სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
jasperis gamochenas aset vitarebashi namdvilad ar velodiyvavilebis gamyidveli magari
ხო :)) შენ კი არა მეც არ ველოდი :)) ეგ აზრი სრულიად შემთხვევით ამომიტივტივდა და გადავწყვიტე გამომეყენებინა :))) დაჟე ერთი პერიოდი ვფიქრობდი ელისის ლექტორი ხომ არ გავხადოთქო :))) ხომ იცით ყველაფერი ხდება
Quote (kristen)
nu saertod bellaze, taniasa da edwardze naklebad saubrob am tavshi magram momdevno etpze vnaxot ra iqneba
ხო, ამ თავში ბევრს ვერაფერს ვერ დავწერდი იმიტომ რომ უკვე დროა ნელ-ნელა სხვა პერსონაჟები შემომეყვანა :)) ძალიან დამეჩაგრნენ ზოგიერთები :)))))) მათზეც მალე შეიტყობთ! :))
Quote (kristen)
nu saerto jamshi umagresi iyo
დიდი მადლობა საყვარელო! :)) მიხარია რომ კითხულობ! :))
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
მომდევნო თავი უკვე დაწერილია :)) ოღონდ რვეულში :))))) ასე რომ გადაბეჟდვა დამრჩა და დავდებ :)) SLYTHI, დიდი მადლობა ძვირფასოო! მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს! <3 მიყვარხართ!
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
aii axla movrchi kitxvas agprtovanebuli var martla saintereso siujeti da tempi, da sasiamovnod gadmocemuli pirdapir ra magaria, avtoric gvelaparakeba^^ mokled getyoba ro nichieri xar da chemi ar iyos, uamravi fiki gaqvs wakitxuli
mokled yochag, bravio da aucileblad Bis!! ara martla ukve dzalian velodebi axal tavs, arada ra samwuxaroa ro chqara ver deb:((( neta ro daamtarebdi mere mepova es :))
karkuuuush, ra magari tavi iyoo. minda gitxra, rom saocad wer da dzalian kargad da dadebitad moqmedeb mkitxvelze. momwons shens mosazrebebs rom chaurtav xolme. kidev is momwons rom sul tbili da ketili tavebia, ragacnairi sitbori savse. mokled es fiki dzalian dzalian miyvars da shenc karkush. velodebi axal tavs moutmenlad
ვდებ ვდებ! :))) elis, ვაიმე დიიდი მადლობა ასეთი მაგარი კომისთვის! :))) მართლა,მართლააა! <3 ძალიან მიხარია,რომ ვახერხებ თქვენამდე მოვიტანო ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობ და განვიცდი ამ ფიკის წერისას:))) მადლობა,მადლობა,მადლობა! natuka, მეც მიყვარხარ ძვირფასო ძალიან ძალიან! საკმაოდ უჩვეულო კომი დაწერე და მომეწონა :)) არ მეგონა თუ ვინმე ამ თავებში სითბოს დაინახავდა გაიხარე მიყვარხარ! <3
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
აი ბავშვებო ახალი თავი :)) სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი როგორი გამოვიდა :))პატარა თავია უბრალოდ ამაზე მეტს ამჯერად ჩემი მუზა ვერ ქაჩავს :))) მომდევნო თავი შევეცდები სიუჟეტურად დავტვირთო :)) სიცხე მქონდა ამას რომ ვწერდი მაგრამ იმედია მოგეწონებათ
7 თავი
ბნელ, მივიწყებულ ქარხანაში, ნაბიჯების ხმა გაისმა. მხოლოდ პაწუა ფანჯრიდან, შემოდიოდა მკრთალი შუქი. რაიმეს გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. ცოტა ხანში სხვა ადამიანიც შეუერთდა პირველს. -ჰეი... - გაისმა ჩაფხრეწილი ხმა. - რა იყო კიდევ გინდა? -ხო...რომ არ მდომებოდა აქ არ ვიქნებოდი. -ჯერ ფული. -ფული მაქვს. ამ საკითხზე არ ინერვიულო. -რა მოგართვა? - დამცინავი ტონით იკითხა უცნობმა. - ისევ იგივე? -კი. ოღონდ ორმაგი დოზა. -კარგი საყვარელო. შენ ფული მოამზადე და მე შენს „საუნჯეს“ მოგიტან. და ნაბიჯების ხმა უკვე სხვა მიმართულებით გაისმა. სიბნელეში კარგად არ ჩანდა, მაგრამ ადვილად მიხვდებოდით ვინ მივიდა ამ ტიპთან. დიახ, ეს ედვარდი იყო. ისევ წამალზე შეჯდა და მორიგი დოზისთვის მოვიდა აქ. ნაწილობრივ თავისი თავი სძულდა, რომ ასეთი სუსტი იყო. მაგრამ შეჩერება უკვე უჭირდა.უკვე გვიან იყო.
-აი, აიღე. -გამომართვი. -ედვარდმა ნარკომოვაჭრეს ფულის დასტა მიაწოდა. -ყოჩაღ! აბა შენ იცი. - და უცნობი სიბნელეში გაუჩინარდა. ედვარდი უკან გამორბუნდა და თავის ვოლვოში ჩაჯდა, რომელიც გარეთ უცდიდა.
სასაფლაო.
სასაფლაო... მიწა სადაც უამრავი ადამიანი განისვენებს. მიწა, სადაც საყვარელი ადამინები წვანან. მაგრამ მაინც ეს ადგილი ყველას შიშს ჰგვრის. მათ შორის მეც.
ჩვენი ნაცნობი საფლავის ქვას დაჰყურებდა. თავჩაღუნული, მოქუფრული სახით... იდგა და მიშტერებოდა დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის ამოტვიფრულ, გრძელ და ამავდროულად მოკლე ტირეს. ეს ტირე ბევრი რამის მთქმელი იყო. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი,მაგრამ სინამდვილეში... ეს ტირე მთელ სიცოცხლეს ნიშნავდა. უყურებდა ამ ტირეს და იხსენებდა ყველა იმ ბედნიერ, თუ უბედურ წამს,რომელიც ამ უძვირფასეს ქალთან ერთად ჰქონდა გადატანილი.
მოღრუბლული, ნაცრისფერი დღე იდგა. გარშემო სევდის მომგვრელი პეიზაჟი იშლებოდა... გახამებული, მოყვითალო ბალახი, წითელ-ყვითელი ხეები და საფლავების ნაცრისფერი ქვები. ამ საფლავთან კი გაუბედურებული, გაპარტახებული ადამიანი.
ცრემლი... პატარა ცრემლი ჩამოგორდა მის ღაწვებზე. „შენ გინდოდა, რომ ამ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია...რაღაც გამოვსულიყავი... შენ შრომობდი...ყველაფერს აკეთებდი, რომ მე მესწავლა..- ლუღლუღებდა ჩაფხრეწილი ხმით. – და წახვედი... ასე უცებ... შენს გარეშე რა მეშველება... როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს?! ჩემთვის ყველაფერი იყავი...დედა, მამა, ძმა, და, მეგობარი... იმის მიუხედავად რომ ასე გვიჭირდა, შენ მაინც სულ იცინოდი... სულ მამხნევებდი... არადა აქეთ უნდა გამემხნევებინე... არ გინდოდა გეგრძნობინებინა... არადა ვინ იცის როგორ გიჭირდა... გამზარდე...არადა მხარში არავინ გედგა...- მუხლებზე დაემხო და ახლა უკვე აქვითინდა. - მაპატიე... მე რომ არ წავსულიყავი...შეიძლებოდა ახლა ჩემთან ყოფილიყავი და არა ამ ცივ მიწაში... მაპატიე... - ხელებით გახუნებულ ბალახს დაეძგერა და გამწარებულმა მოგლიჯა. - გეფიცები... გეფიცები...მივაღწევ შეუძლებელს...“
ასე იჯდა ჩვენი უცნობი გმირი და აღსარებას აბარებდა გასნვენებულ დედას. შეპირდა, რომ ყველასთვის სამაგალითო გახდებოდა და დაიპყრობდა უმაღლეს მწვერვალებს.
ტუილერების ბაღი.
ბელა ტუილერების ბაღში მიაბიჯებდა, სრულიად მარტო. ყველაზე მოფარებულ ადგილებში სეირნობდა. ფოთლების შრიალი საამო მელოდიას უმღეროდა. ბელა ხეების სვეტებს შორის ნელა, აუჩქარებლად მიაბიჯებდა. ზეცას ახედა. მოღრუბლულიყო... წვიმა დაიწყებოდა მალე...მაგრამ ეს ბელას არ აშინებდა. პირიქით რაღაც ძალა, ხეებისკენ ექაჩებოდა და ისიც მიდიოდა. ხალხი ამ ადგილებში არ დადიოდა. ალბათ, იმიტომ რომ ქალაქური ცხოვრებისგან ძალიან მოწყვეტილი ადგილი იყო. ბელას კი ამჯერად სიმშვიდე სჭირდებოდა. უეცრად, ხეებს შორის ადამიანის სხეული შენიშნა. შიშმა მოიცვა, მაგრამ იქნებ ამ ადამიანს შველა სჭირდებოდა?! ამიტომაც მისკენ გაიქცა. მიუახლოვდა და წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როდესაც ხესთან გაშოტილ ადამიანში, ედვარდი შეიცნო. -ო, ღმერთო ედვარდ! - მივარდა, მაგრამ ედვარდი არ რეაგირებდა. გათიშული იყო. -ედვარდ! ედვარდ, გამოფხიზლდი! - ბიჭს სახეში ხელებს უტყაპუნებდა, აჯანჯღარებდა, მაგრამ რეაქცია ნული იყო. -დამეხმარეთ! - იყვირა გოგონამ. - ედვარდ, გონს მოდი! დამეხმარეთ! - მაგრამ ეს იმდენად მივიწყებული ადგილი იყო, რომ არავინ არ გამოჩენილა. უცებ ედვარდი გაინძრა. -ედვარდ! მადლობა ღმერთს! - წამოიყვირა გახარებულმა ბელამ. ბიჭმა ძალიან ნელა გაახილა თვალები. -ბელა? - დაიჩურჩულა. -ხო, მე ვარ. ედვარდ, რა დაგემართა?! ამიხსენი რა ხდება... ედვარდს თითქოს დენი დაარტყესო, გონს მოვიდა და ჩქარა წამოდგა. ცოტა თავბრუ დაეხვა და ხეს მიეყრდნო. -ედვარდ? -ხო, ხო... კარგად ვარ. შეგიძლია წახვიდე. ჩემ გამო არ ინერვიულო. - გულგრილად გამოაცხადა ედვარდმა. -რა? ასე ვერ დაგტოვებ. სახლში წაგიყვან. -არა. არაა საჭირო. მადლობ, რომ ნერვიულობ, მაგრამ კარგად ვარ. ბელა აილეწა. ხუთი წუთის წინ გათიშული ეგდო, ახლა კი გულგრილად აცხადებს კარგად ვარო და ნუ ნერვიულობო. -არა. წაგიყვან. მანქანაზე ასეთ მდგომარეობაში ვერ დაჯდები. -მდგომარეობაში? - უცებ ტონი შეცვალა ედვარდმა. - რა მდგომარეობაში თუ ღმერთი გწამს! მშვენივრად ვარ. იმის შესახებ რაც ნახე, ჯობია არავის უთხრა. -რატო მერე მეც მოკვლით დამემუქრები? ! - იყვირა ბელამ და უცებ მიხვდა რაც წამოაყრანტალა. ედვარდი გაშეშდა. სახეზე მუქმა ღრუბელმა გადაურბინა. -რას როშავ? - დაიჩურჩულა. -არაფერს. - ბელამ წასვლა დააპრა, მაგრამ ძლიერმა ხელებმა გააჩერეს და ხეს მიაკრეს. ედვარდი ბელას წინ იდგა და თვალებით ბურღავდა. მისი უპეები ჩაშავებულიყო, სახე უფერული ჰქონდა, ლანდივით გამხდარიყო. -ახლავე მითხარი, საიდან მოიტანე ეს სისულელე?! - გაბოროტებული ხმით უთხრა ედვარდმა. -არსადიან. გამიშვი! - მაგრამ ედვარდი სულ არ ფიქრობდა ბელას გაშვებას. -თქვი! - იყვირა და ხელი მოუჭირა. -გამიშვი, ედვარდ! მტკივა! უეცრად შორიდან ხმა შემოესმათ. -გოგონი? აქ რა ხდება? - მოხუცი კაცი იდგა შორიახლოს და ჩვენს წყვილს უყურებდა. ეტყობა დარაჯი იყო. ხელში ჯოხი ეჭირა,სათვალეები ეკეთა და თბილი ცისფერი თვალებით იყურებოდა. ედვარდი მექანიკურად მოშორდა ბელას. -ე...არაფერი...მადლობთ. - თქვა ბიჭმა. -მე გოგონას ვკითხე. - მოკლედ მოუჭრა კაცმა. ბელამ თავს ძალა დაატანა და ამოილუღლუღა: -დიახ. მადლობთ. ყველაფერი კარგადაა. - გაღიმება სცადა. მოხუცმა თავი დაუქნია და გზა განაგრძო. -მადლობ. -არაფრის. - უპასუხა ბელამ. მართალია ედვარდი ცუდად იქცეოდა, მაგრამ როგორც ჩანდა მას თავისი პრობლემები ჰქონდა. აქ ისტერიკების ატეხვა, კი პრობლემებს უფრო გაამწვავებდა. ჯობდა როგორმე დახმარებოდა. ოღონდა არა ახლა.- თუ წინააღმდეგი არ იქნები, უნდა წავიდე. - და შეტრიალდა, მაგრამ ისევ გააჩერეს ხელებმა. ბელას მოთმინების ფიალა აევსო. -ოოოო...ედვარდ! - შემოტრიალდა გაბრაზებული ,მაგრამ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ უკვე ედვარდის ტუჩებს მიწებებულიყო.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
შეტყობინება შეასწორა Karkusha=] - ხუთშაბათი, 2011-03-24, 0:38 AM
vaiiiiii is bichi dzalian mecodebaaa magram memgoni ragacas mec vxvdebi vin unda iyos es eduardi ra gaapuche ase dzalian kaco,karlails xo mouge bolo mtlad mapiozi gaxade da exa es narkomani ara amitom miyvarxar originaluri da intriguli azrebi rom gawuxebt shen da shen muzas
Quote (Karkusha=|)
ოოოო...ედვარდ! - შემოტრიალდა გაბრაზებული ,მაგრამ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ უკვე ედვარდის ტუჩებს მიწებებულიყო.
ai es iyo dasasruliiiiii rogorc iqna ragac moxda am ors shoris sheidzleba edisatvis es arapers nishnavs ai bellastvis kiiiiii tu tamu edic sheyvarebulia chvens bellaze??????