოლამ პირველად ჩაისუნთქა ნოტიო, გრილი, თავისუფლების ჰაერი. მან მიატოვა ყველა და ყველაფერი. დაივიწყა თვისი მშობლები და ყველაფრის თავიდან დაწყების იმედით იდგა, აქ, კონკორდის მოედანზე და ეგვიპტურ ობელისკს უყურებდა.
(ნიკოლა)
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
uraaaaaaaa ra sayvareliaaaaaaaaaaa miyvaaaaars es bichiiiiiiiiiii nu tam ise wer xo veranairad ver mixvdebi ra sheidzleba moxdes shemdeg....... ara ra miyvar am saxels e=rom gedzaxi intigis mama dzalian momewona tavi da upro da upro saintereso xdeba tu rogor ganvitardeba momavalshi movlenebi simartle vtqva azrze ver movdivar ra sheidzleba moxdes
nu amitomac tam shemdeg tavs davelodebi moutmenlad dzalian magri xar genacvae
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ბიჭი, გამიხარდა უცნობის ვინაობა რომ გაგვიმხილე უმაგრესი თავი იყო ყველაფერი მაგრად გეწერა. რაილი შემეცოდა როგორ უყვარს ელისი. უმაგრესად წერ ველოდები შემდეგ თავს მაინტერესებს რა მოხდება .